რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
მნათე |
Apr 23 2007, 06:55 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.
====================================================== მოკლედ, გვერდზე ფორუმზე ერთმა ათეისტმა წამოჭრა ზემოთ ხსენებული და წითლად შეფერილი, საკითხი, რომელთან შესახვედრად გულწრფელად ვიტყვი - მოუმზადებელი აღმოვჩნდი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ეგზეგეზას -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
თათარაშვილი |
May 28 2008, 11:24 PM
პოსტი
#2
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ციტატა ეს ქრისტეს თხოვნით ან მითითებითაა? საერთოდ სწავლება სამოძღვრო მსახურების შესახებ ქრისტეს ეკლესიაში მისი დაფუძნების დღიდან არსებობს. წმიდა წერილში გადმოცემულია არსი მოძღვრობისა, მისი მიზანი და დანიშნულება. წმიდა წერილში გადმოცემული სამოძღვრო სწავლების საფუძვლები წმ. მამათა თხზულებებში მთელი სისრულითაა გახსნილი. წმიდა წერილი და წმ. მამათა თხზულებები - ეს ორი წყაროა, საიდანაც შეიძლება გაგება ჭეშმარიტი სწავლებისა მოძღვრობაზე. ქრისტე მაცხოვრის მიერ დაწესებული სამოძღვრო მსახურება, მოციქულთაგან მემკვიდრეობით გადმოცემული, დღემდეა დაცული, თავისი მოვალეობების შესასრულებლად მოძღვარს თვით სულიწმიდა ადგენს, ამიტომ სამოძღვრო მსახურება საღმრთოა, არა მხოლოდ თავისი დაწესებით არამედ თავისი გაგრძელებითაც...იესო ქრისტემ ეკლესიაში მოძღვრობა იმისთვის დაადგინა, რომ მოძღვრები მისი საღმრთო ნების მაუწყებელნი და აღმასრულებელნი ყოფილიყვნენ. (მკ. 16,15) რათა ნაყოფნი მისი გოლგოთის შესაწირავისა ყველა ხალხთა მიერ იქნეს შეთვისებული და, რათა მთელ მსოფლიოში ყველა მისმა მორწმუნემ თანდათან სრულყოფილება მოიპოვოს. (ინ. 17,21-22) ნათქვამიდან მოძღვრის სამი ძირითადი მოვალეობა გამომდინარეობს : 1) სწავლება - სახარებისეული მოძღვრების გავრცელება, 2) მღვდელმსახურება - მორწმუნეთათვის მხსნელის დამსახურებათა შეთვისება და 3) სულიერი ხელმძღვანელობა - ქრისტიანთა ზნეობრივი სრულყოფა... (მთ. 28) 19. "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; 20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ. " |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st May 2024 - 07:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი