ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვისაუბროთ პროტესტანტებზე, რამდენიმე კითხვა მაქვს |
მნათე |
May 22 2007, 06:16 PM
პოსტი
#121
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
გლახა
კანუდოსელის გაფუჭებული ტელეფონი ვინ ალი? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გლახა |
May 22 2007, 07:29 PM
პოსტი
#122
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მნათე
ციტატა კანუდოსელის გაფუჭებული ტელეფონი ვინ ალი? კანუდოსელს საერთოდ არ აქვს ტელეფონი შენ კიდევ გაფუჭებული ტელეფონი კი არა გაფუჭებული ბავშვი ხარ |
KAIROS |
May 23 2007, 11:33 AM
პოსტი
#123
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა უნდა დამშვიდდე კაიროს, ვგრძნობ რომ დაძაბულად საუბრობ...ასევე დაძაბული საუბრობს ბატონი დულოსიც და ნერვიულობს... კაიროსი გენაცვალა შენ ნაღდად მოგვიწევს კაი ლუდის მირთმევა ერთად კაი კაცი ხარ, მაგრამ ნერვიულობა ადრე იყო, ახლა უკვე შევეგუეთ ერთმანეთს, მე კითხვა დავსვი და პასუხს ველი, მან დასვა, მაგრამ ისე შორიდან დაიწყო, ვთხოვე პირდაპირ მითხრას რა უნდა აი ჩემი კითხვა : ციტატა მლფ-ს და მართლმადიდებელი ეკლესიების უამრავ შეხვედრაზე იქნა მიებული ბევრი გადაწყვეტილება, მათ შორის; ისიც რომ მლფ-მ ცნო ნიკეა-კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრების მრწამსი, მაინტერესებს ცნობს თუ არა იმ მრწამს, შენი "ქრისტეს სახარების ეკლესია"? იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Dulos |
May 25 2007, 05:31 PM
პოსტი
#124
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა კაი კაცი ხარ, მაგრამ ნერვიულობა ადრე იყო, ახლა უკვე შევეგუეთ ერთმანეთს, მე კითხვა დავსვი და პასუხს ველი, მან დასვა, მაგრამ ისე შორიდან დაიწყო, ვთხოვე პირდაპირ მითხრას რა უნდა "ხოროშო" - როგორც ჩვენი ჩრდილოეთელი მეზობლები იტყვიან. როდესაც იესოს მღვდელმთავრობაზე ვლაპარაკობთ, რომელი წესით არის ის საერთოდ მღვდელი? და საერთოდ მღვდელმთავრები როგორ და ვინ ხდებოდა? ციტატა ისიც რომ მლფ-მ ცნო ნიკეა-კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრების მრწამსი, მაინტერესებს ცნობს თუ არა იმ მრწამს, შენი "ქრისტეს სახარების ეკლესია"? ეს ჩემი "სახარების რწმენის ეკლესია" არაა, სხვათაშორის. ნიკეის და კონსტანტინეპოლის მრწამსთან საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. საერთოდ, როდესაც ჩვენს დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ ისტორიასთან, არც ისეა საქმე თქვენ რომ ფიქრობთ. სრულ უარყოფასა და ბიბლიასთან შეთანხმებას შორის დიდი განსხვავებაა. |
KAIROS |
May 31 2007, 06:25 AM
პოსტი
#125
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა და საერთოდ მღვდელმთავრები როგორ და ვინ ხდებოდა? ვერ ხვდები თემასთან კავშირს, ცოტა კიდევ მიუახლოვდი "დამალულ კითხვას" ეს ხომ წაიკითხე? იქნებ ამის შემდეგ იპოვო ზუსტი კითხვა თემასთან დაკავშირებით? კარგადაა ნათქვამი წმ. სვიმეონ თესალონიკელის მიერ: "თავი 45 რომ მღვდლად და მღვდელთმთავრად იქნა ხელთდასხმული (κεχειροτόνηται) მაცხოვარი სხეულებრივად. ხოლო ის, რომ ჩვენს მღვდლად და მღვდელთმთავრად იქნა ხელთდასხმული მაცხოვარი, თვით მანვე გაგვიცხადა ეს, რომელიც არის სიტყვა ღვთისა, ჩვენს გამო ხორცშესხმული, მამისგან დამოწმებული და სულით ხელთდასხმული (καί τω Πνεύματι χειροτονηθείς, შდრ. ლათ. et a Spiritu sancto ordinatus est), როგორც იწინასწარმეტყველა ესაიამ: „აღდგება კვერთხი იესეს ძირისგან და ყვავილი ამოვა ძირისგან და განისვენებს მასზე სული ღვთისა“ და შემდგომი. იხილე, თუ როგორ მიიღო მან ეს საკვირველი და უბრწყინვალესი ხელთდახხმა (χειροπονία), რომელიც თუმცა კი არის ბუნებით ღმერთი და აქვს მას ყოვლადძლიერება, ყოვლადქმედითობა და სიწმინდე (რადგან ცხოველი, წმინდა და ყოვლადძლიერი სიტყვაა ღვთისა), მაგრამ მაინც ჩვენს გამო სხეულებრივად ხელთდასხმულ იქნა მამისგან (σωματικος κεχειροτόνηται παρά του Πατρός) და ეს - თვით ნათლობისას პირველად, რადგან ერთდროულად იყო იგი ნათელღებულიც და ხელთშეხებულიც, როგორც ხელთდასხმული (χειροπτούμενος ώς χειροτονούμενος), რაც იოანესგან იყო, რომელმაც ხელი დაადო მას და მიიღო მან სულიწმინდა (καί τό Πνευμα δεχόμενος), მაგრამ განსაკუთრებით ხელთდასხმულ იქნა იგი მამისგან, რაჟამს სულიწმინდა გარდამოვიდა ნაცვლად ხელისა, ხოლო თვით მამამ ეს თქვა: „ეს არის ჩემი ძე საყვარელი, რომელიც ვისათნოვე“. მეორედ უფრო ბრწყინვალე ხელთდასხმა მიიღო მან ფერისცვალების მთაზე, როდესაც ზესთგაბრწყინდა (ύπερέλαμψεν) საღვთო დიდების სინათლით იგი, ჭეშმარიტების მზედ შერაცხილი, ხოლო იმ ნათლიერი ღრუბლის შუაში იქმნა იგი, რაც მოასწავებდა სულიწმინდას, მარადის მასთან მყოფს, და ღრუბლიდან კი მამამ ხორციელადაც განიკუთვნა იგი, რაჟამს ერთდროულად ემოწმა კიდეც მას, ისათნოვა კიდეც იგი და გააცხადა კიდეც მოძღვრად თავისი ცხოველი სიბრძნე, რადგან კვლავ თქვა: „ეს არის ჩემი ძე საყვარელი, რომელიც ვისათნოვე“, და დასძინა: „მისი ისმინეთ“. ეს კი მოძღვრებისა არის, რაც თვით ქრისტემაც მისცა მოწაფეებს და უთხრა: „ვინც ისმენს თქვენსას, ჩემსას ისმენს“ ხედავ, თუ როგორ იქნა იგი ხელთდასხმული (κεχειροτόνηται, fuit ordinatus) მამის მიერ სულიწმინდაში?“ (PG. 155,189-192)." ციტატა სახარების რწმენის ეკლესია რა ქვია აბა, რაღაც ამდაგვარი რომ იყო მახსოვს... მაქ ცოტა თუ შეგეშალა ირევა ყველაფერი და მაპატიე თუ ზუსტად ვერ დავწერე... ციტატა ნიკეის და კონსტანტინეპოლის მრწამსთან საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. საერთოდ, როდესაც ჩვენს დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ ისტორიასთან, არც ისეა საქმე თქვენ რომ ფიქრობთ. სრულ უარყოფასა და ბიბლიასთან შეთანხმებას შორის დიდი განსხვავებაა მოიცა, ახლა უნდა დავყოთ 1) ნიკეა-კონსტანტინეპოლზე ვთანხმდებით 2) ისტორია რა შუაშია აქ? ღვთისმეტყველებაზე ვსაუბრობთ, ისტორია არანაირად არ შეიძლება შეუპირისპირდეს ან უარესი დაუპირისპირდეს ბიბლიას, შეიძლება ბევრი რამ საკვლევია, არ ვიცით, მაგრამ რაც ვიცით, ის რეალობაა და მასზე თვალების დახუჭვა არათუ ბიბლიის სიყვარულზე, არამედ იმავე ბიბლიის არცოდნაზე მეტყველებს! რახან მრწამსში დამეთანხმე, მოდი ახლა ცოტა წინ წავიწიოთ და ერთ საკითხს შევეხოთ "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია"- რომელი ეკლესიაა ეს? რომელი იყო მოციქულებისას? ამ სიტყვების თქმისას ( IV ს. ნე) და რომელია დღეს? ჩვენი პასუხი მარტივია, რადგან ვეკუთვნით ისტორიულად, მოციქულებრივი ჯაჭვით და შთამომავლობით იმავე ეკლესიას დღეს, ვინც მიიღო ეს სიტყვები IV ს.ში და რომელიც დაყრდნობილია სულთმოფენობისას დაარსებულ ეკლესიაზე... იხარე, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Dulos |
Jun 24 2007, 07:12 PM
პოსტი
#126
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
გავაგრძელოთ კაიროს პროტესტანტებზე საუბარი
მე მინდა შენთან ერთად გავარკვიო ერთი საკითხი, კერძოდ: ჰქონდა თუ არა ებრაელთა მიმართ წერილის ავტორს იესო ქრისტე მღვდელმთავრის წოდებით წარმოედგინა? და თუ ჰქონდა მაშIნ რატომ? რას ვხედავთ ძველ აღთქმაში მღვდლობის ინსტიტუტის შესახებ? ვისი შტოდან ხდებოდნენ მღვდლები ტრადიციულად? რატომ არის აღნიშნული, რომ იესო მელქისედეკის წესით არის მღვდელმთავარი? და ბოლოს, რაზე მიგვანიშნებს იესოს მელქისედეკის წესით მღვდლობა? იმედი მაქვს გადმოგეცი რის თქმაც მინდოდა. ებრაელთა წერილი იმედი მაქვს კარგად იცი, თუ არა და გაგიჭირდება. ველი პასუხს უკუნისამდე იცოცხლე დულოსი ციტატა რა ქვია აბა, რაღაც ამდაგვარი რომ იყო მახსოვს... მაქ ცოტა თუ შეგეშალა ირევა ყველაფერი და მაპატიე თუ ზუსტად ვერ დავწერე... ამას დიდი მნიშვნელობა, რომ არა აქვს, შენც კარგად იცი. ქრისტიანებს არ უთქვიათ: "მოდი ქრისტიანები გვერქვასო". არც იესოს უთქვია: "ასე გაიგებენ რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ (ესა თუ ის დენომინაცია) გერქმევათო". სულ სხვა პირობაა... ციტატა "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია" მოდი ჯერ ეს ფრაზა განვიხილოთ, ბერძნულად როგორ არის და შესაბამისად მისი თარგმანებიც. უფრო გაგვიადვილდება საუბარი. |
KAIROS |
Jun 26 2007, 12:17 PM
პოსტი
#127
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ჰქონდა თუ არა ებრაელთა მიმართ წერილის ავტორს იესო ქრისტე მღვდელმთავრის წოდებით წარმოედგინა? და თუ ჰქონდა მაშIნ რატომ? რა ქონდა? უფლება, ძალა, სწავლება? კითხვა დააზუსტე. ციტატა რას ვხედავთ ძველ აღთქმაში მღვდლობის ინსტიტუტის შესახებ? ვისი შტოდან ხდებოდნენ მღვდლები ტრადიციულად? რა არის კითხვები ვერ გავიგე, რა იყო ახლა მეათე კლასელიც გეტყვის ვისი შტოდან ხდებოდა მღვდლები და რა უფლება მოვალეობა ქონდათ და საერთოდ რა შუაშია ეს ყველაფერი? დაწერე პირდაპირ კითხვა, რომელიც ეხება პროტესტანტებს!!! ციტატა ებრაელთა წერილი იმედი მაქვს კარგად იცი, თუ არა და გაგიჭირდება. დამშვიდდი შენ ციტატა ამას დიდი მნიშვნელობა, რომ არა აქვს, შენც კარგად იცი. ქრისტიანებს არ უთქვიათ: "მოდი ქრისტიანები გვერქვასო". არც იესოს უთქვია: "ასე გაიგებენ რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ (ესა თუ ის დენომინაცია) გერქმევათო". სულ სხვა პირობაა... ჰო, მაგრამ რომ დაარქვეს მიიღეს სახელი და დღემდე ატარებენ, ასე რომ სახელის უარყოფაც არ გამოვა... ციტატა ბერძნულად როგორ არის და შესაბამისად მისი თარგმანებიც და რაა აქ გამოუკვლევი? კათოლიკე რას ნიშნავს, წმიდა თუ სამოციქულო? დულოს, აშკარად უხვევ თემას, ქრისტიანთა თემი რომელიც ამ სიტყვებს წერდა, და რომელშიც შენ დაეთანხმე, ანუ "მრწამსს" იზიარებ ბოლომდე: ციტატა "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია"- რომელი ეკლესიაა ეს? რომელი იყო მოციქულებისას? ამ სიტყვების თქმისას ( IV ს. ნე) და რომელია დღეს? ჩვენი პასუხი მარტივია, რადგან ვეკუთვნით ისტორიულად, მოციქულებრივი ჯაჭვით და შთამომავლობით იმავე ეკლესიას დღეს, ვინც მიიღო ეს სიტყვები IV ს.ში და რომელიც დაყრდნობილია სულთმოფენობისას დაარსებულ ეკლესიაზე... ჩვენს პასუხში რაც დავწერე, ეს ფაქტია ( ისტორიას არ ვიტყვი, ვერიდები მაინც შენთან ) , მართლმადიდებლური ეკლესია არის პირდაპირი შთამომავალი იმ ეკლესიისა და ეს სხვათაშორის მრავალჯერ აღნიშნეს პროტესტანტული ეკლესიების დიდმა ნაწილმა, შემიძლია დოკუმენტებიც გაჩვენო. ახლა რადგან შენ ისევ რაღაც სხვა ბუნდოვანი კითხვებით არ წარმართო ლაპარაკი, მოდი შევთანხმდეთ უპირველსად ერთ რამეზე, მომიყევი ვის ეკლესიას ეკუთვნი შენ, როდის დაიბადა, საიდან გამოიყო და ვის აღიარებთ, ასე უფრო ახლოს მივალთ ერთმანეთის მსოფლმხედველობასთან და დიალოგის გზასაც ვიპოვით, ვიდრე თეოლოგიური კამათებით და კითხვებით დაბნევის უსუსური მცდელობებით. მონაწილეობს შენი ეკლესია ( იმედია მის სახელს და ისტორიას დაგვიწერ, ოღონდ ობიექტურად და ფაქტებით) დიალოგებში? რა წარმატებას მიაღწია? რა დოკუმენტები შეიმუშავა? აი ესენი მაინტერესებს მე უფრო დულოსს, ვიდრე შენი ხლართები მელქისედეკის წესზე, მაგაზე გადადი წმ. წერილში და იქ ვარჩიოთ, არ გეგონოს გაგირბი, საერთოდ შენ და ალექსიც ცდებით, რადგან გგონიათ რომ წმ. წერილს არ ვიცნობ, და ნებისმიერ გადაკრულ სიტყვას ( თუ არ იცნობ გაგიჭირდება და ა.შ.) პროვოკაციად და შეურაცხყოფად აღვიქვამ და არ გინდა! მაგ შეცდომას იქით დაგიმტკიცებთ, აქ არ გამოგყობი მაგ საუბარზე უსარგებლოა, და არ ეხება თემას, სჯობს ისევ ზემოთ დასმულ კითხვებს მიხედო! იხარე, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Dulos |
Jun 29 2007, 05:36 PM
პოსტი
#128
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა რა ქონდა? უფლება, ძალა, სწავლება? კითხვა დააზუსტე. კითხვას ვერ კითხულობ? მე გეკითხები წერილის ავტორზე, რა უფლებით აცხადებს იესოს მღვდელმთავრად? რატომ თვლის რომ იესო მღვდელმტავარია? რა არის აქ გაუგებარი, რა შუაშია ძალა, და ა.შ.? ციტატა დამშვიდდი შენ მშვიდად ვარ მე!!! ციტატა მაგრამ რომ დაარქვეს მიიღეს სახელი და დღემდე ატარებენ, ასე რომ სახელის უარყოფაც არ გამოვა... სახელს არავინ უარყოფს. მე სხვა რამეს გეუბნევი. რამდენიც არ უნდა იყვირო ჭეშმარიტი ქრისტიანი მე ვარო, მნიშვნელობა ამას არა აქვს არამედ იმას, რამდენად შეესაბამები ქრისტიანის განმარტებას, რომელსაც თავად იესო ასახელებს. იმედი მაქვს მაგ ადგილების დაწერას არ მომთხოვ? ციტატა და რაა აქ გამოუკვლევი? კათოლიკე რას ნიშნავს, წმიდა თუ სამოციქულო? ეტყობა სხვადასხვა ენებზე ვლაპარაკობთ, კითხევბსაც რომ ვერ ვიგებთ ერთამნეთის. მოდი ასე შეგეკითხები: იმის გათვალისწინებით, რომ მართლმადიდებლური ეკლესია მეტ წილად ეყრდნობა აღმოსავლეთის ტრადიციას, რომელიც ჩემთვის არ წარმოადგენს ღმერთის სიტყვის თანაბარ ავტორიტეტს, მინდა გთხოვო განმიმარტო რა არის ეკლესია ახალი აღტქმის კონტექსტით? არის ეს შენობა? მართლმადიდებლობა? კათოლიკეობა? თუ რა არის საერთოდ ეკლესია? გეტყვი იმას, რომ მწამს ერთი, წმიდა, სამოციქულო, კათოლიკე ეკლესია. ციტატა ბუნდოვანი კითხვებით შენ ხომ ამაშენე შენი კითხვებით? ისიც გაითვალისწინე, რომ წერილობით დიალოგის წარმართვა ყოველთვის რთულია, მითუმეტეს რა დიალოგის? ამიტომ ცოტა დამშვიდდი და ისე ილაპარაკე.... ციტატა აი ესენი მაინტერესებს მე უფრო დულოსს, ვიდრე შენი ხლართები მელქისედეკის წესზე მელქისედიკის წესით მღვდლობა რომ ხლართებად მიგაჩნია, ეს ლაპარაკობს რამდენად ხვდები საერთოდ რას ნიშნავს ეს საკითხი. რატომ არის დამაბნეველი არ მესმის, რადგან გეკითხები გარკვევით, რატომ არის იესო მღვდელი? რა არის აქ დახლართული? ტრადიციული გზით თუ იმ გზით, რომელსაც ვერც შენ და ვერც სხვები ვერ ხვდებით ან არ გნდათ გაიგოთ? შენი აზრი მაინტერესებს განა ხაფანგებს გიგებ? ან რაში მჭირდება ან რა სარგებელი მაქვს მანდედან? ამიტომ მოეშვი მასეთ ლაპარაკს. ციტატა არ გეგონოს გაგირბი, საერთოდ შენ და ალექსიც ცდებით, რადგან გგონიათ რომ წმ. წერილს არ ვიცნობ, და ნებისმიერ გადაკრულ სიტყვას ( თუ არ იცნობ გაგიჭირდება და ა.შ.) პროვოკაციად და შეურაცხყოფად აღვიქვამ და არ გინდა! რატომ მაძალებ, რომ მივიღო მართლმადიდებლური ტრადიცია? გეტყვი ერთს, ჩემთვის და კიდევ ბევრი პროტესტანტისათვის გადარჩენა და ჭეშმარიტება ერთ სახელშია - იესო ქრისტე. და არა მართლმადიდებლობაში ან პროტესტანტობაში. როდესაც ვკითხულობთ, რომ გადასარჩენად მხოლოდ ერთი სახელია მიცემული (იმედი მაქვს იცი სადაც წერია), არაა მიტიტებული მართლმადიდებლობა. შენი მსჯელობიდან უდიდეს შეცდომას უშვებ, როცა იძახი, რომ იმისათვის, რომ პროტესტანტულმა ეკლესიამ რმერთის თვალში სათნოება ჰპოვოს, აუცილებლად მართლმადიდებლურ ეკლესიასთან უნდა მიაღწიოს რაიმე სახის შეთანხმებას. რამდენადაც დაგეტანხმები შენ, გამიდის იმდენად ვუახლოვდები სასუფეველს და გადარჩენას? საერთო ენის გამონახვა კარგია და წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ რაც გადარჩენას შეეხება, ზღაპრებს მოეშვი თუ ძმა ხარ. ეკლესიური დადგენილება შენთვის უმთავრესია, ამაში სცდებით სწორედ. ტუმცა ამაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს თქვენთან. არაერთ მღვდელს ვიცნობ, რომელიც ღმერთის მსახურია და რომლებთანაც ურთიერთობის დიდი სურვილი მაქვს. იმედი მაქვს მექნება კიდეც. თუმცა უღირსიც ბევრია, თქვენთანაც და ჩვენთანაც. შეადარე ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ, და შემდეგ შენი ჩემს მიმართ. იყვირე შენი მართლმადიდებლური აივნიდან დაღუპული და გზააბნეული ხარო. მე კიდევ გეტყვი ბიბლიას ნურაფერ ამატებ, საკმარისად არის მოცემული რაც ქრისტიანს სჭირდება ღვთისმოსაობისათვის. ჩემთვის სინანული მხოლოდ იმას აქვს, რომ თეოლოგი ადამიანი ხარ და ის ვერ გაგიგია, ვინაა დაღუპული და გზააბნეული. იმიტომ რომ, რაც დრო გადის ვრწმუნდები - აქ უმრავლესობა მართლმადიდებლობის აპოლოგეტები ხართ და არა ბიბლიის მკვლევარები და ჭეშმარიტების მაძიებლები. შენთვის არ მიწოდებია ფარისეველი, რა უფლება მაქვს? ბევრი კი მართლაც ფარისეველია, თვალთმაქცი. შენ გზააბნეულს მიწოდებ მე და კიდევ ჩემნაირს მილიონობით, ვინც დილის ლოცვისას ღმერთს ეუბნევა: უფალო! ვუძღვნი ჩემს თავს შენს ნებას, მინდა ვიცხოვრო შენთვის სათნო ცხოვრებით, ვაკეთო ის, რაც შენ გინდა, რომ ვაკეთო; ვთქვა ის, რაც შენ გინდა, რომ ვთქვა; ვცხოვრობ შენთვის, ხოლო საკუთარიტავისათვის მკვდარი ვარ. შენთვის ქრისტიანობა რელიგიაა; ჩემთვის ცოცხალი რწმენა და ცხოვრების წესი. ძალიან სცდები როდესაც ასეთი პოზიციით ლაპარაკობ. ერთადერთი რაც დაიკარგება, ჩვენს შორის დიალოგია. თორემ ჭეშმარიტად ქრისტესნი დღითი დღე უფრო მეტნი და მეტნი არიან. უკუნისამდე იცოცხლე პატივისემით დულოსი |
Sotiris |
Jun 29 2007, 06:06 PM
პოსტი
#129
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მართლმადიდებლური ეკლესია არის პირდაპირი შთამომავალი იმ ეკლესიისა უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, შთამომავალი კი არა, იგივე ეკლესიაა. პ.ს. ისე მიკვირს, ამდენს როგორ უძლებ -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
KAIROS |
Jun 29 2007, 06:19 PM
პოსტი
#130
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, შთამომავალი კი არა, იგივე ეკლესიაა. პ.ს. ისე მიკვირს, ამდენს როგორ უძლებ ხო, რავი, ვცდილობ უფრო გასაგებად ვუთხრა, გაგრძებითობაზე მივანიშნო, რა ვიცი ჯერჯერობით ვუძლებ, გადაგაბარებ თუ გინდა გარდამავალ დროშას, მე მაინც მივდივარ ვირტუალური სამყაროდან 3 თვით მაინც და შენ მიხედე რა -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
italieli-dato |
Jun 29 2007, 06:24 PM
პოსტი
#131
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 125 რეგისტრ.: 24-June 07 მდებარ.: georgia წევრი № 2,280 |
|
მხევალი ნინო |
Jun 29 2007, 06:25 PM
პოსტი
#132
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
KAIROS
სად მიდიხარ? თუ საქართველოს გულისხმობ, აქაც გვაქვს ვირტუალური სამყარო, მართლა მთალდ მასე დაქცეულები კი არა ვართ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
Jun 29 2007, 06:30 PM
პოსტი
#133
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა შენთვის ქრისტიანობა რელიგიაა; ჩემთვის ცოცხალი რწმენა და ცხოვრების წესი. აბა ამის დამწერს რა ველაპარაკო? გამოიყვანა მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიად და თავისი ორას წლიანი სექტა ჭეშმარიტების აპოთეოზი, მინდოდა სოტირის დიალოგი, კითხვებიც დავსვი და გზებიც დავსახე, მაგრამ მაგან ჩაიხვია როგორც ხედავ ბიბლიის ქრისტოლოგიურ საკითხებზე და დაუსრულებელი და უაზრო კამათებისაკენ მიბიძგა, რაზედაც არ ავყევი, მე უფრო ნათელი კითხვები მქონდა: ციტატა მონაწილეობს შენი ეკლესია ( იმედია მის სახელს და ისტორიას დაგვიწერ, ოღონდ ობიექტურად და ფაქტებით) დიალოგებში? რა წარმატებას მიაღწია? რა დოკუმენტები შეიმუშავა? ვინაა და რაა საერთოდ... არ მიპასუხა, გვლანძღა და გვთათხა პროტესტანტული ენით მე მოვრჩი შედეგს ვერ ვხედავ სოტირისს, და დროც არ მაქვს, ოქტომბრამდე ვეღარ შემოვალ და ჩამიბარებია შენთვის ეს განძი იხარე, კაიროსი! ციტატა თუ საქართველოს გულისხმობ, აქაც გვაქვს ვირტუალური სამყარო, მართლა მთალდ მასე დაქცეულები კი არა ჰო, მაგრამ მაქ რომ ვიქნები არც დრო მექნება ფორუმისათვის და არც კომპიუტერი ასე რომ რეალში გნახავთ ზოგიერთს და შეიძლება ხანდახან შემოვირბინო და ეგაა სულ ციტატა რა გვეშველება. წრფელი გულით ამბობ amico mio? Gioite! Kairos! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მხევალი ნინო |
Jun 29 2007, 06:32 PM
პოსტი
#134
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
KAIROS
ციტატა Gioite! Kairos! ისა, რეალში ძალიან მორცხვი ვარ, თქვენ გამაფუჭეთ! დაგვრჩა პროტესტანტები გვერდზე, კატო მოგვკლავს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
Sotiris |
Jun 30 2007, 04:37 AM
პოსტი
#135
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ჩამიბარებია შენთვის ეს განძი მისმა უწმიდესობამ პაპმა მნათე პირველმა ძლივს ამომგლიჯა უპოვარების აღთქმაზე თანხმობა და ამ ამბავს ვერ გადავაყოლებ ახლა -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Lenus |
Jun 30 2007, 07:52 AM
პოსტი
#136
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
Dulos
ციტატა ჩვენ გვწამს (სახელწოდებიდანაც ჩანს), რომ ბიბლია უნდა იყოს უპირველესი ატორიტეტი ყველა ქრისტიანისათვის, ვისაც ღვთისათვის მოსაწონი ცხოვრებით სურს ცხოვრება. დულოს, მოგესალმებით. თქვენი ციტატის პასუხად მაინტერესებს, აცნობიერებთ თუ არა, რომ რასაც დღეს ჩვენ ბიბლიას ვეძახით, არის მართლმადიდებელი მღვდელმთავრების მიერ შეთახმებულად გამოცემული წიგნი? ანუ, გამოდის რომ თქვენ გჯერათ მათი შეკრებილი წიგნის, მაგრამ არა თვითონ მღვდელმთავრების? -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Dulos |
Jun 30 2007, 04:19 PM
პოსტი
#137
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა პ.ს. ისე მიკვირს, ამდენს როგორ უძლებ ციტატა ხო, რავი, ვცდილობ უფრო გასაგებად ვუთხრა, გაგრძებითობაზე მივანიშნო, რა ვიცი ჯერჯერობით ვუძლებ მეც მიკვირს, ამდენს როგორ მიძლებ? თუმცა, გაძლებაზე საქმე ვის უფრო აქვს, ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. ლეონტის და მნათეს პოსტების კითხვა მაინც არ გჭირდება შენ. ამდენი ქედმაღლობა საიდან გაქვთ, ეს უფრო მიკვირს? თუ გაძლებით მელაპარაკებოდი აქამდე დიდი შეცდომა დაგიშვია და აქვე დამასრულუთ „შენი წამება“ და თავის მოსაწყლებას თავი დაანებე. ციტატა აბა ამის დამწერს რა ველაპარაკო? ცინიკოსი ადამიანი ხარ შენ და ცოტა ლექსიკის გადამოწმება გჭირდება. არ დამიწყო ეხლა გარდამავალ-გარდმომავლობაზე ლაპარაკი? ერთი და იგივეს იმეორებ და ვერც კი ხვდები შენი საუბრის შინაარს, რომ ღვთისმეტყველების გარშემო დისკუსიას კი არა, მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას მიმტკიცებ. ვხედავ, მართლა არა აქვს ჩვენს საუბარს არანაირი აზრი. მალე აღარაფრის გაძლება მოგიწევს. ციტატა გამოიყვანა მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიად და თავისი ორას წლიანი სექტა ჭეშმარიტების აპოთეოზი თუ გინდა პირში გაგიმეორებ იგივეს. შენ მე სექტანტს მეძახი (რითაც ვერაფერს მაკლებ) და მე, რომ რელიგიის მიმდევარი გიწოდე რამ გაგაგიჟა? დაანაებე თავი ისტორიას და ბიბლია აიღე ხელში!!! სულ იმას იძახი ბიბლია კარგად ვიციო, რაშიც ეჭვი ძალიან მეპარება. იყვირე ეხლა კიდევ, შეურაცყოფას მაყენებო!!! ძალიან კარგი რამკიანი აპოლოგეტი ხარ - ამას ვაღიარებ. განსხვავებული აზრის პატივისცემა ისწავლე... ციტატა მინდოდა სოტირის დიალოგი, კითხვებიც დავსვი და გზებიც დავსახე, მაგრამ მაგან ჩაიხვია სოტირისს აცოდებ თავს თუ მკითხველს? რაც დავწერე შენთვის თუ "ჩახვევაა", მაშინ კარგად იყავი და შენი აპოლოგეტიკა ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროს (თუ რამეში გამოგადგება). ციტატა როგორც ხედავ ბიბლიის ქრისტოლოგიურ საკითხებზე და დაუსრულებელი და უაზრო კამათებისაკენ მიბიძგა სოტირისის არ ვიცი, მე კი მართლა თანაგიგრძნობ. რას იზავ აბა? ეგეთია ცხოვრება კაიროს. მაგრამ ჯანმრთელობას კი გაუფრთხილდი, გულთან ნუ მიგაქვს ყველაფერი. ნერვიულობა არის ყველაფრის მიზეზი. ციტატა რაზედაც არ ავყევი უფრი სწორედ, ვერ ამყევი. ციტატა ვინაა და რაა საერთოდ უბრალო ქრისტიანი ვარ. რომელიც თვლის, რომ მასაც აქვს უფლება იესოს უფალი უწოდოს, ისე რომ მართლმადიდებელი არ იყოს. ციტატა გვლანძღა და გვთათხა პროტესტანტული ენით მაპატიოს უფალმა და შენც მაპატიე, თუ სადმე გაგლანძღე. შენს ლანძღვას რომ ვკითხულობ, თავს ვერ ვიკავებ. თუ აქ ცხოვრებას ვაპირებ, ალბათ უნდა მივეჩვიო. ციტატა მე მოვრჩი შედეგს ვერ ვხედავ სოტირისს, და დროც არ მაქვს ამით მეც მოვრჩი შენთან ლაპარაკს. აზრი არა აქვს. რადგან ვერ გაგიგია რისთვის ვმონაწილეობდი ამ ფორუმზე. ლეონტის არ იყოს, განა სუსტ მართლმადიდებლებს ვეძებდი „გადასაბირებლად“. ბევრი შენნაირი ლანძღვას და ათას ცრუსწავლებაში ცილს სწამებას პროტესტანტებს. სურვლი მქონდა ამ ცილისწამებებზე მეპასუხა, თეოლოგიური დისკუსია გვქონოდა. რაც სამწუხაროდ არ შედგა; ღვთისმეტყველებაზე გსურს საუბარი, სიამოვნებით; ხოლო თუ ისევ შენებურს დაუკრავ, მაშინ, კარგად იყავი. მაგრამ მაინც: უკუნისამდე იცოცხლე პატივისცემით შენი კეთილის მსურველი დულოსი |
KAIROS |
Jun 30 2007, 05:01 PM
პოსტი
#138
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
დულოს
რა ვქნა ახლა მუხლობრივად მოვყვე შენი სამწუხაროდ ძალიან სუსტი, ფაქტობრივად პასუხის გარეშე და ისევ შეურაცხყოფებით სავსე წერილს? დულოს, არ მინდა მე მაგ ამბავი, დულოს ბატონო, არ შეშვენის ამ ფორუმს და არც ამ დიალოგს უხდება, და არც თემას, რომელიც საერთოდ ვერ გაგიგია, დულოს ბატონო რაზეა, ამ თემას შეგახსენებ "ვისაუბროთ პროტესტანტებზე " ქვია, და მეც ეგ შემოგთავაზე დულოსს გაბრაზებულო, და არა წმ. წერილის გარჩევა, მაგისთვის სხვა განყოფილებაა და იქ გაჩვენებდი პასუხს შენს შეურაცხყოფაზე, დულოს... დულოს, საწყენია საუბარიც რომ არ გამოვიდა, ჩემი ბრალიცაა დულოს, არ მეყო ეტყობა სიმდაბლე, რომ შენ ამელაპარაკებინე, იყავი კარგად დულოს, დამშვიდდი, დაწყნარდი, მოისვენებ აწი სამი თვე ჩემს გარეშე, მანამ იმედია ვინმესთან გაიხსნები უფრო და ისაუბრებ, ფორუმი ხომ სასაუბროა და ამდენ პატიოსან ხალხს, აქ საუბარი აინტერესებს და არა ლანძღვა-გინება. მეყოლე კარგად! ... გამოვითხოვ სოტირის, მის უმნათესობას მნათეს, და შენ ესაუბრე ამას, მე ვერას გავხდი კი ხედავ შენ და ახლა თავიდან დაწყებისათვის არც დრო მაქვს და ვერც ვხედავ იმას, რომ ამ საუბარს რაიმე კეთილი შედეგი მოყვეს, ჯერჯერობით მაინც! აქ მაინც ერთ მხარეს ვდგავართ, ვიცი, რომ ნაკითხი კაცი ხარ, ჰოდა გაესაუბრე დულოს, ამაზე მნათე და არავინ არაფერს გეტყვის, იქნებ მართლაც გამოვიდეს ის დიალოგი, მე რომ მინდოდა და რომ ვერ გამოვიდა! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Sotiris |
Jun 30 2007, 06:37 PM
პოსტი
#139
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
... გამოვითხოვ სოტირის, მის უმნათესობას მნათეს, და შენ ესაუბრე ამას, მე ვერას გავხდი კი ხედავ შენ და ახლა თავიდან დაწყებისათვის არც დრო მაქვს და ვერც ვხედავ იმას, რომ ამ საუბარს რაიმე კეთილი შედეგი მოყვეს, ჯერჯერობით მაინც! შედეგის დიდი იმედი არა მაქვს. თუ დულოსს საუბრის გაგრძელება სურს, იქნებ ამ ეტაპზე დულოსმა თავისი პროტესტანტული დაჯგუფების რაიმე საღმრთისმეტყველო-სასწავლო დოკუმენტი (ან დოკუმენტები) დაგვიდოს, რომ ელემენტარული წარმოდგენა მაინც შეგვექმნას ვისთან გვაქვს საქმე (ფორუმზე გამართული საუბარი ამ მხრივ რაღაც არაეფექტური აღმოჩნდა), თორემ ჯერ აზრზე ვერ მოვდივარ, მაგალითად ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს, მსოფლიო კრებებიდან რას ღებულობს და ა.შ. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
southruislip |
Aug 2 2007, 12:51 AM
პოსტი
#140
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 12-July 07 წევრი № 2,444 |
კითხვა ყველას
პროტესტანტულ დაჯგუფებებს აქვთ თუ არა აღსარების რიტუალი და რომელი მიმდინარეობები ასრულებენ მართლმადიდებლობის გარდა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი