IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V « < 4 5 6 7 8 >  
Closed TopicStart new topic
> ბუდიზმი
George Leluashvili
პოსტი Sep 20 2011, 11:42 PM
პოსტი #101


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა
თუ გინდათ ბუდიზმის მონათესავე სწავლებას გაეცნოთ ევროპული აზროვნების ისტორიიდან, შეგიძლიათ წაიკითხოთ არტურ შოპენჰაუერის წიგნები. მან გადმოიტანა დასავლეთის ფილოსოფიურ აზროვნებაში აღმოსავლური, ბუდისტური სული და მას ასევე "ევროპელ ბუდისტს" უწოდებენ ფილოსოფიის ისტორიაში.

აი ფაქტიც:
ამას მხოლოდ ბუდისტი იტყვის:


ტკივილის პრობლემა და მისგან გათავისუფლება

ნების ირაციონალურობა და ტკივილი

"ნების ირაციონალურობა და დაუკმაყოფილებლობა განაპირობებენ იმას, რომ სამყაროში (ნების განსახიერებაში) ტკივილი, ანუ უბედურება ადამიანის ცხოვრების არსს შეადგენს. დაუოკებელი სწრაფვა გულისხმობს არსებით მოთხოვნილებას, რომელიც ვერასოდეს ვერ დაკმაყოფილდება. ასეთ მოთხოვნილებას კი მხოლოდ ტკივილისა და უდებურების მუდმივი განცდის გამოწვევა შეუძლია.

შეუძლებელია ტკივილისა და უბედურების ცოდნის მეშვეობით გამორიცხვა. ვინც მეტი იცის, მეტი მოთხოვნილება და სურვილი აქვს. სურვილთა ზრდასთან ერთად იზრდება დაუკმაყოფილებლობაც, მასთან ერთად კი-ტკივილი. ზოგჯერ დაუკმაყოფილებელმა სურვილმა შეიძლება შექმნას ილუზია, რომ კმაყოფილების მიღწევით შესაძლებელი იქნება უბედურების განცდის დაძლევა, მაგრამ თავის მხრივ, დაკმაყოფილება სისრულის ნაკლებობის გამო მოწყენილობას იწვევს, რასაც შედეგად კვლავ უბედურების შეგრძნება მოჰყვება.

ცხოვრება, როგორც ტკივილი

ცხოვრებაში ეს დაუძლეველი ვითარებაა, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ცხოვრების საშუალებებს ვეძიებთ. მეტიც, სწორედ სიცოცლის სურვილი, თავად ცხოვრება შეადგენს ჩვენი ტკივილის წყაროს. ყველაფერი, რაც ჩვენი პირადი კეთილდღეობისკენ მიმართული გვგონია უმაღლესი ნების საბოლოო კეთილდღეობაში გადაწყდება (უმაღლეს ნებას აქ მთელი რეალობის შემადგენელი უმთავრესი რადიკალური პრინციპის აღსანიშნავად ვხმარობთ) საზოგადოებისა თუ ადამიანთა მოდგმის განსაზღვრებებში. უმაღლესი ნების ცხოვრების ნება ადამიანს საკუთარ ნებაში ეშლება და, როდესაც ფიქრობს, რომ საკუთარი ნების თანახმად მოქმედებს, სინამდვილეში მხოლოდ საკუთარი უბედურების განცდის მიზეზებს ამრავლებს.

ტკივილისგან გათავისუფლება

მაშ, როგორ უნდა გადაწყდეს ტკივილისგან გათავისუფლების პრობლემა? ადამიანის პირველი და უმაღლესი ზნეობრივი ამოცანა სიცოცხლის სურვილისგან გათავისუფლებაა: თუკი ეს სურვილია ტკივილის გამომწვევი მთავარი მიზეზი, მაშინ, მისი ამოძირკვაა საჭირო. სიცოცხლის სურვილი უკვე თავადაა მალუმ ცულპაე, ცოდვაა. დანაშაულის გამოსასყიდად, ადამიანმა უბედურების სასჯელი, მალუმ პოენაე უნდა მოიხადოს. ადამიანურ ცხოვრებაში ეს დაუძლეველი სასჯელია, როგორც ბუნებრივი ფაქტი და ზნეობრივი ვალდებულება.

გათავისუფლების საშუალებანი

სიცოცხლის სურვილისგან გათავისუფლების უმთავრესი ამოცანა (რაც ადამიანური პასუხია იმ ერთგვარ თავდაპირველ ცოდვაზე, რომელიც არის თვით სიცოცხლის სურვილი) სრულდება ერთგვარი მოქცევით, ანუ გამათავისუფლებელი პროცესის მეშვეობით, რომელიც საფეხურებრივად ვითარდება, სანამ საბოლოოდ არ ჩაიკარგება არაფერში როგორც სიცოცხლის სურვილის არქონაში. "


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 21 2011, 01:53 AM
პოსტი #102


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



შოპენჰაუერი - ფილოსოფოსი-პესიმისტი, რომელიც თვლის, რომ ეს სამყარო "ყველაზე უარესია მათ შორის, რომელიც შეიძლებოდა არსებულიყო". ის თვლის, რომ ყოველი არსი არის ნების გამოხატულება. ნება არის ნივთი თავისთავად(კანტის გადამღერება). ნება არ ექვემდებარება დროსა და სივრცეს, მას არ აქვს საფუძველი და მიზანი, უმიზეზოა და შეუცნობელი, ის წამოწევს წინ ძირითად მისწრაფებას - სიცოცხლის ნებას(რომელსაც შემდეგ ნიცშე ჩაანაცვლებს ძალაუფლების ნებით). ტანჯვათაგან გასათავისუფლებლად არ არსებობს სხვა გზა, თუ არა სიცოცხლის ნების დათრგუნვა და გაქრობა, გადასვა არარსებობაში. ზნეობის საფუძვლად ის აცხადებს თანაგრძნობას, თანატანჯვას.

შოპენჰაუერს მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰყავდა ოთხფეხა მეგობარი. ძაღლს, შავ პუდელს ერქვა ატმანი. დაახლოვებით ათ წელს ცოცხლობდა ეს ძაღლი და რომ მოკვდებოდა, შოპენჰაუერი შეიძენდა ისეთივე შავ პუდელს და ისევ ატმანს დაარქმევდა...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 21 2011, 08:17 AM
პოსტი #103


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ანუ მისი სწავლებები რადიკალურად განსხვავედბა ქრისტიანული სწავლებებისგან.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 21 2011, 10:32 AM
პოსტი #104


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ანუ მისი სწავლებები რადიკალურად განსხვავედბა ქრისტიანული სწავლებებისგან.

კი. და საერთოდ ქრისტიანობისადმი ევროპელთა დიდი ნაწილის სულ უფრო მეტი უარყოფითი დამოკიდებულება ნაბიჯ-ნაბიჯ ღრმავდებოდა, სამაგიეროდ იზრდებოდა ინტერესი სხვა რელიგიური სწავლებებისადმი...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NINJA - ნინძა
პოსტი Sep 21 2011, 04:07 PM
პოსტი #105


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ანუ სიდჰარტამდე ღმერთი არ არსებობდა და შემდეგ იგი გახდა ღმერთი?თუ როგორაა საქმე?

დიახ, ასეა.
ბუდამდე არ არსებბოდა გასხივოსნებული პიროვნება, არ არსებობდა ისეთი ვინმე, ვინც ტანჯვის მიზეზები შეისწავლა და მათთან ბრძოლის ხერხები შეიმუშავა.
სიდჰარტამდე არავის მოუცია ხსნის გზა, გადარჩენისა და ჭეშმარიტი ბედნიერების ფორმულა;არავის განუცდია ნირვანა.
და მე კი მას ვცემ თაყვანს, ვინც ეს უდიდესი ფილოსოფია გვიბოძა.
ციტატა
ალბათ ამის გამოა, რომ ბუდიზმი მრავალ საკითხში ცდება.

შეგიძლია ჩამოთვალო და დამიმიტკიცო ეს "შეცდომები"?
ციტატა
ანუ მისი პრინციპი ასეთია:"მე თავი დამანებეთ, მივდივარ და თქვენ რაც გინდათ ის გიქნიათ".

არა, ეს ცოტა უხეში ნათქვამია.
ამ სიტყვებიდან შეიძლება მივიღოთ მხოლოდ ერთი-"მივდივარ"!
ესაა განთავისუფლების გზა, რომელზეც ყველამ ინდივიდუალურად უნდა იაროს.
ციტატა
კერძოდ კი, ბუდიზმი გამოსავალს სრულ უარყოფასა და მოშორებაში ხედავს და არა სასიკეთოდ წარმართვაში.ასევეა ამ შემთხვევაშიც:იგი სრულიად უარყოფს იმას, რამაც შესაძლოა(თუკი არასწორად შეხედავს) ნირვანას გზაზე დააბრკოლოს.

და ვერ ვხვდები რატომ გგონია ასეთი მიდგომა არასწორი.
რაც არ ვარგა და ცუდისკენ მიყავხარ, მისი დეფორმირების ნაცვლად, უკეთესი იქნება თუკი საერთოდ მოიშორებ მას.
ავიღოთ მაგალითისთვის ნახევრად დამპალი ვაშლი. იმის ჩალიჩს, რომ ვაშლს დამპალი ნაწილი მოაჭრა, არ ჯობია ის გადააგდო და საუკეთესო ვაშლი აიღო?
ციტატა
მაგალითად, როცა ადამიანი ქრისტეს შესახებ წაიკითხავს, იმ მოვლენაზე, რაც დაახლოებით 2 000 წლის წინ მოხდა, არ არსებობს არ დაფიქრდეს.არ არსებობს იესოს ცხოვრებამ ადამიანი არ დააფიქროს.

გასაგებია, იესო დიდებული პიროვნება იყო და ჩვენ დიდ პატივს ვცემთ მას, მაგრამ უპირატესად ვაყენებთ მას, ვინც თვდაპირველად მოგცვა ხსნა და წესები.
ციტატა
აი, ბუდაზე კი რა მოგახსენო...

არ გესმის ვინ იყო ბუდა და რა მოიტანა.
ციტატა
რა არის ეს ილუზია...განა შეიძლება ყველაფერს ილუზია უწოდო?როგორ შეიძლება შენს ჭეშმარიტ მეობას ილუზია უწოდო და თქვა, რომ შენ სინამდვილეში არ არსებობ?

როგორ და მშვენივრად.
ეს ჭეშმარიტებაა და სამყაროს, ცოცხალი არსებების სწორი აღქმა. ჭეშმარიტება ისაა, რომ არ არარეალურია ყოველივე ის, რაც შენ რეალობად მიგაჩნია.

ეს ბუდიზმში ვრცელი და რთული საკითხია, რომელიც ეტაპობრივად განიხილება და ამიტომ ამას შენ ვერ გაიგებ;ეს ცოტა ზემოთა საფეხურზე შეისწავლება.


Funkenstein

ციტატა
რავი ტაილანდის ცენტრალურ ტაძარში სურატი არ გადამაღებინეს ბუდისტი ბერის გვერდიტ დამდგარს, დეიჩოქეო, რა გირსი ხარ შენ მის სიმაღლეზე დგომისო

გასარკვევია რომელ ბუდისტურ მიმდინარეობასთან გვაქვს საქმე.
და თვითონ ბერს არაფერი უთქვამს ამაზე?
ციტატა
მაგალითად დემონის ძეგლები უდგათ რომლებიც იცავენ ტაზარს სხვა დემონების შემოსვლისგან, ხომ კარგი ლოგიკაა

biggrin.gif
რას ამბობ; დაახლოებით 10 წელია ბუდიზმს ვსწავლობ და მსგავსი არაფერი გამიგონია.
მივხვდი რასაც ამბობ, მაგრამ ძალიან არასწორად გესმის დანახული და არასწორად აღიქვამ.
ვინაიდან იმ "დრაკონებს" დემონებს ამსგავსებთ, თქვენ მართლაც ისინი გგონიათ. ეს ასე არ არის. ისინი ღმერთის მსახურები არიან, მოვლენილნი ბუდას მემკვიდრეთა და მათი საკუთრების დასაცავად.
მათ დაახლოებით ის მდგომარეობა უკავიათ, რაც ქრისტიანობაში ანგელოზებს.


დანარჩენი, რაც შენ დაწერე, არის პირადი ამბოციებიდან გამომდინარე და არა სინამდვილე, ამიტომ კომენტარს არ გავაკეთებ. მე როგორც არ უნდა აგიხსნა ის, თუ რას ნიშნავს"წამოგორებული ბუდა", შენ მაინც ყოველთვის ასე მოიხსენიებ მას.

georgios
ციტატა
შეგიძლიათ წაიკითხოთ არტურ შოპენჰაუერის წიგნები

მის წიგნებში ზოგი რამ ბუდიზმისგან შორსაა.
ის არ იყო "მაჰაიანური" ბუდიზმის მიმდევარი და ამიტომ მე ვერ გირჩევთ მის წაკითხვას.
კი, არის მრავალი კარგი სწავლება, ბუდისტური ფილოსოფია, მაგრამ ყველაფერი არაა მისაღები.

Sidharta-Gautama-Buddha


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 21 2011, 04:08 PM
პოსტი #106


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



NINJA - ნინძა
ციტატა
დიახ, ასეა.ბუდამდე არ არსებბოდა გასხივოსნებული პიროვნება, არ არსებობდა ისეთი ვინმე, ვინც ტანჯვის მიზეზები შეისწავლა და მათთან ბრძოლის ხერხები შეიმუშავა.სიდჰარტამდე არავის მოუცია ხსნის გზა, გადარჩენისა და ჭეშმარიტი ბედნიერების ფორმულა;არავის განუცდია ნირვანა.და მე კი მას ვცემ თაყვანს, ვინც ეს უდიდესი ფილოსოფია გვიბოძა.


ვედურ ტრადიციას როგორ უყურებს ბუდიზმი?

ციტატა
გასაგებია, იესო დიდებული პიროვნება იყო და ჩვენ დიდ პატივს ვცემთ მას, მაგრამ უპირატესად ვაყენებთ მას, ვინც თვდაპირველად მოგცვა ხსნა და წესები.

ქრისტეზე ბუდიზმის რომელ წყაროში არის მითითებული?

ციტატა
მის წიგნებში ზოგი რამ ბუდიზმისგან შორსაა.ის არ იყო "მაჰაიანური" ბუდიზმის მიმდევარი და ამიტომ მე ვერ გირჩევთ მის წაკითხვას.

რა თქმა უნდა არ იმეორებს ყველაფერს ბუდიზმის მიხედვით. აღმოსავლური სწავლებების გარდა ის იღებს თავის აზრებს ასევე პლატონისგან, კანტისგან, გატაცებული იყო მისტიკით, რომანტიზმით, სტოიციზმით...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NINJA - ნინძა
პოსტი Sep 21 2011, 04:16 PM
პოსტი #107


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



georgios
ციტატა
ვედურ ტრადიციას როგორ უყურებს ბუდიზმი?

რასაც "ვედები" ასწავლის, უმეტესობა ჭეშმარიტებაა, მაგრამ არა სრული ჭეშმარიტება.
ციტატა
ქრისტეზე ბუდიზმის რომელ წყაროში არის მითითებული?

ქრისტეზე ვერ იქნება ბუდიზმის უძველეს წყაროებში მითითებული ერთი მარტივი მიზეზის გამო-ბუდა იესომდე საკმაოდ ადრე იყო.
ხოლო ცალკეულ ბუდიზმის მასწავლებლებს აქვთ მასზე გარკვეული წარმოდგენები, სწავლებები და ა.შ.
ციტატა
რა თქმა უნდა არ იმეორებს ყველაფერს ბუდიზმის მიხედვით. აღმოსავლური სწავლებების გარდა ის იღებს თავის აზრებს ასევე პლატონისგან, კანტისგან, გატაცებული იყო მისტიკით, რომანტიზმით, სტოიციზმით...

დიახ;
და როცა ეს ყველაფერი ერთმანეთს ერწყმის, ჭეშმარიტ ბუდიზმს სცილდება.


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 21 2011, 04:37 PM
პოსტი #108


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



NINJA - ნინძა
ციტატა
რასაც "ვედები" ასწავლის, უმეტესობა ჭეშმარიტებაა, მაგრამ არა სრული ჭეშმარიტება.


ძირეული განსაზღვრებებიდან რომელს არ იზიარებს ბუდიზმი? და რომელ წმინდა ტექსტებს იზიარებს ვედებიდან?

ციტატა
ქრისტეზე ვერ იქნება ბუდიზმის უძველეს წყაროებში მითითებული ერთი მარტივი მიზეზის გამო-ბუდა იესომდე საკმაოდ ადრე იყო.ხოლო ცალკეულ ბუდიზმის მასწავლებლებს აქვთ მასზე გარკვეული წარმოდგენები, სწავლებები და ა.შ.


ჰოდა რომელ მასწავლებლებს? რომელი ეპოქის და რას ამბობდნენ მის შესახებ? რელიგიური გაგებით იღებენ მას, თუ უბრალოდ როგორც კარგ პიროვნებას, ისე სცემენ პატივს?


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
NINJA - ნინძა
პოსტი Sep 21 2011, 04:59 PM
პოსტი #109


Sidharta-Gautama-Buddha
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-June 11
მდებარ.: moscow
წევრი № 11,240



georgios
ციტატა
ძირეული განსაზღვრებებიდან რომელს არ იზიარებს ბუდიზმი?

მოკლედ მთავარს ვიტყვი რას იზიარებს და რას არა, ვინაიდან ამ ორ მთავარ განმასხვავებელ ნიშანზეა აგებული მთელი სხვა მსგავსება-განსხვავებები.
არ იზიარებს იმ აზრს, რომ ადამიანის პიროვნება არის სული და საერთოდ, რომ პიროვნება არსებობს.
არც "ღმრთეების უზენაეს პიროვნებას" და არც ღმერთის სასუფეველს, რომელსაც ისინი კრიშნალოკას თუ გოლოკა ვრინდავანს უწოდებენ.
აქ არაა საქმე სასუფევლის სახელში, არამედ მის არსებობა-არ არსებობაში.

ხოლო აბსოლუტურად იზიარებს სწავლებებს რეინკარნაციის შესახებ.
ციტატა
ჰოდა რომელ მასწავლებლებს?რომელი ეპოქის და რას ამბობდნენ მის შესახებ?

ეხლა მახსენდება მაჰატმა ნინგუიე, რომელიც ამბობდა II საუკუნეში, რომ ქრისტემ მოიტანა გასხივოსნების ნახევარი გზა, რომელიც უფრო რთულია და შორი, ვიდრე ბუდას მიერ მოცემული.

ეს საკითხი ღრმად არ შემისწავლია, თუ კონკრეტულად ვინ რას ამბობს ქრისტეს შესახებ, მე უბრალოდ ზოგადად ვიცი როგორია ბუდიზმის დამოკიდებულება ქრისტიანობასთან.
ციტატა
რელიგიური გაგებით იღებენ მას, თუ უბრალოდ როგორც კარგ პიროვნებას, ისე სცემენ პატივს?

ამათგან საშუალოსsmile.gif
ანუ მას არ ვაყენებთ ბუდას ადგილას, მაგრამ ასევე არ ვაყენებთ ჩვეულებრივი სულიერი მოძღვრების ადგილას.
იგი განსაკუთრებული პიროვნება იყო, რომელმაც მოგვცა განთავისუფლების თავისებური გზა.


--------------------
________________________________________________________________________
_
गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा
— გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას.

„ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა)






ომ - დიდსულოვნება

მა - ეთიკა

ნი - მოთმინება

პად - სიბეჯითე

მე - უარი

ჰუნგ - სიბრძნე
__________________________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Sep 21 2011, 07:26 PM
პოსტი #110


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



ბუდიზმი ცოცხალი იმპერსონალიზმის გამოვლინებაა და არცაა გასაკვირი, რომ ბუდისტმა ეს თქვას:
ციტატა
არ იზიარებს იმ აზრს, რომ ადამიანის პიროვნება არის სული და საერთოდ, რომ პიროვნება არსებობს.არც "ღმრთეების უზენაეს პიროვნებას" და არც ღმერთის სასუფეველს, რომელსაც ისინი კრიშნალოკას თუ გოლოკა ვრინდავანს უწოდებენ.აქ არაა საქმე სასუფევლის სახელში, არამედ მის არსებობა-არ არსებობაში.

ბუდას შესახებ ჭეშმარიტება თვით ბუდისტებშიც კი დამახინჯებულია და არაა ისე გადმოცემული, როგორც სინამდვილეში იყო.
უფალი ბუდას შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო შრიმად ბჰაგავატამში.
ასევე ნახსენები იყო მისი ამ ქვეყნად მოვლინების მისია.
თუკი ვინმეს მართლა აინტერესებს ბუდას შესახებ სრული ცოდნა და ჭეშმარიტების მიღება, მან ვედურ წმინდა წერილებს უნდა მიმართოს, განსაკუთრებით კი-შრიმად ბჰაგავატამს.

ამ ჩემი სიტყვებით მე არ ვაკნინებ ბუდიზმს-როგორც ბუდას შემეცნების რელიგიას, არც მის წარმომადგენლებსა და არც მათ სწავლებებს. არა, მაგამ ვფიქრობ, რომ ვაიშნავიზმი უფრო სწორ და ჩამოყალიბებულ ცოდნას იძლევა მასზე. ბოლოსდაბოლოს უფლი ბუდა კრიშნას ერთ-ერთი ავატარაა.


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 21 2011, 07:31 PM
პოსტი #111


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



Kanishtha-Adhikar
ციტატა
ბუდას შესახებ ჭეშმარიტება თვით ბუდისტებშიც კი დამახინჯებულია და არაა ისე გადმოცემული, როგორც სინამდვილეში იყო.

ეს ყოველთვის ერთი რელიგიის არგუმენტია მეორე რელიგიის კრიტიკისთვის. ქრისტიანებს მუსულმანები გვაკრიტიკებენ, იესოს მოძღვრება დაამახინჯესო, ვაიშნავები ბუდისტებს და ა.შ. კერძოდ სად დაამახინჯეს ბუდისტებმა ბუდას სწავლება? რა შეცვალეს?

ციტატა
ბოლოსდაბოლოს უფლი ბუდა კრიშნას ერთ-ერთი ავატარაა.

კრიშნას სწავლება სხვა არ არის? და მისი სხვა ავატარა სხვა სწავლებას ავრცელებდა?


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Sep 21 2011, 07:55 PM
პოსტი #112


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



georgios
ციტატა
ეს ყოველთვის ერთი რელიგიის არგუმენტია მეორე რელიგიის კრიტიკისთვის. ქრისტიანებს მუსულმანები გვაკრიტიკებენ, იესოს მოძღვრება დაამახინჯესო, ვაიშნავები ბუდისტებს და ა.შ.

არა, ძალიან ცდები.
ჯერ ერთი, მე არ ვაკრიტიკებ ბუდიზმს.
მეორე-თუკი ბუდისტებს შეცდომაზე მივუთითებ, მე ამას სრულიად საფუძვლიანად ვაკეთებ, რადგან მაქვს ამის ზუსტი წყარო და მტკიცე საფუძველი.
კერძოდ ის, რომ სანამ ბუდას მიმდევრები გაუჩნდებოდნენ, სანამ მას და მის მისიას შეიცნობდნენ, მანამდე კრიშნას ერთგულებს უკვე ძალიან კარგად ჰქონდათ უფალ ბუდაზე წარმოდგენა.
ე.წ. ბუდისტებმა, ბუდას მხოლოდ ერთი ასპექტი შეიმეცნეს, ხოლო ვაიშნავიზმში სრული და ჭეშმარიტი ცოდნაა მასზე მოცემული.

ძალიან არასწორია შედარება იმის, თუ როგორ აკრიტიკებენ მუსულმანები ქრისტიანებს და როგორ "ვაკრიტიკებთ" ვაიშნავები ბუდისტებს.
ქრისტიანებს ყოველთვის შეუძლიათ ნებისმიერ პოლემიკაში დაამარცხონ მუსულმანები, სწორი ლოგიკითა და ჭეშმარიტი აზროვნებით;
ჯერ მარტო იმით, რომ ქრისტეს მიმდევრები არ გასჩენია VI საუკუნეში, არამედ მას ყავდა მოწაფეები თავის სიცოხლეში, რომლებმაც უფრო დაზუსტებით და სრულად გადმოსცეს ქრისტეს შესახებ ჭეშმარიტება, ხოლო მუსლიმებს ამ შემთხვევაში არაფერი ეთქმით.
ისინი ვერ იტყვიან, რომ ქრისტიანებმა ქრისტეს მოძღვრება დაამახინჯეს, ვინაიდან ქრისტეს ღმერთადაც კი არ აღიარებენ და მუჰამედზე დაბლა აყენებენ, ხოლო ქრისტეს სიტყვებში სავსებით ნათლად ჩანს, რომ იგი ღმერთია.
ციტატა
კერძოდ სად დაამახინჯეს ბუდისტებმა ბუდას სწავლება? რა შეცვალეს?

ეს უკვე ნინძამ პირადად განაცხადა, როცა თქვა, რომ ბუდა არ არის პიროვნება, რომ არ არესბობს უფლის სასუფეველი და საერთოდ, ღმერთი რომ პიროვნება არაა.
ამას უფრო განვავრცობდი, ეხლა უბალოდ დროში ვარ შეზღუდული.
ციტატა
კრიშნას სწავლება სხვა არ არის? და მისი სხვა ავატარა სხვა სწავლებას ავრცელებდა?

ჯერ ერთი ბუდასა და კრიშნას სწავლება არაა ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი და მეორე, რაც ყველაზე მთავარია:
უფალმა ბუდამ ინდოეთში მოიტანა ის სწავლება, რომლის მიმღებიც იმ დროინდელი საზოგადოება იქნებოდა; რომელსაც მაშინდელი ხალხი ჩაწვდებოდა.
კრიშნა (გოვინდას) დროს სხვა თვისებებისა და მსოფლმხედველობის ხალხი იყო, ხოლო ბუდას დროს-სხვა.
ამიტომ შეუძლებელი იქნებოდა, რომ რასაც კრიშნა მის თანამედროვე ხალხს ასწავლიდა, იგივე ესწავლებინა ბუდას დროინდელი ხალხისათვის.

ქრისტიანობაშიც ასეა არაა?
უფალი კანონებს იმის მიხედვით იძლევა, თუ როგორი საზოგადოებაა.
მაგალითად ძველი აღთქმის ხალხი სხვანაირი იყო და ახალი აღთქმის-სხვა.
რატომ შეიცვალა ძველი აღთქმის სწავლებები ახალი აღთქმის სწავლებით?იმიტომ, რომ მასთან ერთად საზოგადოებაც შეიცვალა, უფრო განვითარდა.
ძველ აღთქმაში ისმის "წადი და მოკალი", ახალ აღთქმაში-"წადი და შენ ძმას შეურიგდი"; ძველ აღთქმაში-"თვალი თვალის წილ", ახალ აღთქმაში-"მიუტევე" და ა.შ.


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 21 2011, 08:13 PM
პოსტი #113


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



Kanishtha-Adhikar
ციტატა
არა, ძალიან ცდები.ჯერ ერთი, მე არ ვაკრიტიკებ ბუდიზმს.

ციტატა
ე.წ. ბუდისტებმა, ბუდას მხოლოდ ერთი ასპექტი შეიმეცნეს, ხოლო ვაიშნავიზმში სრული და ჭეშმარიტი ცოდნაა მასზე მოცემული.

შეცდომებზე თუ მიუთითებ, ესე იგი აკრიტიკებ. განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლები ყოველთვის გააკრიტიკებენ ერთმანეთს. ეს ბუნებრივია.

ციტატა
ჯერ მარტო იმით, რომ ქრისტეს მიმდევრები არ გასჩენია VI საუკუნეში, არამედ მას ყავდა მოწაფეები თავის სიცოხლეში, რომლებმაც უფრო დაზუსტებით და სრულად გადმოსცეს ქრისტეს შესახებ ჭეშმარიტება, ხოლო მუსლიმებს ამ შემთხვევაში არაფერი ეთქმით.

ქრისტეს მიმდევრები არ გასჩენია მეექვსე საუკუნეში, მაგრამ ქრისტიანობაში უამრავი მიმდინარეობაა, ზოგი ადრე წარმოშობილი, ზოგი გვიან და ყველა თავის სიმართლეს იჩემებს. ხოლო ქრისტიანობის გარეთ რა სწავლებებიც არის, მათ თავიანთი თვალსაზრისი აქვთ ქრისტიანობის საფუძვლების რაობაზე და წარმოშობაზე.

ციტატა
ეს უკვე ნინძამ პირადად განაცხადა, როცა თქვა, რომ ბუდა არ აის პიროვნება, რომ არ არესბობს უფლის სასუფეველი და საერთოდ, ღმერთი რომ პიროვნება არაა.


ციტატა
ჯერ ერთი ბუდასა და კრიშნას სწავლება არაა ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი და მეორე, რაც ყველაზე მთავარია:უფალმა ბუდამ ინდოეთში მოიტანა ის სწავლება, რომლის მიმღებიც იმ დროინდელი საზოგადოება იქნებოდა; რომელსაც მაშინდელი ხალხი ჩაწვდებოდა.

და კრიშნას ავატარამ ბუდამ მოიტანა სწავლება უპიროვნო ღმერთის შესახებ?


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 21 2011, 10:26 PM
პოსტი #114


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



NINJA - ნინძა
ციტატა
დიახ, ასეა.ბუდამდე არ არსებბოდა გასხივოსნებული პიროვნება, არ არსებობდა ისეთი ვინმე, ვინც ტანჯვის მიზეზები შეისწავლა და მათთან ბრძოლის ხერხები შეიმუშავა.სიდჰარტამდე არავის მოუცია ხსნის გზა, გადარჩენისა და ჭეშმარიტი ბედნიერების ფორმულა;არავის განუცდია ნირვანა.

დარწმუნებული ხარ?
შე კაი კაცო, სანამ სიდჰარტამდე მიხვალ, ბიბლია არ გედო ცხვირწინ?
ციტატა
შეგიძლია ჩამოთვალო და დამიმიტკიცო ეს "შეცდომები"?

პიველი და მთავარი-რეინკარნაცია!
მეორე-რეალობის არარეალური აღთქმა, ანუ როგორც ილუზია-მაია.
მესამე-დჰარმების კანონი; ანუ პიროვნების არ არსებობის შესახებ სწავლება.

მოდი, ჯერ ეს სამი გავარჩიოთ და დანარჩენს მერე მივხედოთ.
ციტატა
რაც არ ვარგა და ცუდისკენ მიყავხარ, მისი დეფორმირების ნაცვლად, უკეთესი იქნება თუკი საერთოდ მოიშორებ მას.

შენი აზრით შეიძლება თუ არა სხეულის (როგორც მთავარი ტანჯვათა მიზეზის) სასიკეთოდ გამოყენება?
ციტატა
გასაგებია, იესო დიდებული პიროვნება იყო და ჩვენ დიდ პატივს ვცემთ მას, მაგრამ უპირატესად ვაყენებთ მას, ვინც თვდაპირველად მოგცვა ხსნა და წესები.

შეიძლება ბუდა მართლა იესოზე განკაცებამდე ექვსი საუკუნით ადრე იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტე ბუდამდე არ იყო. იგი ყოველთვის იყო და გვაძლევდა კიდეც გადარჩენისა და ხსნის წესებს; მცნებებს, აღთქმებს და ამით ცხოვრობდა მაშინდელი მორწმუნე ერი.
ციტატა
არ გესმის ვინ იყო ბუდა და რა მოიტანა.

ზუსტადაც რომ მესმის იმიტომ გეუბნებიsmile.gif
ციტატა
როგორ და მშვენივრად.ეს ჭეშმარიტებაა და სამყაროს, ცოცხალი არსებების სწორი აღქმა. ჭეშმარიტება ისაა, რომ არ არარეალურია ყოველივე ის, რაც შენ რეალობად მიგაჩნია.

ღმერთო რა სისულეებია, ნერვები მეშლება უკვეbiggrin.gif
კარგი, დავცხოთ ამაზე ერთი კაი, ჯიგრიანი პოლემიკაlaugh.gif

Kanishtha-Adhikar
georgios
მე მაგალითად ვაიშნავური სწავლება მირჩევნია ბუდას შესახებ, ვიდრე თავად ბუდისტებისა.
ნიკოლოზის თქმის არ იყოს, თუ მართლა ვირწმუნებთ ბუდას არსებობას, ჯობია ვაიშნავებს დავუჯეროთ, რადგან ბუდიზმს ბევრი კითხვა გაუცემელი რჩება.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 22 2011, 04:45 PM
პოსტი #115


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
კარგი, დავცხოთ ამაზე ერთი კაი, ჯიგრიანი პოლემიკა

აუ...
ვგიჟდები პოლემიკაზე.


ლელუაშვილი უჩემოდ არ დაიწყო,თორე გნახავ სადმე და ჩაიტარებ ნინძიცუშუს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 22 2011, 05:36 PM
პოსტი #116


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ციტატა
აუ...ვგიჟდები პოლემიკაზე.

thumbs.gif
friends.gif
ციტატა
ლელუაშვილი უჩემოდ არ დაიწყო,თორე გნახავ სადმე და ჩაიტარებ ნინძიცუშუს

ნინძა შემოვა და...
biggrin.gif

NINJA - ნინძა
ციტატა
პიველი და მთავარი-რეინკარნაცია!მეორე-რეალობის არარეალური აღთქმა, ანუ როგორც ილუზია-მაია.მესამე-დჰარმების კანონი; ანუ პიროვნების არ არსებობის შესახებ სწავლება.

აი, დავგმე შენი რელიგიური კანონებიtongue.gif
აბა ჰე!


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Sep 22 2011, 05:39 PM
პოსტი #117


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



GIORGI LELUASHVILI
ციტატა
მე მაგალითად ვაიშნავური სწავლება მირჩევნია ბუდას შესახებ, ვიდრე თავად ბუდისტებისა.

ჩემთვის სულ ერთია. tongue.gif

A.V.M
ციტატა
აუ...ვგიჟდები პოლემიკაზე.

განგებ ვხლართავთ აქ რაღაცეებს, რომ ცოტა ვიპოლემიკოთ, აბა ისე მოსაწყენი იქნება. biggrin.gif

GIORGI LELUASHVILI
ციტატა
აი, დავგმე შენი რელიგიური კანონები

დაგმობასთან ერთად შეშფოთება არ გამოგიხატავს. tongue.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 22 2011, 05:46 PM
პოსტი #118


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



georgios
ციტატა
ჩემთვის სულ ერთია.

რათქმაუნდაtongue.gif
ციტატა
დაგმობასთან ერთად შეშფოთება არ გამოგიხატავს.

როგორ უნდა გამომეხატა?
biggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 22 2011, 05:49 PM
პოსტი #119


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
როგორ უნდა გამომეხატა?

ჯერ უნდა აღშფოთდე,მერე წყალი გაუგზავნო ,,ბაჩონკებით."
მერე შეხვდე და გადატვირთვის ღილაკზე ელაპარაკო.

აი,ამის შემდეგ გაიგებ თუ რა არის ჭეშმარიტი მორწმუნისათვის აღშფოთება.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Sep 22 2011, 05:50 PM
პოსტი #120


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
კაცო სმილები არ იძლევა ამის საშუალებას და ხმის ტონს კიდე აქ ვერ დააფიქსირებtongue.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V « < 4 5 6 7 8 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 12:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი