სტალინიადა, რაც შეეხება სტალინს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სტალინიადა, რაც შეეხება სტალინს |
toka@ |
Jan 8 2011, 09:32 PM
პოსტი
#41
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
ცოტა-ცოტა ორივე
-------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
Heinrich von Sinsheim |
Jan 8 2011, 11:15 PM
პოსტი
#42
|
ჰაინრიხ ზინსჰაიმელი ჯგუფი: Members პოსტები: 84 რეგისტრ.: 9-June 10 წევრი № 8,980 |
ამ თემის შექმნის მიზანი სტალინის ავტორიტეტის დაცვაა თუ ასე მე მომეჩვენა?
სტალინს მართლა გმირად თვლით თუ ხალხის გაკვირვებას ცდილობთ ამ დაუსაბუთებელი აბსურდით? თუ მართლა მისაბაძ ან თუნდაც მოსაწონ პიროვნებად თვლით ჩვენს სოსოს, მაშინ ნება მომეცით მისი დანაშაულებროვო ქმედებების ნაწილი შეგახსენოთ და იქნებ მიგახვედროთ, რომ სტალინის გმირობაზე ლაპარაკი არა მარტო უაზრო და საფუძველს მოკლებულია, არამედ მისი დანაშაულების მრავალი მილიონი მსხვერპლის ხსოვნის შეურაცხყოფაა, რისი უფლებაც მგონი არც თქვენ გაქვთ და არც ვინმე სხვა სტალინისტს. 1) გოლოდომორის ტრაგედია(1932–1933) : შიმშილის მსხვერპლი 10-12 მილიონი უკრაინელი გახდა. 2)ინტელიგენციის ტერორი : 1920-1930 ორი ათასი მსახიობი, მწერალი , ინტელიგენტი საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს. მათგან 1500 ბანაკებში დაიღუპა. 1936-1938 წლებში 27 ასტრონომი ანტი-მარქსისტული შეხედულებებისთვის დახვრიტეს. 1933 წელს რეჯიმის მსხვერპლი მრავალი მეტეოროლოგი გახდა, ოფიციოალური ვერსიით მათ არასწორად ივარაუდეს ამინდის ცვლილება, რამაც მოსავალს ავნო. 3) 1937 წლის 30 ივნისს გამოიცა კანონი ყოფილი "კულაკების" წინაამღდეგ. ამავე წელს ანტი-მარქსისტული შეხედულებებისთვის დააკავეს 669,929 ადამიანი. აქედან 376,202 დახვრიტეს. 4) NKVD-ს ოპერაციები ეროვნული უმცირესობების წინაამღდეგ (1937-1940) . მხოლოდ ეთნიკური პოლონები რომ ავიღოთ, დაპატიმრებულთა რიცხვია 143 810. დაღუპულთა -111 091. 5) კატინის სასაკლაო(1940):21,768 პოლინელი სამხედრო პირის გაუსამართლებლად დახვრეტა 6)ხალხთა მასობრივი დეპორტაციები კავკასიიდან:მაგ. 500 000 ინგუში და ჩეჩენი. ზოგი იმფორმაციით, რომ შესაბამისი გეგმა არსებობდა ქართველი ერის ყაზახეთში გადასახლებაზეც. 7)მონღოლეთის ტერორი(1930-იანი წლები) მსხვერპლი ათი ათასობით ადამიანი გახდა. მათ შორის 18 000 ბუდისტი რელიგიური შეხედულებების გამო. საერთო ჯამში NKVD-ს მსხვერპლი პოლიტიკური ნიშნით წამოწყებული საქმეებით ( იმ საქმეებით სადაც ოფიციალურაად დასახელდა საქმის პოლიტიკური მიზანი) 1,548,366 რეპრესირებულია. მათ გარდა უამრავი ადამიანი KGB-ს და მისი მსგავსი ორგანიზაციების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. აღარაფერს ვამბობ უამრავ საეკლესიო მოღვაწეზე და წმინდა მამებზე. თქვენი არ ვიცი და პირადად მე მრცხვენია, რომ სტალინიც ქართველი იყო.( ნაწილობრივ მაინც) მრცხვენია, რომ ამ ეპოქაში საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები, 30 000-ზე მეტი ვერმახტელი ქართველი ჯარისკაცი შალვა მაღლაკელიძის მეთაურობით დღესაც მოკლებულია დამსახურებულ დაფასებასა და პატივს, მრცხვენია, რომ ზოგი ქართველი დღემდე სტალინის პრესტიჟის აღდგენას აღდგენას ცდილობს და მის "გმირობასა" და "კაცობაზე" საუვრობს. უხერხულია, უნდა ვიცოდეთ ვითი ვიამაყოთ და ვისი არსებობის გვრცხვენოდეს. -------------------- Jedem das Seine!
|
toka@ |
Jan 9 2011, 07:28 PM
პოსტი
#43
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
უხერხული ადამიანის მარტო ცუდ რომ ვხედავთ
შენ სტალინის უარყოფითი ჩამოთვალე ,მე დადებითს გეტყვი 1934 წლეს მოსკოვში გაიმართა საბჭოთა კავშირის მწერალთა პირველი ყრილობა,სადაც მოხსენებით უნდა გამოსულიყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მალაქია ტოროშელიძე.აი როგორ დამოძღვრა იგი სტალინმა...: მოხსენება უნდა დაიწყოთ შოთა რუსთაველით,შემდეგ გადახვიდეთ უფრო უახლოეს საუკუნეებზე და დაახასიათებთ სულხან-საბა ორბელიანს,დავით გურამიშვილის,ბესარიონ გაბაშვილის შემოქმედებას.განსაკუთრებით ვრცლად უნდა გაარჩიოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია,დაწვრილებით-ილია ჭავჭავაძის შესახებ...შემდეგ აკაკი წერეთელსაც თავისი უნდა მიაგოთ,ვაჟა-ფშაველასაც...".ამ სიტყვებში სტალინმა,არსებითად ჩამოაყალიბა 1500-წლოვანი ქართული უმდიდრესი ლეტერატურის ისტორიის კურსის სახემლმძღვანელო პროგრამა. სტალინის პირადი მითითებებით მოეწყო შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის"750-ეწლისთავის აღსანიშნავი იუბილე,რომელიც 1937 წელს ზარ-ზეიმით მოეწყო.ბალმონტის თარგმანით სტალინი უკმაყოფილო იყო და უპირატესობა მიანიჭებინა შალვა ნუცუბიძის თარგმანს და კორექტივებიც შეიტანა,შალვა ნუცუბიძე ირწმუნებოდა,რომ სტალინის ნათარგმნი სტროფები უფრო კარგი დაპოეტური იყო... სტალინმა,რომელსაც ჭაბუკობისას საფუძვლიანი განათლება ჰქონდა მირებული,გადაწყვიტა,გადასახლ ებიდან გაეთავისუფლებინათ თითქმის ყველა რეპრესირებული მღვდელი და უკან დაებრუნებინათ და დაეწყოთ ლოცვა-ქადაგებები თავიანთ მრევლთან,რის შედეგადაც გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები და სემინარიები. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ რუსეთის ეკლესიამ 18 წლის შემდეგ მოაწესრიგა არანორმალური ურთიერთობა საქართველოს ეკლესიასთან,რის შედეგადაც აღიარებული იქნა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 1941 წელს,ნოემბერში სტალინმა თბილისიდან გამოიძახა მიხეილ ჭიაურელი,სასწრაფოდ დაავალა ფილმოს "გიორგი სააკაძის" გადაღება 6 თვეში.ეს ის დროა როდესაც გერმანელი ნაცისტები კრემლიდან 40 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ.სტალინმა დააფინანსა ყოველი პრობლემა რაც მოხდა გადაღების დროს.ფილმი მართლაც რეკორდულ დოს,6 თვეში ჩაბარდა სტალინს,სწორედ ამ ფილმის ჩვენებით ჩაუსახეს ხალხს მტერზე გამარჯვების იმედი იმავე წელებში სტალინის პირადი ინიციატივითა და განკარგულებით შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია,რომლის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ცნობილი მეცნიერი ნიკოლოზ მუსხელიშვილი. 1919 წელს საქართველოს ბრძოლა მესხეთის დაბრუნებისათვის წარმატებით დამთავრდა.1920 წლის ბოლოსათვის საქართველო აღსდგა თავისი მესხეთით...საგულისხმოა ისიც რომ სტალინს სურდა საქართველოსათვის დაებრუნებინა ის მიწები რომელიც თურქეთმა წაგვართვა,ეს გეგმაც მაგიდაზე ედო,მაგრამ მიზეზს ეძებდა.როდესაც მიზეზი გამოჩნდა და ომი გარდაუვალი ხდებოდა,ამერიკამ ხმა აიმაღლა თურქეთის დასაცავად და მეთიც,ნატოში მიიღეს.ამის შემდეგ სტალინი ვეღარ გამოუცხადებდა ომს თურქეთს,რადგან მესამე მსოფლიო ომის დაწყებას მოასწავებდა და ბელადს ეს არ აწყობდა -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
terra |
Jan 9 2011, 07:39 PM
პოსტი
#44
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
toka@
რომელი ჩამონათვალი წონის მაინც, შენი თუ Heinrich von Sinsheim-ს? ნუსხების გაჩევას შეგნებულად ვარიდებ თავს. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
subterranean |
Jan 14 2011, 01:55 AM
პოსტი
#45
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,908 რეგისტრ.: 21-September 07 წევრი № 2,804 |
|
toka@ |
Jan 14 2011, 05:58 PM
პოსტი
#46
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
-------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
subterranean |
Jan 14 2011, 06:05 PM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,908 რეგისტრ.: 21-September 07 წევრი № 2,804 |
toka@
რამდენი წლის ხარ? |
toka@ |
Jan 14 2011, 06:30 PM
პოსტი
#48
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
toka@ რამდენი წლის ხარ? ჩემი ასაკი არც არაფერს შეცვლის შენ ცხოვრებაში და არც სტალინს გააცოცხლებს....გთხოვთ მხოლოდ თემის საკითხები ვწეროთ...თუ რამეა PM მომწერეთ -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
subterranean |
Jan 14 2011, 06:57 PM
პოსტი
#49
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,908 რეგისტრ.: 21-September 07 წევრი № 2,804 |
toka@
ჩემი ცხოვრება არაფერ შუაშია, უბრალოდ ასაკი მოქმედებს ხოლმე ადამიანის შეხედულებაზე |
Berckley |
Jan 14 2011, 07:07 PM
პოსტი
#50
|
მინისტრობისთვის გაჩენილი ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 7-November 10 მდებარ.: თბილისი,საქართველო წევრი № 9,820 |
ყველაზე ცუდი რაც გააკეთა ისაა რომ მეორე მსოფლიო ომში ვიბრძოდით მაგის გამო.მე პირადად მირჩევნოდა გერმანიას დავეპყარით,მოწესრიგებული,სუფ
თა,თავმოყვარე ერი ვიქნებოდით და კედლებზე დაწერებს და სკამების ჩამტვრევებს აღარ დაიწყებდნენ. -------------------- * ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! * * ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო * * ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო * * დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო * |
ikanosi |
Jan 14 2011, 07:09 PM
პოსტი
#51
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
Berckley
ციტატა ყველაზე ცუდი რაც გააკეთა ისაა რომ მეორე მსოფლიო ომში ვიბრძოდით მაგის გამო.მე პირადად მირჩევნოდა გერმანიას დავეპყარით,მოწესრიგებული,სუფ თა,თავმოყვარე ერი ვიქნებოდით და კედლებზე დაწერებს და სკამების ჩამტვრევებს აღარ დაიწყებდნენ. ნაცისტები რეებს ჩადიოდნენ ეგ არ იცი შვილი შენ -------------------- ფარით ან ფარზე
|
toka@ |
Jan 14 2011, 07:13 PM
პოსტი
#52
|
უსაქმური ჯგუფი: Members პოსტები: 3,204 რეგისტრ.: 27-October 10 წევრი № 9,723 |
კი,სუფთა მოწესრიგებული,კულტურული,გერმ
ანელები ვიქნებოდით..ენა და სარწმუნოება გაქრებოდა მარტო მამული რათ გინდა??? -------------------- არაფერი ისე არ აახლოებთ ადამიანებს როგორც უფლის სიყვარული !
|
Berckley |
Jan 14 2011, 07:22 PM
პოსტი
#53
|
მინისტრობისთვის გაჩენილი ჯგუფი: Members პოსტები: 164 რეგისტრ.: 7-November 10 მდებარ.: თბილისი,საქართველო წევრი № 9,820 |
ციტატა ნაცისტები რეებს ჩადიოდნენ ეგ არ იცი შვილი შენ კი,მაგრამ ეხლა გერმანია სრულიად შეიცვალა და ბევრად წინ წავიდა.რუსეთი კი ისევ ისაა რაც მე-20 საუკუნეში იყო,არანაირი პროგრესი ციტატა კი,სუფთა მოწესრიგებული,კულტურული,გერმ ანელები ვიქნებოდით..ენა და სარწმუნოება გაქრებოდა მარტო მამული რათ გინდა??? რუსებმა არ გაგვიქრეს? ყველაფერი რუსული იყო,ეკლესიაში სიარული აგვიკრძალეს ... -------------------- * ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! * * ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო * * ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო * * დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო * |
ikanosi |
Jan 14 2011, 08:14 PM
პოსტი
#54
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა კი,მაგრამ ეხლა გერმანია სრულიად შეიცვალა და ბევრად წინ წავიდა.რუსეთი კი ისევ ისაა რაც მე-20 საუკუნეში იყო,არანაირი პროგრესი ხოდა ომი რომ მოეგოთ ნაცისტები რას გიზამდნენ ვინ იცის. შეუჩვეველ ჭირს შეჩვეული ჭირი ჯობიაო. -------------------- ფარით ან ფარზე
|
starscream |
Jan 19 2011, 12:02 AM
პოსტი
#55
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 686 რეგისტრ.: 17-June 10 წევრი № 9,023 |
გერმანელები ძალიან დიდ პატივს ცემდნენ ქართველებს სხვათაშორის.. სტალინი კიდე ძალიან მაგარი იყო.
და თან რა მაგარ ვიდზე დგას ახალგაზრდობაში.. -------------------- Sometimes I feel like I'm dying at dawn and sometimes I'm warm as fire But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over again, yeah
Too many flames, with too much to burn and life's only made of paper Oh, how I need to be free of this pain but it goes over, and over, and over, and over again Yeah, sometimes I cry for the lost and alone and for their dreams that will all be ashes But lately I feel like I'm just gonna rain and it goes over, and over, and over, and over again |
krazana1879 |
Apr 21 2011, 12:39 PM
პოსტი
#56
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 21-April 11 წევრი № 10,902 |
სასიამოვნო სტალინზე საუბარი ხალხთან, რომლებიც სწორი კუთხით უყურებთ სტალინის ცხოვრებას! სტალინი ყველა დროის უდიდესი პოლიტიკოსი იყო! პოლიტიკა კი ისეთი საქმეა, რომელიც ძალიან შორსაა ყოველგვარი ზნეობრივი იდეალებისაგან! სტალინის მოღვაწეობის ზნეობით გაზომვა დიდ შეცდომად მიმაჩნია, ეს იგივეა რაც მანძილი კილოგრამებით გაზომო! არა მგონია ვინმე შემედაოს იმაში, რომ სტალინი უდიდესი პოლიტიკოსი იყო! ტუ ვინმეს სურვილი აქვს პოლიტიკა დავივიტსყოტ და ვიმსჯელოტ მასზე როგორც პიროვნებაზე!
|
davithet |
Apr 21 2011, 02:42 PM
პოსტი
#57
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 |
ვისაც სტალინი უყვარდა მათ ეშინოდა სტალინის და ადიდებდა კიდეთ.
სტალინი ძლიერი კი იყო მაგრამ ხალხი იყო მშიშარა. მამაცი ადამიანები უშიშარი კი გადაასახლეთ და ააორთქლეს მიწაში. ვისაც სტალინი უყვარს - სტალინია მათი ღმერთი და დიდება , ვისაც ღმერთი უყვარს ის არის მათი მხსნელი და არა სტალინი. ( ისე კი მაგაზე ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და კარგი მოსაწონია). -------------------- [b]止まれ[/b]
|
krazana1879 |
Apr 21 2011, 03:25 PM
პოსტი
#58
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 21-April 11 წევრი № 10,902 |
"იდეალური მმართველია ის, რომლის ყველას ეშინია და თან ყველას უყვარს" მაკიაველი. სტალინის ყველას ეშინოდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გარდაიცვალა მთელი საბჩოთა კავსჰირი ტიროდა!
|
davithet |
Apr 21 2011, 03:39 PM
პოსტი
#59
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 413 რეგისტრ.: 28-January 09 წევრი № 6,402 |
დიდება იოსებ და ერთგულ ამხანაგს მშრომელ დიადს
სტალინმა შექმნა იმპერია და უკვდავყო რუსეთის გმირი ფოლადი კაცი. აღმართეს დროშები ლენინთან ერთად, განათდა ცა დიადი სამშობლო. რუსეთო აჰა მიწა და აჰა წყალი შენია. ვლადეი მირ , ვლადეი ვოსტოკ, ვლადეი კავკაზ ვსეხ ნაში ზემლია. ჩემი ბავშვობის მოგონილი ლექსია . ასე რომ რუსებო პატივ ეცი საქართველოს მთლიანობას - -------------------- [b]止まれ[/b]
|
ikanosi |
Apr 21 2011, 04:46 PM
პოსტი
#60
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
krazana1879
ციტატა 1) გოლოდომორის ტრაგედია(1932–1933) : შიმშილის მსხვერპლი 10-12 მილიონი უკრაინელი გახდა. 2)ინტელიგენციის ტერორი : 1920-1930 ორი ათასი მსახიობი, მწერალი , ინტელიგენტი საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს. მათგან 1500 ბანაკებში დაიღუპა. 1936-1938 წლებში 27 ასტრონომი ანტი-მარქსისტული შეხედულებებისთვის დახვრიტეს. 1933 წელს რეჯიმის მსხვერპლი მრავალი მეტეოროლოგი გახდა, ოფიციოალური ვერსიით მათ არასწორად ივარაუდეს ამინდის ცვლილება, რამაც მოსავალს ავნო. 3) 1937 წლის 30 ივნისს გამოიცა კანონი ყოფილი "კულაკების" წინაამღდეგ. ამავე წელს ანტი-მარქსისტული შეხედულებებისთვის დააკავეს 669,929 ადამიანი. აქედან 376,202 დახვრიტეს. 4) NKVD-ს ოპერაციები ეროვნული უმცირესობების წინაამღდეგ (1937-1940) . მხოლოდ ეთნიკური პოლონები რომ ავიღოთ, დაპატიმრებულთა რიცხვია 143 810. დაღუპულთა -111 091. 5) კატინის სასაკლაო(1940):21,768 პოლინელი სამხედრო პირის გაუსამართლებლად დახვრეტა 6)ხალხთა მასობრივი დეპორტაციები კავკასიიდან:მაგ. 500 000 ინგუში და ჩეჩენი. ზოგი იმფორმაციით, რომ შესაბამისი გეგმა არსებობდა ქართველი ერის ყაზახეთში გადასახლებაზეც. 7)მონღოლეთის ტერორი(1930-იანი წლები) მსხვერპლი ათი ათასობით ადამიანი გახდა. მათ შორის 18 000 ბუდისტი რელიგიური შეხედულებების გამო. საერთო ჯამში NKVD-ს მსხვერპლი პოლიტიკური ნიშნით წამოწყებული საქმეებით ( იმ საქმეებით სადაც ოფიციალურაად დასახელდა საქმის პოლიტიკური მიზანი) 1,548,366 რეპრესირებულია. მათ გარდა უამრავი ადამიანი KGB-ს და მისი მსგავსი ორგანიზაციების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. აღარაფერს ვამბობ უამრავ საეკლესიო მოღვაწეზე და წმინდა მამებზე. საკმარისი არ არის? ირკუტსკის NKVD-ს უფროსის თხოვნა სტალინის სახელზე, რომ ტროცკისტების, პან-მონღოლებისა და კულაკ-თეთრგვარდიული ელემენტების წინააღმდეგ ნება დართოს დასახვრეტთა ლიმიტის დამატებით 4 000-მდე გაზრდის შესახებ (!) ზედ ადევს სტალინის რეზოლუცია "თანახმა ვარ" ("ზა"). დასახვრეტთა სია. სტალინის რეზოლუცია "თანახმა ვარ" -------------------- ფარით ან ფარზე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი