თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ბუნების კარი _ შინაური ცხოველები

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 7 2013, 08:38 PM

ჩემი ლუსი rolleyes.gif მონადირეა, მაგრამ ნეჩევო, ძალიანაც კარგად გავზრდი მე, დავგეშავ კიდეც smile.gif

მართალია ახლა კომპლექსური აცრები სჭირდება + დე ვიტამინი, მაგრამ მაინც ჩემი სიცოცხლე <3

http://www.radikal.ru

სასიამოვმოდ მღლის laugh.gif პატარა ბავშვივითაა laugh.gif

უხ, აცრებს როდის მორჩება, გარეთ რომ გავიყვანო სასეირნოდ user.gif

პ.ს. ხალხ, გაგვაცანით თქვენი მეგორები, ვიცი რომ გყავთ happy.gif
გლახას ცუგას ფოტოები, იზის ბარტყის ფოტოები და სხვების - დაიდოს laugh.gif

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: Feb 8 2013, 01:03 AM

მე მყავს კატა - ლილიკო ქვია, მაგრამ რაც ბავშვი შეგვეძინა კატას აღარ ვუღებთ ფოტოებს რადგან აპარატის ობიექტივი მუდამ ბავშვისკენაა მიმართული biggrin.gif ამას წინათ ვეტ ექიმთან გვყავდა და იმასვუქენით, რომ არ ატყდეს ხოლმე და არ იჯღავლოს biggrin.gif უფრო სწორედ ვეტ ექიმი კი არ იყო, ერთი რუსი ქალია, მთელი დღე დადის სუმკებით ხელში და თუ კი სადმე ქალაქში უპატრონო კატებია საჭმელს აჭმევს. ან საიდან აქვს ამდენი ფული, ან ამხელა სუმკებს როგორ ათრევს ყოველდღე. ძალიან კარგი ქალია, ლუბა ქვია, ხოდა იმ ლუბას გავატანეთ და გააიმასქნა smile.gif ასე რომ კარგი რუსებიც არსებობენ smile.gif

ხო, კიდევ ერთი კატა მყავს თბილისში, სიამის კატა, ემი ქვია. პატარა კნუტი იყო რომ მაჩუქეს და დედალი გვეგონა და ემი დავარქვით, მაგრამ რომ გაიზარდა პასპორტიც გაეზარდა... მამალი ყოფილა. ახლა ჩემი ძმა უვლის, უფრო სწორედ ჩემ ძმასთან ძინავს ღამე. დედაჩემს და მამაჩემს არ უყვართ მარა მაინც აჭმევენ საჭმელს... biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Feb 8 2013, 11:51 AM

ႲႭႡႰႠႬ

ციტატა
მას წინათ ვეტ ექიმთან გვყავდა და იმასვუქენით, რომ არ ატყდეს ხოლმე და არ იჯღავლოს

სტერილიზაცია biggrin.gif

ჩემსას ეგ არ ემუქრება, სანაშენედ უნდათ და აკვანშივე დანიშნულია biggrin.gif

ციტატა
მამალი ყოფილა. ახლა ჩემი ძმა უვლის, უფრო სწორედ ჩემ ძმასთან ძინავს ღამე. დედაჩემს და მამაჩემს არ უყვართ მარა მაინც აჭმევენ საჭმელს...

აი, ჩემებსაც არ უყვართ სახლში ძაღლი, მარა ითმენენ და აჭმევენ :უსერ:
რა უნდათ ვერ გამიგია, საჭმელს მე ვყიდულობ, აცრების ფული მე უნდა დავდო, ვიტამინის ფულიც, საყელურს რომ ვუყიდი მევე გავასეირნებ, რომ მოშარდავს და მოკუკავს, მე ვწმინდავ საპნიანი წყლით (ნუ ხანდახან დედაჩემიც, მე როცა არ ვარ).

ერთადერთი ოთახში ლუსის ყოფნა უნდა აიტანონ.
პ.ს. ამ დილას ძლივს მორდაჩკა ჩავაკარტოჩკე, საღამოს დავდებ happy.gif


ბრძანებები უნდა ვასწავლო და ფორუმ.გე-ზე თემები გადავჩხრიკე, რაღაც ვიპოვე და ვნახოთ პრატიკაში თუ გაამართლებს.

პ.პ.ს. სურათები დასდეთ რა... ერთი იზის ცქვიტოს (ტალღოვანი) ფოტო დამადებინა, მეტი არ მინდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2013, 02:13 PM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2013, 03:55 PM

http://www.radikal.ru

ხალხო, ამ ცუგაზე გაა-ვგიი-ჟ-დიიი wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2013, 12:44 PM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2013, 12:26 PM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 1 2013, 10:28 PM

http://www.radikal.ru
ჩემი მეგობრის ძაღლი

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 14 2013, 10:22 AM

http://www.radikal.ru

გაზრდილი ლუსი

როგორც ამბობენ, ჯეკ რასელ ტერიერსა ჰგავსო, ოღონდ ფეხები აქვს გრძელი, რაც მეტისების შემთხვევაში ბუნებრივია....

მაილო ეგა laugh.gif გასაღებების მოტანა ვერ ვასწავლე biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 14 2013, 02:14 PM

გადააშენეთ ცხოველები!
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 14 2013, 06:20 PM

A.V.M
ორფეხა? რაზეა ბაზარი, ერთი დაშხოშიანი წვიმა იქნება ამ კვირაში და ეგაა რა... biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 24 2013, 03:23 PM

http://www.radikal.ru
ჩემი გასპარ კადრუსი. ეზოში სასეირნოდ დაპაკუნობს smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2013, 04:24 PM

მეზობლის ძაღლი, რომელიც მასიურად მოულოდნელად მიყეფდა და გულს მიხეთქავდა, შემოვირიგე. რამდენჯერმე ძვლები შევუგროვე და დავუყარე... ახლა მხოლოდ თბილ მზერას გამაყოლებს ხოლმე smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 24 2013, 05:33 PM

marine

ციტატა
ახლა მხოლოდ თბილ მზერას გამაყოლებს ხოლმე


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 27 2014, 12:15 AM

,,ახლახანს კითხვა დამისვეს და ჩავთვალე ბარემ ცოტას დავწერდი ამის შესახებ.
საქმე ეხება ცხოველთა დალოცვას და წმ. ანტონი დიდთან დაკავშირებულ დასავლურ ტრადიციას.
17 იანვარს, იტალიაში, გერმანიაში და ზოგიერთ ქვეყანაში, ზოგიერთ სოფელში (ეს ლოკალური ტრადიციაა) ხდება შინაურ ცხოველთა დალოცვა, როგორც ღმერთისგან ბოძებული მეგობრებისა, რომლებზე ზრუნვაც უფალმა სამოთხეშივე დაავალა ადამს.
თუმცა ტრადიცია მაინც შუასაკუნეებში, გერმანიაში ჩაისახა, და თავიდან ის ღორებთან იყო დაკავშირებული, რადგან ყველა სოფელს ქონდა არაჩვეულებრივი წესი, განსაკუთრებით გამოეზარდათ ერთი ღორი , რომელსაც წირავდნენ საავადმყოფოს, ხოლო ამ საავადმყოფოებს კი იქ ანტონიანელი ორდენის ბერები ხელმძღვანელობდნენ.
ნელნელა , ზუსტად ისევე როგორც აღმოსავლეთის ქვეყნებში ცხვარმა, სანტ'ანტონიოსადმი შეწირული ღორებიც წმინდა ცხოველებად მიიჩნია საზოგადოებამ, ხოლო წმ. ანტონი კი ზუსტად ისეთი მფარველი გახდა შინაური ცხოველებისა, როგორც წმ. გიორგია აღმოსავლეთში (ჩვენთან უფრორე ხარის); მეტიც წმ. ანტონი დიდი გახდა მფარველი იმ ოჯახებისა, რომლებიც ამ შინაური ცხოველებით თავს ირჩენენ, დაწყებული ყასბებიდან დამთავრებული მწყემსებით; ამიტომაცაა რომ ევროპაში ძალიან ბევრია წმ.ანტონი დიდის სახელობის სოსისი ან ძეხვი
ვენეტოს რეგიონში (იტალია) არსებობს წესი, რომ როგორც წყალი იცვლის ბუნებას ნათლისღების წინ , ისევე ცხოველნიც ამეტყველდებიან ერთი დღით 17 იანვარს, და გლეხებს ამ დღეს ცხოველები შორს გაყავდათ სახლიდან, რადგან მათი "საუბრის" მოსმენა (ბევრი, ვინც მაინც მოუსმინა ამტკიცებდა, რომ მართლა რაღაც სიტყვებს არჩევდნენ) აკრძალული იყო.
ეს მითები და შორეული ისტორია, დღესდღეობით კი არსებობს ლიტურგიული მსახურებაც - ცხოველთა დალოცვა , რომელიც მსგავსია, ჩვენებური პარაკლისისა, რომელსაც მღვდელმსახურიც და ერისკაციც კითხულობს (შესაბამისად არსებობს დიდი და მცირე მსახურებაც) ; შიგნით არის გახსენება როგორ ეხმარებოდნენ ცხოველები ადამიანს, როგორც უნდა მოუაროს ადამიანმა ცხოველებს და ბუნებას, იხსნებენ ცხოველთა მორჩილებას ნოეს მოხმობისადმი და ნოეს ზრუნვას მათ გადარჩენისათვის, იხსნებენ კრავს როგორც თავისუფლების სიმბოლოს ეგვიპტიდან გამოსვლისას, იხსენებენ დიდ ვეშაპს, რომელმაც გადაარჩინა იონა, ყვავებს რომლებიც ემსახურებოდნენ ელიას, ასევე იმ საერთო მარხვას, რომელშიც ადამიანებიც და ცხოველებიც თანამონაწილეობდნენ ნინევიაში და ა.შ. ასევე გალობენ საგალობლებს, სადაც ცხოველებია ნახსენები (მაგ: ფსალმუნი 8
5. რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიჴსენე მისი, ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას?
6. დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსან-ჰყავ იგი.
7. და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ჴელთა შენთასა,
8. ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთა მისთა. ცხოვარი და ზროხაჲ ყოველივე,
9. მერმეცა და პირუტყუნი ველისანი, მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი, რაოდენნი ვლენან ალაგებსა მას ზღუათასა.)
მსახურება ძირითადად ქუჩებში ხდება (თუმცა ეკლესიაშიც აკეთებენ გამონაკლისს), სადაც თუ მღვდელმსახურია უსუპით ნაკურთ წყალს ასხურებს ცხოველებს და მათ პატრონებს და ყველას მოუწოდებს მოუფრთიხლდნენ უფლის მიერ ნაბოძვარ ფლორას და ფაუნას.
სხვა ყველაფერი ამ უცნაური რიტუალის იქით არის მითი და გამონაგონი, ან უბრალოდ ვიღაცის კერძო საქციელი, რომელიც არ ეყრდნობა საერთო სწავლებას და ტრადიციას.''

www.facebook.com-Sergo Parulava

პოსტის ავტორი: გულთმისანი თარიღი: May 14 2014, 06:31 PM

ციტატა(ႲႭႡႰႠႬ @ Feb 8 2013, 01:03 AM) *

ძალიან კარგი ქალია, ლუბა ქვია, ხოდა იმ ლუბას გავატანეთ და გააიმასქნა smile.gif ასე რომ კარგი რუსებიც არსებობენ smile.gif

დედაჩემსაც ლუბა ჰქვია rolleyes.gif
ციტატა
... მაგრამ რომ გაიზარდა პასპორტიც გაეზარდა...

biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2014, 02:46 PM

"მამა ნექტარიოსს (ტიხონოვი) ძალზე უყვარდა ცხოველები და ჩიტები. კატა ჰყავდა, რომელიც ძალიან უჯერებდა.

ამბობდა ხოლმე: -მამა გერასიმე დიდი მამა იყო, ამიტომ მას ლომი ჰყავდა. ჩვენ პატარები ვართ და კატები გვყავსო და მოჰყვებოდა მშვენიერ ზღაპარს კატაზე, რომელმაც ნოეს კიდობანი გადაარჩინა, როცა არაწმინდა სული შევიდა თაგვში და კიდობნის ფსკერის გახვრეტას ცდილობდა.

კატამ ეს თაგვი დაიჭირა და ამის გამო ყველა კატა სამოთხეში შევაო".

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: Mar 28 2015, 01:26 AM

ყოჩები და მოზვერები ხომ არ გყავთ ვინმეს? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 06:11 PM

"მამა პაისის [ათონელი] სიყვარული გარეულ ცხოველებსაც სწვდებოდა. ამბობდა: "შევთხოვ ქრისტეს: "ქრისტე ჩემო, შემიბრალე მე, პირუტყვი". თუ მკითხავს: "შენ კი შეიწყალე პირუტყვი?" - რას ვუპასუხებ?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2015, 10:36 PM

"სამთავროში ერთი ლამაზი ძაღლი გვყავდა, ლესი. ინგლისური ჯიშის, როდესაც გაბრიელი ბერი სიტყვას ეტყოდა, ძაღლი თავს ჩაღუნავდა, მორჩილად მოისმენდა და ზუსტად ასრულებდა ნათქვამს.
ერთხელ მამა გაბრიელმა გაიღიმა, ხელები გაშალა და თქვა, ძაღლმა გაიგო, ვინ არის გაბრიელი და ამათ ვერ გავაგებინეო".

/დედა პარასკევა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 07:44 PM

"ლევანი [დოლმაზაშვილი] ამბობდა და უკვირდა, რომ ყველა ბრიგადაში იყო გამორჩეული მეცხვარე, რომელიც ათას და ზოგჯერ მეტ ცხვარში არჩევდა ბატკანს რომ თავის "დედასთან მიეყვანა". ასეთ მეცხავრეს "მცნობს" უწოდებდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 09:53 PM

„ხევსურული ძროხა ჩვენ მთაგორიან პირობებში არის უნიკალური, რძესაც კარგად იძლევა და შესაბამისადაც იოლია. იმერული ცხვარი, რომლის მოშენება კერძო ოჯახებში ძალიან მომგებიანია, რადგან ხშირად ტყუპებს იგებს, ადვილად მრავლდება, ხორცს არა აქვს სპეციფიკური სუნი“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2016, 10:58 PM

"ერთხელ მონასტრიდან მომავალმა გზაზე მოკლული გველი დავინახე, აკუწული იყო და თითოეული ნაკუწი საწყალობლად მოძრაობდა. მაშინ ყველა განსაცდელში მყოფი ქმნილება შემებრალა და ღვთის წინაშე დიდხანს ვტიროდი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2016, 03:32 PM

"კარულზე - მთაწმინდის ყველაზე უწყლო ადგილას - ცხოვრობდა ერთი მოსაგრე, რომელსაც სანუგეშოდ და გველ-თაგვებისგან დასაცავად კატა ჰყავდა.

ერთხელ ერთმა მტაცებელმა ფრინველმა გადაუფრინა უდაბნოს და კატა გაიტაცა. გამწარებულმა მოსაგრემ არ იცოდა, რა ექნა, შევიდა ტაძარში, ასკეტერიონის მფარველის ხატთან ჩააქრო კანდელი და ამგვარი სახით ითხოვა მისი ყურადღება. წმინდანს შესტირა, - რატომ არ დაიცავი იგიო. იმავე წამს კართან კატის კნავილი გაიგონა, რომელსაც თავი დაეღწია ფრთოსანი მტაცებლისგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2016, 10:33 PM

"ცხოველი მის ფეხებთან დაყუნცდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2017, 11:19 AM

"ცოცხალ ბუნებასთან დამოკიდებულებაში არც მე ვარ უცოდველი. ადრე მეც "მონადირე" ვიყავი, ივნისის თვეში შველი მოვკალით, გატყავების დროს ჯიქნიდან სისხლი და რძე წამოუვიდა. ამის შემდეგ ნადირობას თავი დავანებე".

/მიტროპოლიტი ელისე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2017, 10:14 PM

სქემარქიმანდრიტმა სერაფიმემ თქვა: "ნეტარია ის, ვინც პირუტყვს იწყალებს. მაგრამ გიჟია, ვისაც პირუტყვი უყვარს და ამით ის ადამიანს გაუთანაბრა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2017, 10:18 AM

"გვიამბობდა, თუ როგორ შეეჩვია დათვი ბერების ყანას და ყოველღამე ტაროებით იგემრიელებდა პირს. ბერებმა დიდხანს არ იცოდნენ, როგორ მოქცეოდნენ ნადირს. მონადირეებისთვის რომ ეთხოვათ, მოკალითო, ეცოდებოდათ და თანაც მონადირეებს დათვზე არანაკლებ შეეძლოთ ყანის ამოგდება. ბოლოს მოიფიქრეს: ცარიელი კონსერვის ქილები ერთმანეთს გადააბეს და წყაროში ჩაუშვეს. წყლის ზედაპირზე მოტივტივე ქილები ერთმანეთს ეხეთქებოდა. დათვს ინსტინქტურად ეშინია ლითონის ხმისა. ავისმომასწავებელმა ხმაურმა შეაშინა ნადირი და გაიქცა.

მინდვრის თაგვებიც არანაკლებ აზიანებდნენ ბოსტანს. მეუდაბნოეებმა სოფლიდან კატა ამოიყვანეს, მან კი თითქოს თაგვებთან პირი შეკრა. სათაგურების დადგმა გადაწყვიტეს. დიდი სჯა-ბაასი გაიმართა: შეეძლო მონაზონს თაგვის მოკვლა თუ არა. ბოლოს დაადგინეს: "ჩვენ თაგვებს არ ვხოცავთ, არამედ გამოვცდით: "გინდა? მაშინ შედი სათაგურში". მამა სერაფიმე ამას გულთბილი იუმორით გვიყვებოდა. "

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2017, 09:53 AM

"ღირს მამას [ავგუსტინეს] დიდად ეწყალებოდა ცხოველები. ამიტომ ბებერ ანდა დასახიჩრებულ პირუტყვს ყველა მამა ავგუსტინეს კელიის ახლოს ტოვებდა. ამის გამო მამა ავგუსტინეს კელია მთელი იმ მხარის ბეხრეკ ცხოველთა თავშესაფრად გადაიქცა. საწყალი ბერი მთელი ზაფხული თიბავდა, უმარაგებდა ზამთრის საკვებს საცოდავ ოთხფეხს. თუ სადმე უპატრონო ცხოველს ნახავდა, მოჰკიდებდა ხელს და თავის კელიაში მოჰყავდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2017, 09:53 AM

"მისი [წმ. კოზმა ზოგრაფელის] დაკრძალვისას საოცარი რამ მოხდა: უფალმა დიდი სასწაული მოავლინა - იმ უკაცრიელ ადგილას ყველა ცხოველმა ერთად მოიყარა თავი და წრეზე დადგა. ხოლო როდესაც წმინდა კოზმას სხეული მიწას მიაბარეს, თითოეულმა მათგანმა საკუთარი ხმა გამოსცა და ასე მიაგო პატივი. შემდგომ ამისა, ცხოველები კვლავ თავიანთ სამყოფელს დაუბრუნდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2017, 09:47 PM

"ცხოველებიც ღვთისგან ბოძებული წყალობით ცოცხლობენ".

"უგონო არსებებიც, - პირუტყვნიც კი განადიდებენ უფალს. როგორ განადიდებენ? - არა შეგნებულად, არამედ იმ დიდებულებით, რა დიდებულებაც უფალმა ყველა მის ქმნილებაში ჩადო".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 08:51 PM

წმ. სილუან ათონელი

720. როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ცხოველებისადმი?

არიან ადამიანები, რომლებიც მიეჯაჭვებიან ცხოველებს, ეფერებიან, ეალერსებიან მათ. ამგვარი საქციელი გონივრული როდია. ცხოველებსა და პირუტყვებს მიეცი საკვები, ნუ დაარტყამ, ამაში გამოიხატება ადამიანის მოწყალება მათდამი. ხოლო მიჯაჭვულობა, სიყვარული, ალერსი და საუბარი მათთან სულის უგუნურების გამომხატველია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2018, 09:52 AM

"წყალი იქ დალიე, სადაც ცხენი სვამს - ცხენი არასდროს დალევს უვარგისს".

"ლოგინი იქ გაიშალე, სადაც კატა მოკალათდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2018, 11:10 AM

"ცდილობდა ჩამქრალ ბუხართან მძინარე კატისთვის ძილი არ დაეფრთხო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2018, 08:27 PM

"[სოფელ საგვაზაოში] ბოკუჩავებს ოდითგანვე ჰყავდათ კამეჩები. ეს უწყინარი პირუტყვი არანაირ ბალახს არ იწუნებს, პროდუქტიულია, მეურნეობაში შეუცვლელი. ბიკუჩავებს მეკამეჩეებსაც ეძახდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2019, 10:34 PM

" - გავიგე, რომ ძაღლის სახლში ყოფნა არასწორია და მართლმადიდებელ ქრისტიანს შინ ძაღლი არ უნდა ჰყავდეს. რამდენად მართალია ეს აზრი?

- ძაღლი ღვთის შექმნილია და ის ადამიანის მეგობარი და სახლის დარაჯია. რა თქმა უნდა, ძაღლი, ისევე, როგორც სხვა პირუტყვი, საეკლესიო სიწმინდეებთან ახლა არ უნდა იყოს. უმჯობესია, ძაღლი ეზოში იყოლიოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2020, 10:39 PM

"ჩვენი პლანეტა ბევრად კარგი ადგილი იქნებოდა, ყველას რომ ძაღლივით უანგარო სიყვარული შეგვეძლოს. მას არ აინტერესებს რამდენი ფული გაქვს ან რა მანქანა გყავს. მას უბრალოდ შენთან ყოფნა აბედნიერებს".

/ჯონ სტეინბეკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2020, 07:43 PM

" - ცოდვად შეერაცხება თუ არა ადამიანს ცხოველების სიყვარული?

- კატების, ძაღლების, ფრინველების გადამეტებული სიყვარული ცოდვაა. ზოგი ადამიანი ბევრ დროს უთმობს მათ - უვლის, კოცნის, მათთან სძინავს კიდეც. ჯობს ეს დრო, როგორც პავლე მოციქული გვირჩევს, მოვანდომოთ კეთილ საქმეებს, ჩვენ სულზე ზრუნვას. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ყურადღება არაფერმა გადაიყვანოს იმ გზიდან, რომელსაც ზეცაში მივყავართ".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2020, 04:25 PM

"მხეცები, როდესაც მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდებიან, არავის ვნებენ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2020, 10:04 PM

"კანჯარი ველური ვირი გახლავთ. ამ ცხოველს უყვარს უდაბნოთა მარტოობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2021, 08:44 PM

"ზოგჯერ გაიგონებთ: "ცხოველები ადამიანებზე მეტად მიყვარსო". რა უგუნურებაა! თუმცა ნათქვამია, რომ ნეტარია, ვინც პირუტყვსაც წყალობს, მაგრამ მთელი სიყვარული რომ ცხოველებს მიუძღვნა, ეს ცოდვაა".

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2021, 08:55 PM

"მსოფლიო უკეთესი იქნებოდა, ყველას ძაღლივით უპირობო სიყვარული რომ შეძლებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2021, 08:40 PM

"ჩემს სოფელში ერთმა ძაღლმა დაყარა ლეკვები. ფუმფულები და საყვარლები იყვნენ, დედაც კარგი ჰყავდათ. ჩემი ნათესავის ოჯახმა ერთი ლამაზი ლეკვი, შავ-თეთრი, აიყვანა. კარგად აჭმევდნენ, უვლიდნენ. ვიტამინებს არ აკლებდნენ, რომ არ დაჩაგრულიყო... თავიდან უსუსური, ცოტათი გაიზარდა, ბეწვი უბზინავდა - კარგი ნაპატიები იყო. გავიხედოთ და, დედამ მოაკითხა და მეორე ლეკვიც მოიყვანა - შეატყო ამ ოჯახს კეთილშობილება და ნდობა დაიმსახურა მის თვალში. ლეკვი დატოვა და ცუხცუხით გაუყვა გზას. მაგრამ დედური ინსტინქტი რა არის მაინც. შორს კი არ წასულა, ღობიდან იჭყიტებოდა - აბა, როგორ გადაწყვიტესო, დაიტოვებენ თუ არაო... ამ ოჯახმა ეს მეორე ლეკვი ვეღარ დაიტოვა, პასუხისმგებლობა ამდენი ვეღარ აიღო თავზე... ჰოდა, დედა ძაღლი მოვიდა ისევ, დასტაცა პირი თავის პატარას და კვლავ საქმიანი ცუხცუხით გაუყვა შარას იმ ფიქრით, რომ თუ ღირსეულ პატრონს ვერ მოუძებნიდა შვილს, მაშინ მასზე თავად უნდა ეზრუნა".

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2021, 11:35 AM

"მოგზაურების თქმით, აქლემი უდაბნოს ხომალდია, ხოლო უდაბნო აქლემისათვის არის ზღვა. ეს ცხოველი ღმერთმა სიმძიმეთა მზიდავად შექმნა. ჩვეულებისამებრ, აქლემი არის 6-7 ფუტი სიმაღლის, ძალიან დამყოლი და მომთმენი. აქვს მაგარი და ელასტიური ჩლიქები, რომლებიც ფეხს ქვიშაში ღრმად ჩაფლობის საშუალებას არ აძლევს."


"ცალკუზიანი აქლემები = დრომადერები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2021, 01:50 PM

"შველი ზაფხულში აჩენს ერთიდან ორ ნუკრამდე, აჭმევს მათ თავისი რძით და ტოვებს მხოლოდ ბალახის არასაკმარისობის (ნაკლებობის) მიზეზით ("შველმაც კი მიაგდო ნუკრი, ველზე რომ დაბადა, რადგან ბალახი აღარ იზრდება" იერ. 14.5)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2021, 02:28 PM

"კურდღელი ბინადრობს მსოფლიოს ყველა ნაწილში, გარდა ავსტრალიისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 07:39 PM

"ექიმები ამბობენ, რომ იმისათვის, რომ ძლიერი კუნთები გქონდეთ, ხორცი უნდა ჭამოთ. აბა, შეხედე ხარებს: საცოდავები ბალახს ჭამენ, მაგრამ რა ძლიერი კუნთები აქვთ! განა ამაში ღმერთს ვერ ხედავ? ღმერთი მათ ძალას მხოლოდ ბალახის მეშვეობით აძლევს. რამდენად მეტს აძლევს იგი ადამიანს! გესმით ეს თქვენ?"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 03:37 PM

"იქ ახლა შაიშმელაანთ ძაღლი იდგა და მოწყენილი ყეფდა"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2022, 05:32 PM

"ზოგჯერ იმასაც გაიგონებთ: ცხოველები ადამიანებზე მეტად მიყვარსო. რა უგუნურებაა! თუმცა ნათქვამია, რომ ნეტარია, ვინც პირუტყვსაც წყალობს, მაგრამ მთელი სიყვარული რომ ცხოვლებს მიუძღვნა, ეს ცოდვაა. ვინც ამით სცოდა, შეინანოს ღმრთს წინაშე!"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2022, 08:30 PM

"ადამიანები ერთმანეთს არ ინდობენ და ძაღლს როგორ დაინდობენ?!"

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 05:50 PM

"ალბათ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ის გარემოება, რომ განთქმული ცხენის ჯიშის მფლობელ არაბთათვის 3000 კახურ ცხენს მნიშვნელოვანი ფასი ჰქონდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2022, 05:11 PM

"კოლხური კულტურისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ცულის სხვადასხვა ნაწილის მორთვა გრავირებული ცხოველური სახეებით. საკმაოდ ხშირია ძაღლის გამოსახულება, რომელიც, როგორც წესი, მთელი ტანითაა მოცემული პროფილსა და ძლიერ მოძრაობაში. დამახასიათებელია მოქნილი ტანი, მაღალი მორკალული კისერი, დიდი (მეტწილად წვეტიანი), აცქვეტილი ყურები და ფართოდ გაღებული ხახა, მოხრილი ფეხები და პლასტიკურად მოღუნული კუდი. ნიშანდობლივია ზოგჯერ ცხოველის ტანის დაფარვა ჭდეული წერტილებით, ან ირიბი ჭდეებით. ძაღლის ზუსტად ამგვარივე გამოსახულება გვხვდება კოლხური კულტურის ბრინჯაოს სხვა ნივთებზეც: მაგ., შუბისპირებზე, ან კიდევ მასიურ რგოლებზე, ქინძისთავებსა და პირისსაფარეშო პატარა მაშებზეც კი. სოფელ მექვენაში ნაპოვნია ცული, რომლის ერთ მხარეს გამოსახულ ცხოველს ორი კუდი აქვს, ხოლო მეორეზე - სამი. რამდენადმე უფრო სქემატურია მელიის გამოსახულებები, საკმაოდ ხშირია აგრეთვე ცხენის, ირმის, გველის, თევზის და სხვა გამოსახულებები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 03:01 PM

"ქვედაპალეოლითის ხანის სადგომების გათხრისას აღმოჩენილი ძვლოვანი მასალის მიხედვით ჩანს, რომ იმ დროს საქართველოს მიწა-წყალზე ცხოვრობდნენ ისეთი ცხოველები, როგორიცაა ბიზონი, მარტორქა, გამოქვაბულის ლომი, მელია, მგელი, დომბა, გიგანტური და კეთილშობილი ირემი, ტახი, ჯიხვი, ქურციკი, გამოქვაბულის დათვი, რომლის ძვლები ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანია. ადამიანი უთუოდ ნადირობდა ზოგიერთ მათგანზე, აგრეთვე ფრინველებსა და მღრღნელებზე; არაა გამორიცხული რომ ზოგიერთ შემთხვევაში დიდი და მძლავრი ცხოველების ლეშსაც იყენებდნენ საკვებად".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.82/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2022, 09:50 PM

"უნიკალური იყო იმერული ცხვრის ჯიშიც. ის ორ წელიწადში ხუთჯერ იძლეოდა ნამატს. აქვს წმინდა, რბილი და გრძელბეწვიანი მატყლი, გამოსავლიანი და საუკეთესო გემოს ხორცი, სპეციფიკური სუნის გარეშე".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 357/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2022, 08:02 PM

"ძაღლები ამ წუთისოფელში გათამაშებული ცხოვრების სპექტაკლის არც თუ უმნიშვნელო გმირები არიან"

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2022, 06:26 PM

"იცოდა, ზამთარში ვერ გაკვებავდა სამ ძროხას, არა ჰქონდა იმდენი თივა"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2022, 08:25 PM

"ცხვრის ცური საკმაოდ მაგარია, მისგან რძის გამოწველაც მძიმე ჯაფას მოითხოვს და მკლავმაგარი მწყემსი სჭირდება. მწველავებს ფრჩხილები სძვრებოდათ, ცხვარი მცირე რაოდენობის რძეს იძლევა. არადა, ერთმა მწველავმა დაახლოებით 2000 ცხვარი უნდა მოწველოს. ასეთი მძიმე შრომით მიღებულ რძეს ისე უნდა მოუფრთხილდეს და დაიცვას, რომ ყველი მიიღოს და არა - ხაჭო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2022, 09:53 PM

"მამა ეფრემის [კატუნაკელი] მონათხრობზე სამივენი ვიცინოდით. ისევ გვიამბო ის ცნობილი ამბავი კატასთან დაკავშირებით, რომელიც მამა ნიკიფორემ დააბა, რადგან ბაღში მიდიოდა და თათებით ხახვს თხრიდა, თესლი გამოჰქონდა და თავის ფუნას დებდა შიგ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2023, 06:12 PM

"ამბობენ, რომ ცხვარი ბალახეულს ჭამს და ამიტომაც არის ასეთი მშვიდი. ხომ გსმენიათ გამოთქმა "ცხვარივით არისო". მაშინ, როცა ძაღლი და კატა და ყველა ხორცისმჭამელი, ყველანი მტაცებელი ცხოველები არიან"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2024, 05:25 PM

"სადამდე დაეცა ქვეყნიერება! ფარასასა და ეპირში დაბერებულ პირუტყვსაც კი უვლიდნენ. ჯორებს რომ უვლიდნენ, კიდევ გასაგებია: მათი ხორცი ხომ საჭმელად არ ვარგა. მაგრამ იმ პირუტყვსაც კი, რომლის ხორციც იჭმეოდა, მაინც არ კლავდნენ და ცოცხალს ტოვებდნენ. მაგალითად ბებერ ხარებს, რომლებიც წარსულში მიწას ხნავდნენ, პატრონი პატივს სცემდა, უვლიდნენ, აჭმევდნენ და ეფერებოდნენ: ესენი ხომ ჩვენი მარჩენალები არიანო, - ამბობდნენ. ანუ მუშა პირუტყვს, მინდვრად რომ შრომობდა, კეთლი სიბერე ჰქონდა. მაშინ ხომ ადამიანებს ის ტექნიკური საშუალებები არ გააჩნდათ, რომელსაც დღეს ფლობენ. ხელის წისქვილში მარცვალი მოხერეხებულად უნდა ჩაყრილიყო, რომ საბრალო ბებერ ხარს მისი დატრიალება შესძლებოდა. თანამედროვე ადამიანებმა კი ასეთი საგნები საერთოდ დაივიწყეს: ისინი მოხუც ადამიანზეც კი არ ზრუნავენ და ბებერ პირუტყვზე რაღა ითქმის!"

/ღირსი პაისი ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)