IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ქრისტიანული ეთიკა და კულტურა, ქცევის ცესები,ზრდილობა...
k@the
პოსტი Oct 31 2007, 01:20 AM
პოსტი #21


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მომიტევეთ მამაო, ადრეც მინდოდა დამეწერა აქ და მომერიდა.
როდესაც ფორუმელს ესაუბრები უფრო მარტივია საკუთარი აზრის გამოთქმა.
ალბათ მორიდება უშლით სხვა ფორუმელებსაც, აქ რაიმეს დაწერას.

ნამდვილად უნდა ვიყოთ ჩვენ, მართლმადიდებლები ყველასთვის სამაგალითონი ზნეობით. ყველაზე მარტივი გამართლება, ''რა ვქნათ ადამიანები ვართ და ცოდვილნიო'', არ უნდა ვიხმაროთ თავის გასამართლებლად! თუმცა, რომ ვართ ცოდვილნი. ვცდებით და გვეშლება ხშირად ბევრი რამ. ჩვენ ერში ვცხოვრობთ და მუდმივად გვიწევს ხალხთან ურთიერთობა, ისეთებთან რომლებსაც უკომპლექსობა და უზნეობა ვერ განურჩევია. ბევრი რამ ჩვენთვის რთულია. მუდმივი სიმტკიცის შენარჩუნება კი განსაკუთრებით. sad.gif მართალია, ყოველთვის თავშეკავება გვამართებს უფროსებთან საუბარში, თუმცა ნუთუ მხოლოდ ასაკი განსაზღვრავს უფროს-უმცროსობას? ხანდახან რომ ვერ ვითმენთ პირს მომდგარი სიმართლის ართქმას? თუმცა ისიც მართალია, რომ ეს ჩვენი სიმართლეა და შეიძლება სულაც არ ვიყოთ მართალნი. არ ვიცი ალბათ ისევ მოთმინება გვმართებს.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 31 2007, 08:15 AM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა(მამა ირაკლი @ Oct 30 2007, 07:47 PM) *

ისე რა შევნიშე იცით,საერთოდ აჟიტირებული თემები უფრო საინტერესოა ხოლმე ფართო საზოგადოებისათვის!
ალბათ ასეთებს ამ თემაზე სასაუბროთ აქ ვერ შემოიყვანთ მათ ინტრიგა ურჩევნიათ ალბათ.


რა თქმა უნდა მართალი ბრძანდებით მამა ირაკლი,

სამწუხაროდ ბევრი შემთხვევაა ამ ფორუმზე,რომ სპეციალურად ხსნიან აჟიუტაჟის გამომწვევ თემებს, ინტრიგებს აგდებენ, სადაც პირდაპირ და არაპირდაპირ ლანძღავენ სასულიერო პირებიდან დაწყებული,მოცული წმინდანებით, ჩვენი რჯულით ,დამთავრებული საქართველოთი და ქართველობით (თუმცა , ისიც ამტკიცა ერთმა რომ ქართველი ერად მე19 საუკუნეში ჩამოყალიბდაო). აქ ყველა ფორუმელი არ არის იმ დონის მოთმინების შარავნდედით შემოსილი რომ სიწმინდეების გინება აიტანოს(რამდენადაც ვიცი არც არის ვალდებული), შევეპასუხებით და კულტურად გვიწოდებენ უკულტურო ქრისტიანებს და შენატრიან შუა და დასავლეთ ევროპის "კულტურულ ქრისტიანებს". ესეც რომ აღარ აკმაყოფილებთ, თემებსაც კი ხსნიან ასეთების საადვოკატოდ,თუ როგორ გაბედა რომელიმე მოდერატორმა მათ ჩამოართვა წერის უფლება. ეს წერისუფლებაჩამორთმეულები კი პირადი მესინჯერებით უშვერად აგინებენ ქალებს, რომლებმაც შეწუხებული მამაკაცთა უმოქმედობით სამართლიანი პასუხი გასცეს მათ პუბლიკში. მე პირადად მისთვის არ გამიცემია პმ-ით პასუხი ისეთი როგორიც ეკადრებოდა, უფრო დავაიგნორე, რამეთუ ეს უკვე ჩემს პირად "მტრობაში" ჩავთვალე და ამაზე არ ავყვებოდი, თუმცა დიდ იდეალებზე კი ბოდიში მათთან!

რატომ ვართ მამაო უკულტუროები, თუ ჩვენი წმინდანები,რელიგია და სამშობლო დავიცავით? რომ გამოგვიყვანეს წყობიდან და სიტყვიერი პასუხი გავეცით შეძლები9სდაგვარად მკაცრი? რისთვის? რატომ ახსენდებათ მაშინ შემწყნარებლობა და ციტატები სახაერებიდან, სწორედ მაშინ როდესაც იმას აღწევენ რაც დაგეგმილი ჰქონდათ?
რატომ გვაბრალიან სიძულვის პირდაპირად თუ არაპირდაპირად ? თეოლოგიის კარგად მცოდნეები ძირითადად სდუმან (მართლებიც არიან იმ გაგებით, რომ ასეთ თემებს არავინ არ უნდა ეხმაურობოდეს და დარჩებათ საჩუქრად)

საინტერესო თემები მივიწყებულია,სადაც რაიმეს სწავლა შეიძლება და დამაკნინებელი განზრახვით გახსნილი თემები კი ბობოქრობს. სწორედ ჩანაფიქრისამებრ!

მოკლედ, სულ "ამხელენ" მართლმადიდებლობას. ასე რომ შენატრიან კათოლიკებსა და ევანგელისტების კულტურას, ჩავიდნენ ერთი და იმათ უგინონ მრწამსი, კარგ პასუხსაც მიიღებენ, მათი ნაქები კათოლიკები ძალიანაც რომ შუღლში არიან პროტესტანტებთან, ევანგელისტებთან და სექტებტან ხომ საერთოდ, ბევრი აკრძალულიცაა. აბა გავბედოთ თუნდაც ჩვენ მართლმადიდებლებმა გამოვიწვიოთ ისინი მათი დაცინვით, მერწმუნეთ ცუდ დღეში ჩავვარდებით.ბევრია ამ ფორუმზე საზღვარგარეთ და იცის რასაც ვამბობ. ჩვენ მათთან მშვიდობას და კეთილ ურთიერთობას მხოლოდ მათ მიმართ პატივისცემით ვინარჩუნებთ!

მაპატიეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Oct 31 2007, 10:50 AM
პოსტი #23


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



staywhite
გეთანხმები. ზოგს რატომღაც ჰგონია, რომ საკუთარი ერი, კულტურა, სარწმუნოება თუ არ ლანძღა, ჩამორჩენილად ჩათვლიან. ქრისტიანული სიყვარული კი მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა ასეთ პოსტებს წაუშლი და შენიშნვას მისცემ sad.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 31 2007, 11:54 AM
პოსტი #24


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(მამა ირაკლი @ Oct 30 2007, 10:43 PM) *

ზოგის ქცევის წესი რომ გვაბრკოლებს ხოლმე?

დღეს ხომ ამბობენ რომ ,უკომპლექსობა ეს უპირატესობაა.ხშირად უკომპლექსობა ხომ უზნეობაცაა,უზრდელობაც


დამლოცეთ, მამაო.

ზრდილობის ნორმებს ადამიანი პირველ რიგში ოჯახში იძენს. თუ მისთვის ეს არ უსწავლებით, ძალიან ძნელია უკვე ზრდასრულს რამე შევაგნებინოთ.

მე პირადად ეს ვცადე ძალიან ბევრჯერ შეგონებებით, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ ასეთებთან ფორუმზე მხოლოდ ერთი გამოსავალიღა რჩება: ჯერ ვორნი, მერე ბანი.

ზოგს ალბათ ჰგონია, რომ რაკი უკომპლექსოდ თვლის საკუთარ თავს, ეს აძლევს უფლებას იყოს უზრდელიც, რაც გარშემომყოფთათვის დამაბრკოლებელი პირობაა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 31 2007, 02:01 PM
პოსტი #25


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



შემინდეთ მამაო....
ციტატა
ქრისტიანი საერთოდ ყველაზე მაღალი ზნეობის ადამიანი უნდა იყოს!
რამდენად ვამართლებთ ამას?

მე პირადად ვერ ვამართლებ.... ასე ვთვლი, რადგან ბევრი რამ მაკლია და ბევრი რამ მაქვს სასწავლი... sad.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 31 2007, 03:39 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გიერთდები ქეთევანsad.gif საკმარისი ვიცოდი,მაგრამ "ვერ გამოვიყენე"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Oct 31 2007, 03:44 PM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



სამწუხაროდ არა ვართ მორჩილნი ამა ქვეყნისა და დედა ეკლესიისა

ისე როგორც საჭიროა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Oct 31 2007, 09:26 PM
პოსტი #28


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



ციტატა
რამდენად ვამართლებთ ამას?

ვამართლებთ რომ?!
ხანდახან გვავიწყდება კულტურაც, ზნეობაც და ეთიკაც,ეს ადამიანმა ოჯახში და ღვთის სახლში უნდა ისწავლოს!
უკომპლექსობა ხშირად უზნებაშიც გადადის თუნდაც იგივე ჩაცმულობა და ბევრი რამ რაც ზოგი უკომპლექსობით ხსნის!


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Oct 31 2007, 09:30 PM
პოსტი #29


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ციტატა(mogzaura @ Oct 31 2007, 10:26 PM) *

ვამართლებთ რომ?!
ხანდახან გვავიწყდება კულტურაც, ზნეობაც და ეთიკაც,ეს ადამიანმა ოჯახში და ღვთის სახლში უნდა ისწავლოს!
უკომპლექსობა ხშირად უზნებაშიც გადადის თუნდაც იგივე ჩაცმულობა და ბევრი რამ რაც ზოგი უკომპლექსობით ხსნის!

ნამდვილათ გეთანხმები ნანა, მეც მაგ აზრის ვარ თუ სახლში არ ისწავლა ეს ან ხვთის სახლში ამას ქუჩაში ნაღდათ ვერ გაიგებ, უპირველესი ოჯახშია, უნდა იზრუნონ მშობლებმა ამაზე ტაძარში უნდა ატარონ ხშირად ბავშვები აზიარონ, ბავშობიდან და ყველაფერი კარგათ იქნება


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მათველა
პოსტი Oct 31 2007, 11:47 PM
პოსტი #30


დაიგვიანე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 318
რეგისტრ.: 1-April 07
მდებარ.: მიმავალი , მიმავალი..
წევრი № 1,539



ციტატა(მამა ირაკლი @ Oct 30 2007, 10:43 PM) *

ზოგის ქცევის წესი რომ გვაბრკოლებს ხოლმე?

დღეს ხომ ამბობენ რომ ,უკომპლექსობა ეს უპირატესობაა.ხშირად უკომპლექსობა ხომ უზნეობაცაა,უზრდელობაც



დაგვლოცეთ მამაო.
ჩემი ფიქრით და სხვისი წინადადების გადაკეთებით-

უკომპლექსობა - ეს უცხოეთიდან (ისევ და ისევ უცხოეთიდან) შემოტანილი სიტყვაა და ქართულად რას გულისხმობს აბა?
ქართულად - უსირცხვილობას, მოურიდებლობას ნიშნავს!


რაც არის დღესდღეისობით,
ბოლო დროს საქართველოში შემოსული გადაგვარების (განსაკუთრებით ბავშვების და ახალგაზრდების) ნიშნები,
ჩემი აზრით უკომპლექსობას უკავშირდება , იმიტო რომ 2წლის ბავშვიდან დაწყებული , ვინც წესიერად არ იზრდება , უფროსი ხალხით დამთავრებული, მოურიდებელი გახდა ..
უფროსი ხალხი, 30-40 წლის ხალხი, ე.წ "ბირჟაზე" პატარა, ჩემხელა და თქვენხელა ბავშვებთან ერთად დგანან და
რასაც იქ ისმენენ და ასწავლიან, ასე როდის იყო აბა ადრე?
( ეს განსაკუთრებით ბოლო წლებია გამძაფრდა, თორემ ყოფით ყოველთვის იყო!)
ნარკომანებს, თაღლითებს და სხვა.. უკვე საჯაროდ , ქუჩებში "გიჟობენ" (ვითომ თავისუფლებას და გართობას რო ეძახიან, არადა ამ უაზრო გაუგებრობის და თანამედროვეობის მონები რო ხდებიან),
ნემსები წინ გვიყრია, 'ბაღნები' უკვე სიგარეთს , მშობლისტოლა მეზობლებს ცხვირწინ გაუბოლენებ,
ტანსაცმელზეც ხომ ეტყობა..
მოკლედ ესა და ძაან ბევრი , არის სწორედ ამ სიტყვის - ' უკომპლექსობის' ცნების გავრცელებას.
ჩემი აზრით 'უკომპლექსობა' პირიქით ცოდვაა.
(დღესაც მახსოვს,ერთხელ ექსკურსიაზე ვიყავით ეკლესიიდან [ძირითადად ახალგაზრდები ვიყავით] და ტრაპეზის დროს მამაომ კურთხევა მოგცვა ყველას. აივანზე ვიყავი და რო შევედი, დაახლოებით 30 წლის კაცი ფეხზე იდგა და მამომ უთხრა რატომ არ ჯდებიო - ის ბავშვები ფეხზე დგანან , და მე როგორ .. სიტყვა ვერ დაამთავრა,
ჩვენ კი არავის მოგვსვლია იდეა, რომ შეგვეთავაზა, სანამ მამაომ არ უთხრა! )
მთლად ვერ არის საქმე კარგად.


ციტატა(მამა ირაკლი @ Oct 30 2007, 10:47 PM) *

ისე რა შევნიშე იცით,საერთოდ აჟიტირებული თემები უფრო საინტერესოა ხოლმე ფართო საზოგადოებისათვის!
ალბათ ასეთებს ამ თემაზე სასაუბროთ აქ ვერ შემოიყვანთ მათ ინტრიგა ურჩევნიათ ალბათ.


ზუსტად ასეთი კარგი ფორუმი გვაქვს, ყველასგან გამორჩეული ,
რადგან ძირითადად მშვიდობა არის აქ და ერთმანეთის სიყვარული შეძლებისდაგვარად :


--------------------
თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Nov 12 2007, 04:24 PM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ამ რამდენიმე დღის წინ რაღაც "ნელეპი " შემთხვევის უნებლიე ჩამდენი გავხდი, ძალიან ვწუხვარ დღესაც sad.gif მაგრამ ნამდვილად ვნახე თუ რამდენი სახე აქვს ცოდვას, ჩვენ როგორ აღვიქვამთ და სხვა კი როგორ , ასევე ფიზიკურადაც აღვიქვი მისი სიმწარე. არ ვიცი, ნუგეშის ღირსი ვარ, რადგანაც არ იყო შეგნებულად ჩადენილი.თუ დაინტერესდებით გეტყვით sad.gif ძალიან მაწუხებს ასეთი უნებლიე გაუკონტროლირებელი საქციელით გამოწვეული დაბნეულობა და სირცხვილიsad.gifsad.gifsad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
judi
პოსტი Nov 13 2007, 12:55 PM
პოსტი #32


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 6-September 06
წევრი № 156



დამლოცეთ მამაო..

როცა ვამბობთ, რომ მართლმადიდებლები ვართ, ეს უკვე პასუხისმგებლობაა ღვთის, საკუთარი თავის და საერთოდ ყველას წინაშე, რომ ზნეობრივი ქმედებით სწორად ვიცხოვროთ და არ დავაბრკოლოთ სხვა.. აბსოლუტარდ ვეთანხმები ყველას, რომ მთავარია ოჯახიდან და ღვთის სახლიდან მიიღო სწორი აღზრდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ალბათ ჯერ მშობლები უნდა იყვნენ თვითონ სულით მართლმადიდებლები და ბავშვი არა მხოლოდ გაზარდონ, არამედ აღზარდონ, რაც ამ დროში სამწუხაროდ მშობლებს ნაკლებად ახსოვთ, იმიტომ რომ პური არსობისას ძიებაში არიან..


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 14 2007, 10:48 PM
პოსტი #33


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ე.ი როგორც თქვენ ამბობთ კულტურას ,ზნეობას,ზრდილობას ადამიანი სწავლობს სიყრმეში და იმ საზოგადოებაში სადაც ის ყველაზე დიდხანს ატარებს(ამ შემთხვევაში ოჯახი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Nov 14 2007, 10:49 PM
პოსტი #34


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(მამა ირაკლი @ Nov 14 2007, 10:48 PM) *

ე.ი როგორც თქვენ ამბობთ კულტურას ,ზნეობას,ზრდილობას ადამიანი სწავლობს სიყრმეში და იმ საზოგადოებაში სად ის ყველაზე დიდხანს ატარებს(ამ სემთხვევაში ოჯახი)


დიახ მამაო ალბათ ასეა.

ადამიანი ყალიბდება იმ თვისებებისა რა გარემოშიც ის იზრდება. იქნება ეს ოჯახის ფაქტორი, ამხანაგების ფაქტორი თუ სხვა დანარჩენი... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 14 2007, 10:53 PM
პოსტი #35


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ამიტომაა მეტად მნიშვნელოვანი მშობლისათვის პასუხისმგებლობის შეგრძნება აღმზრდელობას რაც შეეხება!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Nov 14 2007, 11:04 PM
პოსტი #36


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



რათქმაუნდა მშობელს არა მარტო თავის ცოდვები მოეკითხება არამედ ისიც თუ შვილ ვერ აღზრდის კარგად ერთერთ ნომერში წავიკითხე კარიბჭის ეს სიტყვები და რამდენათ მართალია?რაც შეხება აღრზდას აუცილებელია ბავშვი მშვიდ გარემოსი აღიზარდოს რაც შეიძლება მეტჟერ ვაზიაროთ, როგორი გარემოც არი ისეთივე ყალიბდება ადამიანი შემდეგსი, ბავშვის ტვინი ბუბკა რომელიც ყველაფერს იწოვს,


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Nov 14 2007, 11:11 PM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მთავარია სიყვარული ასწავლო, პატივისცემა და მადლიერების გრძნობა. რამდენი ბავშვია, რომ მხოლოდ ითხოვს და თვითონ უკან მადლიერების სიტყვასაც არ აბრუნებს. ეს კი მშობლის ბრალია...ალბათ, რა ვიცი...ბუნებაცააო და...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Nov 14 2007, 11:21 PM
პოსტი #38


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ისე ექიმებისაგან ვიცი რომ ბავშვი დედის მუცელში ყოფნის პერიოდიდან უკვე ღებულობს ბევრ ინფორმაციას თუ რა ხდება მის გარშემო!როგორ უყვარს მის მშობელს(არის თუ არა ის სასურველი შვილი ანუ რამდენად უნდათ ის მშობლებს) რა გარემოში იმყოფება მისი მშობელი ,ემოციურად, და .ა.შ

მნათე რას გვეტყვი?

მარტო აღზრდა საკმარისია? აკაკი წერეთელიმა დააყენა საკითხი რომ "ბუნებამაც" უნდა უშველოსო!

მნათე რაღაც ბევრს წერ ალბათ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 14 2007, 11:27 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მამა ირაკლი

მართალი ბრძანდებით მამაო, სხვათაშორის აგრეთვე დადგენილია - რომ ნაყოფს ის მელოდია ამშვიდებს - რაც კონკრეტულ ერშია გავრცელებული... ნუ ახლა შეიძლება ზოგჯერ "ვასტოჩნიე სკაზკიცაა" პოპულარული, მაგრამ ამას არ ვგულისხმობ ცხადია laugh.gif საუბარია ეთნო მუსიკაზე.. რომელიც შექმნილია ეთნოფიზიკური მონაცემების მუხტზე და ნერვიულ სისტემაზე საოცრად მოქმედებს...

აღზრდის მნიშვნელობა იმდენად არის დიდი, რამდენადაც ის წარმოადგენს კონკრეტულ ადამიანში სინდისის გაღვიძების შრომას (ზოგჯერ უნაყოფო შრომას biggrin.gif ) სინდისი კი როგორც ვიცით ჩვენი მსგავსებაა ღმერთთან, მის მიერ ჩადებული მამხილებელი ხმა, რომელიც გვაჩვენებს რა არჩევანი გავაკეთოთ, რომელ ინსტიქტს მივანიჭოთ უპირატესობა - მარტივად:

რა არის კარგი და რა არის ცუდი...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 14 2007, 11:27 PM
პოსტი #40


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
მარტო აღზრდა საკმარისია? აკაკი წერეთელიმა დააყენა საკითხი რომ "ბუნებამაც" უნდა უშველოსო!

ეს "ბუნება" როგორღაც წინაპრის ცოდვებთან ხომ არაა კავშირში? როგორც გამიგია, ბავშვს გადაეცემა ის მიდრეკილებები, რაც მის წინაპრებს ჰქონდათ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 01:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი