IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი
ნათია
პოსტი May 7 2007, 12:16 AM
პოსტი #1

Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224

„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“

შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად.

თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ.

ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ.

ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს.

ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს.

ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება.

ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა.

სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს.

თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ.

„...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად!

ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ!

ვილოცოთ...

--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
76 გვერდი V « < 74 75 76  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(1500 - 1512)
marine
პოსტი May 10 2024, 08:48 PM
პოსტი #1501

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,197
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"არასოდეს იფიქროთ, რომ პირველ ლოცვაზე ან ვედრებაზე მიიღებთ ყველაფერს ღმერთიგან: თქვენ უნდა დაიმსახუროთ ეს ლოცვით, მისი იმედით, რწმენით. იგი უარს არ გეტყვით"

/წმიდა ლუკა (ვოინო-იასენეცკი)/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 19 2024, 01:35 PM
პოსტი #1502

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,197
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"უფალმა მცნებად დაგვიდო გამუდმებული, ანუ ხშირი და განუწყვეტელი ლოცვა; მას არ უთქვამს, რომ ერთხელ გვეთხოვა და შემდეგ შეგვეწყვიტა თხოვნა, არამედ გვიბრძანა დაჟინებით, უკანდაუხევლად გვეთხოვა; თხოვნის ბრძანებას დაურთო აღთქმა იმისა, რომ თხოვნას შეისმენდა და შეასრულებდა"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 23 2024, 08:40 PM
პოსტი #1503

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,197
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"დავიწყოთ საქმე; თანდათანობით წარმატების მიღწევისას ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ არა მხოლოდ ღვთის იმედი, არამედ ნაუწყებ რწმენასაც, გულწრფელ სიყვარულსაც, წყენის დავიწყებასაც, თავშეკავებასაც, მოთმინებასაც, გაგების სიღრმესაც, ცდუნებებისგან ხსნასაც, ნიჭების მონიჭებასაც, გულისმიერ აღსარებასაც და გულითად ცრემლებსაც მორწმუნეები ლოცვით იღებენ. არა მხოლოდ ამას, არამედ - მწუხარებებში მოთმინებასაც, მოყვასის მიმართ წმინდა სიყვარულსაც, სულიერ რჯულის შემეცნებასაც, ღვთის სიმართლის შეძენასაც, სულიწმიდის პოვნასაც და სულიერი განძის მოცემასაც - ერთი სიტყვით, ყველაფერს, რასაც ღმერთი მორწმუნეებს ამ და მომავალ ეპოქაში დაჰპირდა. შეუძლებელია სულმა ხატება სხვაგვარად აღიდგინოს, თუ არა ღვთის მადლითა და ადამიანის რწმენით, როცა იგი გონებით გაუფანტავ ლოცვასა და დიდ სიმდაბლეშია"

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 26 2024, 04:47 PM
პოსტი #1504

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,197
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"არაფერი ისე არ უწყობს ხელს ლოცვას, როგორც მორჩილება, ჩვენი ამსოფლისათვის და საკუთარი თავისათვის სიკვდილი. "ლოცვის უდიდესი სიკეთე მორჩილებიდან გამომდინარეობს", - თქვა ღირსმა სვიმეონ ახალმა ღვთისმეტყველმა"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 27 2024, 01:40 PM
პოსტი #1505

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,197
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ლოცვის დროს კვლავ ჯვარ ეცვი, ჯვარს ეცვი ლოცვის ჯვარზე. მოიცილე ყველა მოგონება, ყველაზე მნიშვნელოვანიც, რომლებიც ლოცვის დროს გეწვევიან, არად ჩააგდო ისინი. ნუ იღვთისმეტყველებ, ნუ გაგიტაცებს ბრწყინვალე, ახალი და ძლიერი აზრების განხილვა, თუკი ისინი უეცრად დაიწყებენ შენში გამრავლებას. წმინდა დუმილი, რომელიც გონებას ლოცვის დროს ღვთის დიდებულების განცდამ მოუტანა, ღმერთზე უფრო ამაღლებულად და ძლიერად საუბრობს, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 28 2024, 06:52 PM
პოსტი #1506

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,197
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"შენს ლოცვით ღვაწლში მთლიანად ღმერთს მიენდე, რომლის გარეშეც სულ მცირე წარმატებაც კი შეუძლებელია. ამ ღვაწლში წარმატებისკენ ყოველი ნაბიჯი ღვთის საჩუქარია. უარყავი საკუთარი თავი და ღმერთს მიენდე, დაე, ის აკეთოს შენ თავს, რაც სურს. მას კი, ყოვლად კეთილს, სურს მოგანიჭოს ის, რაც არც ჩვენს გონებას, არც "გულსა კაცისასა არა მოხუდა": სურს მოგვანიჭოს ისეთი სიკეთეები, როგორებიც ჩვენს გულსა და გონებას დაცემულ მდგომარეობაში არც კი შეუძლია წარმოიდგინოს"

პოსტი #1507

პოსტი May 28 2024, 07:32 PM
პოსტი #1508

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,197
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"უარყავი, ერთი შეხედვით, კეთილი ფიქრები და, ერთი შეხედვით, ნათელი აზრები, რომლებიც ლოცვის დროს მოდიან და ლოცვას გაცდენენ. ისინი გამოდიან ცრუმოსახელე გონების არეალიდან და მხედრდებიან ამპარტავნებაზე, როგორც მხედრები ცხენებზე"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 29 2024, 05:06 PM
პოსტი #1509

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,197
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"მამებიც მოწმობენ, რომ ყველა შემხვედრი მწუხარების მოთმენა და გულისსიტყვების წარმატებით ასხლეტა ლოცვით მოდის; ისინი ლოცვას სინანულის წყაროს უწოდებენ. იგი სინანულის დედაც არის და მისი ასულიც"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 29 2024, 08:49 PM
პოსტი #1510

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,197
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"არ შესცოდავს, ვინც იტყვის, რომ მადლიანი ლოცვა არის მადლიანი თავმდაბლობა და მადლიანი თავმდაბლობა არის განუწყვეტელი ლოცვა"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 30 2024, 11:14 AM
პოსტი #1511

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,197
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ლოცვის ღირსება მხოლოდ ხარისხშია და არა რაოდენობაში: რაოდენობა მაშინ არის საქებარი, როცა მას ხარისხთან მივყავართ. ხარისხს ყოველთვის მივყავართ რაოდენობასთან; რაოდენობას მაშინ მივყავართ ხარისხთან, როცა მლოცველი გულდასმით ლოცულობს"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 30 2024, 05:26 PM
პოსტი #1512

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,197
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ლოცვა ლოცვისგან განსხვავდება; სხვაა ღვთის წინაშე ფიქრის გატაცების გარეშე ილოცო და სხვაა ლოცვაზე სხეულით იდგე, ხოლო გონებით დაფრინავდე. ისევ და ისევ: სხვაა განსაზღვრული დროებში ლოცულობდე და ლოცვას ამსოფლიური საუბრებისა და საქმიანობების დამთავრების შემდეგ შეუდგე ხოლმე და სხვაა ლოცვა ამჯობინო და, რამდენადაც შესაძლებელია, ამსოფლიურ საზრუნავებზე წინ დააყენო, იმავე მოციქულის სწავლებისამებრ: "უფალი ახლოს არს. ნურარას ზრუნავთ, არამედ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმერთისა მიმართ" (ფილიპ. 4:5-6)"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 30 2024, 05:51 PM
პოსტი #1513

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,197
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

"ლოცვა არის ჩვენი თხოვნების ღმერთთან აღვლენა. ლოცვის საფუძველი ის არის, რომ ადამიანი დაცემული არსებაა. იგი მიისწრაფვის იმ ნეტარების მისაღებად, რომელიც ჰქონდა, მაგრამ დაკარგა და ამიტომაც ლოცულობს".

"ლოცვისათვის მომზადებაა: გაუმაძღარი მუცელი, რწმენის მახვილით საზრუნავების მოკვეთა, ყველა წყენის წრფელი გულით პატიება, ცხოვრების ყველა სამწუხარო შემთხვევისთვის ღვთისადმი მადლიერება, გაფანტულობისა და მეოცნებეობის მოშორება, მოწიწებული შიში, რომელიც ასე თვისობრივია ქმნილისათვის, როცა მას თავის შემქნელთან სასაუბროდ დაუშვებენ შემქნელის ქნილისადმი გამოუთქმელი სიკეთის გამო"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

76 გვერდი V « < 74 75 76
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 11:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი