IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს შესახებ წინასწარმეტყველება, ბერკირილეს განმარტებული იოანეს სახარება აპოკალიფსი
llaasshhaa
პოსტი May 5 2010, 04:20 PM
პოსტი #1


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



საქართველოს შესახებ არაერთი წინასწარმეტყველება არსებობს. ზოგი მათგანი ქართულ საეკლესიო წრეებშია გაცხადებული. მაგალითად, სიტყვები, რომელიც მაცხოვარმა უთხრა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს: `ჰოი დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის.”
უცხოელებსაც გაცხადებიათ საქართველოს მისიის შესახებ. რუსულ და ბერძნულ საეკლესიო წრეებში საქართველოსადმი ეჭვიც კი წარმოშობილა ამის გამო. რასაც ნამდვილად ვერ დაარქმევს კაცი საღმრთო შურს, უფრო შოვინიზმის გამოვლინებაა, ალბათ. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მარტო რუსთველის ფრესკის გადაფხეკის ფაქტის გახსენებაც კმარა.
მიუხედავად ამისა, როგორც რუსი, ასევე ბერძენი ნამდვილი წმიდა მამები მუდამ აფასებდნენ ქართული ეკლესიის როლს აღმოსავლეთის ქრისტიანობაში, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ აღმოსავლეთის ეკლესია აღმოსავლეთის ქრისტიანობაში.
ზოგიერთი უცხოელი წმიდა მამა უფალმა უდიდესი ნიჭით დააჯილდოვა, აუწყა რა მას განსაკუთრებული საიდუმლო. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ბუქარესტში მოღვაწე ბერძენი ბერი კირილე ლავრიოტისი.
მამა კირილეს მთელი სიცოცხლე მიუძღვნია იოანეს გამოცხადების განმარტებისათვის. თავისი შრომებით იგი სრულიად განსხვავდება აპოკალიფსისის სხვა ეკზეგეზეტებისაგან.

ყველაზე მეტად, რაც ჩვენთვის საინტერესოა, ბერ კირილეს იოანეს გამოცხადებაში შეუმჩნევია წინასწარმეტყველება საქართველოზე, როგორც ერთადერთ ქვეყანაზე, რომლის ხალხი _ პატრიარქისა (იბერიის _ გამოცხადებისეული `ფილადელფიის ეკლესიის ეპისკოპოსი”) და აღდგენილი სამეფო ტახტის ხელმწიფის (`ღვთის რჩეული გლახაკი მეფის”) ხელძღვანელობით _ შექმნის მართლმადიდებლურ იმპერიას, `წმიდათა ათასწლოვან მეფობის იერუსალიმს”.
მართლმადიდებლური ქრისტიანობის იდეოლოგიით იმპერია არ არის ვინმეს პყრობა. მართლმადიდებლური იმპერია არის თანამეგობრობა მართლმადიდებელი ხალხებისა, რომელიც სასულიერო და საერო, პატრიარქისა და იმპერატორის (მეფეთა-მეფის) ხელისუფლებათა სიმფონიის მეშვეობით წინ აღუდგება ანტიქრისტეს მოსვლა-გაბატონებას.
კირილე ლავრიოტისის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ შეიტყო რამოდენიმე წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციაზე, `ელინისტიკა საუკუნეთა მიჯნაზე”, სტრასბურგის უნივერსტიტეტის მეცნიერის ასტერიოს არგირიუსის მოხსენებიდან. მკითხველს ვთავაზობთ ამ მოხსენებას.
ასტერიოს არგირიუსის გადმოცემით, კირილე ლავრიოტისის ნაშრომები ათასობით გვერდს მოიცავს. თავად მამა კირილეს ნაშრომის ასლი, ალბათ, მალე გახდება ქართველი მეცნიერების კვლევის საგანი (თუ მოგვცეს ბერძნებმა, თუმცა ასტერიოს არგირიუსი, ქართველების მეგობარი, ალბათ ამას მოახერხებს).
აღნიშნული ნაშრომი უდიდესი აღმოჩენა გახდება, დარწმუნებული ვართ, არა მარტო ქართველებისათვის, არამედ ყველა მართლმადიდებლისათვის. მანამდე ყოველი ქართველის ოჯახში უნდა იდოს ბერი კირილეს ნაშრომების ასტერიოს არგირიუსისეული მიმოხილვა.
ეს მოხსენება პირველად გამოქვეყნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთ `თბილისის უნივერსიტეტში”, ფირუზ მეტრეველის ინიციატივით (ფრანგულიდან თარგმნა ბ. კობახიძემ). მისი არსებობის შესახებ მიგვითითა რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა. მცირეტირაჟიანი გაზეთის ქსეროასლი ძლივს გვიშოვა უნივერსიტეტის პრორექტორმა პარმენ მარგველაშვილმა. გაზეთ `ნაციონალისტშიც” გამოვაქვეყნეთ იგი (ვახტანგ ხარჩილავას ფინანსური დახმარებით), მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ამიტომ მივაკითხეთ ჩვენს მეგობარს, მედია-ჰოლდინგ `ჯორჯიან_თაიმსის” მფლობელს მალხაზ გულაშვილს. მისი ძალისხმევით ამ პოპულარულმა გაზეთმა ორჯერ გამოაქვეყნა აღნიშნული მიმოხილვა ბერი კირილეს ნაშრომებისა...
მაგრამ, ესაც არ აღმოჩნდა საკმარისი, უამრავი ქართველი ჯერ კიდევ არ იცნობს მას. ამიტომ, მალხაზ გულაშვილმა იდეა გადაწყვიტა ცალკე ბროშურა გამოიცეს დიდი ტირაჟით, რათა ყოველმა ქართველმა წაიკითხოს.
გარდა კირილეს ნაშრომებისა, თავად ასტერიოს არგირიუსის საინტერესო მიგნებაცაა წინამდებარე მოხსენებაში. ბერი კირილეს ნაშრომების კვლევამ იგი მიიყვანა დასკვნამდე, რომ პანტაზეს ლარისელის _ რომელმაც დაწერა ლეონ ბრძენის კონსტანტინეპოლის გაპარტახებისა და აღორძინების შესახებ წინასწარმეტყველების ეკზეგეზა _ მტკიცებით, კონსტანტინეპოლის გამათავისუფლებელი იურტზისი უნდა იყოს (იქნება) საქართველოს დინასტიის წარმომადგენელი გიორგი, რადგან ეს სახელი 1014 წლიდან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს სამეფო დინასტიასთან...


ქართველი იმპერატორი აღმოსავლეთის მართლმადიდებელი იმპერიის აღორძინებისათვის

კირილე ლავრიოტისის, რომელიც წარმოშობით ქ. პატრადან იყო, აპოკალიფსის ეკზგეზას (განმარტებას) სამი განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანი აქვს: ეს არის ყველაზე ვრცელი მართლმადიდებლური კომენტარი, რომელიც არსებობს ბერძნულ ენაზე; მისი ავტორი წარმოჩნდება, როგორც წმიდათა ათასწლოვანი მეფობის ყველაზე დარწმუნებული დამცველი, რომლის სრულ აღწერასაც იგი ახორციელებს; ეს არის ერთადერთი ეკზგეგეზა, რომელიც აიგივებს ფილადელფიის ეკლესიას იბერიის ეკლესიასთან.
ამ ნაშრომზე კირილე მუშაობდა 1792 წლიდან 1826 წლამდე. ე. ი. ოცდათორმეტი წლის განმავლობაში თერთმეტჯერ დაწერა და გადაწერა იგი. ჩვენთვის მხოლოდ მეთერთმეტე ვერსიაა ცნობილი. იგი შედგება 5256 ხელნაწერი გვერდისაგან, რომელიც რვა ტომად არიან აკინძულნი; აღნიშნული ვერსია შედგენილი იყო 1817 წლის 11 ივლისსა და 1821 წლის 30 მაისს შორის. უფრო მოგვიანებით, 1825-26 წლებში კირილემ გადაიკითხა თავისი კომენტარი და შეიტანა შესწორებები გვერდების მინდორზე ჩამატებული ტექსტისა თუ სხვადასხვა ადგილას მიკრული ქაღალდის პატარა ნაჭრებზე დაწერილი შენიშვნების სახით. როგორიც არ უნდა იყოს მისი საღვთისმეტყველო თუ ჰერმენევტიკული ღირებულება, ჩვენი ბერის ეკზგეგეზა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ წყაროს იმ მოვლენებისა და იდეოლოგიური ტენდენციების კვლევისათვის, რომელთაც ადგილი ჰქონდათ 1821 წლის დამოუკიდებლობის ომის დაწყებამდე ორმოცდაათი წლის განმავლობაში და აღნიშნული ომის პირველ თვეებში.
ავტორის შეხედულებები წმინდა ათასწლოვანი მეფობის შესახებ გაბნეულნი არიან კომენტარის მთელ ტექსტში. მიუხედავად ამისა, კირილე გრძნობს აუცილებლობას, რომ შედგენილი იქნეს ცალკე ტექსტი, მისი სიტყვა წმიდათა ათასწლოვანი მეფობის შესახებ. სიტყვა დაიწერა 1821 წელს, ე. ი. ეკზგეგეზა მეთერთმეტე ვერსიის დასრულების შემდეგ. იგი ყველაზე ვრცელია.
ეკზგეგეზას მერვე ტომში შემავალ თორმეტ სიტყვას შორის 120 ხელნაწერ გვერდზე წარმოდგენილი ტექსტი არა მარტო კრებს და ახარისხებს კომენტარში წარმოდგენილ ავტორის იდეებს, არამედ ახორციელებს სხვა მოვლენების განმარტებასაც. სიტყვა წმიდათა ათასწლოვანი მეფობის შესახებ მრავალი დეტალით, გამეორებებითა და ბუნდოვანებით აღწერს მომავალ აღმოსავლურ მართლმადიდებელ იმპერიას: მისი დაარსების დროსა და საშუალებას, მოწყობასა და მმართველობას, მის ბუნებასა და დასასრულს. ჩემთვის ცნობილი წყაროებიდან, აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს ყველაზე უფრო დეტალურ და შესაძლებელია, ყველაზე უფრო სრულ აღწერილობას მართლმადიდებელი ერების მმართველობისა მუსულმანებისა და პაპისტების ბატონობის გაქრობის შემდეგ. მაგრამ ყველა სხვა მნიშვნელობაზე უფრო მეტად მის მთავარ ინტერესს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იგი გულწრფელობითა და სისავსით გამოხატავს იმ ეპოქაში გავრცელებულ იდეოლოგიურ, ეთნიკურ-რელიგიურ და სახალხო მოძრაობის მწუხარებებს, იდეებსა და იმედებს.
`გლახაკი მეფე, რჩეული ღვთისა~, რომელიც მოვა დამონებული მართლმადიდებელი ერების მუსულმანური და პაპისტური ტირანიისგან გასათავისუფლებლად, იქნება წარმოშობით ქართველი. 1821 წელს კირილე ვერ დაწერდა ამ მოვლენებისადმი მიძღვნილ ოც გვერდს (გ.1871-1892), უფრო ადრე, 1817 წელს რომ არ შეედგინა ორმოცდაათგვერდიანი ტექსტი (გ.882-957) _ ფილადელფიის ეპისკოპოსისადმი ეპისტოლეს განმარტება, სადაც იგი ნათლად და კატეგორიულად აიგივებს ფილადელფიის ეკლესიას იბერიის ეკლესიასთან. წარმოდგენილ მოხსენებაში ჩვენი ინტერესი მიმართულია ამ ორი საკითხის შესწავლისადმი: ფილადელფიის ეკლესიის გაიგივება საქართველოს ეკლესიასთან და გლახაკი მეფის გაიგივება საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელთან. მე ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მშვენიერი საჩუქარი, რომლის მიძღვნასაც შევძლებდი ჩვენი ქართველი კოლეგებისათვის მათი ძმური მასპინძლობის სანაცვლოდ. გარდა ამისა, მოცემული საკითხი შედის ჩემს კომპეტენციაში და ჩემი მეცნიერული ინტერესების სფეროში.
მიუხედავად ამისა, საკითხის კვლევა წარმოადგენს დიდ და ხშირად გადაულახავ სიძნელეებს, რადგან იგი ორ მნიშვნელოვან დაბრკოლებას აწყდება: ერთის მხრივ ავტორის მიერ გამოყენებული რთული ეკზეგეტიკური მეთოდი და მეორეს მხრივ წყაროები, საიდანაც აღებულია ის ისტორიული ელემენტები, რომლებსაც ეფუძნება ზემოთაღნიშნული გაიგივება, რომელიც უნიკალური მოვლენაა ბერძნულ ეკზეგეტიკურ ტრადიციაში. ჩემთვის გამოყოფილი დრო ნებას არ მაძლევს დაწვრილებით განვიხილო დეტალები და ვრცლად წარმოგიდგინოთ თემა, ამიტომ შევეცდები შეძლებისდაგვარად ნათლად და ზუსტად აღვწერო კირილეს ესქატოლოგიური ნაააზრევი და მისი ეკზგეტიკური მოღვაწეობა. აგრეთვე შესაძლებლობა მექნება წარმოვაჩინო უფრო სრული კვლევის ზოგიერთი მიმართულებები, რომელიც უნდა განხორციელდეს მოგვიანებით, თუ შესაძლებელი იქნება ქართველი მკვლევარის (ან მკვლევარების) მიერ, რომელიც იქნება ბერძნული ენისა და პალეოგრაფიის კარგი მცოდნე და შესაბამისი დონის ისტორიკოსი და ღვთისმეტყველი.
თავის ჰერმენევტიკულ ნაშრომში კირილე იყენებს მეთოდს, რომელიც არის როგორც კომპლექსური, ასევე რთული, მეთოდს, რომელიც არის ხან მორიგეობით და ხან ერთდროულად სიტყვა-სიტყვითი ალეგორიული, ანალოგიური და ისტორიული ეკზეგეზა. ხშირად მისი შენიშვნები ერთი სიტყვის ბგერით ფორმასა და აზრობრივ შინაარსზე აღნიშნულ მეთოდს აახლოვებენ თანამედროვე სემიოტიკის მეთოდს. კირილეს მიერ გამოყენებული მეთოდი წარმოჩნდება როგორც გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ჩვენი თემისათვის. მართლაც, მხოლოდ ასეთი მეთოდი, ე. ი. კომბინირება და შერევა მრავალი მეთოდებისა, აძლევს მას საშუალებას მიაღწიოს აპოკალიფსის წიგნის პირად ინტერპრეტაციას. უფრო მეტი განვრცობისათვის მოვიტან სამ მაგალითს ფილადელფიის ეკლესიის მიმართ ეპისტოლედან. ასე მაგალითად, კირილე ხანგრძლივად განმარტავს განსაზღვრებების წმიდასა და ჭეშმარიტების (გამოცხ. 3, 7) მნიშვნელობას, სადაც ეს განსაზღვრებები ბუნებრივად არიან მიკუთვნებულნი ქრისტესადმი, როგორც უპირატესად წმიდისა ჭეშმარიტისადმი. შემდგომ იგივე განსაზღვრებები ალეგორიულად და ანალოგიით მიკუთვნებული არიან ფილადელფია-იბერიის ეკლესიის ეპისკოპოსისადმი, რადგან აგრეთვე ის, როგორც ქრისტე, ფლობს კლიტეს დავითისას, რომლითაც ის განაღებს და ვერავინ დახშას. ეს მეორე ინტერპრეტაცია მას საშუალებას აძლევს შეუდგეს ისტორიულ ეკზეკეზას და მიაკუთვნოს იბერიის სამეფოსა და ეკლესიას წმიდათა ათასწლოვანი მეფობის დამფუძნებლისა და ხელმწიფის ესქატოლოგიური როლი (გ.885-894). იგივე მეთოდი არის გამოყენებული იერუსალიმის შესახებ (გამოცხ. 3, 12) განმარტებისათვის. ამგვარად, ძველი იერუსულიმი მორიგეობით ნიშნავს ძველი აღქმის იერუსალიმს, მუსულმანების მიერ დაპყრობილ იერუსალიმს და ზოგადად ისტორიული პერიოდისას. ახალი იერუსალიმი კი ნიშნავს ახალი აღთქმის იერუსალიმს და წმიდათა ათასწლოვანი მეფობის იერუსალიმს, როგორც ზეციური და საუკუნო ქალაქის წინახატს. ბოლოს, განღებული კარისა და დავითის კლიტეს მეტაფორების შესახებ მსჯელობისას, კირილე ნათლად განასხვავებს ბგერით ფორმასა და აზროვრივ შინაარსს, სადაც აზრობრივი შინაარსი აღნიშნავს ღვთის მიერ საქართველოს პატარა სამეფოსათვის მინიჭებულ ხელმწიფებასა და სიძლიერეს (გ.895-908).
აუცილებელი წინასწარი შენიშვნების შემდეგ ვნახოთ, თუ როგორ ახერხებს ჩვენი ეკზეგეტი ასეთ გამბედავ განმარტებას იბერიის შესახებ, განმარტებას, რომელიც აბსოლუტურად უცხოა ბერძნული ეკზეგეტიკური ტრადიციისათვის.
1. უპირველეს ყოვლისა, კირილე შენიშნავს, რომ ფილადელფიის ეკლესის ანგელოზის მიმართ ეპისტოლეს უკავია მეექვსე ადგილი სარდიკია-ანტიოქიის ეკლესიის მიმართ ეპისტოლეს შემდეგ და ლაოდიკია-რუსეთის ეკლესიის მიმართ ეპისტოლეს წინ. მართლაც, იბერიამ მიიღო ქრისტიანობა ანტიოქიის შემდეგ და რუსებზე ადრე, კონსტანტინე დიდის მეფობისას, `ღვთისნიერი ქალის წყალობით~ (გ.831).
2. იგი აგრეთვე შენიშნავს, რომ ფილადელფიის ეკლესია არის ერთადერთი შვიდ ეკლესიას შორის, რომლისთვისაც `დაწნულია დიდების გვირგვინი და რომელსაც ეძღვნება დიდი ქება და კეთილი აღთქმები~. მართლაც, ქრისტიანულ ეკლესიებს შორის მხოლოდ იბერიის ეკლესიას არ გადაუხვევია არასოდეს მართლმადიდებლობის დოგმებიდან და ტრადიციებიდან, არასოდეს მოპყრობია უყურადღებოდ სახარებისეულ ზნეობრივ სათნოებებს და არასოდეს განუცდია არამართლმადიდებელი თუ ურწმუნო, უცხო ძალის გაბატონება ან უარყოფითი გავლენა (გ.831). სწორედ ამ ორ ელემენტს (ეპისტოლეს ადგილმდებაროება და შინაარსი) მიჰყავს კირილე ორი ეკლესიის გაიგივებსთან. შემდეგ, რა თქმა უნდა, ეკზეგეტი იპოვის სხვა `დამახასიათებელ ნიშნებს~, რომლებიც განამტკიცებენ და მისი აზრით უეჭველს გახდიან აღნიშნულ გაიგივებას.
3. ასე, მაგალითად: თურქების უღლის ქვეშ მყოფი ბერძნებისადმი ქართველების მიერ გამოხატული კაცთმოყვარული დამოკიდებულების გამო იბერიას ეწოდა ფილადელფია, უფრო გულწრფელი და მტკიცე დამოკიდებულებისა ვიდრე რუსების მიერ იყო გამოხატული (გ.882, 883).
4. სტეფანეს ლექსიკონის მიხედვით, აღმოსავლეთში სამი ქალაქი ატარებს ფილადელფიის სახელს. ეს გარემოება გულისხმობს იბერიის დაყოფას სამ სამეფოდ: იმერეთი, ქართლი და კახეთი (გ.882).
5. ეპისტოლეში დგას განღებული კარისა და დავითის კლიტეს საკითხი. განღებული კარი ნიშნავს, რომ `კონსტანტინე დიდის მეფობიდან ჩვენს დრომდე მათი პატარა სამეფო ქრისტემ გაზარდა დიდ სახელმწიფოდ და ვერც ერთმა სახელმწიფომ უძველესმა, შუასაუკუნეობრივმა თუ თანამედროვემ ვერასოდეს მოახერხა მასზე ბატონობა (...), მაშინ როდესაც მისი უღმერთო და ბოროტმოქმედი მტრები იყვნენ იმდენად მრავალრიცხოვანნი, კარგად შეიარაღებულნი და მამაცნი, მსგავსნი ველური მხეცებისა~ (883).
6. რაც შეეხება დავითის კლიტეს, კირილე მას ადარებს ქართველი მეფეების უძველეს ტრადიციას ეტარებინათ დიდი მეფეებისა და წინასწარმეტყველების, დავითისა და სოლომონის სახელები, როგორც ამასვე გვამცნობს იერუსალიმის პატრიარქის, ქრისანთოს ნოტარასის სინტაგმატიონი.
7. უფრო მეტიც, განღებული კარისა და დავითის კლიტეს საშუალებით `წმინდა იოანეს სურდა განეცხადებინა (ეწინასწარმეტყველა) ერთის მხრივ ქრისტიანული სარწმუნოების მტრების დამარცხება, ხოლო მეორეს მხრივ, დამონებული მართლმადიდებლობის აღორძინება (გათავისუფლება) და მათი მძლავრი და დაუმარცხებელი სახელმწიფოს აღდგენა, რომელიც ათას წელს იარსებებს (გ.883).



გაგრძელება http://mamuli.net/portal/ge/forum/forum_po...sp?TID=333&PN=1



რა აზრის ხართ? smile.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
llaasshhaa   საქართველოს შესახებ წინასწარმეტყველება   May 5 2010, 04:20 PM
Believer   llaasshhaa წმინდანია? თ...   May 5 2010, 04:23 PM
death   llaasshhaa წმინდანია? თე...   May 6 2010, 01:32 PM
კანუდოსელი   უბრალოდ სირია... მ...   May 6 2010, 01:43 PM
llaasshhaa   დამატებული მასალა....   May 5 2010, 05:29 PM
terra   რა აზრის ხართ? :) რა ...   May 5 2010, 05:39 PM
sandro40   რა აზრის ვარ და - იმ...   May 5 2010, 05:41 PM
ქევანა   sandro40 საინტერესოა რო...   May 5 2010, 05:51 PM
neo   დემაგოგიაა...   May 5 2010, 05:58 PM
llaasshhaa   დღეს რანი ვართ ამა...   May 5 2010, 06:08 PM
sandro40   დღეს რანი ვართ ამა...   May 5 2010, 06:10 PM
terra   დღეს რანი ვართ ამა...   May 5 2010, 06:13 PM
sandro40   ლაშა, მე მწამს, რომ ...   May 5 2010, 06:16 PM
llaasshhaa   გეთანხმები ამაში...   May 5 2010, 06:17 PM
terra   ამინ!! სად წერი...   May 5 2010, 06:24 PM
tamara   შეეშვით ტყუილად დ...   May 6 2010, 01:54 PM
llaasshhaa   death რატომ უზრდელობ?   May 6 2010, 05:39 PM
elusia   ყველაფერი შეიძლებ...   May 6 2010, 05:52 PM
giorgi kareliZe   მართლმადიდებლური ...   Apr 15 2011, 12:12 AM
sandro40   ადამიანი უნდა მიხვ...   Apr 15 2011, 10:05 AM
guest1   ადამიანი უნდა მიხ...   Apr 16 2011, 02:40 PM
davithet   მეც ეს წაკითხული მ...   Apr 16 2011, 02:07 PM
ჸიონ   აღსანიშნია, რომ თო...   Mar 4 2017, 11:08 AM
ჸიონ   წმიდა იოანე ღვთის...   Mar 4 2017, 11:21 AM
რობინი   გასაგებია მაგრამ ბ...   Mar 4 2017, 11:35 AM
ჸიონ   რობინი ბერძნული ენ...   Mar 6 2017, 11:40 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th September 2024 - 12:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience