IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მამა გიორგი ბასილაძეს 5 წიგნი, სასწრაფოდ გადაწერეთ სანამ დახურეს :)
cxz
პოსტი Jul 19 2010, 11:28 PM
პოსტი #1


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 23-April 08
წევრი № 4,634



[size=2][b]გადმოწერეთ მამა გიორგი ბასილაძეს 5 წიგნი

ფეხით მოსიარულე 1,2
ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი
თავნი და ბოლონი იტყვიან გიორგი
ძალა და თავისუფლება

http://asketi.you.ge/forum/31-22-1#84




--------------------
HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
-----------------------------------------------------------------------------------------------
ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან.
----------------------
წინ წინაპრებისაკენ.
----------------------
ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Funkenstein
პოსტი Sep 9 2010, 05:09 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ეხლა ერთ-ერთ წიგნს ვკიტხილობდი მამა გიორგის და რავიცი აბა რა გითხრათ ცოტა რარაც განსხვავებული ხედვა აქვს. მე როგორც გამიგია წმინდანებად კი არ ჩნდებიან არამედ ხდებიან და რავიცი აბა. შეიძლება ვცდები კიდეც
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Sep 18 2010, 01:10 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



Funkenstein
გაგიმარჯოს და გფარავდეს ღმერთი
ციტატა
ეხლა ერთ-ერთ წიგნს ვკიტხილობდი მამა გიორგის და რავიცი აბა რა გითხრათ ცოტა რარაც განსხვავებული ხედვა აქვს. მე როგორც გამიგია წმინდანებად კი არ ჩნდებიან არამედ ხდებიან და რავიცი აბა. შეიძლება ვცდები კიდეც

წმინდა იოანე ნათლისმცემელი, მაგალითად, სახარებისავე მიხედვით წმინდანად დაიბადა, რამეთუ დედის მუცელშივე აღივსო სულიწმიდით. ა ბატონო ციტატაც სახარებიდან (ლუკა 1:15), როცა ანგელოზი გამოეცხადება ზაქარიას და რა აცნო ანგელოზმა:
ციტატა
რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Sep 18 2010, 01:35 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ციტატა(guest1 @ Sep 18 2010, 01:10 PM) *

Funkenstein
გაგიმარჯოს და გფარავდეს ღმერთი

წმინდა იოანე ნათლისმცემელი, მაგალითად, სახარებისავე მიხედვით წმინდანად დაიბადა, რამეთუ დედის მუცელშივე აღივსო სულიწმიდით. ა ბატონო ციტატაც სახარებიდან (ლუკა 1:15), როცა ანგელოზი გამოეცხადება ზაქარიას და რა აცნო ანგელოზმა:

გეთანხმები რომ იოანე წმინდა იყო თავიდანვე მაგრამ რომც არ ყოფილიყო მისი ცხოვფრების წესი მაინც წმინდა იყო. ხოლო შენ თუ მეტკვი ეხლა რომ იოანეს მზგავსი მუცლიდანვე წმინდანები არიან ქართველ კინო რეჯისორებში ,მომღერლებში და მასწავლებლებში, მაშინ ვერ დაგეთანხმები smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Sep 18 2010, 02:10 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



Funkenstein
ციტატა
გეთანხმები რომ იოანე წმინდა იყო თავიდანვე მაგრამ რომც არ ყოფილიყო მისი ცხოვფრების წესი მაინც წმინდა იყო. ხოლო შენ თუ მეტკვი ეხლა რომ იოანეს მზგავსი მუცლიდანვე წმინდანები არიან ქართველ კინო რეჯისორებში ,მომღერლებში და მასწავლებლებში, მაშინ ვერ დაგეთანხმები smile.gif

ჩემი განსასჯელი არ არის ვინ არის წმინდანი და ვინ არა, მაგდენი სულიერი ხედვა მე არ გამაჩნია. მაგრამ, ერთ რამეს მივუთითებ: წმინდანობა არ ნიშნავს წმინდა ცხოვრების წესს საერთოდ. ერთის მხრივ, წმინდა ცხოვრების წესი ფარისევლებსაც ქონდათ. მეორეს მხრივ, გარეგნულად შეიძლება წმინდანი "უწმინდურიც" იყოს. ამის უამრავი მაგალითი შეიძლება მოიყვანო, განსაკუთრებით სალოსების ცხოვრებიდან. წმინდანში მოქმედებს ღვთიური სული და წმინდანი ვნებებისაგან არის თავისუფალი შინაგანად-ეს არის წმინდანობა, სხვა არაფერი.

ან რა არის შეუძლებელი იმაში, რომ ადამიანში შეიძლება მოქმედებდეს წმინდა სული და ამასთანავე იყოს მსახიობი, ან ექიმი, ან სპორტსმენი და ა.შ.? წმინდა მაკარე დიდს თვით ღმერთმა უთხრა, რომ მასზე წმინდა 2 დიასახლისი არსებობდა ამ ქვეყანაზე (ზუსტად არ მახსოვს ისტორია); ასეთივე ისტორიაა, როცა ანტონ დიდს აუწყებს უფალი, რომ დიდი წმინდანი ცხოვრობს ერთ-ერთ ქალაქში და ის წმინდანი ექიმია. ორივე შემთხვევაში, არავინ იცოდა ამათი წმინდანობა.

თუ უფლის ხელით ყველანაირი სასწაული ხდება, ამ პატარა "სასწაულს" (წმინდანი მოავლინოს მსახიობის ან სპორტცმენის სახით) რა უდგა წინ? ვერ შეძლებს ღერთი ამას, თუ არამორალური იქნება უფლის მხრიდან ასეთი რამ? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Sep 21 2010, 10:36 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა(guest1 @ Sep 18 2010, 03:10 PM) *

Funkenstein

ჩემი განსასჯელი არ არის ვინ არის წმინდანი და ვინ არა, მაგდენი სულიერი ხედვა მე არ გამაჩნია. მაგრამ, ერთ რამეს მივუთითებ: წმინდანობა არ ნიშნავს წმინდა ცხოვრების წესს საერთოდ. ერთის მხრივ, წმინდა ცხოვრების წესი ფარისევლებსაც ქონდათ. მეორეს მხრივ, გარეგნულად შეიძლება წმინდანი "უწმინდურიც" იყოს. ამის უამრავი მაგალითი შეიძლება მოიყვანო, განსაკუთრებით სალოსების ცხოვრებიდან. წმინდანში მოქმედებს ღვთიური სული და წმინდანი ვნებებისაგან არის თავისუფალი შინაგანად-ეს არის წმინდანობა, სხვა არაფერი.

ან რა არის შეუძლებელი იმაში, რომ ადამიანში შეიძლება მოქმედებდეს წმინდა სული და ამასთანავე იყოს მსახიობი, ან ექიმი, ან სპორტსმენი და ა.შ.? წმინდა მაკარე დიდს თვით ღმერთმა უთხრა, რომ მასზე წმინდა 2 დიასახლისი არსებობდა ამ ქვეყანაზე (ზუსტად არ მახსოვს ისტორია); ასეთივე ისტორიაა, როცა ანტონ დიდს აუწყებს უფალი, რომ დიდი წმინდანი ცხოვრობს ერთ-ერთ ქალაქში და ის წმინდანი ექიმია. ორივე შემთხვევაში, არავინ იცოდა ამათი წმინდანობა.

გეთანხმები იმაში რომ გარეგნული ცხოვრების წესი არ ნიშნავს წმინდანობას , მაგრამ ის რომ წმინდანი უწმინდური იყოს, თუ ამას გულსხმობ-არა.. წმინდანი გარეგნული ცხოვრების წესით თუ შინაგანი მდგომარეობით უნდა იყოს წმინდა.. სხვადასხვა პროფესია, სპორტსმენობა თუ დიასახლისობა უწმინდურობას არ ნიშნავს , არც სალოსობა..
ანტონი დიდის გამოცხადებას თუ იმ ერში მცხოვრებ დებზეა ლაპარაკი რომელიც მე წამიკითხავს იქ უფალი მათ მთავარ სათნოებად განუკითხველობას ასახელებს..
ციტატა(guest1 @ Sep 19 2010, 12:15 PM) *

Funkenstein
რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან
ახლა რაც შეეხება შენს პასუხს. შენ ამბობ, რომ "მგონია რომ მათ ეს წმინდა მდგომარეობა თავისივე საქმით მოიხვეჭეს". არადა, იოანე ნათლისმცემელი წმინდანად დაიბადა, რაშიც ორივე (მე და შენ) ერთ აზრზე ვართ, და რაც ისევ წმიდა წერილშიც არის გადმოცემული. აგერ ჩემი კითხვაც: რა საქმით უნდა მოეხვეჭა იოანე ნათლისმცემელს თავისი წმინდანობა მაშინ, როცა ჯერ კიდევ დედის მუცელში იმყოფებოდა?

წმ იოანე ნათლისმცემელი რომ მუცელში წმინდანი იყო ეს სად ითქვა, ანგელოზმა ახარა ზაქარიას შვილის დაბადება , ეს იყო წინასწამეტყველება და არა სხვისი წმინდანობის განსაზღვრა თავიდანვე,
მხოლოდ ღვთის მიერ სული წმინდით აღვსებით არ ხდება ადამიანი წმინდანი, თუ ადამიანის თანმხვედრი მდგომარეობა და ქმედება არ მოყვა, ასევე გამოირჩია უფალმა თორმეტი მოციქული, მათ შორის იუდა მაგრამ მხოლოდ ამან ის ვერ აცხოვნა,
ადამიანის წმინდანობა მარტო სული წმინდით რომ წყდებოდეს, მაშინ ყველა წმინდანად გაჩნდებოდა..
ასე ვფიქრობ რავიცი

ციტატა(starscream @ Sep 19 2010, 12:28 PM) *

ხალხო რა გჭირთ..
ადამიანი როცა ხდება წმინდანი მასში შედის სულიწმინდა (ენერგია) მას ეხსნება თავისი რეინკარნაციები.. გამოდის რეინკარნაციის წრიდან..
რეინკარნაციის წრიდან სხვა ადამიანებიც გამოდიან, მაგრამ წმინდანები ადამაინის სიყვარულით ბრუნდებიან დედამიწაზე სხვა სხეულში (მისიების შესასრულებლად) და უკვე თან დაყოლილი ძალები აქვთ, ან რაღაც გამოვლინებები პატარა ასაკში და მერე სწავლობენ.. შესაძლებელია რომ სხვა და სხვა წმინდანი რომელიც ხვა და სხვა დროს მოღვაწეობდა ერთი და იგივე სული იყოს.
და არა მარტო აქ გვხვდება ესეთი რაღაცეები.. მაგალითად ძველ ეგვიპტური ღმერთი ტოტი
და ჰერმესი (ბერძნული)ერთი და იგივე სულია.. ატლანტიკის დროს იყო ჰერმესი და ჩაუყარა ამ ცივილიზაციას საფუძველი მერე რომ დაეცა ეგვიპტეში გადავიდა ტოტის სახელი და მერე ბერძნეთში როგორც ჰერმესი (მხოლოდ მას აქვს ოკულტური ნიშნები ნახატებზე)

IPB-ს სურათი

ციტატა(starscream @ Sep 19 2010, 12:28 PM) *

ხალხო რა გჭირთ..
ხო რა რა გჭირთ.. რეინკარნაცია ეხსნება ნუ
IPB-ს სურათი



: D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Sep 22 2010, 09:04 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



sopo...
გაგიმარჯოს და გფარავდეს უფალი
ციტატა
გეთანხმები იმაში რომ გარეგნული ცხოვრების წესი არ ნიშნავს წმინდანობას , მაგრამ ის რომ წმინდანი უწმინდური იყოს, თუ ამას გულსხმობ-არა.. წმინდანი გარეგნული ცხოვრების წესით თუ შინაგანი მდგომარეობით უნდა იყოს წმინდა.. სხვადასხვა პროფესია, სპორტსმენობა თუ დიასახლისობა უწმინდურობას არ ნიშნავს , არც სალოსობა..
ანტონი დიდის გამოცხადებას თუ იმ ერში მცხოვრებ დებზეა ლაპარაკი რომელიც მე წამიკითხავს იქ უფალი მათ მთავარ სათნოებად განუკითხველობას ასახელებს..
წმინდანი იყოს უწმინდური, ეს ვერ გავიგე რას ნიშნავს. უფრო სწორედ, ვერ გავიგე რას გულისხმობ ამაში. თუ "უწმინდურ" საქციელს, მაშინ ასეთი რამ გარეგანი გამოვლინებაა და მეტი არაფერი. სალოსები დედიშობილები დადიოდნენ ხშირად და თანაც უდიდესი სალოსები აკეთებდნენ ამას. წმინდანში "ცხოვრობს" სულიწმიდა-ეს არის წმინდანობა. წმინდანის ცნობა შეუძლია მხოლოდ წმინდანს და არა ჩემნაირ მოკვდავს.

ციტატა
წმ იოანე ნათლისმცემელი რომ მუცელში წმინდანი იყო ეს სად ითქვა, ანგელოზმა ახარა ზაქარიას შვილის დაბადება , ეს იყო წინასწამეტყველება და არა სხვისი წმინდანობის განსაზღვრა თავიდანვე,
მხოლოდ ღვთის მიერ სული წმინდით აღვსებით არ ხდება ადამიანი წმინდანი, თუ ადამიანის თანმხვედრი მდგომარეობა და ქმედება არ მოყვა, ასევე გამოირჩია უფალმა თორმეტი მოციქული, მათ შორის იუდა მაგრამ მხოლოდ ამან ის ვერ აცხოვნა,
ადამიანის წმინდანობა მარტო სული წმინდით რომ წყდებოდეს, მაშინ ყველა წმინდანად გაჩნდებოდა..
ასე ვფიქრობ რავიცი
ადამიანის წმინდანობა მარტო სულიწმიდით წყდება-ეს არის მთელი ქრისტიანობის არსი: გულის შემუსრვილობით და ჭეშმარიტი სინანულით (ლოცვებით, მარხვებით) მიიღოს ქრისტიანმა სულიწმიდა. მოციქუთლა საქმეებში ასეთი ეპიზოდია. პავლე მოციქული მეორედ მოგზაურობიდან დაბრუნებისას ეფესოში ეკითხება ახლად გაქრისტიანებულებს მიიღეს თუ არა მათ სულიწმიდა. ისინი პასუხობენ, რომ საერთოდ არ ქონდათ გაგონილი რას ნიშნავდა სულიწმიდა. ხოდა მოციქული ეუბნება, რომ:
ციტატა
მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე.
ამის შემდეგ ხელს დაასხამს მოწაფეებს და მათზე გადმოდის სულიწმიდა:
ციტატა
პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.
ეს ყველაფერი გადმოცემულია საქმეებში (საქმე 19:1-6). სულიწმიდის მიღება ("წმინდანად გადაქცევა") არის ზუსტად მთელი ქრისტიანობა. იოანე ნათლისმცემელი დაბადებიდანვე სავსე იყო სულიწმიდით და ეს გადმოცემულია სახარებაში (ლუკა 1:15):
ციტატა
რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან.
ანუ, იოანე ნათლისმცემელი იყო წმინდანი დაბადებიდანვე. და ის რომ წმინდანი შეიძლება გახდეს წმინდანი ღვთის მადლით ან დაიბადოს წმინდანად, ჩემი მოსაზრება არ არის. ამას თვითონ წმინდანები ამბობენ.

თუ წმინდანობა არ არის სულიწმიდის დასადგურება ადამიანში, მაშინ რა არის წმინდანობა აბა? თუ ასეა (ანუ სულიწმიდის დასადგურება ადამიანში მას აქცევს წმინდანად), მაშინ რა ღვაწლი ქონდა იოანე ნათლისმცემელს, რომელიც წმინდანად დაიბადა?

P.S. მეც შეიძლება ვცდებოდე, და უფრო სწორად ყოველთვის ვცდები, მაგრამ ამ შემთხვევაში (წმინდანობის რაობაზე) მე საკუთარ აზრს კი არ გადმოვცემ, არამედ თვით წმინდანებისას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Sep 23 2010, 09:16 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა(guest1 @ Sep 22 2010, 10:04 AM) *

sopo...
გაგიმარჯოს და გფარავდეს უფალი

გამარჯობა , შენც ასევე : )
ციტატა

წმინდანი იყოს უწმინდური, ეს ვერ გავიგე რას ნიშნავს.

არვიცი ეს შენი პოსტია რას გულისხმობ?
ციტატა

მეორეს მხრივ, გარეგნულად შეიძლება წმინდანი "უწმინდურიც" იყოს.


ციტატა

უფრო სწორედ, ვერ გავიგე რას გულისხმობ ამაში. თუ "უწმინდურ" საქციელს, მაშინ ასეთი რამ გარეგანი გამოვლინებაა და მეტი არაფერი. სალოსები დედიშობილები დადიოდნენ ხშირად და თანაც უდიდესი სალოსები აკეთებდნენ ამას.

ვიცი სალოსების საზოგადეობისთვის მიუღებელი, თავის დამამდაბლებელი ქცევები, მაგრამ უწმინდური არ გამიგია..
ციტატა

ადამიანის წმინდანობა მარტო სულიწმიდით წყდება-ეს არის მთელი ქრისტიანობის არსი: გულის შემუსრვილობით და ჭეშმარიტი სინანულით (ლოცვებით, მარხვებით) მიიღოს ქრისტიანმა სულიწმიდა.

ცოტა ვერ ვხვდები, ერთი და იგივეს ვამბობთ თუ არა? ანუ სული წმინდის მოხვეჭა აუცილებელია წმინდანისთვის, მაგრამ თუ ადამიანის არჩევანი და მისი დამამტკიცებელი ქმედება არ იქნა, სული წმინდის მადლი შეიძლება ისევ დაკარგოს ადამიანმა, უღალატოს უფალს, ანუ თუ ჩვენ დავუშვებთ მარტო სული წმინდა წყვეტს ადამიანის ცხონების საკითხს, მაშინ გამოდის უფალს ზოგის ცხონება უნდა ზოგის არა, ეს ალოგიკურია, როცა მას ყველა ერთნაირად უყვარს..
ციტატა

ანუ, იოანე ნათლისმცემელი იყო წმინდანი დაბადებიდანვე. და ის რომ წმინდანი შეიძლება გახდეს წმინდანი ღვთის მადლით ან დაიბადოს წმინდანად, ჩემი მოსაზრება არ არის. ამას თვითონ წმინდანები ამბობენ.


არვიცი, არ გამიგია სიმართლე გითხრა, რომელი წმინდანი ამბობს შეგიძლია დააციტირო?
ციტატა

თუ წმინდანობა არ არის სულიწმიდის დასადგურება ადამიანში, მაშინ რა არის წმინდანობა აბა? თუ ასეა (ანუ სულიწმიდის დასადგურება ადამიანში მას აქცევს წმინდანად), მაშინ რა ღვაწლი ქონდა იოანე ნათლისმცემელს, რომელიც წმინდანად დაიბადა?

სად წერია რომ წმინდანად დაიბადა?
წმინდანობა ადამიანის არჩევანი და შრომა ამისთვის- თავმდაბლობის მოხვეჭა ანუ, რაც მოიზიდავს მადლს.. წმ იოანე ნათლისმცემელში ეს თვისება უფალმა განჭვრიტა მადლით აღავსო, წმ იოანემ კი თავისი ცხოვრებით დაადასტურა ერთგულება..ასე ვხედავ



ციტატა
P.S. მეც შეიძლება ვცდებოდე, და უფრო სწორად ყოველთვის ვცდები, მაგრამ ამ შემთხვევაში (წმინდანობის რაობაზე) მე საკუთარ აზრს კი არ გადმოვცემ, არამედ თვით წმინდანებისას.

მე არ შეიძლება ვცდებოდე, უფრო სწორედ არასდროს არ ვცდები biggrin.gif ხოდა ესე : rolleyes:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest1
პოსტი Sep 24 2010, 11:05 AM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 188
რეგისტრ.: 11-June 09
წევრი № 7,110



sopo...
გაგიმარჯოს ასევე და გფარავდეს უფალი smile.gif
ციტატა
ცოტა ვერ ვხვდები, ერთი და იგივეს ვამბობთ თუ არა? ანუ სული წმინდის მოხვეჭა აუცილებელია წმინდანისთვის, მაგრამ თუ ადამიანის არჩევანი და მისი დამამტკიცებელი ქმედება არ იქნა, სული წმინდის მადლი შეიძლება ისევ დაკარგოს ადამიანმა, უღალატოს უფალს, ანუ თუ ჩვენ დავუშვებთ მარტო სული წმინდა წყვეტს ადამიანის ცხონების საკითხს, მაშინ გამოდის უფალს ზოგის ცხონება უნდა ზოგის არა, ეს ალოგიკურია, როცა მას ყველა ერთნაირად უყვარს..
მე მგონი სხვადასხვა რაიმეს ვამბობთ smile.gif პირველ რიგში, როცა ღვთის განგებაში ლოგიკის შემოტანა გვინდა, ძალიან ვცდებით. ტყუილად ხომ არ უწვალიათ უდიდეს წმინდა ღვთისმეტყველებს აპოფატური თეოლოგიის ჩამოყალიბებაში? ლოგიკა სახიფათო რამ არის რწმენაში. როგორც კი შემოიტან რწმენაში ლოგიკას, რწმენის საფუძველს დააზიანებს და დამანგრეველი გახდება სულისათვის. მე ვერაფერს ვერ დავუშვებ ამ მხრივ. მე შემიძლია ვისაუბრო ახალ აღთქმაზე და ძველ და ახალ წმინდანთა გადმოცემებზე დაყრდნობით, მათდამი რწმენით. ნამდვილად, სულიწმიდის მიღება არის ქრისტიანული ცხონების არსი. ვისაც სულიწმიდა არ მიუღია, ის ცოდვილია (უგუნურია) და დღეში 100 000-ჯერ დაეცემა ცოდვით. მაგალითად მე. ვინც სულიწმიდა მიიღო, ის აღარ დაეცემა. სულიწმიდის მიღება გარანტიაა ცხონების. უკლებლივ ყველა წმინდანი სულიწმიდით არის შემოსილი და უკლებლივ ყველა ცოდვილი სულიწმიდის გარეშე იმყოფება. ანუ, მათემატიკის ენაზე რომ ვთქვათ, წმინდანობისათვის აუცილებელი და საკმარისი პირობაა სულიწმიდის მადლის მიღება ადამიანში (ან თუ გინდა სხვანაირად ვთქვათ, ქრისტეს შემოსვლა ადამიანის გულში). ასეა ეს, წმინდანები ამბობენ ამას, მე არ ვამბობ smile.gif

ციტატა
არვიცი, არ გამიგია სიმართლე გითხრა, რომელი წმინდანი ამბობს შეგიძლია დააციტირო?
სად წერია რომ წმინდანად დაიბადა?
თუ იოანე ნათლისმცემელზე მეკითხები ამას, მაშინ მაგის ციტატა მოვიყვანე უკვე სახარებიდან: იოანე ნათლისმცემელიო მუცელშივე იყო შემოსილი სულიწმიდითო. სულიწმიდით თუ იყო შემოსილი, წმინდანი იყო-აქ სხვა ვარიანტი არ არსებობს. თუ სხვა წმინდანებზე მეკითხები, აიღე წმინდა ნიკოლოზი-იგი წმინდანი დაიბადა და არა გახდა! მან დაბადების მომენშივე აღასრულა პირველივე სასწაული: დედამისი განკურნა. დღეების იყო, როცა კიდევ სხვა სასწაულები აღასრულა. აიღე კიდევ ჩვენი უწმიდესი მეფე დავით აღმაშენებელი. მასზე არსენ იყალთოელი (ასევე დიდი ქართველი წმინდანი) წერს, რომ იგი იყო "ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთქმნილთა შორის"; ანუ, დაბადებიდანვე ღმერთად დაიბადაო; თავიდანვე ქრისტე ცხოვრობდა მის გულშიო; თავიდანვე სულიწმიდით იყო შემოსილიო.

ციტატა
წმინდანობა ადამიანის არჩევანი და შრომა ამისთვის- თავმდაბლობის მოხვეჭა ანუ, რაც მოიზიდავს მადლს.. წმ იოანე ნათლისმცემელში ეს თვისება უფალმა განჭვრიტა მადლით აღავსო, წმ იოანემ კი თავისი ცხოვრებით დაადასტურა ერთგულება..ასე ვხედავ
რას ქვია განჭვრიტა? უფალმა თავიდანვე იცოდა, რომ იოანე ნათლისმცემელი სიწმიდის გზას დაადგებოდა და წმინდანად დაბადა? ამის თქმა გინდა? მე მგონი ჩვენ ჯერ ამაში უნდა გავერკვეთ: 1) იყო თუ არა იოანე ნათლისმცემელი (ან წმინდა ნიკოლოზი, წმინდა დავით აღმაშენებელი) დაბადებიდანვე წმინდანი? 2) თუ არ იყო, რას ნიშნავს წმინდანობა? (წმინდანობის საკუთარი განსაზღვრება და საკუთარი გაგება არ იყოს-წმინდა მამებზე და ახალ აღთქმაზე დაყრდნობით გამაგებინე წმინდანის რაობა, თუ შეიძლება)

ციტატა
მე არ შეიძლება ვცდებოდე
ეს შენი მადლმოსილი მდგომარეობაა, თუ ბუნებით ხარ დაბადებული უცთომელი? a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Sep 25 2010, 12:31 AM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა(guest1 @ Sep 24 2010, 12:05 PM) *

sopo...
გაგიმარჯოს ასევე და გფარავდეს უფალი smile.gif
მე მგონი სხვადასხვა რაიმეს ვამბობთ smile.gif პირველ რიგში, როცა ღვთის განგებაში ლოგიკის შემოტანა გვინდა, ძალიან ვცდებით. ტყუილად ხომ არ უწვალიათ უდიდეს წმინდა ღვთისმეტყველებს აპოფატური თეოლოგიის ჩამოყალიბებაში? ლოგიკა სახიფათო რამ არის რწმენაში. როგორც კი შემოიტან რწმენაში ლოგიკას, რწმენის საფუძველს დააზიანებს და დამანგრეველი გახდება სულისათვის.

ღვთის განგება, რწმენა დგას ბუნებრივ კანონზომიერებაზე მაღლა, მაგრამ ძალიან ლოგიკურია, თანმიმდევრული, და არა ქაოსი, გაუგებრობა..
ციტატა

მე ვერაფერს ვერ დავუშვებ ამ მხრივ. მე შემიძლია ვისაუბრო ახალ აღთქმაზე და ძველ და ახალ წმინდანთა გადმოცემებზე დაყრდნობით, მათდამი რწმენით. ნამდვილად, სულიწმიდის მიღება არის ქრისტიანული ცხონების არსი. ვისაც სულიწმიდა არ მიუღია, ის ცოდვილია (უგუნურია) და დღეში 100 000-ჯერ დაეცემა ცოდვით. მაგალითად მე. ვინც სულიწმიდა მიიღო, ის აღარ დაეცემა. სულიწმიდის მიღება გარანტიაა ცხონების. უკლებლივ ყველა წმინდანი სულიწმიდით არის შემოსილი და უკლებლივ ყველა ცოდვილი სულიწმიდის გარეშე იმყოფება. ანუ, მათემატიკის ენაზე რომ ვთქვათ, წმინდანობისათვის აუცილებელი და საკმარისი პირობაა სულიწმიდის მადლის მიღება ადამიანში (ან თუ გინდა სხვანაირად ვთქვათ, ქრისტეს შემოსვლა ადამიანის გულში).

ანუ უარყოფ ადამიანის არჩევანს და ღვაწლს?


ციტატა
ასეა ეს, წმინდანები ამბობენ ამას, მე არ ვამბობ smile.gif

?
ციტატა

რას ქვია განჭვრიტა? უფალმა თავიდანვე იცოდა, რომ იოანე ნათლისმცემელი სიწმიდის გზას დაადგებოდა და წმინდანად დაბადა? ამის თქმა გინდა? მე მგონი ჩვენ ჯერ ამაში უნდა გავერკვეთ: 1) იყო თუ არა იოანე ნათლისმცემელი (ან წმინდა ნიკოლოზი, წმინდა დავით აღმაშენებელი) დაბადებიდანვე წმინდანი? 2) თუ არ იყო, რას ნიშნავს წმინდანობა? (წმინდანობის საკუთარი განსაზღვრება და საკუთარი გაგება არ იყოს-წმინდა მამებზე და ახალ აღთქმაზე დაყრდნობით გამაგებინე წმინდანის რაობა, თუ შეიძლება)

სული წმინდის მადლი ადამიანმა შეიძლება მიიღოს და დაკარგოს კიდეც ცხოვრების მანძილზე , ადამიანის ცხონების საკითხი, წმინდანობა წყდება მისი გარდაცვალების შემდგომ, ..
წმ ნიკოლოზი უდიდესი წმინდანი და ეს მან თავისი თავგანწირვით დაადასტურა..
სახარებაში, არც წმ მამებთან ფიზიკურად არ არსებობს წმინდანის განმარტებითი ფორმულირება, მხოლოდ სწავლება როგორ მივაღწიოთ სრულყოფილებას , მოვიხვეჭოთ მადლი..
შენ თქვი , წმინდანები ამბობენ რომ ადამიანი დაბადებიდანვე წმინდანია, უფრო კონკრეტულად საინტერესო იქნებოდა..
სახარებით ხელმძღვანელობისას კი რავიცი მთელი სახარება სწორედ ეს არის სწავლება როგორ ვცხონდეთ, სწავლება განკითხვაზე, რწმენაზე, სიყვარულზე, ის რომ სასუფეველი ცათა იიძულების, და უამრავი და უამრავი, რაც ნიშნავს რომ ადამიანმა სისხლით უნდა დაამტკიცოს რწმენა,
და ქრისტეს სიტყვები რომ ღვთის გარეშე არაფერი ძალუძს ადამიანს- აქედან ვასკვნით რომ ადამიანის მცდელობასთან ერთად აუცილებელია ღვთის შეწევნა..
ჩემეული განმარტებაც ეს იყო ცხონებისთვის, გინდაც წმინდანობითვის- ღვთისა და ადამიანის ნების თანხმობა..
წმინდანების ცხოვრებაში ვკითხულობთ მიუხედავად წმინდად ცხოვრების ცრემლებით ხვდებოდნენ სიკვდილს და არ მიაჩნდათ თავი სასუფევლის ღირსად.. და გვასწავლიან რომ სანამ საფლავზე ლურსმნის მიჭედების ხმას არ გავიგებთ, მანამდე გრძელდება ბრძოლა ადამიანსა და ბოროტს შორის..

ციტატა

ეს შენი მადლმოსილი მდგომარეობაა, თუ ბუნებით ხარ დაბადებული უცთომელი?

ნწნწ biggrin.gif



ნუ რავიცი მე ასე ვფიქრობ, მგონი მეტი არაფერი მაქვს სათქმელი ამ თემაზე: )
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
cxz   მამა გიორგი ბასილაძეს 5 წიგნი   Jul 19 2010, 11:28 PM
ქევანა   სასწრაფოდ სანამ დ...   Jul 19 2010, 11:29 PM
afxazi   აბააა, ჩვენ ხომ მდ...   Jul 19 2010, 11:59 PM
cxz   afxazi არა ვინმეს რამე...   Jul 20 2010, 12:17 AM
KAIROS   ძალიან... იყოს ეს წი...   Jul 20 2010, 11:38 PM
doros   საეკლესიო სწავლებ...   Aug 22 2010, 04:14 PM
კანუდოსელი   ჯერ, ამ პოსტის განთ...   Aug 23 2010, 04:35 PM
karpaki   ღმერთო მე შენ მიყვ...   Aug 22 2010, 05:28 PM
ქევანა   doros ლოლ, ნუთუ კაიროს...   Aug 23 2010, 11:02 AM
doros   http://s02.radikal.ru/i175/1008/10/21a06d59bda4.jp...   Aug 29 2010, 07:35 PM
abo   ქევანა მე მგონი ეს ...   Aug 29 2010, 11:32 PM
neo   ვერაფერი ვერ გავიგ...   Aug 30 2010, 10:19 AM
Giorgius   წმინდა არა ტოროლა.....   Sep 1 2010, 02:37 PM
neo   ერთ ერთ წიგნს ვკით...   Sep 1 2010, 06:35 PM
ninishka73   ერთ ერთ წიგნს ვკით...   Oct 9 2010, 02:03 AM
terra   neo შოთი, თემა იყო ამ...   Sep 1 2010, 06:37 PM
damiane80   მე მგონია კიდე სუფ...   Sep 1 2010, 08:13 PM
starscream   მართალია ეს კაცი, dami...   Sep 1 2010, 09:22 PM
.ნინო   იქნებ ჯობდეს ცოტა...   Sep 1 2010, 09:46 PM
abo   neo შენ პიროვნება უნ...   Sep 2 2010, 12:51 AM
starscream   .ნინო თვითონ რა სიტ...   Sep 2 2010, 12:55 AM
მხევალი ნინო   კარგი იქნებოდა, ერ...   Sep 2 2010, 10:09 AM
Funkenstein   კარგი იქნებოდა, ერ...   Sep 2 2010, 01:02 PM
karpaki   , მომხრეებსა და ,,მო...   Sep 9 2010, 11:52 AM
აკაკი   მეც მინდა :)   Sep 2 2010, 01:03 PM
ანანო   სათაურზე ძალიან გ...   Sep 9 2010, 12:12 PM
Funkenstein   ეხლა ერთ-ერთ წიგნს ...   Sep 9 2010, 05:09 PM
guest1   Funkenstein გაგიმარჯოს და ...   Sep 18 2010, 01:10 PM
Funkenstein   Funkenstein გაგიმარჯოს და...   Sep 18 2010, 01:35 PM
guest1   Funkenstein ჩემი განსასჯე...   Sep 18 2010, 02:10 PM
tok@   qetus1 absoluturad getanxmebi :type: :type: :002...   Sep 18 2010, 02:37 PM
Funkenstein   Funkenstein ჩემი განსასჯ...   Sep 18 2010, 03:14 PM
guest1   Funkenstein ჯერ ერთი, არც მ...   Sep 19 2010, 11:15 AM
sopo...   Funkenstein ჩემი განსასჯ...   Sep 21 2010, 10:36 PM
guest1   sopo... გაგიმარჯოს და გ...   Sep 22 2010, 09:04 AM
sopo...   sopo... გაგიმარჯოს და გ...   Sep 23 2010, 09:16 PM
guest1   sopo... გაგიმარჯოს ასე...   Sep 24 2010, 11:05 AM
sopo...   sopo... გაგიმარჯოს ასე...   Sep 25 2010, 12:31 AM
guest1   sopo... ლოგიკური და თან...   Sep 25 2010, 07:20 AM
sopo...   sopo... ღვთის განგება დ...   Sep 25 2010, 04:30 PM
guest1   sopo... კი ბატონო, დავენ...   Sep 26 2010, 12:05 AM
sopo...   sopo... ეს წმინდა ადამ...   Sep 26 2010, 03:52 AM
guest1   sopo... გაგიმარჯოს და გ...   Sep 26 2010, 08:52 AM
sopo...   sopo... გაგიმარჯოს და გ...   Sep 26 2010, 02:19 PM
guest1   sopo... ფიზიკური ასაკი...   Sep 27 2010, 02:10 AM
sopo...   guest1 ფიზიკური ასაკი...   Sep 27 2010, 07:11 PM
guest1   sopo... დამაინტერესა დ...   Sep 27 2010, 08:56 PM
neo   თითქმის დავამტავრ...   Sep 9 2010, 05:16 PM
self   ,,თავნი და ბოლონი ი...   Sep 9 2010, 05:44 PM
karpaki   neo ისე წმინდა ადამი...   Sep 9 2010, 06:10 PM
afxazi   neo არ არის სწორი ჩვ...   Sep 9 2010, 06:19 PM
neo   ვერ მივხვდი ძალია...   Sep 9 2010, 06:30 PM
karpaki   მეტის არაფრის არც ...   Sep 9 2010, 08:16 PM
neo   :) ,,მითუმეტეს აქ" ? ...   Sep 9 2010, 09:03 PM
karpaki   :) ,,მითუმეტეს აქ" ? ...   Sep 9 2010, 09:13 PM
starscream   წმინდანი რომ გახდე...   Sep 9 2010, 09:13 PM
neo   თოლოა ჯონათან ლივ...   Sep 9 2010, 09:14 PM
ikanosi   სად ამოიკითხე ერთ...   Sep 9 2010, 09:15 PM
starscream   karpaki რამდენი მოიფიქ...   Sep 9 2010, 09:16 PM
karpaki   წმინდანი კი არ ვა...   Sep 9 2010, 09:23 PM
neo   ქუთაისში ჩავიდე კა...   Sep 9 2010, 09:24 PM
karpaki   ქუთაისში ჩავიდე კ...   Sep 9 2010, 09:36 PM
ბადრი   neo ჯოხი მეეჭვება, მ...   Sep 9 2010, 09:33 PM
afxazi   starscream და ვისაც ანალ...   Sep 9 2010, 09:46 PM
karpaki   ნუ იყოფით. ჩვენ ერ...   Sep 9 2010, 09:54 PM
ikanosi   ერთნი ვართ მაგრამ ...   Sep 9 2010, 10:01 PM
afxazi   ikanosi ერთნი მაშინ არ...   Sep 9 2010, 10:06 PM
karpaki   შენ გინდა თქვა რომ ...   Sep 9 2010, 10:12 PM
afxazi   karpaki და რას ნიშნავს ...   Sep 9 2010, 10:15 PM
karpaki   karpaki და რას ნიშნავს ...   Sep 9 2010, 10:18 PM
afxazi   karpaki კი, საქართველო...   Sep 9 2010, 10:22 PM
karpaki   დიახ :) ეგრეა. პ.ს. და ...   Sep 9 2010, 10:24 PM
afxazi   karpaki ეს როგორ გავიგ...   Sep 9 2010, 10:34 PM
karpaki   karpaki ეს როგორ გავიგო...   Sep 9 2010, 10:44 PM
afxazi   karpaki შესაბამისად ჩ...   Sep 9 2010, 10:48 PM
Funkenstein   რა შუაშია აქ ერთია...   Sep 9 2010, 10:53 PM
afxazi   Funkenstein ეს არის აბსოლ...   Sep 9 2010, 10:54 PM
karpaki   სიმართლის და რეალ...   Sep 9 2010, 10:57 PM
afxazi   karpaki და შენ ეკლესიუ...   Sep 9 2010, 11:02 PM
karpaki   karpaki და შენ ეკლესიურ...   Sep 9 2010, 11:17 PM
:_მარიამი_:   რომელ მამა ნიკოლოზ...   Sep 10 2010, 04:46 AM
neo   მე ცოტა კრიტიკულად...   Sep 10 2010, 10:18 AM
karpaki   ჩვენთვის ცნობილი ...   Sep 18 2010, 05:00 PM
starscream   ხალხო რა გჭირთ.. ადა...   Sep 19 2010, 11:28 AM
karpaki   ხალხო რა გჭირთ.. ად...   Sep 19 2010, 12:09 PM
ikanosi   როდის უნდა შეწყდეს...   Sep 19 2010, 11:58 AM
starscream   karpaki რატომ?   Sep 19 2010, 12:10 PM
Funkenstein   ვინმე კომპეტენტურ...   Sep 24 2010, 03:39 PM
cxz   თუ რამე გაინტერესე...   Sep 24 2010, 11:13 PM
karpaki   თუ რამე გაინტერეს...   Sep 24 2010, 11:30 PM
Funkenstein   სრულებით გეთანხმე...   Sep 25 2010, 02:39 AM
cxz   [color=#FF6600]მამა სერაპიო...   Sep 30 2010, 05:10 PM
ninishka73   [b]გადმოწერეთ მამა ...   Oct 9 2010, 01:49 AM
ninishka73   უკაცრავად ვერ ვიწ...   Oct 9 2010, 11:51 AM
ninishka73   [size=2][b]გადმოწერეთ მა...   Oct 9 2010, 12:09 PM
FiloTeos   როდესაც რომელიმე ...   Oct 9 2010, 09:00 PM
ბარბარე   ძალიან გთხოვთ ლინკ...   Oct 17 2010, 04:40 PM
შოთა   ბარბარე http://www.link.ge/file/3275...   Oct 17 2010, 05:55 PM
KAIROS   http://church.ge/index.php?showtopic=8463&hl= ა...   Nov 2 2010, 01:48 PM
toka@   http://church.ge/index.php?showtopic=8463&hl= ა...   Nov 2 2010, 02:06 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2024 - 05:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი