სიზმრებში მკვდრების ნახვა, მუდმივად ვხედავ ჩემს გარდაცვლილ მეგობარს სიზმარში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიზმრებში მკვდრების ნახვა, მუდმივად ვხედავ ჩემს გარდაცვლილ მეგობარს სიზმარში |
Gorgadze.A |
Sep 9 2010, 02:45 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 9-September 10 წევრი № 9,434 |
გამარჯობათ მამაო
იქნებ დამეხმაროთ და მითხრად რა უნდა გავაკეთო ან როგორ უნდა მოვიქცე როდესაც ესეთი შემთხვევები მაქვს დაახლოვებოთ უკვე 1 წელია უკვე ძალიან ხშირად ვხედავ გარდაცვლილ მეგობარს (გარდადცვალების მიზეზი, თავი მოიკლა იარაღით) და ეს ბოლო 3 თვე არის უკვე ხშირად ვხედავ გარდაცვლილებს სიზმარში, დაახლოვებოთ თვენახევრის წინ გარდაიცვალა დეიდაჩემის ქმარი და მას შემდეგ მასაც ვხედავ ხშირად სიზმარში როგორ უნდა მოვიქცე ან რა ლოცვები უნდა წავიკითხო ან რას ნიშნავს ეს ყველაფერი იქნებ დამეხმაროთ მამაო მადლობთ წინასწარ |
აბე |
Oct 4 2010, 12:32 AM
პოსტი
#2
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
სიზმარი შეიძლება იყოს ღვთისგან ან ეშმაკისგან. იმის გარკვევას, თუ ვისგან არის ეს სიზმარი, ჯობია რომ საერთოდ არ მივაქციოთ მას ყურადღება. თუ ღმერთისგან არის იგი, მას არ ეწყინება, თუ ჩვენ სიფრთხილის გამო საერთოდ არ მივაქცევთ ყურადღებას სიზმრებს. სიზმარი არ წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების განმსაზღვრელს, არამედ თუ ჩვენი პიროვნული არჩევანით, რომელსაც ყოველ დღე არაერთგზის ვაკეთებთ ცხოვრებისეულ სიტუაციებში, ღმერთს დავანახებთ ცხოვნების სურვილს, ღმერთიც შეგვეწევა და ჩვენთან იქნება თითოეულ ჟამს, რის შემდეგაც არანაირი შიშის საფუძველი აღარ გვექნება სიზმრების გამო. ღვთის ნების გარეშე ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდება ჩვენი თავიდან.
ხოლო რაც შეეხება კონკეტულად ასეთ სიზმრებს, არც ამ შემთხვევაში გვაქვს რაიმე შიშის საფუძველი და არ იქნება სასარგებლოი მათი მნიშვნელობის ახსნა. ჩვენ უნდა ვილოცოთ გარდაცვლილთათვის, განურჩევლად ასეთი სიზმრების არსებობისა თუ არარსებობისა. ხოლო რაც შეეხება თვითმკვლელობით გარდაცვალებულს, მათ ლიტურგიაში ვერ მოვიხსენიებთ, თუკი შეურაცხადი არ იყო, ხოლო თქვენს პირად ლოცვებში შეგიძლიათ ევედროთ უფალს მისთვის. უფრო მეტიც, თუ იგი თქვენი მეგობარი იყო, ალბათ პირდაპირი ვალდებულებაც კი გაკისრიათ მისთვის ლოცვისა. დეკ. მიქაელ ბუკია -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th April 2024 - 01:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი