IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

40 გვერდი V « < 37 38 39 40 >  
Reply to this topicStart new topic
> სიყვარული, ბრწყინვალების უფსკლული და მარადიულის გამარჯვება
marine
პოსტი Sep 10 2023, 03:57 PM
პოსტი #761


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვცდილობ ვიპოვო გზები, რათა ქრისტე შევიყვარო. ეს სიყვარული განუძღომელია. რამდენადაც შეიყვარებ ქრისტეს, იმდენად გგონია, რომ არ გიყვარს და მუდამ გწადია, უფრო მეტად შეიყვარო იგი. თუმცა, შენდა გაუცნობიერებლად, უფრო მაღლა და მაღლა ადიხარ!"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 11 2023, 07:27 PM
პოსტი #762


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიყვარული უნდა იყოს მხოლოდ ქრისტესმიერი. იმისათვის, რომ სხვებს სარგებელი მოუტანო, ღვთის სიყვარულში უნდა იცხოვრო, სხვაგვარად ვერ არგებს შენს თანამოძმეს. სხვას ძალა არ უნდა დაატანო. მისი დროც მოვა; მთავარია, ილოცო მისთვის. მდუმარებით, სულგრძელებით, უმთავრესად კი ლოცვით, საიდუმლოდ მოგვაქვს სარგებელი სხვებისთვის. ღვთის მადლი მისი გონების ჰორიზონტს წმენდს და ღვთის სიყვარულში არწმუნებს მას. აქ არის ფაქიზი მომენტი. თუ ის აღიარებს, რომ ღმერთი არის სიყვარული, მაშინ ისეთი კაშკაშა ნათელი გარემოიცავს, როგორიც არასდროს უნახავს, და ასე მოიპოვებს ცხონებას"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2023, 07:45 PM
პოსტი #763


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც ქრისტეს შევიყვარებთ, სხვა დანარჩენი სიყვარული უკან იხევს. სხვა ნებისმიერი სიყვარულით გაძღები, ქრისტეს სიყვარულით კი ვერასოდეს გაძღები. ხორციელი სიყვარულით ოდესმე გაძღები. შემდეგ შეიძლება დაიწყოს შური, დრტვინვა, მკვლელობამდეც კი შეიძლება მივიდეს. შეიძლება სიძულვილში გადაიზარდოს. ქრისტესმიერი სიყვარული კი უცვლელია. ამსოფლიური სიყვარული ცოტა ხანს გრძელდება და ნელ-ნელა ქრება, ხოლო ღვთაებრივი სიყვარული უფრო და უფრო იზრდება და ღრმავდება. სხვა ნებისმიერმა ტრფიალებამ შეიძლება უიმედობამდე მიიყვანოს ადამიანი, ხოლო საღვთო ტრფიალება საღვთო სივრცეებში აღგვამაღლებს, გვანიჭებს სიმშვიდეს, სიხარულს, სისავსეს. სხვა სიამენი დამღლელია, ღვთაებრივი კი ვერასდროს ვერ გაძღები. ეს არის განუძღომელი ტკბობა, რომელიც არასდროს ბეზრდება ადამიანს. ეს უმწვერვალესი სიკეთეა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2023, 07:59 PM
პოსტი #764


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ ნამდვილად გვიყვარს ქრისტე, არ არსებობს შიში იმისა, რომ დავკარგავთ ჩვენს მისდამი პატივისცემას"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 12 2023, 08:24 PM
პოსტი #765


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიყვარული, სიყვარული, სიყვარული, სიყვარული! მოძმის სიყვარული გვამზადებს, რომ უფრო მეტად შევიყვაროთ ქრისტე. განა საოცარი არაა?

დაე, ყველგან უანგაროდ ვაფრქვევდეთ ჩვენს სიყვარულს, განურჩევლად მათი ჩვენდამი დამოკიდებულებისა. როდესაც ჩვენში ღვთის მადლი შემოვა, იმას კი აღარ გამოვიძიებთ, ვუყვარვართ თუ არა სხვებს, გვესაუბრებიან თუ თავაზიანად, არამედ ვიგრძნობთ საჭიროებას, რომ ჩვენ გვიყვარდეს ყველა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2023, 03:20 PM
პოსტი #766


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტეს სიყვარულს, ისევე როგორც მოყვასის სიყვარულს, საზღვარი არ აქვს. დაე, თქვენი სიყვარული ყველგან, დედამიწის ყველა კუთხეში, ყველა ადამიანის მიმართ განეფინოს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 18 2023, 08:19 PM
პოსტი #767


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შენი სიყვარული ღმერთად მაქცევს, შენ კი, უფალო, - ადამიანად"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 24 2023, 08:50 PM
პოსტი #768


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძვირფასი და საყვარელი ხარ, რამეთუ საიდუმლო ხარ ჩემთვის. ყოველგვარი სიყვარული კი ანთია და არ იწვება, სანამ საიდუმლო არსებობს. გამჟღავნებული საიდუმლო დამწვარი სიყვარულია. მარადიულ სიყვარულს გეფიცები, ისევე, როგორც შენ მეფიცები მარადიულ საიდუმლოს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2023, 05:25 PM
პოსტი #769


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთის სიყვარული ადამიანისადმი აღემატება ადამიანის სიყვარულს უფლისადმი.

ვინ იცის, ეყვარებოდა ბავშვს დედა, რომ არ ეგრძნო მისი სიყვარული საკუთარი თავისადმი? ასევე ადამიანსაც არ შეუძლია, აღანთოს თავის თავში ღვთისადმი სიყვარული მანამდე, სანამ არ იგრძნობს ღვთის დაუსრულებელ სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2023, 04:16 PM
პოსტი #770


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიყვარული ყველაფერს გააღებს, მოვალეობის არცოდნა - ეს სიყვარულის ერთადერთი უცოდინრობაა. სიყვარული სჩუქნის, მოვალეობა კი ავალდებულებს. სიყვარული თავისი არსით მთელ სამყაროს სწვდება, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი უგუნური და განუსჯელია"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 22 2023, 08:09 PM
პოსტი #771


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფალმა ადამიანისა და ყველა ჩვენი მოყვასის სიყვარული მოგვცა მცნებად. არ ღირს იმაზე ფიქრი, ვუყვარვართ თუ არა მათ - მხოლოდ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენ გვიყვარდეს ისინი!"

/მამა იოანე კრესტიანკინი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 10 2023, 07:36 PM
პოსტი #772


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიყვარული უკვდავია - ის მიყვება ადამიანს საფლავიდან სამუდამო ცხოვრებაში და არის კავშირი ცოცხალთა და მიცვალებულთა სულებს შორის".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 19 2023, 07:33 PM
პოსტი #773


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ ყველა ვატარებთ ჯვარს ჩვენს სხეულზე, მაგრამ მთავარია, ჯვარი ჩვენს გულში გამოვსახოთ, ჯვარი ჩვენს გულში აღვმართოთ და იმ გზით ვიაროთ, რომელსაც ქრისტეს ჯვარი გვიჩვენებს. ეს არი თავგანწირული სიყვარულის გზა; მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ეს თავგანწირული სიყვარულია, ჩვენ გვეშინია ამ გზაზე სიარულისა, გვეშინია ამ თავგანწირვისა და გვავიწყდება, რომ სწორედ ასეთ თავგანწირულ სიყვარულს მივყავართ ნამდვილ კეთილდღეობისკენ, ნამდვილი სიყვარულისკენ, ნამდვილი სინათლისკენ, ნამდვილი სიხარულისკენ!"

/მეუფე შიო მუჯირი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 22 2023, 04:56 PM
პოსტი #774


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც უფალი იესო ქრისტე ამბობს: "არავის აქვს იმაზე მეტი სიყვარული, ვინც თავის სულს დადებს მეგობრისთვის". და აი, ოჯახში მამაკაცი თავს დებს თავისი შვილებისა და ქმრისთვის, შემდეგ მადლიერების ნიშნად, შვილები თავს დებენ თავიანთი მშობლებისთვის, არ ტოვებენ მათ სიბერეში, უვლიან და პატრონობენ. და ეს ურთიერთობები, ეს სიყვარული არის ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ამაღლებული რამ ამ სამყაროში!"

/მეუფე შიო მუჯირი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 10 2023, 07:36 PM
პოსტი #775


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხსნა ღვთისა და მოყვასის სიყვარულშია"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 17 2023, 11:39 AM
პოსტი #776


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თავის დროზე წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობდა, რომ თუ ჩვენ, ქრისტიანებს, ვინმე გვკითხავს, პატივს რას მიაგებთ და რას სცემთო თაყვანს, პასუხიც მზად გვაქვს:

- ჩვენ თავყავნისვცემთ სიყვარულს, ჩვენ ვეთაყვანებით სიყვარულს, რადგან იოანე ღვთისმეტყველის პირით სული წმიდამ გვასწავლა, რომ ღმერთი სიყვარული არს და ყველაზე მეტად მოსაწონიც ღვთისათვის სწორედ ეს სახელწოდებაა"

/აკაკი მინდიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 20 2023, 05:49 PM
პოსტი #777


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიყვარულს ისეთი ძალა აქვს, რომ აკავშირებს და აერთიანებს ერთმანეთისგან შორიშორს მყოფთ"

/წმ. იოანე ოქროპირი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 20 2024, 08:45 PM
პოსტი #778


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ სიყარული არ გავფლანგოთ და სხვებს ადვილად არ მივცეთ გული, იმიტომ, რომ ხშირად ზოგიერთი ადამიანი ხელში ჩაიგდებს მას და ამის შემდეგ ჩვენი გული სრულიად უმიზნოდ სისხლისაგან იცლება. ანდა, ამ ადამიანებს ჩვენი გაგება არ შეუძლიათ და მათთან ურთიერთობა უაღრესად მტკივნეული ხდება"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 22 2024, 06:51 PM
პოსტი #779


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიყვარული შეიცავს პატივისცემას. პატივისცემა კი შეიცავს სიყვარულს. ის რაც მე მიყვარს, ამავდროულად ჩემი პატივისცემის საგანიც არის. ანუ სიყვარული და პატივისცემა ეს სხვადასხვა რამ კი არ არის: არამედ, სწორედაც რომ ერთი და იგივეა"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2024, 02:32 PM
პოსტი #780


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"და რაც უფრო წარემატება ადამიანი სულიერად, მით მეტად შეძლებს ღვთის სიყვარულის დანახვას და დადნება ამ სიყვარულით"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

40 გვერდი V « < 37 38 39 40 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 03:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი