IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> რომანოვები და ბაგრატიონები, დანიელ სარგისის ანალიზი
Lenus
პოსტი Jul 31 2007, 04:53 PM
პოსტი #1


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



IPB-ს სურათი
ეს არის დანიელ სარგისის ანალიზი. ამ კაცის ბაბუა თბილისელი ყოფილა და მთელი გულმხურვალებით უჭერს ბაგრატიონებს მხარს.

უნდა ხაზი ამთავითვე გავუსვა, რომ ეს არაა ბაგრატიონტა შტოებს შორისი საჭიდაო თემა, მითუმეტეს რომ ბატონი სარგისი ბევრგან ურევს მათ ერთმანეთში და ასე ვთქვათ ერთ ქვაბში ხარშავს ყველა ბაგრატიონს.

ტექსტის ბმული ინგლისურად მომყავს და შეძლებისდაგვარად გადავთარგმნი.

http://www.geocities.com/Athens/Thebes/651...grationart.html


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კოლხი
პოსტი Jul 31 2007, 05:46 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 19-May 07
წევრი № 1,948



ლენუს,

რა გავიგო აქედან მე, ერთი გაგვაგებინე, თუ ძმა ხარ რა წერია მანდ smile.gif.

მერე ეს სარგისი დამაინტრესდა გვარის მიხედვით... სომხური წარმოშობისაა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Aug 1 2007, 08:09 AM
პოსტი #3


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



კოლხი,

აუცილებლად გადავთარგმნი ჩემო კარგო.

კიი, სარგისი ეგრე იქნება wink.gif wink.gif როგორც ამბობ....


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Aug 1 2007, 08:41 AM
პოსტი #4


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



რასაც გადავთარგმნი და უზუსტობა იქნება (ჩემი აზრით) წითლად შავღებავ...


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კოლხი
პოსტი Aug 1 2007, 08:59 AM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 19-May 07
წევრი № 1,948





ციტატა
რასაც გადავთარგმნი და უზუსტობა იქნება (ჩემი აზრით) წითლად შავღებავ...



ოკ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Aug 1 2007, 09:36 AM
პოსტი #6


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ნიკოლოზ რომანოვი, სამოცდაათს გადაცილებული კაცი, გამორჩეული ჩამომავლობის ადმიანი გახლავთ.

მისი მამა, რუსეთის კნიაზი (ამას არ ვთარგმნი, „თავადი“ აზრს დაუკარგავდა) რომანი, იყო მეფური წარმოშობისა და რუსული საიმპერატორო სახლის წევრიც გახლდათ. დედა, მიუხედავად არამეფური წარმოშობისა, ძველი რუსული არისტოკრატიული ოჯახიდან იყო. ამას წინათ, ნიკოლოზ რომანოვმა პრეტენზია გამოთქვა რუსული საიმპერატორო სახლის თავობაზე, შეეცილა რა დინასტიის ამჟამინდელ კანონიერ მემკვიდრეს, რუსეთის ველიკაია კნიაჟნა მარიას. ბატონ რომანოვს სამართლიანი პრეტენზია ექნებოდა დინასტიის მეთაურობაზე, რომ არა ერთი გადაულახავი წინაამდეგობა: იგი არ ითვლება რუსეთის საიმპერატორო სახლის წევრად და მის მეთაურობაზე პრეტენზიაც უსაფუძვლოა. სხვა სიტყვებით, იგი არამეფური წარმოშობისაა.

რატომ არ ითვლება ეს კაცი მეფური წარმოშობისად? პასუხი მარტივია: ვინაიდან რუსული დინასტიის კანონებით იგი დინასტიის წევრადაც არ ითვლება. ყველა სამეფო დინასტიას საკუთარი წესები აქვს სამეფო სახლის წევრობასთან დაკავშირებით. დიდ ბრიტანეთში, მაგალითად, არამეფური წარმოშობის დედა არ განსაზღვრავს ვინმეს არამეფურ წარმოშობას. უელსის პრინცი დაქორწინდა არამეფური წრმოშობის ქალზე, მაგრამ მისი ორივე ძე მეფური წარმოშობისანი არიან. ზოგიერთ ევროპულ დინასტიებში კი სამმეკვიდრეო კანონი მკაცრად განსაზღვრავს თანასწორი ქორწინების აუცილებლობას: ანუ, ვისიმე დედაც და მამაც, ორივე მეფური წარმოშობისანი უნდა იყვნენ. ამ მოთხოვნის იურიდიული ტერმინი გერმანული სიტყვით განისაზღვრება - Ebenbuertigkeit, რაც ნიშნავს თანასწორი ქროწინების მემკვიდრის ხარისხს. მემკვიდრეობის ეს წესი, მოქმედებდა რუსეთში და ასახულია რუსული სამმეკვიდრეო კანონების 36-ე და 188-ე მუხლებში. ასეთივე იყო წესი ესპანეთის, ავსტრო-უნგრეთის და გერმანიის სამეფო კარზე. ვინაიდან ბატონი რომანოვის მამა, კნიაზი და სრული კანონების დაცვით მეფური წარმოშობის ადამიანი დაქორწინდა არამეფური წარმოშობის ქალზე, თავად ბატონი რომანოვი უთანაბრო ქორწინების შვილია და რუსული კანონით, არამეფური წარმოშობისაც გახლავთ. აქედან გამომდინარე, მისი პრეტენზია დინასტიის მეთაურობაზე ან თუნდაც უბრალოდ წევრობაზე, კანონის თვალსაზრისით სრულიად უსაფუძვლოა.

იგივე ეხება სხვა პიროვნებასაც, რომელიც არის ბატონი რომანოვის მიერ დაარსებული და ნამეთაურევი ორგანიზაციის (ე.წ. რომანოვის ოჯახის ასოციაცია) წევრი. მიუედავად მისი მამის მეფური წარმოშობისა, და რუსული საიმპერატორო სახლის წევრობისა, ამ ორივე პიროვნებას არამეფური წარმოშობის დედები ჰყავთ. ამით, ასე ვთქვათ, „გაირიყნენ“ დინასტიური წესების მიხედვით. ვიდრე მათი იმპერატორული მამები ცოცხლები იყვნენ, არცერთს პრეტენზიის გამოხატვა არც გაუბედავთ, არც რუსეთის კნიაზი უწოდებიატ საკუთარი თავისთვის. პრინციპში, მათი მამები ამის უფლებას არც მისცემდნენ. ამჟამინდელი ცდები და პრეტენზიები არის უღირსიც და უსაგნოც. მიუხედავად არამეფური წარმოშობისა, ორივეს გარკვეული ადგილი უჭირავთ საზოგადოებაში როგორც საიმპერატორო კნიაზების მორგანატიკულ (უფლებააყრილი) მემკვიდრეებს. არსებული წესების მათ მიერ უგულებელჰყოფა მეორე კლასის მგზავრთა მუჯლუგუნებით პირველი კლასში ძალით შეჭრას ჰგავს. შეუფერებელია.

რუსული სამეფო კარის კანონიერი მეთაური ველიკაია კნიაჟნა მარიაა. მისი მამა ველიკი კნიაზ ვლადიმერი (ძე რუსეთის ველიკი კნიაზ კირილესი და მისი სამეფო წარმოშობის მეუღლის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის პრინცესა ვიქტორია-მელიტასი), იყო რუსული საიმპერატორო სახლის მეთაური 1938-დან მის გარდაცვალებამდე - 1992-ს. მისი გარდაცვალებით იგი გახდა რუსეთის სამეფო ოჯახის უკანასკნელი მამაკაცი მამრობითი ხაზით. რაც შეეხება ველიკაია კნიაჟნა მარიას დედას, იგიც მეფური წარმოშობისაა, საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო სახლის წევრი.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Aug 1 2007, 09:55 AM
პოსტი #7


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ველიკაია კნიაჟნა მარიას მემკვიდრეობით პოზიცია რუსული დინასტიური კანონებითაა ნაკარნახევი. კანონი ასკვნის, რომ ტახტი (სხვა სტიყვებით, სამეფო სახლის მეთაურობა) გადაეცემა მამრობითი ხაზით, პრიმოგენიტური (პირველძეობითი) წესით, მანამ სანამ მამრობითი ხაზი არსებობას არ შეწყვეტს, რაც მოხდა კიდეც 1992 წელს. ამ დროიდან, დინასტიის მემკვიდრეობა გადაეცემა ქალს, რომელიც უახლოესი ნათესავია ბოლო იმპერატორისა. ბოლო იმპერატორად ნიკოლოზ მეორე თუ, როგორც ლეგიტიმისტი მოანრქისტები ადგენენ, მარიას მამა ველიკი კნიაზ ვლადიმერი ჩაითვლება, ველიკაია კნიაჟნა მარია უპირობოდ ყველაზე კანონიერ მემკვიდრედ ითვლება. დინასტიის სხვა განშტოებების დღემდე არსებული წევრები, რუსეთის კნიაჟნა ვერა და რუსეთის კნიაჟნა ეკატერინა, ოთხმოცს მიტანებულნი არიან, დინასტიის უმცროსი შტოს ჩამომავალნი არიან და არც ნიკოლოზ მეორისა და არც ველიკი კნიაზ ვლადიმირის ახლო ნათესავებად გვევლინებიან.

ველიკი კნიაზმა ვლადიმერმა ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე გარკვევით განმარტა, რომ მისი ასული იყო დინასტიის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე და სამეფო სახლის მეთაური, იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ 1989 წელს იგი ბოლო მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყო. მან ასევე განმარტა, რომ ნიკოლოზ რომანოვი და მისი მორგანატიკული ბიძაშვილები არ ითვლებოდნენ სამეფო სახლის წევრებადაც კი. ეს განცხადებები დამოწმებულია რუსეთის რამდენიმე ოფიციალური პირის მიერ, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ისა და რუსული სათავადაზნაურო ასოციაციის (მოსკოვი) და მონარქისტთა უზენაესი საბჭოს (მოსკოვი) მეთაურების მიერ.

ჩემი მიზანი არ წარმოადგენს რომანოვებზე სტატიის დაწერას. ეს ნარკვევი ნიკოლოზ რომანოვის ბოლო განცხადებამ გამოიწვია. მან ინტერვიუს მიცემისას განაცხადა, რომ იგი აღიარებს მისი დედის არამეფურ წარმოშობას, მაგრამ აქვე სურს მტკიცედ განახადოს, რომ არც ველიკაია კნიაჟნა მარიას დედაა სამეფო წარმოშობისა. სხვა სიტყვებით, ბატონმა რომანოვმა გამოხატა აზრი, რომ არ განიხილავს ბაგრატიდების დინასტიას - საქართველოს ბაგრატიონებს - სამეფო წარმოშობისად.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Aug 1 2007, 10:09 AM
პოსტი #8


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



როგორც ადამიანი ვისი ბებია-ბაბუაც თბილისში, საქართველოს დედაქალაქშია დაბადებული, მე უნდა განვაცხადო რომ ბატონი რომანოვის განცხადება არალოგიკურია ისტორიის თვალთახედვიდან და საკმაოდ გაურკვევლად წარმოაჩენს ჩემი წარმოშობის ქვეყანასა და ბაგრატიდ მეფეებს.

საქართველო მთიანი ქვეყანაა 27,000 კვადრატული მილის მიწით და 5 მილიონიანი მოსახლეობით, მდებარეობს შავ ზღვაზე ევროპის აღმოსავლეთ მისადგომებთან. მას ესაზღვრება სომხეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი და ჩრდილოეთით - კავკასიის მთები და რუსეთი. ქართველებს საკუთარი უძველესი წარმომავლობის დიდი სიამაყის განცდა ახასიათებთ და დიდი თავდადებით ეპყრობიან საკუთარ ენასა და ტრადიციებს. საქართველო გაქრისტიანდა მეოთხე საუკუნეში, 550 წლით ადრე, ვიდრე რუსეთი გახდებოდა ქრისტიანული ქვეყანა.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Aug 1 2007, 05:22 PM
პოსტი #9


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



საქართველოს სამეფო სახლი, ბაგრატიონები, და ფრანგთა სამეფო სახლი, ბურბონები, ევროპის უძველესი ქრისტიანული დინასტიებია, გაცილებით ადრეული ვიდრე სამეფო ოჯახები, ჩ.წ. 1000 წ-დან რომ იღებენ სათავეს, მაგ. ძველი გერმანული სამეფო დინასტია ბავარიისა, საქსონიისა და ჰანოვერისა. საუბარიც არაა საჭირო იმაზე, რომ ბაგრატიონები, არისტოკრატები მესამე საუკუნიდან, გაცილებით ადრეული წარმოშობისანი არიან, ვიდრე რომანოვები, რომლებიც რუსეთის ტახტზე 1613 წლიდან ავიდნენ.

ბაგრატიონები სამეფო სტატუსით ათას წელზე მეტ ხანს სარგებლობდნენ და დაკავებული ჰქონდათ დამოუკიდებელი საქართველოს ტახტი, ვიდრე იგი უკანონოდ არ იქნა მიტაცებული რუსეთის მიერ მეცხრამეტე საუკუნეში. ამიტომაც, დღევანდელი ბაგრატიონები არანაკლებ კანონიერი სამეფო სტატუსისა არიან ვიდრე სხვა სამეფო დინასტიები, მოიხედავად ტახტის დაკარგვისა მეცხრამეტე საუკუნეში. ასეთივე უტახტო დინასტიებიდან ყველაზე თვალსაჩინო ფრანგული ბურბონების დინასტიაა (ტახტი დაკარგეს 1830 წ.) თუმცა უტახტო დინასტიათა სიას განეკუთვნება ბურბონ-სიცილიური დინასტია ორი სიცილიის სამეფოდან (ტახტი დაკარგეს 1860 წ), ბურბონ-ორლეანის დინასტია საფრანგეთისა (ტახტი დაკარგეს 1848 წ), და პონაპარტეს დინასტია (რომლმაც საფრანგეთი მართა ორჯერ მოკლე ვადით, 1804-1815 და 1852-1871 წწ).

ნიკოლოზ რომანოვის განცხადება ბაგრატიონების არასამეფო წარმოშობის შესახებ, იმ მიზეზით რომ მათ ტახტი დაკარგეს, უეჭველად გაკვირვებას უნდა გამოიწვევდეს იმ წრეებში, რომლებიც დანამდვილებით სამეფო წარმოშობისად სთვლიან თავს: კერძოდ, სამეფო სახლების ამჟამინდელი მეთაურები საფრანგეთისა, იტალიისა, გერმანიისა, ავსტრიისა, საბერძნეთისა, რუმინეთისა, ბულგაერთისა და ალბანეთისა. ეს განცხადება ძალიან წააგავს ქვის სროლას, როდესაც თავად ქვის მსროლელი შუშის სახლში იმყოფები, ვინაიდან სწირედ რომ რუსულმა დინასტიამაც დაკარგა ტახტი 1917 წელს. მაგრამ ლოგიკა აშკარად ღალატობს ბატონი რომანოვის განცხადებებს, მათ შორის პრეტენზიას საკუთარი სამეფო წარმოშობის შესახებ და ამავე დროს ბაგრატიონთა უძველესი დინასტიის მეფური წარმოშობის ეჭვქვეშ დაყენებას. სამეფო კანონმდებლობის ექსპერტი, ბატონი იან მონკრიფი ილკიდან, PhD., LL.B, რომელიც დედოფალ ელიზაბეტ II-ის სამეფო სახლის წევრი გახლდათ, საუკეთესოდ აჯამებს ფაქტებს, როდესაც წერდა: „ბაგრატიონების... დინასტია მამრობითი ხაზით მეფობდა 886-დან მე-19 საუკუნემდე, ვიდრე რომანოვების მე-17 საუკუნის ბოიარულმა ოჯახმა მათ ტახტი წაართვა. ამჟამად ორივე ოჯახი უტახტოა. ვის სჭირდება ვისი აღიარება?“

საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა მე-19 საუკუნეში, კვლავ მოიპოვა იგი მოკლე ვადით 1918 -1921 წწ (როდესაც საბჭოთა რუსეთმა სამხედრო ძალით დაიპყრო), და კვლავ გახდა დამოუკიდებელი 1991 წ, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად. სხვა დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფოების მსგავსად, მასაც **** (ts ow - ვერ ვთარგმნე) აქვს. მონარქიული მოძრაობა პრესას მოედო 1995 წელს როდესაც ქართული სამეფო სახლის მოთავე და ტახტის პრეტენდენტი, ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონი პირველად ეწვია საქართველოს.

ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონი, დაბადებული რომში 1944, ამჟამად ესპანეთში, ქ. მარბელაში ცხოვრობს. როგორც პროფესიონალმა ავტომბრბოლელმა მან ესპანეთის თორმეტ ჩემპიონატში გაიმარჯვა. იგი მეფე ხუან კარლოსის მეგობარია და ქორწინებით დანათესავებულია ესპანეთის სამეფო ოჯახთან: მისი დედინაცვალი იყო მარია დე ლას მერსედეს ბაგრატიონი (ქორწინებამდე მისი უდიდებულესობა ინფანტა მარია დე ლას მერსედეს ესპანეთისა). ბატონიშვილმ გიორგიმ საქართველოში ჩამოსვლისას საქართვეოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს მეფე ხუან კარლოსის წერილიც გადასცა.

ბატონიშვილის სტუმრობის მიზეზი, ასევე გიორგი ბაგრატიონად წოდებული მისი ბაბუის ნეშტის დაკრძალვა გახლდათ, რომელიც საქართველოს სამეფო სახლის მეთაურად ითვლებოდა და 1957 წელს ესპანეთში ემიგრაციაში გარდაიცვალა,. საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულა სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ ილია II-ის მიერ. მსახურებას ესწრებოდა პრეზიდენტი შევარდნაძეც. დამსწრეთა შორის იყო უმცროსი ბატონიშვილ გიორგის დეიდა, ველიკაია კნიაჟნა რუსეთის კნიაზ ვლადიმერისა (დაბადებით ბატონიშვილი ლეონიდა ბაგრატიონ-მუხრანელი) და მისი პირველი ბიძაშვილი, ველიკაია კნიაჟნა რუსეთისა, მარია. ნეშტი დაიკრძალა საქართველოს მეფეთა ძვალთსალაგს, სვეტიცხოველში.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Aug 1 2007, 06:09 PM
პოსტი #10


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



ბაგრატიონების მეფობა 886 წ-დან დაიწყო. ხშირი იყო ქორწინებები ბიზანტიის იმპერატორთა სამეფო დინასტიებთან. ბაგრტაიდების დინასტიის მეფობა შეწყდა მეცხრამეტე საუკუნეში. ამჯერად, ბაგრატიონებმა შეასრულეს ის რეალური მინიმალური მოთხოვნა, რომელსაც საერთაშორისო კანონები სამეფო დინასტიებისაგან ითხოვს: მათ ეკავათ სუვერენული ტახტი. სხვათაშორის, საქართველო, ინგლისის მსგავსად, მაგრამ რუსეთისა და გერმანიისგან განსხვავებით, არასდროს აყენებდა სამეფო სახლის ბატონიშვილებისგან შვილებისათვის სამეფო სტატუსის გადაცემისათვის.სამეფო სტატუსის მეუღლეების შერთვის პირობას.

მუხრანელი ბაგრატიონები, შტო დინიასტიისა რომლიდანაც ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონი და ველიკაია კნიაჟნა მარია მომდინარეობენ, პრინციპში ორმაგად სამეფონი არიან. თავდაპირველად ისინი საქართველოს სამეფო სახლის უმცროსი შტოს წარმოადგენდნენ. (უფროს შტოდ არ გამხდარან მეოცე საუკუნემდე, როდესაც წინა შტო შეწყდა). მეორეც, 1801 წლამდე, ისინიც დამოუკიდებელი ქართული სამთავროს, მუხრანის მფლობელები და განმკარგველები იყვნენ.

პირველი სუვერენული მუხრან-ბატონი იყო ბატონიშვილი ბაგრატ ბაგრატიონ-მუხრანელი, უმცროსი ძმა ორი ქართველი მონარქისა, მეფე დავით VIII და მეფე გიორგი IX-სა. ბოლო მუხრანბატონი, (რომლის შთამომავალიცაა ბატონიშვილი გიორგი) იყო ბატონიშვილი კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი (გარდ. 1842 წ), ძე ივანე ბაგრატიონისა, მუხრანბატონისა და მისი მეუღლის, ბატონიშვილ თამარისა, ასულისა საქართველოს მეფე ერეკლე II-სა.

რუსეთსა და საქართველოს შორის ასეთი ჩახლართული ისტორიის ფონზე, საოცარია ბატონი ნიკოლოზ რომანოვის ცდა 1990-იან წლებში ეჭვი შეიტანოს ბაგრატიონების სამეფო სტატუსში.

(გაგრძელება იქნება...)


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კოლხი
პოსტი Aug 1 2007, 08:06 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 19-May 07
წევრი № 1,948



ვაჰ, მაგარი წერილია, ლენუს, დიდი მადლობა wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Aug 2 2007, 07:44 AM
პოსტი #12


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



გაიხარე, ჯერ სადა ხარ, დაიცა დავამთავრო... wink.gif


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 23 2007, 12:40 AM
პოსტი #13


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ლენუს ნახე რა ვიპოვე..







IPB-ს სურათი



გრიფით სრულიად საიდუმლო


რომანოვების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი თბილისში დახვრიტეს!




ოქტომბრის რევოლუციის პირმშოებმა რუსეთის სამეფო დინასტია უმოწყალოდ გაჟლიტეს. ყველასათვის კარგადაა ცნობილი ნიკოლოზ II-ის ოჯახის ტრაგიკული დასასრული. გადარჩენილ წევრებზე დიდხანს დადიოდა
ლეგენდები და ვფიქრობთ, ცოტამ თუ იცოდა იმის შესახებ, რომ მათი ოჯახის
ერთ-ერთი წარმომადგენელი თბილისში იმალებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოში დაცულ მასალებში უცნაურ
მიმართვას მივაგენით, რომელსაც გრიფი "განსაკუთრებით საიდუმლო" ადევს და "საქმე #7743"-ით არის დანომრილი. მასალის გაცნობისას ვიგებთ, რომ მიმართვა შედგენილია მოქალაქე ალექსი ალექსის
ძე ბელევსკი-ჟუკოვსკის (იგივე რომანოვის) ბრალდების გამო. აღნიშნული პიროვნება გახლდათ განადგურებული სამეფო დინასტიის ოჯახის წევრი და ნიკოლოზ II-ის ბიძაშვილი. 58 წლის ყოფილი გრაფი ცხოვრობდა თბილისში, არაგვის შესახვევის #12-ში "გარკვეული საქმიანობის გარეშე". საბჭოთა ხელისუფლებამ მას "სოციალური დაცვის" უმაღლესი ზომა _ დახვრეტა მიუსაჯა! აქედანვე ვიგებთ, თუ რატომ დაუმტკიცეს ბრალდებულს ასეთი სასჯელი. თურმე, ბელევსკი-ჟუკოვსკი, მეფის დროს, 1913 წლიდან ითვლებოდა სერგეი ალექსანდრეს ძე რომანოვის ადიუტანტად და მოსკოვის ოლქის გენერალ-გუბერნატორი ბრძანდებოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს კი გახლდათ წითელი ჯვრის წარმომადგენელი. რევოლუციამ მას ამ ორგანიზაციაში მოუსწრო და "მიუხედავად იმისა, რომ რომანოვების ოჯახის წევრი გახლდათ, გადარჩა" _ ვკითხულობთ მიმართვაში.

ეს როგორ მოხდა, ამის ზუსტად გარკვევა წითელი "სამართალდამცავებისთვის" შეუძლებელი აღმოჩნდა, თუმცა, ეჭვმიტანილის ჩვენებებიდან დაასკვნეს, რომ ბელევსკი საერთაშორისო ორგანიზაციის სახელს იყო ამოფარებული
ვინმე შვეიცარ ფრიკას სახელით. მას შემდეგ, რაც თეთრმა გვარდიამ მოახერხა ქვეყნის სამხრეთში გამაგრება, ჟუკოვსკი ისევ წითელი ჯვრის სახელით, სანიტარიული ტრანსპორტით გაემართა მათკენ. ამ დროს მას გაუვლია "საეჭვო" მარშრუტი ვარშავის გავლით და ქალაქში ექვს თვეზე მეტხანს დარჩენილა. გრაფს მოუხერხებია
დენიკინის შტაბთან დაკავშირება და დავალებაც მიუღია, რომ წითელი ჯვრის ხაზით ემუშავა. ამის შემდეგ, თავის ჯგუფთან ერთად, პოლონეთიდან წამოსულა და ტუაპსეში, სოჭში დაჭრილ თეთრგვარდიელებს ეხმარებოდა.
მთელი ამ დროის განმავლობაში ის არაერთხელ იყო გენერალ დენიკინთან ეკატერინოგრადში მოხსენებით ჩასული.
რაც უფრო ძლიერდებოდა წითელი არმია, ბელევსკ-ჟუკოვსკი იძულებული ხდებოდა სამხრეთისკენ წასულიყო. "ბოლოს და ბოლოს მიიღო თავმდაბალი და შეუმჩნეველი მოქალაქის სახე. მოუსწრო საქართველოს
გასაბჭოებამ და თბილისში ჩარჩა".

1920-23 წლებში ბრალდებული მჭიდრო კავშირში იყო საზღვარგარეთის საკონსულოებთან და მონარქისტულ "ელემენტებთან". ადგილობრივ მოსახლეობაში, ვინც ყოფილ დიდგვაროვან საზოგადოებას წარმოადგენდა, ცნობილი იყო მისი უმაღლესი წარმომავლობის შესახებ. ცნობები მისი არისტოკრატიული წარმოშობის და რომანოვების ოჯახის წევრობის შესახებ დიდი სიფრთხილით და მოწიწებით გადაეცემოდა მხოლოდ სანდო პირებს. ალბათ, ეს გახლდათ მიზეზი, რომ მისი არსებობის შესახებ წითლებმა დიდი ხნის
განმავლობაში ვერაფერი შეიტყეს და 1930 წლის შემოდგომამდე დაუსჯელიც გადარჩა!

ბრალდებაში კი ვკითხულობთ:

1. რომანოვების განადგურებული სამეფო დინასტიის წარმომადგენელი, რომელმაც ცნობა ამის შესახებ საბჭოთა ხელისუფლებას დაუმალა.

2. სამოქალაქო ომის პერიოდში მშრომელი კლასის წინააღმდეგ აქტიური მონაწილეობა კონტრრევოლუციურ ბრძოლაში.

3. საქმიანი ურთიერთობა უცხოელებთან. იგი სხვა ბრალდებულებთან ერთად, 1930 წლის 26-27 სექტემბრის ღამეს დახვრიტეს.

"მშრომელი კლასის" სახელმწიფოში "უშრომელი შემოსავლებით გამდიდრებული" დიდგვაროვნების ჟლეტა ამით არც დაწყებულა და, ბუნებრივია, არც დასრულებულა. ბელევსკ-ჟუკოვსკ-რომანოვის საქმესთანვე
ჩაკერებული ფურცლებიდან ქართველი არისტოკრატების, ჭავჭავაძეების და წულუკიძეების დახვრეტის შესახებაც ვიგებთ. ბრალდება მეტად უსუსურია: ცოლქმარმა ოლღა (48 წლის) და ალექსანდრე (59 წლის) ჭავჭავაძეებმა სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა მხოლოდ იმიტომ დაიმსახურეს, რომ მათ ოჯახში ცნობილი გვარების წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. ვლადიმერ წულუკიძემ მათი ბედი მხოლოდ იმიტომ გაიზიარა, რომ თბილისის
მთავარმმართებელ ვორონცოვ-დაშკოვის ყოფილი ადიუტანტი იყო. რომანოვის დახვრეტიდან ზუსტად ერთ
კვირაში, ამავე წლის 2-3 ოქტომბრის ღამეს, მათდამი წარდგენილი სასჯელის აღსრულება მოხდა!

აქვე სხვა საინტერესო მასალასაც მივაკვლიეთ, რომლის თანახმადაც დახვრეტის პროცედურები საკმაოდ გამარტივებულია. სრულიად საიდუმლო ცირკულარული განკარგულებით რაიონის პროკურორებს, მილიციის
უფროსებს ეცნობათ, რომ: "საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურაში შემოსულია ცნობები იმის შესახებ, რომ რაიონის პროკურორები მიმართავენ საქ. პოლიტსამმართველოს რაიონის განყოფილებების უფროსებს სასამართლო ორგანოების მიერ გამოტანილი სოცდაცვის უმაღლესი ზომის - დახვრეტის - განაჩენების სისრულეში მოსაყვანად. ეს გარემოება იწვევს პოლიტსამმართველოს ხაზით რაიონებიდან მიწერ-მოწერასა და დეპეშების გაგზავნ-გამოგზავნას..." იმის გამო, რომ თავგამოდებული წესრიგის დამცველები ზედმეტი "მიწერ-მოწერით" არ გადაღლილიყვნენ, სასჯელის ადგილზევე აღსრულების ბრძანება მიიღეს:
"...წინადადება გეძლევათ ამიერიდან აღკვეთოთ შემოღებული პრაქტიკა და სისწორით შეასრულოთ შემდეგი:
სასამართლო ორგანოების მიერ გამოტანილი განაჩენი სოცდაცვის უმაღლესი ღონისძიების დახვრეტის შეფარდების შესახებ, უკეთუ მსჯავრდადებული, რომელზედაც ვრცელდება აღნიშნული ზომა (დახვრეტა), მოთავსებულია გამსახლში, მოყვანილ უნდა იქნეს სისრულეში რაიონის პროკურორის მიერ გამსახლის უფროსის მეშვეობით სათანადო წესების დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდადებული, რომელსაც სასამართლო ორგანოებმა შეუფარდა სოცდაცვის უმაღლესი ზომა (დახვრეტა), იმყოფება დაპატიმრებული რაიონის, სადაც გამსახლი არ არსებობს, მილიციის სამმართველოს წინასწარ პატიმრობის კამერაში, რაიონის პროკურორმა ადგილობრივ უნდა მოიყვანოს სისრულეში ასეთი განაჩენი რაიონის მილიციის უფროსის საშუალებით ყველა იმ წესების შესრულებით, რაც საჭიროა სოცდაცვის უმაღლესი ზომის განაჩენის სისრულეში
მოსაყვანად."

ხელს აწერს საქ. რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე დ. ხიხაძე
საქ. რესპუბლიკის მ/გ მილიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მაგივრად ვ. კვირიკაძე.
1933 წ. 23 დეკემბერი.

P.S. "ჯორჯიან თაიმსს" მასალის მომზადებაში დაეხმარა შსს-ს საარქივო სამმართველო.





--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Oct 23 2007, 02:32 AM
პოსტი #14


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



Lenus
ნათია
ძალიან საინტერესო წერილებია, ველოდებით გაგრძელებას. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 23 2007, 10:18 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ველით გაგრძელებას...

მე წითლად დაწერილებიც მაინტერესებს, ლენუს smile.gif სომეხი თუა არ გაუჭირდება,მარა აქამდე არაუშავდა, რუსებს უფრო უტევდა... ვნახოთ,ვნახოთ..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Oct 23 2007, 10:59 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



http://translate.google.com/translate?u=ht...u&hl=ru&ie=UTF8

ამ გვერდზე იხილეთ რუსული ვერსიას ლენიუსის დადებულ გვერდისა


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2014, 08:11 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,846
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც ერთ-ერთი მორწმუნე იხსენებს, ლეონიდა ბაგრატიონს საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელსა და რუსეთის ტახტის კანონიკურ მემკვიდრეს, კირილე რომანოვის მეუღლეს მიუყვანია თავისი შვილიშვილი მამა გაბრიელთან და უკითხავს მისთვის, აღდგება თუ არა მონარქია რუსეთში?

მამა გაბრიელმა უპასუხა, - შენ ვერ მოესწრები, მაგრამ შენი შვილიშვილი მეფე იქნებაო. ეს აზრი თანხვდება ნეტარი პელაგია რიაზანელის წინასწარმეტყველებას, როლის მიხედვითაც, ანტიქრისტეს გამოჩენისას რუსეთში ორი წლით და რვა თვით აღდგება მონარქია. მონარქი სამეფო შტოს წარმომადგენელი იქნება და მტკიცედ დაიცავს მართლმადიდებლობას".

/გაბრიელ ბერი, "თქვენი სიცოცხლე - ჩემი სიცოცხლეა"/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 09:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი