IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> კანდელის და საკმევლის დანიშნულება
izo
პოსტი Jul 31 2007, 08:39 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 91
რეგისტრ.: 13-September 06
წევრი № 187



mainteresebs, kandelisa da sakmevlis moxmarebis wesi rogoraa? da shesadzlebelia tu ara misi gamoyeneba modzgvris kurtxevis gareshe? vici, rom kandelis danteba sheidzleba locvis dros da shignit ubralo zeti, tu nakurtxi zeti unda esxas?
tqven ufro gamocdilma da kargad gatvitcnobierebulma xalma iqneb amixsnat me, jer gamoucdelsa da axalbedas. winaswar yvelas madloba smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jul 31 2007, 10:03 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



კმევის დაწყების წინ საცეცხლურში ათავსებენ გაღვივებულ ნახშირს - იგი სიმბოლურად მადლით აღსავსე მართლმადიდებლურ სარწმუნოებას გამოხატავს. გაღვივებულ ნახშირზე (ნაკვერჩხალზე) იდება საკმეველი, რომელიც სიმბოლოა მორწმუნე ადამიანის გულმხურვალე ლოცვისა და სულიერი განცდებისა, ჭეშმარიტ მორწმუნე ადამიანს თან რომ მიჰყვება ეკლესიაში - სინანული, მადლიერება, ვედრება, სიმდაბლე და სხვა. ეს ქმედება სიმბოლურად მიანიშნებს, რომ ჩვენს გულმხურვალე ლოცვას და სულიერ განცდებს, ანუ საკმეველს, ვათავსებთ მადლით აღსავსე სარწმუნოებაზე, ე.ი. ნახშირზე და მიგვაქვს ეკლესიაში, რომელსაც საცეცხლური განასახიერებს. ის მორწმუნეთა გულმხურვალე ლოცვას და სულიერ განცდებს, საკმევლის კვამლის მსგავსად, აღამაღლებს უფლის საყდრამდე და ზეციდან სულიწმიდის მაცხოვნებელი მადლი მოეფინება.
კმევა სიმბოლურად უფლის მიმართ აღვლენილი გულმხურვალე ლოცვის გამომხატველია [ფს. 140, 2]
საკმეველი საოცარ სურნელებას გამოსცემს, რაც სიმბოლურად სულიწმიდის მადლს, მის კეთილსურნელებას გამოხატავს.
საკმეველს ბოროტ ძალების, ეშმაკების განსადევნელადაც ვაკმევთ - ე.ი კმევის დროს ნაკმევი ადგილი ბოროტისაგან განიწმიდება, რადგან ბოროტი ძალებისათვის საკმევლის კეთილსურნელება მომაკვდინებელია [ტობ. 8, 2-3]



კანდელი - მომცრო ჭურჭელი, ჩვეულებრივ მინისა, პატრუქით, რომელიც ზეთითაა ავსებული. მას ანთებენ ხატების, წმიდა ნაწილების, სხვა სიწმიდეების წინ, ტაძრის განსაკუთრებით წმიდა ადგილებზე - ტრაპეზზე და სხვა. კანდელის ნათელი სიმბოლოა თვალთშეუდგამი საღმრთო ნათელისა, ღვთაებრივი სწავლებით მოფენილი სულიერი ნათლისა, სულიწმიდის მადლისა, ღვთისადმი შეწირული ლოცვისა.

კანდელის აუცილებლობაც ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს
"მოსემ დადგა სასანთლე სადღესასწაულო კარავში ტაბლის პირდაპირ ..... აანთო ლამპრები უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა'' [გამ. 40, 24-25]
''სიონისთვის არა დავდუმნე და იერუსალიმისათვის არ დავაცადო, ვიდრემდისცა გამოვიდეს, ვითარცა ნათელი, სიმართლე ჩემი, ხოლო მაცხოვარებაი ჩემი, ვითარცა ლამპარი, აღენთოს'' [ეს. 62. 1]


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izo
პოსტი Aug 13 2007, 09:38 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 91
რეგისტრ.: 13-September 06
წევრი № 187



მადლობა განმარტებებისთვის, მარა შეიძლება პირადი ლოცვების დროს დავანთო კანდელი სახლში? ან საკმეველი რა შემთხვევაში იკმევა? მოძღვრის კურთხევა აუცილებელია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Aug 13 2007, 10:46 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



izo
ციტატა
შეიძლება პირადი ლოცვების დროს დავანთო კანდელი სახლში? ან საკმეველი რა შემთხვევაში იკმევა? მოძღვრის კურთხევა აუცილებელია?

კანდელის დანთება შეიძლება და მოძღვრის კურთხევა არაა საჭირო, საკმევლის კმევაც შეიძლება ლოცვის დროს ხატების წინაშე, მაგრამ რავიცი ამაზე მაინც ჰკითხე მოძღვარს, ზოგიერთი მაგალითად კურთხევას აძლევს რომ საკმეველი მოატარონ ოთახებში და ყოველ კუთხე კუნჭულში აკმიონ, მე პირადად მოძღვარმა საკმევლის ოტახებში მოტარების კურთხევა არ მომცა, ხატებთან დადგი და ისე აკმიეო. ასე რომ უმჯობესია მაინც პირადად გაარკვიო smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izo
პოსტი Aug 13 2007, 11:12 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 91
რეგისტრ.: 13-September 06
წევრი № 187



კარგი, ალექსანდრე, დიდი მადლობა რჩევისთვის smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Megi_rustavi
პოსტი Dec 31 2007, 06:05 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 24-November 07
მდებარ.: Rustavi
წევრი № 3,240



მე როდისაც ვკითხე მოძღვარს რა დღეებში უნდა დავანთო საკმეველი სახლში, მითხრა რომ ეს დამოკიდებულია შენს ფინანსებზე,თუ ყოველდღე დაანთებ, შენს სახლში ეშმაკი ვეღარ გაჩერდებაო.თანაც ოთახებში მოატარე და პირჯვარი გადასახე საკმევლითო.ჟურნალ "კარიბჭე"_ში წავიკითხე რომ საკმეველი აუცილებლად ლოცვების დაწყების წინ უნდა დავანთოთ(მანამდე ლოცვის დამთავრების შემდეგ ვანთებდი ხოლმე),რაც შეეხება კანდელს როგორც ასევე ჩემმა მოძღვარმა თქვა დღე და ღამე უნდა გვენთოს.


--------------------
"როგორც ჭამის სურვილი არ კლავს შიმშილს,როგორც წყლის დალევის სურვილი არ კლავს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი არ გაგამდიდრებს,ისე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გაცხონებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონი
პოსტი Jan 4 2008, 10:04 PM
პოსტი #7


ლეონი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 267
რეგისტრ.: 2-January 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,527



კანდელი არის ზეთიანი ჭურჭელი, რომელშიც ანთია ცეცხლი. იგი შედგება ჭურჭლის, ბამბის ფითილის და უღელისაგან, რომელსაც უჭირავს ფითილი.
კანდელი ინთება ჩვეულებრივი მზესუმზირის ზეთით (შეიძლება იყოს ნაკურთხი).
კანდელი უნდა აინთოს ლოცვის წინ, ამისთვის გამოყოფილი უნდა იყოს ცალკე სანთელი. ასანთით აინთება სანთელი, ხოლო სანთლით კანდელი.
ანთებული კანდელი შეიძლება ენთოს მთელი დღე და ღამე, როგორც სახე ღვთისადმი ჩვენი მარადიული წვის და ლოცვისა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jan 9 2008, 05:47 PM
პოსტი #8


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ქრისტიანულ ეკლესიაში მსახურების ერთ-ერთი აუცილებელი ნივთია კანდელი - ჭურჭელი ზეთის დასანთებად. კანდელი ნათელი სიმბოლოა ზეციური ნათლისა. რამდენადაც სასუფეველში მყოფი წმინდანები ზეციური ნათლით არიან მოსილნი, აქაც, დედამიწაზე, მათ ხატებს მუდამ ნივთიერი ნათელი - ზეციური ნათლის ნიშანი უნდა ეფინებოდეს. წმინდანები ზეცაში მარადიულ ნათელში განისვენებენ, ამიტომ მათი წმინდა გამოსახულებანიც უნდა განათდეს. ძველი აღთქმა მკაცრად მოითხოვდა, რომ ღვთის ტაძარში ცეცხლი ყოველთვის ანთებული ყოფილიყო. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი "გამოცხადებაში" უფლის საყდრის წინაშე ანთებულ შვიდ ცეცხლოვან სასანთლეს ხედავს, შვიდ სანთელს შორის ჭვრეტს იგი იესო ქრისტეს.

ხატის წინაშე კანდელი იმიტომაც ინთება, რომ რწმენა ჩვენი სინათლეა. უფალმა იესო ქრისტემ თქვა: "მე ვარ ნათელი სოფლისა" (იოან. 8,12.). კანდელის შუქი იმ შუქს მოგვაგონებს, რომლითაც მაცხოვარი ჩვენს სულებს ანათებს. ამასთანავე, კანდელი შეგვახსენებს იმ წმინდანის ნათელი ზნეობის შესახებ, ვისი ხატის წინაშეც ვანთებთ, რამეთუ წმინდანები "ძედ ნათლისად" (იოან. 12,36) იწოდებიან.

მას იმისთვისაც ვანთებთ, რათა მცირედი მსხვერპლი შევწიროთ უფალს, რომელმაც თავი გასწირა ჩვენთვის; მცირედით გამოვხატოთ უდიდესი მადლიერება და ნათელი სიყვარული მისდამი, ვისაც ჩვენს ლოცვებში სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ხსნას შევთხოვთ - ყველაფერ ამას, რისი ბოძებაც მხოლოდ უსაზღვრო ზეციურ სიყვარულს შეუძლია. გარდა ამისა, ანთებული კანდელი თავგანწირვისკენ ლტოლვას აღგვიძრავს - როგორც იწვის კანდელში ჩვენს ნებას დამორჩილებული ზეთი და პატრუქი, დაე, ასევე იწვოდნენ ყველა სატანჯველისას სიყვარულის ალით ანთებული და შემოქმედის მორჩილი ჩვენი სულებიც.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Πρεσβύτερος
პოსტი Apr 9 2010, 04:56 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 14-November 07
მდებარ.: ბუდაპეშტი
წევრი № 3,172



ციტატა(levan gelovani @ Jan 4 2008, 10:04 PM) *

ასანთით კანდლის ანთება არ შეიძლება.


smile.gif რატომ? და სანთებელით თუ შეიძლება?


--------------------
ΕΝ ΑΡΧΗ ΗΝ Ο ΛΟΓΟΣ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 21 2010, 10:46 AM
პოსტი #10


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



ლეონი
ციტატა
კანდელი უნდა აინთოს ლოცვის წინ, ამისთვის გამოყოფილი უნდა იყოს ცალკე სანთელი. ასანთით აინთება სანთელი, ხოლო სანთლით კანდელი. ანთებული კანდელი შეიძლება ენთოს მთელი დღე და ღამე, როგორც სახე ღვთისადმი ჩვენი მარადიული წვის და ლოცვისა.


გაუგებარია რატომ უნდა აინთოს ცალკე სანთელი კანდლის ასანთებად? სადმე, რომელიმე წეს-განგებაში წერია ამგვარი რამ?


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 21 2010, 11:24 AM
პოსტი #11


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



"ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის სუფთა ზეთი, დაწურული, გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი. მოწმობის კრეტსაბმელის გარეთ სადღესასწაულო კარავში დადგას იგი აარონმა, რომ მუდმივად იყოს უფლის წინაშე დილიდან საღამომდე. სამარადისო წესად გქონდეთ თაობიდან თაობაში. სუფთა სასანთლეზე უნდა ჰქონდეს მუდმივად დადგმული ლამპრები უფლის წინაშე" (ლევ. 24:1-4).

და კიდევ: "უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი. სადღესასწაულო კარავში კრეტსაბმელის გარეთ, რომელიც ფარავს მოწმობის კიდობანს, ანთებული ჰქონდეთ იგი აარონს და მის შვილებს საღამოდან დილამდე უფლის წინაშე. ეს არის სამარადისო წესი ისრაელიანებისთვის თაობიდან თაობაში" (გამ. 27:20, 21).

ამრიგად, უფალი ითხოვს, ზეთი ყოფილიყო ზეთისხილის სუფთა ზეთი და არა სხვა რომელიმე მცენარისგან დაწურული, რომლისგანაც შეიძლება გამოიწუროს ზეთი, რომელიც ზეთისხილის ზეთთან შედარებით აღიქმებოდა, როგორც "არა ნამდვილი"," ყალბი". ძველ აღთქმაში ზეთისხილის ზეთი იყო ქრისტეს მადლის სიმბოლო. ასევე დღესაც, ერთია, ყოველთვის წმიდაა და არაყალბი ნათელი ეკლესიისა, რომელსაც ქრისტეს მიერ გვანიჭებს სულიწმიდა თავის წმინდანთა პირით, რომელსაც უთხრა მაცხოვარმა: "თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა" (მათე 5:14).

ამიტომაც, ძველმართლმადიდებლური ეკლესია, ყველა საეკლესიო საიდუმლობაში, სადაც კი ზეთი გამოიყენება (მაგალითად, ნათლისღებისა და ზეთისცხების საიდუმლოებებში, ასევე ტაძრის კურთხევისას), აუცილებლად იყენებს "ზეთისხილის სუფთა ზეთს" და არა სხვა რომელიმეს.

ამრიგად, ზეთისხილის ზეთი არის ქრისტეს მადლის სიმბოლო, რომელიც ძველი დროიდან მოსწავებულ იქნა წარღვნის შემდეგ მტრედის მიერ მოტანილი ზეთისხილის რტოთი და როგორც გადმოცემა გვასწავლის, ქრისტეს ჯვარცმისას ზეთისხილისგან გაკეთებული დაფის დაკვრით, რომელსაც პილატემ დააწერა "იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე" (იოანე 19:19).

რაც შეეხება კანდლებში ჩასასხმელ ზეთს, რადგან კანდლის ნათელი ზეციური ნათლის სიმბოლოა და აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თვით ნათელს, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ თუ რომელი ნივთიერება იქნება კანდელში ჩასხმული; თუმცა რადგან კანდელიც ისეთივე უსისხლო მსხვერპლია, როგორც სანთელი, ერთიც და მეორეც მაქსიმალურად უნდა იყონ მიახლოებულნი სიწმიდეს. ამ მხრივ ყოვლად დაუშვებელია, მაგალითად, კარტოფილის სანთლების და ტექნიკური ზეთის ანთება ტაძრებში.

განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეკლესიაში კეთილსურნელოვან საკმეველსაც, რომელიც ლოცვის სიმბოლოა. ჩვენთან, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში იყენებენ ბუნებრივ საკმეველს და ბუნებრივ ნახშირს.

სამწუხაროდ, ხელოვნური საკმეველს რომელსაც თქვენს ეკლესიებში იყენებენ, პარფიურმერიული ნაწარმის სუნი ასდის, ხოლო ნახშირს, რომელსაც ასევე ხელოვნურად ამზადებენ, გოგირდს ურევენ. გამოდის რომ კმევისას გოგირდსა და წუმწუბას უკმევთ ღმერთს. რა გაგიჭირდათ ასეთი, ტყეებითა და ნაძვნარ-ფიჭვნარით მდიდარ ქვეყანაში საკმეველი რომ ვერ მოგიგროვებიათ უფლის სადიდებლად და ბერძნულ საპნისსუნიან "საკმეველს" რომ უკმევთ უფალს. ეს არის კაენური მსხვერპლი და არ შეიწირება უფლის მიერ.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 21 2010, 01:40 PM
პოსტი #12


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



dzvelmartlmadidebeli
ციტატა
ეს არის კაენური მსხვერპლი და არ შეიწირება უფლის მიერ.

არსად ამოგიკითხავს "წარვედით და ისწავეთ, რაი არს - წყალობაი მნებავს და არა მსხვერპლი"... "მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი"... მთლად ფარისევლებად ნუ იქცევით ზეთისა და საკმევლის ქიმიური შემადგნელობის გამოკვლევით....

ღმერთს სუფთა გული უნდა შესწირო, ამპარტავებისაგან და მედიდურობისაგან თავისუფალი. ესაა ჭეშმარიტი მსხვერპლი და არა საკმევლის ქიმიური შემადგენლობა

ვინ დაგაყენათ თქვენ უფლის მიერ მსხვერპლის მიღება-არმიღების მაკონტროლებლად?

P.S. კაენის მსხვერპლის მიუღებლობის მიზეზიც მისი შური იყო და არა პროდუქციის დაბალი ხარისხი. ამდენი უნდა გესმოდეთ, წესით.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 21 2010, 09:14 PM
პოსტი #13


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



კანონისტი
ციტატა
არსად ამოგიკითხავს "წარვედით და ისწავეთ, რაი არს - წყალობაი მნებავს და არა მსხვერპლი"... "მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი"... მთლად ფარისევლებად ნუ იქცევით ზეთისა და საკმევლის ქიმიური შემადგნელობის გამოკვლევით....ღმერთს სუფთა გული უნდა შესწირო, ამპარტავებისაგან და მედიდურობისაგან თავისუფალი. ესაა ჭეშმარიტი მსხვერპლი და არა საკმევლის ქიმიური შემადგენლობავინ დაგაყენათ თქვენ უფლის მიერ მსხვერპლის მიღება-არმიღების მაკონტროლებლად?


თქვენი პოსტი ძალიან ცხელ გულზე და მრისხანებითაა დაწერილი... დაწყნარდით!

როდესაც ძველი, მართლმადიდებლური გადმოცემებისთვის დახოცილ მოწამეებს განიკითხავთ და ხან სექტანტებს უწოდებთ, ხან კიდევ "რასკოლნიკებს"; როდესაც ორი თითით პირჯვრისსაწერ წყობას და სხვა ძველ გადმოცემებს განაქიქებთ (როგორც იქმოდა, მაგალითად, დ. როსტოველი, რომელიც თქვენი ეკლესიის "წმინდანია") მაშინ რატომღაც არ ფიქრობთ იმაზე, ქრისტესთვის წამებული ამდენი ადამიანის და ჭეშმარიტად მართლმადიდებლური გადმოცემების განმაქიქებლად რომ არ ხართ დაყენებული...

რაც შეეხება უფლის მსხვერპლის მიღება-არმიღების "გაკონტროლებას", ვგონებ თქვენ საკითხს არასწორად აყენებთ. გავავლებ პარალელს ზიარების საიდუმლოსთან:

თუ ვიტყვი, რომ მარტოდენ წყალზე ჩატარებული ლიტურგია ღვინოს გარეშე, ან ზეთგაზავებული ღვინოთი ლიტურგის ჩატარება არის ყალბი წირვა, მკითხავთ თუ არა "უფლის მიერ ამგვარი მსხვერპლის მიღება-არმიღების მაკონტროლებლად ვინ დამაყენა"?

ან თუ არასწორად გისრულებენ რომელიმე საიდუმლოს, მისი სწორად შესრულების მოთხოვნას ჩათვლით თუ არა "უფლის მიერ მსხვერპლის მიღება-არმიღების გაკონტროლებად"?

თქვენ როგორ ფიქრობთ, უფალი იძულებულია მიჰყვეს იმას, რასაც აქ ჭკუანაკლული კაცი მოფიქრებს და საკუთარი ნებასურვილის მიხედვით აღასრულებს, თუ ჩვენ უნდა მივყვეთ უფლის მიერ დაწესებულ წეს-განგებებს და მოციქულთა მიერ ბოძებულ გადმოცემებს? და თუ იძულებულია დაამტკიცოს ყოველივე უმსგავსობა, რომელიც კი შეიძლება მის საიდუმლოებებში ჩააქსოვოს ვინმემ, იქნებ ამიხსნათ რისგან მომდინარეობს ეს იძულება ან რას ეფუძნება? იქნებ მაუწყოთ ვინ არის ამგვარი პოზიციის გამამართლებელი ღვთისმეტყველი?

თუ იმის თქმა გინდოდათ, საიდან ვიცით უფალი რომელ მსხვერპლს მიიღებს და რომელს არა, ეგრევე უნდა გეკითხათ და არა ასეთი გაცხარებით, რადგან ეს საკითხის სწორი დაყენება იქნებოდა. ჩვენ კი ნამდვილად ვიცით რომელ მსხვერპლს შეიწყნარებს ღმერთი და რომელს არა!

იმედია დამეთანხმებით, რომ უწმინდურ მსხვერპლს ღმერთი არ შეიწნყარებს. და თუ ამაში შევთანხმდებით, მაშინ უნდა გავარკვიოთ რა შეიძლება ღმრთისთვის უწმინდური იყოს და რა არა და ისიც გავარკვიოთ, რატომ შეიძლება კონკრეტული მსხვერპლი იყოს უწმინდური, თუკი ყოველივე ღმერთმა წმიდად შექმნა (ცხადია, მეძველაღთქმისეულ მსხვერპლშეწირვაზე არ ვმსჯელობ)?

მოდერნისტული "მართლმადიდებლობის" მიმდევარი რომ ყოფილიყავით, ასეთი გაცხარება ისეთ "დეტალებზე", როგორიცაა ზეთისა და საკმევლის ქიმიური შემადგენლობის გამორკვევა და მისი "ფარისევლობად" შერაცხვა, არ გამიკვირდებოდა (თუმცა ვინ იცის იქნებ ხართ კიდევაც მოდერნისტი), მაგრამ რამდენადაც თავს თვლით ჭეშმარიტ, ორთოდოქს მართლმადიდებლად და გაცხარებით მიტევთ, მოვალე ვარ აგიხსნათ, რომ ძლიერ ცდებით ამ საკითხშიც.

თქვენ უპირველესად ფარისევლად აცხადებთ ღმერთს (თუნდაც უნებლიედ), რადგან თვით ღმერთმა უკარნახა მოსეს როგორი ზეთი უნდა შეეწირა და როგორი არა. ციტატები ბიბლიიდან დაგიმოწმეთ და უნდა მიმხვდარიყავით რაში დამჭირდა ამ ადგილების დამოწმება შემდგომი მსჯელობისთვის. ძველ აღთქმაში, ღმერთი ისეთ დეტალებს ამცნებს მოსეს ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ საკითხში თქვენი თვალთახედვის ადამიანს ეს ნამდვილად გაუკვირდება. მაგალითად, მოცემულია კიდობნის ტარების მთელი ინსტრუქცია უწვრილმანესი დეტალებით (სხვაგვარად მისი ტარება დაუშვებელი იყო); ძალზედ არის დეტალიზებული მთელი მსხვერპლშეწირვაც, განბანვის რიტუალები და სხვა სატაძრო მსახურება თუ საყოფაცხოვრებო საკითხები...
როგორ ფიქრობთ, რაში უნდა დასჭირვებოდა ღმერთს ამდენი დეტალიზაცია სისხლიან თუ უსისხლო მსხვერპლშეწირვებში... უფრო მარტივად არ შეიძლებოდა ყოფილიყო? ამის გარეშე არ შეიწირავდა? დიახ, არ შეიწირავდა! რადგან ამ დეტალებში იყო ჩადებული ის სიმბოლიკა, რომელიც ძველ აღთქმაში ახალაღთქმისეული ჭეშმარიტების წინასახეს წარმოადგენდა... ამ სიმბოლიკით უნდა მიმხვდარიყო და აღზრდილიყო ძველაღთქმისეული თაობა ქრისტეს სწავლების მისაღებად.

ამ მიმართებით, მინდა გირჩიოთ წმ. გრიგოლ ნოსელის "მოსეს ცხოვრება", სადაც უამრავი ასეთი დეტალია განმარტებული. დარწმუნებული ვარ ამ წიგნის წაკითხვა ძალიან წაგადგებათ წვრილმანი სიმბოლიკის მნიშვნელობის გარკვევის საკითხში და მომავალში ჩემგან დაყენებული ამგვარი საკითხებიც არ გაგიკვირდებათ...

უნდა ითქვას, რომ სიმბოლიკას არც ახალაღთქმისეულ პერიოდში დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა... შთაფლვა წყალში, თითების წყობა პირჯვრისწერისას, ზიარების შემადგენლობა და მრავალი სხვა სიმბოლო, რომელიც მოცემულია არა მარტო იმ ნივთიერებებში, რომელიც საიდუმლოს აღსრულებისას გამოიყენება, არამედ თვით ღვთისმსახურების აღსრულების ფორმებშიც, ღრმად სიმბოლურია და მათი დარღვევა მათში ჩადებული სწავლების დარღვევის ტოლფასია... ამაოდ როდი ბრძანებს წმ. ბასილი დიდი: "თუკი ვეცდებით, ვითარცა მცირე ძალის მქონე უარვყოთ დაუწერელი გადმოცემა, შეუმჩნევლად სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში" (კანონი 91).

ჩემს პოსტში ძალზედ მოკლედ და ნათლად გადმოვეცი კანდლის, სანთლის და საკმევლის მნიშვნელობა. ასევე აღვნიშნე, თუ რა სიმბოლიკასთან არის დაკავშირებული თითოეული მათგანი. თუკი თქვენ იმდენი არ გესმით, რომ შეურაცხმყოფელია ღმერთისთვის ძაღლის ქონის (პარაფინის), კარტოფილის და კიდევ რაღაც რაღაცეებისგან შერეული "სანთლის" (რომელსაც თაფლის ესენციას ან მცირეოდენ თაფლის სანთელს უმატებენ სუნისთვის) დანთება; რომ არ შეიძლება ზეითუნის ზეთის ამოღება საეკლესიო საიდუმლოებებიდან, მაშინ არ ვიცი ღირს თუ არა თქვენთან საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკი... და თუ თქვენს მეტყველებასა და აზროვნებაში მთელი თქვენი სასულიერო დასისა და მრევლის შეხედულებები აისახება, მაშინ დავღუპულვართ... და ეს არა მარტო თქვენთვის, ჩვენთვისაც ძლიერი ტრაგედია იქნება...

იცით თუ არა რამდენი კომპონენტისგან შედგება წმიდა მირონი? 33-ზე მეტი კომპონენტისგან და ყველა კომპონენტი უნდა იყოს სუფთა და წმიდა. თავს დავანებებ ამჯერად იმ მცენარეების ჩამოთვლას, რომელიც მირონის კომპოზიციაში შედის და რომელთა ფესვებსაც მირონის სასურველი სურნელების მისაღებად ხარშავენ, გკითხავთ მხოლოდ ერთს: შეგვიძლია თუ არა ღვინო (წმ. მირონის ერთ ერთი კომპონენტი. გამოიყენება როგორც თეთრი, ისე წითელიც) შევცვალოთ არყით, ან კონიაკით და ვთქვათ, რომ მნიშვნელობა არა აქვს მირონის "ქიმიურ" შემადგენლობას?...

თანაც, მინდა გკითხო: თქვენთან მირონი ქიმიურია თუ ბუნებრივი?

თუ ქიმიურია, მაშინ წარწყმედილხართ და ეგაა... თქვენ მირონიც არ გქონიათ, ხოლო თუ იმას მეტყვი, რომ თქვენი მღვდელმთავრები ყოველ ღონეს ხმარობენ მოიპოვონ სწორედ ის მცენარეები, რომლებიც თქვენსავ კურთხევანებში მითითებულია, რათა სწორად მოხარშონ იგი და მირონს სასურველი სურნელება მიანიჭონ, მაშინ ზემოთხსენებულ "დეტალებზე" ასეთი გაცხარებით რატომ მედავებით? განა იგივეს გაკეთება არ გმართებთ ისეთი ადვილად დასამზადებელი რელიგიური ნივთის გასაკეთებლად, როგორიც სანთელია? ბუნებრივი საკმეველი, ნახშირი და თაფლი გამოილია საქართველოში? (ვგონებ რომელიღაც მაღალჩინოსან სასულიერო პირს (ან პირებს) საკმევლის, ნახშირის და სანთლის ბიზნესი აქვს თქვენს ეკლესიაში და ხელს ითბობს მათი ექსპორტირებით და ეკლესიებში გაყიდვით...).


ნამდვილად პარადოქსულია, წყალუხვ და ტყეებით დამშვენებულ ქვეყანაში თავგამოდებით იცავენ წყალპკურებას შთაფვლის მაგიერ და ბუნებრივი ნახშირისა და საკმევლის ნაცვლად ჯოჯოხეთის სიმბოლოებს, გოგირდსა და წუმწუბას უკმევენ უფალს და თან დარწმუნებულები არიან, რომ ამას ღმერთი სიხარულით მიიღებს...


ციტატა
კაენის მსხვერპლის მიუღებლობის მიზეზიც მისი შური იყო და არა პროდუქციის დაბალი ხარისხი. ამდენი უნდა გესმოდეთ, წესით.


ამაშიც ცდებით. რატომ არ ეკითხებით საკუთარ თავს, ღმერთს რის გამო არ სურდა კაენის მიერ შეწირული მსხვერპლის მიღება? კაენის შური განა მსხვერპლშეწირვის შემდეგ არ წარმოიშვა? განა მის მიერ შეწირული მსხვერპლის უფლისგან უარყოფამ არ წარმოშვა კაენის შური აბელის მიმართ?

და რა შესწირეს ასეთი აბელმა და კაენმა ღმერთს, რომ ერთის ძღვენი შეწყნარებულ იქნა და მეორის მსხვერპლი კი უარყოფილ? ნუთუ ღმერთი სახისმოყვარეა ან უსამართლო? განა უკეთურება არ არის ამგვარი რამ მივაწეროთ ყოვლადმოწყალე უფალს? რაშია აბელისა და კაენის მსხვერპლშეწირვის საიდუმლო?

საიდუმლო იმაშია, რომ ყოველივე შეწირული არა მარტო სიმართლითა და უზაკველად უნდა შეიწიროს ღმრთისა მიმართ, არამედ იყოს ყველაზე უმჯობესი და საუკეთესო ხარისხის...

არა გჯერა? კვლავაც მეტყვი, რომ "კაენის მსხვერპლის მიუღებლობის მიზეზი მისი შური იყო და არა პროდუქციის დაბალი ხარისხი"? მაშ, მოდი ბ-ნო "კანონისტო" წმიდა მამებსაც დავეკითხოთ და მათგან გავერკვეთ რა იყო კაენის მსხვერპლის მიუღებლობის მიზეზი და ვიხილოთ, ღმრთისთვის შესაწირი ძღვენის ხარისხი რა კუთხით უნდა იქნეს დანახული.

აი, რას ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი::

"და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა" (დაბ. 4:3). იხილე, როგორ ჩადო შემოქმედმა სინდისში შეგნება. მითხარი, ვინ შთააგონა კაენს ეს აზრი (მსხვერპლი შეეწირა ღმრთისთვის)? სხვამ არავინ, თუ არა შეგნებამ, რომელიც ღმერთმა ჩადო ადამიანის სინდისში. "მიართვა"-ო, ამბობს, "მსხვერპლი, მიწის ნაყოფი" (საპატრიარქოს მიერ გამოცემულ ახალქართულ თარგმანში ძველქართულში არსებული სიზუსტე დაცული არ არის, რაც აისახება წმ. იოანე ოქროპირის განმარტების შინაარსზე, ამიტომაც ციტატებს გთავაზობთ ძველი ქართულით). მან იცოდა, რომ თავისი ქონებიდან უნდა შეეწირა ღმრთისთვის, როგორც უფლისა და მეუფისთვის, რაიმე ნაყოფი; არა იმიტომ, რომ ღმერთს ეს სჭირდება, არამედ იმისთვის, რათა ღმრთის ესოდენ დიდი წყალობით დამტკბარს (კაენს) თავისი მადლიერება გამოეხატა ღმრთისადმი. ღმერთს არაფერი სჭირდება და არც ითხოვს რასმეს ჩვენგან; არამედ თავისი კაცთმოყვარებითა და მოწყალებით ნებას გვაძლევს შევწიროთ მსხვერპლი ჩვენივ ცხოვნებისთვის, რათა კაცის ბუნებისთვის უფლის შემეცნება იყოს სათნოებათა სათავე და მასწავლებელი.

"და აბელ მოართუა მან-ცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა" (დაბ. 4:4). უმიზნოდ და ამაოდ როდი გიხსნიდით თავიდანვე, საყვარელნო, რომ ჩვენი უფალი არ არის სახისმოყვარე, არამედ გამოიკითხავს ყოველთა გულისთქმას და ყოველს განზრახვისა და სულიერი განწობის მიხედვით განსჯის. ასე იყო აქაც. ყურადღებით მივყვეთ თხრობას და ვიხილოთ რას გვამცნობს წერილი კაენისა და აბელის შესახებ; გვერდს ნუ ავუქცევთ ამ ამბავს, რადგან ღვთაებრივ წერილში არაფერია ნათქვამი ამაოდ და შემთხვევით; თითოეული მარცვალი, თითეული მონაკვეთი შეიცავს დაფარულ საგანძურს; ასეთია ყოველივე სულიერის თვისება.

მაშ ასე, რას ბრძანებს წერილი? "და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა. და აბელ მოართუა მან-ცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა" (დაბ. 4:3-4).

უფრო გამჭრიახნი თვით წარმოდგენილი საკითხავიდან წვდებიან ნათქვამის აზრს. ხოლო რაკიღა ჩვენ გვმრათებს ზრუნვა ყველაზე საზოგადოდ, - რადგან სულიერმა სწავლებამ არ იცის განსხვავება, - მოდი უფრო მკაფიოდ გავხსნათ ეს სიტყვები და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: "მიართვა კაენმა უფალს მსხვერპლი, მიწის ნაყოფი", შემდეგ კი, რაკიღა აბელის შესახებაც სურდა ეცნობებინა ჩვენთვის, დაამატა, რომ მანაც შესწირა უფალს ძღვენი: "აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს". იხილე, როგორ გვიჩვენებს წმიდა წერილი მის სათნო განზრახვას პატივი მიაგოს ღმერთს, რადგან უბრალოდ პირუტყვი კი არ შესწირა უფალს, არამედ "თავისი ფარის ნათავარი", ანუ ყველაზე ძვირფასი და გამორჩეული. მეტიც, ამ გამორჩეულიდანაც კი გამოარჩია უძვირფასესი, რადგან წერია, რომ ნათავარისგანაც კი შეარჩია "რჩეული პირუტყვი".

კაინზე კი აფერი ამდაგვარი არ არის ნათქვამი, არამედ მხოლოდ ის, რომ "მიართვა მან უფალს მსხვერპლი, მიწის ნაყოფი", ანუ საუკეთესო კი არა, ნებისმიერი, რომელიც შეხვდა, ყოველგვარი მონდომებისა და გარჩევის გარეშე.

კვლავაც ვიტყვი და არ დავიღლები: ღმერთი ჩვენს შენაწირს შეიწყნარებს არა იმიტომ, რომ სჭირდება იგი, არამედ იმიტომ, რომ სურს რათა ამ შეწირვით გამოიხატებოდეს ჩვენი მადლიერება მისდამი. ვინც ღმერთს სწირავს და თანაც იმას, რაც მას ეკუთვნის, ვისაც ესმის განსხვავება ღმერთსა და კაცს შორის და ის, თუ რა პატივი დასდო შემოქმედმა ადამიანს, ჯეროვანი იყო, შეძლებისაებრ შეესრულებინა თავისი მოვალეობა და ღმრთისთვის შეეწირა ყველაზე ძვირფასი.

მაშ, იხილე, საყვარელო, ვისაც შეეძლო საკუთარი მოვალეობის შეგნება და არ შეიგნო, სამართლიანად დაისჯება და დაკარგავს თავის ცხოვნებას საკუთარი უდებებით. არც ერთს ჰყავდა მოძღვარი და არც მეორეს - მრჩეველი, არამედ თითოეული კაცთა მოდგმისთვის ღმრთისგან ბოძებული სინდისის კარნახით მიეახლა უფალს მსხვერპლშეწირვაში; ამიტომაც, განსხვავება განზრახვაში და ნების სიზარმაცე გახდა მიზეზი იმისა, რომ ერთის მსხვერპლი შეწირულ იქნა, მეორისა კი - უარყოფილ. "და მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს" (დაბ. 4:4). იხილე, როგორ სრულდება აქ სახარებაში ნათქვამი: "პირველი იქნება უკანასკნელი, და უკანასკნელი - პირველი" (მათე 19:30). აი, გააჩნდა კაენს პირველშობილების უპირატესობა და პირველად მწირველი აღმოჩნდა ძმაზე უარესი, რადგან ისე არ შესწირა, როგორც ჯეროვანი იყო.

როდესაც ორივემ შესწირა უფალს, "მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს" - ბრძანებს წერილი. რას ნიშნავს: "მოჰხედა"? ეს ნიშნავს: მიიღო, შეიწყნარა, შეაქო განზრახვა, გვირგვინოსან ჰყო განწყობა, კმაყოფილი დარჩა იმით, რაც აჩვენა აბელმა თავისი მსხვერპლშეწირვით. როდესაც ღმერთზე ვლაპარაკობთ და პირის გაღებას ვბედავთ მის უკვდავ ბუნებაზე, კაცობრივ უძლურებაში მყოფნი, სხვაგვარად როდი ძალგვიძს ამის აღმოთქმა თუ არა ენითა და მეტყველებით. მაგრამ, აქ აი რა არის საკვირველი: "მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს".

ცხვრების შეწირვა აქ ძღვნად იწოდება, რადგან შეწირულია ყველაზე საუკეთესო, გამორჩეული, უბიწო და უნაკლო.

ამრიგად, ღმერთმა მოხედა აბელს იმისთვის, რომ მან გულითადი და წმიდა განზრახვით შესწირა უფალს და უფალმაც მოჰხედა მის მიერ შეწირულ ძღვენს არა იმიტომ მხოლოდ, რომ ის იყო წმიდა, არამედ ყოველმხრივ უბიწო და გულწრფელი იყო მისი შენაწირი, რაც იმით გამოხატა აბელმა, რომ შეწირა "ნათავარი", თანაც "რჩეული პირუტყვი", ანუ საუკეთესოსგან საუკეთესო მსხვერპლი.

ამიტომაც, "და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა. ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა" (დაბ. 4:4, 5). რადგან აბელმა ჯეროვანი, შინაგანი განწყობითა და გულწრფელობით შესწირა უფალს, ღმერთმაც "მოჰხედა" მის მსხვერპლს, ანუ - მიიღო, მოიწონა, შეაქო; შეწირულობას კი უწოდა "ძღვენი", რათა ამით პატივი მიეგო შემომწირველის განწყობისთვის.

"ხოლო კაენსა და მის მსხვერპლს არ მოჰხედა". დააკვირდი წმიდა წერილის გამოთქმათა სიზუსტეს. სიტყვით: "არ მოჰხედა" აჩვენა შემომწირველის უგულებელყოფა, ხოლო მიწის ნაყოფსაც "ძღვენი" (მსხვერპლი) რომ უწოდა სხვა აზრიც არის ჩადებული.

იხილე, როგორ გვასწავლის წერილი თვით მოვლენებითა და სიტყვებით და შეგვაგონებს, რომ მსხვერპლშეწირვა უფალს ნებავს იმისთვის, რათა ჩვენი შინაგანი განწყობა გამომჟღავნდეს ჩვენსავ საქმეებში და რომ ვუწყოდეთ, ყველანი ვიმყოფებით უფლისა და შემოქმედის განგებულების ქვეშ, რომელმაც არაფრისგან შეგვქმნა და არარაობიდან მოგვიყვანა ყოფიერებად.

როდესაც აბელის შენაწირს "ძღვენს" უწოდებს, ხოლო კაენისას "მსხვერპლს", ღვთაებრივი წერილი გვასწავლის, რომ უფალი ჩვენგან ეძიებს არა პირუტყვთა მორეკვას შესაწირად ან მიწიერ ნაყოფთა მოტანას, არამედ მხოლოდ შინაგან, სულიერ განწყობას. ამიტომაც, ამჯერადაც, განწყობისგან გამომდინარე, ერთის შემოწირულობა მიღებულ იქნა ვითარც "ძღვენი", მეორისა კი ვითარც "მსხვერპლი". ხოლო სიტყვები: "მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა. ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა" (დაბ. 5:4-5) უნდა გავიგოთ ღმერთსაკადრისად. ამით წმიდა წერილს სურს თქვას, რომ ღმერთმა მათ მიუბოძა შეგნება იმისა, რომ ერთის კეთილგანწყობით კმაყოფილი დარჩა, ხოლო მეორის უგუნურება უარყო" (Беседа 18 на книгу Бытия. Златоуст, т. 4, ч. 1).

ამრიგად, "რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა" (ებრ. 11:4), ბრძანებს მოციქული, ანუ მიზეზი იმისა, რომ აბელის ძღვენი უფრო სათნო იყო ღმრთისთვის, ვიდრე კაენის მსხვერპლი იმაშია, რომ კაენმა გარეგნულად გამოხატა თავისი შინაგანი დამოკიდებულება და რწმენა ღმრთის აღთქმათა ჭეშმარიტებისადმი; რომ, როგორც უზენაეს სულს, უფალს უფრო სულიერი თაყვანისცემა ეკუთვნის, ვიდრე გარეგნული. აბელის გარეგნულ ძღვენში კი სწორედ ეს შინაგანი დამოკიდებულება იყო გამოხატული, ვიდრე კაენისაში, რომელმაც აბელისგან განსხვავებით, უბრალოდ აღასრულა რიტუალი, მისი გული და გონება კი შორს იყო ღმრთისგან. მას ეგონა, რომ მისი მოვალეობა ღმრთის წინაშე მდგომარეობდა მხოლოდ რიტუალის შესრულებაში.

ორივე ძმის სულიერი განწყობა მათ მიერ არჩეულ ძღვენს დაეტყო (ისევე როგორც ჩვენს მიერ არჩეულ ძღვენს ეტყობა ჩვენი სულიერი განწყობა ღმრთისადმი). აბელმა, თავისი გულითადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, საუკეთესო ძღვენი მიართვა უფალს, რაც გამოიხატა რაოდენობაშიც და ხარისხშიც. რასაც ვერ ვიტყვით კაენზე, რომელმაც ხარისხითაც მდარე ნაყოფი მიართვა უფალს და რაოდენობითაც ბევრი როდი იყო მის მიერ მირთმეული. ღმერთს ესეც ეყოფაო, ფიქრობდა იგი, რატომ უნდა დავკარგო საუკეთესო ნაყოფი თუკი ღმერთი არც ჭამს და არც სვამს? ღმერთი თუ მსხვერპლს ითხოვს განა უმჯობესი არ იქნება საჭმელად მე დამრჩეს უკეთესი, უდარესი კი გამოვიყენო მსხვერპლშეწირვისთვის, რიტუალისთვის? ასე ფიქრობდა კაენი.

ძალზედ წააგავს ეს მსჯელობა იუდას ლაპარაკს ძვირფასი მირონის უაზრო ფლანგვაზე (მათე 26:6-9), როდესაც "ბეთანიაში იყო იესუ, სიმონ კეთროვანის სახლში, მიუახლოვდა ერთი ქალი, ალებასტრის ჭურჭლით რომ მოჰქონდა ძვირფასი ნელსაცხებელი, და თავზე დაასხა ინახად მჯდომს" (მათე 26:6-7) (Толкование на паремии еп. Виссариона, т. 1, стр. 65).

მაშ ასე, ძმაო, გავეცანით რა ზემოთწარმოდგენილ განმარტებებს, გულისხმავყოთ: ხომ არ ვემსგავსებით კაენს, თუ არ ვეძებთ საუკეთესო ხარისხის ზეთს (ზეითუნისას) საიდუმლოთა აღსასრულებლად, საკმეველსა და სანთელს და ამათგან უფალს შევწირავთ იმას, რაც ხელს მოხვდება, ან სიძუნწის, ან ანგარების ან კიდევ კაენური დაუდევრობის გამო?

მეტსაც გეტყვით, კაენს ემსგავსება ისიც, ვინც ტაძრის ყულაბაში აგდებს უვარგის მონეტას, ვარგისს კი თავისთვის იტოვებს; ვინც დაბალი ხარისხის ფქვილს სწირავს ეკლესიას (პროსფორის გამოსაცხობად), საუკეთესო კი სახლში მიაქვს; ვინც დაბალი ხარისხის სანთელს, ზეთსა და საკმეველს სწირავს უფალს, კარგი ხარისხისას კი სახლში ანთებს... განა შესაწირავის ხარისხით არ იმხილება ამგვარი "მორწმუნის" შინაგანი განწყობა უფლისადმი?

როდესაც ახლობელთან მივდივართ წვეულებაზე და საჩუქრებს ვარჩევთ, განა არ გვამცნებს ჩვენი სინდისი როგორი საჩუქარი ავარჩიოთ ახლობლისადმი კეთილგანწყობისა და პატივისცემის გამოსახატავად? და თუ ერთ ახლობელს საუკეთესო საჩუქარს მივართმევთ, მეორეს კი მდარე ხარისხის საჩუქრით "გავისტუმრებთ", განა არ გამოჩნდება ვის უფრო მეტი პატივი მივაგეთ, პირველს თუ მეორეს? ასეა აქაც, ბ-ნო "კანონისტო"! თუ გგონიათ რომ შესაწირავის ხარისხს კი არ უნდა გამოვეკიდოთ, არამედ "ღმერთს სუფთა გული უნდა შევსწიროთ, ამპარტავებისაგან და მედიდურობისაგან თავისუფალი", - როგორც თქვენ წერთ, როგორ უნდა გამოვხატოთ ეს გარეგნულად, პარაფინის დანთებითა და გოგირდის კმევით?

მაშ, ვინ ყოფილან ჩვენში აბელური და კაენური მსხვერპლის შემწირველნი: ძველმართლმადიდებლები, რომლებიც საქართველოს უღრან ტყეებში დაეძებენ და აგროვებენ კეთილსურნელოვან საკმეველს; იყენებენ მხოლოდ სუფთა თაფლის სანთელს; უარყოფენ ტექნიკურ ზეთს და კანდლებში მხოლოდ მცენარეულს იყენებენ, ხოლო საეკლესიო საიდუმლოებებში განუწყვეტლივ იყენებენ ქრისტეს მადლის სიმბოლოს ზეითუნის ზეთს, თუ თქვენ, ახალმოწესე ნიკონიანელები, რომლებიც კაენივით ფიქრობთ, რომ არაფერი დაშავდება ღმერთს თუ შეწირავთ პარაფინის სანთელს, კანდელში ჩაასხამთ ნავთობპროდუქტებს, საკმევლად გამოიყენებთ პარფიურმერიულ ნაწარმს და ნახშირად კი გოგირდს აუნთებთ?

რომელია აქედან კაენური მსხვერპლი? ვინ არის ჩვენს შორის კაენური მსხვერპლის შემწირველი?

სანამ მიპასუხებ, კარგად დაფიქრდი?

"მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, ამპარტავებისაგან და მედიდურობისგან თავისუფალი".

პატივისცემით: ძველმართლმადიდებელი.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 27 2010, 02:25 PM
პოსტი #14


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



dzvelmartlmadidebeli
ციტატა
გავავლებ პარალელს ზიარების საიდუმლოსთან:

თუ ვიტყვი, რომ მარტოდენ წყალზე ჩატარებული ლიტურგია ღვინოს გარეშე, ან ზეთგაზავებული ღვინოთი ლიტურგის ჩატარება არის ყალბი წირვა, მკითხავთ თუ არა "უფლის მიერ ამგვარი მსხვერპლის მიღება-არმიღების მაკონტროლებლად ვინ დამაყენა"?

პირველივე შეცდომა. ვინ გითხრათ, რომ შეიძლება პარალელი გაივლოს ზიარების საიდუმლოთა საიდუმლოსა და კანდელის ზეთის მცენარეულობას შორის? თუ გგონიათ, რომ მოციქულთა და მსოფლიო კრებების 3 კანონი რომ ეძღვნება საწირავ ღვინოსა თუ ნივთიერებებს, კანდელზე ვერაფერ კანონს ვერ მიიღებდნენ?

სწორედ ამაშია თქვენი შეცდომა, რომ დოგმატს, კანონსა და ტრადიციას ურევთ. იმაზე, რაზეც ეკლესიამ თქვა, რომ არის ტრადიცია, ნუ ამბობთ, რომ ან კანონია ან დოგმატი. საწირავი ნივთიერებები - წყალგარეული ღვინო და პურის ფქვილი საეკლესიო კანონებით არის დადგენილი და დოგმატებით ახსნილ-განმარტებული, რასაც საკმევლისა თუ კანდელის ზეთის შემთხვევაში ვერსად ვხვდებით.

ნამდვილად მომწონს და მივესალმები თქვენ პატრიოტიზმსა და თავდადებას, რომ გსურთ როგორც იტყვიან ტყე-ღრე მოიაროთ და უფალს ნაძვის თუ სხვა წიწვოვანი ხის საკმეველი მოუგროვოთ. მიყვარხართ და პატივს გცემთ მარტო ამიტომ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბერძნული საკმევლის მკმეველნი უფალს შეურაცხვყოფთ. კარგია, რომ ცდილობთ მაგ ტრადიციის დაცვას, ერთგვარი მოშურნეობაც არის ეგ. სხვათა შორის, ჩემ ეკლესიაში მოძღვრები ზეთის კურთხევის საიდუმლოსთვის ყოველთვის ზეთისხილის ზეთს იყენებენ (მცირედი შენიშვნა: ზეითუნი თურქულ-არაბული სიტყვაა. ქართულად ზეთისხილი ჰქვია)

ნუ გაადოგმატებთ საეკლესიო ტრადიციას, თორემ თქვენვე ჩავარდებით წინააღმდეგობაში. ეს კი, ყველაფერ უბედურებასთან ერთად, მწვალებლობაც არის, რადგან რაც ეკლესიას არ დაუდგენია დოგმატად ან კანონად, თქვენ მიერ ტრადიციის ამგვარად გამოცხადებით ამახინჯებთ ეკლესიის სწავლებას.

ერთ მაგალითს გეტყვით. მე სამსახური მაქვს, საოფისე ტიპის და ცხადია, ვერ დავიწყებ საკმევლის შეგროვებას, რადგამ ოჯახის რჩენის ვალს, რაც უფლისგან მაკისრია, ვერ შევასრულებ. ვაკეთებ ჩემ საქმეს, რაც უფლის დიდებაა ისევ, რამეთუ ქრისტიანი "ყოველსა შინა ადიდებს უფალს". მე ჩემი ხელფასი უნდა შევწირო ეკლესიას. ეხლა მითხარით, რა უფრო დიდი შესაწირია ჩემგან, 50 თეთრიანი ქართული საკმევლის შეწირვა, თუ 2 ლარიანი ბერძნული საკმევლის შეწირვა? smile.gif

ამიტომ გითხარით თავიდანვე - "წარვედით და ისწავეთ, რაი არს: წყალობაი მნებავს და არა მსხვერპლი"....

იხარეთ ქრისტეს მიერ.

P.S.
გთხოვთ, ჩემ კანონისტობას ბრჭყალებში ნუ ჩასვამთ, რადგან იძულებული ვიქნები ადეკვატურადვე თქვენი საერთოდ მართლმადიდებლობა ჩავსვა ბრჭყალებში... ეს ისე, თხოვნის სახით.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 28 2010, 01:13 AM
პოსტი #15


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



კანონისტი
ციტატა
გთხოვთ, ჩემ კანონისტობას ბრჭყალებში ნუ ჩასვამთ, რადგან იძულებული ვიქნები ადეკვატურადვე თქვენი საერთოდ მართლმადიდებლობა ჩავსვა ბრჭყალებში... ეს ისე, თხოვნის სახით.


ჩემი პასუხი თავიდანვე მინდა ამ შენიშვნით დავიწყო. მე თქვენი ნიკი ბრჭყალებში იმიტომ კი არ ჩავსვი, რომ რაიმე შეფარვით მიმენიშნებინა ან თქვენი დაკნინება განმეზრახა, არამედ იმიტომ, რომ ნიკია და როგორც ასეთი ბრჭყალებში ჩავსვი. კერძო სახელთან რომ მქონოდა საქმე მაშინ, ცხადია, ასე არ მოვიქცეოდი, თუმცა პრობლემა არ არის უბრჭყალებოდაც თქვენი ნიკის მოხსენიება. გაუგებრობას რომ თავი ავარიდო ვითვალისწინებ თქვენს შენიშვნას და ამიერიდან ეს სახელი ბრჭყალებში აღარ ჩაისმება.


ციტატა
პირველივე შეცდომა. ვინ გითხრათ, რომ შეიძლება პარალელი გაივლოს ზიარების საიდუმლოთა საიდუმლოსა და კანდელის ზეთის მცენარეულობას შორის? თუ გგონიათ, რომ მოციქულთა და მსოფლიო კრებების 3 კანონი რომ ეძღვნება საწირავ ღვინოსა თუ ნივთიერებებს, კანდელზე ვერაფერ კანონს ვერ მიიღებდნენ?


პარალელი გავლებული იყო არა ზიარების საიდუმლოსა და კანდელის ზეთს შორის, არამედ "მსხვერპლის მაკონტროლებელ უფლებაზე". სწორედ ამ კუთხით იყო დამოწმებული ეს შედარება. ამიტომ, ვფიქრობ თქვენი მჯელობა უფრო გაუგებრობიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება ღმრთისთვის შესაწირ ზეთს, მასზე ლაპარაკია წმიდა წერილში (ძველ აღთქმაში) და დაცულია გადმოცემის სახით მართლმადიდებლურ ეკლესიაში. რადგან ზეთისხილის ზეთი იყო და დარჩა ქრისტეს მადლის, ქრისტეს წყალობის სიმბოლოდ, მას იყენებენ სწორედ საეკლესიო საიდუმლოებებში.

სხვათა შორის რუსულად ამ ზეთს უწოდებენ "Елей", რომელიც ბერძნულიდან მომდინარეობს და ღვთის წყალობას ნიშნავს. ზეთისხილი ფიგურირებს წარღვნის დასრულების და მყარის გამოჩენის სამახარობლო სიმბოლოდ; და ზეთისხილივე ფიგურირებს ქრისტეს ჯვარცმის დროს, რომლისგან გამოკვეთილი დაფა დააკრა პილატემ მაცხოვრის ჯვარს, მაცხოვრის თავს ზემოთ ცნობილი წარწერით. ამიტომაც, საეკლესიო გადმოცემით, ზეთისხილის ზეთი არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, როგორც სიმბოლო, დაკავშირებული ღვთის წყალობასთან.

ციტატა
სწორედ ამაშია თქვენი შეცდომა, რომ დოგმატს, კანონსა და ტრადიციას ურევთ. იმაზე, რაზეც ეკლესიამ თქვა, რომ არის ტრადიცია, ნუ ამბობთ, რომ ან კანონია ან დოგმატი. საწირავი ნივთიერებები - წყალგარეული ღვინო და პურის ფქვილი საეკლესიო კანონებით არის დადგენილი და დოგმატებით ახსნილ-განმარტებული, რასაც საკმევლისა თუ კანდელის ზეთის შემთხვევაში ვერსად ვხვდებით.


ციტატა
ნუ გაადოგმატებთ საეკლესიო ტრადიციას, თორემ თქვენვე ჩავარდებით წინააღმდეგობაში. ეს კი, ყველაფერ უბედურებასთან ერთად, მწვალებლობაც არის, რადგან რაც ეკლესიას არ დაუდგენია დოგმატად ან კანონად, თქვენ მიერ ტრადიციის ამგვარად გამოცხადებით ამახინჯებთ ეკლესიის სწავლებას.


არ ვიცი ძველმართლმადიდებელ ქრისტეანთაგან ვინ ურევს დოგმატს, კანონსა და ტრადიციას. ნამდვილად არ ვიცი. არც შემხვედრია ძველმართლმადიდებლური რაიმე თხზულება, სადაც გამართლებული იქნებოდა ამგვარი რამ. ზოგადად ძველმართლმადიდებლობა არსად არ ასწავლის დოგმის, კანონისა და ტრადიციის შერევას. სამივეს თავისი ადგილი და განმარტება გააჩნია. მაგრამ უნდა შევნიშნო ერთი რამ, რაც ტრადიციისა და კანონის ცნებებს უკავშირდება.

წმიდა მამათა თქმით, იქ სადაც არ არის დაწერილი კანონი, კანონის ძალა აქვს დაუწერელ გადმოცემას. რადგან, ეკლესიაში ყოველივე როდია კანონების სახით ჩაწერილი. ჩვენ ხომ ვიცით, რომ თვით წმიდა წერილიც კი გადმოცემაზე უგვიანესია, და იქაც ყოველივე როდი ჩაიწერა. მოგვიანებით, მსოფლიო საეკლესიო კრებების ეპოქაში, ამ გადმოცემებიდანაც მრავალი რამ დაკანონდა, საჭიროებისდა მიხედვით, მრავალი რამ კი ისევ გადმოცემად დარჩა, რომელსაც ეკლესია დღემდე იცავს...

წმ. ეპიფანე კვიპრელი ამბობს, რომ "უნდა გადმოცემასაც მივსდიოთ, რამეთუ შეუძლებელია მხოლოდ წმ. წერილში ვპოვოთ ყოველივე. წმ. მოციქულებმა ზოგი რამ წერილში დატოვეს, ზოგი - გადმოცემაში".

წმ. გადმოცემის დიდმნიშვნელოვნებას წმ. მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა განწესებანი ცხადყოფენ. ეს კრებები თავიანთ კანონებს ადგენდნენ მათივე თქმით, "ვითარცა კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიისა და წმ. მამათა გადმოცემების მიმდევარნი. ამიტომაც ძალზე ბევრ კანონს ისინი შემდეგნაირად გამოხატავენ: "დავიმარხოთ ძველი წეს-ჩვეულებანი", "უძველესი გადმოცემები"...

საეკლესიო კანონი - წერილობით და დაუწერელ გადმოცემათა სავალდებულო დაცვის შესახებ, არაერთხელ ყოფილა განმეორებული მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე.

მექვსე მსოფლიო კრება. საქმენი.
"ანათემა მას, ვინც დაარღვევს საღვთო დაწერილ თუ დაუწერელ გადმოცემას".

დოგმატი ნიკეის მეშვიდე მსოფლიო კრებაზე შეკრებილი 367 წმ. მამისა.
"ვიცავთ წერილობით ან დაუწერლად დადგენილ საეკლესიო გადმოცემებს - და არავითარი სიხალე არ შეგვაქვს".

მეშვიდე მსოფლიო კრება, საქმენი.
"რომელმაც უარყოს საეკლესიო გადმოცემა, დაწერილი თუ დაუწერელი, ანათემა მას".

მეშვიდე მსოფლიო კრება, კანონი 7.
"წმიდა ადათ-წესები პყრობა საჭიროა დაწერილი თუ დაუწერელი კანონმდებლობის თანახმად".

წმ. ბასილი დიდი, † 379.
"თუკი ვეცდებით, ვითარცა მცირე ძალის მქონე უარვყოთ დაუწერელი გადმოცემა, შეუმჩნევლად სახარებასაც ვავნებთ ძირითად საკითხებში".

"ჯერ-არს მივსდიოთ დაუწერელ საღმრთო გადმოცემას, რამეთუ მოციქულთაგან გადმოგვეცა".

"ჩვენ ვიცავთ წესებს, რომელთაც კანონის ძალა აქვთ, რამეთუ განწესებანი მათნი წმ. მამებმა გადმოგვცეს" (კანონები 87 და 91).

ნეტარი ავგუსტინე, 430
"ყოველივე, რასაც პყრობს ეკლესია და რასაც პყრობდა კრებათა დადგენილებების გარეშე, მოციქულთაგან მიგვიღია".

ტერტულიანე, II ს.
"თუკი რომელიმე კანონი წერილობით არ არის განსაზღვრული, მაგრამ მაინც ყველგან გვხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის განმტკიცებულია წესჩვეულებით, რომელიც საღმრთო გადმოცემაზე არის დაფუძნებული. ხოლო თუკი იტყვიან, გადმოცემასაც სჭირდება რაიმე წერილობითი მოწმობაო, მაშინ ჩვენი მხრივ მივუთითებთ ისეთ განწესებებზე, რომლებიც დაცულია ყოველგვარი წერილობითი წყაროს გარეშე, მხოლოდ გადმოცემისა და წეს-ჩვეულების მნიშვნელობისა და ძალის წყალობით. მაგალითად: ნათლისღება, ევქარისტია, მარხვის დრო და ა. შ.

თუკი ვინმე ამ და ბევრი სხვა განწესების შესახებ დაწერილ კანონს დაუწყებს ძებნას, ვერ იპოვნის. აქ ძალა აქვს გადმოცემას, ვითარცა საფუძველს; წეს-ჩვეულებას, ვითარცა მის მტკიცებას; სარწმუნოებას - ვითარცა დაცვას".

მეთოდე აღმსარებელი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი, 846 წ.
წმ. მეთოდე განდგომილებს უწოდებს იმათაც, ვისაც სიახლე შემოაქვს ეკლესიაში, ვინც უკუაგდებს ძველ საეკლესიო ჩვეულებებს და სანაცვლოდ მათ საწინააღმდეგოს ამკვიდრებს. ასეთ განდგომილთა მობრუნება ეკლესიაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უარს იტყვიან თავის ცდომილებებზე და საკუთარ ცოდვებს ეპითიმიით მოინანიებენ (ახალი სჯულის ფიცარი. 17, 4, 5).

"პიდალიონი" (ბერძნული სჯულის კანონი)
"სადაც არ არის განწესება ან დაწერილი კანონი, განწესებისა და დაწერილი კანონის ძალა აქვს წეს-ჩვეულებას, რომელიც მრავალი წლითაა გამოცდილი და არ ეწინააღმდეგება დაწერილ კანონს" [color=#000099](მეორე მსოფლიო კრების მე-7 წესის განმარტება. გვ. 388)".

ამიტომაც, ნუ ვიტყვით იმას, მართლმადიდებლები, რომ რადგან არ არსებობს კანონი რომელიღაც გადმოცემაზე, ის უმნიშვნელოა და გადასაგდები, ან აბუჩად ასაგდები და შესაცვლელი... თუ გადმოცემათა შინაარსს ჩავუკვირდებით, ვნახავთ, რომ მათში საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი სიმბოლოებია ჩადებული. გარდა ამისა, ეს გადმოცემები ძალზედ ამშვენებენ ეკლესიის ცხოვრებას, ლიტურგიკას და ა. შ. მაგალითად, ჩვენთან, ძველმართლმადიდებლებთან, მრავალი ძალზედ მშვენიერი და მოსაწონი უძველესი ტრადიციაა დაცული, მათ დოგმის მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, მაგრამ მეორეს მხრივ ვიკითხავ - რატომ არ უნდა იყოს ის დაცული ეკლესიაში? ეს გადმოცემები ხომ, მთელი ლიტურგიის მსგავსად, ასწავლის ეკლესიაში მოსულ ადამიანს და ჭეშმარიტებასთან აზიარებს?!

მაგალითისთვის ავიღებ ერთ ჩვეულებას: ჩვენთან, ლიტურგიის ბოლოს, ყოველთვის, ზიარების შემდეგ, მორწმუნეებს ასმევენ წყალგარეულ ღვინოს. ტრადიცია ძალზედ ძველია და დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ მითხრა საიდან მოდიოდა ან რას ნიშნავდა ეს. ასეთ შემთხვევაში, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ამგვარ ჩვეულებებს, როდესაც სიძველის გამო მისი ჭეშმარიტი დანიშნულება და არსი მივიწყებულია, მაგრამ ტრადიცია მაინც დაცულია, საკუთარი გულისხმისაებრ განმარტავენ და ყოფით მნიშვნელობას ანიჭებენ. აქაც ასე მოხდა და მითხრეს, რომ წყალგარეული ღვინოს დაყოლება ზიარებაზე თითქოსდა იმიტომ იყო საჭირო, რომ ზიარების ნაწილები ადამიანს პირის ღრუში, ან კბილებში არ ჩარჩეს და შემთხვევით არ გადააფურთხოს. სიმართლე გითხრათ, ლოგიკურია და მოსაწონი ამგვარი ზრუნვაც, მაგრამ, მოგვიანებით, ამ ჩვეულების დასტური წმ. კლიმენტი ალექსანდრიელის "პედაგოგში" ვიპოვე (თუმცა იქ, როგორც მახსოვს, ლაპარაკია მარტო წყალზე, ან წყალსა და თაფლზე). იქაც ნათქვამია, რომ ზიარების შემდეგ, მორწმუნეებს წყალს ასმევდნენ. წყალი კი, ამ შემთხვევაში არის იმ წყაროს სიმბოლო, რომელზეც მაცხოვარმა თქვა: "ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში" (იოანე 4:14). რადგან, ერთის მხრივ, თქვენთვის ძნელი არ იქნება უფლის უწმიდეს ხორცთან და სისხლთან ამ სიტყვების დაკავშირება, და მეორეს მხრივ, მისი დაკავშირება წყალთან, როგორც ქრისტეს სიმბოლოსთან, გასაგები გახდება რატომ ასმევენ წყალს მორწმუნეებს ზიარების შემდეგ.

უამრავი სიმბოლოა მიცვალებულის დაკრძალვაში: წყალი, თაფლი, ხორბალი, ღვინო, სანთელი და ა. შ. ყველაფერს ხომ თავისი მნიშვნელობა აქვს და წარმოვიდგინოთ რა იქნებოდა მართლმადიდებლური დაკრძალვის წესი ყველა ეს სიმბოლო ან დამახინჯებულიყო ან გაუქმებულიყო...

ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ არ არის არავითარი ფანატიზმი ძველმორწმუნეთა მხრიდან ძველი ტრადიციების დაცვა. მითუმეტეს, რომ "მეშვიდე მსოფლიო კრება თავის მეშვიდე კანონში ბრძანებს, რათა, ყველაფერი რაც ეკლესიაში იქნა უგულვებელყოფილი, აღსდგეს და ძალაში შევიდეს, დაწერილი და დაუწერელი კანონმდებლობის თანახმად; სხვაგვარად კი განიკვეთოს ყველა, ვინც საეკლესიო გადმოცემას დაარღვევს" (იხ. სინტაგმა. 11, 374)".



--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jul 28 2010, 01:23 AM
პოსტი #16


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



კანონისტი
ციტატა
ნამდვილად მომწონს და მივესალმები თქვენ პატრიოტიზმსა და თავდადებას, რომ გსურთ როგორც იტყვიან ტყე-ღრე მოიაროთ და უფალს ნაძვის თუ სხვა წიწვოვანი ხის საკმეველი მოუგროვოთ. მიყვარხართ და პატივს გცემთ მარტო ამიტომ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბერძნული საკმევლის მკმეველნი უფალს შეურაცხვყოფთ. კარგია, რომ ცდილობთ მაგ ტრადიციის დაცვას, ერთგვარი მოშურნეობაც არის ეგ. სხვათა შორის, ჩემ ეკლესიაში მოძღვრები ზეთის კურთხევის საიდუმლოსთვის ყოველთვის ზეთისხილის ზეთს იყენებენ (მცირედი შენიშვნა: ზეითუნი თურქულ-არაბული სიტყვაა. ქართულად ზეთისხილი ჰქვია)


ციტატა
ერთ მაგალითს გეტყვით. მე სამსახური მაქვს, საოფისე ტიპის და ცხადია, ვერ დავიწყებ საკმევლის შეგროვებას, რადგამ ოჯახის რჩენის ვალს, რაც უფლისგან მაკისრია, ვერ შევასრულებ. ვაკეთებ ჩემ საქმეს, რაც უფლის დიდებაა ისევ, რამეთუ ქრისტიანი "ყოველსა შინა ადიდებს უფალს". მე ჩემი ხელფასი უნდა შევწირო ეკლესიას. ეხლა მითხარით, რა უფრო დიდი შესაწირია ჩემგან, 50 თეთრიანი ქართული საკმევლის შეწირვა, თუ 2 ლარიანი ბერძნული საკმევლის შეწირვა? smile.gif

ამიტომ გითხარით თავიდანვე - "წარვედით და ისწავეთ, რაი არს: წყალობაი მნებავს და არა მსხვერპლი"....


იცით, საქმე იმდენად ბერძნულ საკმეველში არ არის, რამდენადაც ჩვენ დამოკიდებულებაში სანთელ-საკმეველთან. მე ვილაპარაკე და წმ. მამები დავიმოწმე იმაში, რომ როცა ადამიანს აქვს შესაძლებლობა ორი საგნიდან ღვთის შესაწირად ამოირჩიოს უკეთესი და უარესს ამოირჩევს, ის არის კაენურად შემწირველი და მისი მსხვერპლი არ შეიწირება.

ამიტომაც, როდესაც თქვენ, გამომდინარე თქვენი გულიდან, ძვირიან, 2 ლარიან საკმეველს სწირავთ, რადგან ფიქრობთ რომ ის უკეთესია 50 თეთრიან ქართულ საკმეველზე, უფლის წინაშე არ განიკითხებით, რადგან მამათა თქმით, ადამიანი თავისი განზრახვის მიხედვით განიკითხება. მაგრამ, თუ დაფიქრდებით და მიხვდებით, რომ ეს ქართული 50 თეთრიანი საკმეველი, თავისი სურნელებითა და ბუნებრივობით ბერძნულზე უკეთესია, ცხადია, უფრო მოაწონებთ თავს უფალს, ვინაიდან, აღმოჩნდებით საუკეთესოს შემწირველი.

მისასალმებელია ის და სასიამოვნო, რომ თქვენი მღვდლები საეკლესიო საიდუმლოს შესრულებისას მხოლოდ ზეთისხილის ზეთს რომ იყენებენ. დიდება ღმერთს! სხვა საკითხებშიც რომ იქნებოდეს წინსვლა, ეს ჩვენი ქვეყნის ბედსაც ძლიერ დაეტყობა.

ციტატა
იხარეთ ქრისტეს მიერ.


თქვენც იხარეთ.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 19 2016, 09:11 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეუფე გრიგოლი (ცერცვაძე) ჩემი ნათლია გახლდათ. როცა ალავერდში ვმსახურობდი, მის საფლავს ვუვლიდი და ვიძიებდი მეუფის გამონათქვამებს, ქადაგებებს. ვიცოდი, რომ ძალიან მადლიანი მეუფე იყო. თურმე ამბობდა ხოლმე, - გაასუფთავეთ კანდელები, შიგნით არაფერი ჩავარდესო. საჭმელში რომ რამე ჩაგიყარონ, გესიამოვნებათო? კანდელიც ასეა. კანდელის ზეთს გაუფრთხილდით, რადგან მას უდიდესი მადლი და კურნების ძალა აქვსო".

/მამა ნიფონტი (ქევხიშვილი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 25 2017, 02:24 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კანდელი ზეთიანი ჭურჭელია, რომელშიც ცეცხლს ვანთებთ. იგი შედგება თვით ჭურჭლის, ბამბის ფთილისა და უღლისგან, რომელსაც ფთილი უჭირავს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 13 2019, 03:26 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კანდელის შუქი იმ შუქს მოგვაგონებს, რომლითაც მაცხოვარი ჩვენს სულებს ანათებს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 22 2019, 11:22 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქორკანდელი (ბერძნ.) - დიდი დასაკიდი საეკლესიო ჭაღი ბევრი სანთლებით (დღეს სამრევლო ტაძრებში სანთლები შეცვლილია ნათურებით), რომელიც ძირითადად გამოიყენება სავანეების მთავარ ტაძრებში და გუმბათზეა დაკიდებული".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი