IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

75 გვერდი V « < 39 40 41 42 43 > »   
Reply to this topicStart new topic
> ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი
marine
პოსტი Jul 19 2020, 07:49 PM
პოსტი #801


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ზოგს ჰგონია, ადამიანი მხოლოდ დილა-საღამოს ლოცულობს. სინამდვილეში მორწმუნის ლოცვა განუწყვეტელია, მხოლოდ მისი ფორმები იცვლება - ხატებთან, ხატების გარეშე, ტრანსპორტში...

ზოგი მეკითხება: "მამაო, შეიძლება, ლოგინში რომ ვწევარ, ვილოცო?" - შვილო, აბა, რომ დაწვები, რა უნდა ქნა, იოცნებო? - სწორედ უნდა ილოცო და ისე ჩაგეძინოს. თუ თვალებს გაახელ და პირველი აზრი, რომელიც მოგდის, უფალს არ შეეხება, მაშინ არ გყვარებია ღმერთი, რადგანაც შეყვარებული ადამიანი ყოველთვის სიყვარულის ობიექტზე ფიქრობს."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2020, 10:20 PM
პოსტი #802


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- წმინდა თეოფანე დაყუდებული გვირჩევს, როცა ლოცვა გვიჭირს, დავუტევოთ და მის ნაცვლად სხვა ვთქვათ.

- ესეც დასაშვებია. მქონია შემთხვევა, ჩემი სულიერი შვილებისთვის დროებით დილა-საღამოს ლოცვების დატევების კურთხევა მიმიცია, რადგანაც მიეჩვივნენ და მექანიკურად ლოცულობდნენ, და სხვა რამით შემიცვლია. მაგრამ ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება.

აქ მეორე საშიშროებაა: აქაოდა მექანიკურ ლოცვას აზრი არა აქვსო, ადამიანი თავს ანებებს მას და თავისი სიტყვებით ლოცულობს. თუ ყოველთვის ასე იქცევა, ამით უარს ამბობს ღვაწლზე, რაც ძალიან ცუდია; თუ არ გექნება ღვაწლი, ვერ გათავისუფლდები ბოროტისაგან, რომელიც შენშია ვნებებისა და დემონების სახით. თუმცა იმის გაკეთება, რასაც წმინდა თეოფანე გვასწავლის, დროდადრო შეიძლება."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 19 2020, 10:32 PM
პოსტი #803


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა ვლოცულობ, უნდა მქონდეს განცდა იმისა, თუ ვინ ვარ მე, ანუ სულიერი თვალი უნდა ამეხილოს."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2020, 02:34 PM
პოსტი #804


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუკი ღმერთის ტაძარი გინდა გახდე, მსხვერპლად სამარადისო ლოცვა მიართვი მას"

/წმ. ნილოს სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2020, 02:46 PM
პოსტი #805


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტიანობა გულისმიერი რელიგიაა, ეს ლოცვები წმინდა მამათა გულიდანაა ამოსული. იქ, სადაც გული გახსნილი არ არის, არ არსებობს ლოცვა. წმინდანსაც იმიტომ ჰქვია წმინდა მამა, რომ ის არა ოდენ ზნეობრივად ცხოვრობს, არამედ მის გულში ღვთის მადლია დამკვიდრებული და მისი ლოცვა, შეიძლება ითქვას, განწმენდილი გულიდან სისხლთან ერთად არის გადმოღვრილი.

როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, თავად სულიწმინდა გვანიჭებს მადლს, გვაძლევს მაგალითს და თითქოსდა ჩვენი ბაგეებითაც კი მეტყველებს. უფალი ამბობს: ეძებდეთ სასუფეველსა და ყოველივე მოგეცემათო, ხოლო ის, თუ რას ნიშნავს სასუფევლის ძიება, სწორედ ლოცვებშია განცხადებული.

ხშირად სულიერი შვილების შეკითხვას: "როგორები უნდა ვიყოთ?" - ვპასუხობთ: ილოცე, ჩაუფიქრდი, რას კითხულობ; რასაც კითხულობ, რასაც ხედავ, ისე უნდა იცხოვრო. ამრიგად, ეს ლოცვები ჩვენი ცხოვრების ერთგვარი სამოქმედო პროგრამაა."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2020, 03:00 PM
პოსტი #806


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- რა უნდა ქნას ადამიანმა, როდესაც ვერ ლოცულობს, როცა გული არ მისდევს ბაგეებით გაცხადებულს?

- ქრისტიანობა ლოცვით ისწავლება. ლოცვაც ლოცვით ისწავლება. საზოგადოდ, ქრისტიანობაში ასეა: როცა ადამიანს უხარია, ლოცულობს, განსაცდელშია - ლოცულობს, რაიმე პრობლემა აქვს მოსაგვარებელი - ლოცულობს. თვით ლოცვაა პრობლემა? - ისევ ლოცვით სწავლობს.

ამბობენ ხოლმე, გული დახურული მაქვს და ვერ ვლოცულობო. რამ უნდა გაათბოს გული? ისევ ლოცვამ. განიცდი თუ არა გულით, მაინც უნდა ილოცო. უფალი დაინახავს, რომ დგახარ, იტანჯები, მაგრამ მაინც არ გეთმობა, გიყვარს შენი შემოქმედი და მოგანიჭებს მადლს, როგორც საჩუქარს, ისევე, როგორც თავიდან, როცა მოექეცი... შე დალოცვილო, ძნელი რომ არის ლოცვა, განა ღმერთმა არ იცის? უფალმა არ იცის, რომ თუ მადლი არ მოგეცა, სიყვარული არ გექნება? ამიტომ, როცა შენს წვალებას დაინახავს, იგი ლოცვით დაგასაჩუქრებს."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2020, 03:15 PM
პოსტი #807


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სრულყოფილი ლოცვა ღვთის სიყვარულია"

/ღირსი იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2020, 03:37 PM
პოსტი #808


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რაკი ბოროტება ღვაწლით განიდევნება და სიყვარულიც ღვაწლით მტკიცდება, ამიტომ ძალიან ძლიერია ლოცვა ღამით. არა იმიტომ, რომ მზე არ ანათებს და ბნელა, არამედ იმიტომ, რომ ღვაწლია უფრო მეტი. ყველას სძინავს, ყველა, როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, მიცვალებულს ჰგავს, შენ კი უფალს წამოუდექი, მოიკელი ძილი, თავი არ გებრალება, მარხვა დაიწყე, მეომარივით ფხიზლობ. მით უფრო, როცა განსაცდელი გაქვს. ვთქვათ, შვილი გყავს ავად. რა გაძინებს ღამე, როგორ წევხარ! დააყენე მაღვიძარა, წამოხტი, იარაღით - ლოცვით შეერკინე ბოროტებას, რომელიც მოვიდა შენს ოჯახზე!"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2020, 06:51 PM
პოსტი #809


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცვა, სინამდვილეში, ჩვენი ჰაერია, ჩვენი არსების უმთავრესი საზრდო და ღერძი , რომელიც სიცოცხლესავით უნდა გვჭირდებოდეს. მოციქულმა, რომელმაც მთელი სიღრმით შეიგრძნო მისი ძალა და საჭიროება, მცნებასავით დაგვიდო ორი სიტყვა: - მოუკლებლივ ილოცვიდეთო, რაც, ცოტა არ იყოს, აფრთხობს და აკვირვებს ღმერთს დაცილებულ, ლოცვას და სულიერ ცხოვრებას გაუცხოებულ, კომფორტის მაძიებელ ჩვენს დროებას, მაგრამ ლოცვის მოკლება ხომ, არც მეტი, არც ნაკლები, სულისათვის უსუნთქველობაა, დაკარგვა ღმერთის და, მასთან ერთად, ყველაფრის."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2020, 07:05 PM
პოსტი #810


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველაზე ვრცელი მცნება, რომელიც კაცის მთელ სულიერ ცხოვრებას მოიცავს და რომლის დაცვაც სულის მუდმივ მდგომარეობად უნდა იქცეს, მცნებაა ლოცვის შესახებ, რომელზეც მოკლედ ბრძანა მოციქულმა პავლემ: - მოუკლებლივ ილოცვიდეთო (1 თეს. 5,17).

სხვა მცნებანი ოდენ ცალკეულ მოქმედებებს მოიცავენ, რომლებიც გარკვეულ დროში უნდა აღსრულდნენ, ან გრძნობებს, რომელნიც არ შეიძლება, მუდმივი იყოს. ღვთისადმი სიყვარულსაც მოღვაწეებში პერიოდულად ცვლიდა გულის განგრილება, სულიერი ცეცხლი ხან მგზნებარედ ენთო მათ გულებში, ხანაც, ღვთის განგებით, მათი სულის სიღრმეებში იფარებოდა.

ადამიანის სული ბუნებით მარტივია, მაგრამ ცოდვით დაცემის შემდგომ მისი ძალების ერთობა დაირღვა და ხშირად ეწინააღმდეგებიან კიდეც ერთმანეთს, ლოცვისას კი ისინი კვლავინდებურად მთლიანდებიან, სული იღვიძებს და გულის თვალი უფლისაკენ მიიმართება."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2020, 07:21 PM
პოსტი #811


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- მამაო, როგორ სჯობს ლოცვა - ხმამაღლა თუ ჩუმად, მხოლოდ გონებით?

- ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ილოცეთ ისე, როგორც გსურთ, მაგრამ აქვე დავძენ: ტაძარში ერისკაცები ხმამაღლა არ უნდა ლოცულობდნენ, რათა სხვას ხელი არ შეუშალონ. ტაძარში, აჯობებს, ჩუმად, გულში ვილოცოთ. ისიქასტები მდუმარე ლოცვაში იყვნენ, მაგრამ ცეცხლივით ძლიერი იყო მათი ლოცვა."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2020, 07:44 PM
პოსტი #812


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ზოგჯერ ლოცვა არათუ გულს, გონებასაც უჭირს. როგორ ვაიძულოთ თავი, რომ მთელი გულით, გონებაგანბნევის გარეშე ვილოცოთ?

- ადამიანმა ყოველი სიტყვისათვის უნდა იბრძოლოს. ყოველთვის, როცა შეამჩნევ, რომ არ გახსოვს, რა წაიკითხე, უნდა დაემხო, პატიება სთხოვო უფალს, რადგან ამაოდ მოიხსენე მისი სახელი (ჩვენ გვავიწყდება, რომ ღვთის ამაოდ მოხსენება მომაკვდინებელი ცოდვაა, ამისთვის ძველ აღთქმაში ადამიანი სიკვდილით ისჯებოდა). თუნდაც ბოლო აბზაცზე დაგვებნეს გონება, უნდა დავემხოთ, შენდობა ვითხოვოთ და ლოცვა თავიდან დავიწყოთ. გამოცდილებით ვიცი, ეს ადვილი გასაკეთებელი არ არის, მაგრამ ლოცვა ასე ისწავლება. მამები ტყუილად კი არ ადარებდნენ მას მოწამეობას.

მექანიკური ლოცვა მაშინ არის ცოდვა, როცა ეგუები.

ეცადე, გულით ილოცო.

მღვდელი ვარ და მთელი არსებით მიბრძოლია, მაგრამ მწუხრ-ცისკარზე გადაღლილობის გამო საიდუმლო ლოცვების წასაკითხად გონება ვერ მომიკრებია, თან მედავითნე კითხულობს ან გალობაა. აქ საღი გონება და ღვთის შემწეობა გჭირდება. ღვთის შეწევნა ყოველთვის თან გახლავს, მაგრამ გონება გადაღლილია; ვკითხულობ და გონება არ მომდევს, ვწვალობ და არ გამომდის... უბედურება იქ იწყება, როცა ეს არაფრად მიგაჩნია და თავს უფლებას აძლევ, ზერელედ თქვა ან არ წაიკითხო."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


"ღვაწლი შეიძლება სპორტულ ვარჯიშს შევადაროთ, როცა ადამიანი მუდმივად საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს, რაც შეუძლია, იმაზე ოდნავ მეტს აკეთებს. ეს ეხება მარხვას, ლოცვას, მის ხანგრძლივობას. უამისოდ კაცი ვერასოდეს წარემატება ლოცვაში."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2020, 08:14 PM
პოსტი #813


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცვაში ნეტარება კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ უფალი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნეტარება არ მოვა. ნეტარებას უფალი გვპირდება. მამები იმასაც გვასწავლიან, რომ ვისაც საკუთარ გულში უფალი არ უგრძნია, ის ჯერ ქრისტიანი არ არის."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2020, 08:30 PM
პოსტი #814


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნად აღკვეცის ლოცვაში წერია: "კეთილი საქმე შრომით მოიპოვება და სნეულებით გასწორდება". იცი, რას ნიშნავს გონებისმიერი ლოცვის მოპოვება? ეს ნიშნავს, რომ შიგნით თვით ქრისტე მოიპოვო. შენ ამას გრძნობ, მისით ცხოვრობ. განგეხსნება სულიერი თვალნი, რომლებითაც შენს შიგნით ქრისტეს ხედავ. გრძნობ მისი სასუფევლის (მეუფების) ნეტარებას."

/მამა ხარლამპე დიონისიატელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 22 2020, 06:57 PM
პოსტი #815


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა გაძლიერებულად ლოცულობ, თითქოს შენში ნერგს რგავდე. ის ნელ-ნელა აყვავდება და ხე გახდება. სენაკიდან გამოსვლისას შენს თავს ადგილი მოუნიშნე: - აქედან, აი, იმ ადგილამდე ყოველდღე ვიტყვი ლოცვას. კიბიდან ეკლესიამდე ვიტყვი: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე". ამგვარად ეს თანდათან კეთილ ჩვევად გექცევა.

მორჩილების შერულების დროსაც ასევე იესოს ლოცვა იმეორე. საღამოს სულიერი საკითხავი მოიმარჯვე. დასაწყისში იესოს ლოცვის წარმოთქმისას გონებრივ გადაღლას იგრძნობ, მაგრამ მოგვიანებით ცრემლიც მოგივა. იზრუნე ცრემლზე, თუ ცრემლი არა გაქვს, იცოდეთ, რომ შენში რაღაც არ არის წესრიგში. პირველი ცრემლი განმწმენდელია, მას მოჰყვება სხვა - სიყვარულის ცრემლი. ისიც იცოდე, რომ ცრემლი ჩვევად იქცევა, როგორც სამრეცხაოში იწმინდება ტანსაცმელი, ასევე განწმენდს სულს ცრემლი.

როდესაც თქვენი სული ლოცვით განიწმინდება, მაშინ იხილავთ ენით უთქმელი სიხარულით მოცულ ბუნებას. თუ ლოცვის წყალობით ამაღლდებით, ბუნებას შეიცნობთ უფრო აღმატებული სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე. ბუნება ილოცებს თქვენთან ერთად.

შემდგომ ძილში პოვებთ ნუგეშს სიზმრების სახით. თითქოს დაფრინავთ, ვერ გრძნობთ სხეულს და არც არაფერი გზღუდავთ. ეს ყოველივე მხოლოდ შესავალია, თავი აიძულე, აქედან მთავარს შეუდგე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 11:19 AM
პოსტი #816


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცვა ღმერთთან საუბარია, გულისა და გონების სამყაროს შემოქმედის მიმართ აღპყრობა. ეკლესია რამდენიმე სახის ლოცვას განასხვავებს: სამადლობელს, როდესაც უფალს მადლობას ვწირავთ ჩვენი უზრუნველყოფისათვის, განვადიდებთ მას; თხოვნითს, როდესაც დახმარებას ვთხოვთ შემოქმედს და სინანულისას, როცა უფალს შენდობას ვთხოვთ ჩადენილი ცოდვებისათვის."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 02:29 PM
პოსტი #817


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- როგორ მოქმედებს ლოცვა ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით როდის არის იგი საჭირო?

- ლოცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ადამიანს სულიერად უჭირს, ღელავს, მრისხანებს ან სასოწარკვეთილია. ასეთ დროს ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულება განსაკუთრებით კეთილისმყოფლად მოქმედებს შინაგან მდგომარეობაზე. არის შემთხვევები, როცა კაცს ეჩვენება, რომ უფალმა მიატოვა, რომ ვეღარ უძლებს მწარე სინამდვილეს. ასეთ შემთხვევაში ლოცვა მდგომარეობას ამსუბუქებს, სიმშვიდეს ანიჭებს ადამიანს და ისიც უფრო მედგრად ხვდება გასაჭირს, ისევ უბრუნდება უფლის რწმენა. ჩვენ სათანადოდ ვერ ვაცნობიერებთ ლოცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სულიერი შეჭირვების ჟამს, არადა, ის სულიერი, ფსიქოლოგიური დახმარების მეტად ძლიერი წყაროა."

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 02:46 PM
პოსტი #818


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცვა - სულის ნათელია და როგორც კი იგი ქრება, ადამიანი წყვდიადში ექცევა, კარგავს მარადისობის შეგრძნებას და ვეღარც საკუთარ თავს ხედავს... ღმერთი მისთვის ცოცხალი კი აღარ არის, რომელსაც მთელი არსებით გრძნობდა, არამედ - განყენებული იდეა, რომელიც შორეული ვარსკვლავის ცივ კიაფს მიაგავს.

ლოცვა ჩვენთვის ერთგვარ გარეგნულ ხარკად იქცა, რომელსაც გარკვეულ დროს ვიხდით და მაშინაც ვცდილობთ, როგორმე მისი მოცულობა შევამციროთ, ან საერთოდ ავარიდოთ თავი, მაგრამ ეკლესიის დაწესებული ლოცვები აუცილებელია, რადგან იგია საშუალება უწყვეტი ლოცვის მოსაპოვებლად."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 02:59 PM
პოსტი #819


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ლოცვა გვეხმარება, უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, გავაცნობიეროთ ამა თუ იმ საქციელის ქვეცნობიერი მოტივები...

- ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულება ადამიანს ჭეშმარიტების შეგრძნების უნარს ანიჭებს, გონებას განწმენდს, პრობლემის გააზრებაში, გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება. მისი დაწყებისთანავე ცხადი ხდება, რა ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.

ლოცვა გვეხმარება, უკეთესად ჩავწვდეთ საკუთარ ცოდვებს, შეცდომებს, ნაკლოვანებებს. საღამოს ლოცვის შემდეგ გონებაში ხშირად ამოტივტივდება განვლილი დღე: რა შეცდომა დაუშვი, რა ვნებამ იმძლავრა შენში, რა გამარჯვება მოიპოვე სულიერი ბრძოლის თვალსაზრისით...

ამგვარად, ლოცვა აძლიერებს თვითანალიზის, საკუთარ თავში ჩაღრმავების უნარს. ხშირად ის ქვეტექსტი, რომელიც საქციელს ახლავს თან, სწორედ ლოცვით თვალსაჩინოვდება. მაგალითად, მოწყალების გაღება შეიძლება ბოროტის მიერ იყოს ნაკარნახევი. იგი ასწავლის ადამიანს, ან სრულებით არ გასცეს მოწყალება, ან გასცეს თავის მოსაწონებლად, სახელის მოსახვეჭად. თუ ასეთ დროს ლოცვას დავიწყებთ, ადვილი შესაძლებელია, შევიმეცნოთ ის მიზეზები, რომლებიც ჩვენს ქცევას განაპირობებს."

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 05:39 PM
პოსტი #820


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,902
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ლოცვის დროს ხშირად გვეფანტება ყურადღება და ჩვენი გონება ყოფით საკითხებს დასტრიალებს თავს...

- ეს ბუნებრივია - ბოროტი ხომ განსაკუთრებით ებრძვის მლოცველს. წმინდა მამათა განმარტებით, ლოცვის აღსრულებისას დიდი მნიშვნელობა აქვს წარმოთქმულის ნათლად აღქმას, ყურადღების გამახვილებას მის შინაარსზე, ამას კი მიზეზთა გამო ზოგჯერ ვერ ვახერხებთ.

ერთი მეუდაბნოე მამა ამბობს: როცა ეშმაკი დაინახავს, რომ ვლოცულობთ და ყურადღების მოკრებას ვცდილობთ, ყველა გზას მიმართავს, რათა გულისყური გაგვიფანტოსო. ამისთვის კი ბოროტი ჩვენსავე სუსტ წერტილებს იყენებს, იმ აზრებს შთაგვაგონებს, რომლებიც განსაკუთრებით გვტანჯავს, ყველაზე მგრძნობიარე ადგილას გვაყენებს დარტყმას. იმ ფიქრების მიხედვით, რომლებიც ლოცვისას მოსვენებას არ გვაძლევენ, შეგვიძლია გავიგოთ, სად არის ჩვენი აქილევსის ქუსლი და მის წინააღმდეგ მივმართოთ ძალისხმევა.

- მაგრამ უგულისყურობა ყოველთვის ბოროტისეული ზემოქმედების ბრალი ხომ არ არის; მიზეზი სხვა რამაც შეიძლება იყოს, მაგალითად, დაღლილობა...

- მართალი ბრძანდებით, დაღლილობისას ყურადღების კონცენტრაცია იკლებს, რაც, ბუნებრივია, ლოცვაზეც აისახება, ამიტომ საგანგებოდ უნდა ვაკონტროლოთ ეს მხარე. ალბათ, ყველას გამოგვიცდია, რომ როცა დაღლილ-დაქანცულნი ვბრუნდებით შინ და მაშინვე ვიწყებთ კანონის შესრულებას ან საღამოს ლოცვის კითხვას, ზერელედ აღვიქვამთ ტექსტს. აჯობებს, ცოტა ხანს დავისვენოთ და ისე შევუდგეთ ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულებას. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რამდენად მზად ვართ ლოცვისათვის."

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

75 გვერდი V « < 39 40 41 42 43 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 02:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი