IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით)
A.V.M
პოსტი Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Dec 3 2011, 07:50 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ანტონ I, კათალიკოსი

ქართლის კათალიკოსი (1744-1755, 1764-1788)

I ნაწილი (მზიასურგულაძე)
----------------------------------------------------
ანტონ I, ერისკაცობაში თეიმურაზი, იყო ვაჟი ვახტანგ VI-ის უმცროსი ძმის, იესე მეფისა და ნაზარალი-ხანის (ერეკლე I) ასულ დედოფალ ელენესი. დაიბადა 1720 წელს. პირველდაწყებითი განათლება, არსებული წესის თანახმად, უნდა მიეღო ოჯახში, სასულიერო პირთა ხელმძღვანელობით. თხუთმეტი წლის ასაკში თეიმურაზი დანიშნეს გივი ამილახორის ასულზე, მაგრამ ეს ქორწინება არ შედგა. ნადირ-შაჰის დაჟინებით ამილახორმა საკუთარი ასული ირანში გააგზავნა. ეს ფაქტი იყო სიმბოლური გამოხატულება იმჟამინდელი საქართველოს უმწეო მდგომარეობისა, რომელიც ტრაგიკულად აისახა ახალგაზრდა თეიმურაზის პირად ბედზე. ამ შემთხვევამ თეიმურაზს უბიძგა ბერად შემდგარიყო დავით გარეჯის უდაბნოში. აქედან იგი დასავლეთ საქართველოში გადადის _ გელათში განაგრძობს ბერულ ცხოვრებას.

1738 წელს თეიმურაზი და მისი დედა ელენე, იმჟამად შემონაზვნებული ელისაბედის სახელით, რუსეთში მიემგზავრებიან. ელენეს თავისი შვილი ქართლის ტახტზე სურდა ეხილა და ამიტომ რუსეთის იმპერატორის მაღალ მფარველობას ეძიებდა. მაგრამ ელენე ასტრახანს იქით აღარ გაუშვეს და ჩერქეზეთში მიაბრუნეს. აქ დედა-შვილი მეტად შეუფერებელ და სახიფათო გარემოში აღმოჩნდა. სანამ ელენე რუსეთიდან ახალ განკარგულებას მიიღებდა, თეიმურაზი იმერეთში გააპარა. აქ ისევ გელათს მიაშურა და პოლიტიკურ კარიერას ბერული ცხოვრების გზა არჩია. “მისი სული ანთებული ისწრაფოდა ღვთისკენ და ეძიებდა ბერულ საყუდელს: სწყუროდა და ისწრაფოდა აზრით ამაღლებულიყო ღვთის სამფლობელომდე” (ტიმოთე გაბაშვილი).

სერიოზულმა განათლებამ და განასაკუთრებულმა ნიჭიერებამ ანტონს ფართო გზა გაუხსნა საეკლესიო იერარქიაში აღმასვლისათვის. 1739 წელს იგი გელათის იღუმენი გახდა, 1740 წელს აფხაზეთის კათალიკოსმა გრიგოლმა ქუთაისის მიტროპოლიტობა უბოძა (ტიმოთე ქუთათელის ნაცვლად, რომელიც იმ დროს რუსეთში ელჩად იყო გაგზავნილი). ორი წლის შემდეგ იმერეთში მორიგი არეულობა დაიწყო და ანტონის მფარველი მეფე ალექსანდრე თურქების შემწეობით მისმა ძმამ გიორგიმ განდევნა. ანტონი იძულებული გახდა ქუთაისი მიეტოვებინა და თელავში ჩასულიყო თეიმურაზ II-ის კარზე, რომლის მეუღლე, დედოფალი თამარი ანტონის მკვიდრი ბიძაშვილი იყო. ახალგაზრდა ანტონის ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ სიკვდილის წინ კათალიკოსმა დომენტი IV-მ იგი თავის მემკვიდრედ დაასახელა. ანტონმა თავმდაბლურად არ მიიღო ეს მაღალი პატივი. 1742 წელს იმერეთის ტახტი ალექსანდრე მეფმ დაიბრუნა, რის გამოც ანტონი კვლავ ქუთაისში დაბრუნდა. ერთი წლის შემდეგ ანტონი საბოლოოდ ტოვებს იმერეთს და დავიტ გარეჯის იოანე ნათლიმცემლის სავანეში მკვიდრდება.

1744 წელს საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება _ ნადირ-შაჰმა ქართლისა და კახეთის ტახტი მამა-შვილს თეიმურაზს და ერეკლეს დაუმტკიცა. 1744 წლის 11 აგვისტოს კათალიკოსი ნიკოლოზ ხერხეულიძე ვინმე ტარიელ თამაზაშვილმა მოკლა. კათალიკოსობა კვლავ ანტონს შესთავაზეს. ამჯერად მან უარი აღარ თქვა ამ მაღალ პატივზე და 24 წლის ასაკში ქართლის ეკლესიის უმაღლესი იერარქი გახდა. ამ დროიდან ანტონის წინაშე საეკლესიო, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ფართო ასპარეზი იშლება.

ანტონ კათალიკოსს ხვდა წილად გაეგრძელებინა ის დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც საუკუნის დასაწყისში ვახტანგ VI-მ წამოიწყო. ამ დროისათვის ოსმალთა და ყიზილბაშთა ბატონობაგამოვლილი ქართული ეკლესია გაუგონარ გასაჭირში იყო ჩავარდნილი. გაძარცული და გაღატაკებული მონასტრები იხურებოდა, მრავალი ეპარქია გაუქმდა, დაიკეტა სამონასტრო სკოლები. სამრევლო ეკლესიებში ხშირად უსწავლელი, წერა-კითხვის უცოდინარი მღვდლები მსახურობდნენ. მრევლში მძლავრობდა ადათობრივი სამართალი, რომლის წინაშე უძლური იყო ქრისტიანული კანონმდებლობა და მორალი. თავად სასულიერო პირები არღვევდნენ საეკლესიო დისციპლინარულ წესებს. ყოველივე ამას ემატებოდა მაჰმადიანური შემოტევა, სომხური და კათოლიკური პროპაგანდა, რაც არსებულ პირობებში შიდა პოლიტიკურ რყევებს უწყობდა ხელს.

მატერიალურად გაჩანაგებული, მორალურად დაქვეითებული და ფეოდალური სეპარატიზმით შერყეული ქართული ეკლესია ახალ ენერგიას საჭიროებდა. ანტონის მრავალმხრივი ჩანაფიქრის განხორციელებას ხელს უწყობდა ქართლ-კახეთის ფაქტობრივად ერთიანი მმართველობა თეიმურაზ-ერეკლეს ხელში. თეიმურაზ-ერეკლესა და კათალიკოს ანტონის შეთანხმებული მოქმედებების შედეგად სწრაფად იწყო აღორძინება სახელმწიფოებრივნმა ცხოვრებამ.

ანტონი მოღვაწეობას იწყებს ფართო სამოქმედო პროგრამით, რომლის შესრულება უდიდესი ენერგიის და მტკიცე ნებელობის მქონე პიროვნებას შეეძლო მხოლოდ.

ანტონისათვის ეკლესიის გაძლიერებისათვის ზრუნვა განუყოფლად იყო დაკავშირებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ამოცანებთან. 1744 წლის 1 ოქტომბერს, თითქმის საუკუნენახევრიანი წყვეტილის შემდეგ ანტონ კათალიკოსს ხვდა წილად პატივი ჩაეტარებინა სვეტიცხოვლის ტაძარში თეიმურაზ II-ს კურთხევის ცერემონიალი. ეს იყო მოვლენა, რომელსაც იმ მღელვარე დროს მრავალნატანჯი ქართული საზოგადოება დიდი აღფრთოვანებით შეეგება და კვლავ დიდი იმედები დაამყარა ღვთით კურთხეულ მეფეზე.

ამ მოვლენის შემდეგ ანტონ კატალიკოსი და მისი მეთაუროიბით ეკლესია ქართული სახელმწიფოებრივობის მტკიცე ბურჯად იქცა. ქართული ეკლესიის ცენტრალიზაციისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა 1748 წელს ანტონის ინიციატივით მოწვეულ საეკლესიო კრებას, რომელმაც ხანგრძლივი წყვეტილის შემდეგ კვლავ დაადასტურა ქართლისა და კახეთის ეპისკოპოსთა ორგანიზაციული ერთობა, საგანგებო დადგენილებები გამოიტანა ღვთისმსახურების და საეკლესიო წესდების მოწესრიგების, უმეცარი სამღვდელო პირების უკურთხევლობის, სამონასტრო დისციპლინის, ეკლესიათა შენების წესისა და სხვ. შესახებ. ანტონის სახით თეიმურაზ-ერეკლეს სახელმწიფო გადაწყვეტილებებს მხარში საქართველოს ეკლესია ედგა. მეფეთა გამარჯვებების აღსანიშნავად ანტონი საეკლესიო ცერემონიებს მართავდა, რითაც აღამაღლებდა ქართველი ხალხის საბრძოლო სულისკვეთებას. საჭიროების მიხედვით ანტონ კათალიკოსი მატერიალურ დახმარებასაც უწევდა ხელისუფლებას საეკლესიო შემოსავლებიდან. იგი მტკიცედ დადგა სამეფო ხელისუფლების გვერდით მაშინაც, როცა თეიმურაზისა და ერეკლეს წინააღმდეგ შეთქმულებები (ჯერ აბდულა-ბეგის, შემდეგ პაატა ბატონიშვილის) მოეწყო.

კათალიკოსი საეკლესიო ცხოვრების აღორძინებასთან დაკავშირებულ ყველა განკარგულებას ერეკლე მეფესთან ერთად გამოსცემდა. მათი სახელით გაცემული დოკუმენტები საუკეთესო ნიმუშია დიდ სახელმწიფო მოღვაწეთა შეთანხმებული მოქმედებისა. ანტონმა და ერეკლემ კვლავ გააცოცხლეს ეკლესიისა და საერო ხელისუფლების თანამშრომლობის ის მოდელი, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს საუკეთესო პერიოდებში სახელმწიფოებრივი ცხოვრების აღორძინებას გარანტიას ქმნიდა.

ანტონმა დიდი ორგანიზაციული მუშაობა ჩაატარა დაფანტული საეკლესიო ყმა-მამულის შესაგროვებლად, დანგრეული ტაძრების აღსადგენად, ეკლესიის მსახურთა ცოდნის დონის და დისციპლინის ასამაღლებლად. შექმნა საქართველოსათვის ახალი ტიპის საეკლესიო სასამართლო _ დიკასტერია. აღადგინა სამონასტრო სკოლების მუშაობა, განაახლა სტამბა. “ანტონი ბატონიშვილმა, პატრიარქმა კეთილმა და სარწმუნოებისა და ქისტეს სჯულისა განმანათლებელმა, იგულისმოდგინა, ფრიად შემწე ექმნა მეფე ერეკლე და გამოიღეს სტამბა და აღავსეს წიგნითა ქართლი” (პაპუნა ორბელიანი). ანტონის ენერგიული საქმიანობის შედეგად სწრაფად გამოცოცხლდა საეკლესიო ცხოვრება, გაიზარდა მისი ზეგავლენა საზოგადოებაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, 1755 წელს ეს საქმიანობა კარგა ხნით შეჩერდა, როცა ანტონი კათოლიკობაზე მიქცევის ბრალდებით სამშობლოდან განიდევნა.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   სხვა პატრიარქები   Nov 13 2011, 07:33 PM
A.V.M   საქართველოს ეკლეს...   Nov 13 2011, 08:09 PM
afxazi   სინოდის ბოლოს ხდო...   Nov 13 2011, 09:49 PM
A.V.M   ნამდვილად აფხაზ... ...   Nov 13 2011, 10:25 PM
A.V.M   პატრიარქი კირიონ II(...   Nov 14 2011, 04:56 PM
A.V.M   კირიონი II იყო მოსკო...   Nov 14 2011, 05:13 PM
A.V.M   ამბროსი (კათოლიკოს...   Nov 15 2011, 07:57 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 16 2011, 08:36 PM
A.V.M   ეფრემ II (ერისკაცობა...   Nov 17 2011, 09:00 PM
A.V.M   ლეონიდე (ერისკაცობ...   Nov 18 2011, 08:52 PM
A.V.M   მელქისედეკ I, საქარ...   Nov 19 2011, 07:50 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 20 2011, 08:19 PM
A.V.M   კათოლიკოს-პატრიარ...   Nov 21 2011, 07:03 PM
A.V.M   პატრიარქ მელქისედ...   Nov 22 2011, 07:57 PM
A.V.M   წმინდა პეტრე I — ქარ...   Nov 23 2011, 11:52 PM
A.V.M   დომენტი III ( გ. სექტე...   Nov 24 2011, 11:21 PM
A.V.M   არსენ III — საქართვე...   Nov 25 2011, 07:04 PM
A.V.M   მაქსიმე II (გვარად ა...   Nov 26 2011, 07:16 PM
A.V.M   მალაქია II გურიელი, ...   Nov 27 2011, 05:55 PM
A.V.M   დავითი (გვარად ნემ...   Nov 28 2011, 10:09 PM
GIORGI LELUASHVILI   სად არის დაკრძალუ...   Nov 28 2011, 10:31 PM
A.V.M   გიო ვისზე ამბობ?   Nov 28 2011, 11:13 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ანტონ II (ბაგრატიო...   Nov 29 2011, 09:23 PM
A.V.M   გიო ნაღდად არ ვიცი ...   Nov 29 2011, 10:27 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M აფხაზმა დაწერა, ...   Nov 29 2011, 10:30 PM
A.V.M   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 08:36 PM
GIORGI LELUASHVILI   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 10:08 PM
A.V.M   ააა. ბატონო...   Nov 30 2011, 11:22 PM
A.V.M   ეფთვმე საყვარელიძ...   Dec 1 2011, 08:23 PM
A.V.M   აბრაჰამი კათალიკო...   Dec 3 2011, 12:23 AM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 3 2011, 07:50 PM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 5 2011, 12:16 AM
soso_soso   გრიგოლ ლორთქიფანი...   Dec 5 2011, 08:45 PM
A.V.M   სოსო გაიხარე... ასე ...   Dec 6 2011, 12:00 AM
A.V.M   დავით III კათალიკოსი...   Dec 7 2011, 10:09 PM
A.V.M   დომენტი I, კათალიკო...   Dec 8 2011, 07:16 PM
A.V.M   დომენტი IV, კათალიკო...   Dec 9 2011, 11:30 PM
A.V.M   დომენტი IV (II ნაწილი) -...   Dec 10 2011, 07:54 PM
A.V.M   ევდემონ ჩხეტიძე, კ...   Dec 12 2011, 10:22 PM
A.V.M   ზაქარია ჯორჯაძე, კ...   Dec 13 2011, 07:07 PM
A.V.M   იოსებ ბაგრატიონი, ...   Dec 14 2011, 07:50 PM
A.V.M   კირიონ ( კირონ ) I, კა...   Dec 16 2011, 08:28 PM
A.V.M   მაქსიმე აბაშიძე. კ...   Dec 18 2011, 09:51 PM
A.V.M   ნიკოლოზ IX, კათალიკო...   Dec 20 2011, 08:09 PM
A.V.M   სვიმეონ კათალიკოს...   Dec 28 2011, 10:15 PM
A.V.M   წმიდა იოანე IV (ოქრო...   Mar 18 2012, 07:53 PM
A.V.M   ღირსი დოსითეოზ ქუთ...   Mar 20 2012, 07:35 PM
marine   პატრიარქი კალისტრ...   Dec 18 2012, 11:37 AM
A.V.M   marine გაიხარე...   Dec 19 2012, 01:15 AM
marine   marine გაიხარე... :მპუა2:...   Dec 19 2012, 12:38 PM
A.V.M   marine ხო.... თითეულ პოსტ...   Dec 20 2012, 03:04 AM
A.V.M   შემოგთავაზებთ ეპი...   Mar 20 2013, 12:25 AM
A.V.M   ამბროსი ხელაია: „ჩ...   Aug 7 2014, 10:02 AM
shio_graphics   მოგესალმებით,მე ვა...   Oct 26 2014, 07:15 PM
marine   მოგესალმებით,მე ვ...   Oct 26 2014, 09:16 PM
shio_graphics   დიდი მადლობა,თქვენ...   Oct 26 2014, 11:25 PM
marine   დიდი მადლობა,თქვე...   Oct 27 2014, 01:06 PM
marine   "ის [კათოლიკოს-პა...   Sep 6 2016, 12:15 PM
marine   "პატრიარქი [მელქი...   Sep 6 2016, 12:41 PM
marine   "მელქისედეკი - სა...   Sep 6 2016, 11:05 PM
marine   "სიტყვა არ უნდა შ...   Oct 3 2016, 07:33 PM
marine   "პატიმრობის შემდ...   Oct 5 2016, 08:26 PM
marine   " - მამაო, ვინც პატ...   Oct 5 2016, 10:27 PM
marine   "მიტროპოლიტი გაი...   Apr 11 2017, 01:13 PM
marine   "პატრიარქი ეფრემ...   Apr 17 2017, 11:14 AM
marine   "როცა ლენინგრადშ...   Apr 19 2017, 10:02 AM
marine   "კაცი დიდებას გაუ...   Apr 22 2017, 11:25 AM
marine   "როცა სამშობლოში ...   Feb 5 2018, 07:01 PM
marine   "მიტროპოლიტ ქრის...   Feb 16 2018, 08:09 PM
marine   "უწმინდეს ეფრემს ...   Jul 19 2018, 08:35 PM
marine   "პატრიარქმა ეფრე...   Jul 26 2018, 02:52 PM
marine   "როდესაც პატრიარ...   Aug 22 2018, 09:14 PM
marine   "უბრალოება უწმინ...   Oct 1 2018, 08:28 PM
marine   "ერთხელ უწმინდეს...   Oct 1 2018, 08:40 PM
marine   "საქართველოშიც ზ...   Oct 16 2018, 07:01 PM
marine   "ერთხელ კათოლიკო...   Nov 15 2018, 01:17 PM
marine   "ერთხელ საქართვე...   Nov 15 2018, 01:40 PM
marine   "მინდა კიდევ ერთი...   Aug 17 2019, 03:19 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 08:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი