თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ჩვენი პატრიარქი _ პატრიარქის გამონათქვამები

პოსტის ავტორი: KoTe თარიღი: May 1 2007, 06:08 PM

იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“, და მე ვფიქრობ, არავის გამოუთქვამს უფლის ამაზე უფრო ზუსტი სახელწოდება. მართლაც, ღმერთი არის სათავე სიყვარულისა და სადაც სიყვარულია, ის სიხარულია, იქ მშვიდობაა.

მთვარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული.

მეფე დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობდა: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. დღეს, როცა საოცარი წინააღმდეგობა და ბრძოლაა ადამიანებს შორის, შევთხოვოთ უფალს, რომ როგორც დავით მეფეს მიმადლა სიმშვიდე, ისე მიანიჭოს საქართველოს!

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სიტყვები ბიბლიიდან: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“.

მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს.

მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სახარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლიდამ.

გულმოწყალება ცხოვნებისაკენ მიმავალი ყველზაე სწორი და უმოკლესი გზაა. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ საშინელი სამსჯავროს დროს მოწყალენი იქნებიან შეწყალებულნი და დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს.

რწმენა ღვთის არსებობის დაჯერებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, სასოებას, იმედს მისი წყალობისას.

სიმშვიდე გულისხმობს თავმდაბლობას, რადგან სწორედ თავმდაბლობა გამორიცხავს ყოველგვარ გაღიზიანებასა და მრისხანებას, ანუ მიზეზს შფოთისას.

ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს.

არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ძალიან საყურადღებო სიტყვები თქვა დავით მეფე წინასწარმეტყველმა: „უფალი მეფობს“. ყველაფერში, ყოველთვის, ყველგან უფალი მეფობს. მართლაც, ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ყოველ ნაბიჯზე ღვთის კვალია, ღვთის განგებაა და მისგან მოცემული წყალობაა. ჩვენ არაფერი შეგვიძლია ღვთის გარეშე.

ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს.

დიდია ჩვენი ტკივილი: ქვეყანა იცლება სისხლით. დარწმუნებული ვართ, რომ უფალმა ეს მძიმე განსაცდელი მოგვივლინა ერის სულიერი გამოფხიზლების, განწმენდისა და სარწმუნოების აღორძინებისათვის... მე მჯერა, რეომ მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოსა და გაერთიანებულ ერს.
ღმერთმა ინებოს, რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმიდა სამებამ. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა.

თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.

ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან.

ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას.

მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება.

თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი...

ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს.

როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება.
IPB-ს სურათი

დაწერეთ თუ იცით პატრიარქის რაიმე გამონათქვამი!!!!



პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 30 2007, 10:05 AM

ციტატა
რწმენა ღვთის არსებობის დაჯერებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, სასოებას, იმედს მისი წყალობისას.


შესანიშნავია!


ციტატა
ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს.



აი, ჩვენი მოვალეობაც... smile.gif



უფალმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი სულიერი მამა 2kiss.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 30 2007, 10:14 AM

მისი უწმინდესობის პრაქტიკული ენა, რომელიც გამომაფხიზლებელი ზარივით ისმის ხოლმე მრევლში, მართლაც საქებია smile.gif

მახსოვს როგორ უთხრა ერთ ნარკომანს - "რას ჩადი, ეს ხომ სირცხვილია?" ამ ნათქვამში იმხელა სიყვარული, ზრუნვა და მარტივი ჭეშმარიტება იყო.... smile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 5 2007, 04:10 PM

გუშინ წავიკითხე ახლანდელი პატრიარქის არა,მაგრამ ეფრემ || -ის გამონათქვამი რომელიც ძალიან მომეწონა:
"რკინას ცეცხლი აფოლადებს,ადამიანს-განსაცდელი!"

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Sep 5 2007, 05:02 PM

KoTe
მშვენიერი თემა ძამიკო smile.gif
ისე სათაური შეუსწორეთ smile.gif

ციტატა
ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან.


პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 8 2007, 04:22 PM

егри

ციტატა
მანამდე არაფერი გეტკინოთ სანამ მაგ მოვალეობას შეასრულებთ

ამინ!!!

პოსტის ავტორი: geoatak თარიღი: Sep 15 2007, 03:29 AM

ამ ფაილში თავმოყრილია უამრავი ინფორმაცია მართლმადიდებლობაზე. იგი წარმოადგენს ცნობილი საიტების ნაკრებს, იწყება პირჯვარის გადაწერის წესით და ბიბლიის შინაარსით და მთავრდება წმინდა წერილის განმარტებებით და წმ. მამათა ცხოვრებით, აქვეა მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგებები და თითქმის ყველა ეპისტოლე.

http://rapidshare.com/files/55784621/ORTHODOX.rar

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Dec 13 2007, 04:41 PM

ბედნიერებისა და უბედურების მონაცვლეობა ჩაკეტილ წრეს ქმნის. ეს არის ეგოცენტრიზმის, საკუთარი ინტერესების მონობის წრე.


თუ კაცი ბედნიერია, სიმდიდრესა და სახელს მოიხვეჭს. თუ სიმდიდრე და სახელი მოიხვეჭა, ტანსაცმელი და საჭმელი კარგი ექნება. თუ საჭმელი და ტანსაცმელი კარგი აქვს, ამპარტავნება იპყრობს; თუ ამპარტავნებამ შეიპყრო, მისი საქციელი მანკიერი გახდება. თU საქციელი მანკიერი აქვს, მის სიცოცხლეს საფრთხე და სიკვდილი ემუქრება. თუ მის სიცოცხლეს საფრთხე და სიკვდილი დაემუქრა, ის კარგავს წარმატებასა და დიდებას, - ეს დიდი უბედურებაა.

ადამიანები უფრო ხშირად მხოლოდ მიწიერი სიბრძნით ცხოვრობენ და ამიტომაც ვერ აღწევენ ჭეშმარიტ ბედნიერებას. ისინი ეძებენ ბედნიერებას მოჩვენებითს, ფუჭს, წარმავალს, ბედნიერებას, რომელსაც თან სდევს უბედურება.

როდესაც უფალს იპოვი, ყველაფერი შეიცვლება შენში, სხვა თვალით შეხედავ მწუხარებასა და განსაცდელს, და ნახავ მოყვასის გასაჭირს, იმას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი... ყველას მიენდობი, ყველას შეუნდობ, ყველას შეიყვარებ

პოსტის ავტორი: შიო თარიღი: Dec 21 2007, 11:08 AM

უწმინდესი და უნეტარესი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II


„ჩვენ გვყავს ზეციური საქართველო, ძლიერი წინაპრები, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დაეხმარებიან ქართველ ერს, დავძლიოთ ის სიმძიმეები, რომელიც გვარგუნა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ქართველმა ხალხმა არ დაკარგოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, არ დაკარგოს ღვთისა და მომავლის იმედი, არ დაკარგოს თავის რწმენა“.

„ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს“.

პოსტის ავტორი: T_O_K_O თარიღი: Jan 4 2008, 02:33 PM

ესეც ჩვენი პატრიარქის ბიოგრაფია


სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1977 წლიდან. ილია II დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში. მისი საერო სახელია ირაკლი. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მამა, გიორგი ღუდუშაური, დაიბადა და ცხოვრობდა სნოში. დედა - ნატალია კობაიძე კი სოფელ სიონიდან იყო. მათ 1927 წელს ქალაქ ვლადიკავკაზში შეიძინეს სახლი დროებით საცხოვრებლად იქ გადავიდნენ. გიორგი ღუდუშაურის ოჯახთან ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა ურთიერთობა, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს. პატრიარქი სწორედ მათი ოჯახის საშუალებით ამყარებდა ურთიერთობას ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებთან. 1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც სერგიევ პოსადში (მაშინდელ ზაგორსკში) მდებარეობს. სასულიერო სეიმარია პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა და, როგორც საუკეთესო სტუდენტი, სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა. „მე სიყვარულით ვიხსენებ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში სწავლის წლებს, როცა სტუდენტებიცა და მასწავლებლებიც სიხარულით დავდიოდით მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ძალღონით აღსავსე წინამძღვრის მჭევრმეტყველური და ღრმა შინაარსის მქონე ქადაგებების მოსასმენად... ... განსაკუთრებით ჩვენ ბერად აღკვეცის წესზე დასწრება გვიყვარდა“, - იხსენებს საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი. ყოველივე ამან გადააწყვეტინა აკადემიის ახალგაზრდა, წარჩინებულ სტუდენტს „ძნელად გადასაწყვეტი საქმე“ - ბერად შედგომა. 24 წლის ასაკში 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა. იმავე 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. უწმიდესი და უნეტარესი ილია II ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს სემინარიისა და აკადემიის პედაგოგებს. ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს, მეოთხე კურსზე, მღვდელმონაზონმა ილიამ დაწერა საკანდიდატო შრომა: „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, - რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იმავე 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით, რის შემდეგაც აკადემიის საბჭომ, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა. მას საშუალება ეძელოდა, ლექციები წაეკითხა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II კურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. მან უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა. ამავე 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს - არქიმანდრიტის ხარისხში. 1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში რუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტარი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ დირექტორად დაინიშნა არქმიანდრიტი ილია. 1963 წლის 26 აგვისტოს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად. აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, 1967 წელს იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო. ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი - 1963 წლიდან 1972 წლამდე. 1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს - უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა. 1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. 1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში. 1977 წლის 25 დეკემბერს მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება. ეკლესიას იმ დროს, შეიძლება ითქვას, მრევლი არც ჰყავდა. თვით პატრიარქის წირვა-ლოცვას ათიოდე კაცი ესწრებოდა. და, აი, მოხდა საოცრება: სვეტიცხოვლის დოდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ეკლესიისადმი ასეთი თანაგრძნობა კომუნისტური რეჟიმის დროს პირველი იყო. როგორც ჩანს, ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა. გავიდა 25 წელი და აი, ის არასრული ჩამონათვალი, რაც ჩვენი პატრიარქის მწყემსმთვრულ მოღვაწეობას უკავშირდება: 1990 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს უწმიდესი ეკლესიის ავტოკეფალია. კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის წმიდათა დასს მრავალი წმიდანი შეემატა. 1988 წელს მისი უწმიდესობის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. საუკუნეთა შემდეგ კვლავ აღდგა გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა მრავალი სასულიერო სასწავლებელი, გიმნაზიები, სხვადასხვა საერო უნივერსიტეტებში დაარსდა საღვთისმეტყველო კათედრები, სადაც ლექციებს კითხულობენ თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულნი. უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებული, გამოდის საეკლესიო ჟურნალ-გაზეთები, საეკლესიო კალენდრები, საღვთისმეტყველო წიგნები. საპატრიარქოსთან შეიქმნა მისიისა და ევანგელიზაციის, ხალხური რეწვის, საგარეო-ეკონომიკური, საფინანსო-სამეურნეო, სიმწმიდეთა მოძიების, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებები, პრესცენტრი, ხუროთმოძღვრების, საეკლესიო გალობის აღდგენისა და შემსწავლელი ცენტრი, სასწავლო კომიტეტი. 2001 წლიდან ეთერშია საპატრიარქოს რადიო „ივერია“, რომლის მაუწყებლობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში. საპატრიარქო რეზიდენციაში პერიოდულად იმართება სამეცნიერო კონფერნეციები აქტუალურ თემებზე. სადაც სასულიერო პირები და მეცნიერები ერთობლივად განიხილავენ ჩვენი ქვეყნსათვის საჭირბოროტო, პრობლემატურ საკითხებს. საპატრიარქოში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ძლევაი“, ჩამოყალიბდა საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“, რომელიც სოციალურად დაუცველ ფენებს უწევს დახმარებას, დაარსდა მოხუცებულთა თავშესაფარი, მოწყალების სახლი. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, გაიხსნა ობოლ ბავშვთა სახლები ძეგვში, ბედიანში და ზესტაფონში, სადაც მონასტრები მფარველობენ მზუნველობას მოკლებულ ყმაწვილებს. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მოინახულა საუკუნეთა მანძილზე სამშობლოს მოწყვეტილი ფერეიდნელი ქართველები. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ძნელბედობის გამო საქართველოს სხვა პირველიერარქებს მანამდე ამგვარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ. პატრიარქ ილია II ასევე აქტიური ურთიერთობა აქვს თურქეთში, საინგილოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებთან. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში გაიხსნა ეკლესიები და მონასტრები, აშენდა ახალი ტაძრები. ცნობისათვის: 25 წლის წინ საქართველოში მხოლოდ 48 მოქმედი ეკლესია იყო, დღეს მათი რიცხვი 800-მდეა. 25 წლის წინ 40-მდე სასულიერო პირი გვყავდა, დღეს 1000-მდეა. საქართველოს ეპარქიათა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. აღსდგა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ეპარქია და დაარსდა ახალი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლია. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ. იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობას უკავშირდება. 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, როგორც ქართველი ერის ღვთისაგან სინანულით მოქცევის სიმბოლო. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ. იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობას უკავშირდება. 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევითა და ღვაწლით თბილისში აშენდა წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარი, როგორც ქართველი ერის ღვთისაგან სინანულით მოქცევის სიმბოლო...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 12 2008, 03:08 PM

ამონარიდები პატრიარქის ქადაგებებიდან

პოსტის ავტორი: აჩიკო თარიღი: Jan 13 2008, 09:28 PM

"ერთხელ მკითხეს, რას ნიშნავს თქვენთვის სამშობლო? და მე ვუპასუხე:
- მე არ ვიცი, მე ვარ სამშობლოში თუ სამშობლოა ჩემში!"


პატრიარქის საშობაო ქადაგებიდან დამრჩა გონებაში.

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Jan 14 2008, 01:21 PM

***
რა ბედნიერებაა მშვიდობა! მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ადამიანის სულში, მშვიდობა შინ და გარეთ, მშვიდობა ქვეყნისა... ის, რაც გაკეთებულია, ან რაც უნდა გაკეთდეს კარგი და დიადი, მხოლოდ მშვიდობიან დროს შეიძლება შეიქმნას.

***
სულიერი სრულყოფისათვის ყველაზე საუკეთესო საშუალება ჯვრის მტვირთველობა - განსაცდელის გზაა.

***
ბრძენი ადამიანი ძილის წინ ყოველთვის აანალიზებს განვლილ დღეს; ფიქრობს, რომელი უარყოფითი თვისება ან მავნე ჩვევა დაძლია, რა გააკეთა ცუდი, რა გააკეთა კარგი...

***
თუ შენს გულში ადგილი აქვს შურს, რისხვას, ამპარტავნებას, ვერცხლისმოყვარეობასა და სხვა მანკს სულისას და, როგორც ბრძენმა მსყიდველმა, შეიძინა რწმენა და სიყვარული, სიმშვიდე და მორჩილება, ლოცვა, მარხვა და სხვა სიკეთენი, ჩათვალე შენი თავი ბედნიერად, რადგანაც შეგძლებია არამარტო თავის შეცნობა, ამდენად დაძლევაც მისი.

***
სისადავე, შინაგანი სიღრმე, გაუმჟღავნებელი განცდა, იდუმალების კვალი ნელ-ნელა ქრება თანამედროვე ქალის სახიდან. ამავე დროს, ქრება ის მომხიბვლელობა, ის მიმზიდველი ძალა, რომელიც ყოველთვის იყო მისი კუთვნილება. დროსტარების სურვილი, მოდის აყოლა, ხვალინდელი დღის შიში, საკუთარი თავისადმი უნდობლობა, ყოველდღიური უარყოფითი განცდები, თანდათან დევნიან მის სილამაზეს.

***
პიროვნების რელიგიურობას ეკლესიური ხასიათი, სულიწმიდის ბეჭედი უნდა ჰქონდეს. ახალგაზრდობა ნელ-ნელა ხვდება ამას. თუმცა, მისი რელიგიური ცხოვრება ჯერ კიდევ მძაფრი განცდების გადატანასა და ძიების რთული გზით მიემართება. ამის მიზეზი სხვადასხვაა.
ბევრი მათგანი ათეისტური ოჯახიდან მოვიდა. მათ არ იციან ბიბლია, არ იცნობენ საღვთისმეტყველო ლიტერატურას, იდეალისტურ ფილოსოფიას... მიღებული ცოდნა კი არ აკმაყოფილებთ.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 15 2008, 08:30 PM



პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Jan 17 2008, 02:48 PM

საქართველო მე ვარ, იგი ჩემშია და მე მასში !
ამეტირა რო წავიკითხე .

პოსტის ავტორი: teko1981 თარიღი: Mar 14 2008, 10:48 PM

**"ამქვეყნიური ცხოვრება ღვთისაგან მომადლებული ნიჭია, ჩვენ კი ხშირად ვივიწყებთ ამქვეყნიურ ცხოვრების ხანმოკლეობას, ხან წარსულზე ვდარდობთ ხან კი მომავალს შევყურებთ დიდი იმედით და აწმყო ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებსი გადის."

**"ადამიანს განსაცდელი გაცილებით შეუმსუბუქდებოდა თუ მას მარადიულობის თვალით შეხედავს..მარადისობა ყოველდღიურად კარზე გვიკაკუნებს და გვახსენებს, რომ მალე დადგება დრო მასთან ჩვენი შეხვედრისა."

**"როდესაც განცხრომით ცხოვრობ, გავიწყდება ყველაფერი:ღმერთიც,შენი უკვდავი სულიც, გავიწყდება, რომ მდგმური ხარ წუთისოფლისადა ზესთა სოფელს დაემკვიდრები. როდესაც არ იცი, რ არის გაჭირვება, ფიქრობ, რომ ბედნიერი ცხოვრება შენით მოიპოვე დ ეს მუდამ ასე იქნება, ამ დროს მოდის შენთან უფალი და ცდილობს, გაგაღვიძოს. საწოლ ოთახში განგაცალკავებს, ავადმყოფის სარეცელს დაგიგებს..იცი რატომ? შენთან საუბარი სურს, სურს მიეახლოს შენს სულს და განკურნოს იგი. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდები, რომ მთელი განვლილი ცხოვრება შეცდომებითაა სავსე; და თუ ღვთის მადლით, ამას შეიგნებ, უკვე სწორ გზაზე დგახარ..ცხოვრება მგზავრობაა, მიახლოებაა მარადიულობასთან, ჩვენ კი ძალიან ცოტას ვფიქრობთ ამაზე.."

**"ვიცით კი ჩვენი არსებობის მიზანი, ვიცით, ვინ ვართ, საითკენ მოვდივართ, რა მოგველის? ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ:"ვჭამ იმისათვის, რომ ვიარსებო და არა ვარსებობ იმისათვის, რომ ვჭამო".მართლაც რისთვის ვარსებობთ: კარგი სმა-ჭამისათვის, ჩაცმა-დასვენებისათვის, თუ ჭამა-სმა და დასვენება რაღაც სხვა, უფრო დიდი მიზნისთვის გვჭირდება?!
ეკლესია და რწმენა, როგორც ამას ზოგჯერ წერენ და ხმამაღლა აცხადებენ, სრულიად არ კრძალავს ზრუნვას ეკონომიკურსა და მატერერიალურზე, მაგრამ იგი გვასწავლის, რომ მთავარი სულია, რომელსაც სხეულისგან განსხვავებით მარადიული არსებობა აქვს და უკვდავია, ამიტომაც,პირველ რიგში, მასზე ფიქრი დ ზრუნვა გვმართებს..მინდა მოგიყვანოთ ერთი ძალიან უბრალო,მაგრამ ფრიად შთამაგონებელი მაგალითი.ინგლისური ზღაპარი მოგვითხრობს: კატა დიდხანს ემზადებოდა ლონდონში წასასვლელად, რათა დედოფალი ენახა, როგორც იქნა, აისრულა წადილი,მაგრამ თაგვის გარდა იქ ვერაფერი ნახა, რადგან, როგორც კი თვალი მოჰკრა, მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა. ყოველ ადამიანს ერთი უდიდესი მიზანი აქვს- მარადიულობისათვის მზადება, რათა უფლის წინაშე გაწმენდილი წარსდგეს და ცხონდეს, მაგრამ ხშირად მთავარ მიზანს იმ კატის მსგავსად ივიწყებს და მთელი გული და სული პატარ-პატარა მიწიერი საზრუნავისაკენ აქვს მიპყრობილი.
ღმერთმა მოგცეთ ძალა ამ გამოცდის ღირსეულად ატანისა და ჩვენი არსებობის უპირველესი მიზნის სამსახურისა."

**"სულიერი სრულყოფის კიბეზე ორ მადლს აჰყავს ადამიანი:უკვდავებასა და სიწმინდეს. ორ ძალას შთაჰყავს კაცი ჯოჯოხეთამდე: ცოდვასა და სიკვდილს.
სიკვდილი და უკვდავება! რა ხშირად არიან ისინი გვარდიგვერდ. ღმერთმა ადამიანს მიანიჭა უკვდავება და ამავე დროს- თავისუფალი ნება. არჩევანი ჩვენზეა, რას მივყვებით: სიმართლის საქმეს- სიწმინდეს თუ ცოდვის გზას- სიკვდილს."

საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილიაII

პოსტის ავტორი: toronji თარიღი: Mar 18 2008, 05:50 PM

უსურვეთ და გაუკეთეთ სიკეთე ყველას, იმასაც კი, ვინც თქვენ გაწყენინებთ ან გმტრობთ და სხვისთვის გაკეთებული სიკეთე ათმაგად დაგიბრუნდებათ. ერიდეთ ცოდვას, რადგან დანაშაულისთვის და ყოველი მცდარი სიტყვისთვის პასუხს ვაგებთ ღვთის წინაშე.

***
საცოდავი და საბრალოა, ვინც ბოროტებას ატარებს გულით და ღვარლძს თესავს თავის გარშემო. მისთვის ჯოჯოხეთი ამქვეყნადვე იწყება.

***
ყველაზე დიდი ცოდვაა ამპარტავნება, სიამაყე. ნუ იამაყებთ ნურც თქვენი ნიჭით, ნურც თქვენი სილამაზით, ნურც გონიერებით და ცოდნით, ნურც ფიზიკური ძალით. გახსოვდეთ, ეს ყველაფერი ღვისგან გაქვთ ბოძებული, რათა იგი სიკეთისათვის გამოიყენოთ და უფალსვე ხელეწიფება მისი წართმევა.

***
გახსოვდეთ, რომელ დღესაც ვერ შეძლებთ სიკეთის ქმნას, ის დღე დაკარგულია.

პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Apr 2 2008, 02:44 PM

იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“, და მე ვფიქრობ, არავის გამოუთქვამს უფლის ამაზე უფრო ზუსტი სახელწოდება. მართლაც, ღმერთი არის სათავე სიყვარულისა და სადაც სიყვარულია, ის სიხარულია, იქ მშვიდობაა.

* * *

მთვარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული.

* * *

მეფე დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობდა: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. დღეს, როცა საოცარი წინააღმდეგობა და ბრძოლაა ადამიანებს შორის, შევთხოვოთ უფალს, რომ როგორც დავით მეფეს მიმადლა სიმშვიდე, ისე მიანიჭოს საქართველოს!

* * *

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სიტყვები ბიბლიიდან: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“.

* * *

მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს.

* * *

მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სახარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლიდამ.

* * *

გულმოწყალება ცხოვნებისაკენ მიმავალი ყველზაე სწორი და უმოკლესი გზაა. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ საშინელი სამსჯავროს დროს მოწყალენი იქნებიან შეწყალებულნი და დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს.

* * *

რწმენა ღვთის არსებობის დაჯერებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, სასოებას, იმედს მისი წყალობისას.

* * *

სიმშვიდე გულისხმობს თავმდაბლობას, რადგან სწორედ თავმდაბლობა გამორიცხავს ყოველგვარ გაღიზიანებასა და მრისხანებას, ანუ მიზეზს შფოთისას.

* * *

ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს.

* * *

არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ძალიან საყურადღებო სიტყვები თქვა დავით მეფე წინასწარმეტყველმა: „უფალი მეფობს“. ყველაფერში, ყოველთვის, ყველგან უფალი მეფობს. მართლაც, ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ყოველ ნაბიჯზე ღვთის კვალია, ღვთის განგებაა და მისგან მოცემული წყალობაა. ჩვენ არაფერი შეგვიძლია ღვთის გარეშე.

* * *

ბედნიერის ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერთს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს.

* * *

დიდია ჩვენი ტკივილი: ქვეყანა იცლება სისხლით. დარწმუნებული ვართ, რომ უფალმა ეს მძიმე განსაცდელი მოგვივლინა ერის სულიერი გამოფხიზლების, განწმენდისა და სარწმუნოების აღორძინებისათვის... მე მჯერა, ეომ მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოსა და გაერთიანებულ ერს.
ღმერთმა ინებოს, რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმიდა სამებამ. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა.

* * *

თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.

* * *

ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან.

* * *

ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას.

* * *

მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება.

* * *

თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლება ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი...

* * *

ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს.



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2008, 05:10 PM

"სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა - აი ის გზა, რომელიც გაგვამთლიანებს."

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jun 12 2008, 06:20 PM

უფალი ამპარტავანთ შემუსრავს, ხოლო მდაბალთ მიანიჭებს მადლსა

პოსტის ავტორი: xatia19 თარიღი: Jun 12 2008, 11:08 PM

"ამქვეყნიური ცხოვრება ღვთისგან მომადლებული ძვირფასი ნიჭია. ჩვენ კი ხშირად ვივიწყებთ ამქვეყნიური ცხოვრების ხანმოკლეობას, ხან წარხულზე ვდარდობთ, ხან მომავალს შევყურებთ დიდი იმედით და აწმყო ამ უნაყოფო დარდსა და ოცნებებში გადის...."



პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jun 12 2008, 11:22 PM

"დიდი ძალა აქვს ლოცვას,მაგრამ ცრემლით ლოცვა,-ეს არის უდიდესი მადლის მატარებელი.მართლაც,მძიმეა ცრემლი და ამავე დროს წმინდაა.წმინდა მამებიამბობენ:როცა ადამიანი ლოცვის დროს ტირის,მისი მფარველი ანგელოზი ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს"

პოსტის ავტორი: xatia19 თარიღი: Jun 14 2008, 03:18 PM

"თუ ჩვენ ბედნიერება გვინდა, უნდა ვიცოდეთ, რომ ბედნიერება-ეს არის სიხარული, სიხარული კი სიყვარულისგან მომდინარეობს, რაც მეტ სიყვარულს გასცემს ადამიანი, მით უფრო მეტად ივსება ამ გრძნობით, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მარტო ის კი არ უნდა გვიყვარდეს, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, არამედ-ყველა.."

პოსტის ავტორი: MIZANDASAXULI თარიღი: Jun 16 2008, 04:25 PM

სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/<--გმერტი ცჰვენტან არს...

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jun 17 2008, 11:20 AM

''ადამიანს ღმერთმა მიანიჭა თავისუფალი ნება...ეს ნება კი შეიძლება სიკეთისკენაც წარიმართოს და სიბოროტისკენაც... ეს უკვე თვით ადამიანზეა დამოკიდებული.ასეთი თავისუფლება ღმერთს არ მიუცია არც ერთისხვა არსებისათვის.მაგრამ უნდა ითქვას,რომ ამ თავისუფლებით ადამიანი ხშირად ისევ ვერ სარგებლობს,როგორც საჭიროა.ხშირად ამას ბოროტებად იყენებს და ნაკლებად ფიქრობს საკუთარი სულისა და სხვა ადამიანტა სასიკეთოდ''
ზოგიერთები თვლიან,რომ ეკლესია თავისი გავლენით პიროვნების თავისუფლებას ზღუდავს და ჩარჩოებში აქცევს მას,რაც არასწორია.ნამდვილი თავისუფლება ცოდვისაგან განთავისუფლებას გულისხმობს.ის კი,რასაც დღეს აქვს ადგილი,თავისუფლების დამახინჯებული სახეა.უნდა გვახსოვდეს,რომ თავისუფლება განუყოფელია ჭეშმარიტებისაგან.''სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ''(იოანე8,32)- ბრძანებს უფალი.წმინდა პავლე მოციქული გვაფრთხილებს:'& #39;თქვენ,ძმებო,თავისუფლებისთვ
ს ხართ მოწოდებულნი,ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად,არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს''(გალატ.5,13)".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2008, 04:10 PM

"ყოველი კაცი სანთელს უნდა ჰგავდეს, ირგვლივ მყოფთ ერთდროულად უნდა უნათებდეს და ათბობდეს კიდეც. ყოველმა ჩვენგანმა თავის თავს უნდა ჰკითხოს: ანათებს თუ არა იგი და ათბობს თუ არა ადამიანებს. თუ იგი პირიქით იქცევა და გარშემო მყოფთ ზღუდავს და აბრკოლებს, მაშინ მარცხენა ადგილს, ანუ საუკუნო წარსაწყმედელს დაისაკუთრებს."

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Jun 17 2008, 04:48 PM

MIZANDASAXULI

ციტატა
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/<--გმერტი ცჰვენტან არს...

აქ მხოლოდ უწმინდესის გამონათქვამები იწერება smile.gif user.gif

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jun 18 2008, 11:00 AM

''ჩვენ ძალიან რთულსა და მძიმე დროში მოგვიხდა ცხოვრება,მაშინ,როცა ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის განსაკუთრებით იგრძნობა,როცა ადამიანს გონება დაებინდა და ერთმანეთისაგან ვეღარ არჩევს სიკეთესა და ბოროტებას. რა არის წამალი,როგორ შეიძლება შველა ამგვარი ადამიანებისა?მხოლოდ უფალსა და მის მადლს შეუძლია ამ ბურუსიდან მათი გამოფხიზლება... მართალია,ჩვენ ძალიან ხშირად უარვყოფთ ნებას ღვთისას,მაგრამ ღმერთი მოწყალეა და არ მიგვატოვებს.რადგანაც ჩვენ უფალმა არჩევანის უფლება გვიბოძა,სიკეთის,სიყვარულის,ე
თმანეთის ცოდვათა მიტევების,შერიგებისა და თავმდაბლობის გზა უნდა ვარჩიოთ იმას,რაც დღეს გვახასიათებს''.

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jun 20 2008, 11:01 AM

''ყოველმა ქრისტიანმა უნდაიფიქროს იმაზე რისთვის მოვიდა ამქვეყნად,რას აკეთებს დღეს და რა ელის მომავალში.ჩვენ ვიცით,რომ ადამიანი გაჩენილია ნეტარებისათვის,მაგრამ ადამიანებს ეს ნეტარება სხვადასხვაგვარად აქვთ წარმოდგენილი.ზოგს ნეტარებად მიწიერი დოვლათის დაგროვება მიაჩნია,ზოგს ცოდნისა და განათლების შეძენა,ზოგსაც მაღალი თანამდებობა,მაგრამ სინამდვილეში,როგორც ბრძენი სოლომონი ამბობს,ყოველივე ეს მხოლოდ ამაოებათა ამაოებაა და სხვა არაფერი.მაშ,რაში მდგომარეობს ადამიანის ნეტარება?თვითონ უფალი გვეუბნება:''ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა,რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი',' ე.ი. ჭეშმარიტი ნეტარება მას აქვს მოპოვებული,ვინც თავის სულიერ ფერისცვალებასა და უფალთან სიახლოვეზე ზრუნავს''.

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jun 21 2008, 11:59 AM

''უნდა გვახსოვდეს,რომ ადამიანის სული არ შეიძლება ცარიელი დარჩეს,მასში ან კიდევ ბოროტმა ძალამ,მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ,რომ არჩევანს თავად ადამიანი აკეთებს იმ თავისუფალი ნების წყალობით,რომელიც მას უფლისაგან ებოძა... მაგონდება ერთი იაპონური ლექსი,რომელშიც ნათქვამია:მოვიდა გაზაფხული,აყვავდა ალუბალი,მაგრამ მოვიდა თოვლიც და უკვე ვეღარ ვარჩევ,სად არის ყვავილი და სად თოვლი.სწორედ ასეთი დრო დაგვიდგა,ჩვენც ვეღარ ვარჩევთ,სად არის სიკეთე და სად- ბოროტება,ამიტომ ამის გასარკვევად,თუ სად არის ჭეშმარიტება,უ ფ ლ ი ს გზაზე უნდა დავდგეთ''

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jun 21 2008, 08:36 PM

smile.gifძალინ მომწონს, ჩვენი პატრიარქის ეს ორი გამონათქვამი:

" თუ გინდა, გაიმარჯვო,ისწავლე მოთმინება."

"ცხოვრება, მართალია, ხანმოკლეა,მაგრამ თუ მოინდომებ, სახელი შენი იქნება მარადიული...


(სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია-II)

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Jun 22 2008, 09:16 AM

ციტატა
"ცხოვრება, მართალია, ხანმოკლეა,მაგრამ თუ მოინდომებ, სახელი შენი იქნება მარადიული...

wub.gif

პოსტის ავტორი: nino ni თარიღი: Jun 22 2008, 05:18 PM

"სიყვარული ადუღაბებს და ამთლიანებს სრულიად საქართვალოს. ალბათ ესაა უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ წარსულშიც და ახლაც შინაური თუ გარეშე მტერი არ მოგვკლებია-ბოროტი ძალა ებრძვის სიყვარულის მატარებელ ერს, რათა ეს ნიჭი დააკარგვინოს, რადგან იცის, მიზნის მიღწევის შემთხვევაში უფალს განგვაშორებს".

ეს თემის გადახვევაა მარა მაინც მინდოდა დამეწერა, რომ პროფესორ სერგო ვარდოსანიძემ პატრიარქზე გამოსცა წიგნი, არაჩვეულებრივი წიგნია და ყველას გირჩევთ წაკითხვას, სწორედ ამ წიგნში ამოვიკთხე პატრიარქის ეს ფრაზა.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jun 23 2008, 02:59 AM

ციტატა(Floyd @ Jun 22 2008, 08:16 AM) *

wub.gif

smile.gif მოგეწონა?

პოსტის ავტორი: marisha 92 თარიღი: Jun 25 2008, 04:53 PM

მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემო და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გქონდეს.
* * * *
ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა სიყვარული და სასოება.
* * * *
გულმოწყალება ცხოვნებისაკენ მიმავალი ყველაზე სწორი და უმოკლესი გზაა. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ საშინელი სამსჯავროს დროს მოწყალენი იქნებიან შეწყალებულნი და დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jun 26 2008, 05:49 AM

smile.gif აი ,პატრიარქის კიდევ ორი კარგი გამონათქვამი:

რწმენა ღვთის არსებობის დაჯერებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, სასოებას, იმედს მისი წყალობისას.

* * *

მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სახარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლიდამ.

პოსტის ავტორი: nino ni თარიღი: Jun 26 2008, 11:51 PM

პატრიარქმა პირველ საახალწლო ეპისტოლეში ამ სიტყვებით მიმართა ქართველ ხალხს:"სარწმუნოება- ეს ნათელია მშვიდობის გზაზე, სარწმუნოება თავადაა მშვიდობა და სასოება მარადიული, სარწმუნოება წყარო არის სიყვარულისა, რომელიც ამაღლებს კაცის გულსა და გონებას. იგი ხიდი არის, მიწიდან ცისკენ მიმავალი. დადექით მტკიცედ ამ ხიდზე... ჩვენ სიხარულით ვუჩვენებთ ყველას ამ ხიდისაკენ მიმავალ გზას, იმ საქმეთა ნუსხას,რომელიც უნდ აკეთოს მარადიულობისაკენ ამ ხიდით მიმავალმა ადამიანმა, მივუთითებთ ბედნიერების იმ ჭეშმარიტ წყაროზე, საიდანაც უნდა სვას სულისა და ხორცის მასაზრდოებელი ცხოველმყოფელი წყალი, დავეხმარებით სულიერი ამაღლების გზით იხილოს ის ნათელი, რომელიც მზისგან კი არ მოდის, არამედ რომლისგანაც მზემ მიიღო ნათელი თავად".

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jun 27 2008, 11:07 AM

სიმდაბლე საკუთარი თავის შეცნობით მოიპოვება,სიყრმითგან ჩადენილი ცოდვების მხილებითა და აღიარებით.ღირსი ისიხისი წერს:სამსონზე ძლიერნი არა ვართ,არც სოლომონზე უფრო ბრძენნი,არც ნეტარ დავითზე გონიერნი,პეტრეზე მეტად ღვთისმოყვარენი.ნუ მივენდობით საკუთარ თავს, რამეთუ საღვთო წერილი გვაუწყებს-თუ მხოლოდ საკუთარ თავს მიენდობი,დაეცემი საშინელი დაცემით,რადგან ''ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი,ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი''

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jul 2 2008, 10:45 AM

''უფალმა კაცი ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა,მაგრამ დაცემის შემდეგ ადამიანის სუფთა სულს შეერია სხვადასხვა ცოდვა და დაბინდა იგი.ის,ვინც შესძლებს ცოდვათაგან განწმენდას,ხდება თავისუფალი,თავისი თავის უფალი,ღვთის მსგავსებით შექმნილი თავისი უბიწო სულის პატრონი.ამიტომაც წერენ ბრძენნი:შეიძლება მონობაშიც იყო,მაგრამ თავისუფლება ვერ წაგართვან და შეიძლება თავისუფლებაში განცხრომით ცხოვრობდე და მონა იყო,თანაც იმდენი ბატონის,რამდენი მანკიერი თვისებაც გაქვს.''

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jul 7 2008, 11:04 AM

არის მრავალი საშუალება,რომელსაც მივყავართ სასუფევლისკენ;ეს არის ლოცვა,მარხვა(უფალი ბრძანებს:''ლოცვითა და მარხვით განიდევნება ეშმაკი'').მოწყალება...
ამიტომ უნდა ვიფიქროთ,რას ვაკეთებთ,რა მიგვაქვს ამ ქვეყნიდან.

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jul 12 2008, 10:59 AM

ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2008, 04:47 PM

"ჩვენ ვგრძნობთ, რომ გული ადამიანის განსაკუთრებული ორგანოა, რომელიც მხოლოდ ბრძანებს და ბრძანებას არ იღებს. გულს ყოველთვის თავისი აზრი და შეხედულება აქვს და არავის ძალუძს მას საკუთარი აზრი და შეხედულება მოახვიოს.

უფალი ადამიანისგან არა ცოდნას ან მდიდრულ შესაწირავს, არამედ გულს მოითხოვს. იგი ყველა ადამიანს ეუბნება: შვილო, მომეცი შენი გული. თუ გული ამისთვის მზად გვაქვს, მივართმევთ, მაგრამ თუ გული მზად არ გვაქვს, ვერ მივცემთ.

ხშირად ადამიანები ცდილობენ, ორ ბატონს - ბოროტებას და სიკეთეს ერთდროულად ემსახურონ, რაც შეუძლებელია, რადგან ღმერთი ჩვენგან არა ნახევარ გულს, არამედ მთელსა და თანაც განწმენდილს მოითხოვს. უფალს უნდა ვთხოვოთ, ისევე როგორც დავით წინასწარმეტყველმა სთხოვა: "გული წმინდაჲ დაბადე ჩემთანა, ღმერთო..."

პოსტის ავტორი: N10a_16 თარიღი: Oct 30 2008, 09:26 PM

ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სხვისთვის სიხარულის მინიჭება, სხვისი გახარება უნდა იყოს. ალბათ, თქვენც გამოგიცდიათ ის დიდი სიხარული, რომელსაც გაჭირვებულისთვის დახმარება განგვაცდევინებს. ამ დროს გულში სიხარული სუფევს, რადგან ვგრძნობთ, რომ გაღებული მატერიალური შემწეობის ნაცვლად ისეთი დიდი საუნჯე მოვიპოვეთ, რომელსაც ის, რაც გავეცით, ვერც კი შეედრება. აი, სწორედ ეს არის ის სრული სიხარული, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მე მიმაჩნია, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მამამთავარი და მოძღვარი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ ადამიანებისა, რომელნიც ყოველდღიურად მოდიან ეკლესიაში, არამედ ყოველი ქართველისა და საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ყოველი მკვიდრისა. კათოლიკოს-პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, ვისაც არ შეუძლია, ან სულიერი ძალა არ ჰყოფნის ეკლესიაში მოსასვლელად. ასეთ კაცთან იგი თვითონ უნდა მივიდეს, მხრებით იტვირთოს და ისე მიიყვანოს უფალთან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 16 2011, 04:38 PM

,,ბევრი ამბობს,რომ მეცნიერება და რელიგია ერთმანეთს ეწინააღმდეგება.ეს შეცდომაა.როგორ შეიძლება შეეწინააღმდეგოს სულის შემსწავლელი ხორცის შემსწავლელს,პირიქით მათ ერთმანეთი უნდა შეავსონ."

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 3 2012, 08:16 PM

,,ძალიან მაფიქრებს ის,რომ დღეს ზოგიერთი ქართველი ადამიანი უარყოფს თავის ეროვნებას...ეს იმას ნიშნავს,რომ ეროვნული თვითშეგნება ძალიან სუსტია,შეიძლება ოჯახშიც არ მიიღო მან სათანადო აღზრდა."
(27 ოქტომბერი.2004 წ.)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 22 2012, 09:24 PM

,,დღეს,ზოგიერთი ქართველი ერისადმი მტრულად განწყობილი ადამიანი ცდილობს,დაჰყოს ჩვენი ახალგაზრდობა,ცდილობს დაუპირისპიროს ისინი ერთმანეთს."
(16 მაისი 2010წ.)

პოსტის ავტორი: გუდაგუდა თარიღი: Mar 25 2012, 07:43 PM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 31 2012, 08:16 PM

,,არ შეიძლება ადამიანი მხოლოდ ღვთისაკენ მიისწრაფოდეს და ვერ ხედავდეს სხვა ადამიანების გასაჭირს . არც ის შეიძლება ,რომ ადამიანებს ემსახურებოდეს და ღმერთი არ ახსოვდეს . ამიტომ ეს ორი სულიერი ძელი- ვერტიკალური და ჰორიზონტალური , ადამიანმა აუცილებლად უნდა შექმნას თავისი ცხოვრებით . " (11 მარტი , 2007 წელი)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 6 2012, 02:57 PM

"იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი დამშვიდდება და ჩვენ სამშვიდობო გზაზე გავალთ. ღმერთი მოგვცემს სიმშვიდეს, სიმართლეს, საქართველოს ერთიანობას და კეთილდღეობას",
ბოლნისი.
06.09.2012

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 16 2013, 06:59 PM

,,ყველა პატრიარქის მოვალეობა , რომ საკუთარი ერისა და ეკლესიისკენ მიმართული დარტყმები თავად მიიღოს საკუთარ თავზე და ასე ააცილოს მათ.''
(საპატრიარქოს უნივერსიტეტი.2012 წ.)

35 წელია პატრიარქი ამ დარტყმებს იღებს ჩვენ მაგივრად... 003.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 16 2013, 10:15 PM

,,ჩვენი დიდი სურვილია , საქართველო გახდეს ევროპული სტრუქტურების ნაწილი , მჭირდო კავშირი ჰქონდეს გაერო-სთან , ევროპის სტრუქტურებთან . ''
(19 თებერვალი.სვეტიცხოვლის საპატრიარქო რეზიდენცია)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 24 2013, 01:47 PM

,,მინდა ვთხოვო ჩვენს პრესას , ტელევიზიას , დაანახეთ კარგი , საქართველოში ბევრი რამ სასიკეთო კეთდება და გააშუქეთ ეს , გააცანით ხალხს ჩვენი კეთილი საქმენი , თორემ ნებისმიერ დროს , როცა ადამიანი რადიოს ან ტელევიზორს რთავს , მას სულ ცუდი ამბები ესმის – მუდმივად ვისმენთ , ვინ რა დააშავა და როგორ უნდა დაისაჯოს.''
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი , 12 ივლისი , 2013 წელი)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 29 2013, 03:13 PM

,, 20 წელი გავიდა სოხუმის დაცემისგან და დღეს ყველა დევნილები ვართ . დევნილი ვარ მათ შორის მეც , რადგან ვარ ბჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი და არა მაქვს უფლება რომ ჩავიდე იქ . ''
(ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი , 29 სექტემბერი , 2013 წელი)

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)