IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა არის ჯოჯოხეთი
სოფი
პოსტი May 3 2007, 06:51 PM
პოსტი #21


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
თავად გჯერავს, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანს ხვედრის შეცვლა არის შესაძლებელი?

მე პირადად ნამდვილად მჯერა. მაგალითებიც ბევრი არსებობს ამისა.ერთ-ერთს მოვიყვან:თურმე ერთ მონაზონს ძმა გარდაეცვალა,რომელიც ცუდ ცხოვრებას ეწეოდა,ლოთობდა და ა.შ. იგი ყოველ დღე,გამუდმებით ლოცულობდა თავისი ძმისთვის, და ასეთ სიზმრებს ნახულობდა:წმინდანები ეცხადებოდნენ,რომლებსაც ეკითხებოდა,თუ როგორ მდგომარეობაში იყო თავისი ძმა.პირველად უთხრეს, რომ მას ძალიან უჭირდა,და ორივე ხელი შებოჭილი ჰქონდა,მეორე გამოცხადების დროს უთხრეს,რომ ერთი ხელი გაუთავისუფლდა,ხოლო უფრო გაძლიერებული ლოცვების შემდეგ,მას თავად გამოეცხადა ძმა და მადლობა გადაუხადა,რომ ბორკილებისაგან სრულიად გაათავისუფლა.
ასე რომ კარგი იქნება, თუ ყველა ილოცებს გარდაცვლილისთვის.უფალი მათ ლოცვას შეისმენს და შეეწევა.

ai gogoo
ციტატა
მე იმას გავიმეორებ რაც ჩემმა მოძღვარმა თქვა:ჯოჯოხეთი ღვთის წყალობაა იმ ადამიანებისათვის,რომლებსაც არასდროს არ უცხოვრიათ ეკლესიურად,და ისინი სამოთხეში უფრო დაიტანჯებიან ვიდრე ჯოჯოხეთში.რადგანაც არაეკლესიური ადამიანი ეკლესიაში 5 წუთსაც ვერ ჩერდება და სამოთხეში ყოფნას როგორღა აიტანს,მისთვის ჯოჯხეთის გარემო უფრო ასატანია.ასე რომ ჯოჯოხეთიც კი, ადამიანებისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო შექმნა უფალმა.

ე.ი. შენი მოძღვარი მამა დავითია ხო smile.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი May 3 2007, 08:08 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



sofi89
მეც მსმენია მაგ ამბავის შესახებ მონაზონზე


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი May 3 2007, 09:21 PM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა
მე პირადად ნამდვილად მჯერა. მაგალითებიც ბევრი არსებობს ამისა.ერთ-ერთს მოვიყვან:თურმე ერთ მონაზონს ძმა გარდაეცვალა,რომელიც ცუდ ცხოვრებას ეწეოდა,ლოთობდა და ა.შ. იგი ყოველ დღე,გამუდმებით ლოცულობდა თავისი ძმისთვის, და ასეთ სიზმრებს ნახულობდა:წმინდანები ეცხადებოდნენ,რომლებსაც ეკითხებოდა,თუ როგორ მდგომარეობაში იყო თავისი ძმა.პირველად უთხრეს, რომ მას ძალიან უჭირდა,და ორივე ხელი შებოჭილი ჰქონდა,მეორე გამოცხადების დროს უთხრეს,რომ ერთი ხელი გაუთავისუფლდა,ხოლო უფრო გაძლიერებული ლოცვების შემდეგ,მას თავად გამოეცხადა ძმა და მადლობა გადაუხადა,რომ ბორკილებისაგან სრულიად გაათავისუფლა.
ასე რომ კარგი იქნება, თუ ყველა ილოცებს გარდაცვლილისთვის.უფალი მათ ლოცვას შეისმენს და შეეწევა.

როგერ შეილება მივხვედეთ რომ ესა თუ ის სიზმარი სწორია?
ხომ შეილება ცრუ იყოს? მევიცი რომ არუნდა დავუჯეროთ სიზმრებს გამონაკლისების გარდა.


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი May 3 2007, 09:30 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



ilia_7
მერე შეიძლება სწორედ ის გამონაკლისი იყო


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი May 3 2007, 09:44 PM
პოსტი #25


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა
მერე შეიძლება სწორედ ის გამონაკლისი იყო

ანუ ადამიანის ლოცვით შეილება ჯოჯოხეთდან გამოხსნა ადამიანის სულის?
და ეს შევითყოთ ჩვენც სიზმრების სახით ან სხვა რაიმეთი?

ციტატა
ჩვენს ლოცვას არ შეუძლია ადამიანი ჯოჯოხეთიდან სამოთხეში აღიყვანოს(ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), მაგრამ მდგომარეობას უმსუბუქებს, მარტოობისა და უსასოობის განცდას უქარწყლებს და ამგვარად ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე შვებასა და ნუგეშს აძლევს.

აი მამა თეოდორეს განმარტება.


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი May 3 2007, 09:45 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



ilia_7
არა მარტო ლოცვით დავწერე მე ამ თემაში კიდევ რითი.მე კი არ ვამტკიცებ იმას ვამბობ შეიძლება მოხდეს ასე მწამსთქო.შენ არ გჯერა?


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი May 3 2007, 09:49 PM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა
არა მარტო ლოცვით დავწერე მე ამ თემაში კიდევ რითი.მე კი არ ვამტკიცებ იმას ვამბობ შეიძლება მოხდეს ასე მწამსთქო.შენ არ გჯერა?

მე იმის მჯერა რომ მდგომარეობას ვუმსუბუქებთ ჩვენი ლოვით.
და ჯოჯოხეთიდან გამოხსნის რაგითხრა არვიცი ეს ღვთის ნებაა.


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი May 3 2007, 09:50 PM
პოსტი #28


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



ციტატა(sofi89 @ May 3 2007, 07:51 PM) *



ai gogoo

ე.ი. შენი მოძღვარი მამა დავითია ხო smile.gif


კი მამა დავითია ჩემი მოძღვარი საიდან მიხვდი? blink.gif


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი May 3 2007, 09:52 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



ilia_7
რათქმაუნდა უფლის ნებაა.მე იმას ვამბობ უბრალოდ რომ ახლობლებს ბევრი რამ შეუძლიათ გაუკეთონ სულს.იცი მაგ შემთხვევაში მონაზონი ლოცულობდა და მაგიტომ უფრო მჯერა


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
adamis_nekni
პოსტი May 3 2007, 09:53 PM
პოსტი #30


adamis_nekni
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,396
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 789



რავიცი, ჯოჯოხეთი აუღწერელი ტანჯვაა...


--------------------
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი May 3 2007, 09:56 PM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



KAIROS


ციტატა
ესაა ღვთის გარეშე ყოფნის საბოლოო არჩევანი, უნდა დავაზუსტოთ, რომ აქ ღმერთი კი არ არის დაშორებული ადამიანისაგან, არამედ თავად ადამიანი შორდება ღმერთს, სწორედ ეს იწვევს სულიერ ტანჯვას, ჯოჯოხეთიც ერთგვარი სულიერი მდგომარეობაა, არჩეული თავისუფალი ნებით, რადგანაც ამ არჩევანში ეშმაკისეული ძალები და მათი მიმდევარი სულები ჯოჯოხეთში მყოფნი გამყარებულები არიან, შესაბამისად, ამ არჩევანის შედეგი მუდამ ზრდადია, ისევე როგორც სამოთხეში ნეტარება მუდამ იზრდება ( საწინააღმდეგოდ იგივე ორიგენეს "მოყირჭების" თეორიისა) , ასევე ჯოჯოხეთშიც ღვთისაგან დაშორება მუდამ ზრდადია, ეს ადამიანის თავისუფალი ნების შედეგია და არა საღვთო რაიმე შურისძიებისა.

ჯოჯოხეთში ადამიანის ლოცვას თუ შეისმენს უფალი? თუ არსებობს რაიმე შმეთხვევები?

სულს რომ გამოეხსნას თავი არის ამის შესახებ ცნობილი?


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 3 2007, 09:58 PM
პოსტი #32


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(ilia_7 @ May 3 2007, 08:56 PM) *

KAIROS
ჯოჯოხეთში ადამიანის ლოცვას თუ შეისმენს უფალი? თუ არსებობს რაიმე შმეთხვევები?

სულს რომ გამოეხსნას თავი არის ამის შესახებ ცნობილი?


"ჯოჯოხეთს შინა ვინ აღგიაროს შენ" ფსალმუნის სიტყვებია, სიკვდილის შემდეგ ადამიანს საკუთარი ნება აღარ გააჩნია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მეხელი
პოსტი May 4 2007, 01:29 PM
პოსტი #33


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 25-April 07
წევრი № 1,751



ციტატა(lado s @ May 3 2007, 06:54 PM) *

რაც შეეხება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველს და მაქსიმე აღმსარებელს, მოდი ჯობია ნუ დავაბრალებთ, რაც არ უთქვამთ. ისააკ ასურთან დაკავშირებით, ეს ე.წ. ახალი ნაშრომი მრავალ მწვალებლობას შეიცავს და ცხადია ამ სახით ის წმ. ისააკს არ ეკუთვნის, ან ჩამატებებია შიგ ან საერთოდ ნაყალბევია.
რაც შეეხება შენს მიერ დასმულ კითხვას, ღმერთი მოწყალეა და ამავე დროს სამართლიანი. ადამიანი კი თავისუფალი არსებაა და მისი ცხონება ამ თავისუფლებასთან პირდაპირ კავშირშია, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი კაცობრიობის ისტორია თამაში გამოვა, ინდური „მაია“-ს მსგავსი, ანუ მათთან ყველაფერი ილუზიაა და თამაში, არც სამუდამო წარწყმედის შიში არსებობს.


lado s, ქვემოთ გთავაზობ წმინდა მამების ციტატებს.

Знаю и огонь не очистительный, но карающий - или Содомский, который на всех грешников одождит Господь.., или уготованный диаволу и ангелам его, или тот, который идет пред лицом Господа и вокруг попаляет врагов Его, и - что ужаснее всего этого - действует вместе с червем неусыпающим, неугасим и увековечен для злых. Ибо все это показывает силу истребляющую, если, впрочем, и об этом не угодно будет думать более человеколюбиво и достойно Того, Кто карает.

40–ე სიტყვა „წმინდა ნათლისღების შესახებ“

св. Григорий Богослов, Творения, Свято- Троицкая сергиева лавра, 1994. т I, 568 с.

"Может быть, они там крестятся огнем - последним крещением, самым болезненным и продолжительным,- который поглощает материю, как сено, и истребляет легкость всякого греха".

39–ე სიტყვა „უფლის გამოცხადების წმინდა ნათლის შესახებ“

св. Григорий Богослов, Творения, Свято- Троицкая сергиева лавра, 1994. т I, 543 с.

ზოგადად ადამიანის პიროვნული ნების ფერიცვალებაზე წმ. მაქსიმე აღმსარებელი წერს, რომ იგი მოხდება ‘იმ მთლიანი ცვლილებისა და განახლების შედეგად, რასაც მომავალში ექნება ადგილი, საუკუნეთა დასასრულს ჩვენი უფლისა და ღმერთის მეშვეობით“

წმ. მაქსიმე აღმსარებელი, 59–ე ფსალმუნის განმარტება.

სამწუხაროდ ახლა ხელთ არა მაქვს ამ ნაშრომის რუსული თარგმანი და ზუსტად ვერ გითითებ იმ ადგილს, სადაც ეს ტექსტია მოთავსებული.

როგორც ვხედავთ, აქ არ არის რაიმეს დაჟინებული მტკიცება, არამედ ფრთხილი მოსაზრებებია გამოთქმული. წმინდა მამები არასოდეს იბრალებდნენ ყოვლისმცოდნეობას და ღვთის ნების საიდუმლოს ყოველთვის კრძალვიტ ეპყრობოდნენ.

რაც შეეხება წმ. ისააკ ასურს და წმ. გრიგოლ ნოსელს, ასე ყოველთვის ყოველთვის შეგვიძლია ვთქვათ იმის შესახებ, რაც მამების შრომოებში არ მოგვეწონება, რომ მწვალებლებმა ჩაუმატეს.

რაც შეეხება ღმერთის სიყვარულსა და სამართლიანობას, წმ. ისააკ ასურს ძველ და ეკლესიაში კარგად ცნობილ თხზულებებში წერია, რომ ღვთის სიყვარული ისე აღემატება მისავე სამართლიანობას, როგორც მთელი გროვა ოქროს წონა ქვიშის ერთი ნამცეცისას. ასე რომ, ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანისას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 4 2007, 01:39 PM
პოსტი #34


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



sofi89

ციტატა
მაგალითებიც ბევრი არსებობს ამისა.ერთ-ერთს მოვიყვან:თურმე ერთ მონაზონს ძმა გარდაეცვალა,რომელიც ცუდ ცხოვრებას ეწეოდა,ლოთობდა და ა.შ. იგი ყოველ დღე,გამუდმებით ლოცულობდა თავისი ძმისთვის, და ასეთ სიზმრებს ნახულობდა:წმინდანები ეცხადებოდნენ,რომლებსაც ეკითხებოდა,თუ როგორ მდგომარეობაში იყო თავისი ძმა.პირველად უთხრეს, რომ მას ძალიან უჭირდა,და ორივე ხელი შებოჭილი ჰქონდა,მეორე გამოცხადების დროს უთხრეს,რომ ერთი ხელი გაუთავისუფლდა,ხოლო უფრო გაძლიერებული ლოცვების შემდეგ,მას თავად გამოეცხადა ძმა და მადლობა გადაუხადა,რომ ბორკილებისაგან სრულიად გაათავისუფლა.


ეს ცოტა კითხვის ნიშნებს მიჩენს , თუ მხოლოდ ლოცვით შეიძლება ადამიანის ცხონება, მაშინ რა საჭიროა კეთილი საქმეები რწმენა და ა.შ? ამ ცოდვილ ადამიანს ასე ვტქვათ ბედი ჰქონია, რომ ძმა ბერი ჰყავდა და ,,უშრომელად,, ცხონდა, ჩვენ, რომ არ გვყავს ასეთი ძმები???? მხოლოდ ამიტომ არ უნდა ვხცოვნდეთ? თუმცა, ლოცვის ძალას და არ უარვყოფ არანაირად, მაგრამ ასეთი ისტორიების გამგონეს ეს შეკითხვა მებადება ხოლმე.

რატომ ცხონდა ეს ადამიანი, რატომ?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი May 4 2007, 04:22 PM
პოსტი #35


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
შენ არ გჯერა?



მე არ მჯერა. არც ბიბლიაში არის მსგავსი რამ. სანამ მსგავს რამეს დავწერთ, უბრალოდ მაინც დავინტერესდეთ, ნეტა ბიბლიაში წერია მსგავსი მაგალითი?

სურვილი გვაქვს დავეხმაროთ გარდაცვლილ ახლობლებს, მაგრამ ეს არაბიბლიურია. აჯობებს ცოცხალ ადამიანებზე ვიფიქროთ და მათთვის ვილოცოთ.

ეს არის ცრუ იმედის მიცემა, მაგრამ ვის აძლევ ცრუ იმედს ეგ არ ვიცი.


მიკვირს, ადამიანმა, რომელსაც ღმერთის სიტყვის შესახებ წარმოდგენა გააჩნია, მსგავსი რამ ირწმუნოს.



ციტატა
მეც მწამს რომ შეიძლება სიკვდილის მერე ადამიანის ხვედრის შეცვლა ახლობლებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული-ლოცვების ფსალმუნების კითხვა,შეკვეთილი წირვა,პანაშვიდები,მის სახელზე ქველმოქმედება



რის საფუძველზე ფიქრობ ასე?

ციტატა
მაგალითებიც ბევრი არსებობს ამისა.ერთ-ერთს მოვიყვან:თურმე ერთ მონაზონს ძმა გარდაეცვალა,რომელიც ცუდ ცხოვრებას ეწეოდა,ლოთობდა და ა.შ. იგი ყოველ დღე,გამუდმებით ლოცულობდა თავისი ძმისთვის, და ასეთ სიზმრებს ნახულობდა:წმინდანები ეცხადებოდნენ,რომლებსაც ეკითხებოდა,თუ როგორ მდგომარეობაში იყო თავისი ძმა.პირველად უთხრეს, რომ მას ძალიან უჭირდა,და ორივე ხელი შებოჭილი ჰქონდა,მეორე გამოცხადების დროს უთხრეს,რომ ერთი ხელი გაუთავისუფლდა,ხოლო უფრო გაძლიერებული ლოცვების შემდეგ,მას თავად გამოეცხადა ძმა და მადლობა გადაუხადა,რომ ბორკილებისაგან სრულიად გაათავისუფლა.



ეს ზღაპრებია. თქვნთან ბოდიშს ვიხდი, უპატივცემულობაში არ ჩამომართვათ.

მაგრამ ის, რომ ადამიანის ხვედრის შეცვა შეიძლება გარდაცვალების შემდეგ, არის "დედაბრული ზღაპრები".

თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ჯერ ბიბლია წაიკითხოს და ისე შეიქმნას მსაგვსი წარმოდგენა და შემდეგ ამტკიცოს ესეთი რამ.

მორმონებს ვკითხოთ ამის შესახებ, კარგად აგვიხსნიან ეს როგორ ხდება!!!!








ციტატა
მე იმას გავიმეორებ რაც ჩემმა მოძღვარმა თქვა:ჯოჯოხეთი ღვთის წყალობაა იმ ადამიანებისათვის,რომლებსაც არასდროს არ უცხოვრიათ ეკლესიურად,და ისინი სამოთხეში უფრო დაიტანჯებიან ვიდრე ჯოჯოხეთში.რადგანაც არაეკლესიური ადამიანი ეკლესიაში 5 წუთსაც ვერ ჩერდება და სამოთხეში ყოფნას როგორღა აიტანს,მისთვის ჯოჯხეთის გარემო უფრო ასატანია.ასე რომ ჯოჯოხეთიც კი, ადამიანებისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო შექმნა უფალმა.



ნეტა სად კითხულობთ ასეთ რამეს???
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი May 4 2007, 04:24 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



Dulos
აბა რატომ მოგვიწოდებს ეკლესია რომ გავაკეთოთ ეს ყველაფერი თუ არ აუმჯობესებს გარდაცვლილის მდგომარეობას?


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 4 2007, 04:32 PM
პოსტი #37


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Dulos
ციტატა
სურვილი გვაქვს დავეხმაროთ გარდაცვლილ ახლობლებს, მაგრამ ეს არაბიბლიურია. აჯობებს ცოცხალ ადამიანებზე ვიფიქროთ და მათთვის ვილოცოთ.


????????????????????? ბევრზე ბევრი კიტხვის ნიშანი.

ვერ გავიგე რა წერია ბიბლიაში, გნა უფალი ცოცხლების ღმერთი არ არის? ანუ ისინი ვინც გარდაიცვალნენ ცოცხლები აღარ არიან უფლისთვისაც მოკვდნენ და არანაირ საჭიროებას აღარ წამოადგენენ?

ალექს, ვერ მივხდვი, რას ამბობ, ანუ ადამიანი მნიშვნელოვანი შენთვის მხოლოდ აქ არის? მხოლოდ აქ ცხოვრებისთვის ლოცულობ ,,მოუკლებლად,, მარხულობ და აშ? თუ მხოლოდ მათთვის ვინც ცხონდა? ცხონებულს სჭირდება ლოცვა? თუ არც ცხონებულს და არავის არ სჭირდება ლოცვა? ანუ მხოლოდ ჩვენი ტავისთვის ვლოცულობთ და მეტი არაფერი?




--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 4 2007, 07:03 PM
პოსტი #38


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(Dulos @ May 4 2007, 03:22 PM) *

მე არ მჯერა. არც ბიბლიაში არის მსგავსი რამ. სანამ მსგავს რამეს დავწერთ, უბრალოდ მაინც დავინტერესდეთ, ნეტა ბიბლიაში წერია მსგავსი მაგალითი?

ეს არის ცრუ იმედის მიცემა, მაგრამ ვის აძლევ ცრუ იმედს ეგ არ ვიცი.



დულოს, თქვენ მხოლოდ ბიბლიის მიხედვით ცხოვრობთ? ბიბლიაში არ სწერია რომ ფორუმზე უნდა პოსტო ქრისტიანობაზე, და რატომ პოსტავთ? biggrin.gif

თან ეს თქვენი აზრი არის პროტესტანტული, ამიტომ დაწერეთ რომ პროტესტანტებს ეგ არ გწამთ.

ეხლა, მოიყვანეთ არგუმენტი წმინდა წერილიდან სადაც უფალი "კრძალავს" მიცვალებულებზე ლოცვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 4 2007, 07:11 PM
პოსტი #39


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
ანუ ადამიანის ლოცვით შეილება ჯოჯოხეთდან გამოხსნა ადამიანის სულის?
და ეს შევითყოთ ჩვენც სიზმრების სახით ან სხვა რაიმეთი?


ციტატა
ჩვენს ლოცვას არ შეუძლია ადამიანი ჯოჯოხეთიდან სამოთხეში აღიყვანოს(ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), მაგრამ მდგომარეობას უმსუბუქებს, მარტოობისა და უსასოობის განცდას უქარწყლებს და ამგვარად ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე შვებასა და ნუგეშს აძლევს.

აი მამა თეოდორეს განმარტება.


ილია, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ყოველთვის სიზმრებით ვერ შევიტყობთ smile.gif ეს იშვიათი შემთხვევებია, და მე ასე მგონია შენ მიერ ნახსენებ სიზმრებთან შედარებით
ციტატა
მევიცი რომ არუნდა დავუჯეროთ სიზმრებს

ეს სიზმარი სხვანაირია,ეს უფრო გამოცხადება უნდა იყოს... საქმე იმაშია,რომ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, რა და როგორ იყო,მეც უბრალოდ მომიყვნენ ამ ამბავს... მაგრამ მე ის არ დამიწერია შენ როგორც თქვი,რომ ამ ლოცვებმა ადამიანი სამოთხეში გადაიყვანეს,უბრალოდ მას ყოფა შეუმსუბუქდებოდა...

მხევალი ნინო
ციტატა
ეს ცოტა კითხვის ნიშნებს მიჩენს , თუ მხოლოდ ლოცვით შეიძლება ადამიანის ცხონება, მაშინ რა საჭიროა კეთილი საქმეები რწმენა და ა.შ?

არა ნი,შენ ვერ გამიგე.ამ შემთხვევაში მე ლოცვის ძალაზე ვსაუბრობდი,თორემ როგორ არ შეიძლება სხვა "საქმეებით" ადამიანის სულისათვის დახმარება.აი,მარიტამ კარგად დაწერა ზემოთ.

ციტატა
მაგრამ ის, რომ ადამიანის ხვედრის შეცვა შეიძლება გარდაცვალების შემდეგ, არის "დედაბრული ზღაპრები".

თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ჯერ ბიბლია წაიკითხოს და ისე შეიქმნას მსაგვსი წარმოდგენა და შემდეგ ამტკიცოს ესეთი რამ.

თავს ვერ დავდებ,რომ ამის შესახებ ბიბლიაში წაკითხული მაქვს-მეთქი,მაგრამ ყველა სასულიერო პირი ამისკენ მოგვიწოდებს,და ეს რა თქმა უნდა "ჰაერზე"(უხეშად რომ ვთქვა) არ ხდება,როგორც მარიტამ დაწერა
ციტატა
Dulos
აბა რატომ მოგვიწოდებს ეკლესია რომ გავაკეთოთ ეს ყველაფერი თუ არ აუმჯობესებს გარდაცვლილის მდგომარეობას?

ციტატა
ნეტა სად კითხულობთ ასეთ რამეს???

დულუს კი არ წაიკითხა და მამაოს ქადაგებას უსმინააააsmile.gif

ai gogo
ციტატა
კი მამა დავითია ჩემი მოძღვარი საიდან მიხვდი?

მეც მაგ ეკლესიის მრევლი ვარ,ეგ ამბავი დედაჩემმა მიამბო,მამა დავითმა ასე იქადაგაო.თან ვიცოდი, რომ მირანდუხტიც ამ ეკლესიის მრევლი იყო,და მერე გამახსენდა შენ და ადამის ნეკნი ერთად რომ იყავით ექსკურსიაზე..... ასე და ამგვარად მივხვდიიიი smile.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 4 2007, 07:13 PM
პოსტი #40


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ჯოჯოხეთური სატანჯველი ეკლესიის წმინდა მამათა სწავლებით


რას წარმოადგენს მომავალი სატანჯველი?


(წმინდა იოანე ოქროპირი)

შეუძლებელია გონებამ წარმოიდგინოს მომავალი სიკეთენი, მეტადრე გადმოსცეს სიტყვამ; რამეთუ ამათი საპირისპირო, თუმცა ჩვენთვის გასაგები ჩვეულებრივი სიტყვებით გადმოიცემა, რომ იქ, წმიდა წერილის სიტყვებით, ცეცხლია, წყვდიადი, ბორკილები, მატლი დაუძინებელი, მაგრამ ისინი არა მარტო აღნიშნულს გულისხმობს, არამედ რაღაც სხვასაც, ბევრად უფრო საზარელს! ამაში რათა დარწმუნდე, პირველ ყოვლისა, ყურადღება მიაქციე შემდეგს: თუკი იქ ცეცხლია, მაშინ მითხარ, იქვე როგორღაა წყვდიადი? ხედავ, რომ ის ბევრად უფრო შემაძრწუნებელია აქაურობასთან შედარებით? იგი არ ქრება, ამის გამოც იწოდება ჩაუქრობლად. ახლა წარმოვიდგინოთ, როგორი ტანჯვაა, განუწყვეტლივ იწვოდე, იყო წყვდიადში, დაუსრულებელად მოთქვამდე, კბილებს აღრჭენდე და არ იყო შესმენილი? როგორია, მთელი ქვეყნის მკვლელებთან ერთად იწვოდე, ვერაფერს ხედავდე, არც შენ სჩანდე და ხალხმრავლობაში მარტო გრძნობდე თავს? რამეთუ წყვდიადი და უსინათლობა არ იძლევა საშუალებას შეიცნო თვით ახლობელნიც კი, არამედ თითოეული ისეთ ყოფაში იქნება, თითქოსდა მარტო ის იტანჯება.

გეენიასა შინა ტანჯვათა დაუსრულებლობაზე


(წმინდა იოანე ოქროპირი)

ყოველი ადამიანი კითხულობს: ექნება თუ არა დასასრული გეენიის ცეცხლს? ქრისტემ გაგვიმჟღავნა, რომ ამ ცეცხლს არა აქვს სასრული: სადა მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების (მარკოზი 9,46). ვხედავ, თქვენ შეკრთით, მაგრამ რა? ღმერთი გვიბრძანებს, დღემუდამ გამცნობდეთ ამაზე. თუმცა, თუ ისურვებთ, ეს თქვენთვის არ იქნება უსიამოვნო. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ხელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე (რომაელთა მიმართ 13,3).

ასე რომ, თქვენ არა მარტო უშიშრად მოგვისმინეთ, არამედ – სიამოვნებითაც. ქრისტე მათ შესახებ, ვინც მას არ აპურებდა, ამბობს: და წარვიდეს ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა (მათე 25,46). ნუ მეტყვი, რომ უსამართლობაა, თუკი ტანჯვა მარადიულია. როცა ღმერთი რაიმეს იქმს, დაემორჩილე მის განსაზღვრებას და ნუ ბრძნობ ადამიანურად. ამასთან, განა უსამართლობაა, თუკი კაცი თავიდან ათას სიკეთეს მიიღებს, ხოლო შემდეგ ღირსს სასჯელისას ჩაიდენს ისე, რომ გონს არ მოვა არც შერისხვისა და არც კეთილისმყოფელობისგან, ბოლოს დაისაჯოს? თუ შენ სამართლიანობას ითხოვ, მაშინ სიმართლის კანონით უკვე სათავეშივე უნდა დავღუპულიყავით, მაგრამ ღმერთი მაშინაც არა მარტო სიმართლის კანონით მოქმედებდა, არამედ მისი კაცთმოყვარება იყო ის, რასაც ჩვენ დავექვემდებარეთ. ღმერთმა შენ სამოთხეზე მეტი სიკეთე აღგითქვა; ჯერეც არ მოუნიჭებია, რათა შენ ღვაწლში არ გაზარმაცებულიყავ და ამასთან, შრომათა შინა არ დაუძლურებულიყავ. სცოდა რა ადამმა ერთი ცოდვით, სიკვდილი მოიმკო, ჩვენ კი – ყოველდღე ათასობით ცოდვას ჩავდივართ. თუკი მან ერთადერთი ცოდვით ამდენი ბოროტება იწვნია და ამსოფლად სიკვდილი შემოიყვანა, მაშინ ჩვენ რაღა დაგვემართება, ვინც მიწყივ ცოდვაში გავხევებულვართ, თუმცა კი სამოთხის ნაცვლად ზეცას ველოდებით? თუკი ნაკლების მიმღებელი დასჯილია და ვერაფერმა გაამართლა, მეტადრე ჩვენ მადლისაკენ მოწოდებულნი და უფრო მეტად ცოდვილნი, მივეცემით აუტანელ საუკუნო სატანჯველს.

ტანჯვათა სხვადასხვაგვარობაზე


(წმინდა ეფრემ ასური)

როგორც სახარებიდან გსმენიათ, სხვადასხვაგვარია ტანჯვა. ამიტომაც ბნელი გარესკნელი (მათე 8,12) განსაკუთრებულ მხარეშია; გეჰენია ცეცხლისა (მათე 5,22) – სხვა მხარეა; ღრჭენაჲ კბილთა (მათე 13,42) – სხვაა; მატლი დაუძინებელი (მარკოზი 9,48) – ასევე სხვა; ერთი ადგილია ტბა ცეცხლისა (გამოცხადებაჲ 19,20), ხოლო მეორე – გეჰენია, ცეცხლი უშრეტი (მარკოზი 9,48) სრულიად სხვა კი – ქუესკნელი (ფილიპ. 2,10). სწორედ ამ სატანჯველებში განაწილდებიან უბედურნი, თითოეული თავისი შეცოდებისდა მიხედვით. როგორც განსხვავდებიან ცოდვები, ასევე განსხვავდება სატანჯველი სატანჯველისაგან.

სხვაგვარად იტანჯება მრუში, სხვაგვარად – მეძავი, განსხვავებულად – მკვლელი, სხვაგვარად – ქურდი და სხვაგავრად – მემთვრალე, მწვალებლობებით შებღალულებს კი ეთქმით: მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს დიდებაჲ უფლისაჲ (ისაია 26,10).

ვისაც სხვის მიმართ ჰქონდა მტრობა, განიკითხება როგორც მძულვარე და წარიგზავნება უკუნ წყვდიადში, რამეთუ მოიძულა ქრისტე, მთქმელი ამისა: იყვარებოდეთ ურთიერთარს და შეუნდობდეთ ერთმანეთს.

ვაი, მაშინ მეძავთა. ვაი, მემრუშეთა. ვაი, მემთვრალეთა. ვაი, გრძნეულთა და მარჩიელთა. ვაი, განცხრომასა და ცეკვა-თამაშში ღვინისმსმელთა. ვაი, ერეტიკული გმობით შებღალულთა. ვაი, სინანულისთვის ბოძებული დროის სიცილსა და გართობაში გამფლანგველთა. ვაი, უკეთურთა ქრთამით გამამართლებელთა. ვაი, სხვისი საკუთრების გამფლანგველთა. ვაი, მუშაკისთვის გასამრჯელოს წამრთმევთა, რამეთუ ასეთები იგივე არიან, რაც სისხლის დამქცევნი.

ვინც დედამიწაზე ძარცვა-გლეჯვით შეურაცხყოფდა ღმერთს და ფარავდა თავის საქმეებს, ჩაგდებულ იქნება უკუნ წყვდიადში, სადაც სხივიც კი არაა სინანულისა. ვინც გულით მზაკვრობას ატარებდა, ხოლო გონებით – შურს, საშინელი უფსკრული დაჰფარავს, აღსავსე ცეცხლითა. ვინც მრისხანებას ეძლეოდა და გულს სიყვარულს არ აკარებდა ისე, რომ მოყვასიც კი სძულდა, ანგელოსებს გადაეცემა სასტიკი ტანჯვისთვის. ვინც პურს არ უტეხდა მშიერს, არ შეეწეოდა გაჭირვებულს, ხმამაღლა მოუხმობს თავის ტანჯვებში, მაგრამ არავინ გამოეხმაურება და არავინ განუსვენებს. ვინც მდიდარი იყო და გემოთმოყვარებითა და ფუფუნებით ცხოვრობდა, მაგრამ გაჭირვებულს კი კარს არ უღებდა, ცეცხლის ალში გახვეული წვეთ წყალს ინატრებს, მაგრამ ბაგეს არავინ დაუსველებს... ვინც ბაგეს ავსიტყვაობით იბილწავდა და ენას – ღვთისმგმობობით, მყრალ წუმპეში შთაეფლობა და საშუალება აღარ ექნება პირი გახსნას. ვინც ძარცვავდა და სხვებს ავიწროებდა და უმართლებულო შენაძენით თავის სახლს ქონებას მატებდა, შეუბრალებელი დემონები თავისთან წაათრევენ. კბილთა ღრჭენა იქნება მისი მონაპოვარი. ვინც სამარცხვინო ავხორცობის ჟინით განხურდებოდა, სატანასთან ერთად მიეცემა საუკუნო წვას გეენიაში. ვინც სამღვდელოების აკრძალვას არღვევდა და თვით ღმერთისაგან ბრძანებულს ფეხით თელავდა, ყველაზე უფრო მძიმესა და ყველაზე უფრო საზარელ ტანჯვას მიეცემიან...

მაშინ ცოდვილნი და მართალნი განცალკევებულ იქნებიან ერთმანეთისგან და გაჰყვებიან გზას, საიდანაც არ ბრუნდებიან.

განცალკევებულ იქნებიან ისინიც, ვინც ერთ დროს მეფობდნენ: ბავშვებივით ატირდებიან და მონებივით გააძევებენ. განცალკევებულ იქნებიან უდებად მცხოვრებნი მონაზონნი, ამა სოფლის შემყვარებელნი და მიწიერად განმსჯელნი. განშორებულ იქნებიან მშობელნი შვილთაგან, მეგობრები მეგობართაგან. განცალკევებულ იქნებიან მეუღლენი, რომელთაც არ დაიცვეს სარეცელი შეუბღალავად. თუმცა აღარას ვიტყვი, რამეთუ თავად მეც შიში მომიცავს...

გაიქცევიან მაშინ ცოდვილნი, განდევნილნი, იძულებულნი და მძვინვარე ანგელოსთაგან გამათრახებულნი; გაიქცევიან ისინი კბილების ღრჭენით და სულ უფრო და უფრო ხშირად მიჰხედავენ უკან მართალთ, რომელთანაც განაცალკევეს. იმ სიხარულსა და სინათლეს დაინახავენ, რომელშიც წილი უძევთ და უკანასკნელ მწარედ ატირდებიან, თვალს მიეფარებიან. და მიაღწევენ ისინი ყველაზე უფრო საზარელ ადგილს, სადაც კიდევ ერთხელ იქნებიან განცალკევებულნი და განაწილებულნი სატანჯველისდა მიხედვით.

(წმინდა ბასილი დიდი)


თუკი ღმერთი სამართლიანი მსაჯულია, არამარტო კეთილთათვის, არამედ მანკიერთათვისცა, მიმგებელი თითოეულისთვის საქმეთაებრ მათთა, მაშინ ერთი შეიძლება ჩაუქრობელი ცეცხლის ღირსი იყოს, მეორე უფრო სუსტისა, ან უფრო მწველისა, სხვა კი – და???ანელი ტკივილის მომყენებელისა, თითოეულის შესატყვისად, ხოლო სრულიად სხვანი – გეენიისა, რომელშიც, უეჭველია, სხვადასხვაგვარი სატანჯველია, სხვები – უკუნი წყვდიადისა, სადაც ერთი ტირილამდეა მისული, მეორე კი – გადამეტებული ტანჯვისგან, კბილთა ღრჭენამდე. თავად უკუნი წყვდიადი გვაფიქრებინებს, რომ მასში არის რაღაც შინაგანი. და იგავში ნათქვამი სიღრმესა შინა ქვესკნელისასა (იგავი 9,18) გულისხმას გვაძლევს, რომ ზოგიერთები, თუმცაღა ჯოჯოხეთში არიან, მაგრამ არა ქვესკნელის სიღრმეში, განიცდიან რა შედარებით მსუბუქ ტანჯვას.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th October 2021 - 08:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი