საშინელი სამსჯავრო! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საშინელი სამსჯავრო! |
თათარაშვილი |
Mar 1 2008, 11:35 PM
პოსტი
#1
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
დღეს კომპიუტერს მივუჯექი თუ არა ტრადიციულად მოვინახულე რამოდენიმე რჩეული ვებ გვერდი, რომლებზეც ძირითადად ვატარებ დროს, ერთ ერთი საიტი გახლავთ www.orthodoxy.ge. შევედი ზემოთ აღნიშნულ საიტზე და თავფურცელზე ამოვიკითხე წარწერა "ხორციელის კვირა - საშინელი სამსჯავროს ხსენება"...
ვფიქრობ ასეთი სახის თემა აუცილებელია მართლმადიდებლურ ფორუმზე. საშინელი სამსჯავრო... დღე (ასე დავარქმევ) როცა ყოველ ჩვენთაგანს მოგვეკითხება ჩვენი ამქვეყნად ჩადენილი ცოდვები... საშინელი სამსჯავრო... დღე რომელზეც მთელი ჩვენი ცხოვრებისეული არსია დამოკიდებული. საშინელი სამსჯავრო... დღე რომელის შემდეგაც ვიგემებთ ან სამუდამო ნეტარებასა და განსვენებას, ან კიდევ ტანჯვასა და გოდებას... საშინელი სამსჯავრო... დღე მოსავლის მომკისა, და ხორბლისა და ღვარძლის განცალკევებისა... საშინელი სამსჯავრო... დღე როდესაც უფალი განსჯის ყოველს, და დაიყენებს ცხვრებს მარჯვნივ, ხოლო თხებს მარცხნივ. საშინელი სამსჯავრო... დღე, რომელიც ყოველ წუთას უნდა გვახსოვდეს, და გვეშინოდეს.... უფალო შეგვიწყალე... საშინელი სამსჯავრო – ვერც ერთი აზრი და სიტყვა ისე ვერ გამოაფხიზლებს კაცის გონებას, როგორც წარმოდგენა იმ საშინელი და შემაძრწუნეებლი წამისა, როდესაც იგი საშინელ სამსჯავროზე ღმრთის პირისაგან მისი საბოლოო განაჩენის შესახებ მოისმენს. თუმცა, ამქვეყნად ადამიანი ხშირად და ადვილად ცოდავს, მაგრამ იმედი აქვს, რომ მათ შესახებ ვერავინ შეიტყობს. ყოველი ადამიანი თავმომწონეა და უფრთხის, ვინმემ მასზე ცუდი არ იფიქროს. ცოდვას სიბნელე და დუმილი უყვარს. უეჭველია, ადამიანი დარწმუნებული რომ იყოს, მისი ცოდვის შესახებ მაშინვე ყველა შეიტყობდა, ცოდვას არ ჩაიდენდა. საშინელ სამსჯავროზე კი ყოველი ჩვენი ცოდვა მთელი ქვეყნის დასანახად წარმოჩნდება. თუ ზოგჯერ შენი ცოდვების გამო აქაც ისეთ სირცხვილს გრძნობ, რომ არ იცი სად დაიმალო, წარმოიდგინე, როგორი სირცხვილი და გაკიცხვა გელის, როცა მათ შესახებ ცაც და დედამიწაც, ნაცნობნიცა და უცნობნიც შეიტყობენ. თუ ამქვეყნად ადამიანთა მოტყუებას ახერხებდი და მათ კეთილი და ღმრთისმოყვარე კაცად მიაჩნდი, მაშინ გაიგებენ, რომ შენი ღმრთისმოყვარება თურმე მხოლოდ ნიღაბი იყო, რომ სიმართლე მხოლოდლ ენაზე გქონდა, ხოლო გული შენი ბოროტებითა და უსჯულოებით იყო სავსე. მეორეც: როცა ამქვეყნად ცოდვას ჩავდივართ, იმედი გაქვს, რომ მას ოდესმე მოვინანიებთ. თუმცა, სჯულს ხშირად ვარღვევთ, მაგრამ თავის სანუგეშებლად და თავის გასამართლებლად ათასგვარ მიზეზებს მოვიგონებთ. ამიტომ, ხშირად ჩვენი სინდისი შეკრული და დაბნელებულია. საშინელ სამსჯავროზე კი, როცა თავის გასამართლებელი მიზეზები მოგვესპობა, რითღა ჩავაჩუმებთ სინდისის ხმას. ცბიერი და ცრუ აზრებისაგან განთავისუფლებული სინდისი ცოდვილს საშინლად ტანჯავს. მის მიერ ჩადენილი საქმენი, როგორც უმოწყალო ლაშქარნი, წინ დაუდგებიან და მის შეძრწუნებასა და შემუსვრას იწყებენ. მაშინ ამაო იქნება მოთქმა და გოდება, ვედრებისათვის ხელების აპყრობა, ჟამი სინანულისა, დრო შეწყალებისა და მოწყალებისა დამთავრებულია. და ცოდვილი მოისმენს საშინელ განაჩენს: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა. ამასთან: ადამიანს ამქვეყნად რაც არ უნდა ჭირი და უბედურება შეემთხვეს, იმის იმედი აქვს, რომ ბოლოს და ბოლოს სიკვდილი მაინც დაასრულებს მას, საშინელ სამსჯავროზე გამოტანილი განაჩენი კი საბოლოოა, ხოლო ტანჯვა ცოდვილისა – დაუსრულებელი. http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/gabriel/stsavlani-9.htm |
T.L. |
Mar 1 2008, 11:40 PM
პოსტი
#2
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
თათარაშვილი
-------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
XAFRAN |
Mar 2 2008, 01:47 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
საშინელი სულაც არაა საშინალი რადგან ის მოგვეზღვება რაც დავიმსახურეთ
-------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
llaasshhaa |
Mar 2 2008, 02:01 AM
პოსტი
#4
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
თათარაშვილი
ვერავინ ვერ ავცდებით ამ საშინელ სამსჯავროს საშინელება ... -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
KAIROS |
Mar 2 2008, 04:35 AM
პოსტი
#5
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვფიქრობ ცუდად ხდება სიტყვა "საშინელის" გაგება, რაღაც დაშინებაშიც კი გადადის ხოლმე, მეორედ მოსვლა "ბუას" სახეს იღებს და ნაცვლად იმისა "ჰე, მოხვიდოდე უფალო იესო", ხშირად ლამის საპირისპიროს სურათი სჩანს...
არადა გარდა იმისა, რაც ჩამოთვალა თოფიქის ავტორმა, უმთავრესი არის სხვა რამ, რომ ეს იქნება უმთავრესად შეხვედრა ღმერთთან... აღდგომა ხორცში და ხორცისა და სულის ერთიანობით წარდგომა უფალთან... ესაა ორი ციტატა სტატიიდან: Что такое Страшный Суд? автор: диакон Андрей Кураев Оттого и ошибочно считать, что причина воскресения – суд ("Воскресение будет не ради суда" – сказал христианский писатель еще второго столетия Афинагор (О воскресении мертвых, 14)) [137]. Суд – не причина, а следствие возобновления нашей жизни. Ведь жизнь наша возобновится не на земле, не в привычном нам мире, заслоняющем от нас Бога. Воскреснем мы в мире, в котором "будет Бог все во всем" (1Кор.15:28). А, значит, если будет воскресение - то будет и встреча с Богом. Но встреча с Богом – встреча со Светом. Тем Светом, который освещает все и делает явным и очевидным все, даже то, что мы хотели скрыть порой даже от самих себя… И если то, постыдное, еще осталось в нас, еще продолжает быть нашим, еще не отброшено от нас нашим же покаянием – то встреча со Светом причиняет муку стыда. Она становится судом. "Суд же состоит в том, что свет пришел в мир" (Ин.3:19) .......... Хочешь, чтобы Встреча не стала Судом? Что ж, совмести в своем совестном взгляде две реалии. Первое: покаянное видение и отречение от своих грехов; второе: Христа, перед Ликом Которого и ради Которого должно произнести слова покаяния. В едином восприятии должны быть даны – и любовь Христа и мой собственный ужас от моего недостоинства. Но все же - Христова любовь – больше… Ведь Любовь – Божия, а грехи – только человеческие… Если мы не помешаем Ему спасти и помиловать нас, поступить с нами не по справедливости, а по снисхождению – Он это сделает. Но не сочтем ли мы себя слишком гордыми для снисхождения? Не считаем ли мы себя слишком самодостаточными для принятия незаслуженных даров? Тут впору открыть евангельские заповеди блаженств и перечитать их внимательно. Это – перечень тех категорий граждан, которые входят в Царство Небесное, минуя Страшный Суд. Что общего у всех, перечисленных в этом списке? То, что они не считали себя богатыми и заслуженными. Блаженны нищие духом, ибо они на Суд не приходят, но проходят в Жизнь Вечную. Явка на Страшный суд необязательна. Есть возможность ее избежать (см. Ин.5:29). ამ მონაკვეთის სრულ ვერსიას "ღვთისმეტყველების" ბიბლიოთეკაში ნახავთ; იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ალექსანდრე |
Mar 2 2008, 02:14 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ერთ ერთ ღვთისმეტყველს ასეთი შედარება მოჰყავს: ეკლესია სარძლოა, რომელიც ელოდება სიძის ანუ ქრისტეს მოსვლას. ახლა წარმოვიდგინოთ რა პატარძალი უნდა იყოს ისეთი პატარძალი, რომელიც ლოცულობს იმისათვის რომ სიძემ დააგვიანოს ან საერთოდ არ მოვიდეს.
ჩვენი ამომავალი წერტილი ქრისტე უნდა იყოს და არა ანტიქრისტე, ჩვენ ქრისტეში უნდა ვიცხოვროთ და არა ანტიქრისტეს შიშით. ჩვენთვის საშინელი სამსჯავრო შეიძლება ჩვენივე გარდაცავლების დღე იყოს. სამსჯავროზე არავინ გვკითხავს აბა რამდენს მარხულობდი, რამდენს ლოცულობდი რამდენ მეტანიას აღასრულებდი დღეში, არამედ გვკითხავენ იმას გვქონდა მოყვასის სიყვარული? ვიყავით კეთილნი, ვხედავდით ყველა ადამიანში ქრისტეს ხატებას? მშიერს ვაპურებდით? მწყურვალს ვასმევდით? შიშველს ვმოსავდით, სნეულს ვკითხულობდით? იყო ჩვენი გული სიყვარულით სავსე? ანტიქრისტეს ბეჭედი ეს მეტად იდუმალი რამეა, კონკრეტულად ვერავინ იტყვის ეს არის ან ისაო. მარჯვენა ხელზე და შუბლზე დასმა კი ეს ალბათ გამოხატულებაა ადამიანის თავისუფალი ნებით მისი ანტიქრისტესადმი მსახურებისა. შუბლი სადაც ადამიანის გონებაა და მარჯვენა ხელი როგორც მსახურების ნიშანი. თუ ადამიანი გონებიტაც და თავისი საქმეებით ბოროტს ემსახურება ეგაა მაგის ბეჭედიც და თვითონვე ისმევს ამ ბეჭედს. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
makiki |
Mar 2 2008, 02:58 PM
პოსტი
#7
|
makiki ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 |
დღეს იქადაგა მამაომ "საშინელ სამსჯავროზე" და მართლაც თითქოს მთელი მრევლი გამოგვაფხიზლა იმ ძილისგან,რომელსაც ამქვეყნიური ცხოვრება ქვია,უფალმა მოგვცეს ძალა რომ არამარტო ასე იშვიათათ ვგრძნობდეთ ამას არამედ ყოველთვის ვიყოთ ფხიზლად და მზად უფლის წინაშე წარსადგომად
-------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
მხევალი ნინო |
Mar 2 2008, 03:00 PM
პოსტი
#8
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
KAIROS
ციტატა ვფიქრობ ცუდად ხდება სიტყვა "საშინელის" გაგება, რაღაც დაშინებაშიც კი გადადის ხოლმე, მეორედ მოსვლა "ბუას" სახეს იღებს და ნაცვლად იმისა "ჰე, მოხვიდოდე უფალო იესო", ხშირად ლამის საპირისპიროს სურათი სჩანს... ვისთვი საშინელია , ვისთვის უფალთან შეხვედრა... ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთ დონეზე, რომ ამ სიტყვებს ჩვენი გული ამბობდეს [quote]ჰე, მოხვიდოდე უფალო იესო"[quote] , სხვა მხრივ სამჯავროს საშინელებას მოუნანიებელი ცოდვების გამო ვერ ვაცდებით. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
Shemickale |
Mar 2 2008, 06:11 PM
პოსტი
#9
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 28-October 07 წევრი № 3,069 |
სამსჯავრო, სამჯავრო კი გასაგებია მაგრამ 1 რამე მაინეტსრესბ მთელი ჩემი ცხოვრება !!!!
დავუშვათ მოვიპარე მანქანა.__კანონით მომცეს ვთქვათ 10 წელი თავისუფლების აჰკვეთა. დავუშვათ შეურაწყოფა მივაყენე ქალს.__კანონით მომცეს 4 წელი თავისუფლების აჰკვეთა ანუ იხდი სასჯელისას და მერე თავისუფლდები ეს იქნება 4 ან 10 წლის მერე ეხლა მაგრად მაინტერსებს კაცს რომლესაც არ მოუკლია სხვა კაცი. არ ჩაუდენია მომაკვდინებელი ცოდვები მაგრამ არ დადიოდა ეკლესიაში. თუნდაც ავიღოთ ცოდვა მრუშობა რომელსაც ეს კაცი ჩადიოდა და როგორ შეიძლება ან რა სამართალაი თუ ეს კაცი სამუდამო ცეცხლის ტბაში მოხვდა? ნუთუ არ უნდა იყოს დრო როცა ეს კაცი ამას მოიხდის? 1 ქვეყნიდან გადასული კაცი სადაც დრო არსებობდა როგორ შეიძლება გადავიდეს იქ სადაც სამუდამო არსებობს თან ტანჯვა და არანაირი სასჯელის მოხდა, გეკითხებით სადაა დასასრული? რატომ არ უბრუნდება ყველაფერი ბოლოს ღმერთს ? სადაა სიყვარული? ან კიდევ, რაა მერე რომ ეს კაცი ჯოჯოხეთში მოხვდა? ვის რა ემატება? ვის უხარია? გამაგებინეთ გთხოვთ. |
მხევალი ნინო |
Mar 2 2008, 06:12 PM
პოსტი
#10
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
Shemickale
საშინელ სამჯავროზე ვისაუბროთ თუ შეიძლება. ნუ აოფებთ. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
დავით ივერიელი |
Mar 2 2008, 06:22 PM
პოსტი
#11
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
Shemickale
ვეცდები შენი კითხვების გადაკითხვის შემდეგ ჩემი აზრი დავწერო... 1. რაც შეეხება ადამინის ეკლესიაში სიარულის აუცილებლობას... ადამიანის მთავარი მისია ცხონებისთვის არის ქრისტესთვის დამსგავსება, ამას კი თუ ეკლესიის გარეთ შეძლებ მაშ პირველი იქნები, რადგან მოციქულებმა სწორედ ეკლესია ჩექმნეს იმისთვის რომ ადამიანები ცხონდნენ... (აქ არაა საუბარი კონკრეტულად რომელიმე დენომენაციურ ეკლესიაზე, საუბარია სმოციქულო ეკლესიაზე) 2. რაც შეეხება მრუშობას... ადამიანი, რომელიც ხდება სრულყოფილი ის იბრუნებს პირველქმნილ ბუნებას, მასში აღსდგება ხატება ღვთისა და ზოგადად უცხო იქნება მისთვის მრუშობა... 3. სასჯელის მოხდა და საუკუნო ტანჯვა ცოტა სხვადასხვაა... აქ ადამიანი ვინმეს მიერ არ ისჯება.. ის თვითონ უქმნის საკუთარ თავს ისეთ გარემოს რომ საუკუნო ნეტარებას ვერ აღწევს.... ყოველთივს მახსენდება ერთი სასულიერო პირის სიტყვები: "ღმერთი არ სჯის, რადგან ის თავად სიყვარულია" 4. ღმერთს რომ არ უბრუნდება ეს ადამიანის ბრალია... ადამიანისა, რომელიც მის ჯვარცმას არ აფასებს... 5. სიყვარული ეს თვითონ ღმერთია და თუ მიეახლები სინანულით მოგიტევებს... 6. არავის უხარია რაიმე გარდა ბოროტისა როდესაც ადამიანი ჯოჯოხეთში ხვდება.... ერთი რამ არის ცხადი ღმერთი არავის არსად ამწესებს... ადამიენბი თავად უქმნით მომავალს საკუთარ თავს, საკუთარ სულს.... მომიტევეთ ესენი მხოლოდ ჩემი აზრები ყველანაირ ღვთისმეტყველებას მოკლებული აქვე დავამატებდი, ცემი აზრით სამსჯავროზე ადამიანები კი არ ისჯებიან, არამედ იღებენ იმას რაც დაიმსახურეს... ვიმკით იმას რაც დავთესეთ... და თუ ცოდვილიც და მართლაიც ცხონდა, მაშ რაღა აზრი აქვს წმიდად ცხოვრებას? რა აზრი ჰქონდა მაშ ქრისტეს ჯვარცმას? -------------------- მერე რა რომ . . .
|
თათარაშვილი |
Mar 2 2008, 07:26 PM
პოსტი
#12
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ციტატა აქვე დავამატებდი, ცემი აზრით სამსჯავროზე ადამიანები კი არ ისჯებიან არამედ განისჯებიან არც მე მიგულისხმია "დასჯა" ... ციტატა და თუ ცოდვილიც და მართლაიც ცხონდა, მაშ რაღა აზრი აქვს წმიდად ცხოვრებას? რა აზრი ჰქონდა მაშ ქრისტეს ჯვარცმას? 100% |
Shemickale |
Mar 2 2008, 08:57 PM
პოსტი
#13
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 28-October 07 წევრი № 3,069 |
1 სიტყვით მე იმის თქმა მინდა რომ დადგება დრო როცა ყველაფერი ღმერთს დაუბრუნდება, ბოლოს ყველა შევრიგდებით ოღონდ როდის არ ვიცი
რადგან მარადიული სატანჯველი და ჯოჯოხეთი არ მიგვინიშნებს რომ სიყვარული არსებობს, სადაც სიყვარული არსებობს იქ მთვარდება სატანჯველიც ოღონდ არ ვუარყობ რომ არ არსებობს ჯოჯოხეთი |
დავით ივერიელი |
Mar 2 2008, 09:08 PM
პოსტი
#14
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
ციტატა 1 სიტყვით მე იმის თქმა მინდა რომ დადგება დრო როცა ყველაფერი ღმერთს დაუბრუნდება, ბოლოს ყველა შევრიგდებით ოღონდ როდის არ ვიცი ვინ დავინ შერგიდებიან სიკეთე და ბოროტება? ციტატა რადგან მარადიული სატანჯველი და ჯოჯოხეთი არ მიგვინიშნებს რომ სიყვარული არსებობს, სადაც სიყვარული არსებობს იქ მთვარდება სატანჯველიც ოღონდ არ ვუარყობ რომ არ არსებობს ჯოჯოხეთი ჯოჯოხეთში ვინ თქვა რომ სიყვარულია? -------------------- მერე რა რომ . . .
|
Nanio |
Mar 2 2008, 09:09 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
ალექსანდრე
გეთანხმები ჩვენი ცოდვების გამოა რომ ამ დღის გვეშინია. ადამიანი ყოველ წამს უნდა იყოს მზად სიკვდილისთვის. -------------------- მეკენდარია? |
სოფი |
Mar 2 2008, 10:42 PM
პოსტი
#16
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
მხევალი ნინო
[quote]ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთ დონეზე, რომ ამ სიტყვებს ჩვენი გული ამბობდეს [quote]ჰე, მოხვიდოდე უფალო იესო"[quote] , სხვა მხრივ სამჯავროს საშინელებას მოუნანიებელი ცოდვების გამო ვერ ვაცდებით.[/quote] მეც მაგის თქმა მინდოდა. რა თქმა უნდა ქრისტიანს, ქრისტეს მოყვარულს მისი ნახვა უნდა ახარებდეს.თუმცა ამავე დროს უნდა გვახსოვდეს საშინელი სამსჯავროც. გვახსოვდეს,რომ გაგვიჩნდეს სინანული(ნუ,რა თქმა უნდა,მარტო შიშით არა)და დავძლიოთ ცოდვები,მერე კი უფალთან შეხვედრაც უფრო 'ადვილი' იქნება დავით ივერიელი -------------------- "Happiness only real when shared."
|
fsevdopodia |
Mar 3 2008, 03:21 AM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 60 რეგისტრ.: 3-March 08 წევრი № 4,068 |
სამსჯავრო. სამსჯავროსი გეშინიათ ესეიგი... მე შიშის მეშინია...
|
tatine |
Aug 22 2008, 01:02 AM
პოსტი
#18
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 20-August 08 წევრი № 5,501 |
პეტრემ უარყო უფალი:"და მიხედა პეტრეს"მიუხედავად იმისა,რომ პეტრე მეტად აფორიაქებული იყო. მან შენიშნა ეს:უფლის მზერამ მისი გული გამსჭვალა, თითქოს კვლავ მოესმა საბედისწერო წინასწარმეტყველება:"ვიდრე ქათმის ხმობამდე სამ-გზის ვუარმყო მე".- ხომ არ არის ეს საშინელი სამსჯავროს ნიმუში? ჩვენც ასევე ხო არ შემოგვხედავს ქრისტე- ტკივილით, საყვედურით, სიმშვიდით და ამავე დროს დანანებით? აი სულ ეს არის! თბილი ნათელი მზერა, სიყვარულით სავსე- რა საშინელი და მტანჯველი იქნება იგი გულისათვის, ვინც ამ სიყვარულს უღალატებს!სულს მაშინვე ყველაფერი გაახსენდება- რამდენჯერ, სად, და როდის უღალატა მან ამ სიყვარულს- აი, ეს არის "სამსჯავროს წიგნებიც", გრაგნილებიც", ცოდვათა ცჰამონათვალიც, ეს არის მწველი ცეცხლიც და ჯოჯოხეთური ყინვაც... "აკი ვამბობ (ისააკ ასურის სიტყვა)-ჯოჯოხეთში იგვემებიან სიყვარულის მათრახით! და რა მწარე და სასტიკია სიყვარულის სასჯელი! რადგან ვინც შეიგრძნო, რომ სიყვარულის წინააღმდეგ შესცოდა, იტანჯება:დარდი, რომელსაც გული ამ ცოდვის გამო განიცდის, ყოველგვარ სასჯელზე საშინელია"... სამგზის მამლის ყივილი! სამგზის უარყოფა! ჯერ არ გათენებულა, ჯერ მხოლოდ ახლოვდება რწმენის გამოცდის დღე- ვნების პარასკევი, ჯერ მხოლოდ განთიადისწინა შეხსენებაა მომავალი განკითხვის დღისა, სასტიკი მოვლენების შესახებ, ჯერ კი ღამეა... კაცობრიობას ჯერ წინ ელოდება მძიმე განსაცდელი,ანტიქრისტეს ცდუნებები. ჯერ კიდევ რამდენი გამოცდა უნდა გაიაროს მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ... ჩვენ კი ცეცხლთან ვთბებით , ვნებებით მაცდუნებელი წუთიერი სიმყუდროვის სითბოში-უკვე სამგზის კი არა, ბევრგზის ვუარყავით ქრისტე და კვლავ ვაგრძელებთ უარკოფას. და აი, ანგელოსის საყვირის ხმაზე, მერვე დღის განთიადზე, ნათელი თვალებით უსიტყვოდ გვეტყვიან- თავდაბლურად, ხმადაბლა, სევდიანად:"შენ მე ვუარმყავი", და პირს იბრუნებს ჩვენგან ღვთიური სახე. ამით მორჩება ყველაფერი! რომელი სამსჯავრო სეიძლება იყოს ამაზე საშინელი? ამაზე მტკივნეული? სულო, სულო! მაშინ ყველაფერი მოგაგონდება! როდესაც ახლობელ ადამიანს ვკარგავტ, მაშინ გვახსენდება ყველაფერი ცუდი, რაც კი მისთვის გვითქვამს და გაგვიკეთებია. როგორ გვიწვავს გულს თითოეული ასეთი მოგონება: "რატო ვუთხარი ასე ,რატო გავაკეთე ეს? " ეს სეკიტხვები მთელი ცხოვრება გვირღნიან გულს... გახსოვდეს, გახსოვდეს პეტრესადმი მიმარტული ეს მზერა. სიკვდილის კი არ უნდა გვესინიდეს, ან ჯოჯოხეთის-არამედ ამ მშვიდი მზერისა. ( არქიმქნდრიტი ლაზარე აბაშიძე)
|
leluka |
Aug 22 2008, 01:23 AM
პოსტი
#19
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
ციტატა და თუ ცოდვილიც და მართლაიც ცხონდა ხო.... რაღაც მეც მაინტერესებს... მეცოდება ის ბოროტიც... -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
marine |
Sep 11 2021, 09:44 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,446 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როგორიც გინდა რომ საშინელ სამსჯავროზე წარსდგე, ისეთი იყავი ახლა, ღვთის პირის წინაშე!"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th June 2024 - 03:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი