IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ძველი საეკლესიო ტრადიციები, საინტერესოა
mamia
პოსტი Oct 27 2006, 08:37 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 13-August 06
წევრი № 52



ვინც რაიმე იცით ძველი საეკლესიო ტრადიციების შესახებ დაწერეთ, იმედია ეს თემა საინტერესო იქნება.
მაგალითად მე ერთერთ ტაძარში ვნახე ასეთი რამ, რაც სხვაგან არ მინახია; ღვთისმსახურებისას სახარებას მღვდელი კითხულობს, ამბიონზე მუხლებზე მდგარი სტიქაროსანის თავზე. ეს ძალიან მომეწონა და რომ ვიკითხე თუ ასე რატომ კითხულობდა მსახურებისას, მიპასუხეს, რომ ეს ყოფილა ეკლესიაში უძველესი ტრადიცია.
ისე ნამდვილად კარგი იქნებოდა, რომ ასეთი ტრადიცია აღდგენილიყო.


--------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
AnDaIn
პოსტი Oct 27 2006, 08:41 PM
პოსტი #2


დაურეგისტრირებელი









აუ არ ვიცი მარა მაგრა მაინტერესებს საინტერესო თემაა
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Oct 27 2006, 08:43 PM
პოსტი #3


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



კარგი თემაა ნამდვილად...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mamia
პოსტი Oct 27 2006, 08:52 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 13-August 06
წევრი № 52



ბევრმა შეიძლება კიდეც არც იცოდეს, რომ "მამაო ჩვენო" და მრწამსი ეკლესიაში ოდითგანვე ითქმებოდა და არ იგალობებოდა. ამის გალობა საქართველოში დაიწყეს, ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, როდესაც რუსი ეგზარხოსები მართავდნენ საქართველოს ეკლესიას. ასევე როგორც მსოფლიო ეკლესიაში არ აღინიშნება და ასევე არც საქართველოს ეკლესიში არ აღინიშნებოდა მიცვალებულთა ხსენების დღე-დიმიტრის შაბათი. ეს იყო რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის მიერ დადგენილი მიცვალებულთა ხსენება, ერთერთი ბრძოლაში(თუ არ ვცდები კულიკოვოს) დაღუპული მეომრების სულის მოსახსენებლად დაწესებული დღე.


--------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Oct 27 2006, 10:58 PM
პოსტი #5


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(mamia @ Oct 27 2006, 04:52 PM) *

ბევრმა შეიძლება კიდეც არც იცოდეს, რომ "მამაო ჩვენო" და მრწამსი ეკლესიაში ოდითგანვე ითქმებოდა და არ იგალობებოდა. ამის გალობა საქართველოში დაიწყეს, ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, როდესაც რუსი ეგზარხოსები მართავდნენ საქართველოს ეკლესიას. .



დარწმუნებული ხარ? "მრწამსის" და "მამაო ჩვენოს" საგალობლები შუა საუკუნეების გვაქვს ქართველებს...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 27 2006, 11:07 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ბევრმა შეიძლება კიდეც არც იცოდეს, რომ "მამაო ჩვენო" და მრწამსი ეკლესიაში ოდითგანვე ითქმებოდა და არ იგალობებოდა. ამის გალობა საქართველოში დაიწყეს, ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, როდესაც რუსი ეგზარხოსები მართავდნენ საქართველოს ეკლესიას.


იქნებ წყარო მიმითითო? რუსიფიკატორულ რეჟიმს არც თუ ცუდად ვიცნობ, მამაო ჩვენოზე არაფერი მსმენია. . .


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 28 2006, 02:54 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



mamia
ციტატა
ეს იყო რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის მიერ დადგენილი მიცვალებულთა ხსენება, ერთერთი ბრძოლაში(თუ არ ვცდები კულიკოვოს) დაღუპული მეომრების სულის მოსახსენებლად დაწესებული დღე.

ეს მართალია, მაგრამ ვერაფერ საწინააღმდეგოს ვერ ვხედავ, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დღე აღნიშნოს საქართველოს ეკლესიამაც და გარდაცვალებულნი ქრისტიანენი მოიხსენიონ ამ დღეს.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neliko777
პოსტი Oct 28 2006, 12:43 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 28-October 06
წევრი № 342




ვინც რაიმე იცით ძველი საეკლესიო ტრადიციების შესახებ დაწერეთ, იმედია ეს თემა საინტერესო იქნება.
saintereso Temaa, omedia mas momxmarebeli ar moakldeba!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mamia
პოსტი Oct 29 2006, 02:51 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 13-August 06
წევრი № 52



ციტატა(ალექსანდრე @ Oct 28 2006, 02:54 AM) *

mamia

ეს მართალია, მაგრამ ვერაფერ საწინააღმდეგოს ვერ ვხედავ, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დღე აღნიშნოს საქართველოს ეკლესიამაც და გარდაცვალებულნი ქრისტიანენი მოიხსენიონ ამ დღეს.


საწინააღმდეგო ნამდვილად არ არის, მგრამ ასევე აუცილებელიც ნამდვილად არ არის, რომ რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის მიერ დაწესებული მიცვალებულთა ხსენება, რომელიც დაკავშირებულია კულიკოვოს ომში დაღუპული მეომრების საოხად, აუცილებლად ჩვენც დავაწესოთ და აღვნიშნოთ.


--------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 29 2006, 03:14 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



mamia
ციტატა
მგრამ ასევე აუცილებელიც ნამდვილად არ არის,

ვერ ვიტყოდი რომ აუცილებელი არ არის, რადგან მიცვალებულთა სულის საოხად გადახდილი პანაშვიდი ძალიან შეეწევა გარდაცვალებულთ და ეკლესიის მიერ აღსრულებულ მსახურებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათი სულებისათვის. არც არაფერია იმაში ცუდი რომ ეკლესიამ ეს დღე შემოიღო და დაადგინა საზოგადო პანაშვიდის გადახდის დღედ smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mamia
პოსტი Oct 29 2006, 03:30 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 13-August 06
წევრი № 52



ციტატა(ალექსანდრე @ Oct 29 2006, 03:14 PM) *

mamia

ვერ ვიტყოდი რომ აუცილებელი არ არის, რადგან მიცვალებულთა სულის საოხად გადახდილი პანაშვიდი ძალიან შეეწევა გარდაცვალებულთ და ეკლესიის მიერ აღსრულებულ მსახურებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათი სულებისათვის. არც არაფერია იმაში ცუდი რომ ეკლესიამ ეს დღე შემოიღო და დაადგინა საზოგადო პანაშვიდის გადახდის დღედ smile.gif

ნებისმიერ ქრისტიანს როცა უნდა პანაშვიდს მაშინ გადაახდევინებს ეკლესიაში და რაც შეეხება საყოველთაო მიცვალებულთა მოხსენიების დღეებიც ეკლესიამ საკმაოდ დააწესა. მე უბრალოდ ვთქვი რომ რუსული ადგილობრივი ეკლესიის მიერ დადგენილი მიცვალებულთა მოხსენიება-დიმიტრის შაბათი, ჩვენც რომ გამორჩეულად აღვნიშნოთ აუცილებელი ნამდვილად არ არის.


--------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mamia
პოსტი Oct 29 2006, 03:49 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 13-August 06
წევრი № 52



ციტატა(guja @ Oct 27 2006, 10:58 PM) *

დარწმუნებული ხარ? "მრწამსის" და "მამაო ჩვენოს" საგალობლები შუა საუკუნეების გვაქვს ქართველებს...


შენ თუ გაქვს რაიმე დამამტკიცებელი საბუთი, რომელიც დაადასტურებს, შუა საუკუნეებში ქართველები "მამაო ჩვენოს" და "მრწამს" რომ გალობდნენ?!


--------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 29 2006, 03:53 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მაგალითად ჩვენს ტაძარში მრწამსს გალობენ, მამაო ჩვენოს კი მთელი მრევლი ერთად ვამბობთ. გალობა იგივე ლოცვის ფორმაა და ვერ ვხვდები რა მნიშვნელობა აქვს გალობით იტყვი მამაო ჩვენოს თუ ჩვეულებრივ? რა გალობას არ იწირავს უფალი თუ როგორაა საქმე?


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mamia
პოსტი Oct 29 2006, 04:04 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 13-August 06
წევრი № 52



ციტატა(ალექსანდრე @ Oct 29 2006, 03:53 PM) *

მაგალითად ჩვენს ტაძარში მრწამსს გალობენ, მამაო ჩვენოს კი მთელი მრევლი ერთად ვამბობთ. გალობა იგივე ლოცვის ფორმაა და ვერ ვხვდები რა მნიშვნელობა აქვს გალობით იტყვი მამაო ჩვენოს თუ ჩვეულებრივ? რა გალობას არ იწირავს უფალი თუ როგორაა საქმე?

მაგი მე მგონი არსად არ მითქვამს, რომ უფალი არ იწირავს თქო-დამიფაროს ამისგან უფალმა. უბრალოდ ვთქვი რომ ესეთი ტრადიციაც-ამ ლოცვების გალობისა, რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის ეგზარხოსობის პერიოდის შედეგია.


--------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Oct 29 2006, 06:18 PM
პოსტი #15


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(mamia @ Oct 29 2006, 11:49 AM) *

შენ თუ გაქვს რაიმე დამამტკიცებელი საბუთი, რომელიც დაადასტურებს, შუა საუკუნეებში ქართველები "მამაო ჩვენოს" და "მრწამს" რომ გალობდნენ?!


კანონიკური "მამაო ჩვენო" და "მრწამსი" საგალობლების ნოტებში შეტანილია როგორც "შუა საუკუნეების ქართული გალობა" ასე რომ არამგონია ეს რუსების დამკვიდრებული ტრადიცია იყოს...







--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 29 2006, 06:41 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
კანონიკური "მამაო ჩვენო" და "მრწამსი" საგალობლების ნოტებში შეტანილია როგორც "შუა საუკუნეების ქართული გალობა" ასე რომ არამგონია ეს რუსების დამკვიდრებული ტრადიცია იყოს...


შუა საუკუნეები მთავრდება 1442 წელს wink.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Nov 7 2006, 02:53 AM
პოსტი #17


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



სტიქაროსნის თავზე სახარების დაბრძანება ღმრთისმსახურებისას არაერთხელ მინახავს ჩემს სტიქაროსნობაში. ლამაზი წესია. თუმცა მის პრაქტიკულობაზე ვერავის შევედავები. ბრტყელ ზედაპირზე სახარების დაბრძანება უპრო მოხერხებულია. ასე რომ სტიქაროსნის თავის ფორმასაც გააჩნია. smile.gif ყოველ შემთხვევაში მიუღებელი არაფერია, თუ წინამძღვარს სურს.
აი რაც შეეხება 'მამო ჩვენოს" და 'მრწამსის' წართქმით და არა გალობით თქმას, ეს უკვე უფრო სერიოზული საკითხია. პირადად ჩემი მოსაზრებით უნდა იკითხებოდეს. ასეა ბერძნულ ტრადიციაში, რომელსაც წყვეტა არ ქონია და არის მემკვიდრე ბიზანტიური ტრადიციისა, და ჩვენს წინაპრებს უთუოდ ექნებოდათ მსგავსადვე, რადგან ამას ლიტურღიის წესი განაჩინებდა და არა ეროვნული ტრადიცია. სლავურ ტრადიციაში რამოდენიმე საუკუნეა იგალობება, თუმცა გამონაკლისები იქაც იყო და არის. გარდა ამისა, გალობის შეჩერება და წართქით ლოცვის თქმა კონტრასტულობის გამო განსაკუთრებულად იწვევს ყურადღების გამახვილებას. არაერთხელ დავრწმუნებულვარ ამაში. მაგრამ არის სხვა მომენტიც. გალობა აუცილებლად იწვევს ტკბობას, ყურადღება მეტად გადადის მის მუსიკალურ მხარეზე, ვიდრე თვით ტექსტის სიდიადის აღქმაზე. დავუკვირდეთ საკუთარ თავს მსახურებისას და აუცილებლად შევამჩნევთ. იშვიათად თუ მოახერხებს ადამიანი სიტყვების განცდას. "მრწამსი" და "მამაო ჩვენო" – ეს ის მომენტებია, როცა ადამიანს არაფერი არ უნდა ფანტავდეს (ისევე, როგორც ძღვენის შეწირვისას).


მიცვალებულთა ხსენებაზეც ჩამოვარდა სიტყვა. მიცვალებულები მოიხსენიება უკლებლივ ყოველ წირვაზე. მათი ხსენების განსაკუთრებული დღეების დაწესებას კი სულ სხვა რამ უდევს საფუძვლად; ეს არ არის უბრალოდ მოხსენების დღეები (თუ ვინმემ არ იცის, ამზეც შეიძლება საუბარი). დიმიტრის შაბათი კი დიმიტრი დონელმა დააწესა თავისი ანგელოზის დღის წინა შაბათს მამულისათვის თავდადებულ რუს მეომართა (და არა ზოგადად) მიცვალებულთა მოსახსენებლად. ასე რომ ამ დღეს არანაირი კავშირი არ აქვს ქართულ ტრადიციასთან. მაგრამ მთავარი, რაც საჭიროებს ყურადღების მიქცევას სულ სხვა გარემოებაა. ეს არის ჩვენი დაუფიქრებლობა იმაზე, თუ რას და რატომ ვაკეთებთ, საიდან იღებს სათავეს ტრადიცია, რა სიმბოლო დევს მასში. ამის გარეშე ჩვენ ისეთივე "შემსრულებლები" ვხდებით, როგორც ე.წ. ძველმართმადიდებლები. დღეს კალენდარში გაუცნობიერებლად დაწერილი, წლების შემდეგ აღიქმებოდეს იქნება როგორც ტრადიცია. და დიმიტრის შაბათი არ არის პრობლემური. სულ სხვა, გაუმართლებელი და უსაფუძვლო მოქმედებები იმკვიდრებს ჩვენში. მართლმადიდებლობაში ყოველ მოქმედებას აქვს თავისი მიზეზი, საღმრთისმეტყველო და ლიტურგიგული საფუძველი და დანიშნულება და ჩვენ ვალდებულნი ვართ ჩვენი ინტელექტისდა მიხედვით გამოვიძიოთ და ჩავწვდეთ მათ. ამიტომ არის მიუღებელი სხვისი ტრადიციის ბრმად აღსრულება და აუცილებელი შემთხვევით შემოსული წესებისაგან ჩვენი ტრადიციის გაწმენდა. რა გვიშლის ქართველებს, რომ დავაწესოთ, ვთქვათ გიორგობის წინა შაბათი მეომართა ხსენების დღედ? არ იქნება ცუდი, და ეს იქნება უკვე ჩვენი და გვეცოდინება როდის და რისთვის დაწესდა. ბრმად გადმოღება სხვისი ჩვეულებებისა, რუსული იქნება ეს, ბერძნული თუ აფრიკული არ უნდა იყოს გამართლებული.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Nov 14 2006, 12:41 AM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ჩვენს ტაძარში წირვის და მწუხრის დასასრულს 33-ე ფსალმუნი "ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა" კი არ იკითხება, არამედ იგალობება. მოძღვრის განმარტებით, ეს ძველი ტრადიციაა. ამ ფსალმუნის განსაკუთრებულმა სიღრმემ და სილამაზემ გადააწყვეტინა ამ ტრადიციის აღდგენა ჩვენს ტაძარში, მისი გალობით შესრულება. ჩვენც მოგვიწოდებს, დავუკვირდეთ და კარგად გავიაზროთ მისი სიტყვები. მისი თქმით, გალობით ეს უკეთესად მიიღწევა.


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 22 2009, 01:12 PM
პოსტი #19


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



რა საინტერესო თემაა და როგორ არ გრძელდება sad.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 09:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი