IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> ეპისკოპოს სპირიდონ აბულაძის, ქადაგება!
benediqt
პოსტი Jul 10 2012, 12:58 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



კვირას, 8 ივლისს, სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან იქადაგა, სადაც წარმოთქვა ასეთი სახის ერესი: "... რომ ძე ღვთისა სულია, და ხორცი შეისხა დედა ღვთისმშობელში, და ხორცი ისესხა, როგორც ამბობენ წმ მამები, და სისხლი დედა ღვთისმშობელი მარიამისგან დედა ღვთისმშობლისგან, და როცა ჩვენ სისხლს და ხორცს მაცხოვრისას ვეზიარებით, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სისხლი და ხორცი და მას ეზიარება მთელი მსოფლიო, მართლმადიდებელი..."

blink.gif blink.gif


სპირიდონმა ასევე განაცხადა რომ პატრიარქი ილია მეორე არის ბაგრატიონებისა და დავით მეფის ხორციელი შთამომავალი.

ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=l1dLTZCG_mc...layer_embedded#!


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 10 2012, 01:03 AM
პოსტი #2


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



benediqt
ციტატა
სპირიდონმა ასევე განაცხადა რომ პატრიარქი ილია მეორე არის ბაგრატიონებისა და დავით მეფის ხორციელი შთამომავალი.

და შენც მეტი ხომ არ გინდოდა, სასწრაფოდ მიუძღვენი ახალი თემა.
მომწონს ეს ჩასაფრებული ხალხი და მომკალით თუ გინდათ biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Jul 10 2012, 11:11 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



ნაინა
ციტატა
და შენც მეტი ხომ არ გინდოდა, სასწრაფოდ მიუძღვენი ახალი თემა.


მდაბიო კომენტარია.... მაპატიე...

თემა გაცილებით სერიოზულ კომენტარს მოითხოვს, საქმე არც თუ ისე კარგადაა, საკათედრო ტაძრის ამბიონიდან ეპისკოპოსის მიერ წარმოთქმული მწვალებლური ფრაზები საგანგაშოა და ამაზე თემას მე თუ არა, სხვა უეჭველად გახსნიდა...



--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 10 2012, 11:47 AM
პოსტი #4


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



სათაურიდან სიტყვა "მწვალებლობას" ამოვიღებ, რადგან შეცდომა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მწვალებლობას. დიახ, ეხლა მოვისმინე და ვთვლი რომ მოტანილ სიტყვებში ხარვეზია.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Jul 10 2012, 12:01 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



afxazi
ციტატა
სათაურიდან სიტყვა "მწვალებლობას" ამოვიღებ, რადგან შეცდომა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მწვალებლობას. დიახ, ეხლა მოვისმინე და ვთვლი რომ მოტანილ სიტყვებში ხარვეზია.


აი ეს: "... რომ ძე ღვთისა სულია, და ხორცი შეისხა დედა ღვთისმშობელში, და ხორცი ისესხა, როგორც ამბობენ წმ მამები, და სისხლი დედა ღვთისმშობელი მარიამისგან დედა ღვთისმშობლისგან, და როცა ჩვენ სისხლს და ხორცს მაცხოვრისას ვეზიარებით, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სისხლი და ხორცი და მას ეზიარება მთელი მსოფლიო, მართლმადიდებელი..."

"შეცდომაა" და "ხარვეზი" თუ ერესი?


ციტატა
სპირიდონმა ასევე განაცხადა რომ პატრიარქი ილია მეორე არის ბაგრატიონებისა და დავით მეფის ხორციელი შთამომავალი.


ეს, "შეცდომაა" და "ხარვეზი" თუ ტყუილი?


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 10 2012, 12:08 PM
პოსტი #6


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



benediqt

ციტატა
"შეცდომაა" და "ხარვეზი" თუ ერესი?


აზრი არ არის სწორი, ანუ მართლმადიდებლური. შესაბამისად ის არის არამართლმადიდებლური. ხოლო ამის მთქმელს ვერ ვუწოდებთ მწვალებელს, რადგან არ ვიცით შეგნებულად თუ შეუგნებლად გამოითქვა. ამიტომ ვთვლი, რომ ეს არის პიროვნების ხარვეზი. კვლავ აღვნიშნავ, აზრი არამართლმადიდებლურია.

სამწუხაროა მსგავსი მოვლენა. შენგან განსხვავებით ამ ყველაფერს უდიდესი სინანულით ვუყურებ (ალბათ სიხარულით მეცხრე ცაზე ხარ ეს რომ აღმოაჩინე. იმაშიც არ ვარ დარწმუნებული რომ შენ ნახე და არა სხვამ მიგითითა) და იმედს ვიტოვებ რომ თანდათანობით დაიძლევა ყველა პრობლემა. ჩემის მხრივ ვცდილობ ჩემს ირგვლივ მაინც შევიტანო ჯანსაღი აზრი.

ციტატა
ეს, "შეცდომაა" და "ხარვეზი" თუ ტყუილი?


ამასაც შეცდომას ვუწოდებ, რადგან არ ვიცით შეგნებულად თუ შეუგნებლად ითქვა. როდესაც ადამიანს აბრალებ რომ ის მატყუარაა, არგუმენტი უნდა გქონდეს. შეცდომა ჯერ კიდევ არ არის ტყუილი. შენც მოგივიდა შეცდომა ფოტი პატრიარქთან დაკავშირებით, მაგრამ ეს იყო შეცდომა და არა ტყუილი, რაც თავადვე აღიარე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lch
პოსტი Jul 10 2012, 12:59 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



ციტატა(benediqt @ Jul 10 2012, 12:58 AM) *

კვირას, 8 ივლისს, სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სამების საკათედრო ტაძრის ამბიონიდან იქადაგა, სადაც წარმოთქვა ასეთი სახის ერესი: "... რომ ძე ღვთისა სულია, და ხორცი შეისხა დედა ღვთისმშობელში, და ხორცი ისესხა, როგორც ამბობენ წმ მამები, და სისხლი დედა ღვთისმშობელი მარიამისგან დედა ღვთისმშობლისგან, და როცა ჩვენ სისხლს და ხორცს მაცხოვრისას ვეზიარებით, ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სისხლი და ხორცი და მას ეზიარება მთელი მსოფლიო, მართლმადიდებელი..."

blink.gif blink.gif
სპირიდონმა ასევე განაცხადა რომ პატრიარქი ილია მეორე არის ბაგრატიონებისა და დავით მეფის ხორციელი შთამომავალი.

ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=l1dLTZCG_mc...layer_embedded#!


"ერესი"?..

ძალიან ხმამაღალი ნათქვამია და ამ შემთხვევაში სასაცილოც კი ...

ასეთ თემებზე საუბრისათვის ელემენტარული, ტერმინების დონეზე ცოდნა საკმარისი არ არის, განათლებაა საჭირო - საღვთისმეტყველო ...

მაგრამ ეს ქადაგება მხოლოდ საბაბია, მიზეზი კი უფრო მასშტაბური და დიადია - ქართული მართმადიდებლური ეკლესია, რასაც ვერ ეგუება ლიბერტარიანელები, თავისუფლების ინსტიტუტი და ათასი ჯურის აქაური თუ გადამთიელი სექტანტი, ამიტომაც შანსს არ უშვებენ ბუზი სპილოდ მოგვაჩვენონ...



--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 10 2012, 01:17 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ჩემი აზრით, ასეთი აზრით არ უთქვამს: "ჩვენ მხოლოდ დედა ღვთისმშობლის ხორც ვეზიარებითო"... არამედ "როცა ჩვენ მაცხოვრის სისხლს და ხორცს ვეზიარებით, მასში ღვთისმშობლის სისხლი და ხორციცაა..." შეიძლება ეს სიტყვებიც უხერხულად ჟღერდეს, მაგრამ არ მგონია რომ დოგმატური ხასიათით ეთქვას ეს სიტყვები... როდესაც უფლის დედა ღვთისმშობელს ვუწოდებთ, როდესაც ქრისტე ღმერთზე ვამბობთ, რომ იგი სრული კაციცაა (ადამიანი), ეს როგორ, თუ არა ღვთისმშობლისაგან (რა თქმა უნდა, სულიწმინდის მიერ)... რა გასაკვირია უფლის ხორცი და სისხლი რომ ღვთისმშობლისგანაცაა, და ამავე გაგებით მასთან ზიარებაშიც ხომ ღვთისმშობლის წვლილიცაა... არ ვამბობ, რომ ღვთისმშობლის სიხლს და ხორცს აქვს მაცხონებელი, გამომხსნელი მნიშვნელობა, არა, უბრალოდ, ზიარებაში კი მხოლოდ, პიროვნულად, მაცხოვრის სისხლს და ხორცს ვეზიარებით.... მაგრამ ეს სისხლი და ხორცი რომ არის, ხომ ღვთისმშობლის წვლილიცაა... მასში ხომ ღვთისმშობლისეულიც არის რაღაც, უბრალო სისხლის და ხორცის დონეზე...

მე მგონია ამ გაგებით თქვა... მაგრამ არ ვიცი იქნება თუ არა ასეც მართალი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 10 2012, 01:41 PM
პოსტი #9


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მეუფეს შეცდომა მოსვლია ქადაგებაში...
იმედია გაუაზრებლად და შეუნდოს ღმერთმა!
ჩვენ კი უფალმა მოგვცეს ძალა ავისა და კარგის გარჩევისა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Jul 10 2012, 02:27 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



afxazi
ციტატა
სამწუხაროა მსგავსი მოვლენა. შენგან განსხვავებით ამ ყველაფერს უდიდესი სინანულით ვუყურებ (ალბათ სიხარულით მეცხრე ცაზე ხარ ეს რომ აღმოაჩინე. იმაშიც არ ვარ დარწმუნებული რომ შენ ნახე და არა სხვამ მიგითითა) და იმედს ვიტოვებ რომ თანდათანობით დაიძლევა ყველა პრობლემა.


დამიჯერე, არ გამხარებია ეს ფაქტი! შეიძლება შენნაირად ვერ მივიტანე გულთან, მაგრამ არ მახარებს მსგავსი ფაქტები, დამიჯერე გულწრფელად გწერ, არ ვარ ეკლესიის მტერი რომ მსგავსი მოვლენებით კმაყოფილი ვიყო...

sad.gif

ციტატა
ამასაც შეცდომას ვუწოდებ, რადგან არ ვიცით შეგნებულად თუ შეუგნებლად ითქვა. როდესაც ადამიანს აბრალებ რომ ის მატყუარაა, არგუმენტი უნდა გქონდეს. შეცდომა ჯერ კიდევ არ არის ტყუილი. შენც მოგივიდა შეცდომა ფოტი პატრიარქთან დაკავშირებით, მაგრამ ეს იყო შეცდომა და არა ტყუილი, რაც თავადვე აღიარე.


ხო მაგრამ ჩემს და ეპისკოპოსს შორის დიდი განსხვავებაა, თან მე შეცდომა მომივიდა ფორუმში, ეპისკოპოსი ქადაგებს ამბიონიდან. ჩემი შეცდომა ფოტისთან დაკავშირებით ვაღიარე იმიტომ, რომ შენ მიმითითე შეცდიო. მეუფე სპირიდონს მეეჭვება ვინმემ მიუთითოს შეცდიო.... გასაგებია რომ შეუცდომელი არავინაა მაგრამ არ შეიძლება ასეთი შეცდომების დაშვება ამბიონზე, როცა ამდენი მრევლი გისმენს და შენს ქადაგებას უპირობო სიმართლედ იღებენ, რადგან ეპისკოპოსი ხარ....

lch
ციტატა
ეს ქადაგება მხოლოდ საბაბია, მიზეზი კი უფრო მასშტაბური და დიადია - ქართული მართმადიდებლური ეკლესია, რასაც ვერ ეგუება ლიბერტარიანელები, თავისუფლების ინსტიტუტი და ათასი ჯურის აქაური თუ გადამთიელი სექტანტი, ამიტომაც შანსს არ უშვებენ ბუზი სპილოდ მოგვაჩვენონ...


ბლა ბლა ბლა


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Jul 10 2012, 06:07 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



ქადაგებას თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ რომ მეუფის ამ სიტყვებს წინ ასეთი შესავალი აქვს, რომ სულიწმინდის მადლით ღვთისმშობელში შეისხა ხორცი ძე ღვთისამ და იგი არის ერთარსი მისი (მარიამის) და ასევე მთელი ადამიანური ბუნების. მერე ამატებს, რომ ღვთიმშობლის სისხლს და ხორცს ვეზიარებითო, რაც, ჩემი აზრით, მხოლოდ გენეტიკური გაგებით თქვა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 10 2012, 06:57 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ციტატა
მხოლოდ გენეტიკური გაგებით თქვა.


მეც ასე აღვიქვი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 10 2012, 08:09 PM
პოსტი #13


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



agmsarebeli

ციტატა აშკარად ხარვეზიანია. ცხადია შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აქ რაიმე სახის შეგნებულ ცთომილებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ რაც ითქვა ხარვეზიანია.



ციტატა
ძე ღვთისა სულია


ციტატა
და ხორცი ისესხა


ეს ფრაზები დამაბნეველია. თუმცა რაც არ უნდა იყოს, აქ რაიმე სახის შეგნებულ მოქმედებასთან არ გვაქვს საქმე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
benediqt
პოსტი Jul 10 2012, 08:25 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 460
რეგისტრ.: 20-September 07
წევრი № 2,794



agmsarebeli
ციტატა
იგი არის ერთარსი მისი (მარიამის) და ასევე მთელი ადამიანური ბუნების.


ეს რა დაწერე შეგიძლია ამიხსნა?


--------------------
აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა
ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ,
რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Jul 10 2012, 09:48 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



დავით, ორივე ეგ ფრაზა, რომელიც ხარვეზიანად მოგეჩვენა, საღვთისმსახურო საკითხავებში მრავლადაა, თუმცა გეთანხმები, რომ ყველა ვერ გაიგებს ისე, როგორც შეიძლება ჩვენ გავუგოთ მეუფეს( ვგულისხმობ გენეტიკურ ასპექტს).

ბენედიქტ: ადვილია ეს, მაცხოვარმა მიიღო იგივე ბუნება, რაც გაჩნდა ზოგადად ადმიანს და ქედან გამომდინარე ღვთისმშობელსაც. ამის დამოწმებაც მრვლადაა საგალობლებში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Jul 10 2012, 10:59 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



agmsarebeli
ციტატა
იგი არის ერთარსი მისი (მარიამის) და ასევე მთელი ადამიანური ბუნების.

რას ნიშნავს, მეც დამაინტერესა.
იმედია აგვიხსნი.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Jul 10 2012, 11:01 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



ხო დავწერე უკვე smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jul 10 2012, 11:03 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



George Leluashvili
benediqt

იმედია არ მიწყენს აღმსარებელი თუ დავწერ (თუ ვცდები, მიმითითებს).

ანუ მაცხოვარს აქვს იგივე ბუნება, რაც ღვთისმშობელს (ანუ ადამიანური ბუნება) და, ზოგადად, რაც მთელ კაცთა მოდგმას აქვს... რა თქმა უნდა, ცოდვის გარეშე, რადგან ცოდვა არ არის ბუნებითი, არამედ შეძენილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 10 2012, 11:18 PM
პოსტი #19


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



agmsarebeli

ციტატა
დავით, ორივე ეგ ფრაზა, რომელიც ხარვეზიანად მოგეჩვენა, საღვთისმსახურო საკითხავებში მრავლადაა


დავინტერესდი. იქნებ მანახო.

ციტატა
ვგულისხმობ გენეტიკურ ასპექტს


ჩემს მიერ მოტანილი ფრაზები მე მგონი ამასთან კავშირში არაა. რასაც შენ გაუსვი ხაზი:

ციტატა
ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სისხლი და ხორცი და მას ეზიარება მთელი მსოფლიო


შესაძლებელია მაინცდამაინც არ იყოს გაუგებარი. მაგრამ ძე არის სული რას ნიშნავს? როცა ვამბობთ ძეს, ვგულისხმობთ სამების მეორე ჰიპოსტასს, რადგან ძეობას ჰიპოსტასური გაგება აქვს და კონკრეტულად მას მიემართება. მაშინ ერთადერთი რამე უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ შემთხვევაში ტერმინ "სულს" ეპითეტური გაგება აქვს, როგორც ასევე "მამაც" კი ეწოდება ძეს (ეპითეტურად და არა ჰიპოსტასურად).

აი სხეული ისესხა... ვერ მივხვდი. სესხება რას ნიშნავს?

აკაკი

ციტატა
ანუ მაცხოვარს აქვს იგივე ბუნება, რაც ღვთისმშობელს (ანუ ადამიანური ბუნება) და, ზოგადად, რაც მთელ კაცთა მოდგმას აქვს... რა თქმა უნდა, ცოდვის გარეშე, რადგან ცოდვა არ არის ბუნებითი, არამედ შეძენილი.


რა თქმა უნდა, ანუ მაცხოვარი არის ჩვენი ერტარსი ადამიანური ბუნებით. ეს არსებითი დოგმატური განსაზღვრებაა, რადგან თუკი ჩვენი ერთარსი არ იქნებოდა მაცხოვარი, ანუ არ მიიღებდა ადამიანურ ბუნებას (როგორც ცრუ მოძღვრობდა ევტიქი), გამოხსნა ვერ აღსრულდებოდა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 10 2012, 11:20 PM
პოსტი #20


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მაერთლა დამაბნეველია ეს სიტყვები...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 12:42 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი