IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> ისლამი
George Leluashvili
პოსტი Jun 15 2011, 10:52 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მოგესალმებით ახალ თემაში,რომელსაც მე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს რელიგიას-ისლამს მივუძღვნი.

ყველა იმ ადამიანს ვისაც რაიმე შეხება ან ინტერესი აქვს არაბული სამყაროს მიმართ ალბათ ჩემსავით გასჩენია ვიზუალური და გარეგნული ეფექტებით დაწყებული და სიღრმისეული საკითხებით დამთავრებული კითხვები, მაგალითად თუ რატომ აქვთ არაბებს შავი გრძელი წვერი და ჩადრები, საიდან არის ამდენი მოწოდებები მკვლელობებისკენ და რატომაა მათ წიაღში არქაიზმისა და ძალადობის ამდენი გამოვლინება? ისლამი შეუთავსებადია თავისუფლებასთან, დემოკრატიასთან, კაცისა და ქალის თანაბარ უფლებებთან და ზოგადად მოდერნულობასთან? საინტერესოა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ისტორიული კონტექსტისა და სხვა ბევრი სპეციფიური ფაქტორის გათვალისწინებით და ქვემოთ სწორედ ამას შევეცდები.

IPB-ს სურათი


მაშ ასე მისთვის ვინც თავს მოიაზრებს რწმენის რაიმე სისტემის წიაღში, სრულიად კანონიერია იმის თქმა, რომ აღიარებს დოქტრინის ამგვარ ინტერპრეტაციას და არა სხვაგვარს, მაგრამ მე, უბრალო ადამიანი, რომელიც არ ვარ მუსლიმი და საერთოდ ნებისმიერი სარწმუნოების ჩარჩოებს მიღმა მოვიაზრებ თავს, სრულიად არ ვფლობ იმის გარჩევის უნარს თუ რა შეესაბამება ისლამს და რა არა, მე მაქვს მხოლოდ ჩემი სურვილები, მოსაზრებები და მისგან გამომდინარე შეხედულებები, ყოველთვის მივიჩნევდი და მივიჩნევ, რომ ესა თუ ის უკიდურესი ქცევა ტერორიზმი, გარკვეული კატეგორიის მუსიკის აკრძალვა, ექსციზიის ლეგალიზება და სხვები არ თავსდება ჩემს შეხედულებებში ისლამის შესახებ, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუნდაც იმის გამო, რომ ამაოა წმიდა წიგნებში ჩაღრმავება და არგუმენტების შეგროვება, რადგან ყოველთვის იარსებებს განსხვავებული და საპირისპირო ინტერპრეტაციები. ერთსა და იმავე წიგნებზე დაყრდნობით შესაძლებელია მონობასთან შეგუებაც გაამართლონ და მისი დაგმობაც, ერთნაირად დაუჭირონ მხარი ღვინის აკრძალვასაც და მის გამოყენებასაც. ხოტბა შეასხან დემოკრატიასაც და თეოკრატიასაც. ადამიანებს თითქოს უხილავი მოთხოვნილება აქვთ საკრალური სიბრძნის მიმართ, რომლის ციტატებიც გაამართლებს, მათ ქმედებებს. აქედან გამომდინარე მგონი მართლა აზრს კარგავს საკუთარი თავისათვის კითხვის დასმა თუ სინამდვილეში რას ამბობს ქრისტიანობა, ისლამი, ან სხვა რომელიმე დოქტრინა, რომლის სახელითაც ძალიან ხშირად დასაგმობი ქმედება ხორციელდება. პასუხების ძებნაზე უფრო პროდუქტიულ გზად მე პირადად ის მესახება, რომ ყურადღება გამახვილდეს არა თავად მოძღვრების არსზე, არამედ ისტორიიის მანძილზე იმათ ქცევებზე, რომლებიც აღნიშნულ მოძღვრებებს თავიანთ სასარგებლოდ იმოწმებდნენ და იყენებდნენ

IPB-ს სურათი




ისლამი (არაბ. الإسلام ალ–ისლამ – "მორჩილება") - დაახლოებით 1,3 მილიარდი მიმდევრით ქრისტიანობის (დაახ. 2.1 მილიარდი მიმდევარი) შემდეგ მსოფლიოში მეორე უდიდესი რელიგიური აღმსარებლობა. ისლამის მიმდევარს ჰქვია მუსლიმი ან მაჰმადიანი (მოძველებული ფორმა). წარმოიშვა მე–7 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე. ფუძემდებელია მუჰამადი, რომელიც ისლამური სწავლების მიხედვით ღმერთის (არაბულად: ალ-ლაჰ الله) უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო. დღეს ისლამი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში, ტრადიციულად, ისლამურად ითვლება შემდეგი რეგიონები: ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, სამხრეთ აზია და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზია.

მუსლიმები შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები და აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები (აჭარლები)
არაბთა რელიგია მე-6 საუკუნეში [რედაქტირება]

არაბები ძირითადად წარმართები იყვნენ. მათ საერთო რელიგია არ აკავშირებდათ: თითოეულ ტომს თავის ღვთაება-კერპი ჰყავდა. მაგრამ მათ ჰქონდათ საერთო სამლოცველო მექაში - ქააბა. ისლამურ გადმოცემის მიხედვით ქააბა ააგო იბრაჰიმმა, რომლისთვისაც მას ღმერთმა ციდან გამოუგზავნა შავი ქვა. შემდეგ კი არაბებმა მიატოვეს მონოთეიზმი (ჰანიფობა), ხოლო ქააბის სამლოცველოში კერპებს დაუდეს ბინა. არაბები მექაში ჩადიოდნენ სალოცავად ისლამამდელ პერიოდშიც. ასე რომ ნებისმიერი არაბი, რომელიც ეწვეოდა მექას, მისთვის ნაცნობ საგვარეულო კერპსაც ნახულობდა. წარმართ არაბებს სწამდათ სულების ანუ ჯინების, რომლებიც ცხოვრობდნენ მთვარეზე, მზეზე, ხეებზე, ჭებში, ქვებში. ხეები არაბულ წარმართობაში დიდ პატივისცემას იმსახურებდნენ – მათი მოჭრა დიდ ცოდვად ითვლებოდა.
მუჰამედი [რედაქტირება] მთავარი სტატია : მაჰმადი.


მუჰამედი (არაბ. محمد‎‎ მუჰამმად) იყო პიროვნება, რომელმაც მთლიანად შეცვალა არაბი ტომების ტრადიციული ცხოვრება, მისცა მათ ახალი რელიგია, ცხოვრების წესი და მიზანი. მუჰამედი დაიბადა 570 წელს მექაში, მისი ოჯახი იყო ბანუ ყურაიშის ერთ–ერთი განშტოების, ბანუ ჰაშიმის წარმომადგენელი. მუჰამედის მამა მისი დაბადებიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა, ადრე დაობლებულ ბავშვს ბიძა – 'იმრანი (აბუ თალიბი) ზრდიდა. ერთხანს მუჰამედი აქლემების და საქონლის მწყემსობას ეწეოდა (ეს საქმიანობა არცთუ ისე პატივსაცემად ითვლებოდა არაბებში). 40 წლის რომ შეიქნა, მუჰამედმა მიიღო პირველი გამოცხადება (გადმოცემით ეს მოხდა 19 ან 21 რამადანის თვეში) ერთღმერთიანობის ქადაგება და ურიცხვ კერპთა უარყოფა დაიწყო, რომლებიც არაბთა ტომებს ერთმანეთისაგან აშორებდნენ. არაბებს ერთი ღმერთის უნდა ერწმუნათ. ამ ახალ რელიგიას ისლამი ეწოდებოდა. მექელებმა არ მიიღეს მისი რელიგია, განსაკუთრებით მას ეწინააღმდეგებოდნენ გავლენიანი მექელები აბუ ჯაჰლი (უმეცართა მამა), აბუ სუფიანი (შემდგომში ისლამი მიიღო), მუჰამედის ბიძა აბუ ლაჰაბი (ალმოდებულთა მამა), მუჰამედი იყო დაცინვებისა და შეურაცხყოფის ობიექტი 12 წლის განმავლობაში და იგი იძულებული გახდა სხვა ქალაქში - მედინაში გაქცეულიყო. იქ მისი ბევრმა ირწმუნა და ბოლოს, როცა 630 წელს გამარჯვებული მუჰამედი მექაში დაბრუნდა, მექელებმაც ირწმუნეს მისი. სულ მოკლე ხანში მუჰამედის გარშემო შემოკრებილმა არაბობამ ღვთის ერთგულ მორწმუნეთა სახელმწიფო შექმნა – (სახალიფო), რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დიდ იმპერიად იქცა. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ არაბთა სახელმწიფოს მისი ნაცვლები - ხალიფები განაგებდნენ.

თავდაპირველად არაბთა მცირე ჯგუფი აღიარებდა ახალ რელიგიას, შემდეგ კი მთელმა არაბეთმა, როგორც ბინადარმა არაბებმა, ისე უდაბნოში მცხოვრებმა ბედუინებმა აღიარეს იგი და, ბოლოს, სულ მალე, სხვა ხალხებმაც (ირანელებმა, თურქებმა, ეგვიპტელებმა, ინდოელებმა, სლავების ნაწილმა...) ირწმუნეს.
ისლამი აღიარებს იუდეველთა და ქრისტიანთა საღვთო წიგნებს, მათ წმინდანებსა და წინასწარმეტყველებს: ნუჰს, იბრაჰიმს, ისმაილს იაყუბს, იშაყს, მუსას, დავუდს და სულაიმანს, წმიდა მარიამსა (მარიამ) და იესო ქრისტეს (ისა) (თუმცა მას არ თვლიან ღვთის ძედ და შესაბამისად არც წმიდა მარიამს - ღვთისმშობლად), მთავარანგელოზებს მიქაელსა და გაბრიელს (ჯაბრიილ). ისლამის მიხედვით, იუდეველებმა და ქრისტიანებმა გაამრუდეს მათ მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტება, ამიტომ ღმერთმა მუჰამედი გამოაგზავნა ამ ჭეშმარიტების აღსადგენად და ხალხების სწორ გზაზე დასაყენებლად.

ისლამის ძირითადი წყაროა წმინდა წიგნი ყურანი, რომელიც შედგება მუჰამედის ქადაგებებისა და ხილვებისაგან, და „ჰადისები“ ანუ გადმოცემები მუჰამედის გამონათქვამებისა და ქცევების შესახებ. ისლამური ტრადიციის მიხედვით, ყურანი მუჰამედს ანგელოზმა ჯებრაილმა (გაბრიელმა) წაუკითხა. მისი ტექსტი პირველად ხალიფა ოსმანის დროს (644-665) გამოჩნდა. იგი 114 სურისაგან (თავი) შედგება. ყურანის შექმნიდან რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო მასში ჩამოყალიბებული დებულებების, კერძოდ, ეთიკური მოძღვრების კონკრეტიზაცია, რის გამოც შეიქმნა ე.წ. სუნა ანუ ხადისების კრებული, რომელიც თავის მხრივ მუსლიმური სამართლის - შარიათის წყაროდ იქცა.

ყურანში ბიბლიურმა სიუჟეტებმა თავისებური ტრანსფორმაცია (1) განიცადეს.

ისლამი წინასწარმეტყველებად აღიარებს: ადამს, ნოეს (ნუხი), აბრაამს (იბრაჰიმი), მოსეს (მუსა) და იესოს (ისა). მუჰამედი, როგორც უკანასკნელი წინასწარმეტყველი, მათზე მაღლა დგას. იუდეურ-ქრისტიანული ტრადიციიდან ისესხა ისლამმა ერთღმერთიანობის, ანგელოზების, სულის უკვდავების, საიქიო მისაგებელის, მეორედ მოსვლის და სხვა იდეები, თუმცა ყოველ მათგანში საკუთარი შინაარსი ჩადო.


მექა
IPB-ს სურათი

ისლამის სარწმუნოებრივ საფუძველს ე.წ. „5 ბურჯი“ შეადგენს: 1. ერთი ღმერთისა და მუჰამედის წინასწარმეტყველური მისიის აღიარება; 2. ხუთგზის ყოველდღიური ლოცვა (ასსალათი, ანუ ნამაზი); 3. მარხვა (საუმი, ურაზა), 4. მოწყალების გაცემა (ზაქათი); 5. მოსალოცად წასვლა მექაში, სიცოცხლეში ერთხელ მაინც (ჰაჯი).

ისლამი არ არის ერთიანი რელიგია. მორწმუნეთა უმრავლესობა ტრადიციულ ისლამს - სუნიზმს აღიარებს, რომელიც სუნასა და ყურანს ემყარება. შიიტები ყურანს ქარაგმულად განმარტავენ, ხოლო სუნაში მხოლოდ იმ ხადისებს აღიარებენ, რომელიც მუჰამედის სიძის - მეოთხე ხალიფა ალის სახელს უკავშირდება, მათ აქვთ საკუთარი წმიდა გადმოცემა - ახბარი. ცნობილია აგრეთვე მუსლიმანური სექტები: ისმაილიტები, დრუზები, ვაჰაბიტები, ბაბიდები, ბაჰაულას მიმდევრები და სხვა.

მუსლიმანური თეოლოგიის საყრდენს ვოლუნტარიზმი და ფატალიზმი წამოადგენს. ისლამში ღმერთი მოიაზრება, როგორც სამყაროს შემოქმედი, მარადიული სული, იგია პირველი და უკანასკნელი, ამასთან იგი უპიროვნო არსია (ამაში ზოგიერთი მკვლევარი გნოსტიციზმის გავლენას ხედავს, ალაჰის, როგორც უპიროვნო ღმერთის განმარტება ჩვენს დროში სულ უფრო მეტ მომხრეს იძნენს მუსლიმან ღვთისმეტყველთა შორის). მუსლიმანურ მონოთეიზმთან მჭიდროდაა დაკავშირებული ალაჰისადმი აბსოლუტური მორჩილების იდეა, რომელიც ყოვლისმომცველ ხასიათს ატარებს. ღვთის მიერ დადგენილი წესრიგისადმი უსიტყვო მორჩილების მოთხოვნა აისახა ყოვლისშემძლე ღმერთისა და წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ მოძღვრებაში. თვითონ ყურანში სწავლება ღვთაებრივ და ადამიანურ ნებათა თანაფარდობის შესახებ წინააღმდეგობრივადაა ჩამოყალიბებული. აბსოლუტური წინასწარგანზრახულობის იდეისა და ადამიანის თავისუფლების იდეის მომხრენი ყურანში თავისი თვალსაზრისის დადასტურებას პოულობენ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ადრეულ პერიოდში მუჰამედი და მისი მიმდევრები მექის არისტოკრატიასთან ბრძოლის დროს ნების თავისუფლებას ქადაგებდნენ, ხოლო როცა ისლამი ოფიციალური რელიგია გახდა, წინასწარგანზრახულობის იდეა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იდეად იქცა, რომელსაც უნდა გაემართლებინა როგორც ახალი, ფეოდალური წყობილების, ისე საღვთო ომის (ჯიჰადი) აუცილებლობა, როგორც ღვთის ნების გამოვლინება.

ამ პოზიციაზე დგას ისლამის ოფიციალური თეოლოგიური დოქტრინა ქალამი (მეცნიერება, მოძღვრება), რომლის ფუძემდებელია ალაშარი (783-835 წწ.). ქალამის მიხედვით, ალაჰს გააჩნია აბსოლუტური თავისუფალი ნება, რომლითაც ის უწყვეტად ქმნის და ამოძრავებს ყოველ ტომს. ყოველი მოვლენა განიხილება, როგორც ალაჰის შემოქმედებითი აქტის შედეგი. ნებისმიერი საგანი, მათ შორის ადამიანიც, იარაღია ღმერთის ხელში. ადამიანს არ გააჩნია თავისუფალი ნება, თუმცა პასუხისმგებელია საკუთარ საქციელზე.

ქალამი შეიქმნა VIII საუკუნეში წარმოშობილი მუთაზილიტური მოძრაობის წინააღმდეგ, რომლის სათავეებთანაც იდგნენ ბასილ-იბნ-ატა (699-748 წწ.), ალ-კანდი (800-860 წწ.) და ან-ნაზამი (-845 წწ.), ხოლო ხალიფა მამუნის (813-838 წწ.) დროს მუთაზილიზმი სახელმწიფო მოძღვრება გახდა. იგი ტრადიციულ ისლამს ზომიერი რაციონალიზმის პოზიციიდან დაუპირისპირდა. მუთალიზიტები ცდილობდნენ, ალაჰისათვის ანთროპომორფული ნიშნები ჩამოეცილებინათ, უარყოფდნენ ყურანის შეუქმნელობას და ამდენად მას აბსოლუტურ ხასიათს. მათვე წამოაყენეს ადამიანის ნების თავისუფლების პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადამიანი თვითონ არის სიკეთისა და ბოროტების ჩამდენი (2).

რაც შეეხება ბოროტების საკითხს, ისლამის ვოლუნტარიზმისა და ფატალიზმიდან იმგვარი დასკვნა გამომდინარეობს, რომ სამყაროში არსებული ბოროტების მიზეზი თვით ალაჰია. მით უფრო, რომ მუსლიმანური ანთროპოლოგია ადამიანს სუსტ არსებად წარმოაჩენს, რომელიც არარაობაა, უგუნურია, ძლიერ და ბრძენ ალაჰთან შედარებით, რისი მიზეზიც საბოლოოდ თვითონ ალაჰია. გარდა ამისა, ყურანის ბოლო 113 სურაში პირდაპირაა ნათქვამი: „თქვი, მივმართავ უფალს განთიადისას, რომ დამიფაროს ყოველი ბოროტებისაგან, რაც გააჩინა“, ამასთან ერთად, თვით ბოროტების ცნებაც ისლამში ფარდობითია, მაგ: კაცის კვლა საზოგადოდ - ბოროტებაა, მაგრამ იგივე კაცის კვლა ჯიჰადის დროს არა თუ ბოროტებად, არამედ პირიქით, წმინდა საქმედ ითვლება. ამგვარი თეოლოგიური წინამძღვარი შესაბამის მორალს აფუძნებს, რომელიც მუსლიმანური წესების ფორმალური და მექანიკური შესრულების ფარგლებს არ სცილდება და ყურანის მთელი ზნეობრივი მოძღვრებაც მხოლოდ ცხოვრების პრაქტიკული მხარის მოწესრიგებისაკენაა მიმართული.

ზემოხსენებულ ისლამური სექტებიდან ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია ვაჰაბიზმი და ბაჰაიზმი. პირველი მისი განსაკუთრებული აგრესიული ხასიათის გამო და მეორე იმიტომ, რომ მისი მიმდევრები საქართველოშიც არიან.

ვაჰაბიზმი, მომთაბარე არაბი ტომების იდეოლოგია, ჩაისახა XVIII საუკუნეში. მისი ფუძემდებელი იყო გამუსლიმანებული ებრაელი, მუჰამედ იბნ აბდ ალ-ვაჰაბი. მისი სახელის გამო თანამოაზრეებს ვაჰაბიტებს ეძახდნენ. ეს რელიგიური გაერთიანება ითხოვდა მუჰამედის დროინდელი ისლამის აღდგენას და აღიარებდა მხოლოდ ყურანს. ისინი უარყოფდნენ ყოველგვარი შექმნილის, მათ შორის მუჰამედის საფლავის თაყვანისცემას. ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მუჰამედისა და მისი ოჯახის წევრების დაფიცებას. არ იყენებდნენ მათრობელა სასმელებს, თამბაქოს, არ უსმენდნენ მუსიკას, არ მღეროდნენ, არ მონაწილეობდნენ ცეკვებსა და სხვა თამაშებში, ე.ი. უარყოფდნენ ადამიანის აღმგზნებ ყოველგვარ საშუალებას. 1740 წელს ურთიერთშეთახმების საფუძველზე იბნ ვაჰაბმა და იბნ საუდმა გადაწყვიტეს, ერთად ემოქმედათ ვაჰაბიზმის გასავრცელებლად. გაიყვეს რა ძალაუფლება, ვაჰაბი სასულიერო ლიდერი გახდა, საუდი - საერო. მათ მიერ ნეჯდში შექმნილი სახელმწიფო უფრო ძალადობას ეყრდნობოდა, ვიდრე რელიგიურ ღვთისმოსაობას. მათ მუსლიმანთა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვიეს, როდესაც ჯერ გაძარცვეს შიიტების სალოცავი, ხოლო 1806 წელს, ქ. მექა და დაარბიეს სალოცავები, არ შეეხნენ მხოლოდ ქააბას, სამაგიეროდ, შებილწეს მედინაში აიშას სახლი, სადაც სამი დიდი ადამიანის განსასვენებელი იყო. აქ ხომ ერთმანეთის გვერდით ესვენა მუჰამედი, აბუ ბაქრი და ომარი. დროთა მანძილზე ეს სექტა გავრცელდა მესოპოტამიასა და სომალში და ბევრი სირთულეებიც შეუქმნა ადგილობრივ ხელისუფლებას. ვაჰაბიტების მიერ უარყოფილი იყო მოლა, წმინდანები, წმინდა ადგილები. განსაკუთრებული ყურადღებდა დაეთმო ჯიჰადს ურწმუნოთა და რწმენაში დაბნეულთა წინააღმდეგ. როგორც რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანების საშუალება ვაჰაბიტური იდეები ადვილად გავრცელდა ინდოეთის მუსლიმებში. მათ მაშინვე იერიში მიიტანეს ადგილობრივ სიქხებზე (3). ბრძოლის რელიგიური მოტივი ის გახლდათ, რომ „მუსლიმს არ შეეძლო ეცხოვრა ურწმუნოების ქვეყანაში“, ამიტომაც, მისი მიზანი იყო საღმრთო ომი წმინდა რწმენის, ალაჰის სუფთა სახელის რწმენის აღსადგენად.

ბაჰაიზმი ბაბიზმის შემდგომი განვითარების შედეგად აღმოცენდა. თვით ბაბიზმის წარმოშობა კი უკავშირდება სეიდ ალ მუჰამედის, შირაზელი ვაჭრის, სახელს, რომელმაც, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდამ, XIX საუკუნის 40-50-იან წლებში თავი გამოაცხადა ბაბად, რაც ნიშნავდა თავისებურ შუამავალს ალაჰსა და მორწმუნეს შორის, კარიბჭეს. ალი აგრძელებდა შეიხიტების სექტის ხელმძღვანელის სეიდ კაზემ რეშტის საქმეს. ეს უკანასკნელი ითვლებოდა მოსასვლელი მეთორმეტე იმამის წინამორბედად.

ბაბმა დამთავრებულად გამოაცხადა ყურანსა და შარიათზე დამყარებული კანონების ბატონობა. წამოაყენა მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპი; ადამიანთა უფლებების დაცვა, რითაც სწრაფად გახდა პოპულარული. აცხადებდა, რომ როგორც მოციქულის მემკვიდრე მოწოდებული იყო ახალი კანონების საუწყებლად. მის მოძღვრებაში დიდი ადგილი ეთმობოდა პანთეიზმისა და მისტიციზმის პრინციპებს. ბაბიზმი უარყოფდა ექსპლოატაციას და შიიტი სამღვდელოების თვითნებობას. ამ დროს დიდი უფლებები მოიპოვეს ადგილობრივმა ვაჭრებმა. ქვეყნიდან იდევნებოდნენ უცხოელი ვაჭარნი; რაც შეეხება რელიგიას, ბაბმა გაამარტივა ისლამური კულტი, შეამცირა ლოცვების რაოდენობა. ბაბისტურ მოძრაობაში დიდი როლი შეასრულა ქალმა ზაჰრე-ხანუმმა. ის იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი, რომელიც ითხოვდა ქალთა ემანსიპაციას, ასევე მრავალცოლიანობისა და ქალების დამამცირებელი სხვა მუსლიმური ჩვეულებების გაუქმებას.

1850 წელს შაჰის ბრძანებით ბაბი სიკვდილით დასაჯეს თეირანში. პროტესტის ნიშნად ბაბისტურმა მოძრაობამ მოიცვა მთელი ირანი, მაგრამ, რადგანაც უშუალო ხელმძღვანელი აღარ იყო, მოძრაობა თანდათან შესუსტდა და მალე თავი იჩინა ახალმა დაჯგუფებამ, რომელშიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ჰუსეინ ალი, ბაჰაულას სახელით ცნობილი (ეს სახელი ნიშნავდა „ღმერთის ბწყინვალებას“). მოძრაობამ ბაჰაიზმის სახელწოდება მიიღო და გამოაცხადა რჯულშემწყნარებლობა. ცდილობდა ისეთი მსოფლიო რელიგიის შექმნას, რომელიც იქნებოდა სრულიად ახალი და შეძლებდა გართულებების გარეშე ხალხების გაერთიანებას. ამ რელიგიურმა მიმდევრობამ უკანა პლანზე დააყენა კულტი: ლოცვას არ ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას და არც რელიგიური აკრძალვები მიუღია კანონად. სავალდებულოდ აღარ ითვლებოდა მეჩეთში ერთობლივი ღვთისმსახურება, გააუქმა მთელი რიგი ბაბისტური აკრძალვები და სხვ.


ბაჰაისტური ტაძარი
IPB-ს სურათი



ბაჰაიზმი თანამედროვე რელიგიურ-სოციალური-პოლიტიკურ მიმდევრობად ჩამოყალიბდა, რომელმაც თავის მოწოდებებსა და საქმიანობაში სერიოზული ყურადღება დაუთმო ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობას, რითაც შეძლო ავტორიტეტის სწრაფად მოხვეჭა. ეს უარყოფდა ძალადობას და მოუწოდებდა სიყვარულისა და მიმტევებლობისაკენ. ბაჰაისტების რელიგიური წიგნი „ქითაბ აკდას“ ანუ „უწმინდესი წიგნი“ ამთლიანებდა ყველა მნიშვნელოვან საკითხს. ბაჰაისტურ ტაძრებში ამ წიგნიდან ამოღებულ ცალკეულ გამონათქვამებს კედლებზეც კი ლოზუნგებად აწერდნენ. ბაჰაი უდიდეს სიყვარულს გამოხატავდა უქონელი და მოშიმშილე ხალხისადმი. ის ბევრს წერდა იმ ადამიანთა მომავალი კეთილდღეობის შესახებ, რომლებიც სოციალური უთანასწორობის მსხვერპლი გახდნენ. ერთი ბაჰაისტური წიგნი გარკვევით იუწყება: „იყო ბაჰაის მიმდევარი ეს იმას ნიშნავს გიყვარდეს მთელი კაცობრიოიბა, ემსახურო მას, იმუშაო საყოველთაო მშვიდობისა და ძმობისათვის. ბაჰაის მიმდევარი არის პიროვნება, რომელშიც შეთავსებულია ყველა საუკეთესო და სრულყოფილი თვისება. ბაჰაიზმი კრძალავს ადამიანების მხრივ ყველა ძალადობას, უსინდისობას და კაცობრიობას მოუწოდებს სიყვარულისაკენ. ამ ამაღელვებელი გრძნობის დაუფლებაში ადამიანებს ეხმარება უფლისადმი ლოცვა, რომელიც დღეში სამჯერ აღევლინება და მისი მეშვეობით მორწმუნეში „იბადება უფალი“. ბაჰაიზმის ძირითადი რელიგიური და მორალური პრინციპები შემდეგია: ჭეშმარიტების ძიება; რელიგია, როგორც საშუალება ძმობისა და სიყვარულისა; რათა გამოირიცხოს ადამიანებს შორის რელიგიური წინააღმდეგობები, აუცილებელია საერთო რელიგია, ასეთი ბაჰაიზმი; რელიგიისა და მეცნიერების მტკიცე კავშირი; ცრურწმენის უარყოფა; სოციალურ და ეკონომიკურ საშუალებათა გათანაბრების გზით ადამიანთა თანასწორობის მიღწევა; ადამიანთა თანასწორუფლებიანობა კანონის მიმართ; საყოველთაო მშვიდობა დედამიწაზე; რელიგიის ჩაურევლობა პოლიტიკაში; ქალისა და მამაკაცის თანსწორუფლებიანობა; და სხვ.

ბაჰაისტებს აქვთ საკუთარი კალენდარი, რომელიც ეყრდნობა მზის სისტემას; წელიწადი მოიცავს ცხრამეტდღიან თვეს, სულ 361 დღეს, ხოლო ოთხი დღე არის დამატებითი მეთვრამეტე და მეცხრამეტე თვეებს შორის; დღესასწაულების უმეტესობა ბაჰაის ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება. მთელ რიგ სახელმწიფოებში მოქმედებს ბაჰაიზმის 8 „თაყვანისცემის სახლი“ და იმედოვნებენ, რომ მათი რაოდენობა თანდათან გაიზრდება. დღეს ბაჰაიზმი გავრცელებულია მსოფლიოს 30 ქვეყანაში, 10 მილიონი მიმდევარი აღიარებს ამ რელიგიურ მოძღვრებას. მოქმედებს 250000-მდე ადგილობრივი და 800-მდე „ეროვნული სასულიერო საბჭოები“. ბაჰაის საზოგადოება აქტიურად თანამშრომლობს გაეროს სხვადასხვა მისიებთან, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მათი გაერთიანება „სამართლიანობის მსოფლიო სახელი“ ჩაბმულია ეკოლოგიური პრობლემების მოწესრიგებისათვის მოძრაობაში, განვითარებადი ქვეყნების, უპატრონო ბავშვებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაში.

ბაჰაიზმი მოქმედებს საქართველოშიც, 1992 წელს აქ მისი გავრცელება დაიწყეს ირანელმა როჰანმა და ინდოელმა აფშინმა. ისინი ასრულებდნენ ბაჰაიზმის „გავრცელების საერთაშორისო კომიტეტის“ დავალებას. „ოთხი თვის მანძილზე თავიანთ რწმენაზე მოაქციეს საქართველოში მცხოვრები რუსი ეროვნების ოციოდე ადამიანი, ხოლო 1993 წელს თბილისში ჩაატარეს „ადგილობრივი სასულიერო საბჭოს“ პირველი არჩევნები. 1994 წლიდან აქტიურ მქადაგებლობას ეწევიან: ქუთაისში, რუსთავში, მარნეულში, მცხეთაში, თელავში, გორში და ა.შ. დედაქალაქში მათი საკრებულო მოქმედებს აკაკი წერეთლის გამზირზე. ოთახში გაკრულია აბდულ ბაჰას დიდი სურათი, რწმენის 11 ძირითადი პრინციპი, ქარმალის მთის სურათი ბაბის განსასვენებელის გამოსახულებით და კალენდარი, აქვთ ბიბლიოთეკა და მათთვის საჭირო ტექნიკური საშუალებები. მოქმედებს ე.წ. „ბაჰაის აკადემია“, თვეში ერთხელ გამოსცემენ გაზეთს „ახალი ერა“. დღეისათვის თბილისში არის 200-მდე ბაჰაის მიმდევარი, მთალიანად საქართველოში - 2500.

IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Jun 16 2011, 10:37 PM
პოსტი #2


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



ისე ამ რელიგიასაც თავისებური ხიბლი აქვს.
აფხაზეთშიც არიან მაჰმადიანები და პიროვნულად ჯიგარი და კარგი ხალხია,ვერაფერს იტყვი.
ერთი ეგაა,რომ სიყვარულის ნაკლებობა იგრძნობა მაგათ შორის.რა შედარებაა ქრისტიანებსა და მაგათ სიყვარულს შორის .


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jun 17 2011, 12:44 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ყურანი არაბულ ენაზე წაკითხული მაქვს და ბაჰაიზმი დამაინტერესდა მგონი ცუდი არაფერი უწერია . "ბაჰაულა" ალბათ ირანული წარმოშობაა.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 17 2011, 09:51 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



http://islam.ge/rf/index.php?option=com_co...emid=30&lang=ka
dntknw.gif
http://www.youtube.com/watch?v=Fgz1c8L4cTw&feature=related


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jun 17 2011, 05:30 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jun 17 2011, 09:51 AM) *

ვაა საიდან ამდენი ცოდნა? არც ისლამშია ცუდი მაგრამ თვით ხალხი ცუდად იგებ ყურანს.


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 17 2011, 05:34 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



davithet
ციტატა
ვაა საიდან ამდენი ცოდნა?

რა მოგეწონა მანც?
ციტატა
არც ისლამშია ცუდი მაგრამ თვით ხალხი ცუდად იგებ ყურანს.

ცუდად გაგებაში რას გულისხმობ?


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
davithet
პოსტი Jun 17 2011, 06:00 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 413
რეგისტრ.: 28-January 09
წევრი № 6,402



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jun 17 2011, 05:34 PM) *

davithet

რა მოგეწონა მანც?
ცუდად გაგებაში რას გულისხმობ?

ყველა თავისებურად კარგია. უბრალოდ ადამიანი თუ სუსტია გონებრივად- ის ადამიანი ნებისმიერ სექტაში შეიძლება იოლად გადავიდეს და მიჰყვეს.
შენი, ცოდნის ამბავში - ძლიერ, ერკვევი ყველა რელიგიაში, ვერავინ შეგაცდენ -.
გაუნათლებლები, ხდებიან სხვა სექტის მიმდევრები, და ასაკში რომ, მიაღწევენ ბოლოს, ხვდებიან მცდარ გზაზეა- აღიარებაც კი გაუჭირდებათ.
( ჩვენ ვიცით ღმერთი ერთია, რელიგიის შემქმნელებმა კი იციან არაფერი)-WE know one God is but Religion makers knows nothing ).
( უწინ, ადამიანებმა ზღაპრები მოიგონეთ და მისმა მომავალმა კი ღმერთად აღიარეთ. ).
(ჩვენ ყველა ერთად ვერავინ შევხვდებით [ღმერთან] მაგრამ ჩვენ ყველანი დავიხოცებით მაგრამ აღდგომამდე კიდევ არის დრო).


--------------------
[b]止まれ[/b]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 17 2011, 08:18 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



davithet
ციტატა
ყველა თავისებურად კარგია.

კი,ნამდვილად.ყველა საინტერესოა და მართლაც თავისებური ხიბლი აქვს.
ციტატა
უბრალოდ ადამიანი თუ სუსტია გონებრივად- ის ადამიანი ნებისმიერ სექტაში შეიძლება იოლად გადავიდეს და მიჰყვეს. შენი, ცოდნის ამბავში - ძლიერ, ერკვევი ყველა რელიგიაში, ვერავინ შეგაცდენ -.

მადლობა შექებისთვისmadlioba.gif
მაგრამ ეს,ღმერთმა მოიღო წყალობა,რომ მე რაღაცეები შემესწავლა,თორემ მარტო მე რისი მაქნისი ვარ.
ციტატა
გაუნათლებლები, ხდებიან სხვა სექტის მიმდევრები, და ასაკში რომ, მიაღწევენ ბოლოს, ხვდებიან მცდარ გზაზეა- აღიარებაც კი გაუჭირდებათ.

ზუსტად ამაშია მათი უბედურება,რომ ხვდებიან,მაგრამ იმდენად დაუბნელა სატანამ გონება,რომ აღარ უნდათ აღარაფრის გაგონება.ამას ბევრს მეც ვატყობ,რომ ხვდებიან მცდარ გზას რომ ადგანან,მაგრამ პრინციპის გამო არ აღიარებენ.
ციტატა
( უწინ, ადამიანებმა ზღაპრები მოიგონეთ და მისმა მომავალმა კი ღმერთად აღიარეთ. ).

ამას პავლე მოციქულიც ამბობს,რომ ბოლოს ჭეშმარიტებას უარყოფენ და მის მაგივრად ზღაპრებს დაუჯერებენო.
ციტატა
(ჩვენ ყველა ერთად ვერავინ შევხვდებით [ღმერთან] მაგრამ ჩვენ ყველანი დავიხოცებით მაგრამ აღდგომამდე კიდევ არის დრო).

ვისაც უფალი ცათა სასუფეველს გვიწყალოებს,იქ ნამდვილად შევხვდებით ერთმანეთსsmile.gif
სადღაც არის ნათქვამი,აღარ მახსოვს,არადა ძალიან მიყვარს ეს სიტყვები.გაშორებისას ერთი მეორეს ეუბნება:ცათა სასუფეველში შევხვდებითო.
მართლაც მანუგეშებელი სიტყვებია.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jun 21 2011, 04:07 PM
პოსტი #9


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



მე მაინტერესებს smile.gif

და მე არ ვფიქრობ რომ ძალადობრივი რელიგიაა smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 21 2011, 05:58 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ქევანა
ციტატა
მე მაინტერესებს

რომ გაინტერესებს კარგია,მაგრამ...
ციტატა
და მე არ ვფიქრობ რომ ძალადობრივი რელიგიაა

აბა ეს რა არის?
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Jun 21 2011, 07:50 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



მუსულმანებს ბევრს ვიცნობ, ქისტი მეგობრებიც მყავს, მათთან მისაუბრია ისლამზე და ქრისტიანობაზე.მე ისეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ ისლამი არის იუდაიზმისა და ქრისტიანობის ნაჯვარი, ოღონდ იუდაიზმისაგან უფრო მეტი აქვს მუჰამედს აღებული, სრულიად აშკარაა, რომ მუჰამედს ყურანში ახალი არაფერი უთქვამს, რაც ბიბლიაში არ წერია.ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ მითხრეს ბოლოს მხეცს თქვენი ისა შეებრძოლება და მოკლავსო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 21 2011, 08:44 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ხახაბოელი
ციტატა
მე ისეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ ისლამი არის იუდაიზმისა და ქრისტიანობის ნაჯვარი, ოღონდ იუდაიზმისაგან უფრო მეტი აქვს მუჰამედს აღებული

ეს კი,ნამდვილად ასეა.
მამა თეოდორემ თქვა-ისლამს შეიძლება ერთ-ერთი ქრისტიანული სექტაც კი ვუწოდოთო.
ძველი აღთქმა თითქმის მთლიანად აქვთ აღებული.
ციტატა
ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ მითხრეს ბოლოს მხეცს თქვენი ისა შეებრძოლება და მოკლავსო.

კი,ეგენი ქრისტეს წინასწარმეტყველად აღიარებენ,მაგრამ მუჰამედს,როგორც უკანასკნელს,იესოზე მაღლა აყენებენ.

ისლამი წინასწარმეტყველებად აღიარებს: ადამს, ნოეს (ნუხი), აბრაამს (იბრაჰიმი), მოსეს (მუსა) და იესოს (ისა). მუჰამედი, როგორც უკანასკნელი წინასწარმეტყველი, მათზე მაღლა დგას. იუდეურ-ქრისტიანული ტრადიციიდან ისესხა ისლამმა ერთღმერთიანობის, ანგელოზების, სულის უკვდავების, საიქიო მისაგებელის, მეორედ მოსვლის და სხვა იდეები, თუმცა ყოველ მათგანში საკუთარი შინაარსი ჩადო.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Jun 21 2011, 09:34 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ერთმა ჩემმა ნაცნობმა ქისტმა მითხრა,საიქიოში ულამაზესი ცოლები გველოდებაო,ისეთები იქნებიან ადამიანმა ეხლა სიცოცხლეში მათ თმასაც,რომ მოკრას თვალი, ვერ გაუძლებს,გონებას დაკარგავსო.მართლა ეს მოლოდინია ისლამში? თუ ასეა როგორ განსხვავდება და რამდენად მიწიურია ქრისტიანობისაგან, რომელიც ანგელოზებრივ ცხოვრებასა და ღმერთთან მყოფობაში ხედავს ნეტარებას.სამწუხარო ის არი, რომ სულიწმინდის მადლის განუცდელ კაცს ის ქალები უფრო მიიზიდავს, ვიდრე ღმერთის სიახლოვე.ადამიანთა უმეტესობისათვის კი, მიწიური დაპირებები უფრო მომხიბვლელია.ვისაც ცოტათი მაინც შეუგვრძვნია სულიწმინდის მადლი, ვისაც ლოცვისას ღმერთი შეუგვრძვნია და უტირია ამ სიყვარულის შეგრძნებით და მით უმეტეს მათ ვისაც ლოცვისას სრულ დავიწყებაში მიუცია სამყარო და ჩაძირულა ღმერთში იციან, რომ ნამდვილი ნეტარება ღვთის სიახლოვეა, მისი განცდა და შეგრძნება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 21 2011, 10:17 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ხახაბოელი
ციტატა
ერთმა ჩემმა ნაცნობმა ქისტმა მითხრა,საიქიოში ულამაზესი ცოლები გველოდებაო,ისეთები იქნებიან ადამიანმა ეხლა სიცოცხლეში მათ თმასაც,რომ მოკრას თვალი, ვერ გაუძლებს,გონებას დაკარგავსო.მართლა ეს მოლოდინია ისლამში?

კი,ნამდვილადsmile.gif
მაგათი სამოთხე არის 70 ქალწულით გარშემორტყმული კაცი.მიდიი რომელიც გინდაbiggrin.gif
ჯერ აქედან გამოიტანე დასკვნა,რამხელათი მადლითაა დაცლილი ისლამი.მართლმადიდებლები ვამბობთ,რომ უფლის სიდიადესა და მის მშვენიერებას ვერ გაუძლებს ადამიანი და ეგენი კიდე ქალწულებით გვხიბლავენ.
მამა თეოდორე ხშირად ახსენებს ხოლმე მუსულმანურ სამოთხეს,რომელსაც მხოლოდ პირადი გრძნობების დაკმაყოფილება და ხორციელი სიამოვნების მოცემა შეუძლია,რომელიც დედამიწაზეც უხვადაა.თუ მუსულმანს ქალების გარეშე არსებულ სამოთხეს შესთავაზებ-უარს გეტყვისbiggrin.gif
ციტატა
თუ ასეა როგორ განსხვავდება და რამდენად მიწიურია ქრისტიანობისაგან, რომელიც ანგელოზებრივ ცხოვრებასა და ღმერთთან მყოფობაში ხედავს ნეტარებას

აი ზუსტად ამაშია საქმე.როგოც შავი და თეთრი,ისე განსხვავდება მუსულმანური და ქრისტიანული სწავლებები ერთმანეთისგან სამოთხის შესახებ.
ციტატა
სამწუხარო ის არი, რომ სულიწმინდის მადლის განუცდელ კაცს ის ქალები უფრო მიიზიდავს, ვიდრე ღმერთის სიახლოვე.ადამიანთა უმეტესობისათვის კი, მიწიური დაპირებები უფრო მომხიბვლელია.

და მერე კიდე,სულიერებასა და ღმერთთან სიახლოვეზე აქვთ პრეტენზია და აქეთ შემოგედავებიან.
ციტატა
ვისაც ცოტათი მაინც შეუგვრძვნია სულიწმინდის მადლი, ვისაც ლოცვისას ღმერთი შეუგვრძვნია და უტირია ამ სიყვარულის შეგრძნებით და მით უმეტეს მათ ვისაც ლოცვისას სრულ დავიწყებაში მიუცია სამყარო და ჩაძირულა ღმერთში იციან, რომ ნამდვილი ნეტარება ღვთის სიახლოვეა, მისი განცდა და შეგრძნება.

ეს მეც განმიცდია.
დიდება უფალს!


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Jun 21 2011, 11:53 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ქალებს რას პირდება ისლამი საიქიოში ეგ არის საინტერესო.მე მხოლოდ რამდენჯერმე განმიცდია ღმერთის სიახლოვე, ისე რომ ცრემლები მომსვლია, ძალიან დიდი სიხარული და ნეტარება იყო ეს ჩემტვის, მინდა რომ სულ მასე ვიყო, მაგრამ არ გამომდის. წმინდა მამების ნაწერებს, რომ ვკითხულობ როგორი ლოცვა ჰქონდათ გაოცებული ვარ,ვინ იცის ისინი რას გრძნობდნენ, რა ნეტარებას განიცდიდნენ.ჯერ ჩემი სუსტი ლოცვა რამხელა ბედნიერებას მგვრიდა, რა სიხარულს და ისინი რომ ყვებიან ეგ ხომ სრულიად უცნობია ჩემთვის ის ხომ საოცრებაა. ისეთი დროც მქონდა, რომ მწამდა ღმერთი, მაგრამ საერთოდ ვერ ვგრძნობდი მის არსებობას უგრძნობელი ვიყავი და ამაზე ცუდად არასოდეს ვყოფილვარ. ნეტა ყველამ ვიცოდეთ ღმერთში რა სიხარულია და რა ბედნიერება.ნეტა მუდმივად გვქონდეს ღვთის ცოცხალი შეგრძნება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 22 2011, 11:25 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ხახაბოელი
ციტატა
ქალებს რას პირდება ისლამი საიქიოში ეგ არის საინტერესო.

ქალებს ალბათ სიმპატიურ მამაკაცებსbiggrin.gif
რა საშინელებაა!



--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 29 2011, 12:16 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ნახეთ რა კარგი სიმღერა აღმოვაჩინე ისლამზე;
"სუბჰან ალლაჰ"
შეგიძლიათ თქვენც აყვეთ, ყოველი სიტყვა ეწერებაsmile.gif
http://www.youtube.com/watch?v=SDjVsuPjR98&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=jfuuEaLRw5A

ესეც ძალიან კარგი მოსასმენია
http://www.youtube.com/watch?v=p5sfs4rulh8


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jun 29 2011, 04:18 PM
პოსტი #18


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



GIORGI LELUASHVILI

ციტატა
აბა ეს რა არის?


რა არის და ბრბო და მისი ფსიქოლოგია...

შენ თუ ფიქრობ ქრისტიანები სასტიკები არ ვართ, ან გინდა ინდუსები ან ბუდისტები, კაქი რააა....

IPB-ს სურათი

აუფ, მომიყვანა კაი-კაი მაგალითი მუსულმანების სისასტიკეზე biggrin.gif ლოოლზ
IPB-ს სურათი


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jun 29 2011, 04:23 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ქევანა
ციტატა
რა არის და ბრბო და მისი ფსიქოლოგია...შენ თუ ფიქრობ ქრისტიანები სასტიკები არ ვართ, ან გინდა ინდუსები ან ბუდისტები, კაქი რააა....

ეს არაა პიროვნული სისასტიკე.
ვიღაცამ რაღაცა დააშავა და მუსულმანური კანონებიდან გამომდინარე მას ასე უსწორდებიან.
ციტატა
აუფ, მომიყვანა კაი-კაი მაგალითი მუსულმანების სისასტიკეზე ლოოლზ

მშვენიერი მაგალითიაbiggrin.gif tongue.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Jun 29 2011, 04:31 PM
პოსტი #20


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
მუსულმანური კანონებიდან გამომდინარე მას ასე უსწორდებიან.

რა მუსულმანური კანონებიდან?

ჩვენთან რა ლინჩის წესით არ გაუსამართლებიათ? არ დაუსჯიათ სიკვდილით ღმერთის სახელით? laugh.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 09:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი