IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 6 7 8 9 10 >  
Reply to this topicStart new topic
> მახვილი მესიისა, წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
marine
პოსტი Apr 4 2021, 02:19 PM
პოსტი #141


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით აღმაშენებელი თვითონ იყო ერისთვის ქრისტიანული ცხოვრების მაგალითი. მეფეს, რომელსაც თითქმის არ უცხოვრია სამეფო პალატებში და მთელ დროს ცხენზე და საომარ კარავში ატარებდა, გამუდმებით ესწრებოდა წირვა-ლოცვებს. საომარ ლაშქრობებში თან დაჰქონდა კარავი, რომელშიც ყოველდღე აღესურლებოდა ღმრთისმსახურება; მეფე, რომელიც კარგი ღმრთისმეტყველი იყო, ხშირად განუმარტავდა სახარების ადგილებს გარშემო მყოფთ".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.55/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2021, 04:42 PM
პოსტი #142


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შორს წაგვიყვანს დავით აღმაშენებლის მიერ გადახდილი ბრძოლების შესახებ თხრობა, როგორც ისტორიკოსები ასკვნიან, მან სიცოცხლის განმავლობაში სამოცი დიდი და პატარა ომი გადაიხადა და ყოველთვის ძლევამოსილი ბრუნდებოდა შინ, რამეთუ "ძალი მაღლისაი" შეეწეოდა მას".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.61/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2021, 05:00 PM
პოსტი #143


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავითს უყვარდა სათნოება და ქველობა, დიდად აფასებდა განათლებულ კაცთა ღვაწლს სამეფო საქმეთა მართვაში და ამიტომ გარს-შემოიკრიბა ნიჭიერი, გამოცდილი და ქველობით განთქმული ვეზირები. ამ ვეზირთა შორის უპირველესი იყო მწიგნობართუხუცესი - ჭყონდიდელი ეპისკოპოსი. დრო ამ შესანიშნავი გვირგვინოსანის მეფობისა სამართლიანად ითვლება "ოქროს საუკუნედ" სასულიერო განათლებისათვის".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.64/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2021, 08:35 PM
პოსტი #144


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1772 წლის გუჯარში მეფე სოლომონ დიდი ამბობს, რომ დავით აღმაშენებელი მეორე ნოეა, საქართველოს დამხსნელი წყალთა რღვნისაგანო".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.64/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2021, 05:51 PM
პოსტი #145


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1106 წელს დაიწყო და თითქმის ოცი წლის განმავლობაში შენდებოდა გელათის ტაძარი ყველა დანარჩენზე მშვენიერი და აღმატებული, ქვაში გამოკვეთილი ღმრთის სადიდებელი... მართლმორწმუნე მეფე ვეღარ მოესწრო მის დასრულებას. ტაძრის კურთხევა მხოლოდ დავითი მემკვიდრის, დემეტრეს მეფობაში მოხდა1130 წელს".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.65/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2021, 08:28 PM
პოსტი #146


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"53 წ. იცოცხლა წმ. მეფე დავითმა და აქედან 36 წ. ჰქუხდა მისი სახელი მთელ მსოფლიოში"

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.66/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2021, 08:00 PM
პოსტი #147


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეფე გვირგვინოსანი, რომელსაც "ვერვინ ძველთა და ახალთაგან მეფეთა ემსგავსა", შენატრიდა განდეგილ მონაზონთა ღვაწლსა და მოთმინებასა".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.67/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2021, 08:15 PM
პოსტი #148


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ის, როგორც განათლებული ადამიანი, თაყვანს სცემდა მეცნიერებას, პატიოსნებას და ერთგულებას. ამის უნიკლაური განსახირება მისი მოძღვარი - არსენ იყალთოელი იყო, წიგნი კი - მისი განუყრელი მეგობარი".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.68/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2021, 06:21 PM
პოსტი #149


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მუდამ თან ახლდა წიგნებით დატვირთული ჯორები და აქლემები და ცხენიდან ჩამოქვეითდებოდა თუ არა, პირველ ყოვლისა, წიგნებს მიართმევდნენ ხოლმე. კითხულობდა დაღამებამდე, კითხულობდა ომის დროსაც კი, თავისუფალ საათებში. მუდამ ლოცვა-მარხვაში იყო. საეშმაკო სიმღერები, სახიობანი, განცხრომა, ღმრთის საძულველი გინება და ყოველი უწესობა ლაშქარშიც აკრძალული იყო".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.68/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2021, 08:02 PM
პოსტი #150


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იუდეა და საქართველო, იერუსალიმი და მცხეთა მრავალი ნიშნითაა ერთმანეთს მიმსგავსებული. ასევე ერთმანეთს ამსგავსებენ მეფსალმუნე ანუ წმ. წინასწარმეტყველ დავითსა და წმ. დავით აღმაშენებელს, რომელიც წმ. გადმოცემის თანახმად, 78-ე შთამომავალია დავით წიანსწარმეტყველისა. ეს ორი მონარქი თურმე გარეგნობითაც ჰგავდა ერთმანეთს: ორივე თეთრი, ცისფერთვალება და ქერა იყო".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.69/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2021, 08:13 PM
პოსტი #151


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმრთის მიერ ისეთი ნიჭი ჰქონდა ბოძებული, რომ არავისი საქმე და სიტყვა, კეთილი თუ ბოროტი არ დაემალებოდა, ამიტომაც ვერც დიდი და ვერც მცირე ორგულობასა და ღალატს ვერ უბედავდა. ასევე მღვდელმთავრები, მღვდლები, დიაკვნები, მონაზვნები და ყოველი კაცი, საქმეს წესიერად აკეთებდა, ამიტომაც იყო წესიერება, კანონიერება, პატიოსნება. მემატიანე დავითს ახასიათებს, როგორც "მტერთათვისაც კი საწადელს და სთნოებით საყვარელს".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.69/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 13 2021, 08:36 PM
პოსტი #152


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენც ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის - ილია მეორის სიტყვებით მივმართოთ წმ. მეფეს: "გიხაროდენ, ქართული მიწების ერთი სკიპტრის ქვეშ გამაერთიანებელო; გიხაროდენ, გელათის, ვითარცა მეორე იერუსალიმად და ახალ ათინად დამაარსებელო და ქართველთა მრავლითა მეცნიერებითა განმანათლებელო; გიხაროდენ, სინანულის დიდო მგალობელო; გიხაროდენ, ივერიელთა ქვეყნის აღმაშენებელო; გიხაროდენ დავით, მეფეო, ღმრთივგვირგვინოსანო და უძლეველო!"

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე
"საქართველოს საეკლესიო ისტორია (VIII კლასის სახელმძღვანელო)" გვ.72/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 25 2021, 08:37 PM
პოსტი #153


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ახლა დავითის შუბლია დიდგორი და თრიალეთზე ყველგან დადის მისი ლანდი ჩაფიქრებული"

/ლევან გოთუა, "თრიალეთური ლანდები", გვ.163/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 24 2021, 12:45 PM
პოსტი #154


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის გარეშე საქართველო დღეს არ იქნებოდა ასეთი"

/მღვდელი გიორგი მეტრეველი
"საპატრიარქოს უწყებანი" N1, 2021, გვ.18/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 16 2021, 07:15 PM
პოსტი #155


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფლისწული [დავით IV აღმაშენებელი] ქუთაისში გეგუთის სამეფო სახლში დაიბადა"

/ლევან მუმლაძე, "საქართველოს უდიდესი მეფეები" გვ.10/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 8 2022, 06:42 PM
პოსტი #156


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავითის ისტორიკოსი წერს: "წინა დაიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხვად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დაუსვის ბოლოსა წიგნისას, ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მათ ნიშანთა აღვთვალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა".
ხმო მიხვდით, რასაც ბრძანებს ისტორიკოსი: წიგნს რომ წაიკითხავდა, ნიშანს დაუსვამდა ბოლოშიო. ერთი წიგნი, "სამოციქულო" ერთი წლის განმავლობაში ოცდაოთხჯერ წაიკითხაო. უზომოდ ბრაზობდა დავითი, თუ ვინმე კითხვას უდროო დროს შეაწყვეტინებდა".

/რეზო ინანიშვილი, მოთხრობა "ლოჭინში", "შორი თეთრი მწვერვალი" გვ.210/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2022, 03:30 PM
პოსტი #157


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



---------------------------------------


"მეფის გაუფრთხილებლობით თავზარდაცემული მხლებლები მიწას ვეღარ აცილებდნენ თვალს. გაქვავებული იდგნენ მეომრებიც. ძლივს გაბედა და მოართვა ხოხბის ბუმბულით ჩანიშნული წიგნი მსახურმა. დავითმა თავის დაკვრით გადაუხადა მადლობა, ერთხელაც გახედა თბილისს, მერე ხოხბის ბუმბული წიგნის ბოლოში გადაიტანა, ფურცელი არათითით ფრთხილად გადმოშალა ზემოთა მხრიდან და იქვე, ცხენზევე განაგრძო კითხვა.
თბილისი კი...
მაინც დავითმა შეძლო მისი აღება.
ოთხას წელიწადს ტყვეობაში მყოფი დედაქალაქი თავისი მეხისმტეხელი მახვილით დაუბრუნდა საქართველოს. წელი იყო ათას ას ოცდაორი, დღე... რა სამწუხაროა! - დღე არ არის ცნობილი".

/რეზო ინანიშვილი, მოთხრობა "ლოჭინში", "შორი თეთრი მწვერვალი" გვ.211/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2022, 08:23 PM
პოსტი #158


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გალობანი სინანულისანი" არის პიროვნული და ერის ცოდვების მტვირთველი ქვეყნის გამგებლის აღსარება. დღევანდელი ადამიანი იმდენად დაცემულია, რომ აღარ ესმის, რატომ გამოთქვამს ასეთ სინანულს მეფე-წმინდანი. ხალხს აღარა აქვს ხმამაღლა გაცხადებული აღსარების სიდიადის შეგრძნება".

/ილია II, "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი". ტ.I, გვ.138
არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი), "აღსარების აგების გამოცდილება" გვ.3/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 28 2022, 05:18 PM
პოსტი #159


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისა" თვალსაჩინოდ აღწერს დავით აღმაშენებლის უშუალო მონაწილეობას ერწუხის ბრძოლაში. იგი არ ჰგავდა სხვა მხედართმთავრებს, რომლებიც ლაშქარს უკან უდგანან და იქედან აძლევენ განკარგულებას მეომრებს. დავითი წინ მიუძღოდა მებრძოლებს, ლომივით შეუძახებდა თავისი მაღალი ხმითა და ამხნევებდა მათ. იგი გრიგალივით ატყდებოდა თავს მოწინააღმდეგეს სხვადასხვა ფრთაზე ("უპირატეს ყოველთასა თვით წინა უვიდოდა და ვითა ლომი, შეუზახებდა ხმითა მაღლითა, და ვითა გრიგალი მი-და-მო იქცეოდა"), გოლიათივით წინ მიიმართებოდა და თავისი ძლიერი, მტკიცე მკლავით მუსრს ავლებდა მტერს, მისი ხმლის ღარებიდან უკუმომდინარე სისხლმა უბე აუვსო ისე, რომ ომის დამთავრების შემდეგ, როცა სარტყელი შეიხსნა და ეს დაგუბებული სისხლი გადმოიღვარა, მხილველები თავიდან შეეჭვებულან, მეფე დაჭრილი ხომ არ არისო. იმ დღეს დავით აღმაშენებელს სამი ცხენი მოუკლეს და მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.370/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 28 2022, 05:36 PM
პოსტი #160


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს ძლიერი სამეფო დიდგორის ბრძოლისა და შემდგომ მოპოვებული წარმატებების წყალობით, იწყებს ბრძოლას სომხეთის ყოფილი ტერიტორიების თურქ-სელჩუკებისაგან გასათავისუფლებლად.1124 წლის აგვისტოში დავით აღმაშენებელს ეახლნენ "მწიგნობარნი ანელთა თავადთანი" და სთხოვეს ანისის დაკავება. საქართველოს მეფე 20 ათასიანი ლაშქრით ძლევამოსილად შევიდა ანისში, სამოცი წელი ტყვეობაში მყოფი ქალაქი გაათავისუფლა და თავის სამეფოს შემოუერთა. დავითმა ანისის მისგითად ქცეული ტაძარი გაათავისუფლა და ტაძრის ამშენებელი ბერძენთა დედოფლის საფლავს (აქ იყო დედოფალი დაკრძალული) სამჯერ ჩასძახა: "გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა ხელისაგან".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.400/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 6 7 8 9 10 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი