ვინ არიან ფარისევლები და მწიგნობრები?, ძველი აღთქმიდან დღემდე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვინ არიან ფარისევლები და მწიგნობრები?, ძველი აღთქმიდან დღემდე |
დეკ. ირაკლი |
Jun 16 2008, 04:49 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
ჩემზე განათლებული ხალხი პოსტავს აქ და მათ დაწერონ ძველი აღთქმისეულ ფარისევლებზე და მწიგნობრებზე.
მერე გავარკვიოთ ეს სექტა იყო მხოლოდ თუ ცხოვრების წესი? არიან თუ არა ისინი დღეს? როგორია მათი ადგილი საზოგადოებაში? უფლის წინაშე? დაპოსტეთ შეურაცხყოფების გარეშე. ქრისტესმიერი სიყვარულით: მღვდელი ირაკლი |
კანუდოსელი |
Jun 16 2008, 06:06 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მწიგნობრები წარმოადგენდნენ ე.წ. დოგმატურ განმმარტებლებს ებრაული რჯულისა, ანუ ბიბლიისა.
მათი დავალება, სულიერი ღვაწლი გამოიხატებოდა ძველაღთქმისეული დოგმატური ღვთისმეტყველების შესწავლასა და მის გადმოცემაში - ანუ ეს იყო მათი მიზანი. საქმეზე მოხდა ის, რომ მათ საკუთარი სწავლება შეიტანეს ბიბლიაში - ანუ მოახდინეს ბიბლიაზე ძალადობა რითიც დასცილდნენ იმას, რისთვისაც მოწოდებულნი იყვნენ - რომ ყოფილიყვნენ რჯულის, კერძოდ კი დოგმატური ღვთისმეტყველებსი მასწავლებლები. მათი დანაშაული არის არა ბიბლიოფილია, როგორც დღეს გავრცელეული აზრია, არამეტ სინამდვილეში სწორედ ბიბლიოფობია, რადგან წიგნთა წიგნის პროფანირებას ჩაუყარეს საფუძველი. პ.ს. შეურაცხყოფას მე პირადად არც ვაპირებ...იმედია ამპარტავნებაში არ ჩამომერთმევა, რომ დავწერე ეს პასუხი...სინამდილეში დაწერის მერე მივაქციე ყურადღება პირველი პოსტის პირველ სტიქონს...(ამით იმას არ ვამბობ, რომ პირდაპირ ფრთას ფრთაზე ვისხამ ) პ.პ.ს. მწიგნობრები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
neo |
Jun 16 2008, 07:11 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ამის შესახებ არაფერი ვიცი თუმცა მომიტევეთ და ჩემს ხედვას მაინც ვიტყვი... მწიგნობარ ფარისევლები ისეთი ადამიანები არიან რომლებიც ,,ცოდნით იზღუდავენ განათლებას..." სწავლობენ კითხულობენ ძალიან ბევრს და შინაარსობრივად ესმით ძალიან ცოტა... პასუხი აქვთ თითქმის ყველა კიტხვაზე თუმცა არ ესმით არც კითხვისა და არც პასუხის არსი... ასეთ ცოდნას კი ისინი მიყავს ამპარტავნობამდე და განათლების ნაცვლად სიბნელებდე... ადამიანთა ეს კატეგორია ყოველთვის იყო და არა მარტო რელიგიურ განხრაში... ასეთია ჩემი ხედვა, შესაძლოა ვცდები... -------------------- www.cordesign.ge
|
ႲႭႡႰႠႬ |
Jun 16 2008, 07:15 PM
პოსტი
#4
|
ტყეების მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,137 რეგისტრ.: 19-December 07 მდებარ.: მთები წევრი № 3,444 |
ეგენი ისინი არ არიან ხალხის მოსაჩვენებლად დიდხანს რომ ლოცულობენ ეკლესიებში და მხოლოდ ბაგით რომ სცემენ თაყვანს და მათი გული რომ სავსეა ათასნაირი ურჯულოებით??
-------------------- Go bravely into the next world, fallen warriors...
|
დათიკო |
Jun 16 2008, 07:32 PM
პოსტი
#5
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
მათე
თავი 23 1. მაშინ იესო ეუბნებოდა ხალხს და თავის მოწაფეებს 2. და უთხრა: მოსეს დასაჯდომელზე დასხდნენ მწიგნობრები და ფარისევლები. 3. ყოველივე, რასაც გეტყვიან თქვენ, რომ დაიცვათ, დაიცავით და გააკეთეთ, მაგრამ მათი საქმეებისამებრ ნუ გააკეთებთ, რადგან ამბობენ და არ აკეთებენ. 4. რადგან კრავენ ტვირთს მძიმეს და ძნელად სატვირთველს და დებენ კაცთა მხრებზე, ხოლო თავად თითითაც არ სურთ დაძვრა მისი. 5. და თავის ყველა საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახად, რადგან იფართოებენ თავის საცავებს და იდიდებენ თავისი სამოსლის ფოჩებს, (საცავები და სამოსლის ფოჩები - სჯულით განსაზღვრული სამოსლის ნაწილები, რომლებიც ახსენებდნენ ებრაელებს ღვთის მცნებებს, სიტყვას, სასწაულებს. საცავებს აქვს კოლოფის ფორმა, ატარებენ შუბლზე და მარცხენა ხელზე) 6. უყვართ ინახით წინ სხდომა (ინახით სხდომა - მხართეძოზე წამოწოლა. ძველ აღმოსავლეთში ნახევრად წამოწოლილ მდგომარეობაში სადილობდნენ, რადგან დაბალი მაგიდები იყო) ნადიმებზე და წინ დასხდომა შესაკრებლებში 7. და მისალმება მოედნებზე, და რომ უწოდონ ადამიანებმა: რაბი, რაბი! (რაბი - ებრ. მოძღვარი, მასწავლებელი) 8. ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. 9. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში. 10. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი - ქრისტე. 11. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური. 12. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება. 13. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად ხანგრძლივად ლოცულობთ; ამის გამო მიიღებთ უმეტეს სასჯელს. 14. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან კეტავთ ცათა სასუფეველს კაცთა წინაშე; თქვენ არ შედიხართ და არც შემსვლელებს ანებებთ შესვლას. 15. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან მოივლით ზღვასა და ხმელეთს, რათა ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ; და როცა ეს მოხდება, აქცევთ მას გეენას ძედ, თქვენს ორჯერ მეტად. 16. ვაი თქვენ, წინამძღვარნო ბრმანო, რომლებიც ამბობთ: ვინც დაიფიცებს ტაძარს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ტაძრის ოქროს, ვალდებულია. 17. უგუნურებო და ბრმები, რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც განსწმენდს ოქროს? 18. და ამბობთ: ვინც დაიფიცებს საკურთხეველს, არაფერია; ხოლო ვინც დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ვალდებულია. 19. უგუნურებო და ბრმებო, რა უფრო დიდია: ძღვენი თუ საკურთხეველი, რომელიც განსწმენდს ძღვენს? 20. რადგან ვინც დაიფიცებს საკურთხეველს, იფიცებს მას და ყოველივეს, რაც მასზეა. 21. და ვინც დაიფიცებს ტაძარს, იფიცებს მას და ვინც დამკვიდრებულია მასში. 22. და ვინც დაიფიცებს ცას, იფიცებს ღვთის ტახტს და ვინც ზის მასზე. 23. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან იხდით მეათედს პიტნისასა, ცერეცოსი და ძირასი, და დაგიტოვებიათ უმთავრესი სჯულისა: სამართალი, წყალობა და რწმენა. ამის გაკეთება გმართებდათ და იმის დატოვება - არა. 24. წინამძღვარნო ბრმანო, რომლებიც წურავთ კოღოს, ხოლო აქლემს შთანთქავთ. 25. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან წმენდთ გარედან სასმისს და ლანგარს, ხოლო შიგნიდან სავსეა ნაძარცვით და უსამართლობით. 26. ფარისეველო ბრმაო, გაწმინდე პირველად შიგნიდან სასმისი და ლანგარი, რომ იყოს იგი გარედანაც წმინდა. 27. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან მსგავსნი ხართ შელესილი საფლავებისა, რომლებიც გარედან ჩანან მშვენიერნი, ხოლო შიგნით სავსე არიან მკვდრების ძვლებით და ყოველგვარი უწმინდურებით. 28. ასევე თქვენც გარედან ჩანხართ კაცთათვის მართალნი, ხოლო შიგნით სავსე ხართ თვალთმაქცობით და უსჯულოებით. 29. ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო თვალთმაქცნო, რადგან აშენებთ წინასწარმეტყველთა საფლავებს და ამკობთ მართალთა სამარეებს, 30. და ამბობთ: რომ ვყოფილიყავით ჩვენი მამების დროს, არ ვიქნებოდით მათი თანაზიარნი წინასწარმეტყველთა სისხლში; 31. რითიც ემოწმებით საკუთარ თავს, რომ ძეები ხართ წინასწარმეტყველთა მკვლელებისა; 32. და თქვენც აავსეთ საწყაო თქვენი მამებისა. 33. გველებო, იქედნეთა ნაშობნო, როგორ გაექცევით გეენას სასჯელს? 34. ამის გამო, აჰა, მე გიგზავნით თქვენ წინასწარმეტყველებს, ბრძნებს და მწიგნობრებს, ზოგ მათგანს მოკლავთ და ჯვარს აცვამთ, და ზოგ მათგანს გაშოლტავთ თქვენს შესაკრებლებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში; 35. რათა მოიწიოს თქვენზე ყოველი მართალი სისხლი, დათხეული ქვეყანაზე სისხლიდან აბელ მართლისა, ზაქარიას, ბარუქის ძის, სისხლამდე, რომელიც მოკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის. 36. ამინ გეუბნებით თქვენ: მოიწევა ეს ყოველივე ამ მოდგმაზე. 37. იერუსალიმო, იერუსალიმო, რომელმაც დახოცე წინასწარმეტყველნი და ჩაქოლე შენთან მოვლინებულნი; რამდენჯერ მსურდა შეკრება შენი შვილებისა, როგორც შემოიკრებს ფრინველი თავის მართვეებს ფრთების ქვეშ, და არ ისურვეთ. 38. აჰა, გრჩებათ თქვენ თქვენი სახლი ოხრად, 39. რადგან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ მე ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: კურთხეულია, ვინც მოდის უფლის სახელით. (ფს.118,26) |
კანუდოსელი |
Jun 16 2008, 07:35 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
დათიკო ეს თავი რომ მოიყვანე, მე არ მგონია, რომ მხოლოდ სასულიერო პირების მიმართ ხდება იესოს საუბარი (ცხადია უპირველეს ყოვლისა მატ მიმართ), რადგსნ ეს ზოგადი სწავლებაა, რომ არ გახდე ისეთი, როგორიც იმ კონკრეტულ მომენტში ის კონკრეტული ხალხი...ასეთი რამ უწერია იოანე ოქროპირს,მაგრამ ზუსტი ციტირება არ მახსოვს
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
დათიკო |
Jun 16 2008, 07:41 PM
პოსტი
#7
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
კანუდოსელი
ციტატა დათიკო ეს თავი რომ მოიყვანე, მე არ მგონია, რომ მხოლოდ სასულიერო პირების მიმართ ხდება იესოს საუბარი (ცხადია უპირველეს ყოვლისა მატ მიმართ), რადგსნ ეს ზოგადი სწავლებაა, რომ არ გახდე ისეთი, როგორიც იმ კონკრეტულ მომენტში ის კონკრეტული ხალხი...ასეთი რამ უწერია იოანე ოქროპირს,მაგრამ ზუსტი ციტირება არ მახსოვს ეს ციტატა მოვიყვანე ისე, ინფორმატიულობისთვის ახლა ეგზეგეზაც დავდოთ |
კანუდოსელი |
Jun 16 2008, 07:47 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი ეს ციტატა მოვიყვანე ისე, ინფორმატიულობისთვის ახლა ეგზეგეზაც დავდოთ დრო არ მაქვს და იქნებ მოძებნო იოანე ოქროპირის განარტება - ძალიან მაგრად წერს ამის თაობაზე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
lingvo |
Jun 17 2008, 12:16 AM
პოსტი
#9
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ჩემი აღქმით ფარისევლები და მწიგნობრები არიან საკუთარი ამპარტავნების ტყვეობაში მყოფი ადამიანები, რომლებმაც მაცხოვრის ჭეშმარიტი მოძღვრების მიღება ვერ შეძლეს და დაუპირისპირდნენ. ცოდნა თუ რწფელ გულზე არ არის დაფუძვნებული ბოროტების სამსახურში დგება. ბოროტება კი ჭეშმარიტებას, სიმართლეს, სიკეთეს ებრძვის. ასე იყო ყოველთვის და დღესაც ასეა. საზოგადოებაში თანამედროვე მწიგნობართ და ფარისევლებს ადგილი დამკვიდრებული აქვთ და დაფასებულნიც არიან.
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
დათიკო |
Jun 17 2008, 12:38 AM
პოსტი
#10
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
კანუდოსელი ციტატა დრო არ მაქვს და იქნებ მოძებნო იოანე ოქროპირის განარტება - ძალიან მაგრად წერს ამის თაობაზე http://www.ispovednik.ru/zlatoust/Z07_2/Z07_2_29.htm |
მნათე |
Jun 17 2008, 01:00 AM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ვერ შეძლეს ეს ნიშნავს რომ არ შეძლეს? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
Jun 17 2008, 02:40 AM
პოსტი
#12
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ვერ შეძლეს ეს ნიშნავს რომ არ შეძლეს? რაღაც აზრით შეიცავს, ვისაც არ უნდა ის ვერ შეძლებს... ესეც საინტერესოა: Свт. Филарет. Слова и речи, том III CLXXXV. 33. СЛОВО в день Святаго Царевича Димитрия. (Говорено в Архангельском Соборе, мая 15 дня) <1826 год> Горе вам, яко зиждете гробы пророк, отцы же ваши избиша их. Лук. XI. 47. Неожиданное обвинение произносит в сих словах Господь на книжников и фарисеев Иудейских. Горе вам, яко зиждете гробы пророк! И так неужели созидать гробы пророков есть преступление? Отцы же ваши избиша их. Но что до того детям, которые их не убивали? Не в законе-ли Твоем, Господи, написано: сын не возмет неправды отца своего (Иез. XVIII. 20)? Сомнения сии не суть праздныя, и дело сие не есть чуждое и для вас, которые сие слышите. Увы! от рода отцев наших были те изверги рода, которые убили сего царственнаго мученика. Достойнейшие из рода отцев наших, при благоприятстве судьбы Божией, прославляющей неповиннаго страдальца, создали ему гроб. Вы красите раку праведнаго – благоговейным посещением, поклонением, лобзанием. И так, уверены-ли вы, что не угрожает и вам горе, возвещенное детям избивших пророки, зиждущим гробы пророческия, и красящим раки праведных (Мф. XXIII. 29)? Остановимся, размыслим, в каком преступлении обвиняет слово Господне книжников и фарисеев, от какого преступления предостерегает всех нас? Горе вам, яко зиждете гробы пророк, отцы же ваши избиша их. Без сомнения, не то вменено книжникам и фарисеям в преступление, что их предки убивали пророков. От сей вины решительно освобождает их слово Господне у пророка Иезекииля: сын не возмет неправды отца своего, и отец не возмет неправды сына своего: правда праведнаго на нем будет, и беззаконие беззаконника на нем будет (XVIII. 20). Еще менее можно полагать вину их в том, что гробы пророков, или вообще святых человеков времен предшествовавших, созидали, украшали, почитали. Не из почтения-ли к гробам святых предков, с клятвою завещавал Иаков Иосифу, говоря: да почию со отцы моими: и изнесеши мя из Египта, и погребеши мя во гробе их (Быт. XLVII. 30). Не с почтением-ли к святому предку и кости Иосифовы изнесоша сынове Израилевы из Египта (Иис. XXIV. 32). А когда случилось, что в незакрытый и не охраненный гроб пророка Елиссея нечаянно поверженное тело мертваго человека прикоснуся костем Елиссеовым, и оживе (4 Цар. XIII. 21); тогда не надлежало-ли признать не только невинным, но и похвальным и должным то действие, чтобы создать и приличными знамениями отличить от прочих гроб пророка, дабы нечистое не прикасалось к святому, а ищущие очищения и освящения, без затруднения могли находить между костями мертвых кости животворящия. В чем-же виновны зиждущие гробы пророков? За что угрожает им горе? Они виновны в лицемерии; за лицемерие должно приити на них горе. Горе вам книжницы и фарисее лицемери, яко зиждете гробы пророческия. Лицемер есть тот, кто представляет лице благочестиваго и добродетельнаго человека, не будучи таковым в сердце; или, по выражению Апостола, кто имеет образ благочестия, силы же его отверглся (2 Тим. III. 5), или Бога исповедует ведети, а делы отмещется Его (Тит. I. 16). Лицемер есть тот, кто на словах строго ревнует о вере, как православный, а жить попускает себе слабо и безпечно, как язычник; кто любит учить других, но не старается сам следовать своим наставлениям; кто делает добрыя дела, но не с добрым намерением, как-то, из своекорыстия, самоугодия, тщеславия; кто хвалится точностию, с которою исполняет наружные обряды набожности, но, как известная Самаряныня, занимаясь спорами о месте и других внешних обстоятельствах богослужения, совсем не понимает поклонения Богу духом и истиною (Иоан. IV. 24) и еще хуже Самаряныни, и понимать сего не хочет, и понимающих сие преследует. Как лицемеры, книжники и фарисеи совиновны были отцам своим, и вместе с ними подлежали прещению Господню, не потому, что родились по плоти от избивших пророки, но потому что в духе своем богопротивныя свойства их по своей воле возродили. Давно предложен был вопрос людей, неразумеющих путей Божиих: что яко не взя сын неправды отца своего? И Бог чрез пророка на сие ответствует: понеже сын правду и милость сотвори, вся законы Моя соблюде, и сотвори я, жизнию поживет (Иез. XVIII. 19). Посему если кто предложит обратный вопрос: что, яко взя сын неправду отца своего? Без сомнения, на основании того-же ответа Божия, ответствовать можно: понеже правды и милости не сотвори, и закон не соблюде; поелику он свободно сделал себя наследником неправды и беззакония своих предков: то по необходимости сделан будет наследником их бедствий и казней. Сей точно разум имеет и прещение Господне на Иудейских лицемеров. Господь обличает их: соблаговолите делом отец ваших (Лук. XI. 48); вы так-же, как они, расположены внутренно. Он предсказывает: се Аз послю к вам пророки и премудры и книжники: и от них убиете и распнете, и от них биете на сонмищах ваших, и изженете от града во град (Мф. XXIII. 34). И проникая в таковыя их расположения, и предвидя таковыя дела их, Он их и оплакивает, и осуждает: горе вам! яко да приидет на вы всяка кровь праведна (35)! При богопротивных внутренних расположениях и намерениях сих лицемеров, какая польза, или достоинство в личине, которою они покрываются, как-бы ни была она благовидна? Они зиждут почетные гробы убиенных пророков: какая в том польза, когда сердце их есть сокровищница вражды и смерти против живущих святых, когда гроб отверст гортань их для убийственной клеветы на неповинных чад премудрости? Они красят наружно вещественныя раки праведных: какое в том достоинство, когда не украшают себя внутренно духом и живыми чувствованиями праведных? Мало сказать, что в сем случае нет в том пользы, нет в том похвалы, нет в том достоинства: точно, горе им, что они то делают, лучше-бы они того не делали. Если-бы они не оказывали почтения умершим пророкам и праведникам: то можно было-бы заключить, что по неведению не отдают справедливости живущим, и потому заслуживают извинение; но когда то, что уважают в умерших, оскорбляют в живущих: то горе им, как виновным, и паки горе, как неизвинительным! И между нами человеками, не столько ненавистен тот, кто не оказывает нам любви или уважения, сколько тот, кто показывает вид любви ненавидимому, или вид уважения презираемому: как-же должен быть пред Сердцеведцем Богом отвратителен тот, кто пред благочестием и святостию являет наружныя знамения благоговения, которых сердце его не знает? Горе вам лицемери, яко зиждете гробы пророческия! Из сего могут видеть и нынешние почитатели гробов пророков, или апостолов, или мучеников и других праведников, чего при сем, впрочем справедливом и священными преданиями утвержденном почтении, должно им остерегаться. Остерегаться им должно лицемерия. Если с видимым усердием ищете вы гробов и останков святых телес пророков или апостолов, божественных проповедников веры, но не имеете внутренняго усердия искать живаго слова и духа веры и святыни в их священных писаниях, особенно когда не имеете недостатка в способах сего искания: то остерегитесь, чтобы некогда не пришло на вас горе, изреченное на лицемеров. Если вы чтите гробы мучеников, которые утвердили веру тем, что терпеливо за нее пострадали, но сами не столько расположены собственным терпением, и, когда нужно, страданием доказать непобедимость веры, сколько мучить других за любимыя вами мнения: то берегитесь; и сие расположение духа не столько вас не обнадеживает радостию, которую святые находили в страданиях, сколько вам угрожает горем, которое предвещено подражателям избивших пророки. Если вы красите знамениями благоговения раки праведных и святых, – а Сердцеведец усматривает закосневающую в вашем сердце неправду и беззаконие: – остерегитесь, – горе! Напротив того, благословение Божие да приидет на вас, истинно благоговейные чтители гробов праведнических, когда вы, притекая к сим святым гробам, искренно желаете почерпнуть от них дух правды и святыни, для вашего внутренняго оправдания и освящения; когда, приближаясь к нетленным телесам, вы стараетесь не менее приближиться к блаженным духам, их одушевлявшим, чрез послушание их неповрежденному учению, чрез подражание их чистому житию, чрез общение данной им от Бога благодати, когда, с любовию духа, лобызая остатки святых преставльшихся, с такою-же любовию отверзаете объятия всему благому и святому, что, по благодати Божией, еще является и в живущих человеках. Да мимоидет всех нас горе лицемерия! Да посетит нас благословение искренняго благоговения и любви ко всему святому! Аминь. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Jun 17 2008, 02:49 AM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რაღაც აზრით შეიცავს, ვისაც არ უნდა ის ვერ შეძლებს... მე მინახავს ძალიან ბევრი, რომელსაც უნდა, მაგრამ ვერ შეძლო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
Jun 17 2008, 02:50 AM
პოსტი
#14
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რომელსაც უნდა, მაგრამ ვერ შეძლო თვითონ მონდომებაც შეძლებაა რაღაც გაგებით... თუმცა ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია, ზოგადად კი ნება უმნიშვნელოვანესი... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Jun 17 2008, 02:54 AM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა თვითონ მონდომებაც შეძლებაა რაღაც გაგებით... თუმცა ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია, ზოგადად კი ნება უმნიშვნელოვანესი... ნება უმნიშნველოვანესია, მაგრამ გარემო პირობები ეს უკვე აღარ ვარ მე... როცა შენი ფსიქიკა და გონებრივი შესაძლებლობები, ასევე ნდობის უნარი არ არის შენი ნების მორჩილებაში ცოტა უცნაურია იმპერატიულად საუბრობდე იგივე ათეისტის დანაშაულზე.... მე ვფიქრობ ეკლესია მოვალეა გამიჯნოს ფიზიოლოგია და ნებელობა ერთმანეთისგან. მაგალითად ათეისტის ცნობიერება უუნაროა ჩასწვდეს ტრანსცენდენტიზმს, მისი მიდგომა და ხედვა განსხვავებულია, მას გაცილებით უფრო გაუჭირდება მიიღოს ქრისტე ვიდრე მე, რომელსაც რელიგიური გრძნობა ლამის აკვანში მომცეს... ჩემი აზრით თუ ათეისტი ეძიებს და ვერ პოულობს, ეს მას არ შეერაცხება ნებიერ დანაშაულად, რადგან მან უბრალოდ ვერ შეძლო... ვერ.. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
xornabujeli |
Jun 17 2008, 05:28 AM
პოსტი
#16
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
ჩემზე განათლებული ხალხი პოსტავს აქ და მათ დაწერონ ძველი აღთქმისეულ ფარისევლებზე და მწიგნობრებზე. მერე გავარკვიოთ ეს სექტა იყო მხოლოდ თუ ცხოვრების წესი? არიან თუ არა ისინი დღეს? როგორია მათი ადგილი საზოგადოებაში? უფლის წინაშე? დაპოსტეთ შეურაცხყოფების გარეშე. ქრისტესმიერი სიყვარულით: მღვდელი ირაკლი პირველ რიგში, დამლოცეთ მამა ირაკლი! ჩემის აზრით მამაო, ფარისევლობა უფრო ცხოვრების წესი იყო,(როგორც ეს სახარების სხვადასხვა ადგილის განმარტებიდანაც ჩანს)თუმცა შეიძლება ამასთანავე იყო სექტაც. -რაც შეეხება, ისინი დღეს არიან თუ არა,მე ვფიქრობ არიან(სრულიად შესაძლოა მათ შორის მეც) უფრო ალბათ ცხოვრების წესით. -ზუსტად არ ვიცი,როგორია მათი ადგილი საზოგადოებაში,მაგრამ უფლის თვალში ისინი ალბათ ისევე გამოიყურებიან როგორც იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დროს. -თუ,საკუთარი თავის განათლებულობად წარმოჩენაში არ ჩამითვლით, დავწერ(დავპოსტავ)იმ სახარებისეული ადგილების განმარტებას წმ. მამათა მიხედვით,სადაც უშუალოდ საუბარია მწიგნობრებსა და ფარისევლებზე: წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი თავის ერთ-ერთ ქადაგებაში გაგვახსენებს ფარისევლობის იმ შემაძრწუნებელ სურათს, რომელიც თვითონ ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ დაგვიხატა მათეს სახარების 23-ე თავში. წმიდა გაბრიელი შენიშნავს: „რისთვის ვცდილობთ ჩვენ ფარისევლობის აღწერასა სუსტითა ენითა ჩვენითა? თვით მაცხოვარმა ვრცლად აღწერა შესაძრწუნებელთა სიტყვათა შინა ფარისევლობა და მოქმედება მისი“. უფალმა იესო ქრისტემ თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობის დასასრულ ინება და დაუნდობლად გააცხადა ხალხისა და მოწაფეების წინაშე ფარისევლობის ნამდვილი სახე, იმ მიზნით, რომ მათ თავი დაეცვათ სენისაგან, რომელიც თვალთმაქცობას თესავს და ურჯულოებას იმკის. ფარისევლობის უფლისმიერ სამხილთა უბრალო ჩამონათვალიც კი შემზარავი მოსასმენია. თუმცა მაცხოვრის მხილებამ ისევ ფარისეველი, ორგული და ურჯულო უნდა შეაძრწუნოს უპირველესად. ფარისეველთა მხილებას უფალი ამ სიტყვებით იწყებს: „საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი“ (მათე 23,2), ესე იგი, მოსეს ტახტზე სხედანო მწიგნობრები და ფარისევლები. ისრაელიანთა დიდი რჯულისმდებლის ტახტზე ჯდომა მწიგნობრებსა და ფარისევლებს ამ რჯულის სწავლებასაც ავალებდა. ფარისევლებთან ერთად უფალი იხსენიებს მწიგნობრებს. მწიგნობარი ძველად იყო „მოსეს რჯულში ჩახედული“ კაცი - სწორედ ასე ხასიათდება ეზრას I წიგნში მღვდელი ეზრა, რომელიც ქრისტეს შობამდე V საუკუნეში ბაბილონიდან ისრაელში ჩამღვიდა და: „გულს იდვა უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება, და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში“ (I ეზრა 7, 6,10). ძველ ებრაულში მწიგნობრის შესატყვისი სიტყვაა „მწერალი“ (სოფერიმ), იმიტომ რომ მწიგნობრის საქმე იყო რჯულის წიგნის დაცვა, გადაწერა, მისი სწავლება, ანუ ამ წიგნის ცოდნა. მოსეს რჯულთან საქმე ჰქონდათ რჯულისმცოდნეებსაც, ამაზე თვით ამ სიტყვის მნიშვნელობაც მეტყველებს - რჯულის-მცოდნე. ასე რომ, მწიგნობარი რჯულის წიგნის მცოდნე იყო. ფარისევლის საქმეც, მწიგნობართა და რჯულისმცოდნეთა მსგავსად, მოსეს რჯულის შესწავლასა და დაცვას წარმოადგენდა. ფარისევლებს ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძლიერი ერთობა ჰქონდათ. ისინი განსაკუთრებული ძალისხმევით იცავდნენ რჯულს, მცნებებს. სწორედ ფარისევლებმა შეასწორეს და მცნებებით განავრცეს მოსეს რჯული. ფარისევლები ერთნაირი გულმოდგინებით იცავდნენ როგორც რელიგიურ, ასევე საზოგადოებრივ წესებსა და წინაპართა ტრადიციებს, გადამეტებული სიმკაცრით ითხოვდნენ ამ წესების დაცვას და ამ დროს განსაკუთრებული სიმკაცრით მოითხოვდნენ ყველა გარეგნული ნიშნის გათვალისწინებას. ხალხი ფარისევლებს დიდ პატივს სცემდა, როგორც წეს-კანონთა და აღიარებულ დოგმათა განუხრელ აღმსრულებლებს. ხალხისთვის ისინი დიდი პატრიოტებიც იყვნენ, რადგან ფარისევლები ისრაელიანთა პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის იღვწოდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი იყო ქრისტეს მოსვლამდე. ჩვენმა უფალმა კი მათი თვალთმაქცობა ამხილა, რადგან ისინი რჯულს მხოლოდ კაცთა საჩვენებლად იცავდნენ: მათი რჯულის აღმსრულებლობა გარეგნულად სარწმუნო ჩანდა, სინამდვილეში კი ეს გარედან გაწმენდილი ჭურჭელი, როგორც თავად უფალი ბრძანებს, შიგნით სავსე იყო „ნატაცებითა და არაწმიდებითა“ (მათე 23,25). გარედან მშვენიერ, შეფეთქილ საფლავებს მიმსგავსებული ფარისევლები შიგნიდან „მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით“ იყვნენ აღსავსენი. ამ მიზეზით გაჩნდა ფარისეველთა ახალაღთქმისეული განსაზღვრება - „მართალი“, „რჯულში მართალნი“, რაც უფლისმიერი შეფასებიდან მომდინარეობს. აი, რას ეუბნება იგი მწიგნობრებსა და ფარისევლებს: „ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით“ (მათე 23,28). უფალი იესო ქრისტე ფარისეველთა მხილებისას უპირველესად წარმოაჩენს მათი სიტყვისა და საქმის გათიშულობას, ვინაიდან მათი საქმე მუდამ მოწყვეტილი იყო სიტყვისაგან. უფალი ამიტომ აფრთხილებს თავის მსმენელს და ეუბნება, რომ ფარისეველთა რჩევა-დარიგებიდან მათ მხოლოდ რჯულისა და მცნებების დაცვასთან დაკავშირებული სწავლება უნდა ისმინონ: რაც შეეხება მათ საქმეს: „საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“ - გვიბრძანებს ჩვენი უფალი, და დასძენს: „რამეთუ თქჳან და არა ყვიან“ (მათე 23,2), ესე იგი, ამბობენ და არ ასრულებენო. ფარისევლები მკაცრად და დაუნდობლად ექცეოდნენ ხალხს, რომელიც მათ პატივს სცემდა და მათივე მზრუნველობის იმედით იყო. მაგრამ, ამის პასუხად, ისინი: „მძიმე ტვირთს კრავენ, და ძნელად სატვირთველს ხალხს მხრებზე ადებენ, თვითონ კი თითის განძრევაც არ სურთ ამ ტვირთის დასაძრავად“ (მათე 23,4), - ასე განაგრძობს უფალი ფარისეველთა მხილებას იმავე 23-ე თავში წმიდა მათეს სახარებიდან. წმიდა იოანე ოქროპირი შენიშნავს, რომ მაცხოვარმა ფარისეველთა გამო ის კი არ თქვა, არ შეუძლიათ და იმიტომ არ ეწევიან საქმესო, არამედ თქვა: „არა ყვიანო“ ესე იგი, არ უნდათ და არ აკეთებენო: და არც ის თქვა უფალმა, ისინი ტვირთს არ აკარებენო თითს, არამედ ის თქვა, რომ მასთან მიახლებაც კი არ უნდათო. ფარისევლების მსგავსთ ძლიერ უყვართ საკუთარი სამოსის ხაზგასმულად მორთვა და მოკაზმვა: განიერი, ფართო თასმებით, რჯულის წერილის ჩასადები უცნაურად დიდი ყუთებით, ფართო მკლავებიანი და კალთებიანი შესამოსელით; წვეულებაზე მათ სუფრის თავში უყვართ ჯდომა, სინაგოგებში კი წინა რიგებში დგომა. ხალხის თავშეყრის ადგილებში, მოედნებსა და ქუჩებში ასეთნი იმისთვის გაერევიან, რომ პატივისცემის ნიშნად მიიღონ მოკითხვა და ძახილი: „რაბი! რაბი!“ (მოძღვარო, მოძღვარო!). ყოველივე ეს კი ფუჭი დიდების ტრფიალებაა. ამ ტრფიალების შხამი მეტად ძლიერია, მაგრამ მის შემსმელსა და მიმღებს შარბათივით ტკბილი ეჩვენება. ეს შხამი ტკბილია იმისათვის, ვინც წუთისოფლის ამაო ზრუნვას გაჰკიდებია და თავისი საუნჯეც მხოლოდ აქ ეგულება. უფალი კიდევ უფრო აძლიერებს მწიგნობრებისა და ფარისევლების დადანაშაულებას და იმაშიც ამხელს, რომ ისანი მარტო მდიდრებს, წარჩინებულებსა და ძლიერთა ამა სოფლისათა როდი ერჩიან, არამედ ღარიბებსაც არ ინდობენ, ატყუებენ მათ და გამგელებულნი ხარბად ნთქავენ ქვრივ-ობოლთა ქონებას, სახლ-კარს. უფრო საზარელი კი ის არის, რომ თავიანთ რწმენაზე მოქცეულ კაცს ისინი კი არ იფარავენ, მისი გადარჩენისათვის კი არ ზრუნავენ, არამედ თავიანთივე ურჯულოებით ჯოჯოხეთის ცეცხლისათვის განამზადებენ, ღვთიური ჭეშმარიტებისაკენ ყველა გზას უკეტავენ და უბნელებენ, რითაც სამუდამოდ ღუპავენ მის სულს. „ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თქვენ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას“ (მათე 23,13), - ასე მიმართავს უფალი იესო მათ. მართლაც, ფარისევლებმა და მწიგნობრებმა ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლება მოსეს რჯულის განმარტებისა, წმიდა წერილის აღქმისა და მიღებისა, დაამახინჯეს სწავლება მესიაზე, მის სამეუფოზე - წმინდა აზრი შერყვნეს თავიანთივე გამონაგონი გადმოცემებითა და წესებით. სწორედ ამ ფარისეველებმა და მწიგნობრებმა უარყვეს ჩვენი უფალი იესო ქრისტე, ბოროტი ცილისწამებით დევნეს იგი და რა აღარ უწოდეს: მჭამელი, ღვინის მსმელი, მატყუარა, მეზვერეთა და ცოდვილთა მეგობარი, და თვით ღვთის მგმობელიც კი! ისინი ხალხს ამ თავიანთი ბოროტებითა და ურჯულოებითაც არ ანებებდნენ ცათა სასუფეველში შესვლას. ---------------------------------------------------- რა არის ფარისევლობა? როდის ვფარისევლობ? [size=2]მთის კალთაზე ქადაგებისას უფალი ასე აფრთხილებს თავის მსმენელს: „ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათე 5, 20), - აი, რა საშინელი სიტყვებით ამხელს მაცხოვარი ფარისევლებს! „რას ნიშნავს ეს, ძმანო ჩემნო?“ - გვეკითხება წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი და განაგრძობს: ნუთუ ყოვლადმშვიდმა და ყოვლადმოწყალემ, ყველა ცოდვილისათვის განხორციელებულმა უფალმა თითქმის დაივიწყა მოთმინება და შებრალება, როდესაც ფარისევლებს ამხელდა და ამას ამბობდა? და ღვთაებრივი სიბრალულით აღსავსე ჩვენი უფალი, რომელმაც სიკვდილის ღირსი ცოდვილი ქალიც კი შეიწყნარა, რა მიზნით აღწერს ასეთი ფიცხელი და მრისხანე სიტყვებით ფარისეველთა ბოროტებას? წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის თქმით, ამის მიზეზია ფარისევლური ცხოვრების წესი, როდესაც კაცი „მიითვისებს სახესა სათნოებისასა, როცა ძალი სათნოებისა შორს არს გულისა მისისაგან... და ამით შეაგინებს თვით სათნოებასა; იგი ზოგჯერ სხვათა კაცთაცა შეაძულებს ღვთის-მსახურებასა; იგი განაუქმებს ღვთის-მოყვარებასა და მრავალთა კაცთა დაუბრკოლებს სულის ცხონებასა“. ფარისეველი, როგორც სახე საზოგადოების დაწინაურებული და წარმატებული წევრისა, ჩვეულებრივ, მრავალთათვის არის ხოლმე მაგალითი, ხოლო მისი ქცევა - მისაბაძი საგანია. წმიდა ეპისკოპოსი გვირჩევს, ფრთხილად ვიყოთ, რომ ფარისევლობითი ყოფაქცევის შემხედვარეთ არ შევბღალოთ ჩვენი გულწრფელობა საღვთო საქმეში და არ დავბრკოლდეთ ღვთის მსახურებაში. „ფარისევლისა და მეზვერის“ იგავთან დაკავშირებული ერთ-ერთი ქადაგების დასაწყისშივე წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი შენიშნავს, რომ ეს იგავი „არაერთგზის იყო საგნად უბნობისა“; წმიდა ეპისკოპოსი დასძენს: „ათასჯერაც რომ ყოფილიყო იგი განხილული თქვენ წინაშე, და ნაცვლად ერთისა ენისა, ასი ენა რომ გვქონდეს, და თვითოეულთა ათასჯერ გვეთქვას მას ზედა, ვგონებ, არც მაშინ იქნებოდა გარდამეტებული - ეგოდენ საჭირო არის ჩვენთვის ხშირად გაფრთხილება ფარისევლობისაგან!“ ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წმიდა ლუკა მახარებლის სიტყვები, რომლებსაც იგი „ფარისევლისა და მეზვერის“ იგავს წაუმძღვარებს: „ერთი ასეთი იგავიც უთხრა ზოგიერთს, რომლებსაც სწამდათ, მართლები ვართო და სხვებს კი არად აგდებდნენ“ (ლუკა 18,9) - აი, ამისაგან თავის დასაცავად და გასაფრთხილებლად არის საჭირო ამ იგავის მრავალჟამიერი განცდა. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის აზრით, „ძვირად“ მოიპოვება ქვეყანაზე კაცი, რომ არ იყოს მოზიარე ფარისევლობის ცოდვისა, თუნდაც მისი რომელიმე სახით ან შემთხვევით. ყველა ცოდვათაგან ფარისევლობა იმდენად უმძიმესია და უსაშინლესი, რომ ათასში ერთ კაცსაც ვერ ნახავ: „რომლისა სიტყვა და საქმე იყოს ერთი, და გარეგანი საქციელი მისი - დაფუძნებული შინაგანსა გრძნობასა“. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი ხშირად დაგვისვამს შეკითხვას ფარისევლობის რაობაზე: მაინც რაში მდგომარეობს ფარისევლობა? რა არის ფარისევლობა? წმიდა ეპისკოპოსი სწორედ „ფარისევლისა და მეზვერის“ იგავში გვირჩევს, ვეძიოთ პასუხი ამ შეკითხვაზე. თუმცა სანამ თვით იგავის განმარტებას შეუდგებოდეს, წმიდა მამა ფარისევლობის საზოგადო შტრიხებს გვიხაზავს და ამბობს: „უმაღლესი სიცუდე ფარისევლობისა ის არის, რომ იგი ატყუებს კაცსა“. ისიც ფარისევლობაა, როდესაც კაცი შეურიგდება და დაუმეგობრდება სიცრუეს: „დააჩუმებს თავის სვინდისსა და გრძნობას რომლითამე გარეგანითა, ყალბითა და ცრუთა სათნოებითა, როდესაც იგი ითმენს თავის სულში სიმრუდესა“. „თავისი გარეგანი ქცევით“ - განაგრძობს წმიდა გაბრიელი, - „ვითომდა წესიერი და მოსაწონი ყოფაქცევით, ფარისეველი მხოლოდ საკუთარ უმსგავსო და უშვერ თვისებებს ფარავს, კეთილად და მართლად მოაჩვენებს თავის თავს, და ამით ატყუებს ქვეყანას“. ცხადია, წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამ შემთხვევაში ფარისეველთა უფლისმიერ შეფასებას ეყრდნობა, როცა უფალი იესო მათზე ამბობს: „და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩვენებელად კაცთა“ (მათე 23,5). ფარისევლობის ცოდვის სიმძიმე, წმიდა ეპისკოპოსისავე თქმით, კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ მრავალ ცოდვათაგან, რომლებითაც ადამიანის დაცემული ბუნება იტანჯება, არც ერთი ისე მკვიდრად არ მოეკიდება კაცის გულს, არც ერთი იმ ზომით არ მოინადირებს მის სულს და ისე ღრმად არ ჩანერგდება ბუნებაში, როგორც ეს საზარელი და უსაშინლესი ცოდვა, და აი, რატომ: სხვა ცოდვები რომელიმე ერთ დროს ან რომელიმე ასაკში იჩენენ თავს, ფარისევლობა კი, სიყრმიდანვე თუ გაიდგა ფესვები, საფლავამდე მისდევს მას; ყოველი სხვა ცოდვა რომელიმე საქმეში თუ გაერევა და გამოჩნდება, ეს კი ყოველ სიტყვასა და საქმეში, „ყოველ მოქმედებას გასვრის და გააუწმინდურებს, ყოველ აზრსა და სიტყვას მისცემს რაღაც ცუდად განსხვავებულ ფერს“ - ამბობს წმიდა მამა და ამ „ცუდად განსხვავებულ ფერში“ გულისხმობს ტყუილს, სიცრუეს, მოჩვენებითობას, თვალთმაქცობას, მოკლედ - ფარისევლობას! სხვათა შორის, თვით ამ თვისების - ფარისევლობის აღმნიშვნელი სახელი ქართულში, და ბევრ სხვა ენაშიც, სწორედ ძველ ებრაელ ფარისეველთა ფარისევლობის ამგვარ კვალიფიკაციასთან არის კავშირში. კიდევ ერთ შეკითხვაზე გვაძლევს პასუხს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი - როდის ვარდება კაცი ფარისევლობის ცოდვაში? როდის ვფარისევლობთ? ჩვენ, წუთისოფლის შვილებს, წმიდა მამის თქმისა არ იყოს, მართლაც გამოუკლებლივ გვაქვს „საკუთარი მიდრეკილება ფარისევლობისადმი“ რა უცნაურადაც უნდა გვვჩვენოს, ჩვენთვის, ქართველთათვის დამახასიათებელ, ესოდენ გადამეტებულ ზრდილობასა და თავაზიანობაშიც კი ხშირად გაერევა ხოლმე ფარისევლობა. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამის გამო ღრმა გულისტკივილით შენიშნავს და ამბობს: „ვგონებ, რომ უმჯობესი და ყოვლად საქები ზრდილობა ის არის, როდესაც კაცი იქცევა გულწრფელად“. მაგრამ მარტო ზრდილობასა და თავაზიანობაში რომ იყოს საქმე, რა გვიჭირდა. წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი რამდენიმე მაგალითის სახით გვიხატავს ფარისევლობის ცოდვაში ჩავარდნის შემზარავ სურათებს და ამით თითოეულ ჩვენგანს გვაიძულებს, დავფიქრდეთ, გავიხსენოთ, შევაფასოთ საკუთარი ფარისევლობა, და უთუოდ ვაღიაროთ იგი, განვშორდეთ მას. როდის ვფარისევლობ? როდის და, მაშინ, როცა ცოდვას გულის სიღრმეში ვმალავ, გარეგნულად კი კეთილისმყოფელის სახეს ვიღებ, იმის ნაცვლად, რომ განვიწმინდო გული ცოდვის მბადი გულისთქმებისგან, ძირშივე მოვკვეთო ჩემი ავზნიანი ჩვევა-ქცევანი; როდის ვფარისევლობ? როდის და, მაშინ, როცა კაცს პირში ვაქებ და პირს იქით კი ცუდად ვიხსენიებ, განვიკითხავ, გავჭორავ, ვლანძღავ, როცა იმას კი არ ვამბობ, რასაც გული მეტყვის, არამედ მხოლოდ იმას, რაც ეამება კაცს; სიმართლეს კი არ ვიტყვი, არამედ იმას, რასაც ჩემთვის სარგებლობა მოაქვს. მაშინაც ფარისეველი ხარ, - გვეუბნება წმიდა ეპისკოპოსი, - როცა კაცს აქებ და არა იმის გამო, რომ ღირსია, არამედ მარტო იმიტომ, რომ იგი შენი მოყვარე და მეგობარია, მეორეს კი იმ მიზეზით განიკითხავ, რომ მასთან უკმაყოფილება გაქვს ან სულაც არ მოგწონს, არ გიყვარს; განა ის კი არ არის ფარისევლობა, როცა ენით სიმართლის დიდმოყვარეობას ამტკიცებ, საქმით კი უსამართლობას არ მოერიდები, თუკი შენთვის სასარგებლო იქნება. წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი ყველას შეგვახსენებს იმას, თუ რა ხშირად ვეწევით ხოლმე პირმოთნეობას, როცა სინდისი შეგვაწუხებს, მაგრამ წუწუნით ვამბობთ ღმერთი მოწყალეა, რა ვქნა, ადამიანი სუსტი არსებაა, სხვებიც ასე ცხოვრობენ ან ვინ არის უცოდველი ამქვეყნად? რა უშავს, თავის დროზე მოვინანიებ... და ასე შემდეგ. ამ დროს, - გვმოძღვრავს წმიდა ეპისკოპოსი, - ჩვენ ცხადად ვეზიარებით ხოლმე ფარისევლობის ცოდვას და მის ფსკერზე ვიძირებით გაუგნებლად. მაშასადამე, როგორც კი თავის მართლებას მივყოფთ ხელს, იმწამსვე უნდა შევუძახოთ საკუთარ თავს, რათა კარგად დავინახოთ ის, რის გამოც გასამართლებლად გავიხადეთ თავი, ვინაიდან საკუთარი თავის მართლება არის ცოდვით დაცემული საკუთარი თავის დაუმსახურებლად ამაღლება. ეს კი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაემართოს ადამიანს, როცა საკუთარ ცოდვებს ვეღარ ხედავს, ვეღარ განიცდის და, მერე და მერე, არც არასოდეს ინებებს მათ დანახვასა და განცდას. ასეთნი - თავის მართლებას აყოლილნი, - ბრძანებს წმიდა გაბრიელი, - ფარისევლობის საცოდავი მსხვერპლნი არიანო. აი, ვიღაცა ქრთამს იღებს, მას სინდისი კი ამხილებს, მაგრამ მექრთამე ხმას აწყვეტინებს, აჩუმებს ამ არამკითხე მოამბე სინდისს და ჯიუტად გაიძახის გულში: რა ვქნა, ცოტა ჯამაგირი მაქვს, ცოლ-შვილს რჩენა უნდა, სხვები ჩემზე უარესად იღებენ, განა ყველა ასე არ არის: რა მოხდება, მეც რომ ორი კაპიკი ავიღო?! მეორე თავისი უფროსის წინაშე დგას და ვერ ამბობს სიმართლეს, პირიქით, ცდილობს, მლიქვნელობითა და პირმოთნეობით როგორმე შეალამაზოს ვითარება და ჯილდო ან დაწინაურება გამოსტყუოს ზემდგომს. მესამე ვაჭრობაშია და გამოუცდელ მუშტარს ცუდ საქონელს შეაძლევს, მერე კი ეტყვის: მე რა შუაში ვარ, აქ არ იყავი, თვალები არა გქონდა, რატომ არ გასინჯე; ვაჭარიც იმიტომა ვარ, რომ ფული მოვიგო... და ასე შემდეგ. ყოველი ასეთი მაგალითის დასასრულ წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი დაჟინებით ჩაგვეკითხება - რა არის ასეთი თავის მართლება, თუ არა ფარისევლობა? რა არის ასეთი ლაპარაკი, თუ არა ფარისევლობა? დაბოლოს, დაასკვნის: ერთი სიტყვით, შენ ფარისევლობ ყოველთვის, როცა „ითმენ შენს გულში სიყალბესა და სიცრუეს, როცა დააჩუმებ თვისს სინდისსა“ . ალბათ დამეთანხმებით, რომ უაღრესად ამომწურავი, ყოვლისმომცველი და მრავლისმეტყველია ახლახან წარმოდგენილი ვრცელი განმარტება ფარისევლობისა, რომელსაც გვთავაზობს წმიდა ეპისკოპოსი იმერეთისა გაბრიელი (ქიქოძე). მკითხველს კიდევ ერთხელ მინდა ვურჩიო, წაიკითხოს წმიდა ეპისკოპოსის ქადაგებანი, თავად გაეცნოს წმიდა მამის რჩევა-დარიგებებს და თავადვე იგემოს მისი მოძღვრების სიტკბოება, სულისათვის ფრიად სასარგებლო ეს სწავლება. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
მროველი |
Jul 21 2008, 11:59 PM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 10-July 08 წევრი № 5,311 |
მოძღვარმა იკითხა და განა არ იცოდა?
მარა ამდენი მწიგნობარი ერთად არ მინახავს! |
წახწახა |
Jul 22 2008, 12:10 AM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 162 რეგისტრ.: 17-July 08 წევრი № 5,351 |
ადმენი ახსნა რატ უნდა ლელა კაკულიაა ფარისეველი
|
მროველი |
Jul 22 2008, 12:17 AM
პოსტი
#19
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 10-July 08 წევრი № 5,311 |
და არა მარტო!
მარა ვინაა ეგ კაკულია არ ვიცი ამიტომ ცილს არ დავწამებ! მწიგნობრები კი საკმაოდ არიან აქ ფარისევლებთან ერთად! |
წახწახა |
Jul 22 2008, 12:25 AM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 162 რეგისტრ.: 17-July 08 წევრი № 5,351 |
ციტატა და არა მარტო! მარა ვინაა ეგ კაკულია არ ვიცი ამიტომ ცილს არ დავწამებ! მწიგნობრები კი საკმაოდ არიან აქ ფარისევლებთან ერთად! ეხლავე გეტყვი: "ლელა კაკულია უმშვენიერესი ქართველი ქალბატონი და ის მოკვდავებისათვის მიუწვდომელი ფენომენი რასაც ჩვეულებრივი ხალხი წინასწარმეტყველებას ვეძახით" ისე მწიგნობრები მართლა ბევრნი არიან : |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი