IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

16 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მამა ღმერთი, არის თუ არა პიროვნება?
Atman
პოსტი Mar 30 2010, 05:58 PM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



შეიძლება უცნაურ და ინტრიგნულ კითხვას ვსვამ, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს მართლმადიდებლობის აზრი ამ საკითხზე:

მამა ღმერთს რა პიროვნული თვისებები გააჩნია? და საერთოდ მოიაზრება თუ არა პიროვნებად? თუ პიროვნება მხოლოდ ძე ღმერთის ასპექტია? როცა ვამბობთ მამაო ჩვენოს ვის ვგულისხმობთ? ოღონდ ახლა კანონიკური წერილები არ დამიდოთ აქ. მოკლედ, გასაგებად და თქვენი ენით ამიხსენით.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 30 2010, 06:09 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
მამა ღმერთს რა პიროვნული თვისებები გააჩნია?


ცხადია გააჩნია და ეს თვისებებია მშობლობა და გამომავლინებლობა, შესაბამისად ძის და სულიწმინდის მიმართ.

ციტატა
და საერთოდ მოიაზრება თუ არა პიროვნებად?

ცხადია, როგორც სამების ერთ-ერთი პირი.

ციტატა
როცა ვამბობთ მამაო ჩვენოს ვის ვგულისხმობთ?


მამა ღმერთს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 30 2010, 06:14 PM
პოსტი #3


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

მგონი ვერ მიმიხვდი, მშობლობა და შვილებზე ზრუნვის თვისება ყველა მამის თვისებაა. უბრალოდ ის მაინტერესებს, როგორც პიროვნება, თავის თვისებებით, სილამაზით, ხასიათით, გარეგნობით ჩანს თუ არა სადმე და როგორ მოიაზრება? თეთრი წვერი რომ არ აქვს იმედია ყველა ვხვდებით, მაგრამ როგორია?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 30 2010, 06:25 PM
პოსტი #4


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman

ციტატა
მგონი ვერ მიმიხვდი, მშობლობა და შვილებზე ზრუნვის თვისება ყველა მამის თვისებაა. უბრალოდ ის მაინტერესებს, როგორც პიროვნება, თავის თვისებებით, სილამაზით, ხასიათით, გარეგნობით ჩანს თუ არა სადმე და როგორ მოიაზრება? თეთრი წვერი რომ არ აქვს იმედია ყველა ვხვდებით, მაგრამ როგორია?


იმედია მატერიალური წარმოდგენები არ გაქვს ღმერთისადმი
biggrin.gif biggrin.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 30 2010, 06:28 PM
პოსტი #5


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

კაცოოო გამაგიჟებ შენ, ჭკვიანი კაცი მგონიხარ. რა შუაშია მატერიალური. მატერიალური სამყარო სულიერი სამყაროს უბადრუკი ჩრდილი და ანარეკლია და ადამიანის თვისებები იქიდან მოდის და ფერმკრთალდება და მახინჯდება.

ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის სახედ და ხატად, ესე იგი აქვს რაღაც პიროვნული ნიშნები და თვისებები ხო? მე განა გეკითხები რა თვისებები აქვს მითხარითქო, მე ვკითხულობ, არის თუ არა წმინდა წერიულებში ასეთი ინფორმაცია სადმე?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 30 2010, 07:10 PM
პოსტი #6


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის სახედ და ხატად, ესე იგი აქვს რაღაც პიროვნული ნიშნები და თვისებები ხო? მე განა გეკითხები რა თვისებები აქვს მითხარითქო, მე ვკითხულობ, არის თუ არა წმინდა წერიულებში ასეთი ინფორმაცია სადმე?

ატმან ჩემო კარგო. მოდი ჩამოვყალიბდეთ რა მიგვაჩნია პიროვნულ თვისებად და რა ბუნებით თვისებათ. ღმერთთან დაკავშირებით ეს აუცილებელია.

წმინდა სამება, იოანე დამასკელის ფორმულირებით რომ ვთქვათ არის ერთი სრული არსი სამ სრულ ჰიპოსტასში. წმ. სამების სამივე ჰიპოსტასისათვის ბუნებითი (ზოგადი) თვისებები, როგორიცაა ყოვლადძლიერება, ყოველგანმყოფობა და ა.შ. აბსოლუტურად ერთია. ისინი ამ მხრივ წარმოდგენითი მემილიონედი წამითაც არ სხვაობენ ერთმანეთისაგან. ეს რომ დავუშვათ, მაშინ დაყოფასა და დაპირისპირბას შევიტანთ მათში. ისინი განსხვავდებიან მხოლოდ თითო-თითო ჰიპოსტასური თვისებით (ანუ იმით რაც მხოლოდ თითოეული პირისთვისაა დამახასიათებელი). მამა მშობლობით, ძე შობილობით და სულიწმინდა იმ თვისებით, რასა გამოვლენილობა ეწოდება. სწორედ ამიტომ განკაცდა ძე (ძეობილობის თვისების გამო), რომ გამხდარიყო იგი ძე კაცისა და არა მამა ან სულიწმინდა.

შესაბამისად როდესაც ვსაუბრობთ თვისებებზე უნდა ვიგულისხმოთ რომ სამების პირნი აბსოლუტურად ერთიდაიმევ ბუნებითი და ჰიპოსტასური თვისებისანი არიან, გარდა იმ ერთი ჰიპოსტასური თვისებისა, რაც უკვე აღინიშნა.

წმინდა წერილში გაბნეულია ციტატები, რაზე დაყრდნობითაც მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება საუბრობს მარადიული და უცვალებელი ღმერთის თვისებებზე. შეგიძლია იხილი იოანე დამსკელის შესაბამისი თავი მისი გარდამოცემიდან.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 30 2010, 07:25 PM
პოსტი #7


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



რად უნდა ამდენი ფილოსოფია მაგას. მამას თუ ვუწოდებთ, ესე იგი არის პიროვნება, გააჩნია 3 ასპექტი როგორც შენ ამბობ, ძის სულიწმიდის და მამის და სამივე ერთია, გეთანხმები, მაგრამ თან ერთია და თან განსხვავდება ამაშიც დამეთანხმები ცხადია. ჰოდა რო განსხვავდება, მამას რა თვისებები აქვს პიროვნული.

რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, ვედებში იგი დახასიათებულია როგორც "ყველაზე მიმზიდველი", "ყველაზე ლამაზი", "ყველაზე მდიდარი", "ყველაზე ძლიერი", "ყველაზე განდგომილი", "ყველა მისტიკური თვისების მფლობელი" და ა.შ. მას აქვს ინდივიდუალობა და უზენაესი პიროვნებაა. იგი უნდახავთ დიად სულებს სხვადასხვა ფორმით, მაგრამ აქვს უზენაესი ფორმაც. რა წერია ამასთან დაკავშირებით ბიბლიაში? უნახავს ვინმეს პიროვნული სახით? როგორ აღწერენ?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 30 2010, 07:44 PM
პოსტი #8


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman

ციტატა
ჰოდა რო განსხვავდება, მამას რა თვისებები აქვს პიროვნული.


ხო დავწერე კაცო ვააა biggrin.gif biggrin.gif ანუ მამობა.

ციტატა
რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, ვედებში იგი დახასიათებულია როგორც "ყველაზე მიმზიდველი", "ყველაზე ლამაზი", "ყველაზე მდიდარი", "ყველაზე ძლიერი", "ყველაზე განდგომილი", "ყველა მისტიკური თვისების მფლობელი"


მაგრამ ეს ხომ შედარებითი ნებებია. მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება უფრო მეტად იმაზე კი არ მსელობს თუ რა არის ღმერთი, არამედ იმაზე თუ რა არ არის იგი. გვინდა თუ არ გვინდა შედარებითი საუბრისას მაინც მატერიალური წარმოსახვანი იპყრობს ჩვენს გონებას, ხოდა აბა მითხარი მართებული იქნება რამეს შევადაროთ დაუსაბამო, დაუსრულებელი, უცვალაბელი, ყოველგან მყოფი და ზე აღმატებული ღმერთი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Mar 30 2010, 07:49 PM
პოსტი #9


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



თუ სწორად მახსოვს,სამების ერთარსობის განსამარტებლად, მოძღვრები სხვადასხვა შედარებებს იყენებენ. ერთ-ერთი ასეთია: ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა და როგორც მას აქვს გონება, აზრი, რომელსაც სიტყვით გადმოსცემს და ძალა, რომ ესა თუ ის ქმედება განახორციელოს, თუნდაც საგანი დაძრას ადგილიდან, ამისთვისაცხომ არის ძალა საჭირო? ასევე ღმერთს გააჩნია გონება, სიტყვა და ძალა. ძე ღმერთი წმიდა წერილში სიტყვად მოიხსენიება, სულიწმიდა მადლი ანუ ძალაა და მამა ღმერთი გონება.


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvasalia
პოსტი Mar 30 2010, 07:49 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 21-January 08
წევრი № 3,700



მზეე შეიძლება რო შეადარო მზე არი მამა ნათელი ძე და სითბო სული წმინდა ასე რომ ვთქვათ... ადამიანი რო შეადარო თვითონ ადამიანი, სიტყვა და სული რომლითაც ლაპარაკობს ანუ სიტყვას ამბობს ოღონდ ღმერთის შემთხვევაში სიტყვაც და სულიც "გვამოვნებითია" რავიცი იმედი მაქ ზუსტად ვწერ, ანუ უფრო აღმატებულია ვიდრე ადამიანის შემთხვევაში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Mar 30 2010, 07:51 PM
პოსტი #11


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



gvasalia
ადამიანზე იგიგვე არ ვთქვი მეც? smile.gif


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvasalia
პოსტი Mar 30 2010, 07:52 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 21-January 08
წევრი № 3,700



ხოო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 30 2010, 07:57 PM
პოსტი #13


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

კარგი მართლმადიდებლური მიდგომა გასაგებია მაგ საკითხისადმი. ახლა ისიც მაინტერესებს, სახელი რა ქვია მამა ღმერთს

ციტატა
მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება უფრო მეტად იმაზე კი არ მსელობს თუ რა არის ღმერთი, არამედ იმაზე თუ რა არ არის იგი.

"რა" კი არა "ვინ". მამა ღმერთი უპიროვო ბრაჰმანი არ არის რომ "რა" ვუწოდოთ (თუმცა ბრაჰმანიც მისი გამოვლინებაა).

ჩნდება კიდევ ერთი კითხვა. ყველა პიროვნებას აქვს სახელი და თუ შევთანხმდებით რომ მამაც პიროვნებაა, ისევე როგორც შვილი (იმედია შევთანხმდებით), მაშინ რა ქვია მამა ღმერთს? რაღაც არალოგიკური ჩანს რომ ყველა სულიერ პიროვნებას ქონდეს კონკრეტული სახელი და მამა ღმერთს არ ქონდეს. და მამის, ღმერთის, უზენაესის, უფალის და ასეთი ზოგადი სახელების გარდა უნდა ერქვას კონკრეტული, ინდივიდუალური სახელი, რომელიც რა თქმა უნდა საკრალურია და ყველას არ გაეცხადება...

lamara

ციტატა
სულიწმიდა მადლი ანუ ძალაა და მამა ღმერთი გონება.


რას ქვია გონება. პიროვნება, ინდივიდუალურობა არ აქვს მამას? გონება რაღაცის ნაწილია და მამა ნაწილი არაა ერთარსია და ერთიანია. ყველაფერი მასშია და ყველაფერში იგია და ყოვლისშემძლეა და დავიჯერო ინდივიდი და პიროვნება არაა? smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 30 2010, 07:58 PM
პოსტი #14


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
რაღაც არალოგიკური ჩანს რომ ყველა სულიერ პიროვნებას ქონდეს კონკრეტული სახელი და მამა ღმერთს არ ქონდეს

უფრო ლოგიკური ის არ იქნება, რომ უზენაეს არსებას სახელი ვუწოდოთ?

მაშ მითხარი რა არის სახელი?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lamara
პოსტი Mar 30 2010, 08:04 PM
პოსტი #15


lamara
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 615
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,015



Atman
ეს შედარებაა მხოლოდ. იმისათვის, რომ გავიგოთ სამების ერთარსება. ისე კი ცხადია მამა ღმერთიც პიროვნებაა, ძეც და სულიწმიდაც


--------------------
[font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 30 2010, 08:10 PM
პოსტი #16


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

ვედებში რამდენიმე სახელით მოიხსენიებენ, ზოგიერთი მისი პიროვნული სახელია, მაგალითად: კრშნა, ვასუდევა, გოვინდა, გოპალა, მადანა-მოჰანა (სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც შეხვედრა-განშორება), კეშავა, მადჰუსუდანა... ზოგი მისი ფორმითი, ანუ "ფუნქციონალური" (სწორად ვერ გამოვხატავ) სახელებია: ვიშნუ, ნარაიანა... ავატარულ სახელებს აღარ ჩამოვთვლი, ბევრია...

მე პირადად ეჭვი მაქვს რომ ქართული "კოპალა" "გოპალადან" მოდის, ლომისა კი "ნარასიმჰადან" (ნიშნავს ლომისთავას და ღმერთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელია).

ბევრს მიაჩნია რომ ეს სახელები სხვადასხვა ღმერთებს აღნიშნავენ და ვედური ცივილიზაცია მრავალღმერთიანი და წარმართული ჰგონიათ, მაგრამ ეს სახელები ერთი ღმერთის სხვადასხვა სახელებია.

lamara

ციტატა
ეს შედარებაა მხოლოდ. იმისათვის, რომ გავიგოთ სამების ერთარსება. ისე კი ცხადია მამა ღმერთიც პიროვნებაა, ძეც და სულიწმიდაც


სულიწმინდას ვედებში პარამატმა ქვია და ზესულს ნიშნავს... ის ყველა ცოცხალი არსების გულში იმყოფება და სინდისის ხმა სწორედ მისი ხმაა. აი პიროვნული თვისება კი სულიწმინდას არ აქვს მხოლოდ მამას და ძეს აქვთ. სულიწმინდა კი უპიროვნო წარმომადგენელია ღმერთისა ადამიანის გულში.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 30 2010, 08:15 PM
პოსტი #17


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
სულ გამაგიჟებ მე შენ. მე მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაზე გელაპარაკები, შენ კიდევ ვედებს მიხსნი biggrin.gif biggrin.gif

გამიხარდა ისე რომ დაბრუნდი ფორუმზე. smile.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 30 2010, 08:21 PM
პოსტი #18


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია დავბრუნდი თუ არა biggrin.gif

რა შუაშია ვედები, ღმერთი მარტო ქრისტიანებისაა თუ მანამდე არ იცოდნენ ვინ იყო? biggrin.gif

თუ გინდათ ვისაუბროთ ამ თემაზე. კამათი არ მინდა ერთმანეთის ცოდნა შევაჯეროთ და გავანათლოთ ერთმანეთი, თუ არადა რა პრობლემაა smile.gif მე ვედებში გავერკვიე ცოტა, თქვენ ბიბლიაში გამარკვევთ და ვიყოთ ასე მეგობრულად smile.gif

თუ ფიქრობთ რომ ამ ფორუმზე ვედების პროპაგანდას ვეწევი გავჩერდები. მართლა არ მინდა თავები აგატკიოთ biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Mar 30 2010, 08:25 PM
პოსტი #19


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
კამათი არ მინდა ერთმანეთის ცოდნა შევაჯეროთ და გავანათლოთ ერთმანეთი, თუ არადა რა პრობლემაა

არ გეკამათები რას ამბობ? smile.gif smile.gif

ციტატა
თუ ფიქრობთ რომ ამ ფორუმზე ვედების პროპაგანდას ვეწევი გავჩერდები. მართლა არ მინდა თავები აგატკიოთ


ასეც არ ვფიქრობ მე პირადად.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Mar 30 2010, 08:34 PM
პოსტი #20


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

მოკლედ შევთანხმდით რომ მამასაც აქვს სახელი თუ არა? smile.gif

"რა გელაპარაკოთ ცისა, როცა არ გესმით მიწისა", მგონი მივაგენი ტექსტებს სადაც ცისა არის აღწერილი. რა თქმა უნდა ვედებს ვგულისხმობ, ჰოდა ვიკვლევ ახლა საფუძვლიანად და გამხადა იმპერსონალისტიდან პერსონალისტი, ანუ პიროვნული ღმერთის თაყვანისმცემელი biggrin.gif ღმერთი სიყვარული რომ მეგონა, მარტო სიყვარული და აბსტრაქტული არ ყოფილა და პიროვნული ფორმა მარტო ძეს არ ქონია თურმე, ხედავ შენ? რას არ გაიგებ კაცი smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

16 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th October 2021 - 08:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი