თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ ნათესავების ქორწილის შესაძლებლობა

პოსტის ავტორი: nino ninadze თარიღი: Apr 21 2015, 03:10 AM

გამარჯობათ,
დაახლოებით 1 წელიწადია რაც ან თემასთან დაკავშირებით ვეძებ სათანადო პასუხს. საქმე შემდგომში მდგომარეობს: გავარკვიე რომ ქართული მართმადიდებლური წესით მეშვიდე თაობამდე ნათესავებს არ შეუძლიათ დაქორწინება(ანუ 2 ბიძაშვილების შვილებს შორის).
ვცხოვრობ უცხოეთში და ვერ ვიპოვე ქართული ეკლესიის წარმომადგენელი და გადავწყვიტე დამეწერა ამ ფორუმზე, ამავდროულად გავარკვიე რომ კათოლიკური ეკლესიის წესების მიხედვით, ქორწინება იკრძალება მხოლოდ პირველი ხარისხის ბიძაშვილებს შორის. ასევე, იგივე წყაროს მიხედვით აქაურ მართმადიდებლებსაც აკრძალვა აქვთ მხოლოდ პირველი თაობის ბიძაშვილების ქორწინებაზე, მხოლოდ საქართველოში და საბერძნეთში არის მეშვიდე თაობამდე აკრძალვა. ეს განსხვავება არის გამომდინარე მხოლოდ გენეტიკური პრობლემების გამო(ჯანმრთელი შთამომავლობა ბიძაშვილების ქორწინების შედეგად).http://www.kvirispalitra.ge/martlmadidebluri/20945-romel-thaobamde-grdzeldeba-siskhlismieri-nathesauri-kavshiri-da-romel-thaobashi-sheidzleba-qortsineba.html
ჩემი შეკითხვა შემდგომშია - თუ თანამედროვე გენეტიკური გამოკვლევის შემდეგ გაირკვა რომ მეორე თაობის ბიძაშვილებს შორის ქორწინებას არანაირი ზიანი არ ექნება მათ შთამომავლობაზე, ხდება თ არა გამონაკლისი ამ ადამიანების დაქორწინებისთვის ქართულ ეკლესიაში?(ეს გამონაკლისი რუსულ ეკლესიაში დაშვებულია).
გთხოვთ თუ რაიმე უზუსტობაა ჩემს დასაბუთებაში, აუცილებლად გამისწოროთ და თქვენი პასუხის წყარო მიმითითოთ.
წინასწარ ძალიან დიდ მადლობას გიხდით თქვენი დროისთვის და პასუხებისთის.
ნ.ნ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)