IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "გელათი 2009 ", ახალგაზრდათა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
შაკო
პოსტი Dec 24 2008, 07:59 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617




IPB Image


ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

გაცნობებთ, რომ “გელათის მეცნიერებათა აკადემია” და “კულტურული ინტეგრაციის ცენტრი”აწყობს ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები. კონფერენციის დევიზია:


კულტურა და ევოლუცია


საკონფერენციო პირობები:

1. ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 10 თაბახის გვერდს.
2. ნაშრომს უნდა ახლდეს თეზისები 1,5 გვერდზე (ქართულ და ინგლისურ ენებზე. სულ = 4,5 გვერდი).
3. თეზისებში ასახული უნდა იყოს პრობლემის აქტუალობა და მეთოდური ახსნა, ძირითადი ჰიპოთეზა, რომლის გარშემოც კვლევაა ჩატარებული, კვლევის შედეგი.
4. უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის, ფაკულტეტის დეკანის ან სტუდენტური თვითმმართველობის რეკომენდაცია (თავისუფალი სტილი).
5. კონფერენციის მონაწილის ანკეტა (დანართი 1).

კონფერენციის მასალებს შეაფასებს გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები და მოწვეული სპეციალისტები (დარგების მიხედვით).
კონფერენციის მასალები თეზისების სახით გამოქვეყნდება ორ ენაზე (ქართული, ინგლისური)
გამარჯვებულებს აკადემიის მედლებით დააჯილდოებს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი.
უმაღლესი სასწავლებლების თვითმმართველობებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ 15 – 20 სტუდენტის კანდიდატურა დასკვნით ღონისძიებაზე დასასწრებად.
ნაშრომის ელექტრონული ვარიანტი და საკონფერენციო პირობებში ჩამოთვლილი დოკუმენტები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელ. მისამართზე gelati.conference@yahoo.com

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ: (995)32 25 38 10

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა 25 თებერვალი
გისურვებთ წარმატებებს...

აკადემიის პრეზიდენტი – პროფ. მიხეილ ქურდიანი

აკადემიის მდივანი _ პროფ. მარიამ ცაცანაშვილი

www.ccigeo.site.ge


--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 07:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი