IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

48 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ
Molen
პოსტი Jan 12 2010, 11:35 AM
პოსტი #1


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 295
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,434



მოგესალმებით.

მაპატიეთ, ცოტა რთულ საკითხს ვეხები, მაგრამ იმდენად სერიოზული კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ პასუხის ძიებაში ლამის შევიშალე.

ის ხომ სწორედ ისეა, რომ ღვთიური გარეგნობა, თვისებები და ძალა ღმერთმა ადამიანს უბოძა, ანუ მოხდა სწორედ ისე რომ უფალმა ადამიანებს მისცა სწორედ იგივე უნარები რაც აქვს ტვიტონ, რაც ჩანს იქიდანაც რომ ვიცით უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. სწორეა?

აქედან გამომდინარე შეიდზლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს არ აქვთ "გაცოცხლებული" აღნიშნული თვისებები. ასეა?

იესო დედამიწაზე იყო თუ არა ადამიანი?! ანუ იგი აქ, როგორც ღმერთი კი არა, როგორც მხოლოდ ადამიანური საწყისის მქონე ისე მოგვევლინა. მაგრამ მას ჰქონდა ყველა ის ადამიანური თვისებები რაც ადამიანს აქვს და ის ღვტიურიც რაც ასე ილუზიურად და მიუღწევლად ჩანს ჩვენი გადასახედიდან. ხომ ასეა? მაგალითად იესოს შეეძლო წალზე გაეარა, განეკურნა ავადმყოფები, აღედგინა მკვდრეთით გარდაცვლილები და ასე შემდეგ. ანუ ამ ყევალფრიდან გამომდინარე, ადამიანს, როგორც იესოს შეუძლია აკეთოს ის რასაც აკეთებდა უფალი, როცა მას ადამიანური სახე ჰქონდა. ასეა?

და ბოლოს, როცა მიდგება საქმე იმაზე თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვიცით რომ პასუხი არის მხოლოდ და მოხოლოდ რწმენაში, თუნდაც მარცვლისოდენაში. ასეა?

რა მოიაზრება რწმენაში? და როგორ მიიღწევა იგი? შეუძლია კი ადამიანმა გააცოცხლოს თავის თავში ღვთიური ბუნება რწმენისა და უფლის მეშვეობით?


--------------------
და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).

Solomon's Wisdom
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 12 2010, 02:02 PM
პოსტი #2


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ადამიანში ღვთის ხატის არსებობის შესახებ მოვიძიე ეს:
ციტატა

პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი, "დოგმატური ღვთისმეტყველება"


"მაინც რას ნიშნავს ღვთის ხატება ჩვენში? ეკლესიური სწავლება მხოლოდ იმას შეგვაგონებს, რომ ადამიანი საერთოდ არის შექმნილი „ხატად“, მაგრამ არ მიუთითებს, თუ ჩვენი ბუნების რომელ ნაწილშია იგი დამკვიდრებული. ეკლესიის მამები და მასწავლებლები ამ შეკითხვაზე განსხვავებულად პასუხობდნენ. ერთნი ღვთის ხატებას გონებაში პოულობდნენ, მეორენი - თავისუფალ ნებაში, მესამენი კი მას უკვდავებაში ხედავდნენ. ამ აზრთა შეჯამებით სრულად წარმოვიდგენთ, თუ რას ნიშნავს წმიდა მამათა სწავლების მიხედვით ღვთის ხატი ადამიანში."

"ღვთის ხატის ტარების დასტურია ადამიანის სულის ისეთი მაღალი თვისებები, როგორებიცაა უკვდავება - პირველ რიგში, თავისუფალი ნება, გონება, წმიდა, უანგარო სიყვარულის ნიჭი."

"დასასრულ შეიძლება ითქვას, რომ სულის ყოველი კეთილშობილი თვისება და უნარი ღვთის ხატის ასახვას წარმოადგენს."

განსხვავდება თუ არა ერთმანეთისაგან „ხატი ღვთისა“ და „მსგავსება ღვთისა“? ეკლესიის წმიდა მამებისა და მასწავლებელთა უმეტესობა პასუხობს, რომ განსხვავდება. ისინი ხატს ღვთასას თავად სულის ბუნებაში პოულობენ, მსგავსებას კი - ადამიანის ზნეობრივ სრულყოფაში, მასში სათნოებათა, სიწმიდისა და სულიწმიდის ნიჭთა დამკვიდრებაში ხედავენ. ამრიგად, ღვთის ხატი ჩვენ უფლისაგან გვეძლევა შექმნისთანავე, ხოლო მსგავსება ჩვენ თავად უნდა შევიძინოთ. ღმერთი მხოლოდ ამის შესაძლებლობას გვაძლევს. გახდე „მსგავსი“, დამოკიდებულია ჩვენს ნებაზე და სათანადო მოღვაწეობით შესაძლებელი ხდება ამის მიღწევა. ამიტომაც არის ნათქვამი საღვთო „ბჭობაზე“: „ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ“, ხოლო თავად შექმნაზე „ხატად ღმრთისად შექმნა იგი“ (შესაქ. 1,26-27). წმ. გრიგოლ ნოსელის მსჯელობის თანახმად, ჩვენ საღვთო „ბჭობით“ მოგვეცა შესაძლებლობა, მისი „მსგავსნი“ გავხდეთ.


ანუ როგორც ვხედავთ, ღვთის ხატების განმარტებაში არ იგულისხმება სამყაროს ძალების დამორჩილება. გარე სამყაროს დამორჩილება წარმოადგენს მაგიზმს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მიმზიდველად შეიძლება ჩანდეს ზოგიერთი ადამიანისათვის, იგი კატასტროფულად საშიშია, რის შესახებაც დეკანოზი თეოდორე გიგნაძე თავის ერთ-ერთ ქადაგებაში საუბრობს:

ციტატა

მაგია და რელიგია ზოგს ერთი და იგივე ჰგონია. ზოგი ფიქრობს, რომ მაგია, სწრაფვა მაგიისაკენ, მაგიურ რიტუალებში მონაწილეობა გარკვეულწილად რელიგიის სახეა და რელიგიის რაღაც განყოფილებაა. ეს ასე არ არის. მაგია სულ სხვა რამ არის. მაგია ეს არის შენს მიერ მცდელობა მიღმიერი სამყაროს ძალების დამორჩილებისა. აი შამანები რასაც აკეთებენ. ეს გავრცელებული იყო მაგალითად ამერიკელ ინდიელებთან, ავსტრალიაში. განსაკუთრებულად ეს გავრცელებული იყო იმ ხალხებში, რომლებიც მერე არ განვითარდნენ კულტურულად. ავსტრალიელი აბორიგენები მგონი ეხლაც ტიტვლები დარბიან და მშვილდისრებს ისვრიან. ამაზონის ჯუნგლებში კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც კვლავ იმ პირველყოფილ მდგომარეობაში იმყოფებიან. რატომ? -იმიტომ, რომ მათ არა აქვთ რელიგია, მათ აქვთ მაგია. კიდევ ვიმეორებ, მაგია არის დამორჩილება მიღმიერი სამყაროსი შენს სასარგებლოდ. ეხლა ადამიანი იტყვის, რა მნიშვნელობა აქვს კაცო, იქაც რაღაც რიტუალი ტარდება და რელიგიაშიც რიტუალები ტარდება. საქმე იმაშია, რომ მაგია კიდევ ერთი რამით განსხვავდება რელიგიისაგან. რელიგია, თუნდაც ის არასწორი და მცდარი იყოს, წარმართული იყოს, ადამიანისაგან რაღაცას ითხოვს. თუნდაც ზნეობრივ სრულყოფილებას. შეიძლება არა პიროვნულ სრულყოფილეებას, (ეს სხვა რამეა. სხვა არის პიროვნული სრულყოფილება, სხვა არის ზნეობრივი), მაგრამ უკვე რომ ზნეობრივ სრულყოფილებას ითხოვს, ეს ბევრ რამეს უკავშირდება, მთელს შენს არსებას განმსჭვალავს, მათ შორის ინტელექტსაც. ხოლო მაგია არ ითხოვს ამას. შენ შეიძლება როგორიც ხარ ისევ ისეთად დარჩე. მთავარია შენ ისწავლო, როგორ დაიმორჩილო გარე სამყარო. თუ ესე აკეთებ, შენ კულტურულად, როგორც ერი არ ვითარდები. თუ შენ ძველთაგანვე მაგიას მისდევ და შენი კულტურული მემკვიდრეობაა უკვე ეს და შენი ერის, შენი ხალხის ცხოვრებასთან თანაშეზრდილია ეს მაგია, მაშინ არ განვითარდები რა კულტურულად, არ განვითარდები ცივილურადაც, ტექნიკურადაც არ განვითარდები. მაგრამ თუ გავიდა ათასწლეულები და რელიგიური ერი იყავი და განვითარდი ჯერ კულტურულადაც და მერე ამას მოყვა განვითარება ინტელექტუალური და ამას მოყვა განვითარება ტექნიკური და ცივილური, მაგრამ რაღაც დონეზე შეწყვიტე რელიგიური ცხოვრება ერმა, მაშინ შეიძლება ისევ დეგრადირება მოხდეს და თუ დეგრადირება არ მოხდება ცივილური და ტექნიკური, კულტურული და ზნეობრივი დეგრადირება აუცილებლად მოხდება. რომელიც საბოლოო ჯამში კატასტროფამდე მიგიყვანს, იგივე ტექნიკური ცივილიზაციის არასწორი განვითარების გამო. რასაც ჩვენ დღეს თანამედროვე ცივილურ სამყაროში ვხვდებით. მართალია წარმოუდგენელია, რომ თანამედროვე ცივილიზაცია რაღაც მაგიურ რიტუალებს აკეთებდეს, მაგრამ ნახეთ დამოკიდებულება როგორია: არსი იგივეა, თუ ძველი აბორიგენი სადღაც იქ ჯუნგლებში ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მას მიღმიერი სამყარო თავისთვის დაემორჩილებინა თავის საკეთილდღეოდ, თანამედროვე ცივილიზაცი იგივეს აკეთებს ოღონდ მატერიალურ სამყაროში, ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მატერიალური სამყარო თავის საკეთილდღეოდ, თავისი ფუფუნებისათვის დაიმორჩილოს, ოღონდ ისე, რომ მისი პირადი ზნეობრივი პასუხისმგებლობა არ დადგეს. მე თუ გინდა ნაგავი და ნაძირალა ვიყო, მაგრამ ისეთი მაგარი ფიზიკოსი და მათემატიკოსი ვიქნები, რომ ისეთ რამეს შევქმნი, რომელიც მთელ სამყაროს აატრიალებს. აი ეს დამოკიდებულება, არსი, პრინციპი იგივეა, რაც მაგიაში. ამიტომაც ჩვენ ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ: ცივილიზაცია ვითარდება, ტექნიკური პროგრესია განსაცვიფრებელი, გამაოგნებელი და ადამიანის კულტურული დაცემაც სახეზეა, ზნეობრივი დეგრადირება სახეზეა და დღეს რომ გამწარებულები ფილმებს იღებენ რომლებშიც კატასტროფებია ნაჩვენები, ეს არც ისეთი აბსტრაქციაა ან რაღაც ფანტაზიაა. იმიტომ, რომ: ჯერ რელიგიურად - ადამიანის ზნეობრივი დეგრადირება იწვევს გარემო სამყაროს მოშლას, ბუნების ძალების მოშლას და კატასტროფებს. ეს რელიგიური დამოკიდებულება და, მერე მეორე: პირდაპირაც ჩანს ლოგიკურად, ადამიანებიც ტექნიკურ პროგრესს ვეღარ დაიჭერენ, ეს ყველაფერი ანადგურებს დედამიწას. ამიტომ მაგია საშიში იყო ძველადაც - ადამიანს განვითარების საშუალებას არ აძლევდა და ამგვარი დამოკიდებულება საშიშია დღესაც, იმიტომ რომ რისთვისაც მიგიღწევია ყველაფერი თავზე დაგემხობა.



--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 12 2010, 04:07 PM
პოსტი #3


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ვინაიდან კითხვა დოგმატურ საკითხს ეხება გადმოვიტან ღვთისმეტყველების განყოფილებაში. აქ ვისაუბროთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 12 2010, 05:15 PM
პოსტი #4


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Molen
ციტატა
ის ხომ სწორედ ისეა, რომ ღვთიური გარეგნობა, თვისებები და ძალა ღმერთმა ადამიანს უბოძა, ანუ მოხდა სწორედ ისე რომ უფალმა ადამიანებს მისცა სწორედ იგივე უნარები რაც აქვს ტვიტონ, რაც ჩანს იქიდანაც რომ ვიცით უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. სწორეა?

არ ვიცი რა მნიშვნელობით ხმარობ აქ სიტყვა "გარეგნობას", რადგან დაუსაბამოსა და შემოუსაზღვრელზე საუბრისას ვერ გამოვიყენებთ ტერმინ "გარეგნობას". ვერც იმას ვიტყვით რომ ადამიანს ღმერთის იდენტური თვისებები აქვს, რადგან ადამიანი ქმნილებაა და შესაბამისად მადლისმიერად აქვს ბოძებული იმ თვისებათა მხოლოდ ანარეკლები, რაც შეუქმნელ არსს ბუნებითად აქვს. ღმერთი ყოველივეზე მაღლა დგას, მის მიმართ ვერ ვისაუბრებთ ადამიანური თვალთახედვით. ჩვენ ის უფრო შეგვიძლია ვთქვათ რა არ არის ღმერთი, ვიდრე ის თუ რა არის იგი.

ციტატა
აქედან გამომდინარე შეიდზლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს არ აქვთ "გაცოცხლებული" აღნიშნული თვისებები. ასეა?

ვერ ვივარაუდებთ, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა ადამიანს, როგორც ქმნილებას, არ აქვს შეუქმნელი და უკვდავი არსის ბუნების დამახასიათებელი თვისებები.

მაგალიტად ფერისვალებისას მომხდარი სასწაულის აღწერისას მახარებელი იყენებს გამოთქმას, რომ იესო გაბრწყინდა ვითარცა მზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის სინათლე რამაც მაშინ უფალი მოიცვა მართლაც მზის სინათლე იყო. ამ შემთხვევაში მზე იყო ის მაქსიმალური და ყველაზე მანათობელი ობიექტი, რომლის ნათებასაც შეიძლებოდა შეედარებინა მახარებელს ფერისცვალების ნათელი. სინამდვილეში აქ შედარებაც წარმოუდგენელია, რადგან უფლისმიერი ნათელი, თავისი არსით, გამოუთქმელია. უბრალოდ მატერიალურმა სიტყვამ ამგვარად დაიტია ეს ნათება, რაც ცხადია არ გამოხატავს ამ ნათების არსს.

ამგვარადვე როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთი სიყვარულია, კეთილია, ყოვლადსამართლიანია და ასე შემდეგ, ამ ტერმინებს ვიყენებთ იმ გაგებით, მათი მეშვეობით გამოიხატება სათნოებითი მოღვაწეობის ესა თუ ის მხარე, მწვერვალი ამ სათნოებითი მოღვაწეობისა. ეს სიტყვები ოდნავადაც კი ვერ გამოხატავს არსს იმ თვისებებისას, რაც სინამდვილეში ღმერთს აქვს. ადამიანს მხოლოდ ხელეწიფება მიემსგავსოს ამ თვისებებს. ამ სიტყვებით მხოლოდ და მხოლოდ ეს მსგავსება გადმოიცემა და არა არსი უფლისმიერი თვისებებისა.

შესაბამისად ვერ ვიტყვით რომ ადამიანს აუმოქმედებელი აქვს რაღაც ღვთიური თვისება, რადგან ეს მას საერთოდ არ აქვს, რადგან ქმნილება ამას ვერ დაიტევდა (შეუსაბამოა ერთიმეორისგან). ადამიანს შეუძლია აამოქმედოს ყველა ის თვისება, რაც ანარეკლია უფლისმიერი თვისებებისა და ამით მიემსგავსოს ერტადერთ ბუნებით კეთილს, სიყვარულს და ასე შემდეგ.




ციტატა
იესო დედამიწაზე იყო თუ არა ადამიანი?! ანუ იგი აქ, როგორც ღმერთი კი არა, როგორც მხოლოდ ადამიანური საწყისის მქონე ისე მოგვევლინა. მაგრამ მას ჰქონდა ყველა ის ადამიანური თვისებები რაც ადამიანს აქვს და ის ღვტიურიც რაც ასე ილუზიურად და მიუღწევლად ჩანს ჩვენი გადასახედიდან. ხომ ასეა? მაგალითად იესოს შეეძლო წალზე გაეარა, განეკურნა ავადმყოფები, აღედგინა მკვდრეთით გარდაცვლილები და ასე შემდეგ. ანუ ამ ყევალფრიდან გამომდინარე, ადამიანს, როგორც იესოს შეუძლია აკეთოს ის რასაც აკეთებდა უფალი, როცა მას ადამიანური სახე ჰქონდა. ასეა?


დასაწყისშივე მცდარი ფორუმილრებაა, რადგან ეს უფრო ნესტორიანიზმია, ვიდრე მართლმადიდებლობა. ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება ჩასახვის პირველწამიდანვე და არა ისე, რომ ჯერ გაჩნდა იესო, როგორც კაცი და შემდეგ ჩასახლდა მასში ღვთიურობა. ასე გამოვიდოდა, რომ ღმერთმა მიიღო ერთი კონკრეტული პიროვნება და ის გამოიხსნა. რადგან მთლიანად ადამიანურ ბუნებას ესაჭიროებოდა კურნება, შესაბამისად ღმერთმა მიიღო სწორედ ადამიანური ბუნება. აქედან გამომდინარე განკაცებული ძე ღვთისა არის ერთი ჰიპსტასი, ღმერთკაცი, ერთი პირი, ორბუნებვანი. იგი არის შეუქმნელი როგორც ღმერთი და არის ქმნილი, როგორც კაცი, ცხადია შეურევნელად.

აქედან კი გასაგები ხდება თუ რატომ ავლენდა იესო ზეადამიანურ თვისებებს, რაც მას, როგორც წმ. იოანე დამასკელი ამბობს, ღვთაებრივ ბუნებასთან შეერთებით გამდიდრებითად აქვს. როგორც რკინა იძენს დამწვრობის თვისებას ცეცხლთან შეერთებისას.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 12 2010, 08:47 PM
პოსტი #5


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ერთ-ერთმა მღვდელმა მითხრა, რომ იყო ისეთი დრო, როდესაც ჯადოქრობამ ისეთ დონემდე მიაღწია, ხალხი დაფრინავდა. მაგრამ ერთ-ერთი შემთხვევა იყოვო, როდესაც ასე გაფრინდა ვიღაცა და რომელიღაცა წმინდანმა გადასწერა პირჯვარი და ის ჩამოვარდა ციდანო. ანუ ჯადოქრობა, მაგიზმი და ეგეთი რაღაცეები ეშმაკისაა რა... თუ ვინმეს ახსოვს ეს ფაქტები, რაც მე დავწერე, იქნებ უფრო ზუსტად დაწეროს წყაროს მითითებით... smile.gif

და კიდევ ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო. პირადად მე არასწორად მიმაჩნია ღვთის თვისებებიდან ყურადღების გამახვილება მის ყოვლისშემძლეობაზე. აი ეშმაკსაც აქვს ეგეთი სასწაულების გაკეთების უნარი და აკეთებინებდა (და მგონი დღესაც აკეთებინებს) ადამიანებს ეგეთ რაღაცეებს. მაგრამ ღმერთის ისეთი თვისებები, როგორიცაა მაგალითად მისი ენითგამოუთქმელი სიყვარული, ეშმაკს არც კი დაესიზმრება. თუმცა, ღვთის ყოვლისშემძლეობა რას მოიცავს, ეგეც ვერ დაესიზმრება ეშმაკს.
ასე მგონია მე...

smile.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 12 2010, 09:46 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
რა მოიაზრება რწმენაში? და როგორ მიიღწევა იგი? შეუძლია კი ადამიანმა გააცოცხლოს თავის თავში ღვთიური ბუნება რწმენისა და უფლის მეშვეობით?


მარტო რწმენა ვიწრო გაგებით არ არის საკმარისი. საჭიროა სამი რამე 1. რწმენა უფლის; 2. იმედი რომ მიზანი მიღწევადია და 3. სიყვარული. ამათგან მტავრია სიყვარული რომელიც თავგანწირვიტ საბუთდება...

მოკლედ თუ გინდა მადლი მოიპოვო, გოლგოთა უნდა გაიარო, და მადლი ტუ გექნება მაშინ ყველაფერს შეძლებ... მაქსიმალურად დაუახლოვდები ღმერთს...

ესაა და ეს ჩემი აზრით.


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jan 13 2010, 01:56 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(აბე @ Jan 12 2010, 08:47 PM) *

ერთ-ერთმა მღვდელმა მითხრა, რომ იყო ისეთი დრო, როდესაც ჯადოქრობამ ისეთ დონემდე მიაღწია, ხალხი დაფრინავდა. მაგრამ ერთ-ერთი შემთხვევა იყოვო, როდესაც ასე გაფრინდა ვიღაცა და რომელიღაცა წმინდანმა გადასწერა პირჯვარი და ის ჩამოვარდა ციდანო. ანუ ჯადოქრობა, მაგიზმი და ეგეთი რაღაცეები ეშმაკისაა რა... თუ ვინმეს ახსოვს ეს ფაქტები, რაც მე დავწერე, იქნებ უფრო ზუსტად დაწეროს წყაროს მითითებით... smile.gif

smile.gif


ალბათ სიმონ მაგოსზე ჰქონდა საუბარი, რომლის გარდაცვალებასაც გაფრენის შემდეგ ჩამოვარდნას უკავშირებენ, ეს იმ სიმონზეა საუბარი სასწაულის მოხდენის უნარის ყიდვას რომ ლამობდა პეტრე მოციქულისგან.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 13 2010, 01:27 PM
პოსტი #8


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(sable @ Jan 13 2010, 01:56 AM) *

ალბათ სიმონ მაგოსზე ჰქონდა საუბარი, რომლის გარდაცვალებასაც გაფრენის შემდეგ ჩამოვარდნას უკავშირებენ, ეს იმ სიმონზეა საუბარი სასწაულის მოხდენის უნარის ყიდვას რომ ლამობდა პეტრე მოციქულისგან.


ხო ხო, ეგ არის... პეტრე მოციქულს ახსენებდა ის მამაო, როცა მიყვებოდა... მგონი პეტრე მოციქულმა გადასწერა პირჯვარი ცაში, როცა ჩამოვარდა...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 13 2010, 01:50 PM
პოსტი #9


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



აბე
ციტატა
და კიდევ ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო. პირადად მე არასწორად მიმაჩნია ღვთის თვისებებიდან ყურადღების გამახვილება მის ყოვლისშემძლეობაზე

ამას რატომ წერ, რას ქვია არ შეიძლება ღვთის ყოვლისშემძლეობას ადარებ ეშმაკის ყოვლიშემძლეობას? ეს ხომ არარეალურია. აქ საუბარია ბუნებით თვისებაზე და არა შეძენილ რაღაც თვისებაზე. ნუ აგვერევა ერთმანეთში ბუნებითი და შეძენელი თვისება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 13 2010, 01:57 PM
პოსტი #10


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(afxazi @ Jan 13 2010, 01:50 PM) *

აბე

ამას რატომ წერ, რას ქვია არ შეიძლება ღვთის ყოვლისშემძლეობას ადარებ ეშმაკის ყოვლიშემძლეობას? ეს ხომ არარეალურია. აქ საუბარია ბუნებით თვისებაზე და არა შეძენილ რაღაც თვისებაზე. ნუ აგვერევა ერთმანეთში ბუნებითი და შეძენელი თვისება.


არა, ბოლოს მივუწერე

ციტატა
მაგრამ ღმერთის ისეთი თვისებები, როგორიცაა მაგალითად მისი ენითგამოუთქმელი სიყვარული, ეშმაკს არც კი დაესიზმრება. თუმცა, ღვთის ყოვლისშემძლეობა რას მოიცავს, ეგეც ვერ დაესიზმრება ეშმაკს.


ანუ იმისი თქმა მინდოდა, რომ ჩემთვის სიტყვა "ღმერთის" გაგონებაზე პირველად მისი ძლიერება კი არ უნდა მახსენდებოდეს და რა სასწაულების გაკეთება შეუძლია და ა.შ., არამედ მისი სიყვარული... ანუ ეშმაკსაც ხომ აქვს გარკვეული სასწაულების მოხდენის უნარი, რომელიც რა თქმა უნდა ახლოსაც ვერ მივა ღვთის ყოვლისშემძლეობასთან. საერთოდ ღმერთმა არ მისცა მას ეს უნარიც?! ხოდა, ძლიერება არ არის პიროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება თქო რა, რადგანაც გარკვეულ ფარგლებში მოქცეული ძლიერება ეშმაკსაც კი აქვს.... ვერ ჩამოვაყალიბე, მარა ხო მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ... smile.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xokaido
პოსტი Jan 13 2010, 02:20 PM
პოსტი #11


რ ა ჭ ვ ე ლ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 191
რეგისტრ.: 5-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,733



აბე
ციტატა
ხოდა, ძლიერება არ არის პიროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება თქო რა

პიროვნებისო???????

ციტატა
ვერ ჩამოვაყალიბე, მარა ხო მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ...

თუ ვერ ჩამოაყალიბე როგორ უნდა მიგიხვდეთ რას ამბობ?...

შემოქმედებითად მიდგომის უნარი ადამიანს ღმერთმა მისცა... მაგრამ ეს შემოქმედებითად საგნების გარდაქმნას ვერ სცდება... ანუ ჩვენს შემოქმედებით უნარს არ შეუძლია მაგალიტად თვის ეს უნარი შექმნას, ან შექმნას ის, რისგანაც ქმნის..
ეშმაკი არ/ვერ ქმინს სასწაულს, ის "ფოკუსებს" აკეთებს მხოლოდ...


--------------------
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 13 2010, 02:27 PM
პოსტი #12


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(xokaido @ Jan 13 2010, 02:20 PM) *

აბე
პიროვნებისო???????

ხო რა იყო, ღმერთი პიროვნებაა.

ციტატა(xokaido @ Jan 13 2010, 02:20 PM) *

შემოქმედებითად მიდგომის უნარი ადამიანს ღმერთმა მისცა... მაგრამ ეს შემოქმედებითად საგნების გარდაქმნას ვერ სცდება... ანუ ჩვენს შემოქმედებით უნარს არ შეუძლია მაგალიტად თვის ეს უნარი შექმნას, ან შექმნას ის, რისგანაც ქმნის..


მეც ამას ვამბობ
და პლუს ისიც არიის, რომ არც გვჭირდება ჩვენ ჯადოქრობების კეთება....

ციტატა(xokaido @ Jan 13 2010, 02:20 PM) *

ეშმაკი არ/ვერ ქმინს სასწაულს, ის "ფოკუსებს" აკეთებს მხოლოდ...

ფარაონის კვერთხები რომ გველებად გადაიქცა ეს ხომ იყო ეშმაკისგან და მოსეს კვერთხი რომ გადაიქცა ეს ღვთისგან.
გინდა სასწაული დაარქვი, გინდა ფოკუსი, ყოველშემთხვევაში ეშმაკს აქვს ისეთი რაღაცეების გაკეთების უნარი, რაც ადამიანს არ შეუძლია და არ უნდა გვინდოდეს ჩვენ ასეთი ფოკუსების კეთება. რაში გვჭირდება თორე ხო...

smile.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 13 2010, 02:55 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



1. მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს. 2. ყოველმან რტომან რომელი ჩემ თანა არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი; და ყოველმან რომელმან მოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი, რაჲთა უფროჲსი ნაყოფი გამოიღოს. 3. ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ. 4. დაადგერით თქუენ ჩემთანა, და მე თქუენ თანა: ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკეთუ არა დაადგრეთ ჩემთანა. 5. მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი. 6. უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუას. 7. უკეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაჲცა გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ. 8. ამით იდიდოს მამაჲ ჩემი, რაჲთა ნაყოფი მრავალი გამოიღოთ და იყვნეთ ჩემდა მოწაფე. 9. ვითარცა შემიყუარა მე მამამან, მეცა შეგიყუარენ თქუენ, დაადგერით სიყუარულსა ჩემსა ზედა. 10. უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე სიყუარულსა ზედა მისსა. 11. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს. 12. რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ. 13. უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს. 14. თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ. 15. არღარა გეტყჳ თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ. 16. არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაჲთა თქუენ წარხჳდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და ნაყოფი თქუენი ეგოს სავსებით, რაჲთა, რაჲ-იგი სთხოოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ. 17. ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას.


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 13 2010, 03:07 PM
პოსტი #14


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



აბე
ციტატა
ხო რა იყო, ღმერთი პიროვნებაა.

ეს გამოთქმა არ არის სწორი. ღმერთი არის ერთი მარტივი, ზესრული არსი სამ სრულ გვამოვნებაში (იოანე დამასკელი).


ციტატა
ფარაონის კვერთხები რომ გველებად გადაიქცა ეს ხომ იყო ეშმაკისგან და მოსეს კვერთხი რომ გადაიქცა ეს ღვთისგან.გინდა სასწაული დაარქვი, გინდა ფოკუსი, ყოველშემთხვევაში ეშმაკს აქვს ისეთი რაღაცეების გაკეთების უნარი, რაც ადამიანს არ შეუძლია და არ უნდა გვინდოდეს ჩვენ ასეთი ფოკუსების კეთება. რაში გვჭირდება თორე ხო...

არ ვიცი რატომ დაიჟინე მაგრამ ნებისმიერი ამგვარი "ფოკუსი", რომელიც სასწაულად გვეჩვენება არის მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითი, არაბუნებრივი. მაგალითად კანას გალილეაში მომხდარი სასწაული ჭეშმარიტი იყო იმ გაგებით, რომ წყალი ბუნებრივად გადაიქცა ღვინოდ, ანუ წყლის ბუნება შეიცვალა ღვინით, რადგან სტიქიონთა ბუნების ერთადერთი შემცვლელი არის მათი დამბადებელი. ხოლო იგივე სასწაული ვთქვათ ეშმაკისგან აღსრულებული არ იქნებოდა ბნებრივი იმ გაგებით, რომ წყლის ბუნება არ შეიცვლებოდა ღვინის ბუნებით, არამედ ეს ადამიანს მოეჩვენებოდა რომ ის ღვინოა, სინამდვილეში კი ის ისეთივე წყალი დარჩებოდა.

ყოველიშემძლეობა დიახაც არის ერთ-ერთი უაღმატებულესი საღვთო თვისება.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 13 2010, 04:02 PM
პოსტი #15


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(afxazi @ Jan 13 2010, 03:07 PM) *

აბე
ეს გამოთქმა არ არის სწორი. ღმერთი არის ერთი მარტივი, ზესრული არსი სამ სრულ გვამოვნებაში (იოანე დამასკელი).

ანუ ღმერთი არის არა 1 პიროვნება არამედ 3? ანუ 3 ჰიპოსტასი ნიშნავს სამ პირს, ანუ სამ პიროვნებას? მე მამა თეოდორეს ქადაგებას ვესწრებოდი, სადაც ნახევარი საათი საუბრობდა იმაზე, რომ ღმერთი პიროვნებაა. პიროვნება რომ არ იყოს, მას სიყვარული არ შეეძლებოდაო თუ რაღაც ამგვარი ლოგიკით ასაბუთებდა ამას, ზუსტად არ მახსოვს. შემიძლია ამოვჭრა ეგ მონაკვეთი და დავდო აქ. რა ვიცი აბა... შეიძლება ჩემნაირებს რომ გაეგოთ იმიტომ თქვა ასეთი გლეხური ენით...

ციტატა(afxazi @ Jan 13 2010, 03:07 PM) *

არ ვიცი რატომ დაიჟინე მაგრამ ნებისმიერი ამგვარი "ფოკუსი", რომელიც სასწაულად გვეჩვენება არის მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითი, არაბუნებრივი. მაგალითად კანას გალილეაში მომხდარი სასწაული ჭეშმარიტი იყო იმ გაგებით, რომ წყალი ბუნებრივად გადაიქცა ღვინოდ, ანუ წყლის ბუნება შეიცვალა ღვინით, რადგან სტიქიონთა ბუნების ერთადერთი შემცვლელი არის მათი დამბადებელი. ხოლო იგივე სასწაული ვთქვათ ეშმაკისგან აღსრულებული არ იქნებოდა ბნებრივი იმ გაგებით, რომ წყლის ბუნება არ შეიცვლებოდა ღვინის ბუნებით, არამედ ეს ადამიანს მოეჩვენებოდა რომ ის ღვინოა, სინამდვილეში კი ის ისეთივე წყალი დარჩებოდა.

ყოველიშემძლეობა დიახაც არის ერთ-ერთი უაღმატებულესი საღვთო თვისება.


ხოდა, მოჩვენებითია თუ ნამდვილია, ჩვენ ადამიანებს მაგ მოჩვენებითის გაკეთებაც არ შეგვიძლია და თუ მოგვინდება ჩვენც შეგვეძლოს ასეთი ფოკუსების კეთება, ეშმაკის მსახური უნდა გავხდეთ რო მოგვცეს ამ ფოკუსების კეთების ნიჭი ეშმაკმა. და საერთოდ არაფერ შუაში რომ არ იყოს ეშმაკი, არაფერში არ გვჭირდება ისინი. ამაში ვცდები?


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xokaido
პოსტი Jan 13 2010, 06:48 PM
პოსტი #16


რ ა ჭ ვ ე ლ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 191
რეგისტრ.: 5-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,733



"ფოკუსი" სასწაულისაგან თვისებრივად არის განსხვავებული....
აი, ფოკუსნიკ გია ვადაჭკორიას ბურთების გაქრობა შეუძლია...
ეს სასწაული?.. რალურად ქრებიან ბურთები?... რა თქმა უნ და არა!!!
ეს ჩვენს აღქმაზე ორიენტირებული ტყუილი ქმედებებია..
სასწაული კი არის მოვლენა, რომელიც არსებული ბუნების კანონზომიერებას არღვევს და
ერთი კალაპოტიდან (ერთი ლოგიკური მდგომარეობიდან, ერთი პოზიციიდან, ერთი ვითარებიდან) გადადის სხვაში, შეიძლება რადიკალურად განსხვავებულში, ფუნდამენტურად უთავსებადშიც კი...
სასწაული ღვთიური ბუნების არის, "ფოკუსი" - ეშმაკეული (ნუ, უწყინარ გია ვადაჭკორიას ეხლა მე ეშმაკეულად არ განვიხილავ, აქ საუბარი არხსზე მაქვს, ისე, ფუკუსების კეთება ადამიანს სასწაულის აღქმას უჩიავებს, აჩვევს მას და ჭეშმარიტი სასწაულის ჭეშმარიტი აღფრთოვანებით აღქმადობას უკარგავს)...
ღმერთის პიროვნებად განხილვა კი ახსენა აფხაზმა რომ არ არის სწორი...
თუმცა "არასწორი" კი არა მე რაცხა უფრო მეტად მიმაჩნია...


--------------------
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 13 2010, 07:02 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
არ ვიცი რატომ დაიჟინე მაგრამ ნებისმიერი ამგვარი "ფოკუსი", რომელიც სასწაულად გვეჩვენება არის მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითი, არაბუნებრივი. მაგალითად კანას გალილეაში მომხდარი სასწაული ჭეშმარიტი იყო იმ გაგებით, რომ წყალი ბუნებრივად გადაიქცა ღვინოდ, ანუ წყლის ბუნება შეიცვალა ღვინით, რადგან სტიქიონთა ბუნების ერთადერთი შემცვლელი არის მათი დამბადებელი. ხოლო იგივე სასწაული ვთქვათ ეშმაკისგან აღსრულებული არ იქნებოდა ბნებრივი იმ გაგებით, რომ წყლის ბუნება არ შეიცვლებოდა ღვინის ბუნებით, არამედ ეს ადამიანს მოეჩვენებოდა რომ ის ღვინოა, სინამდვილეში კი ის ისეთივე წყალი დარჩებოდა.



ძალიან საინტერესოა ეს მომენტი, პირველად წავაწყდი. ანუ ეშმაკს რეალური გარემოს შეცვლა არ შეუძლია ? ხომ იყვენ სახარებაში ეალურად სასწაულთმოქმედები და ამავე დროს არაქრისტიანები ?


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 14 2010, 10:49 AM
პოსტი #18


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(neo @ Jan 13 2010, 07:02 PM) *

ძალიან საინტერესოა ეს მომენტი, პირველად წავაწყდი. ანუ ეშმაკს რეალური გარემოს შეცვლა არ შეუძლია ? ხომ იყვენ სახარებაში ეალურად სასწაულთმოქმედები და ამავე დროს არაქრისტიანები ?


თუნდაც იგივე სიმონ მაგოსი, რომელიც ზემოთ იხსნა ხსენებული. ის რა არ დაფრინავდა თუ ადამიანებს ჩვენებოდათ თითქოს დაფრინავდა?

ერთ-ერთი წმინდანი ხომ იყო, სამწუხაროდ სახელს ვერ ვიხსენებ, რომელიც თავდაპირველად იყო ჯადოქარი, მაგრამ როდესაც მასთან მივიდა ადამიანი, რომელმაც თხოვა მას უბიწო ქალწულის გული მითვი დაემორჩილებინა, იგი ვერაფერს გახდა, რადგანაც ე ქალწული ლოცულობდა თუ ჯვარი ეკეთა თუ რაღაც ამდაგვარი... თვით ეშმაკები მთავარ ელაპარაკებოდა ხოლმეო ეს ჯადოქარი... და როდეაც ეს ფაქტი მოხდა, ანუ როდეაც მიმა ჯადოქრობამ არ გაჭრა ეშმაკები მთავარს განურისხდა და უთხრა, შენ თუ ქრისტეს სახელი ხსენებაზე ასე გეშინია, მაინ რაღა მოგივა როდესაც მი წინაე წარდგებიო და მოიქცა ქრისტეკენ ეს ჯადოქარი და მერე წმინდანიც გახდა... განათლებულმა ხალხმა დაწერეთ აბა ამ წმინდანი სახელი....

ასე, რომ მგონია ეშმაკს აქვს გარკვეული ძალა, რაც ადამიან არ გააჩნია....
აი თუნდაც, დღეს რომ არიან ვიღაცა მაგისტები, ეგენი ეშმაკი ძალით არ მოქმედებენ? როგორც მახსოვს ამ წლებში იყო საქართველოიც ვიღაცა ჩამოსული და წავიდნენო სასულიერო პირები მის შოუზე და გულში ლოცულობდნენო და ჩაუფლავდაო ამ კაც შოუ....


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jan 14 2010, 10:59 AM
პოსტი #19


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



xokaido
ციტატა
ფოკუსნიკ გია ვადაჭკორიას

იჰ, რავა შეაერთა ორი ადამიანი biggrin.gif
გია ფარადაშვილია გვარად, ვადაჭკორიას კი ზურაბი ჰქვია. biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 14 2010, 11:40 AM
პოსტი #20


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



აბე
ციტატა
ასე, რომ მგონია ეშმაკს აქვს გარკვეული ძალა, რაც ადამიან არ გააჩნია....

ღვთაებრივი ძალმოსილებით აღვსილი ადამიანის წინაშე ნებისმიერი რამ საეშმაკო ფერმკრთალდება.

სვიმონ მოგვს რაც დაემართა მოციქულებთან შეხვედრის შემდეგ კარგად მოგეხსენებათ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ერთადერთი ბუნებით სასწაულმოქმედი მხოლოდ უფალია. სხვა ნებისმიერი ამგვარი გამოვლინება, რომლის წყაროც არ არის უფალი, არის დროებითი და არა მტკიცე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

48 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th October 2021 - 08:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი