ადამიანის, მამაკაცის და დედაკაცის, შექმნა, შესაქმის მატიანის მიხედვით. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამიანის, მამაკაცის და დედაკაცის, შექმნა, შესაქმის მატიანის მიხედვით. |
argani |
Jun 19 2008, 12:19 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
ციტატა შესაქმეთა თავი 1 27. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი,მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი. 31. და იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგია ძლიერ. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეექვსე. თავი 2 3. და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდაიყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ყველა თავისი საქმისგან, რომლის კეთებაც დაიწყო ღმერთმა. 15. და მოიყვანა უფალმან ღმერთმან კაცი, რომელი შექმნა, და დაადგინა იგი სამოთხესა მას საშვებელისასა საქმედ მისა და დაცვად. 18. და თქვა ღმერთმა: არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა; შევუქმნათ მას შემწე, მისი მსგავსი. ??? |
KAIROS |
Jun 19 2008, 12:29 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
1. ზოგადი მოყოლა შექმნისა
2. დაზუსტება შექმნის ისტორიის მიმდინარეობისა... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
argani |
Jun 19 2008, 12:33 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
ციტატა დაზუსტება შექმნის ისტორიის მიმდინარეობისა... ო, ეგ თავისთავად, მაგრამ როცა ნეკნიდან შექმნა ხდება, მეშვიდე დღეა თუ მეექვსე? |
KAIROS |
Jun 19 2008, 12:44 AM
პოსტი
#4
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მეექვსე აუცილებად მეექვსე, ისე გადაავლე თვალი ტექსტს... 27. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი. 28. და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით. და აღავსეთ ქუეყანაჲ და ეუფლენით მას. და მთავრობდით თევზთა ზღჳსათა, და მფრინველთა ცისათა, და ყოველთა პირუტყუთა, და ყოველსა ქვეყანასა და ყოველთა ქუეწარმავალთა, მავალთა ქვეყანასა ზედა. 29. და თქვა ღმერთმან: აჰა, მიგცე თქვენყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისაჲ, რომელ არს ზედა ყოვლისა ქვეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თჳსსა ნაყოფი თესლისაჲ სათესავი, თქუენდა იყოს საჭმელად. 30. და ყოველთა მჴეცთა ქვეყანისათა და ყოველთა მფრინველთა ცისათა. და ყოვლისა ქუეწარმავალისა, რომელი ვალს ქვეყანასა ზედა, რომელსა აქუს თავსა შორის თვისსა სული სიცოცხლისა, და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად და იქმნა ეგრეთ. 31. და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად,და იყო მწუხრი ღა იქმნა განთიად დღე მეექუსე. ისე ასეთი რამეები შეგიძLია კითხვებში იკითხო, იტვირთება ამდენი თემებით აქაურობა... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
დათიკო |
Jun 19 2008, 12:49 AM
პოსტი
#5
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
argani
ციტატა ისე ასეთი რამეები შეგიძLია კითხვებში იკითხო, იტვირთება ამდენი თემებით აქაურობა... http://church.ge/index.php?showtopic=2930 |
argani |
Jun 19 2008, 01:04 AM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
KAIROS
ციტატა ისე გადაავლე თვალი ტექსტს... გადავავლე და შევნიშნე თხრობის მსვლელობა თავი 2 1. და დასრულდა ცა და ქვეყანა და მთელი მათი მორთულობა. 2. და დაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმეები, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყველა თავისი საქმისაგან, რაც გააკეთა. 3. და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმინდაიყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ყველა თავისი საქმისგან, რომლის კეთებაც დაიწყო ღმერთმა. 4. ეს არის წიგნი ცისა და ქვეყნის შექმნისა, როდესაც შეიქმნა, რომელ დღესაც შექმნა უფალმა ღმერთმა ცა და ქვეყანა, 5. და ველის მთელი სიმწვანე, ვიდრე შეიქმნებოდა ქვეყანაზე, და ველის ყველა მცენარე, ვიდრე აღმოცენდებოდა; რადგან არ უწვიმებია ღმერთს ქვეყანაზე, და კაცი არ იყო, რომ დაემუშავებინა მიწა. 6. ხოლო წყარო ამოდიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის მთელს ზედაპირს. 7. და გამოსახა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის პირს სიცოცხლის სული, და შეიქმნა კაცი ცოცხალ სულად. დათიკო დაახლოებით ისეთივე თემაა როგორიც შესაქმისა, მაგრამ თუ ეკლად გესობა, შეგიძლია გადაიტანო შესაფერის განყოფილებაში |
KAIROS |
Jun 19 2008, 01:22 AM
პოსტი
#7
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა 7. და გამოსახა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის პირს სიცოცხლის სული, და შეიქმნა კაცი ცოცხალ სულად. იყო მაგაზე საუბარი, ზოგადი მოთხრობის შესმდეგ მიუტრიალდა მთხრობელი და ცალკე და დაზუსტებით აღწერა დამიანის შექმნა, რაც სწორედ მეექვსე დღეს მოხდა... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
argani |
Jun 19 2008, 01:36 AM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
ციტატა შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი,მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი. ნამდვილად თავის ხატად და სახედ შექმნა? |
KAIROS |
Jun 19 2008, 01:54 AM
პოსტი
#9
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ნამდვილად თავის ხატად და სახედ შექმნა? ნუ გავარიატ წმინდა იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა თავი ოცდამეექვსე ადამიანის შესახებასე დააარსა ღმერთმა, ერთი მხრივ, გონისეული არსება, კერძოდ, ანგელოზები და ყველა ციური მწყობრი, რადგან ისინი აშკარად გონისმიერი და უსხეულო ბუნებისა არიან (მაგრამ „უსხეულოდ“ ვამბობ მათ ნივთიერების განხშოებასთან შეფარდებით, რადგან მხოლოდ ღვთიურობაა ნამდვილად უნივთო და უსხეულო) მეორე მხრივ, მან შექმნა, აგრეთვე, ის, რაც გრძნობადია: ცა, მიწა და მათ შუაში მდებარენი. პირველი მათგანი საკუთრივია ღვთისთვის (რადგან ესაკუთრება ღმერთს მოაზროვნეობითი და მარტოდენ გონებით აღქმადი ბუნება), მეორე კი ყოვლითურთ შორს მყოფია მისგან როგორც, ცხადია, გრძნობას დაქვემდებარებული. მაგრამ საჭირო იყო, რომ შექმნილიყო ორივე მათგანის ნაზავი და, ღვთის გამომეტყველი გრიგოლის სიტყვისებრ, „უფრო დიდი სიბრძნისა და ბუნებათა მიმართ უშურველობის ნიშანდება“, როგორც რამ ნაერთობა „ხილული და უხილავი ბუნებისა“. ამასთან, როდესაც ვამბობ: „საჭირო იყო“, ვგულისხმობ შემოქმედის ზრახვას, რადგან სწორედ ესაა უმართებულესი განჩინება და რჯული; და ვერავინ ეტყვის შემძერწველს; „რად შემქმენი ასე?“ რადგან აქვს მექოთნეს უფლება, რომ თავისი თიხისგან სხვადასხვა ჭურჭელი დაამზადოს საკუთარი სიბრძნის წარმოსაჩენად. ამრიგად, რადგან ასე იყო ეს ყველაფერი, ხილული და უხილავი ბუნებისგან საკუთარი ხელებით შექმნა მან ადამიანი თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ, შეძერწა რა სხეული მიწისგან და მისცა რა მას, საკუთარი შთაბერვის მიერ, მოაზროვნე და გონისმიერი სული, რასაც საღვთო ხატად ვამბობთ, რადგან „ხატისებრობა“ გონისმიერობასა და თვითუფლებრივობას აღნიშნავს, „მსგავსებისებრობა“ კი - ძალისამებრ სათნოების მსგავსებას. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/26.htm -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
argani |
Jun 19 2008, 02:00 AM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
მისცა რა მას, საკუთარი შთაბერვის მიერ, მოაზროვნე და გონისმიერი სული, რასაც საღვთო ხატად ვამბობთ, რადგან „ხატისებრობა“ გონისმიერობასა და თვითუფლებრივობას აღნიშნავს, „მსგავსებისებრობა“ კი - ძალისამებრ სათნოების მსგავსებას. ამისთვის გმადლობ მაგრამ ამაზე არ მიკითხავს. ვიწროდ ფიზიკურ იერზე ვკითხულობდი. თავის ხატად შექმნა " როცა "სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი,მამაკაცად და დედაკაცად"? |
KAIROS |
Jun 19 2008, 02:03 AM
პოსტი
#11
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ვიწროდ ფიზიკურ იერზე ვკითხულობდი. ვერ გავიგე, რას ქვია ფიზიკური იერი? დააზუსტე რა გაინტერესებს, აქ ქალზე და კაცზე კი არაა საუბარი, არამედ ზოგადად ადამიანის ბუნებაზე, შესაბამისად ხატობა და მსგავსობა დამასკელისეული განმარტებით ეხება ყველას.. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
argani |
Jun 19 2008, 07:00 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
KAIROS
ციტატა რას ქვია ფიზიკური იერი? გარეგნულ სახეს, გარეგნულ მსგავსებას. ანუ ადამიანი შეიქმნა უფლის მსგავსად. წმინდა იოანე დამასკელიც ადასტურებს ამას შენს მიერ მოტანილ ამონადირში როცა ამბობს "შექმნა მან ადამიანი თავისი ხატისებრ და მსგავსებისებრ, შეძერწა რა სხეული მიწისგან" აქ ლაპარაკია გარეგნულ, ხორციელ მსგავხებაზე. რა თქმა უნდა, სულიერი მსგავსებაც არის. |
კანუდოსელი |
Jun 19 2008, 07:07 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
აქ ლაპარაკია გარეგნულ, ხორციელ მსგავხებაზე. რა თქმა უნდა, სულიერი მსგავსებაც არის. არგან - მაგარი წვეტიანი აზრები გაწუხებს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
argani |
Jun 19 2008, 07:19 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
კანუდოსელი
ციტატა მაგარი წვეტიანი აზრები გაწუხებს არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ თემასთან დაკავშირებული პასუხი არ უნდა იყოს. გუმანით ვხდვები. |
კანუდოსელი |
Jun 19 2008, 07:38 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მაგრამ თემასთან დაკავშირებული პასუხი არ უნდა იყოს რომელიც არც გაინტერესებს - მეც გუმანით ვხვდები -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
argani |
Jun 19 2008, 08:12 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
|
afxazi |
Jun 19 2008, 09:26 PM
პოსტი
#17
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
argani
ციტატა ალბათ ამ სიტყვებზე დაყრდნობით ხარობდნენ უფალთან ნათესაობას: "შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი" მაგრამ საინტერესო რა იყო იცი, ამ სექტის მიმდევრები სხვებს ვინც მათს აზრს არ გაიზიარებდა ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ეხლა შენ დაასკვენი ხარობდნენ თუ რას აკეთებდნენ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
argani |
Jun 19 2008, 09:30 PM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
afxazi
ციტატა ვინც მათს აზრს არ გაიზიარებდა ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ეგ ნეტარება ოდენ მათი არ იყო. მაგრამ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, შესაქმის ეს მზლავრი სიტყვები პირდაპირი, ხორციელი მსგავსების მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ? |
afxazi |
Jun 19 2008, 09:37 PM
პოსტი
#19
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
argani
ციტატა მაგრამ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, შესაქმის ეს მზლავრი სიტყვები პირდაპირი, ხორციელი მსგავსების მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ? http://church.ge/index.php?s=&showtopic=22...ndpost&p=346610 -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
argani |
Jun 19 2008, 10:33 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი