IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> გრიგოლ ფერაძე
Sotiris
პოსტი Jul 18 2007, 02:22 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



რაფიდზე ავტვირთე პოლონელი მღვდლის ჰენრიკ პაპროცკის მიერ დაწერილი გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფია (ფრანგულ ენაზე), რომელსაც თან ერთვის მამა გრიგოლის ნაშრომების ბიბლიოგრაფია. სტატიაში აგრეთვე დაბეჭდილია მისი რამდენიმე ფოტო, რომლებიც, ვფიქრობ, ხალხს დააინტერესებს. სტატია ქართული ვერსიებისგან განსხვავებით მეტი ინფორმატიულობით და სიზუსტით გამოირჩევა. საერთოდ გრიგოლ ფერაძის სიკვდილის სამი ვერსია არსებობს (მეტი დეტალებისთვის ნახეთ სტატია):

1) ვარშავის პავიაკის ციხიდან გადაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკ მაუთჰაუზენში, სადაც სიკვდილით დასაჯეს.
2) იგი ძაღლებს დააგლეჯინეს და დაწვეს (ეს ნახსენებია მიტროპოლიტ ბასილის ერთ წერილში).
3) აუშვიცის ბანაკში მრავალშვილიანი ოჯახის მამის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში.

პირველი ვერსია უსაფუძვლო უნდა იყოს (არცაა ცნობილი საიდან მომდინარეობს), რადგან ეწინააღმდეგება იგივე ოფიციალურ გერმანულ დოკუმენტებს, რომლებიც აუშვიცში სიკვდილის შესახებ საუბრობენ. აუშვიცის ვერსია კი არის ცხადი, მაგრამ დეტალები მაინც ბოლომდე გაურკვეველი რჩება. 1945 წ.-ს აუშვიცს გადარჩენილმა ერთმა პირმა (რომლის ვინაობის შესახებაც ახლა არაფერი ვიცით) პოლონეთის ეკლესიას მიაწოდა ზეპირი მოწმობა, რომ გრიგოლ ფერაძემ სხვა პატიმრების ნაცვლად შესთავაზა თავი დასასჯელად გერმანელებს. პაპროცკი წერს, რომ ჩატარებულ გამოკვლევებს ამ ვერსიის დასადასტურებლად ამ დღემდე არ გამოუღია შედეგი (მეორეს მხრივ პაპროცკი დარწმუნებულია, რომ მამა გრიგოლმა თავი გასწირა სხვებისთვის).


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Jul 18 2007, 09:28 AM
პოსტი #2


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



გრიგოლ ფერაძე:
IPB-ს სურათი


გრიგოლ ფერაძეზე დოკუმენტური ფილმი მაქვს ნანახი. ძალიან მომეწონა. თუ მეუფე ანდრიას ისევ აქვს რეზიდენციაში გამოვართმევ და ავტვირთAვ.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Jul 18 2007, 11:00 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



Sotiris
ქართულ ენაზე არ მოიძებნება ინტერნეტში გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფია smile.gif?


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2007, 11:34 AM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,641
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



http://www.georgianweb.com/language/geo/feradze.html


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ulvashi
პოსტი Jul 18 2007, 12:56 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



შეგიძლიათ იხილოთ "წმ. გრიგოლ ფერაძე სარწმუნოებისა და მოქალაქეობის შესახებ" ნუგზარ პაპუაშვილის ავტორობით
საინტერესო წიგნია
გაყიდვაშია თუა, არ ვიცი, მაგრამ ბიბლიოთეკებში იქნება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Jul 18 2007, 02:52 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



ლილიანა
წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე)
წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე 1899 წლის 13 აგვისტოს დაიბადა სიღნაღის მაზრის სოფელ ბაკურციხეში. მისი მამა რომანოზი მღვდელი იყო. გრიგოლმა დაწყებითი სასულიერო სასწავლებელი და სასულიერო სემინარია დაამრთავრა თბილისში 1918 წელს, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1921 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად. მალე ქართული მართლმადიდებლური ეკლეიის მიერ გაიგზავნა გერმანიაში, სადაც შემდგომში ღვთისმეტყველებას ეუფლებოდა. 1922-25 წლებში ბერლინის უნივერსიტეტში სწავლობდა თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს. 1925 წელს გადავიდა ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც იღრმავებდა რელიგიის საკითხებისა და აღმოსავლური ენების ცოდნას, მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ნაშრომისათვის - „სამონასტრო საწყისების საკითხები საქართველოში“. ამ დროიდან მოყოლებული ვიდრე 1927 წლამდე განაგრძობდა ღვთისმეტყველების შესწავლას - ლექციებს ისმენდა ლიოვაიანეს უნივერსიტეტში.

1927 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას ინგლისში, სადაც გაეცნო ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებში დაცულ ეკლესიის მამათა თხზულებების უძველეს ხელნაწერებს. 1927 წლის ივლისში იგი დაინიშნა ბონის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის თანამდებობაზე, სადაც დაევალა ლექციების კითხვა ძველ ქართულ და სომხურ ლიტერატურაზე. ლექციებს კითხულობდა 1932 წლამდე. ამავე წელს იგი მიიწვიეს ოქსფორდის ქართული ეკლესიის ისტორიის საკითხებზე ლექციების წასაკითხად. 1931 წელს ბერად აღიკვეცა, მღვდელ-მონაზონის ხარისხიც მიიღო და პარიზის ქართულ ეკლესიაში დაინიშნა მოძღვრად.

1932 წლიდან მის ცხოვრებაში ახალი პერიოდი დაიწყო - აირჩიეს მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის პროფესორად ვარშავაში.

მამა გრიგოლი ცხოვრების ძნელ წუთებში ხშირად იმეორებდა წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებს: „გმადლობ, უფალო, ყველაფრისათვის“.

ფერაძის უდიდესი ცოდნა შერწყმული იყო ღრმა რწმენასთან. მისი ლექციები განმსჭვალული იყო ეკლესიის მამების შემოქმედებითი სულით. ფიქრებით იგი ხშირად გადადიოდა იქ, სადაც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ისინი. მამა გრიგოლი ხშირად კითხულობდა მოხსენებებს სამეცნიერო კონფერენციებსა და ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში. მთელ თავის სახსრებს იგი ახმარდა სირია-პალესტინაში, საბერძნეთში, ბულგარეშთი, ავსტრიაში, რუმინეთში, იტალიასა და ინგლისში ქართული საეკლესიო ხელნაწერებისა და ქართული ეკლესიის ისტორიისათვის ცნობების მოძიებას. მისი შრომითა და ღვაწლით ბევრი ქართული ხელნაწერი იქნა აღმოჩენილი. ორი თვისება - შრომისმოყვარეობა და თავმდაბლობა ახასიათებდა მამა გრიგოლ ფერაძეს მთელი ცხოვრების მანძილზე.

ქართულმა საზოგადოებამ იშვიათი გამონაკლისის გარდა თითქმის არაფერი იცოდა მისი ნაშრომებისა და მოღვაწეობის შესახებ, არ იცოდა, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გატანილი საქართველოს ეკლესიის განძეულობა, როდესაც მას შენახვის ვადა გაუვიდა, ფაშისტების კონფისკაციას გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა. მან, როგორც ექსპერტმა, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, დასკვნაში აღნიშნა, რომ იგი არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენდა და მხოლოდ ეროვნული ღირებულება ჰქონდა; ქართულმა საზოგადოებამ არ იცოდა ისიც, რომ მისი დაარსებულია წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია პარიზში და სამრეველო ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“.

1942 წლის მაისში გრიგოლ ფერაძე ვარშავაში გესტაპომ დააპატიმრა. მის ბინაზე ჩატარდა ჩხრეკა, რის შედეგადაც გაქრა ის ძვირფასი ძველი ხელნაწერები, რომლებზეც იგი მუშაობდა, ასევე ძვირფასი საეკლესიო ნივთები, რომელთაც იგი თავისი მოგზაურობის დროს საქართველოში დასაბრუნებლად იძენდა.

დაპატიმრების უშუალო მიზეზი გახდა ის, რომ მამა გრიგოლი ეხმარებოდა და იფარებდა ფაშისტებისაგან დევნილ ებრაელებს თუ სხვა ეროვნების პიროვნებებს. გრიგოლ ფერაძე ჩასვეს პავიაკის ციხეში (ვარშავაში). საანკეტო ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ თავდაპირველად იგი მოხვდა VII განყოფილებაში, რომლის საკნები სარდაფში იყო მოთავსებული. იქ მან დაახლოებით 14 დღე დაჰყო. შემდეგ გადაიყვანეს პირველ სართულზე მოთავსებულ V, ე.წ. სატრანსპორტო განყოფილებაში, N 117 საკანში. 1942 წლის ოქტომბერში გადაიყვანეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. ოფიციალური გერმანული ცნობების თანახმად, გრიგოლ ფერაძე აღესრულა 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. ესაა ოსვენციმის ბანაკის ადმინისტრაციის მიერ 1942 წლის 30 დეკემბერს გაცემული ცნობა, ხოლო ოსვენციმში პოლონეთის იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლის ჩანაწერებში, რომელიც 1942 წლის დეკემბრის ამბებს შეეხება, აღნიშნულია: „ბანაკი ოსვენციმი. აქ გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი“.

გრიგოლ ფერაძის სიკვდილის გარემოებასთან ახლოს იყვნენ საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრები, რომლებიც გათავისუფლების შემდეგ, 1945 წელს, მოდიოდნენ ვარშავის საპატიმროში და მოჰქონდათ ამბავი გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივი აღსასრულისა. როგორც ირკვევა, არქმიანდრიტმა თავს იდო სხვისი დანაშაული, რის გამოც გაზის კამერაში მოაკვდინეს.

წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2001 წ.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 19 2007, 06:06 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(catherina_10 @ Jul 18 2007, 02:52 PM) *

წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2001 წ.


ისე სწორედ ამ ქართულ ვერსიას ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი, რომ პაპროცკის სტატია მეტი ინფორმატიულობით და სიზუსტით გამოირჩევა. მაგალითისთვის ქართული ვერსიაში არაფერია ნათქვამი მამა გრიგოლის ეკუმენური ხასიათის ორგანიზაციებში წევრობის შესახებ, არადა იგი იყო წევრი:

1) რწმენა და წესრიგის მოძრაობის კომისიისა
2) ეკლესიათა შორის მეგობრული თანამშრომლობის მსოფლიო ალიანსის პოლონური განყოფილებისა
3) პრაქტიკული ქრისტიანობის (სტოკჰოლმის მოძრაობის) პოლონური განყოფილებისა
4) ანგლიკანური და აღმოსავლური ეკლესიების საზოგადოებისა

აქვე ვდებ სტატიიდან ამოჭრილ ფოტოებს:

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ამათ გარდა ინტერნეტში კიდევ ორი ფოტო ვნახე:

მამა გრიგოლი სტუდენტებთან ერთად

IPB-ს სურათი

უცნობი წარმომავლობის ფოტო

IPB-ს სურათი


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 21 2007, 01:39 AM
პოსტი #8


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



გაუმარჯოს ეკუმენისტ წმინდანებს!!!


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 21 2007, 01:50 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



Sotirisპაპრპროტცკიმ კი დაწერა მასე, მაგრამ რამდენად სარწმუნოა მისი ნაწერი?ან ვინ არის ხსენებული მღვდელი?მართლმადიდებელი? თუ კათოლიკე?თუ ბოლო მაშინ გასაგებია


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 21 2007, 08:50 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(abo @ Jul 21 2007, 01:50 AM) *

Sotirisპაპრპროტცკიმ კი დაწერა მასე, მაგრამ რამდენად სარწმუნოა მისი ნაწერი?ან ვინ არის ხსენებული მღვდელი?მართლმადიდებელი? თუ კათოლიკე?თუ ბოლო მაშინ გასაგებია


პაპროცკი არის პოლონელი მართლმადიდებელი მღვდელი, პოლონეთის ეკლესიის მღვდელმსახური. რაც შეეხება მამა გრიგოლის ეკუმენური ხასიათის ორგანიზაციებში წევრობას, ეს ძალიან ადვილი გადასამოწმებელია და საკვირველი ისაა, ვინმეში რომ ეჭვს იწვევს. მაგალითად იგი იყო მონაწილე 1927 წ.-ს ლოზანაში გამართული მსოფლიო კონფერენციისა რწმენისა და წესრიგის შესახებ: ამას ეძღვნება მისი პუპლიკაციები: Die Weltkonferenz in Lausanne fuer Glauben und Kirchenverfassung და Rede Dr Gregor Peradses (Georgische Kirche) auf der Konferenz zu Lausanne, რომლებიც ჟურნალ Der Orient-ში გამოქვეყნდა და რომლებიც პაპროცკის პატიოსნად აქვს მითითებული მამა გრიგოლის ბიბლიოგრაფიაში.

მე ის მიკვირს, რომ ხალხი უკრიტიკოდ ღებულობს ასეთ ფაქტებს:

ციტატა
ქართულმა საზოგადოებამ იშვიათი გამონაკლისის გარდა თითქმის არაფერი იცოდა მისი ნაშრომებისა და მოღვაწეობის შესახებ, არ იცოდა, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გატანილი საქართველოს ეკლესიის განძეულობა, როდესაც მას შენახვის ვადა გაუვიდა, ფაშისტების კონფისკაციას გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა. მან, როგორც ექსპერტმა, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, დასკვნაში აღნიშნა, რომ იგი არავითარ მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენდა და მხოლოდ ეროვნული ღირებულება ჰქონდა;


ამით ისე გამოდის, თითქოს ნაცისტურ (!) გერმანიაში განძის ბედზე აზრი კითხეს უცხოელ (!) ექსპერტს და დაეთანხმენ მის აზრს, რომ მას ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა არა აქვს. და ეს მაშინ, როდესაც უბრალოდ რომ გადაედნოთ ან ძვირფასი თვლები შემოეძარცვათ, დიდძალი ღირების მატერიალური შენამატი იქნებოდა, არაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს ნადირობა ჰქონდათ გაჩაღებული ჩვენს განძზე (ე.ი. ფასეულობას ხვდებოდნენ როგორღაც, არა?) და რომ თვითონ გერმანიაში საკმარისად ჰყავდათ აღმოსავლეთმცოდნეები, რომ როგორმე ფასეულობას მიმხვდარიყვნენ. სიმართლე რომც იყოს, არარეალურად ჟღერს რაღაც, მაგრამ აი ამ ფაქტს რატომღაც ხალხი უკრიტიკოდ, შესაფერისი დოკუმენტაციის ნახვის გარეშე ღებულობს.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jul 21 2007, 10:41 PM
პოსტი #11


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



გრიგოლ ფერაძე უდიდესი წმინდაინია.. მან თავი გასწირი სხვისი სიცოცხლის გამო.. ეს ყველაზე ვფიქრობ ეს ყველაზე დიდი ღვწლია უფლის წინაშე... wub.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Jan 23 2008, 01:52 AM
პოსტი #12


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



კარგი იქნება,თუ კიდევ უფრო ბევრ, ღირსი მამის, გრიგოლ ფერაძის ღვაწლს გავეცნობით. დიდად დამაინტერესა, მის მიერ განხორციელებულმა საკმეებმა.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 23 2008, 05:15 AM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რაფიდზე ავტვირთე პოლონელი მღვდლის ჰენრიკ პაპროცკის მიერ დაწერილი გრიგოლ ფერაძის ბიოგრაფია (ფრანგულ ენაზე),



ვთხოვ ფორუმელებს ვინმეს თუ აქვს ეს წიგნი, დადოს ბიბლიოთეკაში, ეს ფაილი უკვე აღარ იხსნება, მოძველდა...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2016, 09:20 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,641
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩემი შემწე... ჩემი უსაყვარლესი წმინდანი... wub.gif wub.gif wub.gif


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 28 2016, 10:08 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,641
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იარაღად მე ხელში ლოცვები მიჭირავს, სხვა არანაირი იარაღი არ გამაჩნია და არც მჭირდება".


/წმ. გრიგოლ ფერაძე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 30 2017, 03:42 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,641
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ოღონდ სოფელ ბაკურციხეში, 10 სექტემბერს წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. პოლონურმა დელეგაციამ სახლ-მუზეუმს მემორიალური დაფა გადასცა. ცერემონიაში მონაწილეობდნენ წმინდა გირგოლ ფერაძის შთამომავლები, პოლონეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, მეცნიერები და დაინტერესებული საზოგადოება".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2017, გვ.18/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st May 2018 - 05:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი