თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ განკითხვა

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jun 28 2007, 11:15 AM

ბევრმა ჩემი აზრით არც იცის რას ნიშნავს განკითხვა... ბევრს გონია რომ განკითხვა ჭორაობაა და მეტი არაფერი.
წმ.დიმიტრი როსტოველმა ასე განგვიმარტა ამ ცოდვის არსი:
განკითხვა-სხვისი ნაკლოვანებების შემჩნევა, დამახსოვრება და აღნიშვნა, მოყვასისათვის ღიად თუ მალულად გამოტანა მსჯავრისა. იმ დროს, როცა შენთვისაც კი შეუმჩნევლად განიკითხავ მოყვასს, გულში მისი დამახინჯებული ხატი ყალიბდება. ეს ხატება შემდგომში ამ ადამიანისადმი უსიყვარულობის შინაგანი გამართლების, მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდება. აღსარებით ამ მცდარი ხატების შემუსვრა და მის ნაცვლად გულში მოყვასის ჭეშმარიტი სახით აღდგენა უნდა ხდებოდეს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2007, 11:17 AM

ქავთარაძე

გიო, მე ისიც მაინტერესებს სად გადის ზღვარი განკითხვასა და მხილებას შორის და როგორ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან..

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jun 28 2007, 11:19 AM

marine
მე ამ ამბავზე ასე ვფიქრობ, ადამიანზე როცა გული შეგტკივა ის უნდა დაიმარტოვო და არა ხალხში უთხრა ის რაც მასში არ მოგწონს ... თბილი ადამიანური რჩევით...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2007, 11:25 AM

ციტატა(ქავთარაძე @ Jun 28 2007, 11:19 AM) *

marine
მე ამ ამბავზე ასე ვფიქრობ, ადამიანზე როცა გული შეგტკივა ის უნდა დაიმარტოვო და არა ხალხში უთხრა ის რაც მასში არ მოგწონს ... თბილი ადამიანური რჩევით...


მართალი ხარ, ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისადმი ამით გამოიხატება, რომ ცალკე, განმარტოებით მიუთითო შეცდომაზე და არა სხვათ თანდასწრებით დაამცირო..

განკითხვის ცოდვა, ეს ის ცოდვაა, რომელიც სამწუხაროდ ადამიანთა უმრავლესობაშია ფესვგადგმული..



პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jun 28 2007, 12:01 PM

marine
ეგრეა smile.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 28 2007, 12:39 PM

ხშირად ადამიანები ერთმანეთს განიკითხავენ და ამტკიცებენ, რომ ეს ცოდვა კი არა, მხილებაა. რით განვასხვაოთ განკითხვა და მხილება?

მხილება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. პირველ რიგში საკუთარი თავის მხილება უნდა ვისწავლოთ და მერე ვამხილოთ სხვები. საჭიროა ეს სიყვარულითა და გულისტკივილით გავაკეთოთ. სანამ ვინმეს ვამხელდეთ, უნდა დავრწმუნდეთ, ნამდვილად სცოდავს თუ არა, სასარგებლო იქნება თუ არა მხილება მისი სულისთვის.

თუკი ამაში დავრწმუნდებით, უფალს ჯერ ლოცვით უნდა ვთხოვოთ შემწეობა მისთვის, ხოლო შემდეგ პირისპირ ვუთხრათ, რატომ გვტკივა მასზე გული. თული მან იგივე გაიმეორა, შეგვიძლია ორი-სამი კაცის თანდასწრებით ვამხილოთ. კვლავ შეცოდების შემთხვევაში უკვე შეიძლება - საჯაროდაც. თუ მაინც არაფერი შეისმინა, თავი გავანებოთ.

ჩვენ კი ასე იშვიათად ვიქცევით. ისე ვამხელთ ერთმანეთს, თითქოს სხვისი შეცდომა გვახარებს, ადამიანი ამას გრძნობს და რასაკვირველია, მხილებაც კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს.

ეს არის კვირის პალიტრაში გამოქვეყნებული კითხვები მოძღვართან.

მემგონი ყველაფერია ნათქვამი ამით smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 28 2007, 12:42 PM

მე ასე ვმიჯნავ:

მხილება - სიყვარულით შენიშვნა ვისიმე ცუდი ქცევის.

განკითხვა - უსიყვარულოდ შენიშვნა ...

პოსტის ავტორი: მარიტა თარიღი: Jun 30 2007, 01:35 PM

საერთოდ ჩვენ ცოდვებს ძნელად ვამჩნევთ ხოლმე და სხვისი ეგრევე მოგხვდება თვალში sad.gif განკითხვა ყველაზე გავრცელებული ცოდვაა ჩემი აზრით ადამიანებში,მეც მაწუხებს და სულ ვამბობ ხოლმე აღსარებაში sad.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jun 30 2007, 05:24 PM

ქავთარაძე

ციტატა
მე ამ ამბავზე ასე ვფიქრობ, ადამიანზე როცა გული შეგტკივა ის უნდა დაიმარტოვო და არა ხალხში უთხრა ის რაც მასში არ მოგწონს ... თბილი ადამიანური რჩევით...

yes.gif yes.gif

მარიტა
ციტატა
საერთოდ ჩვენ ცოდვებს ძნელად ვამჩნევთ ხოლმე და სხვისი ეგრევე მოგხვდება თვალში განკითხვა ყველაზე გავრცელებული ცოდვაა ჩემი აზრით ადამიანებში,მეც მაწუხებს და სულ ვამბობ ხოლმე აღსარებაში

მეც შენსავით მარიტა sad.gif
მართლაც, რომ ბევრს გვჭირს ეს საზიზღარი ცოდვა,ნამდვილად ხშირია. ახლახანს ჩემმა მოძღვარმა ქადაგებაშიც თქვა:რომ ვუკვირდები,ჩემ თავსაც და იმ ხალხს,ვინც აღსარებას მაბარებს, ამ ცოდვას ყოველთვის ხშირად ჩავდივართო... sad.gif sad.gif
და ეს იმიტომ ხდება,რომ გვაკლია ჭეშმარიტი,ქრისტესმიერი სიყვარული. ადრე ვფიქრობდი,რომ ყველა მიყვარს,ყოველ შემთხვევაში არავინ მძულს,მაგრამ განა ეს სიყვარულია?ვინმესთან თბილი,კარგი დამოკიდებულება არ კმარა,ეს არაა ის სიყვარული,რომელიც ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს! ან რატომ ვგრძნობთ ხოლმე ვინმესთან გულგრილ დამოკიდებულებას?ასეთი სიყვარული არ კმარა!ადამიანი,რომელიც ერთ ადამიანს მაინც განიკითხავს,განა იტყვის,რომ მას უყვარს სხვა,ყველა? მე პირადად,როცა ამაზე დავიწყე ფიქრი,ძალიან შემრცხვა,რადგან,რომ მკითხო გიყვარსო,როგორ,რა გულით გიპასუხო კი-მეთქი,როდესაც მე ის ადამიანი განვიკითხე... მრცხვენია მერე,როგორ ჩავხედო უფალს ან სხვას თვალებში...
sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: giorgi kavtaradze თარიღი: Jul 1 2007, 02:10 AM

მეც მგონია რომ როცა ვინმეს შეამჩნევ არასწორ საქციელში და გულში შეგებრალება ამისთვის, ილოცებ მისთვის და გამოუსწორებლობის შემთხვევაში მოიხელტებ მარტოს და ისე ამხელ მას კი არ განიკითხავ არამედ ეხმარები ცოდვის დანახვში. მაგრამ თუ საერთოდ არ შეგებრალება და გაგიხარდება კიდეც მისი ასეთი დაცემულობა და ამით თავსაც ცოტათი მაინც მაღლადმდგომად იგრძნობ მასზე იმ წამს უკვე განიკითხავ მას. sad.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jul 2 2007, 05:44 PM

[] რა არის განკითხვა?

განკითხვა არის უმძიმესი ცოდვა ცოდვათა შორის.ეს არის სხვისი საქმის განქიქება,მოყვასის ცოდვის გამო დასჯა,შეურაცხყოფა,მასზე ავი ზრახვა,სხვის მსაჯულად დადგომა,მაშინ,როცა მსაჯული ერთადერთია _ უფალი ჩვენი იესო ქრისტე.შეიძლება ითქვას,განკითხვა გამორჩეულად,სხვა ცოდვაზე მეტად ეხება ადამიანის ცხონების საკითხს,რადგან განმკითხველს თავად გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისთვის. "არ განიკითხოთ,რათა არ განიკითხეთ" _ გვასწავლის უფალი.ის კი,ვინც განიკითხავს,უფლისაგან იქნება განკითხული იმავე საზომით _ "რომელი განკითხვითა განიკითხვიდეთ,განიკითხნეთ და რომელთა საწყაულითა მიუწყოთ,მიგეწყოთ თქვენ".


[] ხშირად მხილება და განკითხვა ერთმანეთში გვერევა...

სანამ სხვის თვალში ბეწვის ამოღებას გადაწყვეტთ,ჯერ საკუთარიდან დირე,მორი ამოვიღოთ და მერეღა ვიფიქროთ სხვების მხილებაზე.ჩვენ ხშირად თვითონ ვართ ძალიან დიდი ცოდვებით დამძიმებული და სხვისი მცირე შეცდომის მიმართ დიდ სიმკაცრეს ვიჩენთ.პირში მივახლით სიმართლეს,გვგონია,ვამხელთ.მხილება კი სხვა რამეა.პირველ რიგში,იმისთვის,რომ გვქონდეს მხილების უფლება,უნდა გვქონდეს სიყვარული,სურვილი,რომ ადამიანი მართლა გამოსწორდეს.გარდა ამისა,საჭიროა დროის შერჩევა,ზუსტად განსაზღვრა,რა დროს,რა ფორმით უთხრა მოყვასს სამხილებელი.თუ ასეთი განწყობა არ გვექნა, "მხილებამ" შეიძლება ამ ადამიანზე უარესად იმოქმედოს,განრისხდეს და საერთოდ ჩამოშორდეს ეკესიას.ეს კი ჩვენი ბრალი იქნება და უფალი მწარე პასუხს მოგვთხოვს.მეორე მხრივ,შეიძლება მხილებისგან თავის შეკავებაც ცოდვად გვექცეს.თუ ვხედავთ,რომ ადამიანს გამოფხიზლდება სჭირდება,ცოდვას დაემონა,უფსკრულისკენ მიდის და ჩვენს მეტი არავინ ჰყავს,ჩვენი ვალია,ვამხილოთ,ოღონდ ვამხილოთ სიყვარულით,გულისტკივილით,სათ
ანადო ფორმით.


[] როგორ ვებრძოლოთ განკითხვას?

გვახსოვდეს,ნებისმიერი ცოდვა დამღუპველია. ადამიანმა,ქრისტიანმა,ცოდვებს
დროულად უნდა დაუდოს ზღვარი.უნდა იცოდეს,რომ არასწორი სულიერი მდგომარეობის ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორი სწორედ განკითხვაა.თუ მოყვასს განიკითხავს,თავს სხვაზე უკეთესად წარომაჩენს,უნდა მიმართოს მოძღვარს აღსარებისთვის,ითხოვოს ღვთისგან სინანული.ყველა ცოდვას აქვს საპირისპირო სათნოება,რითაც შეიძლება მისი დაძლევა.განკითხვის საწინააღმდეგო არის საკუთარი თავის განკითხვა,სინანული.ეს არის ის,რითაც უნდა დაიწყოს ადამიანმა სულიერი ცხოვრება და გააგრძელოს ბოლომდე _ შეიცნოს საკუთარი თავი,დაცემულობა.ამის გარეშე ცხონება არ არსებობს.

(დეკანოზი ბასილ ჟორჟიკაშვილი)

"მხოლოდ მაშინ გავუგებთ ერთმანეთს,თუ ჩვენს თავს უღირსად ჩავთვლით და უფალს ვთხოვთ,გაგვაგებინოს და დაგვანახოს სწორი გზა"

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jul 2 2007, 06:49 PM

პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი
განკითხვა, მხილება და განსჯა
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/gamrekeli_gankitkhva.htm

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jul 2 2007, 06:49 PM

sofi89
კი ეგრეა და ჩემი აზრით არ უნდა ვეცადოთ რომ ადამიანის რაიმე ნაკლი დავიჭიროთ, რაც ჩვენს ფორუმზე ხშირად ხდება, ადამიანის შეცდომას რომ დავინახავთ დავუწყებთ ლანძღვას, ვითომ გვიკვირს და ამ გაკვირვებას გამოვხატავთ, უფალმა იმიტომ გვითხრა ნუ განიკითხავთ სხვასო რომ არ განვიკითხოთ, აქ კი უკვე საბაბს ეძებენ რომ ეს გააკეთონ...

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jul 5 2007, 12:54 PM

არ განიკითხოთ და არ განიკითხებით


ეგვიპტეში,იმ ადგილის მახლობლად,სადაც ადრე წმიდა მამები მოღვაწეობდნენ,ცხოვრობდა ერთი ძმა,რომელიც ცოდვაში ჩავარდა და სენაკში ქალი მიიყვანა.ამ ამბის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიტყო და გადაწყვიტა ცოდვილი ძმის გაძევება.ღვთის განგებით,იქ აღმოჩნდა ეპისკოპოსი აბბა ამონი,რომელსაც სთხოვეს,მათთან ერთად წასულიყო ძმის გასაძევებლად.აბბა ამონი დათანხმდა.როდესაც ძმამ დაინახა მასთან მიმავალი ხალხი,ქალი ქვევრში დამალა.ეპისკოპოსი სენაკში მისვლისთანავე მიხვდა ამას,მივიდა,დაჯდა ამ ქვევრზე და განკარგულება გასცა,ქალის ძებნა დაეწყოთ.გულმოდგინე ძებნის შემდეგ აბბა ამონს მოახსენეს,რომ ქალი არსად იყო.მაშინ აბბამ მათ უსაყვედურა: _ ხედავთ,რა ჩაიდინეთ?უდანაშაულო ძმა განიკითხეთ.დაბრუნდით სოფელში და აღარ განიკითხოთ სხვები!
ამის შემდეგ,რაც სოფლელები წავიდნენ,აბბა ადგა და ძმას მოკრძალებით უსაყვედურა:
_ ძმაო,იზრუნე შენი სულის გადარჩენაზე!

ასე იქცევიან სულიწმიდის მადლით მოსილები.
user.gif user.gif user.gif

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Jul 22 2007, 01:58 AM

მოგესალმებით.მე მინდა გავხსნა ერთი ასეთი თემა მე მსმენია რომ ასეთი რამე ეს მღვდელი გაუნათლებელია ის ფანატიკოსია და ასე შემდეგ და კითხვა ასეთია არის თუ არა მერთებული ჩვენ საერო პირებმა განვიკითხოთ სასულიერო პირები და მათზე ცუდი ვთქვათ და რატო ვიქცევით ასე, მოდით გთხოვთ ვისაც სურვილი აქვს ვისაუბროთ ამ საკითხზე

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 22 2007, 02:02 AM

მასეთი საუბარი ართუ სასულიერო პირზე არამედ საერზეც არ არის სწორი.
გაიხარეთ აბო.

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Jul 22 2007, 02:08 AM

განა მე სასულიერო პირებს განვიკითხავ ან საერო პირებს, მე გამიგონია რომ ვიღაცას ცუდი უთქვია სასულიერო პირებზე მემინდა მიუთითო მათ რომ ეს ძაან ცუდ საქმეს აკეთებენ სასულიერო პირების ცხოვრებას არც უნდა შეეხონ მათი ყოველდღიური ცხოვრება ღვთის საიდუმლოა

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jul 22 2007, 02:59 AM

ციტატა(alilo @ Jul 21 2007, 10:08 PM) *

მათი ყოველდღიური ცხოვრება ღვთის საიდუმლოა


ეს ცოტა ვერ გავიგე.....

თუმცა კარგი თემაა, მაგრამ ამ განყოფილებაში....მე განვიკითხავ ჩემდა სამწუხაროდ sad.gif

პოსტის ავტორი: Tatarashvili თარიღი: Jul 22 2007, 08:32 AM

ციტატა(alilo @ Jul 22 2007, 12:58 AM) *

მოგესალმებით.მე მინდა გავხსნა ერთი ასეთი თემა მე მსმენია რომ ასეთი რამე ეს მღვდელი გაუნათლებელია ის ფანატიკოსია და ასე შემდეგ და კითხვა ასეთია არის თუ არა მერთებული ჩვენ საერო პირებმა განვიკითხოთ სასულიერო პირები და მათზე ცუდი ვთქვათ და რატო ვიქცევით ასე, მოდით გთხოვთ ვისაც სურვილი აქვს ვისაუბროთ ამ საკითხზე


ციტატა
სასულირო პირების განკიხვა არ შეიძლება


სასულიერო პირების კი არა საერთოდ არავისი განკითხვა არ შეიძლება smile.gif როგორმე უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ნაკლები განვიკითხოთ (ეს იქნება სასულიერო პირი თუ სხვა ვინმე) რათა ჩვენ არ განვიკითხოთ.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 22 2007, 11:24 AM

კარგი თემაა, საქმე განკითხვაში კი არ არის, ფანატიკოსებს, რომ ვუწოდებთ ხოლმე ეს მტალდ განკითხვაც არ არის, უფრო მეტად ხადნახადნ ისე გამოგვდის, რომ სასულიერო პირს რაიმე საკიტხის მიმართ მისი კონკრეტული დამოკიდებულების გამო ფანატს ვუწოდებთ და გაუნათლებელს (სულო ცოდვილო ნამდვილად ასეა), ხოდა ისე ვამბობთ ხოლმე, რომ ფონი იქმნება ზოგადად, რომ სასულიერო პირები გაუნათლებლები არიან და ფანატები მე ასე მეჩვენება,, თუმცა ამას არ ვგულისხმობთ, მაგრამ ძალიან ცუდად ფ=გამოგვდის.
ისე ამ თემას ღვთისმეტყველებაში რა უნდა? g.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 22 2007, 11:40 AM

ზებედე

ციტატა
მე განვიკითხავ ჩემდა სამწუხაროდ




ამ ბიჭის სინანული მაგიჟებს ხოლმე tongue.gif




ნენა არ მომკლას, სინანული ვეღარ მიშველის.

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Jul 22 2007, 06:22 PM

არ ვიცოდი სა უნდა გამეხსნა ისე დიდი მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება მთავარია გაიგონ რაც აქ წერია მაგარმ თუ გინდათ გადაიტანეთ

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Jul 22 2007, 07:14 PM

ეეეხ...

ძალიან ცუდად ვხდები, როცა განიკითხავენ სასულიერო პირებს (განსაკუთრებით), ასეთ დროს ვცდილობ მათ ავუხსნა რომ არ შეიძლება განკითხვა დამითუმეტეს სასულიერო პირების,


alilo
კარგი თემაა,

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Jul 22 2007, 10:12 PM

რა თქმა უნდა საერთოდ არ შეიძლება ადამიანის განკითხვა, თუმცა როგორც მხევალმა ნინომ თქვა შეიძლება რაღაც ვთქვათ სასულიერო პირზე არა განკითხვის გზით, თუმცა ასე ჩანდეს. მაგალითად ზოგი მღვდელი გაუნათლებელია და თუ ამას აღვნიშნავთ არ მგონია ეს განკითხვა იყოს.

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: Jul 23 2007, 01:43 AM

alilo

ციტატა
სასულიერო პირების კი არა საერთოდ არავისი განკითხვა არ შეიძლება როგორმე უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ნაკლები განვიკითხოთ (ეს იქნება სასულიერო პირი თუ სხვა ვინმე) რათა ჩვენ არ განვიკითხოთ.

მოდი ამ საკითხს ოდნავ ჩავუღრმავდეთ.
შეიძლება თუ არა, მაშინ მღვდელზე გაუნათლებლის თქმა, ან ფანატის თქმა, როცა ის "მართლმადიდებლობის" სახელით თავში ჯვარს ურტყამს იეღოველს. ანდა მრევლს სთხოვს ცხვარი შესწირონ სალოცავს? ანდა სხვა მრავალი, რომელიც სინამდვილეში არაა მართლმადიდებლური, მაგრამ სასულიერო პირების მიერ ხდებოდა?
მე შენ გეკითხები, მართლმადიდებლობის ავტორიტეტის დასაცავად, არ განიკითხავ სასულიერო პირს?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 23 2007, 01:52 AM

alex_b

ციტატა
შეიძლება თუ არა, მაშინ მღვდელზე გაუნათლებლის თქმა, ან ფანატის თქმა, როცა ის "მართლმადიდებლობის" სახელით თავში ჯვარს ურტყამს იეღოველს.

ეგ ''მღვდელი'' თავში ჯვარს რომ ურტყამდა ხალხს მაგ დროს დიდი ხნის განკვეთილი იყო ეკლესიიდან და სასულიერო პირად რატომ მოიხსენიებთ?

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jul 23 2007, 02:02 AM

ციტატა(alex_b @ Jul 22 2007, 09:43 PM) *

მე შენ გეკითხები, მართლმადიდებლობის ავტორიტეტის დასაცავად, არ განიკითხავ სასულიერო პირს?


განკითხვას სჯობს ამხილო...

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Jul 23 2007, 02:03 AM

კი შეიძლება სასულიერო პირი რაღაცას აკათებდეს რომელიც ჩვენს თვალში არ მოდის მაგარმ უფლის თვალში ის გამართლებულია მან იცის რასაც აკეთებს ის მღვდელია დიდი პასუხის მგებლობა აქვს დაკისრებული და ერთ ერთი ქართველი ეპისკოპოსი მანთებს ხუცურს რომ ასწავლიდა კვერთხს ურტყვადა ზურგში და იზახოდა ურჩები სხვა ნაიარდ არ გამოწრდებიან ის სასიკეთო განზრახვით აკეთებდა და ერთი მამა წირვის წინ საჭმელს ჭამდა პატრიარქმა დაიბარ საპატრიაქოში და საპატრიარქოში რო ელოდებოდა შესვლას მან მზის სხივზე კვართი გადაკიდაეს როპატრიარქმა დაინახა გაუკივრდა და კიდევ ერთი მომენტი ერთი მამა წირვას ხან შუადღის 3 სააატზე იწყებდა ხან დილის 9 საათზე და ხალხმა ეპისკოპოსთან უჩივაამ მამას ეპისკოპოსი ეუნება რატო შვები ამასაო მეუფეო ცისკრის შემდეგო ჟვდებიო და ველოდები სული წმიდასო როდის გადომოვაო გაუკვირდა მეუფეს და რაემდენი ასეთი ცუდი ქცევები მაგარმ კეთილი განზრახვით და უფლის სასიკეთოდ და თუ ცუდი ჩაიდინა სასულიერო პირმა ეგ ეპისკოპოს ეხება რომ იგი დასაჯოს ან შენიშვნა უთხრას მაგრამ ჩვენ (ხაზ ვუსვამ) არ შეიძლება ცუდი ვთქვათ საულირო პირზე კიდევ ვიმეორებმაგრამ ჩვენ (ხაზ ვუსვამ) არ შეიძლება ცუდი ვთქვათ საულირო

მღვდელი ორმელიც განკევეთილია იგი დასჯილია ის აღარ არის მღვდელი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 23 2007, 02:14 AM

ხუცესებზე ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ არ გეყოლება ორი ან სამი მოწმე [Iტიმ. 5, 19]

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Jul 23 2007, 02:17 AM

მართალი ხარ ალექსანდრე იგი შეძლება სასიკეთო საქმეს აკეთებდეს ჩვენ შევცოდოთ

და ცუდად მოვიხსენიოთ

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: Jul 23 2007, 02:52 AM

კარგი მაშინ სხვანაირად შეგეკითხებით
როგორც ჩანს ბასილის თემამ გაგიტაცათ სხვა მიმართულებით.
როცა ადამიანი "სამღვთოს" კლავს, და შენ ეუბნები არ არის საჭიროვო, ის კი გპასუხობს რა ამბობ მღვდელმა მითხრაო. რას ეტყვი? რაკი გითხრა დაკალიო? თუ ეტყვი, რომ ალბათ მღვდელი ცდება არ იცის ანდა სხვა მიზნით ამბობს ამას?

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Jul 23 2007, 02:56 AM

და ეს მღვდელი ისევ მღვდელია დღეს

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jul 23 2007, 11:41 AM

ვფიქრობ რომ ეს მართალია კარგი თემაა, თუმცა საღვთისმეტყველო განყოფილებაში არ უნდა იყოს, ამიტომ გადავიტან ახალ თემებში და იქ გავაგრძელოთ საუბარი. smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 23 2007, 01:03 PM

ციტატა
როგორც ჩანს ბასილის თემამ გაგიტაცათ სხვა მიმართულებით.
როცა ადამიანი "სამღვთოს" კლავს, და შენ ეუბნები არ არის საჭიროვო, ის კი გპასუხობს რა ამბობ მღვდელმა მითხრაო. რას ეტყვი? რაკი გითხრა დაკალიო?

არცერთი მღვდლისაგან არ მომისმენია რომ გინდათუარა ''სამღვთო'' დაკალიო, ამიტომ ჭორის დონეზე მოტანილ ინფორმაციას ვერ ვენდობი.
ახლა სხვა კუთხით შევხედოთ ამ საკითხს, ადამიანი რომელიც არაა გათვითცნობიერებული და ჰგონია, რომ აუცილებელია ცხვრის დაკვლა და სწამს რომ ასე უფრო შეისმენს უფალი, ესეთი ადამიანი მიდის მოძღვართან და ეუბნება რომ ცხვრის შეწირვა უნდა, მოძღვარი ეუბნება რომ ეს არაა შესაწირი არაა აუცილებელი, მაგრამ იგი ისევ თავისას ერეკება და მაინცადამინც უნდა ცხვრის დაკვლა, მაშინ მოძღვარი ეუბნება კაი თუ გინდა დაკალი ეს ცხვარი მაგრამ ეს არაა შესაწირი ღვთისადმი. ხოდა მერე მიდის ეს კაცი და დაკლავს ამ ცხვარს, მივა მეორე ადამიანი და ეუბნება რას შვრები ეს არაა სწორი, ის კი უპასუხებს მოძღვარმა მითხრა რომ დაკალიო. ხოდა ის მეორე დაიწყებს მერე განკითხვას ხედავთ ამ მღვდელს რა უთქვამს, ეგ უცოდინარი და გაუნათლებელი რეებს ასწავლის ხალხსო. smile.gif აი ასეთი პაქტები კი მრავლად გამიგია მე, კაცი რომ ჯიუტობს და ვერაფერს შეასმენ ბოლოს მოძღვარიც ეტყვის ადექი მაშინ და დაკალიო smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 23 2007, 01:15 PM

alex_b

ციტატა
მოდი ამ საკითხს ოდნავ ჩავუღრმავდეთ.
შეიძლება თუ არა, მაშინ მღვდელზე გაუნათლებლის თქმა, ან ფანატის თქმა, როცა ის "მართლმადიდებლობის" სახელით თავში ჯვარს ურტყამს იეღოველს. ანდა მრევლს სთხოვს ცხვარი შესწირონ სალოცავს? ანდა სხვა მრავალი, რომელიც სინამდვილეში არაა მართლმადიდებლური, მაგრამ სასულიერო პირების მიერ ხდებოდა?
მე შენ გეკითხები, მართლმადიდებლობის ავტორიტეტის დასაცავად, არ განიკითხავ სასულიერო პირს?




რას შესწირავს ეკლესიას კონკრეტული პირის გადასაწყვეტია. ზოგს უნდა ცხვრის შეწირვა და რა ქნას ეხლა. თანაც თუ მღვდელმა ,,ურჩია,, ცხავრი შესწირეო, რაც ნაკლებად სავარაუდოა, (ჯერ როგორ ურჩია ვინ იცის და მომსმენმა როგორ გაიგო ვინ იცის, ) თუნდაც უღცია, თუ ამ ადამიანს ისედაც ჰქონდა გადაწყვეტილი შესაწირის გაღება, ჩვენ კიდევ ვეტაკებით და გავულანძრავთ მღვდელს, რა იცით ამას რა შედეგი მოყვება. შესწიროს ეს ცხავრი რა პრობლემაა, იაროს ეკლესიაში და გაიგებს რა არის საღვთო შესაწირი, თუ არ აპირებს სამომავლოდ ეკესიაში სიარულს გინდა ცხვარი შეუწირია და გინდა მამალი რა მნიშვნელობა აქვს, თვითონ გაიღო ხო რაღაც ტანხა და შესწირა.

თან კიდევ მეორე მხარეც აქვს, წლების უკან მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი ძალიან დიდი სურვილი მქონდა მევლო ეკლესიაში, ანუ ეკლესიური ცხოვრების დიდი სურვილი მქონდა, მეც მივედი ვთქვი აღსარება, დავიწყე მომზადება ზიარებისთვის, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ერთ ადამიანთან ვთქვი, ამა და ამ მღვდელტან დავიწყე სიარული თქო, ნენა რა ლანძრა, შედეგი ის დადგა, რომ მე შევწყვიტე ეკლესიური ცხოვრება, იმ კაცთან, რომ მევლო ამაზე აურესი რაიმე მოხდებოდა? ან კი რა არის ასეთი ის კაცი, დღემდე ვიცი მის შესახებ, შეიძლება რაიმე სისუტე აქვს, შეიძლება ის რაღაცაში ცდება, მაგრამ მერე მე რა იმის სისუსტე, მე ხომ ვივლიდი, ძალიან თბილი ადამიანია, მე ვივლიდი ვეზიარებოდი, ტან ისე მინდოდა, რომ რა ვიცი. წლები კი დავბრკოლდი დააა... ამიტომ ხომ არ აჯობებს შესწიროს ეს ცხვარი და დროთა განმავლობაში მიხვდება ცხვრია უფლისთვის შესაწირი თუ სხვა რამე, ისე ცხვარასაც არა უშავს.

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Aug 5 2007, 02:58 AM

გთხოვთ გადაშალეთ ეს თეამ დიდ მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Aug 5 2007, 03:10 AM

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სასულიერო პირების განკითხვა! ერთი რომ არამართებულია და ცოდვაა არამარტო სასულიერო პირების არამედ საერო პირების განკითხვაც და მეორეც შეიძლება ძალიანაც სწორს ამბობდე ,მაგრამ ამის გაცხადება მადას უხსნის ჩვენი ეკლესიის მტრებს და საშუალება ეძლევათ,მოახდინონ მასზე შეტევა, " დავუშვათ" რამოდენიმე შეცდომილი სასულიერო პირის გამო!

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Aug 6 2007, 12:14 AM

ციტატა
განვიკითხავ და მათ ყველა გრეხს ვიტყვი

მერე ვინმეს ჯერა შენი?ან რა უნდა თქვა?! ეეეეეეეეეჰ

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Aug 6 2007, 03:46 AM

იოანე კიბისაღმწერელი წერს: რაჟამს მოგიხდეს გულისსიტყვა განკითხვად მოძღვრისა,ვითარცა სიძვისაგან,ილტვოდე მისგან,ნუ დაუჯერებ ამ გველს,არამედ უთხარ:ჰოი მაცთურო,მე კი არა ვარ მისი მთავარი არამედ ის არის ჩემი მსაჯული,რამეთუ არ მე-მისი არმედ მას ჩემი ტვირთი უტვირთავს.

პოსტის ავტორი: armani თარიღი: Aug 6 2007, 12:58 PM


ბავშვობაში ბიძაჩემი ყოველ წელს კლავდა სამღვთო ცხვარს, ხანდახან ხბოს და მთელი ნათესაობა ვიკრიბებოდით ხოლმე. მაგრამ ეს შეკრება გადაიზრდებოდა ქეიფში. არა მგონია საღვთო რიტუალების დროს ქეიფი და დროს ტარება გამართლებული იყოს. როგორია თქვენი აზრი?

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Aug 8 2007, 04:18 AM

ჩემო არმანი აქ ამის სასაუბრო არ არის მაგარმ მაინც გაგცემ პასუხს.იესოს შობამდე საღვთოს წირავდნენ მაგრამ უფალი რო იშვა განხოციელებული მან კაცთა ცოდვის გამოსახსენლად თავის თავი შეწირა ადამიანი მააგასზე დიდ შესაწირავს ვერ შეწირავს.ამიტომ უფალმა დაადგინა საიდუმლო სერობა რაც დღეს უმსხვერპლო შესაწიარია ანუ ზიარება და ყოველ კვირას ადმიანი ანუ მღვდელი წირავს წირვას ანუ ატარებს წირვას და საღვთო რიტუალის დროს ქეიფი და დროს ტარება არ შეიძლება და ის რასაც შენი ბიძა აკეთებდა ისიც არ შეიძლებოდა.გთხოვთ ამაზე კამათი არ წამოიწყოთ დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Aug 24 2007, 05:03 AM

ციტატა(ალექსანდრე @ Jul 23 2007, 12:03 PM) *

არცერთი მღვდლისაგან არ მომისმენია რომ გინდათუარა ''სამღვთო'' დაკალიო, ამიტომ ჭორის დონეზე მოტანილ ინფორმაციას ვერ ვენდობი.
ახლა სხვა კუთხით შევხედოთ ამ საკითხს, ადამიანი რომელიც არაა გათვითცნობიერებული და ჰგონია, რომ აუცილებელია ცხვრის დაკვლა და სწამს რომ ასე უფრო შეისმენს უფალი, ესეთი ადამიანი მიდის მოძღვართან და ეუბნება რომ ცხვრის შეწირვა უნდა, მოძღვარი ეუბნება რომ ეს არაა შესაწირი არაა აუცილებელი, მაგრამ იგი ისევ თავისას ერეკება და მაინცადამინც უნდა ცხვრის დაკვლა, მაშინ მოძღვარი ეუბნება კაი თუ გინდა დაკალი ეს ცხვარი მაგრამ ეს არაა შესაწირი ღვთისადმი. ხოდა მერე მიდის ეს კაცი და დაკლავს ამ ცხვარს, მივა მეორე ადამიანი და ეუბნება რას შვრები ეს არაა სწორი, ის კი უპასუხებს მოძღვარმა მითხრა რომ დაკალიო. ხოდა ის მეორე დაიწყებს მერე განკითხვას ხედავთ ამ მღვდელს რა უთქვამს, ეგ უცოდინარი და გაუნათლებელი რეებს ასწავლის ხალხსო. smile.gif აი ასეთი პაქტები კი მრავლად გამიგია მე, კაცი რომ ჯიუტობს და ვერაფერს შეასმენ ბოლოს მოძღვარიც ეტყვის ადექი მაშინ და დაკალიო smile.gif


გეთანხმები 100% ით. ხშირად ადამიანის ახირება მღვდელს ბრალდება მხოლოდ იმიტომ რომ ამ ადამიანს უნდა გაამართლოს თავისი საქციელი. მეც არაერთხელ შევსწრებივარ, რაიმეს არასწორად რომ იტყვიან ან გააკეთბენ, სხვა სენიშვნას მისცემს და მღვდელმა მითხრა ასეო. არა და ზოგ შემთხვევაში ზუსტად ვიცოდი სულ არ იყვნენ იმ მღვდელთან ნამყოფები.

სულ ახლახანს ჩემმა ნათესავმა მითხრა რომ მღვდელმა უთხრა ზიარებისას ფული უნდა ჩააგდო შესაწირში 10 ლარიო, რომ ავღშფოთდი ძალიან და ბოლომდე ჩავეძიე, დეტალურად გამოვკითხე, თავისავე მონათხრობში ''გაიხლართა'' ეს ქალი და ბოლოს თქვა ალბათ მეშლება არ მახსოვს ვიღაც ქალმა ჩააგდო და იმიტომ ჩავაგდე მეცო.
ჩემს გარდა ამას რამოდენიმე ადამიანი უსმენდა ისინი არ ჩაძიებიან და სასწრაფოდ შეუდგნენ ამ მღვდლის განკითხვას. სხვაგანაც ხომ მოყვებოდნენ ამ ამბავს და უდანაშაულო მოძღვარს სახლს გაუტეხდნენ?

ძირითადად ჭორის დონეზე ხდება ასეთი ამბების გავრცელება ამიტომ ვეთანხმები თემის ავტორს.
ჩვენი გასაკითხი ნამდვილად არ არის არც ერთი ადამიანი, მითუმეტეს სასულიერო პირი, რომელსაც (რომც ეშლებოდეს) ნამდვილად ბევრად ჩვენზე მაღლა დგას.

თუ რამე არ მოგწონს შენ ნუ გაიმეორებ ან აერიდე ნუ კი განიკითხავ. ამისთვის უფალი არსებობს ის გადაწყვეტს ვინ იქცევა სწორად და ვინ არა.

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Aug 24 2007, 07:05 AM

მოძღვრის, სასულიერო პირის განკითხვა კი არა შენიშვნის მცემაც კი თვითონ ეკლესიას აყენებს ჩრდილს და ამისმა მოქმედმა კარგად უნდა გაიაზროს, ქვეტექსტით ვის ებრძვის, როდესაც ვითომდა სიმართლისთვის ხმალამოღებული ქადაგად დავარდება ხოლმე.

ნოეს დათრობის და მისი შვილების საქციელზე კარგად ამ თემას ვერაფერი უპასუხებს, მგონი.

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Aug 24 2007, 10:39 AM

მოდი ერთი რამ განვიხილოთ, როდესაც რაიმე სულიერ საკიტხზე ან თუნდაც ყოფით თემაზე სასულიერო პირთან გინდა საუბარი , ან თუნდაც ამა თუ იმ თემის ირგვლივ გსურს მოძღვართან ერთად იმსჯელო და მოძღვარი კი მოგმართავს "ჩვენ შენიაზრი არ გვაინტერესებს, რადგან ეკლესია ასე ფიქრობს", ან სადღაც გარბის და არ ცალია ერთი წუთით მაინც ნუგეში გცეს ან პირიქით გითხრას რომ შენ ცდები, მოდი ყველამ გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ არ გაგვჩენია გულისწყრომა იმ სასულიერო პირის მიმართ?
ერთია ეკლესია რომ ასე ფიქრობს და ის დოგმაა, მაგრამ საკუთარი აზრის გამოთქმის აკრძალვა ყოვლად დაუშვებელია, მოძღვარმა (ჩემი აზრით) ყველაშემთხვევაში უნდა მოუსმინოს მის სულიერ შვილს და დაარწმუნოს არგუმენტირებულად რომ ის მართლაცდა ცდება, არასწორია მისი მსჯელობა და ასე შემდეგ. წინააღმდეგ შEმხვევაში მიმაჩნია რომ ის ადამიანი დაბრკოლდება ზუსტად იმ საკითხის გაბუნდოვნების გამო.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 24 2007, 11:14 AM

ციტატა(თემო @ Aug 24 2007, 11:39 AM) *

მოდი ერთი რამ განვიხილოთ, როდესაც რაიმე სულიერ საკიტხზე ან თუნდაც ყოფით თემაზე სასულიერო პირთან გინდა საუბარი , ან თუნდაც ამა თუ იმ თემის ირგვლივ გსურს მოძღვართან ერთად იმსჯელო და მოძღვარი კი მოგმართავს "ჩვენ შენიაზრი არ გვაინტერესებს, რადგან ეკლესია ასე ფიქრობს", ან სადღაც გარბის და არ ცალია ერთი წუთით მაინც ნუგეში გცეს ან პირიქით გითხრას რომ შენ ცდები, მოდი ყველამ გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ არ გაგვჩენია გულისწყრომა იმ სასულიერო პირის მიმართ?
ერთია ეკლესია რომ ასე ფიქრობს და ის დოგმაა, მაგრამ საკუთარი აზრის გამოთქმის აკრძალვა ყოვლად დაუშვებელია, მოძღვარმა (ჩემი აზრით) ყველაშემთხვევაში უნდა მოუსმინოს მის სულიერ შვილს და დაარწმუნოს არგუმენტირებულად რომ ის მართლაცდა ცდება, არასწორია მისი მსჯელობა და ასე შემდეგ. წინააღმდეგ შEმხვევაში მიმაჩნია რომ ის ადამიანი დაბრკოლდება ზუსტად იმ საკითხის გაბუნდოვნების გამო.




ერთი რამ გვავიწყდება..... სასულიერო პირიც ადამიანია და შეიძლება შეცდომა დაუშვას... ან არიან ისეთი სასულირო პირებიც, რომლებსაც შესაბამისი განათლება არ გააჩნიათ... რომ არგუმენტირებულად აგიხსნას ესა თუ ის საკითხი.....



პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Aug 24 2007, 11:55 AM

ციტატა
ერთი რამ გვავიწყდება..... სასულიერო პირიც ადამიანია და შეიძლება შეცდომა დაუშვას... ან არიან ისეთი სასულირო პირებიც, რომლებსაც შესაბამისი განათლება არ გააჩნიათ... რომ არგუმენტირებულად აგიხსნას ესა თუ ის საკითხი.....



ჰოდა მეც მანდ ვარ, მაგრამ იმის ტქმისგან მაინც უნდა შეიკავონთავი რომ თქვენი აზრები არ გვაინტერესებსო.
მე ასე ვფიქრობ.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 24 2007, 12:00 PM

ციტატა(თემო @ Aug 24 2007, 12:55 PM) *

ჰოდა მეც მანდ ვარ, მაგრამ იმის ტქმისგან მაინც უნდა შეიკავონთავი რომ თქვენი აზრები არ გვაინტერესებსო.
მე ასე ვფიქრობ.




ვერ წარმომიდგენია რომელიმე სასულიერო პირმა ეგრე თქვას....


ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა....




პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Aug 24 2007, 12:05 PM

ციტატა
ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა....

ეხ doh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 24 2007, 12:49 PM

ციტატა
სასულირო პირების განკიხვა არ შეიძლება

გურულ სტილზე რომ ვიკითხო:

რავა, საერო პირის შეიძლება თუ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Aug 24 2007, 01:55 PM

იცით რა არის ფაქტია რომ სასულიერო პირების ბრალია, რომ მრევლის დიდ ნაწილს უწმიდესი დღემდე უკანასკნელი პატრიარქი ჰგონია wink.gif სასულიერო პირების ბრალი იყო 2000 წელს მრევლის დიდი ნაწილი მეორედ მოსვლას რომ ელოდა wink.gif

დამერწმუნეთ სასულიერო პირისათვის უპირველესი არის განათლება და სათნოება და შემდეგ სხვა დანარჩენი...

მრევლის განათლება მოძღვრის ქადაგებაზეა დამოკიდებული wink.gif

და რათქმა უნდა განკითხვა ზოგადად დიდი ცოდვაა... რასაც თავად უფალი აღნიშნავს....

მაგრამ სამწუხაროდ ამ ცოდვასთან ძალიან ძალიან ახლო კავშირი მაქვს sad.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Aug 24 2007, 02:08 PM

alilo,

ძალიან საინტერესო პოსტებს წერ,მაგრამ სასვენ ნიშნებს რომ დასვამდე უფრო ადვილად წასაკითხი იქნება,ნამდვილად საინტერესო თემაა,მაგრამ ორ-სამჯერ მიწევს პოსტის წაკითხვა რომ გავიგოsad.gif მაპატიეთ

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 24 2007, 02:08 PM

როდესაც თავად მაცხოვარის გვერდში მდგომი ადამიანი შეცდა, რომელიც საკუთარი თვალით უყურებდა ყოველგვარ აღსრულებულ სასწაულს, რა უნდა გაგვიკვირდეს, რომ 2000 წლის შემდეგ რომელიმე სასულიერო პირი შეცდეს?


არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, საეროს პირის განკითხვა ხომ ცოდვაა, მაგრამ სასულიეროსი ათასგზის მძიმე

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Aug 24 2007, 02:12 PM

იცით მე როცა ერთ მამაოზე გავიგე რაღაც ცუდი განკითხვა არ დამიწყია და ჭორაობა უბრალოდ გული არ მიმივიდა და ვერ მივედი მასთან ...აი რას შვება ყოველგვარი ჭორი ....


მისი განკითხვა არ დამიწყია გული დამწყდა ძალიან .....რატომ უნდა განვიკითხო მამაო როცა მე 1000ჯერ უარესი ვარ და მის საქმეებში ჩავყო ცხვირი,მეც ხომ ცოდვილი ვარ და ვიღაცამ ჩემს ცოდვებს ხაზი რომ გაუსვას ჭორაობა დაიწყოს ჩემზე ხომ არ იქნება ლამაზი, ამიტომ ჩვენი თავები განვიკითხოთ 1 რიგში

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Aug 24 2007, 02:19 PM

აქსიომაა!!! არც საერო და არც სასულიერო პირის განკითხვა არ შეიძლება.

ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ერთ ერთ მონასტერში ავედი წირვაზე დასასწრებად (მაშინ ახალ მრევლად ვითვლებოდი), და დავინახე რომ ერთი მამაო წირავს მისთვის წყნარად, ჩუმად, ვხედავ ფიზიკურად დაბალი ტანის მოძღვარია, მანამდე არსად არ მინახავს და წირვაზეც ერთი ქალბატონი ესწრება, ხომ იცით ადამიანს ეშმაკი რას არ აპიქრებინებს რა sad.gif, დავდექი წირვაზე ფიზიკურად ხოლო აზრები წავიდაააააააა, გაფრინდა ჰერიი, და დამეწყო გულში ამ უცნობი და საყვარელი მოძღვრის განკითხვა, რას ვერჩოდი დღემდე არ ვიცი.

მამო აგრზელებს მისთვის წირვას და სახარების წაკითხვის დროც მოვიდა , სახარებიდან ნაწყვეტები მესმის მეტი არაფერი და ტავს ვეჭიდავები რომ განკითხვები მოვიშორო ზემოთაც კი არ ვიყურები, თავჩაღუნული ვდგავარ.

მამაომ დაამთავრა სახარების კითხვა, შეაბრძანა სახარება საკურთხეველში და აღსავლის კარისაკენ გამობრუნდა და შემომხედა. ციტატა "როგორც განიკითხავ ისე განიკითხებიო" და სებრუნდა გაარძელა წირვა...


ნუ რეაქცია და განცდები რაც დამემართა არ შემიძლია აღვწერო...
დამთავრდა წირვა ისე რომ ერთი სული მქონდა ჯვარზე მთხვევის დროს შენდობა მეთქვა მისთვის. მივედი და შემინდე მამოთქო, შემომხედა და მიპასუხა "მე შემინდეო".

ტაძრიდან როგორ გამოვედი აგარ მახსოვს
ეს იყო მღვდელ მონაზონი. სახელს არ ვიტყვი, მართლაც დიდი მამაა ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 24 2007, 02:21 PM

ციტატა
თაძრიდან როგორ გამოვედი აგარ მახსოვს
ეს იყო მღვდელ მონაზონი. სახელს არ ვიტვი, მართლაც დიდი მამაა ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს




უნდა გამაცნო ეგ მამაო....



საინტერესო იქნება მასთან საუბარი... smile.gif

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Aug 24 2007, 02:24 PM

ციტატა
უნდა გამაცნო ეგ მამაო....



საინტერესო იქნება მასთან საუბარი...



სიამოვნებით smile.gif

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Aug 24 2007, 02:36 PM

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩემი სულიერი მამა, მართლა კარგი მოძღვარი მყავს (მე არ ვარგივარ თორე), მამაომ მიამბო:

ერთხელ მორჩილებას გადიოდა სიონში (თუ არ ვცდები) , საბერე მორჩილი იყო და ტაძარში მდგომი ხედავს რომ ერთი წელში მოხრილი შემოსილი სასულიერო პირი სემოსულა და არეული ნაბიჯებით დაუწყია სიარული, მამაოს უფიქრია ალბათ მთვრალი სასულიერო პირიაო.

ეს მოხუცი მივიდა მამაოსთან და ჰკითხა "ცხონება გინდაო" "კი"-ო უპასუხა ჩემმა მოძღვარმა, "მაშინ არავინ არასდროს არ განიკითხოო" _ ეს იყო მამა გაბრიელი მცხეთის სამთავროდან smile.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Aug 24 2007, 02:39 PM

თემო გაფიქრება განკითხვაა ?

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Aug 24 2007, 02:43 PM

ციტატა
თემო გაფიქრება განკითხვაა ?


გულში განიკითხავ თუ ხმამაღლა რა მნიშვნელობაა აქვს? განკითხვა განკითხვაა, ხშირად როგორც ჩემი მოძღვრისგან მსმენია და უთქვამს ეს ბოროტი ფიქრები ჩვენსავე დასაბრკოლებლად აღიძრებიან, და გვაფიქრებინებენ საზიზღრობებს და მათ არ უნდა ავყვეთ, იმწამს უკუ უნდა ვაგდოთ, არ უნდა გავაბათ მათთან საუბარი.

ეს ჩემი აზრით და რაც მსმენია, ისე მოძღვრის აზრი უფრო კომპეტენტური იქნება ამ საკითხზე smile.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Aug 24 2007, 02:55 PM

თემო არა თემო ვერ გამიგე

ზემოთ რომ აღნიშNე მამაომ გაიფიქრა ალბათ ნასვამი მამაო იქნებაო, ის ხომ არ უფიქრია უი უკურე ამას როგორ დალიაო. ანუ აღნიშვნის დონეზე ეგ კი მესმის რომ ფიქრით განიკითხავ თუ იტყვი ერთი და იგივე რომაა smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 24 2007, 03:15 PM

ციტატა(თემო @ Aug 24 2007, 03:43 PM) *

გულში განიკითხავ თუ ხმამაღლა რა მნიშვნელობაა აქვს? განკითხვა განკითხვაა, ხშირად როგორც ჩემი მოძღვრისგან მსმენია და უთქვამს ეს ბოროტი ფიქრები ჩვენსავე დასაბრკოლებლად აღიძრებიან, და გვაფიქრებინებენ საზიზღრობებს და მათ არ უნდა ავყვეთ, იმწამს უკუ უნდა ვაგდოთ, არ უნდა გავაბათ მათთან საუბარი.

ეს ჩემი აზრით და რაც მსმენია, ისე მოძღვრის აზრი უფრო კომპეტენტური იქნება ამ საკითხზე smile.gif




დასტურ!



და მართლა, ვინ იცის სხვისი სინდისი? შენ განიკითხავ მას, ღმერთმა კი უკვე აპატია, ამიტომ ეხლა შენი განიკითხავ უდანაშაულო ადამიანს, ღმერთმა რომ გაამართლა, მომავალ წმინდანს...

მღვდელმთავარი ფილარეტი







როგორც ქარი აქრობს კანდელს, ისე განკითხვა განაქარვებს ღვთის მადლს.

ვისაც განკითხვის ცოდვის დაძლევა უნდა, იმ შეცოდებებს, რომელსაც ძმასთან იხილავს, მას ნუ მიაწერს, არამედ ეშმაკს, რომელმაც შთააგონა იგი.

ეს არის უმოკლესი გზა ცხოვრებად მიმყვანებელი - არ განიკითხოთ!



წმ. იოანე კიბისაღმწერელი















სულის აღმოსვლის დროს მარტო შენსას გკითხავენ და არა სხვისას.

წმ. ალექსი ბერი (შუშანია)






P.S. ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ. ცოდვა ყველა ადამიანშია შემოსული და ყოველი ჩვენთაგანისათვის ევნო უფალი. უფლისთვისაც თვითოეული ჩვენთაგანი ძვირფასია და ამიტომ საბოლოო განსჯაც მას ეკუთვნის. აი, რატომ მოსდევს სახარებაში სიყვარულის შესახებ სიტყვებს მოწოდება - „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“ (მთ. 7, 1).

ვიყოთ ერთმანეთისადმი უფრო მეტად შემწყნარებელნი, მეტი სიყვარულითა და სითბოთი მოვეკიდოთ ერთმანეთს - ჩვენ ყველანი ვსაჭიროებთ ურთიერთდახმარებასა და სიყვარულს და ყველა ჩვენი სიძნელე და მწუხარება წვრილმანია მარადიულობის წინაშე.

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Aug 24 2007, 03:38 PM

ციტატა
ვიყოთ ერთმანეთისადმი უფრო მეტად შემწყნარებელნი, მეტი სიყვარულითა და სითბოთი მოვეკიდოთ ერთმანეთს - ჩვენ ყველანი ვსაჭიროებთ ურთიერთდახმარებასა და სიყვარულს და ყველა ჩვენი სიძნელე და მწუხარება წვრილმანია მარადიულობის წინაშე.




მართლაც!!! და დავამატებ ერთმანეთისათვის რაც შეგვიძლია სასიკეთოთ თავი არ დავზოგოთ a025.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Aug 24 2007, 08:30 PM

მოძღვრის განკითხვაზე ვიტყვი.ზოგადად მოძღვარს ჩვენზე ორჯერ უფრო მძიმე ჯვარი აქვს ნატვირთი ეპისკოპოს უფრო მძიმე და პატრიარქს უფრო მძიმე რის ტარებასაც უფრო მეტი სულიერი და ფიზიკური ღვაწლი სჭირდება და ჩვენ ერის კაცებს ყველაზე მსუბუქი ჯვრის მტვირთველებს ხშირად გვავიწყდება ეს და ადვილად განვიკითხავთ მოძღვრებს,მაგრამ დავფიქრდეთ იმაზე ჩვენ თუ ვიტვირთავთ იმ მძიმე ჯვარს ჩვენ როგორ მოვიქცევით.

პოსტის ავტორი: nini egriseli თარიღი: Aug 25 2007, 12:27 PM

საერთოდ განკითხვა არ შეიძლება ,განსაკუთრებით სასულიერო პირების.ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე ღვთისა და ჩვენს სამსახურში დგანან.ზუსტად არ მახსოვს ვისი სიტყვებია, მაგრამ გამოგია, მათში სულიწმიდა ცხოვრობს და წარმოიდგინეთ, განკითხვით ხომ სულიწმიდას შეურაცხვყოფთ.მღვდლობა ერთერთი წმინდა საიდუმლოა და ნუ ვიტყვით მათზე აუგს...

პოსტის ავტორი: zeppelin თარიღი: Oct 14 2007, 07:00 AM

ციტატა
აღიაროს რა ხალხთან აქვს კონტაქტი ე.წ წვეროსნებთან ბერებად რომ ასაღებს და მერე ვაპატიოთ!


მეგი, გთხოვ თავი შეიკავო ასეთი გამოთქმებისგან! ბერზე და მორჩილზე წვეროსნები, თანაც ე.წ. blink.gif უხერხულია...

პოსტის ავტორი: iraklidze თარიღი: Oct 14 2007, 10:42 AM

საინტერესოა. სულ მაინტერესებდა ხალხის აზრი ამ თემაზე.

იცით რა მე მგონი სასულიერო პირიც ადამიანია როგორც ნათია-მ აღნიშნა. და შეიძლება შეცდომა დაუშვას. სულ სხვაა განკიცზვა და სულ სხვაა შენი აზრის დაფიქსირება ამასთან დაკავშირებით თუ გინდაც იმ მამაოსთან, ვინაც თქვენი აზრით რამე შეცდომა დაუშვა. რას ქვია აქსიომაა რომ სასულიერო პირი ყოვეთვის სწორია და არ ეშლება და მისი განკიცვა. მიზეზის მოგონება და გამართლება ყოველთვის შეიძლება.

ადამიანს ყოველთვის ეშლება და თუ მისი განკიცხვა ან შენიშვნა არ შეიძლება, მაშინ მისი შეცდომები როგორ უნდა დააფიქსიროს. თუ რაღაც ეშლება რაიმე სფეროში უნდა შევნიშნოთ ეს თორემ მისთვისაა ცუდი. და ჩვენთვისას, თუ რამე ცუდი გაგვიკეთა ან სხვას გაუკეთა და არავინს შენიშნა, ისევ გააკეთებს.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 5 2008, 05:21 PM

ფარისეველი არ დასჯილა იმის გამო, რომ საკუთარ სათნოებათათვის მადლობდა ღმერთს, (რადგან, თუ რამ სათნოებას აღვასრულებთ, ჩვენც გვმართებს ღვთის მადლიერება, რამეთუ ღმერთია ყოველგვარი სიკეთის მომნიჭებელი), არც იმის გამო რომ თქვა, არა ვარო მე სხვათა მსგავსი, არამედ როდესაც მეზვერეზე მიუთითა და თქვა - "და არც ისეთი, როგორიც ეს მეზვერეო", მაშინღა დამძიმდა (ანუ შესცოდა), რადგან თავად მოყვასიც განიკითხა და მთელი მისი ცხოვრების წესიც. ამიტომაც შეიქნა მეზვერე უფრო მეტად გამართლებული, ვიდრე ფარისეველი (ლკ. 18.11).მართლაც, არაფერია მოყვასის განკითხვასა და შეურაცხყოფაზე უძვირესი!

პოსტის ავტორი: XAFRAN თარიღი: Jan 6 2008, 07:13 PM

ხო მართლა.....

საინტერესოა თუ არ უნდა განვიკითხოთ, მაშ როგორ უნდა მოექცეს ქრისტიანული სახელმწიფო დამნაშავეს რომელსაც თავისუფლების აღკვეთა ეკუთვნის.

შესაძლებელია კაცი იყოს მოსამართლეც და ქრისტიანიც??????

პოსტის ავტორი: tatia333 თარიღი: Jan 7 2008, 11:26 PM

სასულიერო პირების განკითხვა, უფრო მეტი დანაშაულია,ჯერ იმიტომ რომ განმკიტხველმა შეიძლება დააბრკოლოს სხვა ადამიანი,რომელიც ჯერ ეკლესიური არ არის და ის ადამიანი ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლი გამოდის,ნებით თუ უნებლიეთ. სასულიერო პირები ატარებენ მადლს,რომელსაც მათი პირადი ცოდვები არ აზიანებს.პირად ცოდვებს რაც შეეხება ეს არავის განსასჯელი არ არის გარდა უფლისა.

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 8 2008, 02:24 AM

ეჰ მაგას მოვესწრებოდე ამ ფორუმზე და რა მინდა მეტი....

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Jan 8 2008, 02:42 AM

განკითხვა არავისი არ შეიძლება... ზოგადად


შესაბამისად ყველა ადამიანი საწყის ეტაპზე თავისი სტატუსიტ ფასდება და მოგვიანებით, მისი სიტყვადასაქმით.... აქედან ყველას მიმართ ინდივიდუალური განკრძალვა არსებობს...


მეორე რადიკალური მხარე.... მაღალი სტატუსიდან დაშვებული შეცდომა ბევრად მავნებელია როგორც სიმაღლიდან ნასროლი ქვა. ამიტომ კომპეტენტური აზრი ამ შეცდომის თავიდან ასაცილებლად ყოველთვის საჭირო აზრად ითვლება....


მოგეხსენებატ, რომ ეკლესია ბევრ ცალკეულ შეცდომებს იცნობს თავის წიაღში...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 8 2008, 03:15 PM

Genesis

ციტატა
განკითხვა არავისი არ შეიძლება... ზოგადად

მართალია

ციტატა
მოგეხსენებატ, რომ ეკლესია ბევრ ცალკეულ შეცდომებს იცნობს თავის წიაღში...

კონკრეტულად?

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Jan 8 2008, 03:19 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Jan 8 2008, 02:15 PM) *

Genesis


კონკრეტულად?



biggrin.gif

დათიკოს ჰკითხე მაგან მითხრა biggrin.gif

ციტატა(დათიკო @ Dec 5 2007, 10:26 PM) *

Genesis

აბა, ამდენი ხანი რაზე ვლაპარაკობდი?! biggrin.gif
ცხადია, არც ცალკეული ეპისკოპოსს, არც ადგილობრივ და მეტსაც გეტყვი ყოფილა მსოფლიო კრებაც, რომელსაც ავაზაკთა შეკრება უწოდეს შემდგომ, ვერ იქნება ეკლესიის ხმა.
რჯულში?



პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 8 2008, 03:22 PM

Genesis
ცალკეული პიროვნებები შეიძლება შეცდნენ მაგრამ მსოფლიო ეკლესია შეუძლებელია შეცდეს.


პ.ს. მიშა სად დაიკარგა ხომ არ იცი? smile.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Jan 8 2008, 03:46 PM

ციტატა(ალექსანდრე @ Jan 8 2008, 02:22 PM) *

Genesis
ცალკეული პიროვნებები შეიძლება შეცდნენ მაგრამ მსოფლიო ეკლესია შეუძლებელია შეცდეს.
პ.ს. მიშა სად დაიკარგა ხომ არ იცი? smile.gif

რაგიტხრა აბა... მსოფლიო ეკლესია (რჯული) უკვე არსებული მოვლენაა და ამიტომ არ შეიძლება შეცდეს თუმცა როგორც აქ ფორუმზე გავიგე, ეკლესიას აქვს იმის უფლება რჯულის ცალკეულ ნაწილს გადახედოს და შეცვალოს ან დაამატოს(თუ არ ვცდები ამის შემთხვევებიც ყოფილა, ოღონდ არ ვიცი კონკრეტულად რა)... თუ ეს ასეა მაშინ გამოდის რომ ამქვეყნად არაფერი არარის სრულყოფილი, არამედ სრულყოფილებისკენ მსწრაფი smile.gif
-დათიკომ ლამაზად მიტხრა, ეკლესიის ხმა არ ცდებაო... ეს კიდე ეკლესიის ნებას უნდა ნიშნავდეს მგონი (ანუ ეკლესიის ნება ყოველთვის სიმართლის კეთებაა და შესაბამისად მართალად ირაცხება უფლის თვალში... არვიცი, რაჩემი სამსჯელოა )

მიშა გადაყვა სწავლას biggrin.gif
ან უკვე ისწავლა და თავისი ნაპოსტების რცხვენია და არ შემოდის biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 8 2008, 03:49 PM

Genesis

ციტატა
1.მიშა გადაყვა სწავლას
2.ან უკვე ისწავლა და თავისი ნაპოსტების რცხვენია და არ შემოდის




თავს ვდებ შენს მე-2 ვარაუდზე laugh.gif , ისა ბერობაც უნდოდა, როგორც მახსოვს, ხოდა მგონი განკითხვის ცოდვაშიც ვარsmile.gif)))

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Jan 8 2008, 03:51 PM

არა მარტო სასულიერო პირების განკითხვა ცუდი ეს დიდი ცოდვა იმან თუ რაიმე გაკეთა ისეთი რო განკითხვის საგანი გახდეს განკითხვით სენ იმაზე დიდ ცოდვას ჩადიხარ, სასულიერო პირები არ უნდა განკითხო ხალხს შთაბეჭდილებები ეკარგებათ მერე სასულიერო პირიც ადამიანია ხო და სეიძლება შეცდომაში შევიდეს და ამის გამო ხო არ განკითხავ,

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 8 2008, 03:51 PM

Genesis

ციტატა
ეკლესიას აქვს იმის უფლება რჯულის ცალკეულ ნაწილს გადახედოს და შეცვალოს ან დაამატოს




????

მე, როგორც გავიგე უკვე არსებულს კი არ ცვლის, არამედ სანამ დაადგენს მანამ ისწაფვის სრულყოფილებამდე, ნუ ეოლოღუმენის მაგალითით ასე გავიგე. ანუ არსებობს ცალკეული აზრები, მათ შორის ეკლესია რომელიღაცასა მიიღებს.

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Jan 8 2008, 03:55 PM



მხევალი ნინო
მოიცა მოვიდეს მიშა...

მერე თავდადებული მხევალი იქნები :ლოლ:

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 8 2008, 03:56 PM

Genesis

ციტატა
მერე თავდადებული მხევალი იქნები :ლოლ:




კაცო, ბერიაო, მონასტერში ცხოვრობსო, ასეო, ისეო.. ასეთი ბრაზიანია? რამ გააბოროტა ემს-მა? tongue.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jan 8 2008, 03:58 PM

ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით, როგოროც განიკითხავთ ისევე განიკითხებით თქვენცო და რომელი საწყაულიტაც მიუწყავთ იმითივე მოგეწყვებათ თქვენცო. აქ უფალს არსად არ გამოუცალკევებია სასულიერო პირები სხვა ადამიანებისაგან, არამედ ზოგადად ყველა ადამიანის განკითხვაზეა საუბარი.

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Jan 8 2008, 03:58 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 8 2008, 02:51 PM) *

Genesis
????

მე, როგორც გავიგე უკვე არსებულს კი არ ცვლის, არამედ სანამ დაადგენს მანამ ისწაფვის სრულყოფილებამდე, ნუ ეოლოღუმენის მაგალითით ასე გავიგე. ანუ არსებობს ცალკეული აზრები, მათ შორის ეკლესია რომელიღაცასა მიიღებს.


რაგითხრა აბა... მეც სხვისი ნათქვამიდან ვიცი biggrin.gif

კომპეტენტურმა პირმა უნდა დაწეროს რა როგორ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 9 2008, 06:05 PM

ერთი მამა იხსენებს: "სასულიერო პირს განვიკითხავდი ღვინის ზედმეტი სმის გამო, უღირს მღვდლად, უღირს ადამიანად მიმაჩნდა. ერთხელ ერთ ჭერქვეშ მოგვიწია ღამის გათევა. ღამე გამეღვიძა და შევესწარი, როგორ მოთქვამდა ის მღვდელი თავის ცოდვებზე, როგორ ახლიდან თავს კედელს. იმდენად დიდი იყო მისი სინანული, რომ სულ სხვანაირად წარმოდგა იგი ჩემს თვალთა წინაშე. მივხვდი, ვცდებოდი და ჩემი განკითხვისა შემრცხვა".

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Jan 9 2008, 06:20 PM

ციტატა(ნათია @ Jan 9 2008, 05:05 PM) *

ერთი მამა იხსენებს: "სასულიერო პირს განვიკითხავდი ღვინის ზედმეტი სმის გამო, უღირს მღვდლად, უღირს ადამიანად მიმაჩნდა. ერთხელ ერთ ჭერქვეშ მოგვიწია ღამის გათევა. ღამე გამეღვიძა და შევესწარი, როგორ მოთქვამდა ის მღვდელი თავის ცოდვებზე, როგორ ახლიდან თავს კედელს. იმდენად დიდი იყო მისი სინანული, რომ სულ სხვანაირად წარმოდგა იგი ჩემს თვალთა წინაშე. მივხვდი, ვცდებოდი და ჩემი განკითხვისა შემრცხვა".


მშვენიერი მოთხრობაა, ოღონდ სრულყოფილებისთვის "სასულიერო პირი"ს მაგივრად "მორწმუნე" რომ დაეწერა ავტორს კარგი იქნებოდა...

ანუ არავითარი კონკრეტიკა სასულიერო პირთან მიმარტებაში.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 9 2008, 06:22 PM

უდაბნოში განმარტოებით მოღვაწე ერთ ბერს დროდადრო მღვდელი აკითხავდა ხოლმე, რათა სამეუფეო მსხვერპლი შეეწირა. ერთხელ ამ ბერთან ეშმაკის მიერ შეპყრობილი კაცი მივიდა და მღვდელი განიკითხა. ბერმა მოუსმინა მას და დაბრკოლდა. როცა მას, ჩვეულებრისამებრ, მღვდელმა მიაკითხა, რომ წირვა ჩაეტარებინა, ბერმა კარი არ გაუღო. მღვდელი დამწუხრებული დაბრუნდა შინ.

ბერი სალოცავად რომ დადგა, ზეციდან ხმა მოესმა: დაკარგეს ადამიანებმა ჩემი სიმართლე და მსჯავრში მეცილებიანო. ეს რომ გაიგონა, დაყუდებული შიშმა შეიყრო და შეძრწუნდა. ამ დროს დაინახა ოქროს ჭა, ოქროსავე თოკი და ჭურჭელი. წყალი გასაოცრად წმინდა იყო, მაგრამ წყლის ამომღები ჩანდა არაწმინდა. მივიდა მასთან უფლის ანგელოზი და უთხრა: ჰოი, კაცო, რას ავნებს ამ წმინდა წყალს უწმინდური ამომღები ან რას მოაკლებს ყოვლადწმინდა მსხვერპლს უღირსი შემწირველი? ის მხოლოდ თავს დაისჯის, მაგრამ სხვებს ვერარას ავნებს.

ბერი გონს მოეგო, შეძრწუნდა, ცრემლით შეინანა დანაშაული, მოუხმო იმ მღვდელს, დაუჩოქა, შენდობა სთხოვა და ვედრებით დაითანხმა, რომ ძველებურად ეწირა ხოლმე. მას შემდეგ ეს ბერი სხვებსაც ასწავლიდა, არავინ განეკითხათ, რადგან მხოლოდ ღმერთია ყოველთა განმკითხველი. მით უფრო არ უნდა განვიკითხოთ მღვდლები, რომლებიც ანგელოზების გვერდით დგანან, წმინდა ძღვენს შესწირავენ უფალს და გარდმოიწვევენ სულიწმინდას, რომელსაც შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე!

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Jan 9 2008, 06:41 PM

ციტატა(ნათია @ Jan 9 2008, 05:22 PM) *

რომლებიც ანგელოზების გვერდით დგანან, წმინდა ძღვენს შესწირავენ უფალს



მე პირადად ეს ადგილი არ მომწონს...


შეგახსენებ რომ იესოსდროინდელი სინედრიონის მღვდლები ჭეშმარიტი ტაძრის მსახურები იყვნენ და მეეჭვება მხოლოდ მღვდლის სტატუსის გამო ამ წინადადებას შეესაბამებოდნენ...

მათზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ახლანდელ მრვდელზე რომ ვისაუბრო, კონკრეტიკას მომთხოვენ და კონკრეტულად ხელს რომ არავის დავადებ, ბანსაც მომცხებენ biggrin.gif


ანუ იმისთქმამინდა რომ სტატუსი მხოლოდ გარეგანი მხარეა... და არ შეიძლება ამ სტატუსის გამო, მოკვდავი ანგელოზებს ამოუყენო გვერდში და წმინდა მსხვერპლი აწირვინო უფალს... (იმედია წმიდა მსხვერპლის მნიშვნელობა ყველა წამკითხველს ესმის)

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 9 2008, 07:01 PM

Genesis

ციტატა
და არ შეიძლება ამ სტატუსის გამო, მოკვდავი ანგელოზებს ამოუყენო გვერდში და წმინდა მსხვერპლი აწირვინო უფალს...


გენეზის, რა თქმა უნდა, თავისი ინდივიდუალური თვისებებით, პიროვნული მიდრეკილებებით მღვდელიც ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ იგი არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანი. ცნობილია მაქსიმე აღმსარებლის შედარება: ხმალი არის ცივი, ძლიერი, მტკიცე და მჭრელი, მაგრამ თუ მას ცეცხლში გავახურებთ, ჭრის გარდა, წვავს კიდეც. რაოცარი რამ მოხდა: სიმხურვალემ შეიძინა ჭრის თვისება და ჭრამ კი სიმხურვალისა. ეს თვისებები თითქოს აირია ერთმანეთში, მაგრამ ხმალი ხმლად დარჩა, ცეცხლი - ცეცხლად. ასევეა ხელდასხმის შემდეგ - როცა მღვდელზე სულიწმიდის მადლი გადადის, იგი აღარ არის ჩვეულებრივი ადამიანი, იგი ღვთაებრივი ცეცხლის მატარებელი ხდება.


აკურთხებს მღვდელი ჩვეულებრივ წყალს და იგი უხრწნელი ხდება, ლოცულობს მღვდელი ლიტუგიისას და მისი ლოცვით ღმერთი ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს ხორცად და სისხლად გარდასახავს. ეს შემაძრწუნებელი საიდუმლოა, მღვდელი ამ დროს შუამავალი ხდება ერსა და ღმერთს შორის, საკურთხეველში ერისთვის ლოცულობს, მისთვის გამოითხოვს წყალობას. წარმოიდგინე, რამხელა პასუხისმგებლობაა თავად მღვდლისათვის.

ხედავ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ადამიანსა და მღვდელს შორის?

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Jan 9 2008, 07:39 PM

ციტატა(ნათია @ Jan 9 2008, 06:01 PM) *

Genesis
გენეზის, რა თქმა უნდა, თავისი ინდივიდუალური თვისებებით, პიროვნული მიდრეკილებებით მღვდელიც ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ იგი არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანი. ცნობილია მაქსიმე აღმსარებლის შედარება: ხმალი არის ცივი, ძლიერი, მტკიცე და მჭრელი, მაგრამ თუ მას ცეცხლში გავახურებთ, ჭრის გარდა, წვავს კიდეც. რაოცარი რამ მოხდა: სიმხურვალემ შეიძინა ჭრის თვისება და ჭრამ კი სიმხურვალისა. ეს თვისებები თითქოს აირია ერთმანეთში, მაგრამ ხმალი ხმლად დარჩა, ცეცხლი - ცეცხლად. ასევეა ხელდასხმის შემდეგ - როცა მღვდელზე სულიწმიდის მადლი გადადის, იგი აღარ არის ჩვეულებრივი ადამიანი, იგი ღვთაებრივი ცეცხლის მატარებელი ხდება.
აკურთხებს მღვდელი ჩვეულებრივ წყალს და იგი უხრწნელი ხდება, ლოცულობს მღვდელი ლიტუგიისას და მისი ლოცვით ღმერთი ჩვეულებრივ პურსა და ღვინოს ხორცად და სისხლად გარდასახავს. ეს შემაძრწუნებელი საიდუმლოა, მღვდელი ამ დროს შუამავალი ხდება ერსა და ღმერთს შორის, საკურთხეველში ერისთვის ლოცულობს, მისთვის გამოითხოვს წყალობას. წარმოიდგინე, რამხელა პასუხისმგებლობაა თავად მღვდლისათვის.

ხედავ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ადამიანსა და მღვდელს შორის?



ეგ განსხვავება არაფერს ცვლის:

მაგალითისთვის კაიაფა მღვდელმთავარმა მხოლოდ სტატუსის გამო იწინასწარმეტყველა შემდეგი: უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ვიდრე მთელი მსოფლიო დაიღოპოსო... ახლა ავდგეტ და იმის გულისთვის რომ იგი უფლის ცხებული მღვდელტავარი იყო, მისი ყველა ქმედება და ნათქვამი სიმართლედ მივიჩნიოთ?




იოანეს 11
47. მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს.

48. თუ თავის ნებაზე მივუშვით, ყველა ირწმუნებს: მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ-მამულსაც და ხალხსაც.

49. ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ

50. და არც იმაზე ფიქრობთ, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს.

51. ეს თავისით კი არ უთქვამს, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის.

52. და არა მარტო ხალხისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმრთის გაფანტული შვილები.

53. იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი.


ანუ მღვდელიც იკი შეიძლება სჩადიოდეს ბოროტს და ამასთან მის მიერ შესრულებული საიდუმლოება კიდე ჭეშმარიტი იყოს....

თვითონ ის წარმოდგენა მასებში რომ მღვდელი არასოდეს ცდება და ყოველთვის მართალია, იწვევს სავალალო შედეგებს(ამ სავალალო შედეგებზე მერე ვისაუბრებ)


პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 9 2008, 09:39 PM

Genesis

ციტატა
ახლა ავდგეტ და იმის გულისთვის რომ იგი უფლის ცხებული მღვდელტავარი იყო, მისი ყველა ქმედება და ნათქვამი სიმართლედ მივიჩნიოთ?

ჩემო კარგო, რატომ გავიწყდება რომ მღვდელიც ადამიანია?

ციტატა
თავისი ინდივიდუალური თვისებებით, პიროვნული მიდრეკილებებით .....


თან აქ საუბარია არა მღვდლების "გრეხებზე" არამედ განკითხვაზე...

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Jan 9 2008, 09:47 PM

ციტატა(ნათია @ Jan 9 2008, 08:39 PM) *

Genesis

ჩემო კარგო, რატომ გავიწყდება რომ მღვდელიც ადამიანია?
თან აქ საუბარია არა მღვდლების "გრეხებზე" არამედ განკითხვაზე...


ეგ იმიტომ მოვაყოლე რომ... გიწერია განსაკუთრებით მღვდლები არ უნდა განვიკითხოთ იმიტომ რომ ანგელოზებთან დგანან და წმინდა ძღვენს სწირავენ უფალსო... smile.gif

მაგიტომ კი არ უნდა განვიკითხოთ მღვდლები, არამედ იმიტომ რომ არავის განკითხვა არ შეიძლება...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 9 2008, 09:55 PM

Genesis
მგონი, ჩემი ზემოთ დაწერილი პოსტები კარგად არ წაგიკითხავს... smile.gif

შენი აზრით, რა არის მღვდლობის საიდუმლოება?

ციტატა
არამედ იმიტომ რომ არავის განკითხვა არ შეიძლება...

არ განიკითხოთ - და არ განიკითხებით! რა თქმა უნდა, არავინ უნდა განიკითხო, მაგრამ ამ თემაში კონკრეტულად სასულიერო პირებზე ვმსჯელობთ..

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 20 2009, 01:47 AM

განკითხვა ცოდვა რომლელშიც თითქმის ყოველდღე ვვარდები ჩემდა საუბედუროდsad.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Sep 20 2009, 01:57 AM

ნათია
მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდლის განკითხვა არ შეიძლება?

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Oct 8 2009, 07:23 PM

ციტატა(Misha Songulashvili @ Sep 19 2009, 02:57 PM) *

მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდლის განკითხვა არ შეიძლება?

ეგ შეკითხვა საიდან დაგებადა?

სასულიერო პირის განკითხვა კი არა არც საერო პირის განკითხვა არ შეიძლება... მაგრამ ზოგჯერ უნებლიეთ განვიკითხავთ ხოლმე მაინც... განკითხვის ცოდვასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ თუ ფლობს ვინმე ინფორმაციას დადოს აქ...

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Oct 8 2009, 07:34 PM

მე მოვისმინე ახლახანს სასულიერო პირის განკითხვა უფრო ხნიერი სასულიერო პირის მიმართ,რომელსაც მკითხავებს ადარებს და ახლა არც მე მინდა განკითხვა გამომივიდეს და ეს მოძღვარი ამბიონიდან ძველი ბიჭივით აკაჩავებდა,საუბარში უფრო მეტად სჭარმობდა "რა"ის ყოველ წინადადებას ასე ამთავრებდა "რა"
ძალიან მეტკინა გული,რადგან განკითხულ მოძღვარს არაფერი სჭირს განსაკითხი(იგი მთელი ქვეყნის სიქადულია),ხოლო გამნმკითხველ მოძღვარს პირადად ვიცნობდი და გული დამწყდა
შეუნდოს უფალმა...
და შეგვინდოს ჩვენ ყველას
ეს პოსტიც შემინდეთ...
sad.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Oct 8 2009, 07:49 PM

მე ის მამაო უფრო მეცოდება ვისაც განიკითხავენsad.gif დღეს სწორედ ისეთ მამაოსთან ვიყავი,ვისაც ხშირად განიკითხავენ საერო პირები და ვერ ვხვდები რატომ... და ამ დროს ის საერო პირები სულიერებაზე დებენ თავს... თავად მამაოს რომ არ ეთქვა ვერც დავიჯერებდი რომ არსებობს ისეთი ადამიანები ვისაც შეუძლია ენა მიუტანოს მეუფეს...

პოსტის ავტორი: asmoo თარიღი: Oct 10 2009, 10:46 PM

ეს ის ცოდვააა რომლისგანაც განშორება ძალიან ძნელია ,

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Oct 10 2009, 11:11 PM

სასულიერო პირები ხომ განიკითხავენ?

პოსტის ავტორი: asmoo თარიღი: Oct 10 2009, 11:15 PM

m16
მერე რაღა ცუდში ვეჯიბრებით ჩვენ კარგ რაეში შევეჯიბროთ ერთმანეთს... ეგ ჩემი მამაოს სიტყევბია

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Oct 10 2009, 11:20 PM

asmoo
უფრო ადვილი არაა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: asmoo თარიღი: Oct 10 2009, 11:21 PM

m16
არა უფრო ძნელია smile.gif ჩემთვის ასე და

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Oct 20 2009, 11:41 AM

ამ თემის დანახვაზე მაკანკალებს.... ამ ბოლო დროს განსაკუთხებით..,

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Oct 18 2010, 11:34 PM

რა არის განკიტხვა და
ენას რომ ვატლიკინებ უაზროდ ეგ :|

სხვაზე უბრალო რამის
ცოტა ''ისე'' ტქმაც განკიტხვაა ალბათ,
ჰოდა კარგად ყოფილა ჩემისაქმე..

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2014, 04:04 PM

როცა სხვაზე დაიწყებ საუბარს, შენ გულში ჩაიხედე, სიყვარულით საუბრობ თუ სიძულვილით... თუკი სიყვარული გალაპარაკებს, მაშინ განკითხვა არაა...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 29 2014, 05:29 PM

marine
ვერ დაგეთანხმბი მარინე. ზოგი ისე საყვარლად განიკითხავს შენც კი ჩაგითრევს biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2014, 10:31 AM

ციტატა(G_saxva @ Jan 29 2014, 06:29 PM) *

marine
ვერ დაგეთანხმბი მარინე. ზოგი ისე საყვარლად განიკითხავს შენც კი ჩაგითრევს biggrin.gif


ამ დროს უნდა მოიშველიო ელვაშესაკრავი და დადუმდე smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 30 2014, 10:46 AM

marine
ეგრე ადვილი რომ იყოს biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2014, 10:49 AM

ციტატა(G_saxva @ Jan 30 2014, 11:46 AM) *

marine
ეგრე ადვილი რომ იყოს biggrin.gif


ეჰ, მართალი ხარ, გიო... ადამიანები რომ სხვაზე არ ლაპარაკობდნენ, მუნჯები იქნებოდნენო...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 30 2014, 11:31 PM

G_saxva
ხო . და ხანდახან შემოგეგანკითხოს , შეიძლება ვინმე ... biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jan 31 2014, 12:17 AM

განკითხვას, ხშირად, მოკითხვაც მოსდევს ხოლმე.. ახლო ნათესავების sad.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jan 31 2014, 09:31 AM

ციტატა(terra @ Jan 31 2014, 12:17 AM) *

განკითხვას, ხშირად, მოკითხვაც მოსდევს ხოლმე.. ახლო ნათესავების sad.gif

მთავარია გულმხურვალედ მოიკითხო biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 1 2014, 01:16 AM

terra

ციტატა
განკითხვას, ხშირად, მოკითხვაც მოსდევს ხოლმე.. ახლო ნათესავების

ძუძუებით ილოცებიან , არ დაგავიწყდეს...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 1 2014, 08:19 AM

ციტატა(A.V.M @ Feb 1 2014, 01:16 AM) *

terra

ძუძუებით ილოცებიან , არ დაგავიწყდეს...
biggrin.gif

ohmy.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 1 2014, 02:21 PM

A.V.M
რა აცერცეტებული ხარ შენ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2014, 11:09 AM

"როდესაც ადამიანი ვიღაცას განიკითხავს, ამით ის უსიყვარულობასაც ავლენს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2015, 11:02 PM

"ვინც მოშურნეა, დაინახოს თავისი ნაკლოვანებები, სხვათა ცოდვების შესამჩნევად აღარ სცალია"

/წმ. სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2015, 10:03 PM

"რაც უფრო მეტად დაინახავ შენს თავს დამნაშავედ, უფრო მეტ უდანაშაულოს აღმოაჩენ შენ გარშემო... რადგან ჩვენ გვჩვევია ყველაფრის ან ვინმეზე ან რაიმეზე (გარემოებაზე) გადაბრალება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2015, 10:40 PM

"წმინდა წერილში ვკითხულობთ: "მოისმინე სიტყვა? მოკვდეს შენთან ერთად" (ზირაქ. 19,10). უფალი გვასწავლის მოყვასის განუკითხველობას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2015, 03:35 PM

"ხშირად ვამჩნევთ სხვების ცოდვებს, მაგრამ მათ სინანულს ამ ცოდვების მიმართ ვერ ვამჩნევთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2015, 10:21 PM

"როგორ მოვიქცე საცდურში ჩავარდნილის ხილვისას?

ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცდურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი"

/წმ. ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2015, 07:26 PM

"როგორც ქარი აქრობს კანდელს, ისე განკითხვა განაქარვებს ღვთის მადლს.
ვისაც განკითხვის ცოდვის დაძლევა უნდა, იმ შეცოდებებს, რომელსაც ძმასთან იხილავს, მას ნუ მიაწერს, არამედ ეშმაკს, რომელმაც შთააგონა იგი"

/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2015, 10:58 PM

"ეკონომიკური პირობები, უმუშევრობა, სიღატაკე, დაბალი ხელფასი - ეს ყველაფერი ერთად, რათქმაუნდა, მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და ბადებს აგრესიას, რაც ხშირად გამოიხატება განკითხვის ფორმით".

/ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2015, 10:55 PM

"თუ ადამიანების განსჯაში ფლანგავ დროს, ხშირად დროც აღარ გრჩება გიყვარდეს ისინი"

/დედა ტერეზა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2015, 09:26 PM

"როცა შენი თავის მაყვედრებელი ხარ, მაშინ განსაცდელი ვერაფერს დაგაკლებს, რადგანაც განიკითხავ საკუთარ ქმედებებს - ეს სულიერი ცხოვრების ფორმულაა, რომელშიც უნდა ვიცხოვროთ და ვიაზროვნოთ სწორი შეხედულებებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2015, 11:30 PM

როდესაც გაიგონებ, რომ მოყვასს განიკითხავენ, ფრთხილად იყავი, სმენის მეშვეობით არ აღმოჩნდე სხვისი ენის თანამონაწილე.

მღვდელმთავარი ფილარეტი, მოსკოველი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2015, 09:58 PM

"ღირსი მამის [პახომი დიდი] მოთმინებას საზღვარი არ ჰქონდა. ის სხვებს ფიქრებშიც კი არ განიკითხავდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2015, 09:15 PM

"როდესაც ჩვენ განვიკითხავთ ადამიანს, ჩვენს თავს ვაყენებთ ღვთის ადგილზე, ამიტომაა განკითხვა უდიდესი ცოდვა, არა მხოლოდ ის არის ცოდვა, რომ მოყვასს განვიკითხავთ, არამედ ის, რომ ჩვენს თავს ღვთის ადგილზე ვაყენებთ. რათქმაუნდა, ეს შეგნებულად არ ხდება, მაგრამ მაინც უდიდესი ცოდვაა".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2015, 11:01 AM

"როდესაც განსჯი სხვას, გაითვალისწინე, რომ მისთვის შენც სხვა ხარ"

/ინგა გულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2015, 02:00 PM

"მსმენია ერთ ძმაზე, როცა ვინმეს სენაკში მივიდოდა და დაუგველს ნახავდა, ამბობდა: "ნეტარია ეს ძმა, რადგან ამქვეყნიურ საქმეებს ყურადღებას იმდენად არ აქცევს და გონებით ზეცაშია, რომ სენაკის დასაგველად ვერ იცლის".

ასევე თუ სხვა ძმის სენაკში მივიდოდა და დაგვილ-დასუფთავებულს ნახავდა, ამბობდა: "სუფთაა მისი სული და სენაკიც სუფთა აქვს, მისი კეთილი სულივით არის მისი სენაკიც". არავისზე ამბობდა, ეს უწესოაო ან ის - ამაყიო, არამედ თავისი სიკეთით ყველა კეთილად მიაჩნდა.

სახიერმა ღმერთმა მოგვმადლოს, ყველაფერში სარგებელი ვპოვოთ და მოყვასზე ცუდად არასდროს ვიფიქროთ; და თუ მაინც ვიფიქრებთ, კვლავ კეთილად ვაქციოთ, რადგან მოყვასის ბოროტების არგაგონება შობს სახიერებას, რაც უყვარს ღმერთს, ვისიც არის დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

/წმ. აბბა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2016, 12:38 PM

"თუ გსურს, სიმშვიდე მოიპოვო ამ წუთისოფელშიც და იმ ქვეყნადაც, ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარ თავს ჰკითხე: "ვინ ვარ მე?" და ნურავის განიკითხავ".

/ილია II/

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Feb 2 2016, 07:53 PM

განკითხვა და მხილება , გარკვეულ დონეზე ერთიდაიგივეა .

თუ ჩვენი მოყვასი სცოდავს , უნდა ვამხილოთ , თუმცა არ უნდა მოვითხოვოთ მისგან , ის რაშიც ჩვენც უძლურნი ვართ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2016, 11:51 AM

"მე ვნახე აშკარად შემცოდე და საიდუმლოდ მონანული და ის, ვისაც მე განვიკითხავდი როგორც მეძავს, ღვთისთვის უკვე უმანკო იყო, რადგან თავისი მოქცევით შეაწყალა მას თავი".

/წმ. იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2016, 12:03 PM

„ზოგიერთი უდიდეს ცოდვებში იმყოფებოდა აშკარად, მაგრამ საიდუმლოდ მრავალი სათნოება აღასრულეს და ისინი, ვინც მათ განიკითხავდნენ, იმით შეცდნენ, რომ კვამლის დევნაში მზე ვერ იხილეს“.


/წმ. იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2016, 09:58 PM

"ყველაზე მეტად შინაგანი - გულისსიტყვათამიერი განკითხვისა გეშინოდეთ. და ეს იმიტომ, რომ სხვისთვის საცნაური არ ხდება სიტყვის მეშვეობით, და მსმენელის მიერ მისი გამოსწორების შესაძლებლობა არ არსებობს. ერიდეთ, ვამბობ, შინაგან განკითხვას, რომელიც შეუმჩნევლად მომაკვდინებელ დამნაშავდე გვაქცევს, გვწყვეტს ღვთაებრივი მადლის ცხოვრებას და უმწარეს სასმელს - სულიერ სიკვდილს გვთავაზობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2016, 04:50 PM

"გინახავს კაცი, რომელიც ვინმეს განიკითხავს შენთან? დარწმუნებული იყავი, რომ ის შენ როდესმე აუცილებლად განგიკითხავს სხვებთან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2016, 10:28 PM

"როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე სიმდაბლესთან ერთად? ერთ-ერთი აუცილებელი პირობა განუკითხველობაა. ჩვენ სულ განვიკითხავთ, სულ. ასე იქნება ბოლომდე, სანამ არ დავიწყებთ ბრძოლას. მაკარი დიდი ამბობს, რომ მთელი თქვენი არსებით იბრძოლეთ იმისათვის, რომ არ განიკითხოთ. მთელი თქვენი რესურსი, სულიერი და ფსიქოლოგიური ძალები დახარჯეთ იმაში, რომ არ განიკითხოთ. ადვილი არ არის ეს. მაგრამ თუ ჩვენ ყოველთვის გვეხსომება უფალი, ეს შესაძლებელი ხდება.

თუ კონტროლიდან გამოვა ჩვენი დაცემული ბუნება და კვლავ განიკითხავს, აბობოქრდება შიგნით, რომ აი, შენ უკეთესი ხარ, ვიდრე სხვა და განიკითხავ, იმწამსვე დააფიქსირე და თქვი აღსარებაში. დაიღლები, მაგრამ არაუშავს. სამაგიეროდ, დადგება ჟამი, როცა შენ აღარ განიკითხავ ჯერ ბაგეებით. შემდეგ დადგება ჟამი, როცა შენ აღარ განიკითხავ გულით. ისეთი სიმშვიდე შემოვა, ისეთი სიმდაბლე იქნება და, აქედან გამომდინარე, სიმაღლე იქნება უკვე. იმიტომ, რომ ღმერთი სიმდაბლის და სიმშვიდის სანაცვლოდ გაჩუქებს საოცარი ღირსების გრძნობას და ბედნიერების განცდას, რადგან შენ ამ ბრძოლით ქრისტეს ემსგავსები. სიმდაბლე და სიმშვიდე ხომ ღმრთაებრივი თვისებებია".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2016, 11:35 AM

"დიდება უფალს! მე სად მცალია, ვიღაცის ცოდვებს ვუყურო, ვიღაცები განვიკითხო, როცა ვხვდები, რომ დღეს თუ მოვკვდი, ვერ ვცხონდები. გესმით? მე რომ დღეს მოვკვდე, ვერ ვცხონდები. სად მცალია, შენი განკითხვისათვის!"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2016, 10:32 PM

"არასდროს ვამახვილებ ყურადღებას ნეგატიურზე. უარყოფითი ისედაც ყოველთვის ჩანს. ნურავის გავკიცხავთ, უბრალოდ, ვილოცოთ მათთვის. ღმერთმა ყველა დალოცოს, სწორ გზაზე დააყენოს და იმრავლოს სიკეთემ და სიყვარულმა".

/არქიმანდრიტი ანდრია (ლაცაბიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2016, 10:30 AM

"- ნებაყოფლობით დაბრმავდით. ნუ შეამჩნევთ სხვების შეცდომებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2016, 11:42 AM

"ადამიანი, რომელიც სხვებს განიკითხავს, ჰგავს სარკეს, რომელიც თავის თავში ყველას ასახავს, საკუთარ თავს კი ვერ ხედავს".

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2016, 10:38 PM

"ის, რაც არ მოგვწონს სხვებში, გვეხმარება შევიცნოთ საკუთარი თავი".

/კარლ გუსტავ იუნგი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2016, 10:58 AM

"ადამიანი, რომელიც ცოდვასთან ბრძოლით მცირედიდ მაინც დამაშვრალა, ოფლთან შეზავებული ცრემლი უხვად სდენია და თავისი უღირსება და უძლურება შეუცვნია, ის მართლაც ვერასოდეს შეძლებს სხვის განკითხვას".

/დეკ. გიორგი შაშვიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2016, 12:04 PM

"განკითხვის ცოდვით, გარდა იმისა, რომ ადამიანები შემოქმედს ვშორდებით და ჩვენი თავმომწონეობით გაჯერებული ლოცვა ფუჭი და არა კეთილსასემენლი ხდება უფლის წინაშე, ამავე დროს, ამ ცოდვის მორევშიც ვკადნიერდებით და როგორც წმინდა მამა იოანე სინელი ბრძანებს, "ღვთის მისიას უპირობოდ მივიტაცებთ", რითაც ფაქტობრივად, თავად ვხდებით ღვთის მიერ თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის უსამართლო მოსამართლენი".

/დეკ. გიორგი შაშვიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2016, 10:10 AM

" - ჩვენ თუ ვიტყვით, ყველა ადამიანის მიერ ნათქვამი სიტყვა განკითხვაა - ეს უღმრთოებად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან ამაში თავად უფალს ვდებთ ბრალს, რომელმაც თავისუფალი სიტყვის და აზრის გამოთქმის უფლება გვიბოძა ყველა ჩვენგან. ამიტომაც საგულისხმოა, ჩვენი მსჯელობა ადამიანების შესახებ თავიდანვე გულწრფელი თანაგრძნობის სურვილს შეიცავდეს, რადგან ეს ერთადერთი გზაა უფალთან მიმყვანებელი, რომელიც ვიწროა, სიმართლის მთქმელი და განსაცდელებით გაჯერებული, ხოლო მეორე გზა მსუბუქი - თითქოს თავმომწონეობაზე, საკუთარი თავის განუსჯელობაზე და პატივმოყვარეობაზე გამავალი, რომელიც საკუთარი ცოდვების შენიღბვას სხვისი ცოდვების გამოაშკარავების სანაცვლოდ ახორციელებს".

/დეკ. გიორგი შაშვიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2016, 10:43 PM

"სულიერი კაცი არავისგან განიკითხვისო", ანუ: ასეთ ადამიანს ვერავინ განიკითხავს სწორად, და თუკი ვინმე განიკითხავს, ცდება თავის განკითხვაში, ხოლო თუ ვინმე სწორად აფასებს, ის ამას მდუმარებით ადასტურებს და ხდება მისი მაგალითი. ვინც ასეთი კაცის ცხოვრების სიმარტივეს ჩაწვდება, თვითონაც ხარობს, ძლიერდება რწმენაში და შეიძლება ეს სხვასაც გაუზიაროს. მისი შეფასება კი შეუმცდარია და ვინც განიკითხავს მას, ის თავის განკითხვაში ცდება".

/ბერი სერაპიონი (მახათაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2016, 10:17 AM

"ვინც საკუთარი თავის შეცნობით არის დაკავებული, სხვისთვის თვალყურის სადევნელად არ სცალია. თავი განიკითხე და მოეშვი კაცთა განკითხვას. ცუდი საქმე კი განიკითხე მაგრამ ადამიანს ნუ ერჩი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2016, 10:16 PM

"სხვათა განსჯის უმთავრესი მიზეზი ხორცის განცხრომა, ნაყროვანება და ამპარტავნებაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2016, 03:35 PM

" - საერთოდ, რატომ გვაძლევს უფალი სხვათა ცოდვებისა და ნაკლოვანებების დანახვის უნარს?

- ისევ და ისევ საკუთარი თავის განსჯისთვის. როდესაც სხვათა ცოდვებსა და ნაკლოვანებებს დავინახავთ, საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ, ჩვენც ხომ არ ვცოდეთ იმავე ცოდვით. როგორც კეთილმა გამომძიებელმა, ისე უნდა გამოვიძიოთ და განვსაჯოთ საკუთარი თავი".

/მამა იაკობ აბაშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2016, 11:42 AM

"საუფლო ლოცვაში "მამაო ჩვენო" მართლმადიდებელი ადამიანი ყოველდღიურად აღთქმას დებს უფალთან სიტყვებით: "და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2016, 01:56 PM

"ძლიერი მწუხარების ჟამსაც არ უნდა განვიკითხოთ სხვები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2016, 02:49 PM

"როცა თუნდაც ვმსჯელობთ ხოლმე რომელიმე ადამიანზე, ჩვენ უნებლიეთ უკვე განვკითხავთ მას".

/წმ. სერაფიმე ვირიცელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 08:18 PM

"წმინდა მამები განკითხვის წამალს უწოდებენ გაჩუმებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 11:27 AM

"ჩვენ მზად ვართ, საკუთარ თავს ყოველგვარი უმსგავსობა ვაპატიოთ, ყველაზე დიდი გარყვნილების გასამართლებლად შესაბამის სიტყვებსაც ვიშველიებთ: შეცდომა, ხუმრობა, ცელქობა, სისუსტე... სულიერებაში მეტ-ნალებად გარკვეულ ადამიანებს კი გვაქვს ტერმინი - უძლურება, - და თითოეულ ამ სიტყვას მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის მოვიხმობთ; ხოლო სხვათათვის, თუნდ მართლაც უძლურთათვის, მზად გვაქვს სიტყვები: უსამართლობა, უხეშობა, უნამუსობა, უსირცხვილობა, სულმდაბლობა, უფრე მეტიც - გარყვნილება, სირცხვილი, დანაშაული...

რა გვრჯის, ამგვარი უსამართლობა ჩავიდინოთ? რა განაპირობებს მოყვასისა და ჩვენი "მე"-ს ამგვარი უთანასწორობას? რა უდევს საფუძვლად ჩვენ მიერ ერთსა და იმავე ქმედებათა მიკერძოებით განსჯას? რა თქმა უნდა, ამის მიზეზია არა ჩვენი არალოგიკური აზროვნება (ლოგიკის მოშლა), არამედ გადაგვარებულობა და სიყალბე, რომელიც გარყვნილი გულის სიღრმიდან მომდინარეობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 08:08 PM

"სულის სიმშვიდის შესანარჩუნებლად ყოველნაირად უნდა განვეშოროთ სხვების განკითხვას. არა განკითხვითა და დუმილით სულის სიმშვიდეს შევინარჩუნებთ".

/წმ. სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2016, 12:48 PM

"მახსოვს, მწუხრის ლოცვაზე ვიდექი ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში. მოძღვარი მამა ნ. აკათისტოს კითხულობდა. გავიფიქრე: მსუქანი მღვდელ-მონაზონი დაბლა თავის მოდრეკას ვერ შეძლებს-მეთქი. იმ წუთში მუხლის დრეკა დავიწყე. უეცრად ვიღაც უხილავმა სილა გამაწნა. ყვირილი მინდოდა: "შემაკავეთ", მაგრამ ძლიერი ტკივილისგან ვერ შევძელი. უფალმა ასე მოწყალედ დამსაჯა და ამით გონს მომიყვანა, მეტად არავინ განმეკითხა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2016, 10:36 AM

"სული, რომელსაც სხვების განკითხვა უყვარს, ურჩია, ანდა სინანული დაუტევა - ვერ გაექცევა ეშმაკის მზაკვრობას და ბოროტ გულისთქმებს. მაგრამ თუ ტირის თავის ცოდვებს და უყვარს სულიერი მამა, მაშინ უფალი მთელი სამყაროსთვის ლოცვისას ცრემლებს აძლევს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2016, 09:32 PM

"როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა სდგას; თუ იმის წინაშე არ იტყვი იმის ძვირს, ნურც უიმისოდ იტყვიო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2016, 10:54 AM

"თუკი ადამიანი საკუთარ ნაკლს ხედავს, მაშინ ძმა მას სრულყოფილი ჰგონია, მაგრამ თუკი თავისი თავი ჰგონია სრულყოფილი, მაშინ ძმა უღირსი ეჩვენება!"

/ამბა პიმენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2016, 10:29 AM

"იტყოდნენ მამა მაკარი დიდზე: იქმნა იგი, ვითარცა ღმერთი ქვეყნისა. რამეთუ ვითარცა დაფარავს ღმერთმა ქვეყანასა და სულგრძელ ექმნება, ასევე ისიც დაფარავდა კაცთა შეცოდებებს, რომელიც ეხილა, თითქოს არ ეხილა და რომელიც მოესმინა, თითქოს არ მოესმინა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2016, 08:53 PM

"არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) სწერდა ერთ ქრისტიანს: "აბა, სცადე, თვითონ იცხოვრე განკრძალულად ერთი დღე მაინც, თვალყური ადევნე საკუთარ თავს... ჯერ შეიცანი საკუთარი თავი, შემდეგ კი სცადე, ერთი დღე მაინც შეეწინააღმდეგო ცოდვას. მიხვდები, რარიგ ძნელია ეს და ისწავლი ადამიანური სისუსტეების მიმართ უფრო შემწყნარებლობას და არავის განიკითხავ. ორი ცოდვაა ყველაზე საშიში - განკითხვა და საცდური. ორივე ცხოვრებას სხვებსაც უფუჭებს და შენც. ღმერთი როგორ უპატიებელ ცოდვებს გვპატიობს, მე და შენ კი სხვებისთვის მცირეოდენის პატიებაც არ შეგვძილია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2016, 09:38 PM

"ერთხელ მამა ისააკმა მონასტერში დაინახა მცოდველი ძმა და განიკითხა. თავის სენაკში დაბრუნებულს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: შენთან ღმერთმა გამომგზავნა. რას მიბრძანებ, შენი ძმა სად ჩავაგდოო? ისააკი ტირილით პირქვე დაემხო და შეჰღაღადა. "ადექი, შეგინდოს ღმერთმა. ამიერიდან ნურავის განიკითავ, ვიდრე მას ღმერთი არ განიკითხავს", - ანუგეშა ანგელოზმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2016, 10:10 PM

"ყოველი საკუთარ თავს ამართლებს, ყოველი საკუთარ თავს პატიობს, როგორც ამის შესახებ იყო ნათქვამი, თავად არაფერს უწევ ანგარიშს, ხოლო მოყვასისაგან მცნებების დაცვას მოითხოვ".

/ღირსი აბბა დოროთე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 10:41 AM

"ისე მოგდის, სხვისი ცოდვით თავი გაიხალისო,
თითქოს "ღორმა ღორს გასცინა - დრუნჩიანი არისო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2016, 01:24 PM

"მამა პაფნუტიმ ასევე ბრძანა: "ნუ განიკითხავ მეძავს, უკეთუ შენ ხარ წმინდა, უწყოდე, ვითარმედ ეგეც შჯულის დარღვევაა, რამეთუ რომელმა თქვა: ნუ იმრუშებ, მანვე თქვა, ნუ განიკითხავ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2016, 03:07 PM

"როცა სოდომელთა ცოდვაზე შეიტყო, ღმერთმაც კი არ დაიჯერა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილა (შესაქმე 18,20-21). ასევე ჩვენც ყოველთვის არ უნდა დავიჯეროთ მოყვასის წინააღმდეგ ნათქვამი", - გვასწავლის ამბა პიმენი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2016, 08:04 PM

"მამა პიმენს ჰკითხა ძმამ: "მამაო, თუ ჩემი სულიერი ძმის ცოდვით დაცემას დავინახავ, კარგი იქნება, თუ მას დავფარავ?" ბერმა უთხრა: "როცა ძმის შეცოდებებს დავფარავთ, ღმერთიც დაფარავს ჩვენს ცოდვებს, ხოლო როცა ძმის ცოდვებს გავამხელთ, ღმერთიც გამოაცხადებს ჩვენსას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2017, 01:24 PM

"განკითხვა იმითაც არის სახიფათო, რომ განკითხვის ცოდვა განმკითხველზე გადადის. მახსოვს ასეთი შემთხვევა: ერთმა დედაბერმა მითხრა: "მამაო, ილოცეთ ჩემთვის! ეს რა შემოტევები მაქვს? ახალგაზრდობაში არ მიგრძნია იმგვარი ხორციელი ვნება, ახლა რომ მჭირს. ნეტავ რა მემართება?" "ესე იგი, მემრუშე განიკითხე. ხომ ასეა?" "დიახ, მამაო, მეზობელი განვიკითხე". "ჰოდა, შეინანე და მას პატიება სთხოვე. სასოს ნუ წარიკვეთ. გაგივლის". დავამშვიდე. მართლაც, როგორც კი მეზობელს უთხრა, რომ განიკითხავდა და შენდობა აიღო მისგან, ვნებებიც დაუცხრა.

ცოდვამ ასაკი არ იცის. განიკითხე - იმავეს მიიღებ. სისასტიკეს გამოიჩენ სნეულის მიმართ - თვითონაც ავად გახდები, რომ მერე გულმოწყალე შეიქმნე. ავადმყოფობაც ღვთის წყალობაა, რომელსაც ცხონებისკენ მივყავართ. ის დედაბერი მერე ჰყვებოდა, ამ შემთხვევამ გამომაფხიზლა. როცა ვხედავ, ვიღაც სცოდავს, ჩემთვის ვამბობ: - მე ვერაფერს ვამჩნევ. ცოდვები საკუთარიც მეყოფა, სხვისი არ მჭირდება-მეთქი. ჩემო მეგობარო, ეცადე, ეს გამოცდილება გამოიყენო. როცა ვინმეს განკითხვის ფიქრი მოგივა, საკუთარ თავს უთხარი: რად მინდა სხვისი ცოდვები, საკუთარიც, არ ვიცი, როგორ მოვიშორო-თქო!

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2017, 01:36 PM

არსებობს ამგვარი კანონი სულიერ ცხოვრებაში: ვინმეს როგორც განიკითხავ, აუცილებლად იმნაირსავე ცოდვაში ჩავარდები. ეს კანონი ბევრმა ცხოვრებისეული გამოცდილებით შეიტყო, ზოგიერთი კი ახალ, ჯერ განუცდელ ცოდვაში ვარდება და იმ დედაბერზე არანაკლებ განცვიფრებულია. ასეთ დროს გაიხსენე, თუ ვინ განიკითხე. მოძებნე ის ადამიანი, აღიარე ცოდვა მის წინაშე, შენდობა სთხოვე, მერე ცოდვა სულიერი მამის წინაშეც წარმოთქვი აღსარებაში, მაშინ ღმერთიც გაპატიებს.

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2017, 01:46 PM

საშინელი ცოდვაა - განკითხვა ცოდვილისა, მართლის განკითხვა კი უფრო მძიმე ცოდვაა. ამ ცოდვის გამო ღმერთი მაშინვე სჯის. წინასწარმეტყველ დავითის ცოლმა, მელქოლამ, ქმარს დასცინა და მოაკლდა კურთხევა შვილთა შობისა! წინასწარმეტყველ მოსეს დამ მარიამმა ძმა განიკითხა და კეთრი შეეყარა. ქანაანი დაწყევლილიც კი იყო იმისთვის, რომ თავისი პაპა, მართალი ნოე განიკითხა და დასცინა. ბევრი ფიქრობს: - დიდი ამბავი, თუ ერთი სიტყვა ვთქვიო. არა, ეს უმნიშვნელო არაა! სამაგიეროდ, მკაცრად მიეზღვებათ მათ, ვინც ასე ცხოვრობს. არა მარტო არ უნდა განიკითხო ცოდვილი, განკითხვა გულშიც არ უნდა გაივლო, ეს დამამცირებელი აზრი ღვთის საწინააღმდეგოა და ისჯება, განსაკუთრებით მაშინ, როცა განიკითხავენ...

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2017, 01:59 PM

მაგალითი აიღე იესო ქრისტესგან. მას არ განუკითხავს არც ერთი ცოდვილი, უძლურების გამო რომ სცოდავდა, მხოლოდ ფარისევლებს ამხელდა მკაცრად, რამეთუ ისინი არც თვითონ შედიოდნენ ცხონების კარში და არც სხვებს უშვებდნენ. ქრისტე ყველას მიმართ ალერსიანი იყო, მზრუნველი, ყურადღებიანი, მგრძნობიარე; ყველას ანუგეშებდა, ყველას ეხმარებოდა.

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2017, 11:38 AM

"რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ხორცისა და სულის ტკივილს გაუძლო ისე, რომ განკითხვაში არ ჩავარდე; ეს მოწამეობის ტოლფასია და სათნოებათა მწვერვალი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2017, 12:58 PM

"სხვის განმკითხველს ქრისტე არ უყვარს. ეს ეგოიზმის ბრალია. აქედან იწყება განკითხვა. მოდით, ყველანი წმინდანებად მივიჩნიოთ".

/წმ. პორფირი კავსოკალივიტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2017, 07:01 PM

როცა ჩვენი ძმა ცდება, უნდა ავიტანოთ მისი განსაცდელი. ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისთვის მსხვერპლის გაღებას შთაგვაგონებს. უმსხვერპლოდ, მხოლოდ განკითხვით, ხელს ვუწყობთ ჩვენი ცოდვილი ძმის უფრო ღრმად დაცემას; ხოლო ჩვენი სიყვარულის ჩუმი მსხვერპლითა და მისთვის ლოცვით ვაღვიძებთ მის სინდისს, მისსავე მამხილებელს, მასაც სინანული ეუფლება და გამოსწორების გზას ადგება.

/ბერი პორფირე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2017, 07:25 PM

"განკითხვა სხვისთვის დამიზნებული, მაგრამ საკუთარი სულის მოსაკლავად შემართული იარაღია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2017, 11:20 AM

"როცა ვინმე შენს საქციელს განიკითხავს, რაც უნდა მართალი იყო, გაიხსენე, შენც რომ განგიკითხავს სხვა უსამართლოდ. ასე გადაიტანე განკითხვა საკუთარ თავზე, რადგანაც რა საზომითაც მიუზღავ, იმ საზომით მოგეზღვება. ვინც განიკითხავს, ანტიქრისტეა, რადგან თავს მსაჯულის უფლებებს ანიჭებს მაშინ, როცა ჭეშმარიტი მსაჯული მხოლოდ ერთი - ქრისტე ღმერთია."


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2017, 11:32 AM

წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, - სხვისი განკითხვის მოსმენაც კი უდიდესი ცოდვაა.

წმინდა სერაფიმ საროველი კი ამბობს, - არასდროს დაგავიწყდეს შეურაცხმყოფელთა დასაჩუქრება.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2017, 01:57 PM

- ზოგჯერ ადამიანი სიტყვიერად არ განიკითხავს, მაგრამ განიკითხავს გონებით...

- ცხადია, ესეც ცოდვაა, მაგრამ გაცილებით მცირე, ვიდრე სიტყვიერად განკითხვა. დავუშვათ, ადამიანმა დაინახა სხვისი ცოდვა, გულში განიკითხა, მაგრამ არავისთვის უთქვამს, დაფარა მოყვასის ცოდვა - არ სურს, მიჰყვეს ბოროტისგან ჩაწვეთებულ აზრს, საცდურს. ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე სიტყვიერად განკითხვა, რადგან ამ შემთხვევაში ადამიანი ებრძვის საკუთარ თავს, რათა სძლიოს განკითხვის ცოდვას და ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაღწევს იმ მდგომარეობას, რომ გონებითაც აღარ განიკითხოს.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2017, 02:13 PM

- რა განსხვავებაა განკითხვასა და განსჯას შორის?

- ერთი ადამიანის მიერ მეორის ცოდვებზე საუბარი განკითხვაა. როდესაც მოძღვარი სულიერ შვილს ესაუბრება მის ცოდვებზე, უხსნის, რატომ არის ესა თუ ის საქციელი ცოდვა და როგორ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, ამას შეიძლება ვუწოდოთ განსჯა. მოძღვარს აქვს უფლება, განსაჯოს სულიერი შვილი. თუ ერისკაცთან მოყვასი მივიდა და ჰკითხა, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ ვითარებაში ან მართებულად მოიქცა თუ არა, ამ შემთხვევაში მისი განსჯა ცოდვად არ ჩაეთვლება, მაგრამ მაინც სჯობს, თავი შეიკავოს და ღვთისმსახურისკენ მიუთითოს, აუხსნას, რომ მოძღვრის მოვალეობაა განსაჯოს, მის მიერ ქმნილი საქმე კეთილია თუ ბოროტი, სათნოა ღვთისთვის თუ საზიანოა სულისთვის. ვეცადოთ, ნაკლებად განვსაჯოთ სხვების საქციელი, რადგან სულიერად ისეთი სრულყოფილნი არ ვართ, რომ თუნდაც კეთილი განზრახვა განსჯისა განკითხვად არ გვექცეს და სიკეთის ქმნის ნაცვლად საბოლოოდ თავი არ დავიღუპოთ.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2017, 02:30 PM

- ხდება, რომ ადამიანი უსმენს, როგორ განიკითხავენ სხვები, მაგრამ თვითონ არ ერთვება ძვირსიტყვაობაში...

- გააჩნია, როგორია ამ დროს მისი გონებრივი მდგომარეობა, ეთანხმება მათ თუ არა. შესაძლოა არ ეთანხმებოდეს, მაგრამ თავად მათ განიკითხავდეს, ვინც განიკითხავს, ან თავადაც განიკითხავდეს მას, ვისაც სხვები განიკითხავენ, მაგრამ თავს იკავებდეს, რომ სიტყვით მაინც არ ჩავარდეს განკითხვის ცოდვაში. ცხადია, ესეც ცოდვაა, მაგრამ, როგორც ვთქვით, სიტყვით განკითხვაზე გაცილებით მცირე. თუ ადამიანი ისმენს სხვების განკითხვას და ამას არავითარი შფოთვა არ შეაქვს მასში, - არც ეთანხმება, არც განმკითხველებს განიკითხავს, თუნდაც გონებით, - ასეთ კაცს მიუღწევია სულიერი სიმაღლისთვის და ცხონების გზას ადგას.

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2017, 03:22 PM

ერთი თანამედროვე ათონელი მამა ამბობს: "ხომ გინახავს კაცი, რომელიც შენთან სხვას განიკითხავს? გჯეროდეს, რომ შენც ოდესმე სხვებთან განგიკითხავსო".


"როგორ გავექცეთ მრავალსიტყვაობას, განკითხვას? მამა არისტოკლე (+1918) გვასწავლის: "თუ ვინმესთან უსაგნო, ცარიელ საუბარს ისმენ, მუხლი მოიდრიკე და თქვი: "მაპატიე" და განეშორე იქაურობას, ანდა შეუმჩნევლად წადი. მაგრამ ნურავის განიკითხავ: თითოეული თავის ჩადენილ საქმეზე თვითონ აგებს პასუხს უფლის წინაშე."

"ერთხელ მაკარი დიდი სენაკიდან გამოვიდა და იხილა - ძმა ვინმე ცოდვიდა. ბერმა არ ამხილა: - უკუეთუ ღმერთი ხედავს და არ დაწვავს, მე ვინა ვარ, მისი დაბადებულის მხილება რომ ვიკადროო."

მამა პიმენს ჰკითხა ძმამ: "მამაო, თუ ჩემი სულიერი ძმის ცოდვით დაცემას დავინახავ, კარგი იქნება, თუ მას დავფარავ?" ბერმა უთხრა: "როცა ძმის შეცოდებებს დავფარავთ, ღმერთიც დაფარავს ჩვენს ცოდვებს, ხოლო როცა ძმის ცოდვებს გავამხელთ, ღმერთიც გამოაცხადებს ჩვენსას".

"როცა სოდომელთა ცოდვებზე შეიტყო, ღმერთმაც კი არ დაიჯერა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილა (შესაქმე 18,20-21). ასევე ჩვენც ყოველთვის არ უნდა დავიჯეროთ მოყვასის წინააღმდეგ ნათქვამი", - გვასწავლის ამბა პიმენი.
მამები გვასწავლიან: "თუ შენი თვალით დაინახავ ძმის შეცოდებას და გულისთქმა გეტყვის, "განიკითხეო", - განაძევე ეს ფიქრი და უთხარი მას: "ანათემა შენ, სატანავ. დამნაშავე შენ ხარ, ჩემმა ძმამ კი, აბა, რა გააკეთა?" და განიმტკიცე გული, რომ ძმა არ განიკითხო, თორემ ღვთის წყალობა მოგშორდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2017, 02:30 PM

"განკითხვის მოსმენისას წესად უნდა გვქონდეს, არ დავიჯეროთ გაგონილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2017, 12:35 PM

"მიტევების აქტი მიმტევებელს სულიერად აძლიერებს, რადგან ამით იგი სძლევს საკუთარი ეგოცენტრიზმის შემზღუდველ საზღვრებს და სულიერი მოღვაწეობის ფართო ასპარეზზე გადის. მიტევებას თან სდევს სულიერი კმაყოფილება იმის გამო, რომ ადამიანმა ეს შეძლო. წინა პლანზე გამოდის ადამიანის ახალი შესაძლებლობები და ისინი ახალი სიმაღლეების დაძლევის სურვილს უღვიძებენ მას. "როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობით უნდა გვახსოვდეს იგი, ხოლო თუ ცუდად მოგვექცევიან, სიყვარულმა უნდა დაგვავიწყოს ის" (წმინდა ამბროსი მედიოლანელი)."

"ერთი ბერი არც ისე დიდი მოღვაწე იყო, არც არავის განიკითხავდა და არც სწყინდა, როცა შეურაცხყოფდნენ. როცა კვდებოდა, ძმები წუხდნენ, მას კი ნათელი და მხიარულება არ შორდებოდა სახიდან. ჰკითხეს, რა გახარებსო. მაპატიეთ, ძმებო! მე ცოდვილი და ზარმაცი ბერი ვარ, მაგრამ ჩემს სიცოცხლეში არავინ განმიკითხავს და არც ვინმეს წყენა ჩამიდია გულში. ღვთის ანგელოზი მოვიდა და მითხრა, შენ არ განიკითხავდი და არც ღმერთი განგიკითხავსო. შენ პატიობდი და ღმერთიც გპატიობსო. ამ სიტყვების მოსმენამ ისე გაახარა ჩემი გული, რომ მკერდიდან ამოხტომას ლამობსო. ასე გარდაიცვალა ბერი. ხედავთ, როგორი სამაგიეროა! ამის შემდეგ როგორღა იტყვით, რისთვის ვაპატიოო?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2017, 12:45 PM

"როდესაც იცი, რომ ვიღაც განგიკითხავს და შეურაცხგყოფს, თითქმის შეუძლებელია, არ შეიცვალო მისადმი. მაგრამ მიტევებით და ლოცვით გაწონასწორდები და მოიშუშებ ტრავმას, რომელიც მწუხარებამ მოგაყენა."

/ბერი იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2017, 11:10 AM

"თუ მოგვიძულა სოფელმა და განგვიკითხეს, უფალი გვეუბნება: ნუ გეშინიათ, მეც განმიკითხესო."

"როდესაც ბერთან ერთმა მეორეზე აუგის თქმა დაიწყო, მოძღვარმა ჰკითხა: - საიდან იცი ესო. მან უპასუხა: - ერთმა კეთილმა ადამიანმა მითხრაო. არა, ის კეთილი არ არის, - უპასუხა ბერმა, - კეთილი რომ იყოს, სხვაზე ავს არ იტყოდაო."

"სჯობს ცოდვილი იყო, ვიდრე - განმკითხველი ცოდვისა, რადგან პირველი ადამიანის ბუნებაა, მეორე კი - ეშმაკისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2017, 11:37 AM

"მამა პაფნუტი ჰყვებოდა: ერთხელ, მგზავრობისას, გზა შემეშალა და სოფელთან ახლოს მოვხვდი. ვიხილე, კაცნი ცოდვათა შინა ურთიერთას. მივბრუნდი, დავდექი ლოცვად და ვევედრებოდი ღმერთს ჩემი ცოდვებისთვის. და ვიხილე მახვილმომარჯვებული ანგელოზი. მითხრა: პაფნუტი, იცი, რომ ყოველნი, რომელნი განიკითხავენ სხვათა, ამით განიგმირებიან? შენ არ განიკითხე, დაიმდაბლე თავი ღვთის წინაშე ისე, თითქოს თავად გექმნა ეს ცოდვა. ამიტომაც დაიწერა შენი სახელი ცხოვრების წიგნშიო. მამა პაფნუტიმ ასევე ბრძანა: "ნუ განიკითხავ მეძავს, უკეთუ შენ ხარ წმინდა, უწყოდე, ვითარმედ ეგეც შჯულის დარღვევაა, რამეთუ რომელმა თქვა: ნუ იმრუშებ, მანვე თქვა, ნუ განიკითხავ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2017, 12:12 PM

"ვაპატიოთ უსასრულოდ, რადგან თვითონ ჩვენც უსასრულოდ ვსაჭიროებთ პატიებას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 07:52 PM

"აგრესიული, შიშველი განკითხვა ვირუსივით გადამდებია. ადამიანი უკვე აღარავის ერიდება, განურჩევლად ყველას განიკითხავს, ზომიერების გრძნობას კარგავს, შედეგად კი სულს იზიანებს. იმ ადამიანსაც კი განიკითხავს და მაჭირვებლად რაცხავს, რომელიც ერთ დროს მისი კეთილისმყოფელი იყო, მერე კი რაღაც შეეშალა. ნათქვამია, როგორი საზომითაც მიუზღავ, იმავეთი მოგეზღვებაო."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 08:08 PM

"პასკალი ამბობს: - არიან ადამიანები, რომელთაც ღმერთი სწამთ, მაგრამ არ ემსახურებიან მას. ასეთებს მუდმივად ექნებათ განსაცდელებიო. ბევრი ეკლესიაში დადის, მაგრამ არა აქვს სიმშვიდე, მუდმივად ვიღაცას განიკითხავს."

/მამა ლუკა სუპატაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2017, 10:36 AM

"ბრმა ვერ გაკადნიერდება ბრმის დასაცინად, ხეიბარი - ხეიბრისა. საკუთარი თავის შემცნობიც არასდროს განიკითხავს მოყვასს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2017, 11:26 PM

"თუ ვინმემ ჩვენზე ცუდი იფიქრა, ეს იმის ტოლფასია, მავანს საკვამლე მილი გაეწმინდოს ჩვენთვის. მას აუცილებლად სახე გაემურება, გაუჭუჭყიანდება მტვრისგან. მტვერი კი ცოდვებია, მერე უბრალო მტვერი კი არ არის, ადვილად რომ ჩამოიშორო. თუ მან ჩვენზე ცუდი გაიფიქრა და სინანული დაავიწყდა, მაშინ ეს მტვერი ზედ დარჩება, ასევე, ჩვენც თუ ვინმეს განვიკითხავთ და არ შევინანებთ, ცოდვისგან შევილანძღებით."

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2017, 08:26 PM

"განკითხვა მოყვასისთვის დამიზნებული სასიკვდილო იარაღია, რომელსაც ქვეცნობიერად საკუთარ ბუნებას ვესვრით, რადგან ყოველი ჩვენგანი თავის მოყვასში ამოიცნობა. ამიტომაც განმართლდა ცოდვით დამძიმებული მეძავი მაცხოვრის წინაშე, რადგან მისკენ თითგაშვერილი, ქვაშემართული, ღვარძლით დაბრმავებული მისივე ბუნების მქონე თანამოძმეთაგან ემხილა, გაიწირა სასიკვდილოდ. ასევეა თითოეული განმკითხველი, მოყვასის ჩასაქოლად, მოსაკლავად იარაღმოღერებული, თითგაშვერილი ადამიანი - სასიკვდილოდ წირავს მას, ვისი სიცოცხლისა და უკვდავებისთვის თვით ღმერთმა გაწირა თავი სასჯელისა და სიკვდილისათვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2017, 08:03 PM

"წმიდა სახარება და წმიდა მამები განკითხვის შესახებ ბევრს გვეუბნებიან. სიმაღლიდან დაცემა სჯობს ენით დაცემას".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2017, 12:04 PM

"თუკი ჩვენ წინააღმდეგ შემცოდეთ მთელი გულით არ მივუტევებთ, მაშინ ჩვენც კვლავ მოგვთხოვენ იმას, რაც სინანულის შემდეგ შეგვენდო".

/წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2017, 10:03 PM

"უნდა დავითმინოთ ჩვენი ძმის უძლურებანი. თვით უფალი უთმენს მას და ჩვენ რატომ არ უნდა მოვუთმინოთ? ის ხომ უცხო არ არის, ჩვენი ძმაა. გახსოვდეს ეს! მის უძლურებას არ უნდა ცქერა, ვინაიდან ღმერთი ძლიერია: მას ძალუძს ხვალ იგი წამოაყენოს და მისგან წინასწარმეტყველი შექმნას. გახსოვს მოციქული პავლე? მდევნელი, უფალმა თავის მოციქულთა შორის უპირველესი გახადა. ასე რომ, დაცემულს ნუ მოიძაგებ. ის შენს თვალშია დაცემული, თორემ ღვთის გამორჩევით, შესაძლოა უპირველესი მარცვალია მის ბეღელში. განა უნდა დავუშვათ მისი სულის დაღუპვა?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2017, 11:49 AM

"როდესაც ადამიანი თავის თავს ჩაუღრმავდება, იმდენ ნაკლოვანებას აღმოაჩენს, რომ ეკარგება სურვილი სხვათა განკითხვისა. გულწრფელი სინანული კი ხდება აღმხოცველი ჩადენილი დანაშაულისა და ამასთან, ჩვენი შემრიგებელი უფალთან".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2017, 10:45 AM

"დაცემულს რომ განიკითხავ, ღმერთს განიკითხავ. ავაზაკი, მრუში, მეძავი ნახო, თუნდაც ქუჩაში ეგდოს, არ განიკითხო, რადგან უფალს მათი ვნებები მიშვებული აქვს, მათ ასე უნდა იპოვონ ღვთის გზა და შეინანონ, შენი ვნებები კი უფალს უჭირავს, რადგან, რომ მიგიშვას, უარეს ცოდვებში ჩაეფლობი, ვეღარ გახვალ ცოდვებიდან და დაიღუპები. ამიტომ შენი თავით ნურასოდეს იამაყებ. რომ ნახე, კაცმა მოყვასს შესცოდა, ისიც ნახე, რომ შეინანა? როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისევე უნდა გაიაროს ადამიანმა ის ცოდვა, რომელშიც სხვა განიკითხა".

/წმ. გაბრიელ სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2017, 10:21 AM

"ეკუმენიზმს, ისევე როგორც ყველა ბერი, უარყოფითად უყურებდა, მაგრამ არ უყვარდა, როცა მისი თანდასწრებით საუბრობდნენ ამაზე და მღვდელმთავრებს განიკითხავდნენ. "დაჰფარე სამოსით სიშიშვლე შენი მამისა", - ამბობდა იგი [მამა სერაფიმე]."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 03:19 PM

"მაგრამ ნუ გაგიკვირდებათ ადამიანის მეტისმეტი უგუნურება. ეს საქმეებიც რომ ჩამედინა, თავს მაინც ვერ გავიმტყუნებდი და იმედს არ დავკარგავდი. ვიტყოდი, ვემართლებოდი და იმიტომ მოვკალ, იმიტომ გავგლიჯე-მეთქი. ვითომ და ამ "უცოდველობის" დროს სხვების განკითხვა და მათ შესახებ ცუდი ლაპარაკი ისე მიყვარდა, როგორც მოშივებულ კაცს პურის ჭამა. უმთავრესი ჩემი საბაასო და სალაპარაკო სხვისი სახელის ცუდად ხსენება იყო. სულ კი იმისთვის, რომ ამითი მინდოდა ჩემი კარგი კაცობა დამემტკიცებინა. ის კი არ ვიცოდი, რომ ამით უფრო ჩემს ავკაცობას ვამტიცებდი და უფრო მე ვიყავი ღირსი გაკიცხვისა და ცუდად ხსენებისა.

რა საშინელი გავხდებოდი, როცა იმისთანა ცოდვის მოქმედ კაცს ვნახავდი, რომელსაც მე არ ჩავდიოდი! მაშინვე ვიტყოდი: მადლობა ღმერთს! მეც ამისთანა შემცოდავი არა ვარ-მეთქი. საკვირველი ის არის, რომ, ცოდვას შეჩვეული, ვერც კი ვგრძნობდი, ჩავდიოდი თუ არა რაიმე ბოროტებას. და თუ როგორმე მოხდებოდა და შევამჩნევდი, მაშინვე ამ სიტყვებით ვიმართლებდი თავს: მარტო მე ხომ არ ჩავდივარ, მთელი ქვეყანაც ასე შვება-მეთქი. ერთი სიტყვით, როგორ შემიძლია, თვითოეულად ჩამოვთვალო მაშინდელი ჩემი საზიზღარი ყოფაქცევა. სათქმელადაც კი ძნელია მაშინდელი ჩემი ბოროტმოქმედება და ვინ იცის, რამდენს ჩავიდენდი კიდევ, რომ არ მოესწრო ღვთის მადლს და ამ გზაზე არ დავეყენებინე."

/მამულიშვილი - მაქსიმე შარაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 12:34 PM

"სხვა ადამიანში უპირველესად, საკუთარ თავს ვხედავთ და როცა გამუდმებით მის განკითხვაში ვართ, უნებლიეთ ჩვენს თავსაც გავცემთ!"

/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 08:03 AM

"დაცემული კაცი უნდა გტკიოდეს. მის დაცემაში შენი თავიც უნდა დაინახო და როცა მას განიცდი, მერე არა თუ განიკითხავ, მისდამი თანაგრძნობაც კი გაგიჩნდება".

/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2017, 10:43 PM

"სხვაზე არაფერი ცუდი არ უნდა ვთქვათ".

/იღუმენია თეოსემნია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 01:28 PM

"თუ სხვებით ვიქნებით დაკავებული, მაშინ ლოცვისთვის საჭირო დრო და სიმშვიდე როგორღა გვექნება? ჩვენი ვნებები რომ დავიტიროთ, ამისთვის ათი ცხოვრებაც არ გვეყოფა. ათი ცხოვრება! ჩვენ კიდევ დავმსხდარვართ და სხვებს განვიკითხავთ".

/იღუმენია თეოსემნია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 10:53 AM

"პატერიკი მოგვითხრობს მრავლისმეტყველებისა და განკითხვის ცოდვით შეპყრობილი ორი მონაზვნის ამბავს. ისინი გარდაიცვალნენ. ყოველი წირვის დროს, როდესაც დიაკვანი წარმოთქვამდა: "კათაკმეველნო, განვედით!", ამ საფლავებიდან ორი მოკაკვული ჩრდილი ამოდიოდა და მორცხვად ტოვებდა ეკლესიას. ეს ამბავი ეპისკოპოსს მოახსენეს, რომელმაც მრევლს სთხოვა, გარდაცვლილთა სულებისთვის ელოცათ. მიუხედავად იმისა, რომ მონაზვნებმა თავიანთი ცხოვრება უბიწოდ განვლეს, მაინც დაისაჯნენ, რადგანაც თავი არ დაანებეს განკითხვისა და ბილწსიტყვაობის ცოდვას. ეს ხილვა მანამდე არ გაქრა, სანამ მონაზვნებს შეცოდებები არ მიუტევეს მათგან განკითხულმა და შეურაცხყოფილმა ადამიანებმა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 06:34 PM

"წმინდანები ყოველთვის ამას ამბობენ: "ჩემი ბრალია". ისნი არასდროს სხვას არ განიკითხავენ, რა მშვენიერია! ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ და უკვე აქვე დავიწყებთ სამოთხეში ცხოვრებას, თუკი საკუთარი თავის ბრალობაში ვიქნებით, იცით, სულში როგორი განსვენება მოვა? დიდი განსვენება! უსაზღვრო სიმშვიდე! ყველაფერს მდუმარებით, ლოცვითა და სინანულით უნდა აღვუდგეთ წინ".

/იღუმენია თეოსემნია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2017, 10:39 PM

"ადამიანზე არ თქვათ არაფერი ცუდი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2017, 11:24 AM

"რა გესაქმება სხვის ცოდვებთან, როცა საკუთარი თავის გამოსწორებაც კი არ შეგიძლია".


/სქემარქიმანდრიტი ანდრონიკე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2017, 08:12 PM

"ჩვენ მოვიხსენით იოლი ტვირთი საკუთარი თავის დადანაშაულებისა და სხვათა ბრალდების მძიმე ტვირთი ავიკიდეთ".

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Sep 15 2017, 11:12 PM

მე დავბრუნდები sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2017, 10:34 AM

"ხომ არ გსურთ, თქვენზე და თქვენს ოჯახზე ზედმეტს, უჯეროს, ცუდს ამბობდნენ? ამიტომ თქვენც სიფრთხილეს მოუხმეთ სხვებზე საუბრისას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2017, 01:43 PM

"რატომ უნდა თქვა ცუდი, როცა შეიძლება კარგი თქვა?"

"არავიზე ცუდი არ ილაპარაკოთ, ცუდიც რომ იყოს სათქმელი"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2017, 10:10 PM

"ნუ გეყვარება სხვების ნაკლოვანებების მოსმენა - და შენ შეგიმცირება ნაკლოვანებები".

/წმ. ამბროსი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2017, 10:31 AM

"ყოველთვის გახსოვდეთ სულიერი ცხოვრების კანონი: თუკი შეცბუნდები სხვა ადამიანის რომელიმე ნაკლოვანებით და განიკითხავ, შემდგომ შენც იგივე გელოდება და იმავე ნაკლოვანებით ევნები".

/წმ. ნიკონ ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2017, 07:24 PM

"დაუოკებელნი ვართ მოყვასის განკითხვაში და ერთობ შემწყნარებელნი - საკუთარი თავისადმი. მივაპყროთ თვალი საკუთარ თავს, მკაცრად განვაქიქოთ იგი, "განვეშოროთ ყოველგვარ ბოროტს" (1 თეს. 5,22), და მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე, შესაძლოა, ერთი მხოლოდ პირადი მაგალითით შევძლებთ განვრდომილი ძმების უფალთან მიყვანებას. მაშინ მთელი ჩვენი ცხოვრება ცოცხალი ქადაგება იქნება, ბევრად უფრო სასარგებლო მოყვასისთვის, ვიდრე გაკიცხვა და შეგონებანი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 11 2017, 10:06 AM

"განუკითხველობით ნახევრად გადარჩენილები ვართ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 11:08 AM

"გამოვიკვლიოთ ჩვენი საქმეები და ცუდს ნურავიზე ვიტყვით".

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2017, 11:21 AM

"სხვის სულს არ იცნობ, ამიტომაც ნუ განიკითხავ, შენს თავს უყურე, იკითხე წიგნები, წაკითხული საქმით აღასრულე, შენი თავი გამოასწორე და არა სხვები".

/წმ. ამბროსი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2017, 09:55 PM

“ არა მარტო ლაპარაკისას უნდა ვფხიზლობდეთ, გონებაც კი ფხიზლად უნდა გვქონდეს. არავინ განვიკითხოთ. ერთხელ მამა პაფნუტიმ ერთ დაბაში ნახა, ორნი მესამეს განიკითხავდნენ. მამა პაფნუტი მობრუნდა, დადგა და თავისი ცოდვების მიტევება შესთხოვა უფალს. ამ დროს წარმოუდგა წინ უფლის ანგელოზი ორლესული მახვილით ხელში და უთხრა: - პაფნუტი, ვინც სხვას განიკითხავს, ამ მახვილით განიგმირება. შენ კი არ განიკითხე ისინი, თავი დაიმდაბლე ღვთის წინაშე, თითქოს შენ გექმნას ის ცოდვა. ამისთვის შენი სახელი ცოცხალთა წიგნში ჩაიწერაო.”

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2017, 08:26 PM

"სხვისი ნაკლი ნაკლებად გამოვიძიოთ და უფალი მთელი სულითა და გულით შევიყვაროთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2017, 10:22 PM

"ადამიანთა სულები ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ, გული გულს სათქმელს გადასცემს, ასე რომ, თუკი გულწრფელად შევუნდობთ და არ გავუწყრებით, ყველაფერში მხოლოდ თავს დავიდანაშაულებთ, სხვებს კი გავამართლებთ - ყველაზე შეურიგებელი მტრებიც კი დაგვიზავდებიან. თუ მაინც არ შეგირიგდნენ, ნათქვამია: "კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა" (მათე 5,44)".

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 11:16 AM

"ჩვენი სარწმუნოება სხვათა ცოდვების გამოძიებას გვიკრძალავს. ულმობელი მსაჯულები ჩვენ საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 01:44 PM

"მოყვასთა ცოდვები უნდა დავფაროთ და საქვეყნოდ არ განვაცხადოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2018, 09:31 PM

"რა მალე ივიწყებს ადამიანი თავის უკეთურ საქმეებს, და როგორ არ ჩქარობს, დაივიწყოს სხვათა ცდომილება. ნუთუ გახარებს ის, ვის გამოც ანგელოზები ტირიან?"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 11:38 AM

"ერთმა ქალმა უთხრა მამა ანდრონიკეს: "როცა ჩემთან ადამიანებს განიკითხავენ, მდუმარედ ვზივარ და საუბარში არ ვერევიო". ბერმა უთხრა: "უკეთესი იქნება თქვა, რომ მდუმარედ უსმენ და ყველა სიტყვას იმახსოვრებ. ის, ვინც ცილისწამებას უსმენს, თვითონაც ცილისწამების თანამოზიარე ხდება, იმას, რაც შენ დაიმახსოვრე, თავის დროზე სხვებს მოუყვები. ვინც სმენა ვერ დაიმარხა, ვერც ენას შეაკავებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2018, 08:50 PM

"მღვდელმთავრის განკითხვა უბეში ცეცხლის შენახვას ნიშნავს"

/მამა ვიტალი სიდორენკო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2018, 08:25 PM

"უმძიმესი ცოდვა, საზარელი კეთრი ჩვენი სულისა - განკითხვის ცოდვა"

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2018, 03:06 PM

"გონებაში განკითხვის დროსაც მაშინვე უნდა დავიწყოთ ჩვენს თავშიც იმავე ცოდვის ძიება, რომლის გამოც სხვას განვიკითხავთ და სანამ არ აღმოვაჩენთ, არ გავჩერდეთ, რადგან, როგორც ვთქვით, ჩვენც აუცილებლად გვექნება იგივე ცოდვა, რაშიც სხვას განვიკითხავთ".

/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2018, 02:38 PM

"პატერიკი მოგვითხრობს ორი მონაზვნის შესახებ, რომლებიც მრავლისმეტყველებისა და განკითხვის ცოდვით იყვნენ შეპყრობილნი. ისინი გარდაიცვალნენ. ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის ეპისკოპოსმა მათი ტაძარში დაკრძალვა გადაწყვიტა.

ყოველი წირვის დროს, როდესაც დიაკვანი წარმოთქვამდა: "კათაკმეველნო, განვედით!", ამ საფლავებიდან ორი წელში მოხრილი აჩრდილი ამოდიოდა და მორცხვად ტოვებდა ეკლესიას.

ეს ამბავი ეპისკოპოსს მოახსენეს, რომელმაც მრევლს სთხოვა, გარდაცვლილთა სულებისათვის ელოცათ. მიუხედავად იმისა, რომ მონაზვნებმა თავიანთი ცხოვრება უბიწოდ განვლეს, მაინც დაისაჯნენ, რადგანაც თავი არ დაანებეს განკითხვისა და ბილწსიტყვაობის ცოდვას.

ეს ხილვა მანამდე არ გაქრა, სანამ მონაზვნებს შეცოდებები არ მიუტევეს იმ ადამიანებმა, რომლებიც მათგან განკითხულნი და შეურაცხყოფილნი იყვნენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2018, 05:18 PM

"წარმოიდგინეთ მგლოვარე დედა, რომელმაც შვილი დაკარგა და გულით გლოვობს. უკვე ვეღარ იცლის სხვისთვის და მხოლოდ საკუთარს გლოვობს. მისთვის მიუღებელია მოყვასის განკითხვა. როდესაც ადამიანი საკუთარ ცოდვებს გლოვობს, ის წააგავს შვილმკვდარ დედას, რომელიც გლოვობს ცოდვილ სულს და ცდილობს სულის გადარჩენას, ცხონებას და სასუფევლის დამკვიდრებას."

/მამა მათე ვაშაყმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2018, 06:00 PM

"ვინც კარგად თავის თავი იცნა, ის აღარც თავის მოყვასს განიკითხავს... ეს ცუდი ჩვეულება თითქმის ყოველ კაცსა აქვს; ყოველი კაცი იმას ცდილობს, რომ განიკითხოს მოყვასის ცოდვა, გარნა კეთილი და ჭეშმარიტი ქრისტიანე უმეტესად თავის თავს განიკითხავს და არა სხვას. თქვენც ესრეთ ეცადენით, ძმანო ჩემნო, თუ გსურთ, რომ იყვნეთ კეთილნი ქრისტიანენი. ამინ."

/წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2018, 10:34 AM

"ენის დამორჩილება ქრისტიანის უმთავრესი მოვალეობაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2018, 06:53 PM

"ცხონების ყველაზე მარტივი გზაა - არავინ განიკითხო, და ღმერთიც არ განგიკითხავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2018, 07:46 PM

"წმინდა სახარებაში მრავლად არის ადგილი, სადაც საუბარია საზღაურის უკუმიგებაზე, მაგალითად: უფალი ბრძანებს, - "ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ, ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ". ე.ი. განკითხვასაც თავისი საზღაური ჰქონია...

ზოგიერთს ეს ცოდვა მიაჩნია "პატარა ცოდვად", მაგრამ ეს ის ცოდვაა, რომელიც ყველაზე მეტად უშლის ხელს ჩვენს ნებისმიერ წარმატებას ამ ცხოვრებაში და სამომავლო ცხონებაშიც... ნუთუ გვგონია, რომ ჩვენს მიერ მავანის მიმართ გასროლილი განკითხვისა და გაჭორვის სიტყვის ძალა უკან არ მოგვიბრუნდება? მოგვიბრუნდება! და თან როგორ, ისიც არ ვიცით...

ამიტომაც მოგვიწოდებს უფალი, ილოცეთ თქვენი მტრებისთვის და დალოცეთ თქვენი დამაწყევრებიო... რათა კეთილი სიტყვა და კეთილი სურვილი დაითესოს ჩვენს ირგვლივ... რა იცი, იქნებ, ის შენი მტერიც მოყვარედ გექცეს მალე ღვთის ძალით და შენი ლოცვით... შენთვის კი ეს უდიდესი საზღაური იქნება... "კბილი კბილისა წილ" კი არა, არამედ სიყვარული სიძულვილისა წილ..."

/მამა იოანე კავსაძე/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)