IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> ისტორიის ფურცლებიდან, დოკუმენტები, ჩანაწერები
marine
პოსტი Oct 5 2016, 06:29 PM
პოსტი #21


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლეკთა შემოსევების დროინდელია ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ლეკები ვერაფრით ვერ ახერხებდნენ ვანათის ციხის აღებას. ციხეში მყოფ ერთ ქალს მოსწონებია ლეკთა ბელადი. ქალს ძაფის გორგლის წვერისთვის მიუბამს ბარათი, რომელშიც წერა: ძაფის სიგრძე კიბე გააკეთე და ციხეში ამოხვალო. ლეკიც ასე მოქცეულა. მტერი ღამით ციხეში შესულა და მძინარე ხალხი ამოუხოცავს. მოღალატე ქალი ბელადს თან წაუყვანია".

/"კარიბჭე" N12, 2009, გვ. 28/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mazaka
პოსტი Oct 13 2016, 04:43 PM
პოსტი #22


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 8-October 16
წევრი № 14,491



[quote name='KAIROS' date='Jan 26 2008, 11:08 PM' post='248471']
ლეონტი მროველის შესახებ
საინტერესოა, არადა არამარტო მე, არამედ ბევრი ისტორიკოსი თვლიდა მას სომხოფილად თუ არა რაღაც გავლენის ქვეშ მყოფს მაინც, ნახეთ

"..ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდის კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა ერქუა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბარდოს, მეოთხესა მოვაკან, მეხუთესა ლეკ, მეექუსესა ჰეროს, მეშვიდესა კავკას, მერვესა ეგროს. ესე რვანი იყვნეს გმირნი. ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმჴნითა", ნუ ახლა ეს ჰაოსომანია, აშკარად სომხური გავლენაა, რომაა ვფიქრობ ნათელია..
ეს საინტერესო სტატიაა მასზე და მის შრომებზე

34. ლეონტი მროველი



მოგესალმებით ფორუმის მონაწილეებს, ნება მომეცით შემოგიერთდეთ და გამოვთქვა ჩემი მოსაზრება თემაზე საქართველოს ისტორია . კერძოდ ლეონტი მროველისა და ქართლის ცხოვრების იმ ნაწილის შესახებ რომელიც მის სახელს უკავშირდება .


საქართველოს მატიანის ნუსხაში, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე ვრცელ და უმთავრეს წყაროს წარმოადგენს ისტორიულ თხზულებათა კრებული, „ქართლის ცხოვრება" . მასში შესული თხზულებებიდან ლეონტი მროველს ეკუთვნის : „ცხოვრება მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა", „მოქცევა მირიან მეფისა და ქართლისა ნინოს მიერ" და „არჩილ მეფის წამება".
ასევე უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს „მოქცევაი ქართლისაი" ჩვენამდე მოღწეულია და ცნობილია შატბერდული,ჭელიშური და სინური რედაქციები. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ერთი სათაურის ქვეშ გაერთიანებული 2 თხზულებისაგან შედგება. I ნაწილში, რომელსაც „ქრონიკას“ უწოდებენ. აქ ძალზედ მოკლედ არის გადმოცემული ქართლის ისტორია ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობიდან IX საუკუნემდე; II ნაწილი, რომლის სახელი "ნინოს ცხოვრებაა“, მხოლოდ ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების ისტორიას გადმოგვცემს.
ცნობილია:
XVIII საუკუნის I ნახევარში რუსეთში მოღვაწე ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა",
XVII საუკუნის ბოლოს ირანში მოღვაწე ქართველი ისტორიკოსის, ფარსადან გორგიჯანიძის „საქართველოს და ცხოვრება",
ისტორიკოსისა და ქართლის მეფის მოლარეთუხუცესის სეხნია ჩხეიძის (1670-1745) „ცხოვრება მეფეთა",
ყოველი მათგანი „მოქცევაი ქართლისაი" - ს გარდა , ქართლის ცხოვრების შევსების ან გაგრძელების ერთგვარ მცდელობას წარმოადგენს .
გარდა ამისა მოგვეპოვება სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვა ავტორების მიერ დაწერილი მცირე მოცულობის ჰაგიოგრაფიული თუ ისტორიული ხასიათის თხზულებები . რომლებიც „ქართლის ცხოვრება" - სთან შედარებით შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც = უმნიშვნელო
ცნობილია, რომ მრავალი ღვაწლმოსილი ქართველის მიერ ლეონტი მროველი შერაცხულია არმენოფილად, არსებობს მოსაზრება, რომ ქართლის ცხოვრების რამოდენიმე მონაკვეთი ტყუილია და ყოველგვარ ისტორიულ ღირსებას არის მოკლებული, მიაჩნიათ რომ ქართლის ცხოვრება საუკუნეების მანძილზე ყალბდებოდა სხვადასხვა ადამიანების მიერ.
როგორც სჩანს ამ მოსაზრებას მინიმუმ რვა საუკუნოვანი წარსული აქვს , ლეონტი მროველის თხზულების მიმართ კრიტიკულად განწყობილიყო ჯერ კიდევ XI საუკუნის II ნახევრის და XII საუკუნის I ნახევრის საქართველოს საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვარი - არსენი ბერი .
ის რომ სომხებს დაუოკებელი სურვილი აქვთ გამოთქვან პრეტენზია, გააყალბონ და მიითვისონ ბევრი რამ რაც ჩვენ ისტორიას და ზოგადად საქართველოს ეხება, არ დაწყებულა თუნდაც არსენი ბერის ეპოქიდან. ეს გაცილებით უფრო ძველი მოვლენაა , ხოლო არსენი ბერის მაგალითი გვაფიქრებინებს,რომ პროტესტი მროველის თხზულების მიმართ ჯერ კიდევ იმ დრომდე არსებობდა, როდესაც საქართველოს შავბნელი პერიოდი დაუდგა და შედარებით ადვილი იყო ამგვარი ქმედებების განხორციელება .
ლეონტის ისტორია მიუღებელია ისეთი სახელებისთვის როგორებიც არიან : ი. ჭავჭავაძე, ი.ჯავახიშვილი დ.მუსხელიშვილი და კიდევ მრავალი სხვა.... თქვენ პოსტში მოყვანილი იყო კორნელი კეკელიძის მსჯელობა ნაშრომიდან „ ქართული ლიტერატურის ისტორია“
ამათ შემდეგ უბრალო მოკვდავს შეგეშინდება რამე თქვა ლეონტი მროველის დასაცავად . მიუხედავად ამისა ისტორიკოსთა ნაწილი მას ეროვნულ ისტორიას უწოდებს. ერთ- ერთი მათგანია მაგ. სიმონ ყაუხჩიშვილი აი რას წერდა იგი ლევან სანიკიძეს :
“ძალიან დაამცირეთ ჩვენი შესანიშნავი(სწორუპოვარი) ისტორიკოსი ლეონტი მროველი…ის პირველი ქართველი ისტორიკოსია, რომლითაც იწყება ჩვენი “წმიდათა-წმიდა” წიგნი “ქართლის ცხოვრება”… ლეონტი მროველის ამ შესანიშნავ ნაშრომზე საუკუნეების მანძილზე იზრდებოდა ქართველი ახალგაზრდობა; მთელი ქართველი საზოგადოება იმით ეცნობოდა საქართველოს ისტორიას… როგორ ფიქრობთ თქვენ… ”არაქართული ორიენტაციის მქონე ისტორიკოსს”, “ქართულისადმი მისი საზიანო განწყობილების” მატარებელ ადამიანს ქართველი საზოგადოება თავის მასწავლებლად გაიხდიდა?.… დღეს , მოგვწონს თუ არა მიუხედავად ამისა “ქართლის ცხოვრებიდან” რაიმეს ამოშლის უფლება, თუნდაც “ყალბი ადგილებისა”, არავის არა აქვს, სანამ არ დამტკიცდება, რომ ყალბად მიჩნეული ესა თუ ის ცნობა გვიანდელი ჩანართია.” .…
უძველესი ისტორიული ხანის მატიანის ძირითადი ქართულენოვანი წყაროს უარყოფა ნიშნავს იმის აღიარებას , რომ ჩვენ ქრისტიანობამდელი პერიოდის მატიანე საერთოდ არ გვაქვს. ანუ ირიბად იმის აღიარებას, რომ ჩვენ მანამდე ვიყავით ველური ბარბაროსები , ხალხი რომელსაც ისტორია არააქვს.
პატრიოტული და მეცნიერული საკითხის გარდა ჩნდება წმინდა პოლიტიკური კითხვა: X – XI - XII საუკუნ. თუნდაც VIII-საუკუნ. სავარაუდოდ მაშინ როცა ნიკო მარის, მ. ჯანაშვილის და სხვ. .. აზრით დაიწერა “ცხოვრება ქართველთა მეფეთა” , ქართველ მეფეთათვის მისაღები იყო ლეონტი მროველის თხზულება, რომელიც მათივე სახელმწიფოში სომეხთა ენისა და ზოგადად ქართველებზე სომეხთა უპირატესობას ქადაგებს ???? მაშინ როცა მეზობელ სახელმწიფოს გარკვეული პრეტენზიები უკვე ისედაც ჰქონდა ??? მაგრამ რატომღაც XII - XIII საუკუნის საქართველოს ძლიერ სამეფო კარსაც, გარკვეული მიზეზების გამო, მიზანშეწონილად არ მიუჩნევია “ცხოვრება ქართველთა მეფეთას” ნაცვლად ახალი თხზულების შექმნა ან ცვლილების შეტანა “ქართლის ცხოვრებაში.” ფაქტია მან ასეთი სახით მინიმუმ 1000 წელი გამოიარა და მოაღწია ჩვენამდე .
ამ ფაქტზე არსებობს მხოლოდ ერთი პასუხი :
ქართველებს გააჩნდათ უძველესი საბუთი, ჰქონდათ უტყუარი ცნობები და ცოდნა იმის შესახებ რომ მეფეთა ცხოვრება ეყრდნობოდა ისეთ პირველწყაროს რომლის ობიექტურობაშიც ეჭვი არ შეჰქონდათ.
ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ მეფეთა ცხოვრების პირველწყაროს შექმნის ეპოქაში ტერმინი “სომეხი”, რომელსაც ლეონტი ხმარობს ქართლოსიანთა დიდი ძმის მიმართ, ან იმისი უპირატესობა ვინც ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრებოდა სულაც არ აკნინებდა საერთო ქართველურ ოჯახს , ისე როგორც დღეს არ გვიჩნდება პროტესტის გრძნობა როცა ვამბობთ, რომ ქართლოსი ჰეროსზე, ან კახოსზე დიდია , ანუ მეფეთა ცხოვრების პირველწყაროს შექმნის ეპოქაში ტერმინში “სომეხი” არ მოიაზრებოდნენ ჩვენთვის არა მონათესავე და საერთოქართველური ოჯახისთვის უცხო თესლი, დღევანდელი ჩვენი მეზობელი არმენები და ეს დოკუმენტიც თავდაპირველად არ ქადაგებდა არმენთა უფლებრივ უპირატესობას ჩვენს მიწაზე . სავარაუდოდ ლეონტიმ , თუ კი ის X – XI საუკუნის მოღვაწეა,განახორციელა პირველწყაროს რედაქტირება მხოლოდ. მარტივად რომ ვთქვათ გადაწერა განახლების მიზნით, (შესაძლოა თავადაც გასჩენოდა პროტესტის გრძნობა მაგრამ იმ პრინციპით რაზეც ყაუხჩიშვილი საუბრობს შესწორებებისაგან თავი შეიკავა )
წინააღმდეგ შემთხვევაში ამ თხზულების შემქმნელს, გამავრცელებლებს ან თუნდაც შემნახველებს ყველაზე გრძელ ძელზე გასმა არ ასცდებოდათ, ხოლო ქართლის ცხოვრების ასეთ გადმოცემას რა ბედი ეწეოდა ძნელი მისახვედრი არაა .
თანამედროვე ადამიანი, მიუხედავად დიდი წარმატებებისა(გამოხატული ტექნოლოგიური პროგრესით), ხშირად არაობიექტურად აფასებს საზოგადოებათა განვითარების უძველეს პერიოდებს და ამ საზოგადოებათა ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.
დღეს არანაირი უფლება და არც საფუძველი არა გვაქვს ვიფიქროთ, რომ X – XI - XII -XIII საუკუნ. მოქალაქეები ჩვენი ქვეყნისა, ჩვენზე ნაკლებად მწიგნობარნი ან ნაკლებად პატრიოტები იყვნენ და მიიღეს ეს “ სიყალბე ” . რადგან სომხური პრობლემის გარდა ამ თხზულებაში აღწერილია მოვლენები რომლებიც ერთი შეხედვით, თითქოს აცდენილია ისტორიულ რეალობას და რაღაც გამოგონილი აბსურდის სახეს იღებს. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს ქართულ ისტორიოგრაფიას ეს დოკუმენტი და მასში მოტანილი ცნობები სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ ააქვს .
აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ ტერმინი “ სომეხი ” არის წმინდად ქართული და ამ ტერმინს ჩვენს გარდა არცერთი სხვა ენა არ იყენებს.
ხოლო თუ ვინ იყო “ სომეხი ჰაოსი ” რა ტომობრივ გაერთიანებას წარმოადგენდა და რომელ ტერიტორიაზე ცხოვრობდა ის ხალხი ვის ენასაც ქართლის ცხოვრებაში ეწოდება “სომ-ხური” ეს საკითხი ასევე მოითხოვს მეცნიერულ შესწავლას და დასაბუთებას .

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 13 2016, 10:14 PM
პოსტი #23


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



mazaka


მოგესალმებით და მოხარული ვარ, რომ ისტორიის განყოფილებაში შემოგვიერთდით smile.gif

პირველ რიგში გაგვეცანით ამ თემაში: http://church.ge/index.php?showtopic=629&st=0


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 21 2016, 05:51 PM
პოსტი #24


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სოლომონ ლიონიძე გვერდით დაუდგა სოლომონ მეფეს და აქტიურად ჩაერთო სამეფოს მართვაში, ამ პერიოდისათვის იმერეთის სამეფო დაუძულურებული იყო, მოსახლეობის დიდი ნაწილი თბილისში გადადიოდა. 1800 წლის შემდეგ, ძალიან ბევრი იმერელი ჩასახლდა ქართლში, რაც უარყოფითად მოქმედებდა იმერეთის სამეფოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საჭირო იყო ემიგრაციის შეჩერება, ამიტომ სოლომონ ლიონიძემ მეფესთან შეთანხმებით აკრძალა გადასახლება. ვინც გაიპარებოდა, სასტიკად სჯიდნენ. სოლომონ ლიონიძემ პირველმა ჩამოაყალიბა საქართველოში ეგრეთ წოდებული "სავიზო რეჟიმი" - იმერეთში მცხოვრეთ, რომლებსაც აღმოსავლეთ საქართველოში სტუმრად ან სხვა საქმიანობისათვის გადასვლა სჭირდებოდათ, უნდა ჰქონოდათ სათანადო ნებართვა ქართულ, თათრულ და ლათინურ ენებზე. ვისაც ნებართვა არ ჰქონდა, ისჯებოდა".

/"კარიბჭე" N25, 2016, გვ.26/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2017, 12:11 PM
პოსტი #25


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს ამირსპასალარი, ავაგი, ბათო ყაენთან გაგზავნეს მოსალაპარაკებლად. წინასწარ არავინ იცოდა, თუ რა საქმეზე იბარებდნენ და ამიტომ, ხიფათი რომ არაფერი შემთხვეოდა, ავაგის ეჯიბმა, დავითმა, სიფრთხილისათვის სთხოვა მას, დროებით როლები გაეცვალათ და თუ მტერს მისი მოკლვა ჰქონდა განზრახული, ის შესწიროდა მსხვერპლად. ასეც მოიქცნენ: დავითი წარდგა წინ, როგორც უფროსი და ავაგი - უკან, როგორც ხელქვეითი. მხოლოდ მას შემდეგ, როცა გაიკრვა, რომ საფრთხე არ ელოდათ, აღადგინეს ბათო ყაენის წინაშე თავიანთი უფროს-უმცროსობა.

ბათო ყაენი აღაფრთოვანა ასეთი თავდადების მაგალითმა და თავის მეომრებს უბრძანა, მთელ თავის საბრძანებელში ქართველებს განსაკუთრებული პატივით მოპყრობოდნენ".

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ.37/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2017, 10:00 PM
პოსტი #26


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველ მთიელებს ჩვეულება ჰქონდათ: როცა საცხოვრებელ ადგილს იცვლიდნენ, საგვარეულო სალოცავიდან ქვა მიჰქონდათ, ახალ ადგილზე იმ ქვაზე თავიანთი სალოცავის ნიშს აგებდნენ და იმავე სახელს არქმევდნენ".

/"კარიბჭე" N1, 2009, გვ.51/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 9 2017, 11:31 AM
პოსტი #27


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ოსმალობის", "ყიზილბაშობის", "ოსიანობის", "ლეკიანობის", "შიშიანობის", "ჟამიანობის" და მიზეზთა და მიზეზთა გამო ქართლიდან კახეთში და კახეთიდან ქართლში მოსახლეობის მიგრაცია ჩვეულებრივი და მუდმივი პროცესი იყო."

/"კარიბჭე" N5, 2008, გვ.36/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2017, 06:54 PM
პოსტი #28


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1737 წელს ყიზილბაშებმა ქართველთა ჯარის მონაწილეობით ავღანეთში ყანდაჰარის ციხე აიღეს. ნადირ-შაჰმა მეფე თეიმურაზი კახეთში გამოისტუმრა, სანაცვლოდ კი ბატონიშვილი ერეკლე დაიბარა ახალი ჯარით და ინდოეთის ლაშქრობაში გაიყოლა. ერეკლე ბატონიშვილის თანმხლებთა შორის ყოფილა კარდანახელი გლეხი მახარობელ ჩალათაშვილი, რომელსაც კახეთიდან მთელი სპარსეთის გავლით ინდოეთამდე უვლია. ინდოეთში ქართველებმა შაჰ-ჯანაბათის ბრძოლაში "ხმალი მოიქნიეს" და ბატონიშვილ ერეკლესთან ერთად დამაშვრალნი და შეცოტავებულნი საქართველოში დაბრუნდნენ. მათ ჩამოიტანეს ამბავი ინდოეთისა და ჯანაბათისა ("ჯანდაბისა", როგორც ქვეყნის დასავლისა და დასაკარგავი ადგილისა). ჩალათაშვილი ერეკლე ბატონიშვილს ჯანაბათამდე, "ჯანდაბამდე" ერთგულად მიჰყოლია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით."

/"კარიბჭე" N4, 2008, გვ. 52/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 9 2017, 01:42 PM
პოსტი #29


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა ელიას ქართული აპოკრიფული წყაროები ჭექა-ქუხილის, სეტყვის, წვიმის, გვალვის გამგებლად მიიჩნევენ, რომელიც ღმერთმა ცეცხლოვანი ეტლით აიტაცა ზეცაში, თავის მრავალრიცხოვან წმიდანთა ამალაში ჩარიცხა და ცა და ღრუბელი ჩააბარა.

ძველი თბილისისპირა სოფლების ჩუღურეთის, ავლაბრის, დიდუბისა და კუკიის მცხოვრებთა წარმოდგენით, როცა ელია წინასწარმეტყველის ეტლი ცაზე გაივლიდა, ჭექა-ქუხილიც მაშინ იწყებოდა. ღრუბელთმპყრობელი ელიას პატივსაცემად ხალხი კარდაკარ ჩამოივლიდა სიმღერით:

"დიდება და დიდება, ღმერთსა დიდება!
ღმერთო, მოგვე წყალობა, ღმერთსა დიდება!
ნუ აიღებ ჩვენზე ხელსა, ღმერთსა დიდება!
ჩვენო წმიდა ელია, რისთვის მოგიწყენია?
ჩვენი თეთრი ბერწი ფური შენთვის მოგვირთმევია -
აღარ გვინდა გორახი, ახლა გვინდა ტალახი.
დიდება და დიდება, ღმერთსა დიდება!"

ავდრიან ზაფხულში ლექსის ბოლო სიტყვები ასე იცვლებოდა: "აღარ გვინდა ტალახი, ახლა გვინდა გორახი..."

/"კარიბჭე" N15, 2008, გვ.30/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2017, 11:18 AM
პოსტი #30


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წინაპარი ხომ წინა ფარია - ბაბუაჩემი, ქიშვარდი, სწავლული კაცი გახლდათ. აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებული. გურიაში, სოფელ ხიდისთავის სკოლის დირექტორი იყო. ბათუმშიც დაარსა სკოლა. კომუნისტები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში - დევნა დაუწყეს. მათ იცოდნენ, რომ ცოდნით შეიარაღებული კაცი თოფით შეიარაღებულზე საშიში იყო, ამიტომაც ბაბუა 1937 წელს დახვრიტეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ ის გაქრა... მისი გენი ხომ არის ჩემში? ჩემი "წინა ფარია". რომ არა ეს ფარი, ცხოვრება ყველას გადაგვთელავდა".

/ილუსტრატორი ოთარ მეგრელიძე
"კარიბჭე" N14, 2017, გვ.44/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2017, 03:07 PM
პოსტი #31


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ისტორიკოსი ასე ახასიათებს ამ ეპოქას [როსტომ-ხანის]: "იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება".

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.47/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 28 2017, 11:06 AM
პოსტი #32


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კარგად განსაზღვრა მამამ შვილის მოწადინება და 7 წლის გრიგოლი [პატრიარქი ეფრემ მეორე] გორის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანა, სადაც მას სულიერი მისწრაფებისა და გონებრივი შესაძლებლობების გამოვლენის მეტი შესაძლებლობა მიეცა. ღვთის მადლით, გრიგოლს რწმენასა და გონიერებასთან ერთად თავისი ქვეყნისა და მშობელი ხალხის განუზომელი სიყვარულიც დაჰყვა. ამიტომ იგი ძნელად ეგუებოდა სასულიერო სასწავლებელში გამეფებულ ატმოსფეროს, იქ ხომ მასწავლებელთა უმრავლესობას რუსი პედაგოგები შეადგენდნენ. ბევრი მათგანი ცდილობდა, ჩაექრო მოსწავლეებში ეროვნული გრძნობა, რაც რუსული პოლიტიკის უშუალო გამოძახილი იყო. ისინი კრძალავდნენ სასწავლებელში ქართულ მეტყველებას, ცდილობდნენ საქართველოს ისტორიის გაყალბებას, გამიზნულად ცვლიდნენ ქართული გვარების დაბოლოებებს. ყოველი ასეთი შოვინისტური გამოვლინება ისე აშკარა და მიზანმიმართული იყო, რომ მოსწავლეებს შინაგანი პროტესტი უჩნდებოდათ, რადგან ვერ ურიგდებოდნენ ძალადობასა და უსამართლობას.
უწმინდეს ეფრემს ბევრისთვის მოუყოლია ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთი შემთხვევა: "შემოვიდა საეკლესიო ოთახში ეროვნებით რუსი პედაგოგი და გაკვეთილის დაწყების წინ, ჩვეულებრივ, სიის ამოკითხვას შეუდგა. ჩემი გვარის ამოკითხვის ჯერიც დადგა. სიდამონოვ! - დაიძახა მასწავლებელმა. მე, თითქოს არც გამიგონია, არაფერი ვუპასუხე. ცოტა ხანში განმეორებით ისევ დამახინჯებულად წარმოთქვა ჩემი გვარი. კვლავაც დუმილი ვარჩიე. სიდამონოვ! - ხმას აუწია მან და თან მკაცრი მზერა ჩემკენ მოაპყრო. პასუხი ამჯერადაც რომ ვერ მიიღო, სწრაფად წამოდგა, ხელში სახაზავი მოიმარჯვა და ჩქარი ნაბიჯებით გამოემართა ჩემკენ. ჯერ ყურები ამიწითლა, მერე ხელები მერხზე დამაწყობინა და უმოწყალოდ სახაზავის ცემა დამიწყო თითებზე. წამოვდექი უცებ ბრაზმორეული და ამჯერად პასუხიც აღარ დავაყოვნე: "ია ნე სიდამონოვ, ია სიდამონიდზე". უწმინდესი ეფრემის მიერ მოყოლილი ეს შემთხვევა ამას წინათ გაიხსენა ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ."

/"კარიბჭე" N22, 2009, გვ.38/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2017, 12:24 PM
პოსტი #33


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სოფელ დოესში, სადაც მომავალმა პატრიარქმა [ეფრემ მეორე] ყრმობისა და სიჭაბუკის უმნიშვნელოვანესი წლები გაატარა, მაშინ მრავლად სახლობდნენ ჯავახიშვილები, რომელთაც აღარ სწყალობდნენ თურმე მაზრის იმდროინდელი გამგებლები. თავადური წარმომავლობის გამო აიძულებდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სამოსახლო და კარ-მიდამო, რათა მათ ადგილ-მამულებს თავად დაპატრონებოდნენ. სოფლის მოსახლეობა თანაუგრძნობდა დევნილობაში მყოფ თავადებს, მაგრამ მაინც ვერ დგამდა ნაბიჯს მათ დასახმარებლად.
მაშინ მედავითნე შიოს პატრიარქის მამას] გამოუჩენია გამბედაობა. გაუსუფთავებია საქონლის ბოსლის ერთი ნაწილი, ხის კედლით გაუტიხრავს და ჯავახიშვილებისთვის დაუთმია საცხოვრებლად. ამ საქციელით მან არა მხოლოდ ქრისტიანული შემწყნარებლობა გამოავლინა უსამართლოდ დაჩაგრულ თანასოფლელთა მიმართ, არამედ დაანახა სოფლის მკვიდრთ, თუ ისინიც მხარში ამოუდგებოდნენ განსაცდელში ჩავარდნილ ჯავახიშვილებს, ამით გადაარჩენდნენ სოფლიდან გასახლებისა და დამცირებისგან.
ის, რომ ეფრემ მეორის პატრიარქობის პერიოდში მინისტრთა საბჭოს იმჟამინდელი თავმჯდომარე ბ-ნი გივი ჯავახიშვილი ცდილობდა, შეძლებისდაგვარად დახმარებოდა საქართველოს ეკლესიას, გარკვეულწილად ამითაც ყოფილა განპირობებული."

/"კარიბჭე" N22, 2009, გვ.39/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2017, 10:42 PM
პოსტი #34


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თქმულება სტეფანწმინდაზე
"სტეფანწმინდელებს წინათ ყურის მთის ძირას, დავაკებაზე უცხოვრიათ. იქვე, მახლობლად, წითელ ეკლესიაში მდგარა სტეფანე ბერი. ეს ბერი გვარად ფიცხელაური ყოფილა და ერისკაცობაში ღრუბელა რქმევია. დაქვრივების შემდეგ ბერად შემდგარა სტეფანეს სახელით. ჯერ ბეთლემის უდაბნოში უმოღვაწია, შემდეგ კი გადასულა ყურის გამოქვაბულში, სადაც ხალხს მისთვის ეგრეთ წოდებული წითელი ეკლესია აუშენებია.
ერთხელ დიდი ნიაღვარი მოვარდნილა და ყურიდან ტალახს დაუწყია დენა. სტეფანეს დროზე შეუტყვია მოსალოდნელი უბედურება, სეტყვისგან თავდასაცავად თავზე კოდი გადაუხურავს, კოშკში შევარდნილა და ზარების რეკა აუტეხია. ხალხი მიმხვდარა, რაც მოელოდა და გახიზნულა, სოფელს კი სტეფანეს ღვაწლის აღსანიშნავად სტეფანწმინდა დაარქვეს."

/"კარიბჭე" N18, 2006, გვ.25/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 21 2017, 10:49 AM
პოსტი #35


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბათო ყაენმა ურდოში დაიბარა დავით ულუ და კარგა ხანს არ გაუშვა შინ. მეფეს სამეფო ერთგული ხალხისთვის ჩაებარებინა. კახეთის პატრონად კი თორღვა პანკელი დაეტოვებინა. რომ დააგვიანდა, თორღვამ იფიქრა, აღარ გამოუშვებენო და კახეთი თავისად დაიჭირა, აღარც დედოფალს მორჩილებდა და აღარც მესტუმრე ჯიქურს, რომელიც იმხანად პირველ კაცად ითვლებოდა მეფის კარზე.

შეიწყალა ყაენმა ბაგრატოვანი და სამშობლოში გამოუშვა. დაბრუნებულ გვირგვინოსანს დიდებულები ჰერეთში მიეგებნენ. იქ არ იყო მხოლოდ თორღვა - შეშინებულს თავი პანკისისთვის შეეფარებინა. მრავალჯერ მოიხმო მეფემ, მაგრამ მან ხლება ვერ გაბედა. როცა ვერაფერს გახდნენ, მესტუმრე ჯიქურმა დედოფლის სურვილით ხორნაბუჯელი წარავლინა პანკისს, რათა ასე მაინც მიეტყუებინა განდგომილი. ალავერდის წმინდა გიორგის ხატზე დაიფიცე, რომ არას მავნებო, სთხოვა თორღვამ მოციქულს. ხორნაბუჯელმა შეჰფიცა. რასაც ჩემთვის გაიმეტებ, - უთხრა პანკელმა, - ის გიყოს წმინდა გიორგიმ; თუ მიღალატებ, ჩემსავით უმემკვიდრეოდ გადაეგოს შენი გვარიო. ტაბახმელასთან დაარღვია ფიცი ხორნაბუჯელმა... შეიპყრო თორღვა ჯიქურმა და დედოფლის ნებართვით, მეფის უკითხავად, კლდეკარის ციხიდან გადააგდო.
ფიცის გატეხვისთვის წმინდა გიორგის რისხვამ უწია ხორნაბუჯელს - ოჯახი ერთიანად ამოუწყდა, ერთადერთი ვაჟი თათრებმა მოუკლეს, თვითონ კი მწუხარებამ გადაიყოლა.

ჯიქურს რამდენიმე წლის შემდეგ ცილი შესწამეს და მეფემ მტკვარში დაახრჩობინა... უშვილძიროს ჭირისუფალიც კი არ გამოუჩნდა. ბოლოს შეიკრიბნენ გლახაკნი და ქვრივ-ობოლნი, რომელთაც ახსოვდათ მისი სიკეთე, გამოითხოვეს მეფისგან ჯიქურის ნეშტი, წაიღეს და დიდი პატივით დაფლეს წმინდა ეკლესიაში."

/"კარიბჭე" N2, 2006, გვ.17/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 29 2017, 11:15 AM
პოსტი #36


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ივანე ზურაბიშვილი თავის "მოგონებებში" მოგვითხრობს: "1888 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე III ჩამოვიდა საქართველოში. ჯერ თბილისს ეწვია, მოიარა კახეთი და ბოლოს ქუთაისს მოვიდა. აქ სადგურიდან პირდაპირ სობოროში (საკათედრო ტაძარში) გაემართა, სადაც გაბრიელს [ქიქოძე] პარაკლისი უნდა გადაეხადა. ეტლი ტაძრის კიბესთან გაჩერდა. ხელმწიფემ ამალის თანხლებით აიარა კიბე, შევიდა სობოროში და ამბიონისკენ გაემართა, როდესაც ეპისკოპოსის ხმა მოესმა: "შესდექ, რუსეთის ხელმწიფევ..." ხელმწიფე შეყოყმანდა, უნებლიეთ შედგა კარიბჭეში, იქ, სადაც ეპისკოპოსის შემოძახებამ მოუსწრო და ცხადის უკმაყოფილებით მოისმინა ეპისკოპოსის სიტყვა: - ეს ქვეყანა უძვირფასესი მარგალიტია შენს გვირგვინში და სხვა ყურადღებისა და სხვა ზრუნვის ღირსია, სხვა მოპყრობას მოითხოვს, ვიდრე ის, რომელსაც ადგილი აქვსო...

ეროვნული უკმაყოფილება და ჩივილი იმდენად ნათლად იყო გამოთქმული ეპისკოპოსის სიტყვაში, რომ გუნებაგაფუჭებული იმპერატორი ისე მოიღრუბლა, ვერც იმ საღამოს თავადაზნაურობის მიერ გამართულმა ნადიმმა გადაუყარა სახიდგან ის ღრუბელი".

/"კარიბჭე" N2, 2007, გვ.14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2017, 01:08 PM
პოსტი #37


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართლის ცხოვრებაში საოცარი ამბავი არის აღწერილი: დავითის მეფობამდე ცოტა ხნით ადრე ქვეყანა ძალიან ცუდი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, აღზევებული იყო სიძვა-მრუშობა და ა.შ. ამ დროს აღდგომა დღეს მოხდა ძლიერი მიწისძვრა, ეკლესია-მონასტრები დაინგრა და ქვეშ ხალხი მოიყოლა.

ჟამთააღმწერელი საოცარ რამეს ამბობს: ვინმეს რომ არ ჰგონებოდა, რომ ეს არ იყო ღვთის რისხვა, ამიტომ მიწისძვრა სწორედ აღდგომა დღეს მოხდაო. ვნების შვიდეულში, სინანულის ჟამს მაინც უნდა მოენანიებინათ ადამიანებს ცოდვები, მაგრამ მათი გული შორს იყო ღვთისგან. სწორედ ამიტომ აღდგომა დღეს მოხდა მიწისძვრა. ნუთუ ეს დასაფიქრებელი არ უნდა იყოს ჩვენთვის?!"

/დეკ. ვახტანგი (დავითაშვილი)
"ქვაკუთხედი" N9, 2017, გვ.4/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 19 2017, 01:38 PM
პოსტი #38


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1805 წელს ანტონ II კათალიკოსმა საეკლესიო აზნაურს ნიკოლოზ ელიოზიშვილს და მის ბიძაშვილს, გომის მოურავს იოსებს, გომში მარან-საწნახელი და ყმა-მამული უბოძა. გავიდა თითქმის 100 წელი და უმემკვიდროდ დარჩენილმა უკანასკნელმა გომელმა ელიოზიშვილმა გომელი გლეხი ქოსაშვილი იშვილა და მთელი თავისი ქონება დაუტოვა. კათალიკოსისეული მარანი ახლაც დგას კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში და დღესაც ქოსაშვილებს ეკუთვნით. ასეთი რამეებიც ხდებოდა საქართველოში ბატონისა და ყმის ურთიერთობაში."

/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.46/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2017, 12:20 PM
პოსტი #39


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენთან სამარცხვინო იყო, თუ კაცს მოკლავდი. ეს ნიშნავდა, რომ მტრის შეგეშინდა. მტერი უნდა დაგემარცხებინა, მაგრამ არ მოგეკლა. არ შეიძლებოდა ღრმა ჭრილობის დადება მოწინააღმდეგისთვის, ვინმე თუ ღრმა ნაჭდევს გააკეთებდა, ხევსურეთში იტყოდნენ: "შაშინდა ბეჩავი, ხელი გაექცაო".

/"კარიბჭე" N19, 2011, გვ.56/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 20 2017, 08:43 PM
პოსტი #40


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[ბახტრიონის აჯანყებისას] ერთ ადგილას თათრის გვამი ყირამალა რომ დამდგარა თათრების მკვდრების გროვაში,ზეზვას [გაფრინდაული] შეუჩერებია მტრის ხოცვა, რადგან გვამის ყირამალა დადგომა ცოდვად მიაჩნდათ".

/"კარიბჭე" N20, 2012, გვ.25/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 03:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი