წმ. სინოდის სხდომა, ოქმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმ. სინოდის სხდომა, ოქმი |
Otherguy |
Jan 20 2011, 11:51 PM
პოსტი
#161
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
იმასაც ვიტყვი, რომ ეს განჩინება უფრო იმის გამო იქნა მიღებული, რომ ამ გალობის მომხრეთა მხრიდან ძალიან არაჯანსაღ მოვლენას ქონდა ადგილი, რომ მხოლოდ ეს არის ნამდვილი გალობა და სხვა ყველაფერი რბილად რომ ვთქვა არაკანონიკური (ზოგი იქამდეც კი მიდიოდა, რომ ამ გალობით შესრულებული ღვთისმსახურება არ შეიწირება უფლისგან). Otherguy ერთი საიდუმლოს რამდენიმე განგება არსებობს, ეს ფაქტია. შორს რომ არ წავიდეთ ლიტურგიის რამდენიმე წესი არსებობს. სულ პირველად იაკობის ჟამისწირვა აღესრულებოდა, მერე ბასილი დიდის და ბოლოს იოანე ოქროპირის. ეს ყველაფერი დღესაც სრულდება, მაგრამ ხომ ვერ ვიტყვით რომელიმე მათგანი არასწორია, რომელიმე კი სწორი. სამივე ერთი ღვთივსულიერებითაა აღსავსე. და მერე რა. როცა ჩემი მაქვს, რატომ უნდა ვკრა ჩემსას ხელი და სხვას გამოვეკიდო. ეს სწორი იქნება? ხელისკვრა რა შუაშია? ვიგალობოთ ქართულადაც ამაზე რა პრობლემა აქვს მმკ-ს მე არ მესმის... მაგრამ მხოლოდ ქართულად - რატომ? ლიტურგიას ვერ აასრულებ ორნაირი წესით, რადგან ლიტურგია ტარდება და არ შეიძლება ერთსა და იმავე მომენტში ორნაირი ლიტურგია ატარო... ამ დროს ირჩევ შენსავე ტრადიციას... მაგრამ ის, რომ ქართულ ეკლესიაში აღიარებულ იქნეს დაუშვებლად წმინდანთა საგალობლები - ესაა სიმკაცრე და მეტი არაფერი... მაგალითად წმინდა კასიას გალობა საბერძნეთში აღესრულება წმინდა ოთხშაბათს, წმინდა კვირაში. ანუ განსაკუთრებული მომენტია ეს და მაგ ჰიმნს არ გალობენ ყოველ დღე... ჩემი აზრია რომ არ უნდა იყოს ვინმეს დასჯა ამ გალობის გამო, თუმცა არც ქართული უნდა დავივიწყოთ... ანუ ქართული გალობა უნდა იყოს 90% მაინც ეკლესიაში, მხოლოდ ძალიან წმინდა დღეებში შეიძლებოდეს ბერძნულის გამოყენება... თორემ მე არ ვამბობ რომ მმკ-ს რადიკალიზმს ვეთანხმები... პ.ს. როგორც ვიცი რომალურ ლათინურ ლიტურგიაშიც კი გამოიყენება ზოგჯერ ბერძნული, ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანი ლიტურგიის დროს... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
afxazi |
Jan 20 2011, 11:56 PM
პოსტი
#162
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Otherguy
ციტატა თორემ მე არ ვამბობ რომ მმკ-ს რადიკალიზმს ვეთანხმები... რომ გითხრა ამ რადიკალიზმის წინააღმდეგ იქნა ეს განჩინება უფრო მეტად თქო დაწყნარდები არადა ამ განჩინებას სწორედ ამან უბიძგა. შენ არ გინახავს ამ ადამიანთა სახეები, როდესაც ქართული გალობის კანონიკურობაზე ესაუბრებოდი. მე ვფიქრობ, რომ ისინი ამ რადიკალიზმში რომ არ გადავარდნილიყვნენ ეს განჩინება არც იქნებოდა. როდესა ერთის უარყოფის ხარჯზე მეორის წარმატებას ესწრაფვი, ეს სწრაფვა განწირულია. მათი მთავარი შეცდომა ეს იყო და ეს უნდა გამოსწორებულიყო, თორემ უფრო მწვავე ფორმას მიიღებდა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
gruzian_ka |
Jan 23 2011, 12:15 AM
პოსტი
#163
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 102 რეგისტრ.: 1-June 10 წევრი № 8,938 |
afxazi
თქვენც და ყველამ გაიგეთ, რომ არავინ არაფერს არ ებრძვის... ეს ძალად მოგონილი აურ-ზაური, ემსახურება ზოგადად ეკლესიაში შფოთის შემოტანას და კონკრეტული სასულიერო პირების დისკრედიტაციას, თორემ გალობა აქ არაფერ შუაშია, თუ არ გჯერათ წაიკითხეთ ამ კვირის გაზეთ ,,პრაიმტაიმის" ნომერში გამოქვეყნებული სტატია... ძნელი მისახვედრია რა ხდება? თU ვერ იშოვით, ფორუმ.გე-ზე ცავიკითხე მე და აბსოლუტურად საკმარისი იყო იმისთვის, რომ რეალურად მიხვდეს ადამიანი, თU რა ხდება... |
ვეშაპო |
Jan 25 2011, 08:05 PM
პოსტი
#164
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
afxazi
კანონისტი ფორუმ.გე-ზე განვითარებული მოვლენების ფონზე მოხდა რამოდენიმე დაპირისპირება. კერძოდ, მამა დავითი მივიდა ჯერ საპატრიარქოში, სვიმონზე საჩივლელად, სვიმონი მლანძღავს ინტერნეტშიო. პატრიარქმა დაიბარა სვიმონი, სადაც სვიმონმა აუწყა, რომ მიდის ტოტალური დამცირება ქართული გალობისა და ამის ფონზე შეიძლება ცოტა გადავამლაშეო. პატრიარქმა აკურთხა მთელი ქართული გალობის მოწინააღდეგეთა ბანაკი, რომელსაც ეს ჩვენი gruzian_ka-ც (ფორუმ.გე-ზე ლილიან_კა) მიეკუთვნება, რომ უნდა შეასრულონ სინოდის კურთხევა და საერთოდ ამ საკითხზე ხმის ნატამალი არ უნდა ამოიღონ. გგონიათ გაჩერდნენ? არა. მამა დავითი ახლა პირდაპირ სამებაში მივიდა და პატრიარქს წაუყენა მოთხოვნები. პატრიარქი ძლიერ აღელდა და სიტყვებით, ”უსაქმურები ხათ?, მეტი საქმე არა გავთ? გააკეთეთ ის, რასაც გეუბნებით” გაისტუმრა უკან. არც ამას დასჯერდნენ. სამებაში მივიდა მამა ბასილი (ყოფ. ზურაბი) და ახლა მან მოითხოვა, რომ განჩინება შეეცვალათ, მაგრამ იმას გამოკრა ხელი, რომ ქართული რვა ხმის საგალობლები უნდა შეისწავლოს მანაც, მისმა მონასტერმაც და მგალობლებმაც. ამასაც არ დასჯერდა და გალობის ცენტრის თავმჯდომარეს, მეუფე დავითს (ამბა ალავერდელს დაუკავშირდა) პროტესტით. მეუფე დავითმა დაგვიბარა მე და დათო შუღლიაშვილი. შეხვედრა მოხდა საპატრიარქოში. ესწრებოდნენ მეუფე დავითი, ქორეპისკოპოსი შიო, მამა ბასილი, დავით შუღლიაშვილი და მე. მამა ბასილმა მიიღო კატეგორიული და მკაცრი გაფრთხილება, რომ ამ საკითხზე საერთოდ ხმა აღარ უნდა დაეძრა. მეტიც, მან თავად დადო პირობა, რომ მის სულიერ შვილებს (რომლებშიც ”ის” მოძღვრებიც შედიან) მკაცრად გააფრთხილებს, რომ ამ საკითხზე საერთოდ კრინტი არ დაძრან, მაგრამ როგორც ხედავთ სულ ტყუილად. მოკლედ დრამატული მოვლენები იყო. gruzian_ka ციტატა თუ არ გჯერათ წაიკითხეთ ამ კვირის გაზეთ ,,პრაიმტაიმის" ნომერში გამოქვეყნებული სტატია... ძნელი მისახვედრია რა ხდება? თU ვერ იშოვით, ფორუმ.გე-ზე ცავიკითხე მე და აბსოლუტურად საკმარისი იყო იმისთვის, რომ რეალურად მიხვდეს ადამიანი, თU რა ხდება... კაი ახლა რა. ვის ატყუებ? ჩვეულებრივი გაწონასწორებული და ბულკივით ინტერვიუა, რასაც ვერ ვიტყვი სათაურზე და შესავალზე. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
afxazi |
Jan 25 2011, 11:30 PM
პოსტი
#165
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ვეშაპო
მადლობა ინფორმაციისთვის. მეტად სამწუხარო სახეს იღებს უკვე ეს ყველაფერი. ციტატა სამებაში მივიდა მამა ბასილი (ყოფ. ზურაბი) მე ამ პიროვნებისა არ მესმის საერთოდ. ვერ გავიგე რა უნდა. არასოდეს არ ისვენებს და მუდამ შფოთის გამოწვევას ცდილობს უკვე რამდენიმე წელიწადია. მე მგონი დროა ამ ფორუმზე კატეგორიულები ვიყოთ ამ მავნე წარმონაქმნების მიმართ, რაც უამრავ ადამიანს უმახინჯებს ცნობიერებას. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ქევანა |
Jan 26 2011, 07:02 PM
პოსტი
#166
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ვეშაპო
აუუჰ, რა გიჟები არიააან სინოდის განჩინება უმკაცრესად უნდა შესრულდეს, მე ამის მომხრე ვარ შენი მონათხრობის შემდეგ, ან არადა ჩვენი ეკლესიიდან წავიდნენ და ბერძნულ ეკლესიაში იარონ ახლა დათმობა სისულელეა -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
benediqt |
Jan 27 2011, 01:37 AM
პოსტი
#167
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
ბიზანტიური გალობის მომხრეებმა კიდევ ერთ მზაკვრობას მიმართეს- ამახინჯებენ გადმოცემებს და ცდილობენ მოატყუონ და აცდუნონ მრევლი.
ერთ ერთ ასეთ ხერხს "gruzian_ka"-მაც მიმართა http://church.ge/index.php?s=&showtopic=43...ndpost&p=628532 სხვა ფორუმებზეც ბიზანტიური გალობის მომხრეები ("gruzian_ka" აქ ატყუებოდა) დავით მაჩაბელის სტატიას ასე დამახინჯებულად ავრცელებდნენ: (“ქართველთა ზნეობა”, გალობა, XIX ს-ის I ნახ. დ. მაჩაბელი “ცისკარი” #5, 1884წ.დავით მაჩაბელი): “ყოველს საქართველოში ორი უმთავრესი გალობა არის სათავე სხუათა ყოველთა გალობათა: ბერძული და იტალიანური. პირველი არის მხოლოდ ერთი ხმა, მთქმელი, მრავალს ერთს ხმად შეწყობილს ბანში, გამომხატველი საღმრთოთა საგალობელთა, მოყვანილი საკმაოს სისრულეში, გალობა ესე ემსგავსების დაბალსა ქუხილსა, რომელშიაც ელვებრ გამოკრთის მშვენიერად მიმოგრაგნილი კანონიერს კილოზედ ხმა ერთისა მთქმელისა, ანათლებს გულსა და გონებასა. ხოლო მეორე, ესე იგი იტალიანური, არს შეწყობილი მრავალთა ხმათაგან ერთს ღარმონიად, მქონი ფრიად სასიამოვნოსა კაცობრივსა ზედა. იგი ჰპოვეს ევროპელთა უნამდვილეს ღარმონიად და მიიღეს ყოველთა სამეფოთა. როგორც საეკლესიოს საგალობელად, ისე საეროსა და სამხედროსა სახიობად (მუზიკად)”. სინამდვილეში, ანუ დაუმახინჯებლად და ორიგინალი ამ ტექსტის ასეთია: “ქართველთა ზნეობა”, გალობა, XIX ს-ის I ნახ. დ. მაჩაბელი “ცისკარი” #5, 1884წ. დავით მაჩაბელი ყოველს საქართველოში ორი უმთავრესი გალობა არის სათავე სხუათა ყოველთა გალობათა: ბერძნული და იტალიანური. პირველი არის მხოლოდ ერთი ხმა, მთქმელი, მრავალს ერთს ხმად შეწყობილ ბანში, გამომხატველი საღმრთოთა საგალობელთა, მოყვანილი საკმაოს სისრულეში, გალობა ესე ემსაგავსების დაბალსა ქუხილსა, რომელშიაც ელვებრ გამოკრთის მშვენიერად მიმოგრაგნილი კანონიერს კილოზედ ხმა ერთისა მთქმელისა, ანათლებს გულსა და გონებას (ბერძნულს გალობას ემსგავსების სომხური გალობა). ხოლო მეორე, ესე იგი იტალიანური, არს შეწყობილ მრავალთა ხმათაგან ერთს ჰარმონიად, მქონი ფრიად სასიამოვნოსა კაცობრივსა ზედა. იგი ჰპოვეს ევროპელთა უნამდვილეს ჰარმონიად და მიიღეს ყოველთა სამეფოთა, როგორც საეკლესიოს საგალობელად, ისე საეროსა და სამხედროსა სახიობად (მუზიკად), მოიყუანეს უმაღლეს ხარისხამდე სისრულეში ესოდენ, რომელ ლონდონის საქათალიკოსოს, ანუ მათსა სამეფოს ეკლესიაში, ვნებათ კვირას სახარების ტეკსტთა ჰგალობს ვიდრე ათასი ხმა, შეწყობილი სახიობაზედ ერთს დიდ მშვენიერ ღარმონიად; მსგავსადვე - მეცნიერად ჰგალობენ ფრანცუზნიცა წმიდათა მათთა ეკკლესიათა, და უმეტეს რომს უწმინდესის პაპის საკათალიკოზოს ეკკლესიაში, საიდგანაც განვრცელდა გალობა ესე მთელს ევროპაში, ვიდრე თვით რუსეთისა საკეისროსაცა; თუმცა რუსეთმა მიიღო სარწმუნოება საბერძნეთით და აწ აღმოსავლეთის წმიდა სარწმუნოება უფლებს მუნ. ქართული გალობა არს საშუალო ბერძულისა და იტალიანურის გალობათა; რაოდენმე საგონებელია, რომელ ქართუელთა, პირველსავე ქრისტიანობაში, შემომღებთა კონსტანტინეპოლით, ერთად ქრისტიანობისათვის სარწმუნოებასთან გალობისაცა, განუვითარებიათ იგი თავეთს საკუთარს გემოზედ, შეჰქმნიათ ჩვეულებად და გარდაუქცევიათ ერთს უმთავრესს ზნეობად. შეიძლება ვსთქვათცა, რომლისა, არის საკუთარი ქართული გალობა მოყვანილი დიდსა სისრულეში - ჟამსა ქრისტიანობის ყუავილოვნებისას საქართველოში, რაოდენნიმე ათასნი ღვთივ განბრძნობილნი მამანი შეკრებილნი და შემონაზნებულნი მონასტრებში, დაფუძნებულთა წმიდათა ცამეტთა მამათაგან, ასურეთით მოსრულთა, რომელთაცა დიდის ღუაწლით უღუაწნიათ საქართუელოს კეთილ-მდგომარეობა, არ დაუტევებდნენ გალობასაც, არ მოეყვანათ დიდსა სისრულეში" -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
Otherguy |
Jan 28 2011, 01:38 AM
პოსტი
#168
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
აი ეს რაც დამიწერა "დიდგორი"-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომლებიც დიდი ხანია განდგომილები არიან საპატრიარქოსგან და არაერთხელ გაუკრიტიკებიათ და აკრიტიკებენ პატრიარქს...
ვუთხარი რომ მმკ-მ თქვა ქართულ საგალობელზე, არაკანონიკურიაო... აი ბატონი გიორგი წულაძის პასუხი ჩემს კითხვაზე: "ქართული საგალობელი კანონიკურთა შორის კანონიკურია, სხვათაშორის უმშვენიერეს საგალობელთა შორის ბრწყინვალე, უბრალოდ ვიდეო-საგალობლებია გასაკეთებელი, რომ გამოქვეყნდეს ეს ღვთაებრიობა! ასევე და ჭეშმარიტად: ყველა ერის მართლმადიდებელი საგალობელი ღვთიურია, კანონიკურია და სალბუნია სულისა! სხვათაშორის, არამგონია მმკ-ს ეგ ეთქვას, და კარგია, რომ ქართულად ბიზანტიური საგალობლებიც გაკეთდა. ასევე, დიდად გვესიამოვნება, თუ უცხოელები ქართულ საეკლესიო მრავალხმიან ბრწყინვალე საგალობლებს თავის ენაზეც მიაწვდენენ თავისიანებს!" პ.ს. როგორც ჩანს ამაში პატრიარქი მართალია: "არც ერთ ჩვენ წინაპარს არ მოსვლია ამგვარი მზაკვრული აზრი..." -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
ვეშაპო |
Jan 28 2011, 09:44 AM
პოსტი
#169
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
-------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
Otherguy |
Jan 28 2011, 07:50 PM
პოსტი
#170
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
ვეშაპო
ასევე ისიც დაამატა: "ქართული წირვა-ლოცვა ქართული(კანონიკური) საგალობლებით უნდა ჩატარდეს. ამის წინააღმდეგია თუა ვინმე იგი ეშმაკის საცდურს შეუპყრია, რადგან როცა გაქვს შენი და თანაც შესანიშნავი, რატომ უნდა გამოცვალო სხვისით. თუმცა სხვისი საგალობლების აკრძალვაც მკრეხელობაა..." ვთვლი რომ ეს საკითხი ნათელია, მმკ-მ საიდან მოიტანა ქართული საგალობლების არაკანონიკურობა ვერ ვხვდები... პ.ს. ფორუმის ელიტასთან ბოდიში სქიზმატის დაციტირებისთვის, უბრალოდ ჩავთვალე, რომ ამ მხრივ ობიექტური(რომელიც სუბიექტური რომ ყოფილიყო პატრიარქს არ დაეთანხმებოდა) პასუხის მოსმენა საინტერესო იქნებოდა იმ ადამიანსგან რომელმაც მშვენივრად იცის კანონიკა და ეკლესიოლგია... ისე კი ვიცი, რომ სქიზმატებს ვერ იტანთ... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
benediqt |
Jan 28 2011, 11:41 PM
პოსტი
#171
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
Otherguy
ციტატა ისე კი ვიცი, რომ სქიზმატებს ვერ იტანთ... არა და პირიქითაა, სქიზმატები ვერ იტანენ საპატრიარქოს, პატრიარქსა და საქართველოს (ოფიციალურ) მართლმადიდებელ ეკლესიას... -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
Otherguy |
Jan 29 2011, 08:31 PM
პოსტი
#172
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
Otherguy არა და პირიქითაა, სქიზმატები ვერ იტანენ საპატრიარქოს, პატრიარქსა და საქართველოს (ოფიციალურ) მართლმადიდებელ ეკლესიას... ვერ იტანენ მისი ეკუმენიზმის და დიდი რჯულის კანონის ხშირი დარღვევის გამო... თუმცა მეტი სიყვარული რომ მართებთ ადამიანების მიმართ ეს ცხადია, ეს ყველას გვმართებს ისე... ისე კი, კაიროსზე ბევრჯერ შემიმჩნევია ზიზღი სქიზმატების მიმართ... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
benediqt |
Jan 30 2011, 01:02 AM
პოსტი
#173
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 460 რეგისტრ.: 20-September 07 წევრი № 2,794 |
Otherguy
ციტატა ეკუმენიზმის ორგანიზაციაში გაწევრიანების გამო ადამიანი უნდა შეიზიზღო? ციტატა დიდი რჯულის კანონის რომელიც ნორმალურად ვერც წაუკითხავთ, და ისიც ვერ გაურკვევიათ, თუ რატომ დაიწერა და რომელი ეპოქისთვის, და როგორ მოქმედებს და ვისზე... -------------------- აცხოვნე,უფალო,ერი შენი,და აკურთხე სამკვიდრებელი შენი,
ძლევაი ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაითა ვიტყოდეთ.უფალო დიდება შენდა! ამინ!!! |
Otherguy |
Jan 30 2011, 07:37 PM
პოსტი
#174
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
Otherguy ორგანიზაციაში გაწევრიანების გამო ადამიანი უნდა შეიზიზღო? რომელიც ნორმალურად ვერც წაუკითხავთ, და ისიც ვერ გაურკვევიათ, თუ რატომ დაიწერა და რომელი ეპოქისთვის, და როგორ მოქმედებს და ვისზე... ხომ არ ვოფტოპიკობთ? ორგანიზაციაში გაწევრიანება ამ შემთხვევაში არის ერესი და თუ გაინტერესებს გადახედე ზოგიერთ წმინდანთა მიმართვებს ერეტიკოსების წინააღმდეგ... ნესტორის წინააღმდეგ: "შემოპარულ გველს და იუდას", ასევე უამრავი ფრაზის მოყვანა შემიძლია არიანელთა წინააღმდეგ დებატებში, რომელიც ბილწი სიტყვებიდან დაწყებული ფიზიკური შეურაწყოფით დამთავრებული - ყველაფერს შეიცავს... საერთოდ არავის ზიზღი არ შეიძლება, მითუმეტეს განსხვავებული აზრის გამო... მაგრამ ერეს და უზნეობას რომ შეიზიზღებენ ქრისტიანები, ამას ლაპარაკი უნდა? დიდი სჯულის კანონს მე ვეთანხმები, ანუ მორწმუნე და მართლამადიდებელი რომ ვიყო, აუცილებლად ვიტყოდი რომ აუცილებელი ასასრულებელია, ეხლაც ამას ვიტყვი ობიექტურად... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
afxazi |
Jan 31 2011, 02:47 PM
პოსტი
#175
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
თემა მე მგონი დასახურია, რადგან იმაზე მეტი ითქვა რაც საჭირო იყო. სხვა გალობის განყოფილებაში ითქვას.
-------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2024 - 08:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი