IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ქრისტეს სისხლი და ხორცი, რას ვეზიარებით ევქარისტიისას
A.V.M
პოსტი Apr 27 2013, 02:18 AM
პოსტი #21


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



თემაში შეძლებისდაგვარად მიმოვიხილე საიდუმლო სერობის პერიპეტიები . თუ დაგაინტერესებთ , შეგიძლიათ გადახედოთ .
შინაარსი

I – შინაარსი
II – ახალი აღთქმის პასექის პარალელები ძველ აღთქმასთან
III – სერობისათვის სამზადისი
IV – საიდუმლო სერობა
V – აპოკრიფული გამოძახილი
VI – დასკვნა
VII – გამოყენებული ლიტერატურა

შესავალი
,, ვგონებ რომელ განმავლობასა შინა მთელი წელიწადისა არ იპოვება არც ერთი დღე იმ ზომად საღმრთო , წმინდა , მადლ აღსავსე სულიერთა აღშენებათა , სხვადასხვა მაგალითითა ვითარცა დღე ესე დიდისა ხუთშაბათისა . ‘’ (1) წერს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი . მართლაც საოცარი დღეა დიდი ხუთშაბათი , საოცარია მისი მნიშვნელობით , სიდიადით და მისტერიით . აღნიშნულ ნაშრომში შევეცდებით შეძლებისდაგვარად ვისაუბროთ იმ უდიდესი ფაქტისა და ვითარების შესახებ , რომელიც აღსრულდა ვნების კვირაში , ხუთშაბათ დღეს . ნამუშევარში განვიხილავ საიდუმლო სერობის ისტორიულ პარალელებს , მომზადების პერიოდს , უშუალოდ პროცესის დროსა და ვითარებას , ამასთანავე, ამ უდიდესი ფაქტის აპოკრიფული გამოძახილს .

––––––––––––

1 – ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა . ტომი II , გვ . 118 .
შენიშვნა : დამატებითი ცნობები ამ და სხვა გამოყენებული ლიტერატურის შესახებ იხილეთ ნაშრომის ბოლოს .

ახალი აღთქმის პასექის პარალელები ძველ
აღთქმასთან
სანამ სხვა პარალელების განხილვას დავიწყებდეთ , მოდით , ჯერ თარიღის შესახებ ვისაუბროთ . ,, მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი , ოდეს ღირდა პასქა იგი დაკვლად . ‘’(ლკ.22 . 7) ნეტარი თეოფილაქტე ,,უცომოების დღეს’’ უწოდებს ოთხშაბთს . ე.ი. იმ დღეს , როდესაც საპასექო კრავი უნდა დაეკლათ . აქედან გამომდინარე კი მიიჩნევს, რომ შესაძლოა , სწორედ ოთხშაბთს დილით გააგზავნა პეტრე და იოანე პასექის მოსამზადებლად . ვნახოთ თუ რა მოხდა ძველ აღთქმაში ამ დღეს . აი, რას ვკითხულობთ ,,გამოსვლათას’’ წიგნში : ,, ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე შეინახონ; მერე დაკლას ისრაელის მთელმა საზოგადოებამ საღამოხანს.’’(გამ.12.6) ,, ამ თვეში მეთოთხმეტე დღის საღამოდან ოცდამეერთე დღის საღამომდე ხმიადი ჭამეთ.’’
საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს იოსებ ფლავიოსიც : ,, ხოლო მეშვიდესა თუესა , რომელსა მაკედონნი ვიპერვერეტოდ უწოდენ ზედდამძენელნი პირველთქმულთანი ზუარაკსა და ვერძსა და კრავსა შვიდთანი მსხუერპლვენ თიკანსა ცოდვათათვის.’’(1)
მოცემული ციტატებიდანაც ვრწმუნდებით , რომ ამ დროს უფალმა ახალი ,,წელიწადი’’ დაარსა , რომელსაც – ,,საპასექო წელიწადი’’ ეწოდა. , რომლის მიღებამდეც , ებრაელები სარგებლობდნენ სხვა კალენდრით, რომლის მიხედვით ახალი წელი დგებოდა სექტემბერ-ოქტომბრის თვეთა შუა რიცხვებში , რომელსაც ინდიქტიონი ეწოდებოდა . ვნახოთ, თუ საიდან ვიგებთ მის შესახებ ინფორმაციას.(არსებობს გადმოცემა , რომ ღმერთმა სწორედ ამ დროს დაასრულა ქვეყნიერების შექმნა) როგორც ,,დაბადების’’ მერვე თავში ვკითხულობთ , წარღვნა დაიწყო პირველი თვის მეჩვიდმეტე რიცხვში და : ,, მეშვიდე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი . ‘’ (დაბ.8.4) ე.ი. საპასექო კალენდრის მიხედვით , პირველი თვის ჩვიდმეტ რიცხვში გაჩერებულა კიდობანი , ისევე როგორც პირველი თვის ჩვიდმეტ რიცხვში მოხდა უფლის აღდგომა . რომლის დროსაც გაჩერდა , დასრულდა რაღაც ეპოქა და დაიწყო ახალი , იდუმალებით სავსე .
წმ. იოანე ოქროპირი სვამს ასეთ კითხვას – თუ რისთვის აღასრულა ქრისტემ ეს სადუმლო პასექის დროს და თავადვე პასუხობს მას : ,,რათა შენ ამ ყველაფრიდან შეიცნო , რომ იგი არის ძვ. აღთქმის კანონმდებელი … თუ წინასახე ეგოდენ დიდი მონობისგან ათავისუფლებს , მაშინ ჭეშმარიტება ხომ უფრო მეტად განათავისუფლებს ქვეყნიერებას და გასცემს საკუთარ თავს ჩვენი ბუნების სახსნელად . აი, რატომ არ დააწესა ქრისტემ საიდუმლო მანამდის , არამედ მაშინ , როდესაც უკვე უნდა გაუქმებულიყო დაწესებული სჯული . იგი აუქმებს იუდეველთა უმთავრეს დღესასწაულს . ‘’(2) წმ. მამა აგრძელებს მსჯელობას და ამბობს , რომ უფალმა უკუაგდო იუდეველთა წეს-ჩვეულებები და თუკი ძვ . აღთქმის პასექი სრულდებოდა ეგვიპტის სასწაულთა და
1 – იოსებ ფლავიოსი – ,, მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობათანი ‘’ ; გვ. 197
2- წმ.იოანე ოქროპირი , მათეს სახარების განმარტება . გვ.691
პირველშობილთა საცხოვნებელად , ახალი აღთქმის პასექი სრულდება მის მოსახსენიებლად და მთელი ქვეყნიერების ცოდვების მოსატევებლად .
გავიხსენოთ ძველი აღთქმის პასექი . აი რას ეუბნევა უფალი მოსეს და Aარონს : ,,ამგვარად ჭამეთ , წელზე სარტყელი გერტყათ , ფეხზე გეცვათ , ჯოხი გეჭიროთ ხელში , აჩქარებით ჭამეთ , საუფლო პასექია ეს . ‘’ (გამ.12.21)
ახლა ახალ აღთქმას დავუბრუნდეთ : ,,და ვითარცა შემქუხრდა , ინახით – ჯდა იესო ათორმეტთა მათ თანა . ‘’(მთ.26.20)
განმმარტებელთა ერთი ნაწილი , მათ შორის ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი წერს : ,,ჩვენ ვამტიცებთ , რომ მან ჯერ ძვ . აღთქმის პასექი ჭამა , შემდეგ კი ინახით ჯდა და თავისი საიდუმლოება მისცა : პირველად მან წინასახის მქონე პასექი აღასრულა , შემდეგ კი ნამდვილი პასექი . ‘’(1)
ძვ.აღთქმაში სიჩქარე ,,შეინიშნება’’ და მძაფრად მოქმედებს მისი ფაქტორი . სწორედ ამიტომაა , რომ ხალხს , სამგზავროდ და დაჩქარებული წესით უნდა ეჭამათ იგი . მისგან განსხვავებით კი ახალი აღთქმის კაცს არსად ეჩქარება , იგი ,,ინახით ჯდება’’ და მშვიდად ელოდება მარადისობის მოახლოებას , რადგან უფალმა , სხვა ფაქტორებთან ერთად , დროზე გამარჯვებაც მოგვაპოვებინა .
გავიხსენოთ კიდევ ერთი ფაქტი . როდესაც ეგვიპტეში პასექი დასრულდა , ისრაელი წამოვიდა ,,მონობის სახლიდან’’ : ,,მაშინ უმღერეს მოსემ და ისრაელიანებმა ეს სიმღერა უფალს და ასე თქვეს : ვუმღერი უფალს , რადგან განდიდდა დიდად , ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედრები . ‘’(გამ.15.1)
ახლა ვნახოთ თუ რას გადმოგვცემს ოთხთავი , საიდუმლო სერობის დასრულების შემდეგ : ,,და გალობაი წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა . ‘’( მთ.30.26) წმ.წერილში ზოგადად , გალობა მიებული იყო მაშინ , როდესაც ხალხი ეგებებოდა გამარჯვებულ გმირს . მაგალითად : გოლიათის დამმარცხებელ დავითს ქალები სიმღერით შეხვდნენ , ისევე როგორც Dდებორა უმეროდა გამარჯვებულ ბარაკს. მომღერალი ქალწულები შემოეგებნენ შინ დაბრუნებულ იფთხან გალაადელსაც და.ა.შ.
ზიარების დაწესებით უფალმა კიდევ ერთხელ მოიპოვა სიკვდილზე გამარჯვება , შეცვალა ძვ.აღთქმისეული კანონები და მოგვცა საშუალება , რომ საკუთარ გულში მივიღოთ ქრისტე .
ჩვენი მსჯელობის ერთგვარ შეჯერებას თუ მოვახდენთ , მივალთ იმ დასკვნამდე, რომ უწინდელი პასექი აღესრულებოდა ეგვპტის მონობისგან განთავისუფლების აღსანიშნავად , ხოლო სისხლის დაღვრა კი პირმშოთა სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით . ახალი პასექი კი აღესრულება ვნებათა დატევებისა და ცოდვილი აზრებისგან დასაცავად . უფალი ჯერ გვაძლევს პურს , ხოლო შემდეგ სასმისს . ამასთან დაკავშირებით ნეტარი თეოფილქტე საინტერესოდ აღნიშნავს , რომ სათნოებას წინ უსწრებს ოფლის დაღვრა , ისევე

–––––––––––––

1-ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი , მათეს სახარების განმარტება , ვ.352

როგორც პური მხოლოდ ოფლის ღვრით არ იქმნება და გამოყენების დროსაც შრომას მოითხოვს . რის შემდეგაც მოდის სიხარულის ჟამი , რაც სასმისით აღინიშნება .
სერობისათვის სამზადისი
როდესაც ახლოვდება საიდუმლო სერობის მისტერია , უფალი იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას : ,,და წარავლინნა პეტრე და იოანე და ჰრქუა მათ : წარვედით და მომიმზადეთ ჩვენ პასქაი რაითა ვჭამოთ . (ლკ.22.8)
დავუბრუნდეთ კვლავ და კვლავ ნეტარ თეოფილაქტეს და ვნახოთ თუ რას წერს იგი : ,,უფალი აგზავნის მოწაფეებს . ერთს როგორც მოყვარულს და მეორეს როგოც საყვარელს აგზავნის ,,უცხო’’ სახლში ; ვინაიდან არც მას და არც მოწაფეებს არ ჰქონდათ საკუთარი . .. ზოგიერთნი ამბობენ , რომ უფალმა არ თვა ამ ადამიანის სახელი და არ გამოაცხადა იგი , არამედ მოწაფეები მის სახლამდე გარკვეული ნიშნით მიიყვანა , რათა გამცემს , არ მიენიშნებინა ფარისეველთათვის ეს სახლი და არ მისულიყვნენ მის წასაყვანად მანამ , სანამ არ დააწესებდა სერობას . ‘’(1) იგივე მკვლევარი უცომეობის დღეში მოიაზრებს სულიერ ნათელში გატარებულ ცხოვრებას , პეტრესა და იოანეს სახეში – ქმედებასა და ჭვრეტას , მხურვალე მოშურნეობას და მშვიდ სიმდაბლეს .
გავაგრძელოთ სახარების კითხვა : ,,ხოლო თავადმან ჰრქუა მათ : აჰა ეგერა შესვლასა ოდენ თქუეს ქალაქად შეგემთხვიოს თქუენ კაცი , რომელსა ლაგვინი წყლითა ზე ედგას : შეუდეგით მას სახიდ , ვიდრეცა შევიდეს . ‘’(ლკ.22.10)
ნეტარი თეოფილაქტე აღნიშნავს , რომ თუ ჩვენ გვექნება კეთილი ცხოვრება , რომელსაც პეტრე გამოხატავს და ჭეშმარიტი სწავლება , რომლის სახეცაა ამ შემთხვევაში იოანე მახარებელი , ვპოვებთ ჭეშმარიტად ადამიანურ არსებას , რომელსაც დოქით წყალი მოაქვს . წყალი – სულიწმინდის მადლის სიმბოლოა – ,,და რომელსა რწმენეს ჩემი , ვითარცა თქუა წიგნმან , მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოვრებისანი . ‘’(ინ.7.38) დოქი კი კეთილშემუსვრილებისა და სალბოს გულისას . ეპიზოდი შემდეგნაირად გრძელდება : ,, და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი : მუნ მზა – მიყავთ ჩუენ . ‘’(ლკ.22.12)
ეს დარბაზი ( ქორი ) , იმავე ეგზეგეტის განმარტებით არის მაღალი შენობა გონებისა , ანუ ღვთაებრივი და სულიერი საგნები , რომელთა შორისაც იგი ცხოვრობს და მოიქცევა სიყვარულით .

–––––––––––––––

1 – ნეტარი თეოფილაქტე , ლუკას სახარების განმარტება . გვ.30

საიდუმლო სერობა
მას შემდეგ რაც , საიდუმლო სერობის პერიპეტიების შესახებ ვიხილეთ ეგზეგეტთა აზრი , ვფიქრობთ, უპრიანი იქნება თუ ცალკეულ , თუმცა მნიშვნელოვან დეტალებზე გავამახვილებთ ყურადღებას . ამას მოკლედ გადმოგვცემს არქიმანდრიტი მარკ პეტროვცი : ,, და ვითარცა ჭამდეს იგინი , – ამბობს მათე მახარებელი, – მოიღო იესო პური ( ბერძნულად არტოს , რაც ნიშნავს წმინდა პურს , საფუარით გაფუებულს , საპირისპიროდ ,,აქსიმონ’’-ისა ! უცომო პურისა , რომელსაც ებრაელები პასექზე ხმარობდნენ . გაფუებული პური შესაძლებელია უფლის ბრძანებით იქნა მომზადებული , ვინაიდან სჯულის თანახმად , პასექის სერობაზე , მხოლოდ უფუარი პური უნდა ჰქონოდათ . ‘’(1) მკვლევარი იმასაც ურთავს საუბრის ბოლოს , რომ მაცხოვარმა ღვინო წყლით გააშავა .
გავაგრძელოთ ფაქტის განხილვა : ,,… და თქუა : ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე‘’ (ინ.13.21) ადვილი წარმოსადგენია თუ როგორი შეშინებულები და გაოგნებულები იქნებოდნენ მოწაფეები . აქედან გამომდინარე , როგორც წმ.იოანე ოქროპირი გადმოგვცემს , იესომ სხვათა შიში გაანელა , როდესაც ერთს მიაწერა ყველაფერი .
ამის შემდეგ იუდამ მიიღო ლუკმა . დიმიტრი როსტოველი გადმოგვცემს რომ , ეს იყო საპასექო კერძში დამბალი პური . კერძი იყო წვნიანი ცხვრის ხორცი , ხოლო მასში პურის ჩაწობა და თანამეინახისთვის მიწოდება ერთ-ერთი ებრაული ტრადიცია .
როგორც სახარებაში ვკითხულობთ : ,, და შემდგომად მიღებისა იუდაჲსა პურისა მის შევიდა მისა ეშმაკი ‘’(ინ.13.27) ამ მუხლის უკეთ გასაგებად მოვიხმობთ კვლავ და კვლავ წმ.იოანე ოქროპირს და შევაჯერებთ მათესა და იოანეს სახარებაში აღწერილ ეპიზოდს . ,,სანამ იგი (იუდა გ.ლ.) იყო კრებულში (მოციქულებისა) სატანა ვერ ბედავდა მასში შესვლას , არამედ გარედან ესხმოდა თავს ; ხოლო როცა (ქრისტემ) გამოაშკარავა იგი და განაყენა , მაშინ უშიშრად შევიდა მასში . ‘’(2) ახლა ვნახოთ მათეს სახარების განმარტება და შევუთანხმოთ ერთმანეთს L ,,სატანა უცებ არ შედის , და არა მეყსეულად , არამედ თავიდან მრავალგზის ესხმის თავს , რაც მოხდა აქაც . თავდაპირველად ის სცდიდა იუდას და თანდათანობით უახლოვდებოდა მას ; ხოლო , როცა დაინახა რომ იგი მის მისაღებად მზად იყო , მაშინ მთლიანად ჩასახლდა მასში და სრულიად დაეუფლა მას . ‘’(3)
თხრობის მომენტში იოანე მიყრდნობილია იესოს . საინტრესოა ასეთი სითამამის მიზეზი : ,,ეს სიყვარულს გამო მოხდა ‘’ გადმოგვცემს იოანე ოქროპირი , და აგრძელებს საუბარს : ,, მეკი ვფიქრობ , ეს მან (იოანემ გ.ლ.)

––––––––

1-არქიმანდრიტი მარკ პეტროვცი – ახალი აღთქმის წმ.წიგნები . გვ.79
2-იოანე ოქროპირი , იოანეს სახარების განმარტება . გვ.402
3 – იოანე ოქროპირი , მათეს სახარების განმარტება . გვ 687

სხვა მიზეზითაც ქმნა , სახელდობრ სურდა ეჩვენებინა , რომ მას არ ეხებოდა გამცემის ბრალდება . ‘’ (1)
გავაგრძელოთ საკითხის განხილვა და ვნახოთ თუ ვის ასახელებს იესო თავის გამცემად : ,,რომელსა მე დავაწო პური და მივსცე , იგი არს . ‘’( ინ.13.26) ლოგიკურია , რომ ჩნდება კითხვა , მიუხედავად ამისა რატომ ვერ მიხვდნენ იუდას გამცემლობას
მაშინაც კი , როდესაც აღნიშნული მოქმედება აღასრულა ქრისტემ . ამაზეც გვპასუხობს კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი :,,სარწმუნოა , რომ ქრისტემ ჩუმად თქვა , ისე , რომ ვერავინ გაიგონა . რა თქმა უნდა , იოანეც , რომელიც მის მკედს მიყრდნობოდა , ამიტომაც ეკითხებოდა თითქმის ყურში , რათა გამცემი არ გამოეაშკარავებინა და ქრისტეც ამგვარად პასუხობდა . ‘’(1) ,მაგრამ მოგვიანებით ვრწუმნდებით , რომ მიუხედავად ამ უწყებისა თვით იოანემაც დაიჯერა , რომ მათ (მოციქულებს ) შორის , ვინმე გამცემი აღმოჩნდებოდა , სწორედ ამიტომ იყო , რომ როდესაც მაცხოვარი იუდას აჩქარებს , ყველა ფიქრობს , რომ მაცხოვარი იუდასადმი მიბარებულ ქისას გულისხმობდა , ხოლო ის , რომ ისკარიოტელი გამცემი იყო : ,,არავინ სცნა ინახით მჯდომარეთაგანმან . ‘’
ვნახოთ თუ როგორ სრულდება ეპიზოდი : ,,ხოლო მან მიიღო პური იგი და მეყსეულად განვიდა . და იყო ღამე . ‘’ (ინ.13.36 ) აღიშნულ მუხლს შინაარსობრივად განმარტავს წმ.კირილე ალქსანდრიელი : (სამწუხაროდ ამ მამის შესრულებული იოანეს სახარების სრული ეგზეგეზა არ მოგვეპოვება ქართულ ენაზე და აღნიშNული განმარტების ინგლისურიდან თარგმნა მოგვიხდა.) ,, და ასე მგონია , სულით აღძრული ევანგელისტს არ უთქვამს ეს უმიზნოდ . მიიღო რა ღვინოში ჩაწობილი ნაჭერი მყისვე გავიდა გარეთ , რადგან სატანას საშინლად სურს , რომ აიძულოს ისინი რომლებიც ერთხელ შეიპყრო და რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ ჩავარდნენ მის ხელებში , რათა პირდაპირ აღასრულოს მათი ბოროტი საქმენი და ყოველგვარი შეყოვნების გვერდით გადადებით აიძულოს მათ , რომ მათი ნების საწინააღმდეგოდაც კი განახორციელონ მისი სიამოვნება . ‘’ (3)
დავიწყოთ სიტუაციის განხილვა : ,,და ვითარცა ჭამდეს იგინი , მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა . და ჰრქუა მათ : მიიღეთ და ჭამეთ ესე არს ხორცი ჩემი . ‘’ (მთ . 26.26 ) როგორც ნეტარი თეოფილაქტე გადმოგვცემს , მახარებელმა იმისთვის დაამატა ტერმინი -

––––––––––––

1-იოანე ოქროპირი , იოანეს სახარების განმარტება . გვ 402
2 – იოანე ოქროპირი , იოანეს სახარების განმარტება . გვ.402
3 -Sead : ,, . And it seems to me that the inspired Evangelist did not without a purpose say that, having received the sop, he straightway went out. For Satan is terribly wont to urge on those whom he has once captured, and who have once for all fallen into his power, to straightway accomplish their evil works; and, throwing aside all delay, to compel them even against their will to carry out his pleasure. ‘’

Cyril of Alexandria , commentary on john . pg . 207 )

,,როცა ჭამდნენ ’’ , რომ იუდას არაადამიანურობა დაგვანახოს . იგი აგრეთვე გამოთქვამს ვარაუდს , რომ ქრისტემ თავისი საიდუმლოებები მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც იუდა გარეთ გავიდა და დასძენს , რომ მორწმუნეებიც ვალდებულნი ვართ , რომ უკეთურნიც ამგვარად განვაყენოთ საიდუმლოებებიდან .
ახლა ვნახოთ გრიგოლ პალამას აზრი : ,, ხორცი ქრისტესი – პური , ამ შემთხვევაში კრეტსაბმელია , რომელიც ფარავს ღვთის სიღრმეში არსებულ საიდუმლოს . ღვთაებრივმა მოციქულმა პავლემ ეს იცოდა , როდესაც ამბობდა : ,, განგვიახლა ჩვენ გზა ახალი და ცხოველი კრეტსაბმელითა მით , ესე იგი არს , ხორცთა მისთათა . ‘’(ებრ . 10.20) (1)
ვითარება შემდეგნაირად გრძელდება : ,და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა : ,, სუთ ამისგან ყოველთა , ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა , მრავალთათვის დათხული მისატევებელად ცოდვათა . ‘’ (მთ.26.27-28)
განხილვას ნეტარი თეოფილაქტეთი დავიწყებთ , იგი ეყრდნობა ერთ გავრცელებულ მოსაზრებას , რომლის მიხედვითაც იუდამ პური კი არ შეჭამა , არამედ დამალა რათა იუდეველთათვის ეჩვენებინა , რომ იესო პურს თავის ხორცს უწოდებს , სასმისის დამალვა კი უკვე ვეღარ შეძლო .
ახლა მიტროპოლიტ ფილარეტსაც მოვუსმინოთ : ,, ,, ყოველთა’’ , რადგან ღვთის სიტყვის ყოველ გამოხატულებაში იმალება ნათელი , ყოველ ბგერაში – სიბრძნე . უფალმა არ თქვა საიდუმლო პურზე : ,,მიიღეთ და წამეთ ყოველთა’’ და სწორადაც , რადგან ზოგიერთებს არ შეეძლოთ ჭამა , მაგალითად ჩვილ ბავშვებს , ხოლო საიდუმლო სასმისზე თქვა : ,,სუთ ამისგან ყოველთა ‘’ და ამრიგად , გამორიცხა ყოველგვარი გამონაკლისი , იგულისხება რწმენაში მყოფნი და ეკლესიურად ერთნი . ‘’ (2)
ბოლო ეგზეგეტად , აქაც გრიგოლ პალამას გამოვიყენებთ : ,, ადამიანისთვის წინადაგებული ხორცი და სისხლი ქრისტესი უფრო მრავალმეტყველია , ვიდრე აბელის სისხლი . რამეთუ ძმის სისხლი დაიღვარა კაენის ხელთ , ქრისტეს სისხლი კი – ადამიანთა მოდგმის გამოსასყიდად . უფალმა იესო ქრისტეს უმანკო სისხლი შეიწირა , იესო ქრისტემ ძმასავით სეიყვარა თითოეული ჩვენგანი . ‘’ (3)
საინტერესოა შემდგომი ფრაზაც და უნდა აღვნიშნოთ , რომ სამივე სინოპტიკურ სახარებაში , სიტყვების იდენტური დამთხვევა არ გვხვდება და ყველა მათგანში სხვადასხვაა . დავიწყოთ მათეს სახარებით : ,,არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენახისა , ვიდრე მუნ დღემდე , რაჟამს იგი ვსუა თქუენ თანა ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა . ‘’ (მთ. 26.29) აქაც ნეტარ თეოფილაქტეთი

–––––––––––––––

1– გრიგოლ პალამა ; შვიდი ქადაგება ; გვ . 39
2– www.orthodoxy.ge/ მეუფე ზოსიმე შიოშვილი / მათეს სახარების განმარტება
3 – გრიგოლ პალამა ; შვიდი ქადაგება ; გვ . 43

დავიწყებთ : ,,აღდგომის შემდეგ ის მართლაც ჭამდა და სვამდა , მაგრამ უვე ერთგვარი ახალი მიზნისთვის , რადგან იმიტომ კი არ ჭამდა და სვამდა , რომ საკვების საჭიროებას განიცდიდა , არამედ მისი სხეულის ჭეშმარიტ ბუნებაში დასარწმუნებლად . ‘’ (1)
ახლა მარკოზთან გადავიდეთ : ,,რამეთუ არღარა ვსუა ნაყოფისა ამისგან ამის ვენახისა ვიდრე მუნ დღედმდე , რაჟამს იგი ვსუა ახალი სსუფეველსა ღმრთისასა . ‘’ (მკ.14.25) იგივე შინაარსის მატარებელია ამავე ეგზეგეტის აზრი : ,,არღარა ვსუა, ამბობს ის შემდეგ , ნაყოფისა ამისგან ამის ვენახისა ‘’ აღდგომამდე ( სასუფეველს აქ უწოდებს აღდგომას , რადგანაც მკვდრეთით აღმდგარი , იგი გამეფდა სიკვდილზე‘’ (2)
ვიხილოთ ლუკას სახარებაც : ,,ამირითგან არღარა ვსუა ნაყოფისაგან ვენახისა , ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისაი მოვიდეს . ‘’ (ლკ . 12.18) აღნიშნული ეპიზოდის განხილვისას ზემოთნახსენები მკვლევარი საინტერესო ფაქტს აღნიშნავს : ,,ვგონებ , ლუკა მოიხსენიებს ორ სასმისს . ერთის შესახებ ამბობს : ,,მიიღეთ და განიყავთ თავისა თქუენისა ‘’ , რომელსაც ვინმემ შესაძლოა უწოდოს ხატი ძველი აღთქმისა , ხოლო მეორის შესახებ საუბრისას პურის განტეხისა და დარიგების შემდეგ , უფალი თავად ანუყოს მას მოწაფეებს , უწოდებს მას ახალი სჯულისას და ამბობს , რომ იგი , მისი სისხლით განელდება . ვინაიდან , როდესაც ძველი აღთქმა იქნა დადებული , ბეჭდად გამოყენებულ იქნა უგუნურ ცხოველთა სისხლი (გამ.24.5-8) ახლა კი , როდესაც ღმერთი სიტყვა განკაცდა , ახალი აღთქმა ჩვენთვის მისი სისხლითაა დაბეჭდილი . ‘’ (3)
საუბრის ბოლოს არ შეიძლება რამდენიმე სიტყვით იუდას საკითხს არ შევეხოთ . არაერთი მწვალებლური სწავლება გავრცელდა მის შესახებ . ზოგი იმასაც კი ფიქრობს რომ იუდას გარეშე ვერ აღესრულებოდა ის გამომხსნელობითი მისია , რაც უფალმა შეასრულა ქვეყნად . ამ აზრის მქონეთ ძალიან კარგად პასუხობს წმ . იოანე ოქროპირი : ,, არა იუდას გამყიდველობამ გადაგვარჩინა ჩვენ , არამედ ქრისტეს სიბრძნემ , რომელმაც საკვირველად შემოაბრუნა სხვების ბოროტება ჩვენს სასარგებლოდ . ‘’(4)

––––––––––––––––––––––

1 – ნეტარი თეოფილაქტე , მათეს სახარების განმარტება გვ . 356
2 – ნეტარი თეოფილაქტე , მარკოზის სახარების განმარტება გვ. 175
3 – ნეტარი თეოფილაქტე , Lლუკას სახარების განმარტება გვ . 306-307
4 – წმ . იოანე ოქროპირი ; მათეს სახარების განმარტება ; გვ. 685

აპოკრიფული გამოძახილი

თემაზე საუბრისას , რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი წმ.წერილია . თუმცა , საჭიროდ მიგვაჩნია ნაშრომის ერთ თავში , შევეხოთ ისეთ საკითხს , როგორიცაა აღნიშნული ფაქტის აპოკრიფული გამოძახილი .
სანამ უშუალოდ საიდუმლო სერობის ეპიზოდს შევეხებით , ვნახოთ თუ რას გადმოგვცემენ აპოკრიფები ისეთს , რაც წმ,წერილში აღნიშნული არაა .
როგორც პილატეს ცოლი – კლავდია გადმოგვცემს , მისმა ქმარმა, დიდ ხუთშაბათ დღეს , უკვე იცოდა სიტუაციის მომავალი განვითარების შესახებ : ,,პილატემ მითხრა დაღონებით : – ,, იესო ნაზარეველის მომავალი ძლიერ უნუგეშოა . მისი თავი დაფასებულია და დღესვე საღამოს შეიძლება მისცენ ის მღვდელთმთავრების ხელში . ‘’ (1)
ე.წ. ,,ტიბეტური სახარების’’ მიხედვით , პილატე არაა ისეთი უმანკო , როგორც ამას მისი ცოლი გადმოგვცემს . მეტიც , იუდა უშუალოდ მისი მოსამსახურეა , შეიძლება ითქვას აგენტიც : ,, მმართველმა მაშინ დაასახელა მოწმე , რომელმაც თავისი ბატონის – პილატეს დაკვეთით გაჰყიდა ისსა . ეს კაცი მოვიდა და ისსას მიმართა : ,,განა შენ ისრაელის მეფეს არ გმობდი , როცა ამბობდი , რომ ზეცათა მეუფეს გამოუგზავნიხარ მისი ხალხის შესამზადებლად . ‘’(2)
ახლა კი ორიოდე სიტყვით უშუალოდ ვისაუბროთ იმაზე , თუ როგორაა აღწერილი აპოკრიფულ ნაწარმოებებში საიდუმლო სერობა .
წმ.ნილოს მირონმდინარე გადმოგვცემს , რომ იმ მინიშნებებზე , რომელიც მაცხოვარმა გააკეთა თავის გამცემელზე და რომელი მინიშნებებიც სახარებაში არ ფიქსირდება : ,,უფალმა ამოიოხრა და თქვა , რომ თქვენ თორმეტთაგანში არის ერთი , რომელიც მე ცოდვილ, ადამიანთა დასასჯელად გადამცემსო . ის ვინც ჩემ წინ ხელს გაიწვდის – და იმავე წამს იუდამ მაცხოვრის წინაშე , სუფრაზე ხელი გაიწოდა . (სამარილეს მისწვდა) ‘’ (3)
ალბათ , ცალკე თემა აქვს დასათმობი ლეონარდო დავინჩის ნამუშევრის – ,,საიდუმლო სერობის’’ შესახებ საუბარს , თუმცა ამჯერად მისი ერთ-ერთი ფრაგმენტის ანალიზით შემოვიფარლებით : ,,წმ.პეტრე იოანესკენ იხრება , რომელიც ქრისტეს მარჯვნივ ზის . იგი თითქოს ბედსაა შეგუებული . იუდა კი განზე იწევს . პეტრეს ხელი იუდასა და იოანეს შორისაა და თითქოს ერთმანეთისგან გამოყოფს ერთგულებასა და ღალატს . ‘’(4)

––––––––––––––

1- ,, სიკვდილი მართლისა ‘’ ; გვ.3
2- ,,ტიბეტური სახარება’’ ; XII-21 ; გვ.30
3- ,,ამბავი ორი ჯვარცმულისა ავაზაკისა’’ ; გვ.90
4- ,,დიდი მხატვრები ‘’ ; ეონარდო და ვინჩი ; გვ.75

რადგან აღნიშნული ფერმწერი და მისი ნამუშევარი ვახსენეთ , უპრიანი იქნება ვნახოთ თუ რა გაკუღმართებული შეხედულებები წარმოიშვა მისი შესრულებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ . საუბარს დავიწყებთ ლი თიბინგის ე.წ. ბესთსელერზე’’ – ,,დავინჩის კოდი , ’’
,, რომელშიც ავტორი ამბობს რომ საიდუმლო სერობის დროს , იქ არავითარი ბარძიმი არ ყოფილა და ყოველივე ეს მარიამ მაგდალინელს მიემართება . (არგუმენტებს კი ე.წ. პილატეს სახარებიდან იშველიებს): ,,იქ ცამეტი ჭიქა იყო . უფრო მეტიც , პატარა უფეხო შუშის ჭიქები იყო . ნახატზე არ იყო ბარძიმი . არავითარი წმინდა ბარძიმი არ იყო . სინამდვილეში ბარძიმი იყო ადამიანი და არა საგანი . და ეს ადამიანი გახლდათ მარიამ მაგდალინელი . ‘’(1)
რადგან და ვინჩი და მისი ნამუშევარი ვახსენეთ , საჭიროდ მიგვაჩნია რენესანსის ეპოქის სხვა ფერმწერებიც ვახსენოთ . ისეთები როგორებიც არიან – გირლანდაიო და ტინტორენტო . ,,გირლანდაიოსთან თვალში პირველივე რაც გეცემათ იუდა ისკარიოტელის განცალკევებულობაა . ის სუფრას წინიდან მისჯდომია და ზურგიდანაა გამოსახული . მიუხედავად იმისა , რომ იუდა არასასურველი პერსონაჟია , ის მაინც ქრისტეს მოწაფეა , ამიტომ მხატვრების მატივი გადაწყვეტილებაა – განზე გამოესახათ იგი . ‘’(2)
ახლა , აღორძინების ხანის მეორე ხელოვანს შევეხოთ : ,,ტინტორენტოს ნახატში , უფრო მეტად შეიგრძნობა ღვთაებრიობა , რაც საიდუმლო სერობას ახლავს თან . კომპოზიცია მთლიანადაა გახვეული მისტიერ , არაამქვეყნიურ , იდუმალ საბურველში . მხატვარისასწაულებრივ ატმოსფეროს ყოფთ სცენას უპირისპირებს და ერთგვარ ცონტრასტს ქმნის : უკანა პლანზე ანგელოზების მიმოფრენაა გამოსახული , წინა პლანზე კი მეპატრონე მოსამსახურეებთან ერთად , რომელიც ძირს დადგმულ კალათიდან ნივთებს ალაგებს … რა სურდა ამით მხატვარს ეთქვა ? ის ხომ არა , რომ ჯერ ჩვეულებრივ მოკვდავთათვის გაუგებარი იყო ის დიდი საიდუმლოება , რაც ამ მომენტში სრულდებოდა . ‘’(3)
თავში ვახსენეთ ის მისტიურობა , რაც საიდუმლო სერობის ბარძიმთანაა დაკავშირებული . მოდით , შეძლებისდაგვარად განვავრცოთ ეს საკითხი . დავიწყოთ რობერ დებრანით : ,,მისი (ავტორის გ.ლ.) თქმით , გრაალის თასი ის სასმისია , რომლიდანაც მაცხოვარმა საიდუმლო სერობისას მოციქულები აზიარა . ჯვარცმისას, მაცხოვრის ჭრილობიდან გადმოდენილი სისხლი იოსებ არიმათიელმა ამავე თასში შეაგროვა . ‘’(4)
სხვა ვერსია აქვს ვოლფრამ ფონ ეშენბახს . იგი : ,,გრაალს უკვე სასწაულებრივი ქვის სახით წარმოადგენს . ეს ქვა ზეციური წარმომავლობისაა . ყოველ ვნების ხუთშაბათს , მასზე ციდან მტრედი ეშვება . ‘’(5)

–––––––––––––––––––––––

1- ,,იესო ქრისტეს სახე მსოფლიო ლიტერატურაში ‘’ , მამა თეიმურაზი , გვ. 90
2- www.Wikipedia.org
3- იქვე
4- გრაალის მოტივები საქართველოში ; ოთარ ქვრივიშვლი , გვ. 4
5- გრაალის მოტივები საქართველოში ; ოთარ ქვრივიშვლი , გვ. 5

ახლა კრუტიენ დე ტრუას მოვუსმინოთ . მისი აზრით : ,,გრაალი ეს არის ის ბარძიმი , ის სასმისი, რომელიც ანგელოზთა გამგებლობაშია . როდესაც ცუცურელი დაინიშნა მის მცველად და დაიწყო ტაძრის აგება , ბარძიმი ტაძრამდე ჯერ არ იყო დაშვებული . ის , მშენებარე ტაძრის ზემო , უხილავ სივრცეში ლივლივებდა და ანგელოზები იყვნენ მისი მცველები . მშენებლობა 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა . გრაალის თასი მხოლოდ შემდეგ დაეშვა ტაძარში . ‘’ (1)
ტაძრის გრაალის შესახებ ლეგენდას საფუძვლად უდევს ქრისტიანული ეპოკრიფი იოსებ არიმათიელის ბრიტანეთში ჩასვლის შესახებ . სხვა ვერსიით , თქმულებები გრაალის შესახებ , სადუმლო , ოკულტურ საზოგადოებასთან უნდა იყოს დაკავშირებული , რომელიც პირველ საუკუნეებში დაუარსებიათ . ამ ყოველივემ კი მასონურ კავშირებთან მიგვიყვანა საბოლოოდ : ,,გრაალი – იესოს შთამომავლთა სისხლი SANG REAL ; SANG REAL ; SANG ROYAL მეფური სისხლი , რომლის სამდვილი მცველები სიონის პრიორატის პირდაპირი შთამომავლები იყვნენ . ‘’(2)

–––––––––––––––

1- გრაალის მოტივები საქართველოში ; ოთარ ქვრივიშვლი , გვ. 19
2- www.Wikipedia.org

დასკვნა

აღნიშნულ თემაზე საუბრის წარმართვა დაუსრულებლად შეიძლება და არაერთი მიმართულებით . თუმცა , სხვადასხვა ასპექტებში შეზუდულობის გამო , ვამჯობინებთ მსჯელობის შეწყვეტას . იმას კი დავძენთ , რომ ყოველი ჭეშმარიტი მორწმუნის ვალია შეეცადოს ღრმად ჩაწვდეს ამ საიდუმლს . სხვა საკითხია თუ როგორი და რამდენგვარი არასწორი ინტერპრეტაციები გაუკეთეს ,განსხვავებულმა კონფენსიებმა ამ უდიდეს საიდუმლოს . ფაქტი კი ერთია , ჩვენ , ზიარების დროს ვიღებთ ქრისტეს უხრწნელ ხორცსა და წმიდა სისხლს . ჭეშმარიტად ვიღებთ და არ ვახდენთ მის გახსენებას . ამ ყოველივეს კი ვმოქმედებთ ქრისტეს მოსახსენებლად . და თუკი ვინმეს , თავისი უძლურებისდა გამო , ვერ წარმოუდგენია ამ სიტყვების რეალურობა თუ ჭეშმარიტება , კარგი იქნება გაეცნოს ლანჩანოს სასწაულის შესახებ ისტორიას და იმსჯელოს კიდევ ერთხელ , თუ რას ფიქრობს და ვის შესახებ .

გამოყენებული ლიტერატურა
I -,, ამბავი ჯვარცმული ორი ავაზაკისა და იუდა ისკარიოტელის მძიმე ცოდვები ‘’ ; წმ . ნილოს მირონმდინარე ; თბილისი – 2006 წელი ;
II -,, განძთა ქვაბი ‘’ წმ. ეფრემ ასური ; გამომცემელი – ოთარ ნიკოლეიშვილი . თბილისი 2006 წელი .
III -გრიგოლ პალამა ; შვიდი ქადაგება ; 2007 წელი
IV – ,, დიდი მხატვრები ‘’ ; გამომცემლობა sol 90 ; ესპანეთი – 2007 წელი ; ქართული ვერსიის რედაქტორი – ლია შარვაშიძე .
V – ,,თქმულება იესო ქრისტეზე ანუ ტიბეტური სახარება ; ‘’ ქუთაისი – 1991 წელი ; რედაქტორი – კარლო მგალობლიშვილი .
VI – იოსებ ფლავიოსი ; ,,მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობისანი. ‘’ თბილისი 1987 წელი .
VII – ,, იესო ქრისტეს სახე მსოფლიო ლიტერატურაში ( სახარებისეული ინტერპრეტაციები ) ; მამა თეიმურაზი ; თბილისი – 2005 წელი .
VIII – მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით
მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი: წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
NIX – ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ; მათეს სახარების განმარტება ; თბილისი – 2012 წელი .
NX – ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ; მარკოზის სახარების განმარტება ; თბილისი – 2007 წელი .
NXI – ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი ; უკას სახარების განმარტება ; თბილისი 2012 წელი .
XII – ოთარ ქვრივიშვილი – ,, გრაალის მოტივები საქართ


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Aug 20 2013, 10:32 PM
პოსტი #22


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



რატომ ჯვარცმამდე? ჩვენ და მოციქულები სხვადასხვა ხორცს ვეზიარებით? და ასეთი შეკითხვების მერე ეს აზრი დამებადა:

კი მაგრამ ხალხო ქრისტესთვის ხომ მეორედ მოსვლაც მომხდარია, როგორც დროის მიღმა მყოფი სრულყოფილებისთვის...
საიდუმლო სერობის დროს ვფიქრობ მისთვის ჯვარცმა უკვე მომხდარი იყო...


პ.ს. არვიცი ვინსმეს თუ უწერია მსგავსი რამ ბოლომდე არ წამიკითხავს პოსტები

პ.პ.ს. თუ რაიმე არასწორი სწავლება ვთქვი ჯვარს ნუ მაცვამთ, უბრალოდ ამ წუთს დამებადა ეს აზრი და გაგიზიარეთ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 20 2013, 10:47 PM
პოსტი #23


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



†სერგი†
ჯერ წავიკითხო რა გიწერია...biggrin.gif

ციტატა
რატომ ჯვარცმამდე?

ეს რატომ დასვი?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Aug 20 2013, 11:14 PM
პოსტი #24


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



მე არ დამისვია წინა გვერდებზე იყო კითხვა რატომ იყო ჯვარცმამდე სერობა და არა მის შემდეგო მე ეგეთი აზრი გამოვიტანე გესმის? ანუ კითხვები გავიმეორე მათი. და პასუხზე რას იტყვი ძმაო? "ვჯეჯყამ"?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 21 2013, 01:23 PM
პოსტი #25


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



†სერგი†
ციტატა
"ვჯეჯყამ"?

biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 27 2014, 04:42 PM
პოსტი #26


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ევქარისტია" ბერძნულიდან მომდინარეობს და მადლობას ნიშნავს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 30 2023, 06:46 PM
პოსტი #27


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვინო ახარებს გულსა კაცისასა", რომელიც მის სახეს საცხებელზე მეტად გააბრწყინებს და გულს განამტკიცებს, აქ ჩვენთვის საგულისხმო და ყურადსაღები ისაა, რომ ღვინო კაცის გულს ახარებს და არა სხეულს. წმ. მაკარი დიდის განმარტებით, ჩვენ ამ ღვინოში, უწინარესად უნდა ვიგულისხმოთ არა ჩვეულებრივი, არამედ წმინდა, საიდუმლო, ევქარისტიული ღვინო, განმწმენდელი, მიმტევებელი ცოდვათა, განმასპეტაკებელი სინდისისა"

/აკაკი მინდიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 03:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი