პატრიარქი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქი |
.zakaria. |
Sep 24 2012, 01:37 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
სხვაგან რა ხდება და როგორ ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს. ეს ჩემი განყოფილებაა და სანამ მოდერი ვარ ეკლესია-პატრიარქ-სინოდ-სამღვდელოებაზე გლახა არაფერი გაჭაჭანდება. მოდი დაბლოკე ისე რომ შენს მეტი ვერავინ დაპოსტოს და გლახაც არ გაჭაჭანდება, 99% შენი პოსტია მაინც და რა აზრი აქვს . -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
A.V.M |
Sep 24 2012, 04:02 PM
პოსტი
#22
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა მოდი დაბლოკე ისე რომ შენს მეტი ვერავინ დაპოსტოს და გლახაც არ გაჭაჭანდება, 99% შენი პოსტია მაინც და რა აზრი აქვს . თუნდაც 100% იყოს ჩემი... არ აქვს მნიშვნელობა. რაოდენობას არ ვაქცევ ასეთ თემაზე ლაპარაკისას ყურადღებას არასდროს... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
dr.house... |
Sep 24 2012, 04:12 PM
პოსტი
#23
|
საქართველოს საპატრიარქო ჯგუფი: Members პოსტები: 414 რეგისტრ.: 18-January 11 მდებარ.: თბილისი წევრი № 10,305 |
პატრიარქზეა ლაპარაკი:X რაც ხდება რეალურად ისიც უნდა ვახსენოთ ხოლმე
-------------------- “ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა” (ლუკ. 22, 19)
"ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მ. 26, 26-28). |
izi-bartki |
Sep 26 2012, 01:24 PM
პოსტი
#24
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
Aseve 20 seqtembers,uwmidesma mogvmarta yvelas rom am dgeebis ganmavlobashi,gavazlierot locva chveni erisa da chveni xalxistvis,ragman tvitoeuli chventaganis locvas,didi zala da mnishvneloba aqvs.rom unda vecadot, rac sheizleba xshirad da gulit vtqvat "wmidao gmerto" da gvtismshoblis locva "mowyalebisa kari gangvigen" sheewios upali chvens uwmidess,daicvas xiluli da uxilavi mtrebisgan da ketilad gvisminos upalma, chveni qveynis mshvidobisatvis, gmertma dagvparos dagvixsnas da gagvazlieros!
-------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
ქევანა |
Sep 26 2012, 02:03 PM
პოსტი
#25
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა უწმინდესმა მოგვცა კურთხევა რომ დღეს,ხვალ და ზეგ ვიმარხულოთ მძიმედ. ეს გამიჭირდება. მძიმე მარხვა ვიცი მე მარტო პურზე და წყალზე როა ადამიანი. -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
A.V.M |
Sep 26 2012, 04:37 PM
პოსტი
#26
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ქევანა
უზეთო მარხვაზეა საუბარი... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Oct 28 2012, 03:59 PM
პოსტი
#27
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქი და სასჯელაღსრულების მინისტრი ხვალ #1 დაწესებულებას მოინახულებენ
15:13 28-10-2012 სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი პატრიარქთან ერთად ხვალ სასჯელაღსრულების #1 დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს მოინახულებს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლებმა განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ე.წ. კრიტზე მინისტრისა და პატრიარქის შესვლა 12.00 საათისთვის არის დაგეგმილი. მანამდე ერთი საათით ადრე კი სოზარ სუბარი ილია მეორეს შეხვდება. სხვა დეტალებთან დაკავშირებით პრესსამსახური ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ახმაურებს და განმარტავს, რომ დაწვრილებითი ცნობები ხვალ დილიდან გავრცელდება. http://www.interpressnews.ge -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_I_O_R_G_I_ |
Oct 28 2012, 05:26 PM
პოსტი
#28
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ესეც დღევანდელი პატრიარქის ქადაგებიდან 28-10-2012
"ამავდროულად დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას უწმინდესმა აღნიშნა, რომ სამების ტაძარს კვიპაროსის 100 000 ნერგი შესწირეს. პატრიარქის განმარტებით, ნერგები დაირგვება როგორც ეკლესია-მონასტრების ეზოებში, ასევე მათი დარგვა მოქალაქეებს საკუთარ კარ-მიდამოებშიც შეუძლიათ. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ვისაც სურვილი აქვს კვიპაროსი საკუთარ ეზოში დარგოს, მან თხოვნით უნდა მიმართოს სამების ტაძარს, რის შემდეგაც ნერგებს მიიღებს" |
A.V.M |
Oct 30 2012, 02:09 AM
პოსტი
#29
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
"იმედი მაქვს, ხელისუფლება, პრეზიდენტი და სხვანი, მოიღებენ მოწყალებას და პატიმრებს გაათავისუფლებენ. - ბრძანა პატრიარქმა.
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Nov 11 2012, 12:00 AM
პოსტი
#30
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
mata
არავინ გეუბნევა რომ გიყვარდეს. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Nov 14 2012, 02:56 AM
პოსტი
#31
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, როლანდ ახალაიას ოჯახი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აცხადებენ, რომ ბაჩო ახალაიას დაკავება სრულიად აბსურდული მიზეზით მოხდა.
"ყოვლად გაუგებარი და აბსოლუტურად აბსურდული ბრალდების საფუძველზე ბაჩო ახალაია დაპატიმრებულია, რაც თვალსაჩინო დადასტურებაა იმისა, რომ ეს არ არის მართლმსაჯულების განხორციელება. ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიზანმიმართულად გავრცელებული საზოგადოებრივი აზრის დასაკმაყოფილებლად. სხვა შემთხვევაში დამოუკიდებელ მოსამართლეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ე.წ "მასალების" საფუძველზე, რომელიც არაფერს რეალურს და სამართლებრივად ხელმოსაჭიდს არ შეიცავდა, იგი სასამართლო დარბაზიდან საერთოდ უნდა გაეთავისუფლებინა, ყოველგვარი თავდებისა და გირაოს გარეშეც კი. ცხადია, დიდი სტრესისა და მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა ჩვენი ოჯახი არა მხოლოდ ბაჩოსთვის თავისუფლების აღკვეთის გამო, აგრეთვე იმ მტკივნეული და შეურაცმხყოფელი კამპანიის გამო, რომელიც დაუსრულებლად მიმდინარეობს და ბაჩო ახალაიას წარმოაჩენს სრულიად ანტიპოდს იმისას, რასაც რეალურად მისი მრწამსი, ბუნება, მსოფლმხედველობა და ხასიათი განაპირობებს. ამ ვითარებაში ჩვენი ოჯახის ყველა წევრი უღრმესი პატივისცემით, უდიდესი მადლიერებით და გულწრფელი სიყვარულით მოგმართავთ ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთაც არ დაიჯერეთ ბინძური შავი პიარის, რომელიც მიზნად ისახავს ბაჩო ახალაიას, როგორც პიროვნების და მოქალაქის განადგურებას და ადამიანური სიკეთისაგან სრულიად დაცლილად მის წარმოჩენას. მადლობა იმ უამრავ ადამიანს, რომელიც ამ დღეებში ჩვენ გვერდში გვიდგას და გვამხნევებს. მადლობა თქვენ, რომლებიც ბაჩოსადმი კეთილგანწყობამ მოგიყვანათ სასამართლო პროცესზე დასასწრებად შორი თუ ახლო მანძილიდან, სამეგრელოდან, თბილისიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (თუმცა დარბაზმა ვერ დაგიტიათ), და რომელთა შორის უმეტესობა ჩვენთვის სრულიად უცნობი სახეები იყავით. უღრმესი მადლობა იმ უცნობ თანამემამულეებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან თუ უცხოეთიდან გვეხმიანებიან და გვამხნევებენ, გაძლებისაკენ მოგვიწოდებენ, გვაიმედებენ, რომ სამართალი და სიმართლე, სამშობლოს ინტერესებისათვის თავგანწირვა, საბოლოოდ მაინც არ დაიმალება. გულწრფელი მადლობა თქვენ და თქვენს კეთილშობილებას, თქვენს ჰუმანურობასა და ადამიანურობას, რადგან სწორედ თქვენი თანადგომა, შეძახილი და გამხნევება აღმოჩნდა ის ძალა, რამაც ამ დღეების სიმძიმე დაგვაძლევინა და გვაგრძნობინა, რომ თუ ყველა არა, ძალიან დიდი ნაწილი ჩვენთვის უცნობი საზოგადოებისაც კი ხვდება, რომ ჩვენს ოჯახში შვილები სამშობლოს, მოყვასისა და სამართლიანობის ერთგულებითა და უღალატობის პრინციპებზე გაიზარდნენ და ვფიქრობთ, გაბედულ ვაჟკაცებადაც ჩამოყალიბდნენ. რაც ბაჩოს სამშობლოში დაბრუნებამაც, ალბათ, კიდევ ერთხელ დაადასტურა. დასასრულს კი იმათაც გვინდა მივმართოთ, რომლებიც ქუჩაში, აუდიტორიაში, ტელეკამერის წინ თუ სოციალურ ქსელში დაუფიქრებლად იმეორებენ ყურმოკრულ ბრალდებებს ბაჩოზე, ჩვენს ოჯახზე. ვაჟა–ფშაველას თავის წერილში "ფიქრები" ნათქვამი აქვს: "ვისი დახასიათებაც გინდა, ჯერ უნდა იმას კარგად იცნობდე, მისი გარემოება, ავი და კარგი შეგნებული გქონდეს, რომ განაჩენი სამართლიანი გამოდგეს". დაფიქრდით, ჩვენო უცნობო თანამემამულენო, ნუ გამოუტანთ განაჩენს ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ იცნობთ, რომელთანაც არასოდეს გქონიათ შეხება, ნუ გაიმეორებთ და ნუღარ აღიქვამთ ჭეშმარიტებად სხვისგან გაგონილ მონაჭორს და ამით თავადაც ნუ გაბოროტდებით. საკუთარი ოჯახის ქება რომ უკადრისი საქციელია, ყველამ იცის. მხოლოდ ერთში გვენდეთ: ბაჩო ახალაიას და მთელი ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და მისი დაპატიმრება უკეთური მიზნით, უკეთურ წრეში არის დაგეგმილი და არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან. შეცდომას რაც შეეხება, იგი არასოდეს მოსვლია მას, ვისაც არაფერი უკეთებია. ბაჩოს კი, ბევრმა ხომ კარგად იცის, თავისი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ხშირად საკუთარი და მისი მეგობრების ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე დღე და ღამე უთენებია თავისი ქვეყნისათვის, სახელმწიფო ინტერესებისათვის და თქვენ წარმოიდგინეთ, უსამართლოდ დაჩაგრულთა დასაცავადაც... უფალი იყოს ყველას მფარველი, ვინც ცდილობს იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი!", - ნათქვამია ოჯახის მიმართვაში. http://www.droni.ge -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
k@the |
Nov 14 2012, 02:27 PM
პოსტი
#32
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
A.V.M
პატრიარქთან რა კავშირი აქვს ამას? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
A.V.M |
Nov 15 2012, 02:29 AM
პოსტი
#33
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
k@the
ციტატა პატრიარქთან რა კავშირი აქვს ამას? მიმართვაა პატრიარქისადმი ახალაიების ოჯახის. ილია მეორე ჩეხეთში გაემგზავრა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დასასვენებლად და სამკურნალოდ დღეს ჩეხეთში გაემგზავრა. პატრიარქი ჩეხეთში 12 დღეს დარჩება და საქართველოში 26 ნოემბერს დაბრუნდება. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მრევლმა და სასულიერო პირებმა აეროპორტიდან გააცილეს. http://www.droni.ge/ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Nov 23 2012, 08:30 PM
პოსტი
#34
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქმა ხელისუფლებას და მოსახლეობას გიორგობა მიულოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მთელ მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს. უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის მილოცვის ტექსტი საპატრიარქოში დღეს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა. მისი განმარტებით, უწმინდესი იმყოფება ჩეხეთში და მას ჰქონდა სურვილი, დღევანდელი დღე მთელი ქართველი ერისთვის მიელოცა. "ქრისტესმიერი სიყვარულით ყველას გილოცავთ ჩვენს დიდ საეკლესიო და ეროვნულ დღესასწაულს - გიორგობას. ძლევამოსილი წმინდა გიორგის მეოხებით ღმერთმა მიანიჭოს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს მშვიდობა, სულიერი და ზნეობრივი ამაღლება, სამშობლოს ერთგული და თავდადებული მსახურება, რათა მოვიპოვოთ წყალობა უფლისა. გამთლიანდეს საქართველო და დაიმკვიდროს ჩვენს შორის სიყვარული, ერთობა, ურთიერთთანადგომა და კეთილდღეობა. თქვენთვის მლოცველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე", - აღნიშნულია მილოცვის ტექსტში. საპატრიარქოში იმყოფებოდა ასევე პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც, რომელმაც განაცხადა, რომ ამ წუთებში უწმინდესს ტელეფონით ესაუბრა. კათოლიკოს-პატრიარქმა ყველას ლოცვა-კურთხევა გადასცა და დასძინა, რომ წუთი-წუთზე ელოდება საქართველოში დაბრუნებას. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/66080-pat...l#ixzz2D40uhGpO -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Nov 28 2012, 03:00 AM
პოსტი
#35
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქი სამშობლოში დაბრუნდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამშობლოში დაბრუნდა. უწმინდესის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ზუსტად 21.00 საათზე დაეშვა. იგი ჩარტერული რეისით ჩეხეთიდან დაბრუნდა. პატრიარქს ტრაპთან სასულიერო პირები და მრევლი დახვდა. ილია მეორეს აეროპორტში კომენტარი არ გაუკეთებია და პირდაპირ სამებაში გაემართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩეხეთში 14 ნოემბერს დასასვენებლად გაემგზავრა. პარალელურად, უწმინდესმა 10-დღიანი რეაბილიტაციის კურსიც გაიარა. "ინტერპრესნიუსი" წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/66211-pat...1#ixzz2DSzENfiV ესე ვიდეო: http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sazo...ilia-meore.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Dec 28 2012, 10:26 PM
პოსტი
#36
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
პატრიარქის 80 წლის იუბილეს გალა-კონცერტი მიეძღვნება
21:31 28-12-2012 ფონდი "იავნანა" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან ოცდამეთხუთმეტე და დაბადების ოთხმოცი წლის იუბილეს , მსოფლიო საოპერო სცენის ქართველ ვარსკვლავებთან ერთად გალა-კონცერტით მიულოცავს კონცერტი 4 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, იანო ალიბეგაშვილი, ბადრი მაისურაძე, ნინო სურგულაძე, ლადო ათანელი, გია ონიანი, ნანა ქავთარაშვილი, გიორგი გაგნიძე, მარიკა გულორდავა და სხვა მომღერლები მიიღებენ. სოლისტებს თანხლებას გაუწევს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და საგუნდო კაპელა. სადირიჟორო პულტთან ერთმანეთს ნიკოლოზ რაჭველი, რევაზ ტაკიძე, ზაზა აზმაიფარაშვილი და დავით მუქერია შეენაცვლებიან. ასევე, კათოლიკოს-პატრიარქისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში მონაწილეობისთვის საქართველოში ჩამოვა ესპანეთში მცხოვრები აფხაზი მომღერალი ილონა მატარაძე, რომელმაც სოხუმი 7 წლის ასაკში დატოვა და 4 იანვარს საქართველოს სცენაზე ის პირველად გამოვა. საღამოში მონაწილეობას მიიღებს პარიზში მცხოვრები თბილისელი მეცო-სოპრანო სტელა გრიგორიანი. პროგრამაშია არიები და დუეტები ვერდის, მასკანის, ჩილეასა და პუჩინის ოპერებიდან, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილი რამდენიმე ნაწარმოები. ამ დღესასაწაულის მონაწილე მაყურებელიც იქნება, რადგან კონცერტი 4 იანვარს, 19.00 საათზე "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. კონცერტისთვის მზადება უკვე დაწყებულია და მომღერლები რეპეტიციას ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში ატარებენ. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...edzghvneba.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jan 8 2013, 02:23 PM
პოსტი
#37
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
საქართველოს პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი დელეგაცია მსოფლიო პატრიარქთან ერთად ჩამოვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი დელეგაცია თბილისში მსოფლიო პატრიარქთან ერთად ჩამოვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უწმინდესის საიუბილეო თარიღების აღმნიშვნელი სახელმწიფო კომისიის წევრმა, პოლიტიკური მეცნიერებათა დოქტორმა არმაზ ახვლედიანმა განუცხადა. მისივე თქმით, უწმინდესის საიუბილეო თარიღის გამო საქართველოში თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წარმომადგენელი ჩამოვა. მათ შორის არიან მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს II, სერბეთის პატრიარქი, უწმინდესი ირინეოსი, ჩეხეთისა და სლოვაკიის ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ქრისტეფორე და, ასევე, ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი კირილე. ახვლედიანის განცხადებით, სხვა ეკლესიების დელეგაციები მღვდელმთავრების მეთაურობით ჩამოდიან. მათ შორის არის რუსეთიდან დელეგაციაც. კერძოდ, რუსეთის დელეგაციას რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი უხელმძღვანელებს. მასთან ერთად დელეგაციაში იქნება ასევე ორი მღვდელმთავარი. საქართველოს საპატრიარქო პირველ საპატიო სტუმარს უკვე ხვალ მიიღებს. 9 იანვარს საღამოს სერბეთის პატრიარქი უწმინდესი ირინეოსი ჩამობრძანდება. სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციები კი - 10 იანვარს. "ინტერპრესნიუსი" წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/68894-saq...l#ixzz2HNVtIMIQ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jan 13 2013, 06:33 PM
პოსტი
#38
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს მინანქრით შესრულებული დავით წინასწარმეტყველის ხატი უსახსოვრა
14:11 13-01-2013 ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს მინანქრით შესრულებული დავით წინასწარმეტყველის ხატი უსახსოვრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც უწმინდესმა დღევანდელი ერთობლივი საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა, დიდია კონსტანტინოპოლის პატრიარქის დამსახურება მსოფლიოს წინაშე. პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქს მინანქრით შესრულებული დავით წინასწარმეტყველის ხატი უსახსოვრა. ილია მეორის თქმით, დღეს არის ხსენება წმინდა დავით წინასწარმეტყველისა. პატრიარქმა შესთხოვა მას, რომ საქართველოსა და მთელს მსოფლიოში მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს. "დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი". ჩვენ ვხედავთ ჩვენი ეკლესიის აღმავლობას და დიდებას. დავით წინასწარმეტყველმა ისრაელი რომ გააერთიანა და ზეიმით შედიოდა იერუსალიმში, მთელი ერი აქებდა დავითს, მან კი გააჩერა მსვლელობა და უთხრა: "უფალი მეფობს და არა მე". დღეს, როდესაც აღინიშნება ჩემი აღსაყდრების და დაბადების თარიღები და როდესაც ამბობენ, რომ რაღაც მე გავაკეთე, მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფერს უფალი აკეთებს, რადგან უფალი მეფობს. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული. ჩვენ ვამაყობთ, რომ აქ ბრძანდებით და დიდია თქვენი დამსახურება მსოფლიოს წინაშე", - მიმართა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს. სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი მისალოცი სიტყვებით მიმართეს ასევე სერბეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პატრიარქებმა და ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრემ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საიუბილეო თარიღები ამბიონიდან მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...usakhsovra.html -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jan 16 2013, 03:23 PM
პოსტი
#39
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
დღეს , უწმინდესი და უნეტარესი ილია II გახლდათ მისული მეცნიერებათა აკადემიაში , სადაც აღინიშნებოდა ამაგდარი მეცნიერის-ექვთიმე თაყაიშვილის იუბილე.
უწმინდესმა ისაუბრა ექვთიმე ღვთისკაცის შესახებ და გამოთქვა სურვილი რომ მას მივემსგავსოთ -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
A.V.M |
Jan 18 2013, 10:32 PM
პოსტი
#40
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს , სამების საკათედრო ტაძარში შეხვდა ყოფილ პოლიტპატიმრებს , ზეთი სცხო მათ და სიმბოლური საჩუქრები გადასცა...
როგორც საპყრობილიდან ახლადგამოსულები იტყობინებიან , ისინი ყოველთვის გრძნობდნენ უწმინდესის შეწევნასა და დახმარებას... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი