წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდანების დამოკიდებულება ბუნების ქმნილებათა მიმართ |
marine |
Nov 15 2017, 02:51 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მოგეხსენებათ, რომ ადამი ჰარმონიულ დამოკიდებულებაში იყო ბუნებასთან, მაგრამ სამოთხიდან განდევნის შემდეგ მოხდა დაპირისპირება, თუმცა წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცხოველები არათუ ერჩიან წმინდა ადამიანებს, არამედ მეგობრობენ, ემორჩილებიან და თაყვანსაც კი სცემენ მათ.
"განსაცდელის შემდგომ სერგის [რადონეჟელი] ველური მხეცების აღარ ეშინოდა, მისი სენაკის სიახლოვეს ხშირად მოდიოდა მგლების ხროვა და ხან ისე უახლოვდებოდნენ, სამოსსა და ხელებს უყნოსავდნენ ხოლმე". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 26 2017, 04:10 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".

Dec 13 2017, 07:22 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბეთანიაში მრავალი სასწაული მომხდარა. მონასტერში ერთი სასწაულმოქმედი წყარო იყო. იქვე, სოფელში, 80 წლის ვანო წიკლაური ცხოვრობდა, რომელსაც ერთი ბებერი ნაგაზი ჰყავდა. ძლივს დალასლასებდა საბრალო ძაღლი. ერთხელ წყაროსთან ქვებით შემოზღუდულ აუზში ჩავარდა. იქიდან რომ ამოიყვანეს, ისე ყოჩაღად დარბოდა, თვალებს არ ვუჯერებდი - ფაქტობრივად, გაახალგაზრდავებული ამოვიდა წყლიდან."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 19 2017, 08:31 PM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა გერასიმე ათონელი (+1957) ჰყვებოდა ღვთის მოწყალებაზე: "დიდხანს თოვდა, მღვიმეში ვიჯექი. ამ დროს გარედან ჩიტის წივილი მომესმა. უცნაურად და დაჟინებით წიოდა. ამან მაიძულა, მღვიმიდან გამოვსულიყავი, რათა გამეგო, რა აწუხებდა ზეციურ ფრინველს. უეცრად მღვიმის ჭერიდან ლოდი ჩამოვარდა. იქ რომ ვყოფილიყავი, მომკლავდა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 5 2018, 01:43 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთ დიდთოვლიან ზამთარს მამა იოაკიმემ [შენგელაია] გადაწყვიტა, ბერებს მივაკითხავო. სანოვაგით დატვირთული გაუკვალავ თოვლში გზას დაადგა. მიარღვევს თურმე თოვლს. გაიხედა და ტყიდან დათვი არ გამოვიდა?!
- გავშეშდიო, - იგონებდა მერე, - თვალები დავხუჭე და გავიფიქრე, - ახლა კი დადგა ჩემი აღსასრული-მეთქი... ამასობაში დათვი მომიახლოვდა, შემომსუნთქა და... წავიდა! თვალი რომ გავახილე, ოთხზე იდგა და გზას ტკეპნიდა! ველოდე, ველოდე და რომ აღარ დავიძარი, ისე მომხედა თითქოს მეუბნებოდა, - რაღას უცდი, არ მოდიხარო? მივხდი, ღვთისგან იყო. გავყევი... გამოქვაბული გამოჩნდა თუ არა, დათვი ქვემოთ დაეშვა... ბერებთნ რომ შევედი, ფერი აღარ მედო. რაო, მამაო იოაკიმე, შეგაშინა დათვმაო? - ღიმილით მკითხეს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 18 2018, 09:17 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[წმ. კოზმა და დამიანე] პირუტყვთაც კურნავდნენ და ყოველივეს სრულიად უსასყიდლოდ აღასრულებდნენ".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 20 2018, 08:56 PM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[ღირსი იოანიკე დიდი] ყრმობიდანვე მშვიდი, მდაბალი და ლოცვისმოყვარე გახლდათ, ცხვრის ფარას, რომელსაც მწყემსავდა, მუდამ ჯვარს გადასახავდა ხოლმე, რის გამოც ვერც მხეცი ეკარებოდა და ვერც ავაზაკი".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 1 2018, 03:16 PM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კათოლიკოს-პატრიარქს ყველა ცხოველი და მცენარე უყვარს. კარგად მახსოვს მისი ლოცვა-კურთხევა: "თუ ვინმე მოვიდა და ყვავილი გთხოვა, მიეცი. ის სახლში წაიღებს და გაახარებს მას. მცენარესაც გაუხარდება და ადამიანსაც გაულამაზდება ცხოვრებაო".
/საპატრიარქოს მებაღე სოლომონ ცხოვრებაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 16 2018, 08:32 PM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"- თქვენს ცხოვრებაში რომელი წმინდანის შეწევნას გრძნობთ?
- ჩემი წმინდანი - დანიელ წინასწარმეტყველია. მე მისი სახელი იმიტომ ავირჩიე, რომ მამაცურად იდგა მეფეთა და ლომთა წინაშე, მე ლომებს შორის ვცხოვრობ და ამიტომაც მჭირდება მისი სიმამაცე." /არქიმანდრიტი დანიელი, მართლმადიდებელი მისიის დამაარსებელი მუსლიმანურ ინდონეზიაში/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 28 2018, 09:05 AM
პოსტი
#10
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გაბრიელ ბერს არა მხოლოდ ადამიანები, ცხოველებიც ებრალებოდა. როდესაც ზამთარში ყინვები იწყებოდა, ცხოველებსა და ჩიტებზეც ზრუნავდა და აპურებდა. ერთხელ, წირვიდან გამოსულებმა, ძაღლს ქვა ესროლეს. გაბრიელ ბერი შეწუხდა და დანანებით თქვა:
- უმჯობესი იყო, წირვაზე არ ყოფილიყვნენ! მის კელიასთან ხშირად მოდიოდა პატარა, ჭრელი უპატრონო ძაღლი. ბერი ისეთი სიყვარულით ეფერებოდა ცხოველს, რომ სხვაშიც დიდ სიყვარულს აღძრავდა. საჭმელს უყრიდა და თან ამბობდა: - ნახე, ნახე, საწყალი, ცოდოა, მშიერია. ძაღლიც მის დანახვაზე ათამაშდებოდა. შემდეგ ჩერდებოდა და საათობით მშვიდად შეჰყურებდა. ერთმა მორწმუნემ შიშით უთხრა: - მამა გაბრიელ, ჭამის დროს რომ ეფერებით, არ გიკბინოთ. გაბრიელ ბერს გაეღიმა: - ცხოველი გრძნობს ადამიანში ბოროტებას, ეს აღიზიანებს და ამიტომაც ესხმის თავს. იმ მორწმუნემ, მეორედ რომ ჩავიდა ბერთან სტუმრად, ძაღლიც მოიკითხა. - მოკლეს, - ნაღვლიანად უპასუხა მან და ამ სიტყვებში იყო უკიდურესი სევდა და დარდი, - არა უწყიან, დაო, რას სჩადიან. ძაღლმა გამიგო და ადამიანმა - ვერა. ამ ამბავმა მორწმუნეზე ისე იმოქმედა, ერთი კვირა განუწყვეტლივ ტიროდა. აქედან მოყოლებული, არ შეეძლო გულგრილად ჩაევლო მაწანწალა, უსუსური ძაღლებისთვის. მამა გაბრიელი ყველაფერს - ღვთისგან შექმნილს სასოებით უფრთხილდებოდა. ბალახსაც კი დიდი სიყვარულით ეფერებოდა. თუ ვინმე უმიზნოდ, გასართობად გასრესდა თუნდაც ერთ ღერს, მკაცრად გააფრთხილებდა: - მაგ ბალახს შენ მიეცი სიცოცხლე? შეგიძლია შექმნა იგი? თუ არ გჭირდება, ღვთის ბოძებულს რად აფუჭებ?" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 13 2018, 08:13 PM
პოსტი
#11
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გაბრიელ ბერის სიყვარული არა მხოლოდ ღვთის ხატად შექმნილ ადამიანთ ეკუთვნოდათ, არამედ ყოველ სულიერსა თუ უსულოს, ღვთის დანაბადსა და შექმნილს."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 17 2018, 10:48 AM
პოსტი
#12
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა გაბრიელთან საუბრისას ერთ მონაზონს თაგვი ფეხზე ააცოცდა და ტანსაცმელში სირბილი დაიწყო. სასოწარკვეთილმა, მამა გაბრიელს შეხედა. მან მაშინვე გაიგო მისი შეწუხების მიზეზი, წამით გახედა და გაშეშებული თაგვი უმალ ძირს დავარდა.
- თაგვებს ხვალ წამალს დავუყრი და ყველას დავხოცავ, - უთხრა მონაზონმა. - არ დახოცო, ცოდონი არიან, ჩემს სენაკშიც დარბიან, მაგრამ არ მაწუხებენ, არა უშავს, იყვნენ, - სთხოვა ბერმა. მეორე დილით არც ერთი თაგვი არ ჩანდა. - მამა გაბრიელ, თაგვები სად არიან? - შეეკითხა მოძღვარს მონაზონი. - წმინდა ნიკოლოზს ვთხოვე და ყველანი წავიდნენ, - უპასუხა ღიმილით." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 20 2018, 01:53 PM
პოსტი
#13
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა პაისის [ათონელი] სიყვარული გარეულ ცხოველებსაც სწვდებოდა. ამბობდა: "შევთხოვ ქრისტეს: "ქრისტე ჩემო, შემიბრალე მე, პირუტყვი". თუ მკითხავს: "შენ კი შეიწყალე პირუტყვი?" - რას ვუპასუხებ?"
მართლაც უყვარდა და იწყალებდა ცხოველებს - ეს საცოდავები სხვა სამოთხეს არ ელიანო. კატუნაკიდან წამოსვლისას კელიაში კნუტი დატოვა. მაგრამ ისე ასტკივდა სული, რომ უკან დაბრუნდა და ეს კნუტი წამოიყვანა. ამის გამო კი ორი დღე დაკარგა. "პანაღუდაში" ცხოვრებისას მის კართან უცხო კატასაც რომ დაეკნავლა, თუნდაც ავად ყოფილიყო, წამოდგებოდა, კარს გაუღებდა და თავშესაფარს მისცემდა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 19 2018, 04:00 PM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღირსი ათანასეს დიდ ლავრაში ოდესღაც, როცა ის ჯერ კიდევ იდიორითმული იყო, ერთი მონაზონი ცხოვრობდა, ქრიზოსთომოსი, რომელსაც ჩანთიანს ეძახდნენ. იგი თითქმის ოცი წელი ჯორების მეხრის მორჩილებას ეწეოდა.
პირუტყვს საძოვარზე გარეკავდა, ტვირთს აჰკიდებდა და მოხსნიდა, მიჰქონდა მათთვის საკვები ბაგაში და როცა მონასტერში რომელიმე ძმას ჯორი სჭირდებოდა სადმე წასასვლელად, უკაზმავდა. იგი სამეურნეო ეზოში ცხოვრობდა. როცა ნამგზავრი მამები ჯორებს უბრუნებდნენ, ის მათ საპალნეს ხსნიდა, ჩვრით ცხოველებს ოფლს სწმენდდა. იგი ჯორებზე ზრუნავდა, უყვარდა ისინი. როგორც ბრძანებს წმინდა წერილი, მართალი კაცი ცხოველებსაც იწყალებს. როცა გარდაიცვალა, ტაძრის კარიბჭეში დაასვენეს, წესი აუგეს და მონასტრის სასაფლაოზე გადაასვენეს. სავანის კარებიდან გამოვიდნენ, ჩვეულებისაებრ საკაცე მიწაზე დაუშვეს, რათა მღვდლებს უფლის წინაშე ლოცვები აღევლინათ გარდაცვლილი ძმისათვის, როგორც ამას ტიპიკონი მოითხოვს. მაშინ, როგორც ამას ჰყვებოდა უბრალო ბერი ეფრემი, გამოჩნდა ჯორების რემა. როცა ლიტია დასრულდა და გარდაცვლილი სასაფლაოზე წაასვენეს, ჯორებიც მდუმარენი, დამწუხრებულნი სასაფლაომდე გაჰყვნენ სამგლოვიარო პროცესიას. მათაც სურდათ, ბოლო პატივი მიეგოთ გარდაცვლილი კეთილისმყოფელისთვის. მამები შევიდნენ სასაფლაოზე და ჯორებიც შეჰყვნენ. და რაც ყველაზე საოცარია, როცა განსვენებული საფლავში ჩაუშვეს, ამ უტყვმა არსებებმა იწყეს ღრიალი, ჩაიმუხლნენ უკანა ფეხებზე და წინა ფეხებს მკერდში იცემდნენ, თითქოს დაიტირებდნენ გარდაცვლილს. მაშინ იქ მყოფმა მამებმა, გაოცებულებმა, ადიდეს ღმერთი ამ დიდებული და უჩვეულო სანახაობისთვის. ჩანს, ამ ნიშ-სასწაულით უფალმა განადიდა გარდაცვლილი მამა ქრიზოსთომოსი მისი სათნოებისთვის და, განსაკუთრებით, სიყვარულის სათნოებისთვის. რამეთუ ამ მამას არა მარტო ადამიანები, თვით ცხოველებიც უყვარდა (სიყვარული, რომელსაც მამა ქრიზოსთომოსი იჩენდა ამ ცხოველების მიმართ, გონიერების საზღვრებს არ სცილდებოდა. ეს სიყვარული არ უნდა გავაიგივოთ იმ უზომო სიყვარულთან, რომელსაც მრავალი ევროპელი იჩენს, რომელთაც გაგიჟებით უყვართ ცხოველები და სძულთ ადამიანები. ისინი მხეცთმოყვარენი და კაცთმოძულენი არიან. კაცი, რა ცუდიც არ უნდა იყოს, ღვთის "ხატად" და "მსგავსად" არის შექმნილი, ხოლო პირუტყვნი - მისდა სამსახურად), რათა ყველა მიმხვდარიყო, რომ ის მათ არასოდეს სცემდა, არ უბრაზდებოდა და მშიერს არ ტოვებდა, და რათა გამოჩენილიყო მისი სიმშვიდე, სიყვარული, მისი უბოროტობა და ყველანაირი სათნოება." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 25 2018, 01:20 PM
პოსტი
#15
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბერი [წმ. სილოვანე ათონელი] მცენარეებსაც კი უფრთხილდებოდა და ყოველგვარ უხეშობას, რაც მათ ზიანს აყენებდა, მადლის მოქმედების საწინააღმდეგოდ მიიჩნევდა".
"ბერი [წმ. სილოვანე ათონელი] ამბობდა, რომ სულიწმინდა ყელა ქმნილების სიბრალულს გვასწავლის და ამიტომ "საჭიროების გარეშე" ხის ფოთოლიც კი არ უნდა დავაზიანოთ. "ხის ფოთოლი მწვანეა, შენ კი იგი საჭიროების გარეშე მოგლიჯე. მართალია, ეს ცოდვა არ არის, მაგრამ გულს, რომელმაც სიყვარული ისწავლა, რატომღაც ებრალება ეს ფოთოლი, ებრალება ყველა ქნილება", - ამბობდა იგი". "ბერი [წმ. სილოვანე ათონელი] ამბობდა, რომ ყველაფერი ადამიანის მსახურებისთვის შეიქმნა და ამიტომ აუცილებლობის შემთხვევაში ყველა ქმნილებით შეიძლება ვისარგებლოთ. მაგრამ ამავე დროს, ადამიანს ქმნილებებზე ზრუნვის ვალდებულებაც აქვს დაკისრებული. ამიტომ ცხოველებისთვის ან მცენარისათვის საჭირეობის გარეშე რაიმე ზიანის მიყენება მადლის კანონს ეწინააღმდეგება. მეორე მხრივ, ცხოველებისადმი მიჯაჭვულობაც ასევე ეწინააღმდეგება ღმრთის მცნებებს, რადგან იგი ღმრთისა და მოყვასისადმი სიყვარულს აკნინებს. ვისაც ნამდვილად ადამიანი და მთელი სამყაროსთვის ცრემლებიც ლოცულობს, იგი ცხოველებს არასოდეს მიეჯაჭვება". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 1 2018, 10:28 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღმერთის სიყვარული რომ მოიხვეჭო, უფლის მიერ სახარებაში მოცემული ყველა მცნება უნდა დაიცვა, მოწყალე გული უნდა გქონდეს და მხოლოდ ადამიანი კი არ უნდა გიყვარდეს, არამედ ღმრთის ყველა ქმნილება უნდა გებრალებოდეს.
ხეზე ფოთოლი მწვანეა და შენ ის საჭიროების გამო მოწყვიტე. მართალია ეს ცოდვა არ არის, მაგრამ გულს, რომელმაც სიყვარული ისწავლა, რატომღაც ეს ფოთოლიც ებრალება, მას ყველა ქმნილება ებრალება. ადამიანი კი დიდებული ქმნილებაა და თუ ხედავ, რომ იგი შეცდომას უშვებს და იღუპება, ილოცე და იტირე მისთვის, ხოლო თუ ეს არ შეგიძლია, ამოიოხრე მაინც მისთვის ღმრთის წინაშე. უფალს უყვარს სული, რომელიც ასე იქცევა, რადგან ის მისი მსგავსია". /წმ. სილოვანე ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 3 2020, 09:54 PM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[ღირს არსენ კაპადოკიელს] არ სურდა საკუთარი კეთილდღეობისთვის პირუტყვი გაეტანჯა, რადგან ყველა ქმნილება ებრალებოდა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 13 2020, 03:36 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როგორც ხედავთ, წმინდანები პირუტყვებთან, გარეულ ცხოველებთან და ძუძუმწოვრებთანაც შეხმატკბილებულები არიან. რადგან ადამიანთან ერთად ცხოველებმაც დაკარგეს სამოთხე. ხოლო ღმერთშემოსილ ადამიანებთან, რომელთაც სული განიწმინდეს და პირველქმნილი სიკეთე დაიბრუნეს, ცხოველიც კი თვინიერია. მათ გვერდით უტყვი, უენო ბუნება სამოთხისეულ მდგომარეობას უბრუნდება, ადამიანს ემორჩილება და მის ნებას აღასრულებს. მსგავსი შემთხვევები, როდესაც გარეული ცხოველები წმინდანებს ემსახურებიან და მათ ბრძანებებს თვინიერი კრავებივით ემორჩილებიან, უწინაც მრავალი იყო და ახლაც არის".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 30 2020, 03:18 PM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყველამ იცის, თუ რამდენი შრომა სჭირდება გარეული მხეცის მოთვინიერებას. სასურველი შედეგის მისაღებად ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს მისი გაწვრთნა. მაგრამ ის ბოლომდე სანდო მაინც არ არის, რადგან არავინ იცის, როდის გაიღვიძებს მასში ისევ ველური ნადირი.
სულ სხვაა, როდესაც უფლის განგებულებით მხეცი ისეთივე თვინიერი ხდება, როგორც შინაური ცხოველი. ღირსი მამა გერასიმე მოღვაწეობდა V საუკუნეში მდინარე იორდანეს მახლობლად თავისსავე დაარსებულ მონასტერში. ერთხელ მან ნახა ლომი, რომელსაც თათში ეკლები ჰქონდა შესობილი. წმიდა მამამ ცხოველს ეკლები გამოუღო და ნაიარევი მოურჩინა. ადამიანს და ცხოველს ერთმანეთის არ შეშინებიათ, ლომი ხუთი წელი ემსახურებოდა წმინდანს-ასრულებდა მის ყოველ დავალებას. როდესაც წმიდა გერასიმე გარდაიცვალა, ნადირმა ძლიერ იდარდა. აღარ ჭამდა და სვამდა, ტიროდა და დარბოდა. ღონემიხდილი ლომი წმინდანის საფლავზე გარდაიცვალა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 6 2020, 08:07 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყველაფერს ვხედავდი, ყველაფერს ყურადღებას ვაქცევდი, ყველაფერი ვიცოდი. სიხარულისგან მიწაზე აღარ დავდიოდი. მაშინ გამეხსნა ყნოსვა, ყველა სუნს ვარჩევდი. გამეხსნა ხედვა, გამეხსნა სმენა. შორიდან ყველაფერს ვცნობდი, ცხოველებსა და ფრინველებს. გალობით ვცნობდი, რომელი ჩიტი იყო - შაშვი, ბეღურა, სკვინჩა თუ იადონი, შოშია ანდა ნისკარტმარწუხა. განთიადისას ვხარობდი, იადონების, შაშვების და ყველა სხვა ჩიტების გალობით"
/წმ. პორფირე კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი