IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მონადირეობა საქართველოში
marine
პოსტი Apr 25 2022, 08:20 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველთა სიყვარულს ნადირობისადმი შესანიშნავად წარმოაჩენს არქანჯელო ლამბერტი. მისი ცნობით, სამეგრელოში არსებობს ანდაზა "ბედნიერი ის არისო, ვისაც ჰყავს ცხენი, უკეთესი ძაღლი და საუკეთესო მიმინო".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 139/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 27 2022, 09:48 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რაჭაში ნადირობდნენ დათვზე, მგელზე, მელაზე, კვერნაზე, კურდღელზე, მაჩვზე, მთა-რაჭაში - არჩვსა და ჯიხვზე. მონადირეები ფეხზე იცვამდნენ "კოლოტურ" ან "ღებურ" ქალამანს. ეს ქალამანი არ უნდა ყოფილიყო ღორის ტყავისგან შეკერილი, "ნადირთანგელოზს ეწყინებაო".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 140/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 2 2022, 07:54 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველი ხალხის უძველეს რწმენა-წარმოდგენებში უდიდესი ადგილი ეკავა ირმის, ცხენის, თევზის, ძაღლის, მგლის, გველის კულტებს. ცხოველთა კულტი მფარველ ნაყოფიერების ღვთაებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ყოველ ნადირს ღვთაება ჰყავდა, რომელიც ანთროპომორფული ან ზოომორფული სახისა იყო. იგი ხშირად ირმის სახით მოევლინებოდა მონადირეებს. ესენი "წილიანი" (ღვთის წილი) ცხოველები იყვნენ, რომლებიც რაიმე განსაკუთრებული ნიშნით გამოირჩეოდნენ დანარჩენ ნადირთაგან. მაგალითად ოქროს რქებით, თეთრი ფერით, თეთრი ლაქით. ნადირთ ღვთაების ანთროპომორფული სახეა სვანური დალი, რომლის კულტიც დაახლოებული ჩანს ჯგრაგის კულტთან. თავდაპირველად დალი და ჯგრაგი ტყის არსებანი უნდა ყოფილიყვნენ. დალი ცხოველებისა და ფრინველების, ხოლო ჯგრაგი მეცნარეების სულთა განსახირება. შემდგომ მათ მიიღეს ანთროპომორფული სახე და იქცნენ მდედრობით (დალი) და მამრობითი (ჯგრაგი) სქესის ნადირთ პატრონებად. ასტრალური რელიგიის განვითარების პერიოდიდან კი დაუკავშირდნენ ღამის დიდ მნათობსა და მთიებს. დალიცა და ჯგრაგიც ნადირთ პატრონები იყვნენ ოჩოპინტრეს, სამძივარის, ტყაშმაფას მსგავსად. ოჩოპინტრე ნადირთ მეფედ იყო წარმოდგენილი, იგი განაგებდა მონადირის წარმატებას. თავად უხილავი იყო, მაგრამ ტოვებდა ნაფეხურებს (ბავშვის ზომის ნაფეხურებს). ოჩოპინტრე სასტიკი ღვთაებაა და სჯის ურჩებს. მას სწირავენ პატარა პერანგებს, რომლებსაც ტყეში ხის კენწეროებზე ჰკიდებდნენ. მოგვიანებით სამონადირეო მოტივები აგრარულ და კოსმოგონიურ წარმოდგენებს შეერწყა. ცხოველთა მფარველი ღვთაებები ხშირად "წილიანი" ცხოველის სახით ევლინებოდნენ ადამიანებს (მონადირეებს)".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 377/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2022, 08:24 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ, სკოლის მოსწავლეებს ჩიტი მოუკლავთ ნადირობისას. [გიორგი ახვლედიანი, იმერეთის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე] მისულა მშობლებთა და უთქვამს - ყურადღება მიაქციეთ, ჯერ სკოლის მოსწავლეები არიან და ჩიტი მოკლეს, სიცოცხლე არ დაინდეს, ხვალ შეიძლება კაცი მოკლანო"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2022, 09:47 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჭაობებში ნადირობით გატაცების გამო ასთმა დამეწყო"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2022, 06:36 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შამნანდნენ ჯიხვები სასიკვდილოდ"

/გოდერძი ჩოხელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2022, 08:30 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა კორნილიუსი ყვებოდა, რომ ათონზე თურქების მოსვლამდე, სხვადასხვა ადგილას ბევრი მეუდაბნოე ცხოვრობდა, ერთი მამა დილაადრიან წაბლს აგროვებდა. ამ დროს ლავრის ვორდუნარები გარეულ ტახებზე ნადირობდნენ. მთვარის მკრთალ შუქზე ვერ გაარჩიეს და ერთმა მათგანმა ბერი ტახად მიიჩნია, ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2022, 04:28 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დაბა წალკის მახლობლად, მდინარე პატარა ხრამის ხეობაში მდებარე მღვიმეში აღმოჩენილია პეტროგლიფები - ცხოველთა და მონადირეთა ქვაზე ამოკვეთილი ასამდე გამოსახულება"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია", გვ.14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 21 2022, 08:59 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლეგენდის თანახმად, [ხადას] ერთ-ერთ სალოცავს ფრინველის სახე ჰქონდა და ხატის ტყეში ბინადრობდა. ერთხელაც მონადირემ ესროლა თოფი და დაჭრა. თურმე სახლში მისულს თოფი ვერ ჩამოუკიდია კედელზე, სულ ძირს უვარდებოდა. სახლში პაპა ჰყავდა, რომელსაც ეჭვით უკითხავს, რა ქენი, შვილო, ვერაფერი მოკალიო? არა, ვერაფერი და ხატის ტყეში რომ გამოვიარე, ძალიან ლამაზი ფრინველი დავინახე და ვესროლეო. პაპა მაშინვე მიმხვდარა და უთქვამს: ცუდად გვაქვს საქმე, ხატისთვის გისვრიაო. იმ ღამეს მთელი გვარი გაწყდა. გველი ჩეხარშათ საჭმელ რძეში და ერთი ორსული ქალიღა დარჩათ, რომელმაც არ ჭამა ის რძე და იმისგან გამრავლდა შემდეგ გვარი. იმათი სოფელი კი სულ დანგრეულა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 16 2022, 09:30 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XI - XII საუკუნეების საქართველოს სამეფო კარზე მისულ დიპლომატიურ მისიას მეფე საგანგებო მიღებას უწყობდა. აუდიენციის დასრულების შემდეგ იმართებოდა პურობა და ნადიმი. საქართველოში მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწის ვიზიტისას ეწყობოდა ნადირობა და სპორტული სანახაობები. კონკრეტულ, საჩქარო საქმეზე მოსულ მოციქულს დიპლომატიური ეტიკეტის ეს დეტალი არ უნდა შეხებოდა ქართული წყაროების მიხედვით, ნადირობასა და სპორტულ შეჯიბრებებს, უმეტეს შემთხვევაში, იმ სტუმრებს უწყობდნენ, რომელნიც რამდენიმე ხნით რჩებოდნენ ქვეყანაში. მუტაფრადინს, კარნუ-ქალაქის (დღევანდელი ერზერუმის) უფლისწულს "აჩუენეს საყოფნი სანადირონი, მინდორნი, მოედანნი და ქუემორი კახეთისანი და რანისანი". შირვანშაჰი აღსართანისა და მისი სიძის, ამირ-მირმანის პატივსაცემად სამეფო კარმა ნადირობა და ბურთაობა გამართა"

/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N2, 2022, IV-VI, გვ.24/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2022, 08:07 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეორედ, რუსთაველის პროსპექტზე, ოპერის თეატრთან შალვა ნუცუბიძეს ვიღაც, ჩემთვის უცნობი პიროვნება შეხვდა. ჩემი ყურადღება იმან მიიპყრო, რომ ბატონი შალვა არაჩვეულებრივი გულითადობით მიესალმა... ჩამოვშორდი და მათ საუბარს ისე ვადევნებდი თვალყურს. როგორც კი ბატონი შალვა მოსაუბრეს დასცილდა და ჩვენი გზა გავაგრძელეთ, ვკითხე, ვინ იყო მისი ნაცნობი.
"ეგ კაცი მონადირეთა კავშირის თავმჯდომარეა და მართალი გითხართ, ძალიან დიდ პატივს ვცემ იმის გამო, რომ მონადირეთა კავშირი ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც მე თავისი რიგებიდან არ გავურიცხივარ!"

/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი", N3, 2022, გვ.28/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2023, 02:02 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ არავისთვის არ ეჩვენებინა თავისი საუნჯე - მეუღლე, ამაყ მემამულე ერისთავს არ შეეძლო სხვებს ჩამორჩენოდა და არ გადაეხადა პირველი შვილის ნათლობა. მან დიდი წვეულება გამართა. სტუმრები ანადირა კიდეც, მხოლოდ ერთი პირობით: ირმები არამც და არამც არ მოეკლათ. უძველესი დროიდან არსებობს ლეგენდა, თითქოს ბაგრატიონის სახლიდან მტრებმა ქორფა ბავშვი ტყეში გაიტაცეს და იქ ნადირის შესაჭმელად დატოვეს, მაგრამ ბავშვს ირემმა ძუძუ აწოვა და გამოზარდაო. ამიტომ ბაგრატიონის ოჯახის ყველა წევრს და მათ ახლო ნათესავებს, აკრძალული ჰქონდა ირმის მოკვლა"

/"ქაროზი" N79, 2020, გვ.23/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 26 2023, 07:44 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საოცარია, რომ ბეთანია, რომელიც XIX საუკუნის დასასრულამდე ყველასაგან მივიწყებულ, საუკუნოვან ნანგრევებსღა წარმოადგენდა, სანამ მიტოვებული ტაძარი ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა გრიგოლ ორბელიანმა. სწორედ ამ საზარელი ათეისტური ქარიშხლის წინ იწყებს აღორძინებას და ამიერიდან იგი მოქმედი მონასტერი ხდება"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 10 2023, 07:33 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ჭაბუკი [ღირსი მამა ნავკრატიოსი] რამდენიმე სნეულ ხუცესს უვლიდა და საკუთარი ნანადირევი თევზით კვებავდა.

ასე იცხოვრა 5 წელიწადს, შემდეგ კი თავის ერთგულ თანამოღვაწესთან, - ქრისანთესთან ერთად ნადირობისას, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი