IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი...
q-e-T-i
პოსტი Mar 2 2008, 09:29 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



დედაშვილური სიყვარულის არსი... wub.gif

საგალობელი დედებს
დიდება დედას,
ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს,
ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია,
ვინც უსახელოდ დაბადებულს
თითო ბავშვს უძლურს
სამშობლოს უზრდის
რუსთაველად,
ვაჟად,
ილიად!

მე ვლოცავ იმ ქალს,
ვინც არ იცის,
რა არის შიში,
ვისი თვალებით
გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი,
ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს,
მარჯვენა მისცა
აღემართა სვეტიცხოველი!

დიდება დედებს,
ვინც ცრემლებით
მიწა აავსო,
ძუძუ აწოვა
მკლავდაკუნთულ სამას არაგველს,
მადლობას ვუხდი
დიდ წინაპრებს,
შვილი სამასი
სამშობლო მიწის
ჭრილობებს რომ წამლად დაადეს.

მადლი იმ დედებს,
უკვდავება ვინც გაინაღდა,
ვისი სახელიც
ხალხის გულში
ჩუმად სანთელობს,
დიდება იმ ქალს,
ვინც რწმენისთვის
დაწვეს ჩირაღდნად,
ვისაც საფლავში
დღესაც სცივა უსაქართველოდ.

მე ვლოცავ დედებს,
ვინც ელოდნენ
დილას ხვალინდელს,
ვინც შვილის საფლავს
უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ,
ჩუმად იცრემლეს,
ამ ქვეყნიდან
ჩუმად წავიდნენ,
ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე!

დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს
ლომის ბოკვრები,
და თუ მოგვიხმობს
საქართველოს მიწა ბებერი,
სამშობლო მიწის
დასახსნელად ისე მოვკვდებით,
ქართველი დედის სიამაყეს
როგორც შეჰფერის!

მედეა კახძე








აკაკი წერეთელი-დედის სიმღერა
ცხრა თვეს მუცლით დატარებდი,
"ვაით"გშობე,"უით"გზარდე,
და რად გიკვირს ყოველ ქალზედ
უფრო დედას რომ უყვარდე?
ქალი მამას ქმარში გაცვლის,
ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება;
მაგრამ დედას შვილის ტრფობა
სამარეში თან ჩაჰყვება!
ახლოს გული მისთვის უძგერს,
შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება:
უფიქრელად თავს შესწირავს,-
დედა თვის შვილს ენაცვლება!..
მაგრამ შვილი ხშირად დედას
გასცვის ხოლმე სიყვარულში!..
არ იცის,რომ მოტყუებულს
სხვისი სატრფო რჩება ხელში!..
მაგრამ ნება ბუნებისა
ეს არის და ასე იყოს:
დედამ უნდა შვილისათვის
თავის-თავი დაივიწყოს!..
რა მოგშორდი,შვილო,შემდეგ
შავი ფიქრი გულს მიბურავს...
ვაჰ,თუ გშია!ან გწყურია!
ან გცივა და არა გხურავს!
ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზედ,
გულს გასვია მტრის ისარი
და,რომ წყლული შეგიხვიოს,
დედა -შენი არსად არი!..
ვაი, თუ შენს ლამაზ თვალებს
ყვავი ჰკორტნის და ყორანი,
და უნაგირთ უპატრონოდ
დაგხვიხვინებს თავს მერანი!..
ვაჰ,თუ შენსა ხუჭუჭ თმასა
ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს?
მაშინ დედა_შენიც ჩიტად
გადაიქცეს,შენსკენ ჰფრენდეს!..


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
q-e-T-i   დედა   Mar 2 2008, 09:29 PM
marine   "მთელი სულითა და ...   Sep 9 2022, 08:08 PM
marine   "დედის ლოცვა ადამ...   Nov 18 2022, 01:39 PM
marine   "თანამედროვე მკვ...   Dec 3 2022, 08:22 PM
marine   "დედის ცრემლები კ...   Dec 3 2022, 08:46 PM
marine   "ერთხელ სერაფიმე ...   Dec 5 2022, 08:29 PM
marine   "დედი, ძვირფასო, მ...   Feb 24 2023, 08:41 PM
marine   "როგორც არ უნდა ე...   Mar 19 2023, 08:04 PM
marine   "დედების უყურადღ...   Mar 22 2023, 07:03 PM
marine   "თუმცა ხშირად დედ...   Mar 25 2023, 09:06 PM
marine   "როდესაც სოლომონ...   Apr 3 2023, 09:02 PM
marine   "ვინც ღირსეულად ე...   Apr 5 2023, 09:49 PM
marine   დედის ხელები "მა...   May 21 2023, 08:39 PM
marine   "ერთ ქალაქში, სად...   Jun 17 2023, 06:23 PM
marine   "სირცხვილია შვილ...   Jul 1 2023, 11:43 AM
marine   "ერთ დედას მხოლოდ...   Aug 8 2023, 05:55 PM
marine   "დედა არ უნდა დაკ...   Sep 14 2023, 03:37 PM
marine   "ხშირად ჩვენი მღე...   Sep 17 2023, 01:01 PM
marine   "ბერი პაისი წერს: ...   Sep 17 2023, 01:52 PM
marine   "ტირილი მხოლოდ დე...   Nov 23 2023, 08:00 PM
marine   "წმიდა ფანურიუსი...   Dec 28 2023, 02:57 PM
marine   "ერთი კაცი ამბობდ...   Jan 21 2024, 07:26 PM
marine   "მომაკვდავი წყნა...   Mar 25 2024, 08:28 PM
marine   დედას! "მზეს ამზ...   Apr 11 2024, 02:56 PM
marine   იგავი დედობრივ სიყ...   May 10 2024, 05:53 PM
marine   "დღე და ღამე განა...   May 10 2024, 08:27 PM
5 გვერდი V « < 3 4 5


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2024 - 11:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი