თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ ცეკვის შესახებ

პოსტის ავტორი: aamirani თარიღი: Jan 17 2012, 04:37 PM

მმმ

პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Jan 17 2012, 04:53 PM

ანუ ყველანაირი ცეკვა ცოდვაა? huh.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 17 2012, 04:58 PM

არა... არ ვეთანხმები რომ ცეკვა ცუდია : )


პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Jan 17 2012, 05:01 PM

ციტატა
არა... არ ვეთანხმები რომ ცეკვა ცუდია : )


არც მე! ცეკვას გააჩნია ოღონდ!

ჭიპხახუნა ცოდვაა! biggrin.gif

პოსტის ავტორი: aamirani თარიღი: Jan 17 2012, 05:27 PM

წმინდა მამებს ეგრე უწერიათ რომ ყველანაირი ცეკვა ცოდვაა

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Jan 17 2012, 05:34 PM

ჩემთვის ერთ სექტაში ნანახი ცეკვაც ცოდვაა tongue.gif

პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Jan 17 2012, 05:39 PM

aamirani

ციტატა
წმინდა მამებს ეგრე უწერიათ რომ ყველანაირი ცეკვა ცოდვაა


მგონი სადღაც წავიკითხე ძველ აღთქმაში, რომ უფალს უნდა ვადიდებდეთ ცეკვითაც და გალობითაც. ზუსტად არ მახსოვს, შეუიძლება ცეკვა არც ეწერა...

პოსტის ავტორი: aamirani თარიღი: Jan 17 2012, 06:13 PM

ცცც

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 17 2012, 07:19 PM

შენთვის იყოს, მე თავი დამანებეთ... მე ვიცი ზოგადად რა არის ცუდი და რა კარგი, როგორმე ვარჩევ

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 17 2012, 09:04 PM

aamirani

ციტატა
წმინდა მამებს ეგრე უწერიათ რომ ყველანაირი ცეკვა ცოდვაა


ოხ ეს წმინდა მამები biggrin.gif biggrin.gif ისინი რომ არ გვყავდეს რა გვეშველებოდა.

სექტანტობაა ისიც, როდესაც წმინდა მამათა ციტატები, ვთქვათ IV, V, VI, VII ... საუკუნეების მოღვაწეებისა, მოგვაქვს დღეს და ვარგებთ მას დღევანდელობას, ამ დროს კი არ ვითვალისწინებთ რა დროს წარმოითქვა ის, ვის მისამართით, სად და ა.შ. მამებს იმიტომ არ უმოღვაწევიათ და იმიტომ არ გამოუთქვამთ ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ როგორც გვინდა ისე ვატრიალოთ დღეს.

ის, რომ ქართული ცეკვა (არა მხოლოდ), მარტივად, რომ ვთქვათ ცოდვა არაა, ამას ზედმეტი სჯა-ბაასი არ ჭირდება და რომ ადრეულ მამათა (განსაკუთრებით იოანე ოქროპირის) გამონათქვამების დღეს გამოყენება და თქმა რომ ყველანაირი ცეკვა ცოდვაა, პირდაპირ ვიტყვი, უვიცობაა. ქართველმა ადამიანმა ქართულ ცეკვაში თავისი არსი ჩადო (ამას თითოეული ცეკვის შინაარსი ცხადყოფს) ეს ფაქტია. ხოდა ნუ შევადარებთ უაზრო მანჭვა-გრეხას და ქართულ (და არა მარტო ქართულ) ცეკვას.

ცოტა ჯანსაღი აზროვნება არ გვაწყენდა. როგორ შეიძლება IV-V საუკუნეების გამონათქვამებით ვიმსჯელოთ XIX-XX საუკუნეების მოვლენაზე.

პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Jan 17 2012, 09:11 PM

afxazi

ვახ, როგორ მომნატრებია შენი გამართული და თითქმის ამომწურავი პოსტები! smile.gif


იქ ყოველი სიტყვა ლექსია და ყოველი მოძრაობა ცეკვაა...

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Jan 17 2012, 09:16 PM

http://www.youtube.com/watch?v=0UPgxr8RrMg&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=K6l_abHdvm8&feature=related

afxazi

ციტატა
ის, რომ ქართული ცეკვა (არა მხოლოდ), მარტივად, რომ ვთქვათ ცოდვა არაა, ამას ზედმეტი სჯა-ბაასი არ ჭირდება


სხვათა შორის, წავაწყდი ერთი-ორ შემთხვევას, რომ მშობელი სწორედ მაგ მიზეზით არ ასწავლიდა ბავშვებს ცეკვას.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 17 2012, 09:18 PM

აბდალა

biggrin.gif biggrin.gif

georgios

ეს ვიდეოები რატომ დადე?

ციტატა
სხვათა შორის, წავაწყდი ერთი-ორ შემთხვევას, რომ მშობელი სწორედ მაგ მიზეზით არ ასწავლიდა ბავშვებს ცეკვას.


ვიცი, გამიგია. ეს, ვფიქრობ, ფანატიზმია.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Jan 17 2012, 09:29 PM

afxazi

ციტატა
ეს ვიდეოები რატომ დადე?


თბილისის ფორუმზე იდო იგივე თემაში და გამახსენდა, დავდე აქაც.

ციტატა
ვიცი, გამიგია. ეს, ვფიქრობ, ფანატიზმია.


ki.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 17 2012, 09:31 PM

georgios

ციტატა
თბილისის ფორუმზე იდო იგივე თემაში და გამახსენდა, დავდე აქაც.


მხოლოდ ამიტომ? biggrin.gif biggrin.gif

ეს არ არის კარგი მოვლენა, თუ, რა თქმა უნდა, მართლა სასულიერო პირები არიან.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Jan 17 2012, 09:34 PM

afxazi

ციტატა
მხოლოდ ამიტომ? ეს არ არის კარგი მოვლენა, თუ, რა თქმა უნდა, მართლა სასულიერო პირები არიან.


ჰო, რა ვიცი, ფორუმზე დიდი რეზონანსი ჰქონდა, ალბათ მნიშვნელოვანი რამეა. smile.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Jan 17 2012, 09:51 PM

QUOTE(georgios @ Jan 17 2012, 09:16 PM) *

http://www.youtube.com/watch?v=0UPgxr8RrMg&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=K6l_abHdvm8&feature=related

afxazi
სხვათა შორის, წავაწყდი ერთი-ორ შემთხვევას, რომ მშობელი სწორედ მაგ მიზეზით არ ასწავლიდა ბავშვებს ცეკვას.

laugh.gif ვაიმეე ჩავბჟირდი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 18 2012, 01:20 AM

ციტატა

ოხ ეს წმინდა მამები biggrin.gif biggrin.gif ისინი რომ არ გვყავდეს რა გვეშველებოდა.

ვამბობ რა...
უშენოდ ფორუმი----,,ვსადნიკ ბეზ გალავი"
(ისე წელს სასულიეროში ცეკვაზე მამა დავით ისაკაძის მრევლის წევრემა რა ამბავი ატეხეს ლექციის დროს ქე გეცოდინებათ...) biggrin.gif

ისე ძანეტი აკლია ამ თემას...სად ხარ მეგობარო? kiss1.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Jan 18 2012, 01:21 AM

A.V.M

ციტატა
(ისე წელს სასულიეროში ცეკვაზე ისაკაძისტებმა რა ამბავი ატეხეს ლექციის დროს ქე გეცოდინებათ...)


და რა ამბავი იყო ასატეხი მაგ საკითხზე?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 18 2012, 01:23 AM

ციტატა

და რა ამბავი იყო ასატეხი მაგ საკითხზე?

ლექციის დროს ხმამაღალი კამათი,კარის გაჯახუნება და ...
ნუ არ ღირს ეხლა...

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Jan 18 2012, 01:24 AM

A.V.M

ციტატა
ლექციის დროს ყვირილი,კარის გაჯახუნება და ...ნუ არ ღირს ეხლა...


ზოგად "შტრიხებში" წარმოვიდგინე. a075.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 18 2012, 12:28 PM

afxazi
ამ დახავსებულ ფორუმზე ოქროსავით ანათებ biggrin.gif

ეხლა უნდა გიმღერო:

"მზეო ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა, სიცივეს კაცი მოუკლავს, საწყალი აგერ გორავსა"

მოდი და მოგვიტანე ქრისტეს სიტყვა kiss1.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Jan 18 2012, 12:31 PM

http://smajliki.ru/smilie-882114087.html
biggrin.gif
ამას მაგონებთ

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jan 18 2012, 02:32 PM

მამა გიორგი ბასილაძემ გასცა კარგი პასუხი იმ სასულიერო პირებს, რომლებიც სულიერ შვილებს ქართულ ცეკვებზე სიარულს უკრძალავენ.

პოსტის ავტორი: aamirani თარიღი: Jan 20 2012, 12:23 PM

სს

პოსტის ავტორი: aamirani თარიღი: Jan 20 2012, 12:56 PM

ლლლ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 20 2012, 06:19 PM

ციტატა
ეს შენ თქვი afxazi და აბა კარგად დაფიქრდი რას იძახი? ოქროპირის გამოთქმები,

ეხლა შენ დაფიქრდი ჩემო ამირან.ახალი ხარ ფორუმზე და არ იცი სენატის თავმჯდომარის შესახებ.
მეეჭვება ფორუმზე სხვა ვინმე იყოს ვინც მასსავითაა გაცნობიერებული მამათა დარიგრბებში.განსაკუთრებით იოანე ოქროპირის...

აფხაზი თავად გეტყვის თავისას და ჩემზე კარგად დაგისაბუთებს თუ რატომაც.მის საქმეში არ ვერევი.
უბრალოდ მეგობრულად გეუბნევი,რომ მაგ საკითხზე აფხაზის ეგრე მოხსენიერბა არაა კარგი...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jan 20 2012, 06:51 PM

A.V.M

ციტატა
უბრალოდ მეგობრულად გეუბნევი,რომ მაგ საკითხზე აფხაზის ეგრე მოხსენიერბა არაა კარგი...

თორე დასჯის, არა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: realoba თარიღი: Jan 20 2012, 07:03 PM

ციტატა(aamirani @ Jan 20 2012, 12:56 PM) *

სექტანტობაა ისიც, როდესაც წმინდა მამათა ციტატები, ვთქვათ IV, V, VI, VII ... საუკუნეების მოღვაწეებისა, მოგვაქვს დღეს და ვარგებთ მას დღევანდელობას, ამ დროს კი არ ვითვალისწინებთ რა დროს წარმოითქვა ის, ვის მისამართით, სად და ა.შ. მამებს იმიტომ არ უმოღვაწევიათ და იმიტომ არ გამოუთქვამთ ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ როგორც გვინდა ისე ვატრიალოთ დღეს. ესეც შენი ნათქვამია afxazi....რახან ეგრე ფიქრობ შენ რომ ოქროპირის, ბასილი დიდის, გრიგოლი ღვთის მეტყველის, დამასკელის და კიდევ უამრავი წმინდა მამების ჭეშმარიტი სწავლებები და ციტატები სექტანტობაა და ღდეს-ღდეობით არუნდა გავითვალისწინოთ რომ ისინი ძველად წარმოითქვა და ღდეს 21-ე საუკუნეა ამაში ძალიან ცდები

ასეა.. არც მე ვეთანხმები იმას, რომ ცეკვა ღვთისთვის სათნო იყოს.. ქრისტიანი ისაა ვინც ქრისტეს ბაძავს და რასაც აკეთებს ფიქრობს ამ შემთხვევაში უფალი როგორ მოიქცეოდა.. თუ ვინმეს გონია რომ, უფალი იცეკვებდა იცეკვოს ბატონო.. ცეკვა გართობაა და გართობა კი ვიცით რაცაა.. ტაშ-ფანდურით არამგონია გმერთთან მივიდეთ,,.. რა არი ეროვნული არა ისა ცეკვა ცეკვაა.. პატივმოყვარეობა და კიდე... რატო უნდა ვიცეკვო? ვის ვაძლევ ამით სარგებელს?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jan 20 2012, 07:06 PM

ეს გამაგებინეთ, რატომ ხარშავთ ყველანაირი ცეკვის სახეობის ერთ ქვაბში?

დავიჯერ, ვერ გაგირჩევიათ ერთმანეთისაგან სტრიპტიზი და ქართული ეროვნული ცეკვები?

ცეკვა სიხარულის გამოხატულებაა და თუ ეს ზედმეტებში არ გადადის, რა პრობლემას ხედავთ?

ბიბლიურმა დავითმაც იცეკვა, როცა მის ქალაქში სჯულის კიდობანი შეაბრძანეს; რა მოხდა მერე?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 20 2012, 07:13 PM

ციტატა
თორე დასჯის, არა?

დასჯა რა შუაშია.
უბრალოდ პოლემიკაში შემოვა აფხაზი.(მიუხედავად იმისა რომ არ უყვარსს)და არ იქნება ეს სასიამოვნო ამირანისთვის.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jan 20 2012, 07:59 PM

aamirani

ციტატა
ოხ ეს წმინდა მამებიო? მართლა რომ არ გვყოლოდა დავიღუპებოდით და მგონი წმინდანების ესე მოხსენება არ შეიძლება და რაც შეეხება ამას როგორ შეიდძლება IV-V საუკუნეების გამონათქვამებით ვიმსჯელოთო ცოდვა არ ცოდვა და მას საუკუნეები ვერ განკურნავენ..ცოდვა საყოველთაო რომ გახდეს ის მაინც ცოდვაა და ჩვენი უბედურება სწორედ იმაშია რომ XIX-XX საუკუნეებს რომ ვუყურებთ და არა ჩვენ სულიერ მდგომარეობას


ორიოდე სიტყვით "ახსნა-განმარტებას" დავწერ და მერე თემის შესახებაც ვიტყვი ორიოდ სიტყვას. ჩემი გამონათქვამი:

ციტატა
ოხ ეს წმინდა მამები biggrin.gif biggrin.gif ისინი რომ არ გვყავდეს რა გვეშველებოდა.


მიმართული იყო იმ მავნე ჩვეულების წინააღმდეგ, რაც სამწუხაროდ დღეს ასე გავრცელებულია ხალხში. კერძოდ, რომელიმე საკითხზე მსჯელობისას მოაქვთ მამათა გამონათქვამი, რომელიც საერთოდ არ ეხება საკითხს, და ცდილობენ როგორმე დაუკავშირონ ეს ციტატა საკუთარ შეხედულებებს და ამით დაამტკიცონ საკუთარი სიმართლე.

ერთ მაგალითს მოვიტან ეკლესიის ისტორიიდან. იყო ასეთი მოღვაწე, უდიდესი მამა და წმინდანი დიონისე ალექსანდრიელი, რომელიც III ს-ში მოღვაწეობდა. IV ს-ში, როდესაც არიანელები გამოვიდნენ ასპარეზზე, მათ დაიწყეს პატრისტიკული ციტატების მოძიება საკუთარი მავნე და ცრუ სწავლების გასამყარებლად. და ერთ-ერთი ციტატა მათ მოიძიეს სწორედ დიონისე ალექსანდრიელთან, რომელიც მათი თქმით პირდაპირ წერდა იმის შესახებ, რომ ქრისტე ქმნილებაა. ციტატა მოქონდათ და თითქოს ყველაფერი ცხადი იყო. მაგრამ წმ. ათანასე ალექსანდრიელმა ამხილა ისინი ამ სიცრუეში, სრულად მოიტანა ის კონტექსტი, საიდანაც ციტატა მოქონდათ არიანელებს და ყველაფერი ცხადი გახადა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ იგივე არიანელები ერთმანეთს თანალუკიანელებს უწოდებდნენ (მიიჩნევდნენ რომ საკუთარი მოძღვრება წმ. ლუკიანე ანტიოქიელისგან ისახსოვრეს). მრავალი ასეთი მაგალითის მოტანა შეიძლება. მაგალითად ხატმებრძოლთა წინააღმდეგ გამართულ VII მს. კრებაზე, როდესაც მწვალებლებს საშუალება მიეცათ საკუთარი სათქმელი ეთქვათ, არაერთი ციტატა მოიტანეს სხვადასხვა წმ. მამებისა, რომ თითქოს ისინი ხატებს გმობდნენ. მაგრამ გამოკვლევამ ცხადყო, რომ ეს ციტატები არა ხატებს, არამედ კერპებს ეხებოდა.

ერთი სიტყვით მე იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ესა თუ ის ციტატა მოგვაქვს, აუცილებელია გავითვალისწინოთ ის თუ რომელი ნაშრომიდან მოგვაქვს ციტატა, ვის მიერმართება ეს ნაშრომი, როდის დაიწერა, რატომ დაიწერა და ა.შ.


რაც შეეხება ცეკვას. პირადი გამოცდილებით რაც ვიცი, ცოდვად თვლიან შემდეგ მოვლენას. მანდილოსანი ცეკვავს (ქალებზე აქვთ განსაკუთრებით აქცენტი), გარკვეულ მოძრაობებს ასრულებს და ამით (ჰოი საოცრებავ) აცთუნებს მამაკაცს. ეს გასაგებია და გარკვეული კუთხით ეს მართალიცაა, რადგან ის რაც ჰეროდეს თვალწინ აღასრულეს, ეს იყო გარყვნილება და მეტი არაფერი. გარყვნილება იყო ისიც, რასაც ეძღვნებოდა ადრეულ მამათა ციტატები, ანუ წარმართთა უაზრო მოძრაობებს, რასაც თან ერთვოდა სხეულის სიშიშვლე. არა მხოლოდ ცეკვა, არამედ სიარულიც კი მავნე ზეგავლენის გამომწვევია (ვგულისხმობ გამომწვევად ჩაცმულობას). ამიტომ საქმე იმაში კი არაა, რომ ნებისმიერი ცეკვა ცოდვაა (ჯერ ცოდვის არსი უნდა ვიცოდეთ მაინც რა არის), არამედ იმაში თუ რა მოძრაობა სრულდება და როგორ სრულდება. ამიტომ სახარებაში ამგვარი მოძრაობების შესახებ გამოყენებულია ტერმინი "როკვა", რადგან ეს არ არის ცეკვა, არამედ უაზრო მოძრაობების შესრულება, რასაც თან ახლავს სხეულის სიშიშვლე და რაც საბოლოო ჯამში გამომწვევია უარყოფითი განწყობისა.

ეხლა მითხარით ვის დაგმართნიათ ამგვარი უარყოფითი განწყობა ქართული ცეკვის რომელიმე სახებიდან? თუ დაგმართნიათ მაშ საქმე ცუდადაა.

და თუ ქართული ცეკვა ცოდვაა, მაშინ გამოდის, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში მრავალი წლის წინ საფუძველი ჩაეყარა უდიდეს ცოდვას და აგერ ამდენი წელია მთელი მოსახლეობა აღფრთოვანებული შეჰყურებს "ცოდვის ზეიმს" და არავის, არცერთ მოღვაწეს არ გასჩენია აზრი იმის შესახებ, რომ მხილებით გამოსულიყო ხალხის წინაშე.

მე იმას ვამბობ, რომ არ შეიძლება იოანე ოქროპირის გამონათქვამი წარმართული როკვის შესახებ, მივუსადაგოდ თანამედროვე ქართულ ხალხურ ცეკვას. ეს შეცდომაა, ეს არ შეიძლება.


ციტატა
რა არი ეროვნული არა ისა ცეკვა ცეკვაა..


და შენ პრეტენზია გაქვს იმისა რომ სარწმუნოება გესმის?


და ქართული სიმღერის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, ისიც ცოდვაა? ეგეც ხომ გართობაა თქვენი აზრით?

და საერთოდ ცოდვა რა არის გესმით?

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jan 20 2012, 08:39 PM

aamirani

ციტატა
მღვდელი ვახტანგი (დავითაშვილი)



ეგ ვახტანგი ისევ ებლატავება ჟარგონებით პოლიციელებს? "სროკი" რამდენია ფანჯარა რომ ჩავამტვრიოვო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

http://www.youtube.com/watch?v=3oqlGw9-uSo


მმკ-ს აქტივისტია ეგ მამა ვახტანგი, და ნუ გიკვირთ მისი იდეოლოგია


პ.ს. მმკ–ს აქტივისტებმა 'გააპრავეს" მამა ვახტანგის ჟარგონული ბლატნოი მიმართვები, ნასვამი იყოვო და.... user.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Jan 20 2012, 08:46 PM

afxazi

ციტატა
და ქართული სიმღერის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, ისიც ცოდვაა?


yes.gif yes.gif yes.gif

წარმართულები მაგენი. tongue.gif

პოსტის ავტორი: aamirani თარიღი: Jan 20 2012, 09:55 PM

კკკ

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jan 20 2012, 10:01 PM

aamirani

ციტატა
ნუთუ ჩვენ ენა მოგვიტრიალდება მღვდლების წინააღმდეგ? ჩვენ, რომლებსაც ძმების განკითხვის ნებაც კი არა გვაქვს.
როცა უკეთურად ვახსენებთ მღვდლებს, ამით მათ ვერაფერს ვავნებთ, არა მარტო მაშინ, როცა ვცრუობთ, არამედ მაშინაც, როცა სიმართლეს ვამბობთ - ასევე ფარისეველმა ვერაფერი ავნო მეზვერეს, არამედ სარგებელი მოუტანა მას, თუმცა სიმართლეს ამბობდა მასზე - ჩვენ საკუთარ თავს ვაგდებთ უკიდურეს განსაცდელში - ასევე ფარისეველმა მახვილი ჩაირტყა და სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.

წმინდა იოანე ოქროპირი



"შურის ყოველისშთანმთქმელ ცეცხლს მოუცავს მღვდლები. როგორც ტირანს ეშინია თავისი მცველების, ასევე მღვდელსაც ყველაზე მეტად ახლობლებისა და მსახურების ეშინია, რადგან არავინ ელტვის მის ძალაუფლებას და ისე არავინ იცნობს მის საქმეებს, როგორც ისინი"
"მღვდლებად აკურთხებენ ვიღაც უვიცებს და მათ ადგენენ იმ საგანძურის, მონაპოვრის ზედამხედველად რომლისთვისაც ძე ღვთისამ თავისი სისხლი დაღვარა"

წმ. ილარიონ პიქტავიელი


ჩვენს ერს მღვდელი არა ჰყავს. ის მღვდლები, რომელნიც არიან, იმისთანა ყოფაში არიან, რომ მარტო ლუკმა პურის ძებნაში აღამებენ თავიანთ დღესა და ერის სასულიერო საქმისათვის ვეღარ იცლიან. ერი ვეღარ გასვლია მღვდლის ხარჯსა, რომელიც მით უფრო ემძიმება ერს, რომ განურკვეველია, განუსაზღვრელი... ამას უსათუოდ წამალი რამ უნდა დაედოს, თორემ ერს ლამის ქანცი გაუწყდეს.

წმინდა ილია ჭავჭავაძე

––––––––––––––––––––––


შენ გინდა რომ აქ ყველამ მამა ვახტანგის ნაბოდვარს დავუჯეროთ? რომელიც კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატებით გმობს ცეკვას?

ქართული სამხმიანი გალობა არ მოგწონთ და არ გინდათ, ეხლა ქართულ ტრადიციულ ფოლკლორსაც მიადექით? ერის საგანძურს–ქართულ ნაციონალურ ცეკვასაც გმობთ და "სროკზე" და "ფანჯრების ჩამტვრევის" მაგალითებს გვაძლევთ და მოძველბიჭო და ექსტრემისტი მღვდელი მოძღვრავს იმას რომ ქართული ნაციონალური ცეკვა თურმე ცოდვაა???



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: aamirani თარიღი: Jan 20 2012, 10:08 PM

განკითხვა მძიმე ცოდვაა.
ერთი ბერი არც მარხვით, არც ლოცვით და არც რომელიმე სხვა სათნოებით არ გამოირჩეოდა, არამედ სრულიად უდები ცხოვრებით ცხოვრობდა. დადგა ამ სოფლიდან მისი გასვლის დრო. მონასტრის ძმები გაკვირვებულნი იყვნენ, როდესაც იხილეს, რომ ეს უდარდელი ბერი არათუ განიცდიდა აღსასრულის მოახლოებას, არამედ მშვიდად ეგებებოდა მარადიულ ცხოვრებას და ღმერთს ადიდებდა.
-რატომ ხარ ასეთი გულმხიარული, შენ ხომ უფლის სამსჯავროზე უნდა წარსდგე? - ეკითხებოდნენ ისინი - ჩვენ ვიცით შენი ცხოვრება და არ გვესმის შენი ასეთი გულგრილობა. განმტკიცდი ქრისტეს მადლით და ჩვენც გვიამბე, რათა ვადიდოთ უფალი და მისი კაცთმოყვარეობა.
მაშინ მომაკვდავმა სარეცელიდან თავი წამოსწია და უთხრა:
-ძმანო და მამანო, მართალია, უზრუნველად ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა, როცა მთელი ჩემი ცხოვრება უფლის ანგელოზებმა წიგნივით წინ გადამიშალეს, გულწრფელად ვაღიარე ცოდვები და საშინელ სასჯელს ველოდი; მაგრამ ანგელოზებმა მითხრეს: "მიუხედავად უდებებისა, შენ არასოდეს განიკითხავდი ადამიანებს და ყველას მიმართ მიმტევებელი იყავი!" ამ სიტყვების შემდეგ მათ ჩემი ცოდვების ფურცელი დახიეს. აი, ეს არის ჩემი სიხარულის მიზეზი.
ამის თქმა დაასრულა და მშვიდობით მიიცვალა უფლისა მიმართ

განკითხვა კვლავ განმკითხველს უბრუნდება.

გაფრთხილდი, არ განიკითხო. რადგან ამის გამო ღმერთი უშვებს და მადლი მიდის და გტოვებს უფალი, რომ დაეცე, დამდაბლდე, დაინახო საკუთარი შეცდომები.იოსებ ათონელი

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jan 20 2012, 11:27 PM

aamirani

ვისი მრევლი ხარ, ძამიკო?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 21 2012, 12:42 AM

მიუხედავად იმისა რომ ისაკაძისტებს არ ვეთანხმებაი უმეტესობაში.(რა თქმა უნდა არც ცეკვის შესახებ)
მაინც არ ვთვლი სწორად სასულიერო პირის განკითხვას,ვინც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს.
შეუნდოს ღმერთმა ყველას,არაა ჩემი საქმე ვინ რას აკეთებს.
მაგრამ როდესაც ეროვნულობის დაცვაზე მიდგება საქმე რა თქმა უნდა ყველანაირად შევეცდები,მაქსიმალურად ზომიერად მოვახერხო ეს...

პოსტის ავტორი: aamirani თარიღი: Jan 21 2012, 11:39 AM

ჰჯჰ

პოსტის ავტორი: aamirani თარიღი: Jan 21 2012, 11:52 AM

აწ

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Jan 21 2012, 01:39 PM

ჰე ეხლა მორჩით კამათს და ყველანი ვცეკვაააავთ
I Like To Move It, Move It
http://www.youtube.com/watch?v=a91pJDut50E

ეს მოგწონთ ალბათ ხო?
რადიკალისტებო თქვენა თქვე რადიკალისტებოო !! biggrin.gif

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jan 21 2012, 05:07 PM

ცეკვავს მღვდელი, ბერძენი მართლმადიდებელი

http://www.youtube.com/watch?v=K6l_abHdvm8&feature=player_embedded


ბერძენი მღვდლების ცეკვა

http://www.youtube.com/watch?v=0UPgxr8RrMg&feature=player_embedded


პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Jan 21 2012, 05:14 PM

QUOTE(benediqt @ Jan 21 2012, 05:07 PM) *

ცეკვავს მღვდელი, ბერძენი მართლმადიდებელი

http://www.youtube.com/watch?v=K6l_abHdvm8&feature=player_embedded
ბერძენი მღვდლების ცეკვა

http://www.youtube.com/watch?v=0UPgxr8RrMg&feature=player_embedded

ანუ ხალხურები და ეგ ტანცები ერთი და იგივე პონტში გაგყავს თუ უბრალოდ გვეღადავები?

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jan 21 2012, 05:42 PM

karpaki

ციტატა
ანუ ხალხურები და ეგ ტანცები ერთი და იგივე პონტში გაგყავს



ეგ ბერძნებისთვის ხალხურია, ანუ ისინი როგორც თავიანთ ფოლკლორს ისე ცეკვავენ....
მაგრამ ფაქტია ის, რომ თავად მღვდლები ცეკვავენ, აქ კიდე იუზერი ამბობს რომ ყველანაიცი ცეკვა დაგმობილიაო, მაგრამ კონკრეტული ფაქტი ვერ მოიყვანა ვინ დაგმო ქართული ნაციონალური ცეკვა, ან თუნდაც ბერძნული ტრადიციული ცეკვა biggrin.gif

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Jan 21 2012, 06:05 PM

QUOTE(benediqt @ Jan 21 2012, 05:42 PM) *

karpaki
ეგ ბერძნებისთვის ხალხურია, ანუ ისინი როგორც თავიანთ ფოლკლორს ისე ცეკვავენ....
მაგრამ ფაქტია ის, რომ თავად მღვდლები ცეკვავენ, აქ კიდე იუზერი ამბობს რომ ყველანაიცი ცეკვა დაგმობილიაო, მაგრამ კონკრეტული ფაქტი ვერ მოიყვანა ვინ დაგმო ქართული ნაციონალური ცეკვა, ან თუნდაც ბერძნული ტრადიციული ცეკვა biggrin.gif

მე კი ის ვერსად დავინახე ვინც ამას გიმტკიცებს შენ რომ რამეს გმობენ smile.gif
უკანალში წიხლების რტყმა და ნაციონალური ცეკვები ერთიდაიგივე არაა და რატომღაც ასე მგონია რომ შენ კამათი გინდა და აიგივებ
რაღაცაზე ხომ უნდა აკამათო ხალხი smile.gif))))))
მე მგონი გასაგებია რასაც ამბობ მღვდელი ირტყამს წიხლებს
კიდევ ბევრ რამეს აკეთებს მღვდელი
და თუ ვირი წიხლებს ირტყმევინება მის პატრონს სჯი შენ ხო?
მე მგონი სწორად მიგიხვდი საითაც უმიზნებ და არაა ეგ კარგი
შეფარულად ის წერს და ის ლაპარაკობს ვისაც პირდაპირ ლაპარაკის გამბედაობა და სიმართლე არ გააჩნია.
მე პირადად არაფრის წერის არ მრცხვენია და პირდაპირ ვწერ,რა საჭიროა "ირიბი დამატება"

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jan 21 2012, 06:13 PM

karpaki

გაისეირნე სუფთა ჰაერზე, და რამეს გადააყოლე გული....


აშკარად ძაბავ სიტუაციას და პროვოკატორობ, კარგი იქნება თუ სხვა რამით დაკავდები და ამ საკითხზე არ იფიქრებ

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Jan 21 2012, 06:15 PM

QUOTE(benediqt @ Jan 21 2012, 06:13 PM) *

karpaki

გაისეირნე სუფთა ჰაერზე, და რამეს გადააყოლე გული....
აშკარად ძაბავ სიტუაციას და პროვოკატორობ, კარგი იქნება თუ სხვა რამით დაკავდები და ამ საკითხზე არ იფიქრებ

laugh.gif ოკ მე მგონი გასაგები იყო მალადეც მე

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jan 31 2012, 11:50 PM

ციტატა(aamirani @ Jan 21 2012, 11:39 AM) *

სოფელ თელეთის ხარების სახელობის ეკლესიის მრევლი

კეთილი და პატიოსანი smile.gif


პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Feb 7 2012, 05:56 AM

ციტატა(afxazi @ Jan 17 2012, 09:04 PM) *

aamirani
ოხ ეს წმინდა მამები biggrin.gif biggrin.gif ისინი რომ არ გვყავდეს რა გვეშველებოდა.

სექტანტობაა ისიც, როდესაც წმინდა მამათა ციტატები, ვთქვათ IV, V, VI, VII ... საუკუნეების მოღვაწეებისა, მოგვაქვს დღეს და ვარგებთ მას დღევანდელობას, ამ დროს კი არ ვითვალისწინებთ რა დროს წარმოითქვა ის, ვის მისამართით, სად და ა.შ. მამებს იმიტომ არ უმოღვაწევიათ და იმიტომ არ გამოუთქვამთ ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ როგორც გვინდა ისე ვატრიალოთ დღეს.

ის, რომ ქართული ცეკვა (არა მხოლოდ), მარტივად, რომ ვთქვათ ცოდვა არაა, ამას ზედმეტი სჯა-ბაასი არ ჭირდება და რომ ადრეულ მამათა (განსაკუთრებით იოანე ოქროპირის) გამონათქვამების დღეს გამოყენება და თქმა რომ ყველანაირი ცეკვა ცოდვაა, პირდაპირ ვიტყვი, უვიცობაა. ქართველმა ადამიანმა ქართულ ცეკვაში თავისი არსი ჩადო (ამას თითოეული ცეკვის შინაარსი ცხადყოფს) ეს ფაქტია. ხოდა ნუ შევადარებთ უაზრო მანჭვა-გრეხას და ქართულ (და არა მარტო ქართულ) ცეკვას.

ცოტა ჯანსაღი აზროვნება არ გვაწყენდა. როგორ შეიძლება IV-V საუკუნეების გამონათქვამებით ვიმსჯელოთ XIX-XX საუკუნეების მოვლენაზე.


არადა ტყუილად არ ამბობდნენ ისინი რასაც ამბობდნენ... ეპისკოპოსი ასტერიუსის კრიტიკა როცა წავიკითხე ახალი წელის აღნიშვნის წინააღმდეგ, ფაქტიურად ყველაფერში დავეთანხმე...

მაგრამ ეხლა ისეთი დროა, ხალხი ელემენტარულსაც აღარ ასრულებს და ამგვარი რამეებით კიდევ უფრო დააფრთხობთ მე ასე მგონია... smile.gif

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jan 18 2012, 02:32 PM) *

მამა გიორგი ბასილაძემ გასცა კარგი პასუხი იმ სასულიერო პირებს, რომლებიც სულიერ შვილებს ქართულ ცეკვებზე სიარულს უკრძალავენ.


შენ როგორ სულ საეჭვო პიროვნებებს მიეწებები ხოლმე? smile.gif

ციტატა(ქევანა @ Jan 17 2012, 07:19 PM) *

შენთვის იყოს, მე თავი დამანებეთ... მე ვიცი ზოგადად რა არის ცუდი და რა კარგი, როგორმე ვარჩევ


ბოდიში, შენ შენი პირადი ქრისტიანობა გაქვს, ვიცით. a075.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Feb 7 2012, 02:01 PM

Otherguy

ციტატა
შენ როგორ სულ საეჭვო პიროვნებებს მიეწებები ხოლმე?

შენ თუ საეჭვოდ თვლი, ეს სულაც არ მიშლის ხელს, რომ მისი სიტყვის მჯეროდეს.

მარტო მამა გიორგის არ ეკუთვნის ამგვარი მამხილებელი სიტყვები...მრავალი სასულიერო პირი მოწმობს ამაზე.

პოსტის ავტორი: aerobika თარიღი: Mar 31 2012, 05:38 PM

ციტატა(აბდალა @ Jan 17 2012, 06:39 PM) *


მგონი სადღაც წავიკითხე ძველ აღთქმაში, რომ უფალს უნდა ვადიდებდეთ ცეკვითაც და გალობითაც. ზუსტად არ მახსოვს, შეუიძლება ცეკვა არც ეწერა...


ეგ 150-ე ფსალმუნსჰია მაგრამ, აბდალა არის შეკვეცილი ფორმა სიტყვისა აბდ-ალლაჰ რაც ალაჰის მონას ნიშნავს. აბა ეგ რა ნიკი აგირჩევია?))))))))) უფრო ჰარიდასა ან რამე ეგეთი არა? )))


პოსტის ავტორი: აბდალა თარიღი: Mar 31 2012, 06:40 PM

aerobika

ციტატა
ეგ 150-ე ფსალმუნსჰია მაგრამ, აბდალა არის შეკვეცილი ფორმა სიტყვისა აბდ-ალლაჰ რაც ალაჰის მონას ნიშნავს. აბა ეგ რა ნიკი აგირჩევია?))))))))) უფრო ჰარიდასა ან რამე ეგეთი არა? )))


"ადიდასი" ხომ არ დავირქვა? "ადი" - უზენაესი, ყველაზე მაღალი, "დას" - მსახური. biggrin.gif

თან "სამებაც" ფიგურირებს

http://www.radikal.ru

toast.gif whistling.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Mar 31 2012, 06:49 PM

აბდალა

ციტატა
თან "სამებაც" ფიგურირებს


ცოტა ყურადღებით. მიუღებელია ამ კონტექსტში ტერმინ "სამების" გამოყენება.

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 2 2013, 01:08 AM

ქართული ცეკვა თუ ცოდვაა ჩვენი პატრიარქი დიდი ცოდვის მოყვარული ყოფილა...

afxazi

როგორც ვხედავ ამტკიცებ რომ ცეკვა ქართულიც კი რომელიც არანაირად არ შეიცავს რაღაც გამომწვევ და ეროტიულ ელემენტებს, ცოდვაა. იქნებ აგვიხსნა რატომ. მხოლოდ იმიტომ რომ ამას წმინდა მამა ამბობს? ეს საშინლად არასწორი დამოკიდებულებაა რელიგიისადმი. პირდაპირ, აზრის გარეშე რაიმეს მიღება მხოლოდ იმიტომ რომ სხვა ავტორიტეტული პირი ასე ფიქრობს, დიდი შეცდომაა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 2 2013, 12:40 PM

MIRDAT

ციტატა
afxazi

როგორც ვხედავ ამტკიცებ რომ ცეკვა ქართულიც კი რომელიც არანაირად არ შეიცავს რაღაც გამომწვევ და ეროტიულ ელემენტებს, ცოდვაა.

სჯობს ყურადღებით წაიკითხო ხოლმე მეგობარო პოსტები და ბრალდება შემდეგ გააკეთო , თან ასეთი სერიოზული და თან აფხაზის მიმართ.

დავითი პირიქით ამბობს...

afxazi
ციტატა
aamirani

ციტატა
წმინდა მამებს ეგრე უწერიათ რომ ყველანაირი ცეკვა ცოდვაა

ოხ ეს წმინდა მამები ისინი რომ არ გვყავდეს რა გვეშველებოდა.

სექტანტობაა ისიც, როდესაც წმინდა მამათა ციტატები, ვთქვათ IV, V, VI, VII ... საუკუნეების მოღვაწეებისა, მოგვაქვს დღეს და ვარგებთ მას დღევანდელობას, ამ დროს კი არ ვითვალისწინებთ რა დროს წარმოითქვა ის, ვის მისამართით, სად და ა.შ. მამებს იმიტომ არ უმოღვაწევიათ და იმიტომ არ გამოუთქვამთ ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ როგორც გვინდა ისე ვატრიალოთ დღეს.

ის, რომ ქართული ცეკვა (არა მხოლოდ), მარტივად, რომ ვთქვათ ცოდვა არაა, ამას ზედმეტი სჯა-ბაასი არ ჭირდება და რომ ადრეულ მამათა (განსაკუთრებით იოანე ოქროპირის) გამონათქვამების დღეს გამოყენება და თქმა რომ ყველანაირი ცეკვა ცოდვაა, პირდაპირ ვიტყვი, უვიცობაა. ქართველმა ადამიანმა ქართულ ცეკვაში თავისი არსი ჩადო (ამას თითოეული ცეკვის შინაარსი ცხადყოფს) ეს ფაქტია. ხოდა ნუ შევადარებთ უაზრო მანჭვა-გრეხას და ქართულ (და არა მარტო ქართულ) ცეკვას.

ცოტა ჯანსაღი აზროვნება არ გვაწყენდა. როგორ შეიძლება IV-V საუკუნეების გამონათქვამებით ვიმსჯელოთ XIX-XX საუკუნეების მოვლენაზე.


აი ესაა აფხაზის პოსტი...

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 2 2013, 03:52 PM

მაპატიეთ, ნამდვილად შემეშალა ავტორის დასახელება, მე Otherguy აი ამ ადამიანის პოსტზე ვთქვი...

პოსტის ავტორი: Vivier თარიღი: Jan 2 2013, 04:06 PM

ციტატა
მამა გიორგი ბასილაძემ გასცა კარგი პასუხი იმ სასულიერო პირებს, რომლებიც სულიერ შვილებს ქართულ ცეკვებზე სიარულს უკრძალავენ.



კარგიც უქნია, საერთოდ ქარტული ცეკვა და სიმღერა ეს ზეციური საქართველოს მიწიერი გამოძახილია, ქართული ყველაფერი ნაკურთხია, მათ შორის ლუდი ყაზბეგიც, თურმე რომ სვამ დათრობის ნაცვლად სულიერი ცნობიერების მაღალ დონეზე გადაყევხარ, ქართული პოეზია ზეციურ სერაბიმთა საგალობელი ყოფილა, ქართული პროზა კი წმინდა წერილის დარი, ქართული ცეკვა ეს ზეციური მეჯლისია, სიმღერა კი სულიერი ჰანგებით გაჟღენთილ მოხმატკბილმოუბარე ფსალმუნი, ქართველი ქალი წმინდათაწმინდა მონაზონი და მხევალი ღვთისა, ქართველი კაცი ხატი ქრისტესი, ქართველი, ჯარი ქრისტეს მხედრობა, ქართველი მეფე ცხებული, ქართველი ვირი ივრითზე მოყროყინე, ქართული ფეხბურთი დასალოცი სპორტი, ქვეყანა ხო საერთოდ ღვთისმშობლის წილხვედრ მადლიანკალთაგადაფარებული და საერთოდ ცათა სასუფეველში როგორ შევა ვინმე ვინც ქართველი არ იქნება? უდიდესი წმინდა სემიტების შთამომავალი?

ვაი თქვენს პატრონს!!!!!!

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jan 2 2013, 04:39 PM

ციტატა(Vivier @ Jan 2 2013, 04:06 PM) *

კარგიც უქნია, საერთოდ ქარტული ცეკვა და სიმღერა ეს ზეციური საქართველოს მიწიერი გამოძახილია, ქართული ყველაფერი ნაკურთხია, მათ შორის ლუდი ყაზბეგიც, თურმე რომ სვამ დათრობის ნაცვლად სულიერი ცნობიერების მაღალ დონეზე გადაყევხარ, ქართული პოეზია ზეციურ სერაბიმთა საგალობელი ყოფილა, ქართული პროზა კი წმინდა წერილის დარი, ქართული ცეკვა ეს ზეციური მეჯლისია, სიმღერა კი სულიერი ჰანგებით გაჟღენთილ მოხმატკბილმოუბარე ფსალმუნი, ქართველი ქალი წმინდათაწმინდა მონაზონი და მხევალი ღვთისა, ქართველი კაცი ხატი ქრისტესი, ქართველი, ჯარი ქრისტეს მხედრობა, ქართველი მეფე ცხებული, ქართველი ვირი ივრითზე მოყროყინე, ქართული ფეხბურთი დასალოცი სპორტი, ქვეყანა ხო საერთოდ ღვთისმშობლის წილხვედრ მადლიანკალთაგადაფარებული და საერთოდ ცათა სასუფეველში როგორ შევა ვინმე ვინც ქართველი არ იქნება? უდიდესი წმინდა სემიტების შთამომავალი?

ვაი თქვენს პატრონს!!!!!!


მოიცა ახლა ცოტა დავიბენი, ესეიგი აქ ამბობთ რომ ცეკვა ცოდვაა და ალბატ მსახიობობაც და საერთოდაც.... აა? blink.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 2 2013, 06:40 PM

MIRDAT

ციტატა
მაპატიეთ, ნამდვილად შემეშალა ავტორის დასახელება, მე Otherguy აი ამ ადამიანის პოსტზე ვთქვი...

გასაგებია...
გაიხარე...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)