IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჟამნი, ყველაფერი ჟამნის შესახებ
კანონისტი
პოსტი Oct 31 2006, 03:59 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ჟამნს ვიცით რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

დღე-ღამე ლიტურგიკულად 9 დროდ, ანუ ჟამად იყოფა:

1- მე-9 ჟამი
2- მწუხრის ჟამი
3- სერობის ჟამი
4- ცისკრის ჟამი
5- 1-ლი ჟამი
6- შუაღამის ჟამი
7- მე-3 ჟამი
8- მე-6 ჟამი
9- სადილის ჟამი (ანუ ლიტურგია)

შესაბამისად განვიხილოთ მისი მნიშვნელობა და წაკითხვის წესი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Nov 2 2006, 04:14 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა(კანონისტი @ Oct 31 2006, 03:59 PM) *

ჟამნს ვიცით რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

დღე-ღამე ლიტურგიკულად 9 დროდ, ანუ ჟამად იყოფა:

1- მე-9 ჟამი
2- მწუხრის ჟამი
3- სერობის ჟამი
4- ცისკრის ჟამი
5- 1-ლი ჟამი
6- შუაღამის ჟამი
7- მე-3 ჟამი
8- მე-6 ჟამი
9- სადილის ჟამი (ანუ ლიტურგია)

შესაბამისად განვიხილოთ მისი მნიშვნელობა და წაკითხვის წესი


განვიხილოთ! rolleyes.gif


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Nov 2 2006, 05:30 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



http://orthodoxy.wanex.net/sakhli/jamni.htm


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Nov 26 2006, 01:50 PM
პოსტი #4


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა(კანონისტი @ Oct 31 2006, 03:59 PM) *

ჟამნს ვიცით რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

დღე-ღამე ლიტურგიკულად 9 დროდ, ანუ ჟამად იყოფა:

1- მე-9 ჟამი
2- მწუხრის ჟამი
3- სერობის ჟამი
4- ცისკრის ჟამი
5- 1-ლი ჟამი
6- შუაღამის ჟამი
7- მე-3 ჟამი
8- მე-6 ჟამი
9- სადილის ჟამი (ანუ ლიტურგია)

შესაბამისად განვიხილოთ მისი მნიშვნელობა და წაკითხვის წესი



ოღონდ, თქვენი ჭირიმე, ცოტა "მდაბიურად" განიხილეთ (ანუშკა დამემართა), თორემ დამერწმუნეთ უბრალო მრევლისთვის აქ დაწყებული "მაღალმხატვრული" განხილვები ვერაფერი შეღავათია..
და ასეთებს სულ უფრო და უფრო უმძაფრდებათ იმის შეგრძნება, რომ რაც მეტი იცის ადამიანმა, მით მეტად უნდა დუმდეს.....
wub.gif
აბა რა ხდება მწუხრზეsmile.gif)

ციტატა(კანონისტი @ Oct 31 2006, 03:59 PM) *

ჟამნს ვიცით რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს





რატომ, ყველამ არ ვიცითsad.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 27 2006, 01:11 PM
პოსტი #5


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



kato_Bato
ციტატა
აბა რა ხდება მწუხრზე

ჯერ IX ჟამნი
IX ჟამნი იკითხება სადაგ დღეებში მწუხრის წინ.
IX ჟამნის მიმდევრობა
1. მღვდელი: "კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი..."
2. მედავითნე: ამინ.
"მეუფეო ზეცათაო..."
"წმიდაო ღმერთო..."
დიდება, აწდა
"ყოვლადწმიდაო სამებაო..."
უფალო შეგვიწყალენ (3X), დიდება, აწდა
"მამაო ჩვენო..."
3. მღვდელი: "რამეთუ შენი არს სუფევა..."
4. მედავითნე: ამინ
უფალო შეგვიწყალენ (12X)
დიდება, აწდა
მოვედით, თაყვანის-ვცეთ... (3X)
5. ფს. 83
6. ფს. 84
7. ფს. 85
8. დიდება, აწდა
ალილუია (3X)
უფალო, შეგვიწყალენ (3X)
დიდება
ტროპარი დღის ან წმიდის
აწდა
ღვთისმშობლის ლოცვა
9. დასაწყისი ლოცვები ("წმიდაო ღმერთო..." - "მამაო ჩვენო...")
10. მღვდელი: "რამეთუ შენი არს სუფევა..."
11. მედავითნე: ამინ
კონდაკი დღის ან წმიდის
12. უფალო, შეგვიწყალენ (40X)
13. ლოცვა: "რომელი ყოველსა დღესა..."
14. უფალო, შეგვიწყალენ (3X)
დიდება, აწდა
"უპატიოსნესსა ქერუბიმთასა..."
"სახელითა უფლისათა ... გვაკურთხენ"
15. მღვდელი: "ღმერთო მიწყალენ ჩვენ და მაკურთხენ ჩვენ..."
16. მედავითნე: ამინ
ბოლო ლოცვა

http://orthodoxy.wanex.net/sakhli/jamni.htm


მწუხრის შესრულების ორი წესი არსებობს: დიდი მწუხრი და მცირე მწუხრი.
დიდი მწუხრი აღესრულება შაბათ საღამოს და დიდი დღესასწაულების წინადღეს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Nov 27 2006, 08:33 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანონისტი @ Nov 27 2006, 01:11 PM) *

IX ჟამნი იკითხება სადაგ დღეებში მწუხრის წინ.


მარტო სადაგ დღეებში არ უნდა იკითხებოდეს, ათონზე კვირას თუ ღამისთევა არა აქვთ, შაბათს საღამოს მსახურება მეცხრე ჟამით იწყება საზოგადოდ. თუ ღამისთევაა, მაშინ მეცხრე ჟამი მცირე მწუხრის წინ სრულდება. ასეა ეს სლავური საბაწმიდური ტიპიკონითაც. სხვა საქმეა ჩვენთან რომ არ სრულდება ეს.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 27 2006, 08:38 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მარტო სადაგ დღეებში არ უნდა იკითხებოდეს, ათონზე კვირას თუ ღამისთევა არა აქვთ, შაბათს საღამოს მსახურება მეცხრე ჟამით იწყება საზოგადოდ. თუ ღამისთევაა, მაშინ მეცხრე ჟამი მცირე მწუხრის წინ სრულდება. ასეა ეს სლავური საბაწმიდური ტიპიკონითაც. სხვა საქმეა ჩვენთან რომ არ სრულდება ეს.


მართალი ხარ მამა პეტრემ (ბარამიძეე) გაუსვა ამას ხაზი ერთხელ. . .


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 28 2006, 05:03 PM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Sotiris
ციტატა
მარტო სადაგ დღეებში არ უნდა იკითხებოდეს,

ზუსტი განწესით, როცა დიდი მწუხრის მსახურება უწევს, IX ჟამნს მაშინვე მოებმის მცირე მწუხრი. თავად დიდი მწუხრი იწყება ადგილობრივი დროით 23:00 საათზე. აღნიშნულს მოყვება შუაღამიანი. ცისკარი კი უნდა დაიწყოს გამთენიისას

საგულისხმოა, რომ ცისკრის ლოცვის ბოლო ნაწილის ასამაღლებელი, "დიდება შენდა რომელმან მოგვფინე ნათელი" დღეს არსებული პრაქტიკით მზის ჩასვლის მერე გამოდის, მაშინ როდესაც აღნიშნული წარმოადგენს მზის კიდევ ერთხელ ამოსვლის ასამაღლებელს

სამწუხაროდ, დიდი ხანია ასე აღარ აღესრულება მსახურებები


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Dec 13 2006, 08:34 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



რამდენადაც მეზობელ თემაში კანუდოსელმა მთხოვა მამა ზაქარია ძინძიბაძის მიერ გამოცემული ჟამნის შესახებ მეტი ინფორმაცია მომეწოდებინა, გადავწყვიტე ამ თემაში დამეპოსტა (უფრო შესაფერისად მეჩვენა). ჟამნს არც გამოცემის წელი და არც გამოცემის ადგილი აწერია (ადგილი ცხადია თბილისი უნდა იყოს), მაგრამ შეიცავს შემდეგ ფრაზას: "გამომცემელი-რედაქტორი დეკანოზი ზაქარია ძინძიბაძე". წინასწარ უნდა ვთქვა, რომ რაში გამოიხატა მამა ზაქარიას რედაქტორობა, მაგას ვერ მივხვდი. მადლობას კი მოვახსენებ, რომ წიგნი გამოსცა და ამით ჩვენში საღმრთისმსახურო წიგნებში არსებული დეფიციტი შეავსო, მაგრამ წიგნი რეალურად მე-19 ს. გამოცემის რეპრინტია და იმ გამოცემას რაც ნაკლი ჰქონდა, ყველა გადმოჰყვა, ზოგი რამე კი ახლა ნამდვილად კომიკურად ჟღერს. ამ უკანასკნელ კატეგორიას განეკუთვნება ჟამნში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზის ხსენება ოჯახთან ერთად, რისი მაგალითებიცაა (ორთოგრაფიას ვამარტივებ, ხარების, იოტების, უ ბრჯგუების და მისთ. დაწერა არ შემიძლია ახლა):

1) შუაღამის ჟამი, გვ. კე: "ვილოცოთ უკეთილმსახურესისა და უთვითმპყრობელესისა დიდისა ხელმწიფისა ჩუენისა იმპერატორისა ნიკოლაოზ ალექსანდრეს ძისა სრულიად რუსეთისა, და მეუღლისა მისისა, უკეთილმსახურესისა ხელმწიფა იმპერატრიცა ალექსანდრა თეოდორეს ასულისა; დედისა მისისა, უკეთილმსახურესისა ხელმწიფა იმპერატრიცა მარიამ თეოდორეს ასულისა; მემკვიდრისა მისისა, კეთილმორწმუნისა ხელმწიფისა, ცესარევიჩისა და დიდისა მთავრისა გიორგი ალექსანრეს (ასეა, დ აკლია) ძისა. და ყოვლისა პალატისა და მხედრობათა მათთათვის". იმავე გვერდზე მოხსენებულია რუსეთის ეკლესიის წმ. სინოდი: "უწმიდესისა და უმართებელესისა სინოდისათვის."

2) ცისკრის განგება, გვ. მა-მბ: "მერმეცა გევედრებით უკეთილმსახურესისა და უთვითმპყრობელესისა დიდისა ხელმწიფისა ჩუენისა იმპერატორისა ნიკოლაოზ ალექსანდრეს ძისა სრულიად რუსეთისა, და მეუღლისა მისისა უკეთილმსახურესისა ხელმწიფა იმპერატრიცა ალექსანდრა თეოდორეს ასულისა. დედისა მისისა, უკეთილმსახურესისა ხელმწიფა იმპერატრიცა, მარიამ თეოდორეს ასულისა; მემკვიდრისა მისისა, კეთილმორწმუნისა ხელმწიფისა, მემკვიდრისა და დიდისა მთავრისა მიხაილ ალექსანდრეს (ასეა, ერთგან მიხეილი წერია, მეორეგან გიორგი) ძისა, და ყოვლისა პალატისა და მხედრობათა მათთათვის". აქვე რუსეთის სინოდიცაა ნახსენები: "უწმიდესისა და უმმართებელესისა (ასეა, ერთგან ერთი მ-თი წერია და მეორეგან ორით) სინოდისა".

მსგავს მაგალითებს ვხვდებით აგრეთვე დიდი სერობის ჟამში (გვ. რპე), ღმრთისმშობლის პარაკლისში (გვ. ფპე, ფჟზ), ხოლო ჯვრის ტროპარი ასე ჟღერს (გვ. სიე): აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯუარითა კეთილმორწმუნესა ხელმწიფესა ჩუენსა ნიკოლაოზს მოანიჭე, და ერი შენი საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა".

ჟამნის ენა და ორთოგრაფია წარყვნილია ანტონ კათოლიკოსის შეხედულებების მიმდევარი კაცის მიერ (ეგ ჩვენს ყველა წიგნში მასეა), არის აშკარა უაზრობები და წინააღმდეგობები, გაუგაბარი ადგილები და ა.შ. მაგალითად:

1) გვაქვს (გვ. პზ): "შენდა დიდება შვენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებას აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ". ბერძნული ჟამნის თანახმად უნდა იყოს: "შენდა დიდება შუენის, უფალო ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ". ქართული ჟამნით ისე გამოდის, ქრისტე თან წმ. სამებაც ყოფილა, მამა, ძე და სულიწმიდა.
2) გვაქვს (გვ. ლთ): "უწყოდეთ რამეთუ მთაწმიდას შემდგომად სამებიანისა, მუხლებსა ამას ჰგალობენ". ახლა რომ მოკვდეთ, რა მუხლებია ეს ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ არ წერია იქ, არანაირი დასდებლები არაა მითითებული. სინამდვილეში ვახტანგ მეფის სტამბაში გამოცემულ ჟამნს რომ ასწორებდა გვიანდელი რედაქტორი, შესაბამისი ადგილი ვერ გაიგო, დაამოკლა, გადააკეთა და შედეგად უაზრობა მივიღეთ.
3) გვაქვს (გვ. ლთ): "ხოლო ჩუენ, უფალო შეგვიწყალენ, მოკლედ წყნარის-ხმითა". ეს მოკლე და წყნარი ხმა რა არის, თუ შეგხვედრიათ მაგის მიმხვედრი კაცი? სინამდვილეში სლავურ ჟამნში გვაქვს "кротким и тихим гласом", მაგრამ ეს кроткий ძვ. რედაქტორ-გამსწორებელმა краткий-დ აღიქვა და შედეგიც სახეზეა.

ნუ და ასე შემდეგ.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 13 2006, 08:49 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



გრაფომანები არიაააან! laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 13 2006, 08:54 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ისე საინტერესოა, თუ შეიძლება ე.წ. იერუსალიმური (სინაის კოდექსი) წესის დანერგვა რომელიმე ქართულ მონასტერში, მაგალითად სამების ტაძრის მონასტერში. ეგ ჟამნი ძალიან საინტერესოა, რადგან მიმდინარეობდა 24 საათიანი მსახურება, ბერთა მონაცვლეობით, თითო ჟამნი მოიცავდა 15-20 წუთიან ლოცვებს (ზოგან უფრო ნაკლებს). ძალიან საინტერესო ტრადიცია იყო და ეს უძველესი კოდექსი შემორჩენილია ქართულ ხელნაწერებში.

ვგონებ შეიძლება აღდგენა ამ პრაქტიკის.

სოტირის: სამწუხაროდ ისეთი შეცდომებია ხოლმე (ხანდახან აბსურდამდე მისულიც) რომ თმები ყალყზე გიდგება. biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Dec 14 2006, 08:39 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანუდოსელი @ Dec 13 2006, 08:54 PM) *

ისე საინტერესოა, თუ შეიძლება ე.წ. იერუსალიმური (სინაის კოდექსი) წესის დანერგვა რომელიმე ქართულ მონასტერში, მაგალითად სამების ტაძრის მონასტერში. ეგ ჟამნი ძალიან საინტერესოა, რადგან მიმდინარეობდა 24 საათიანი მსახურება, ბერთა მონაცვლეობით, თითო ჟამნი მოიცავდა 15-20 წუთიან ლოცვებს (ზოგან უფრო ნაკლებს). ძალიან საინტერესო ტრადიცია იყო და ეს უძველესი კოდექსი შემორჩენილია ქართულ ხელნაწერებში.


მნათეს გაეცინება ახლა, მაგრამ მე საპირისპირო აზრი გამაჩნია biggrin.gif უპირველეს ყოვლისა არანაირ დანერგვას აზრი არა აქვს, რადგან სინ. 34-ში შემორჩენილი "ქართული" ჟამნი შეიცავს მარტო დღის მე-11 ჟამს (ეს მწუხრია) და ღამის ყველა ჟამს, დანარჩენი აკლია. იმავე ხელნაწერში დაცული "საბაწმიდური" ჟამნიდან შემორჩა მხოლოდ ხუთი ჟამი. ამათ გარდა არსებობს კიდევ ახალი სინური კოლექციის ხელნაწერი, ნომერ 23, მაგრამ მასში მხოლოდ ღამის ჟამები შემორჩენილი (ლაკუნებით).

კითხვა: რაში გვჭირდება ამ ჟამნის დანერგვა საერთოდ? რა, თანამედროვე ჟამნი არ ვარგა რამეთი თუ მონაზვნები პირად კანონს ვერ აღასრულებენ როგორც საჭიროა? ეს "არქეოლოგიური აღმოჩენების" დანერგვის სიყვარული არ მესმის. და თან როგორ უნდა დავნერგოთ და ჩავსვათ თანამედროვე მსახურებაში? მწუხრი მაგ ჟამნშიცაა და რა, ჩვენი თანამედროვე მწუხრი გადავაკეთოთ მაგის გამო? თან მივდგეთ და უფრო გვიანდელი ჰიმნოგრაფიაც გამოვცვალოთ და იადგარის მასალა ჩავსვათ? არ მესმის რატომ უნდა გავაკეთოთ ეს. ჟამების ნაწილს (დღის მეთერთმეტე ჟამს = მწუხრს, ღამის პირველ ჟამს = სერობას და ა.შ.) აქვთ მითითება "საერო", ე.ი. ისინი საზოგადო მსახურებისთვის იყვნენ გათვლილი, დანარჩენი ჟამები კი ალბათ მონაზონთა ლოცვისთვის იყო. ჰოდა ამას ახლა პირადი კანონის შესრულებითაც შეძლებენ მოუარონ.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 14 2006, 08:48 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Sotiris @ Dec 14 2006, 09:39 PM) *

მნათეს გაეცინება ახლა, მაგრამ მე საპირისპირო აზრი გამაჩნია biggrin.gif უპირველეს ყოვლისა არანაირ დანერგვას აზრი არა აქვს, რადგან სინ. 34-ში შემორჩენილი "ქართული" ჟამნი შეიცავს მარტო დღის მე-11 ჟამს (ეს მწუხრია) და ღამის ყველა ჟამს, დანარჩენი აკლია. იმავე ხელნაწერში დაცული "საბაწმიდური" ჟამნიდან შემორჩა მხოლოდ ხუთი ჟამი. ამათ გარდა არსებობს კიდევ ახალი სინური კოლექციის ხელნაწერი, ნომერ 23, მაგრამ მასში მხოლოდ ღამის ჟამები შემორჩენილი (ლაკუნებით).

კითხვა: რაში გვჭირდება ამ ჟამნის დანერგვა საერთოდ? რა, თანამედროვე ჟამნი არ ვარგა რამეთი თუ მონაზვნები პირად კანონს ვერ აღასრულებენ როგორც საჭიროა? ეს "არქეოლოგიური აღმოჩენების" დანერგვის სიყვარული არ მესმის. და თან როგორ უნდა დავნერგოთ და ჩავსვათ თანამედროვე მსახურებაში? მწუხრი მაგ ჟამნშიცაა და რა, ჩვენი თანამედროვე მწუხრი გადავაკეთოთ მაგის გამო? თან მივდგეთ და უფრო გვიანდელი ჰიმნოგრაფიაც გამოვცვალოთ და იადგარის მასალა ჩავსვათ? არ მესმის რატომ უნდა გავაკეთოთ ეს. ჟამების ნაწილს (დღის მეთერთმეტე ჟამს = მწუხრს, ღამის პირველ ჟამს = სერობას და ა.შ.) აქვთ მითითება "საერო", ე.ი. ისინი საზოგადო მსახურებისთვის იყვნენ გათვლილი, დანარჩენი ჟამები კი ალბათ მონაზონთა ლოცვისთვის იყო. ჰოდა ამას ახლა პირადი კანონის შესრულებითაც შეძლებენ მოუარონ.



სოტირის მაგაზე არაა, უბრალოდ ძალიან ლამაზი წესია თავისთავად და ლიტურგიკული თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო და როგორც იგივე რობ ტაFტი ამბობს, გარკვეულწილად სიმბოლიზირება ხდება მუდმივი, განუწყვეტელი ლოცვისა.

რომ აკლია ნაწილები (ახლაზუსტად არ მახსოვს მერე ჩავიხედავ) ეგეც არაა პრობლემა, რადგან მის ბაზაზე შეიძლება შეიქმნას მთელი 24 საათიანი ვარიანტი.

ჰო ისე რა იყო, ვენებს კი არ ვიჭრი biggrin.gif იყოს როგორც არის biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Apr 3 2007, 05:16 PM
პოსტი #14


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



აქ რამდენადაც ვნახE ერთი ჟამნის განმარტებაა და იქნებ სხვების განმარტოთsmile.gif


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ოიგიუს მინიმუს
პოსტი Jun 2 2007, 04:12 PM
პოსტი #15


giorgi
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 128
რეგისტრ.: 26-December 06
მდებარ.: saqartvelo, tbilisi
წევრი № 751



როგორ სრულდება სერობის ჯამი?


--------------------
"პირველთაგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 6 2007, 12:43 PM
პოსტი #16


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



gio12
ციტატა
როგორ სრულდება სერობის ჯამი?

სერობის ჟამი ორნაირია: მცირე და დიდი

სრულდება იმის მიხედვით, დიდმარხვაშია თუ სხვა პერიოდში. დიდი მარხვისას ჩაერთვის ეფრემ ასურის ლოცვები, აგრეთვე სხვა ტროპრები

დიდი სერობა შედგება სამი ნაწილისგან, თითოეულში იკითხება ფსალმუნები და ტროპრები, აგრეთვე გალობა "ჩვენ თანა ღმერთი", დიდებამაღალიანი, ღვთისმშობლის ლოცვები და სხვა

ზუსტ განგებას დავდებ მალე


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tornike1717
პოსტი Jul 27 2009, 08:45 PM
პოსტი #17


mister
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 19-July 09
წევრი № 7,281



მაინტერესებს როდის და როგორ სრულდება შუაღამიანი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Jul 29 2009, 03:57 PM
პოსტი #18


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



საინტერესოა მადლობთ kiss1.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
LEXO_931
პოსტი Oct 23 2009, 08:28 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 50
რეგისტრ.: 9-June 09
წევრი № 7,100





შუაღამის ჟამნი თუ მოგეპოვებათ იქნებ ატვირთოთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Jan 18 2010, 09:07 PM
პოსტი #20


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



დღეს წირვაზე 4-ვე ჟამნი წაიკითხეს?
და სახარება, სამოციქულო და საწინასწარმეტყველოები იყო ჩართული, ხო?
ჩვენთან ახალი მღვდლები მოიყვანეს და პირველად ვნახე ასეთი რამ.
წინა წლებში არ მახსოვს.
თითქოს ჩვეულებრივად ტარდებოდა ხოლმე
piqri.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 11:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი