IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> დიდი მწუხრის განმარტება
lingvo
პოსტი Apr 14 2011, 12:33 PM
პოსტი #1


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



დიდი მწუხრი იწყება შემდეგნაირად: იღება აღსავლის კარი: მღვდელი საცეცხლურითა და დიაკონი ანთებული სანთლით შემოუკმევენ ტრაპეზსა და საკურთხეველს.

საცეცხლური მღვდლის ხელში სიმბოლურად ნიშნავს სული წმიდის მოქმედებას სამყროს შექმნისას, ანთებული სანთელი დიაკონის ხელში კი – ნათელს საღმრთო სიბრძნისას.

კმევის დროს მღვდელი და დიაკონი არაფერს ამბობენ, რაც ნიშნავს შემდეგს: როცა ღმერთი ქმნიდა სამყაროს, ადამიანი ჯერ კიდევ არ არსებობდა; იგი თავის ქმნილებათა შორის ყველაზე ბოლოს შექმნა ღმერთმა. კმევისას საკურთხეველი წარმოადგენს სამოთხეს, მღვდელი – ადამს, დიაკონი – ანგელოზს, ტრაპეზი – ცხოვრების ხეს.

დიაკონი გამოდის აღსავლის კარით ამბიონზე და ამბობს დიდი ხმით: „აღსდეგინ, მეუფეო გვაკურთხენ“. მღვდელი საცეცხლურით ტრაპეზის წინ გამოსახავს ჯვარის სახეს და ამბობს ღამისთევის ლოცვის ასამაღლებელს: „დიდება წმიდასა, ერთარსსა, ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა...“ ასამაღლებელს დაასრულებს და სამჯერ მოუწოდებს მორწმუნეებს ღვთის თაყვანისცემისაკენ. „მოვედით თაყვანი ვსცეთ მეუფესა...“ ამის შემდეგ გუნდი იწყებს 103-ე ფსალმუნის გალობას, რომელშიც უდიდესი მხატვრული სილამაზითაა აღწერილი შექმნა სამყაროსი და ადამიანისა: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო განსდიდენ ფრიად...“ აღნიშნული ფსალმუნის გალობისას მღვდელი და დიაკონი აკმევენ მთელ ეკლესიას.

ასეთი საზეიმო დასაწყისი ლოცვისა ჩვენ გვაგონებს სამყაროს შექმნას და სამოთხეში პირველი ადამიანების უცოდველ მდგომარეობას, როცა მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, თუ რა იყო შიში და სირცხვილი, და სპეტაკი გულითა და უსაზღვრო სიყვარულით ადიდებდნენ ქვეყნიერების შემოქმედს, რომლის ხატადაც თავად იყვნენ შექმნილნი.

კმევისას მღვდლისა და დიაკვნის მსვლელობა ეკლესიაში ნიშნავს ადამის სიარულს სამოთხეში ანგელოზთან ერთად.

მღვდელი და დიაკონი შედიან საკურთხეველში. მღვდელი გადასცემს საცეცხლურს, დიაკონი აქრობს სანთელს, აღსავლის კარი იკეტება; ყველაფერი ეს ნიშნავს ადამიანთა ცოდვით დაცემასა და სამოთხიდან განდევნას.

შეცოდებისა და ღვთის მართლმსაჯულების შეურცხყოფის შემდეგ ადამიანები ჩავარდნენ მწუხარებასა და გაჭირვებაში. ამიტომ ფსალმუნის შემდეგ იკითხება დიდი კვერექსი, სადაც ადამი მთელი კაცობრიობის სახელით ევედრება ღმერთს პატიებასა და შეწყალებას. დიდი კვერექსი არის გოდება – ტირილი ადამისა და მისის მოდგმისა სამოთხის დაკარგვის გამო. ამ დროს მღვდელი საკურთხეველში კითხულობს შვიდ საიდუმლო ლოცვას, რომლებშიც შესთხოვს უფალს, რომ შეისმინოს ჩვენი ვედრება, გვასწავლოს შიში და სიყვარული ღვთისა, დღენი ჩვენი ცხოვრებისა გაგვატარებინოს უცოდველად, ღირსნი გაგვხადოს აღთქმული სასუფევლის დამკვიდრებისა.

დახურული აღსავლის კარის წინ მდგარი მლოცველნი გამოხატავენ სამოთხის კარის წინ მდგარ ჩვენს შორეულ წინაპრებს, რომელნიც მწარედ დასტიროდნენ თავიანთ მძიმე მდგომარეობას. მწარე სინანული ცოდვით დაცემის გამო და იმედი ღვთის მოწყალებისა არის გამოხატული ფსალმუნებში, რომლებიც დიდი კვერექსის შემდეგ იგალობება: „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა...“ წმ. ეკლესიის მიერ ეს ფსალმუნები იმიტომაა შეტანილი ღვთისმსახურებაში, რომ პირველი ადამიანების შეცოდების გახსენების შემდეგ მორწმუნეებს გაახსენოს ისიც, რომ ადამიანის ცხონება და გადარჩენა ღვთის მოწყალებაზეა დამოკიდებული, რომ ხსნას ადამიანი მიაღწევს მხოლოდ ღვთის ნების აღსრულების შედეგად.

მცირე კვერექსის შემდეგ იგალობება ფსალმუნებიდან გამოკრებილი საგალობელი: „უფალო ღაღად-ვჰყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი...“ ამ საგალობელში მოთხრობილია ძველი აღთქმის ეკლესიის ისტორია წინასწარ-მეტყველ მოსემდე. „უფალო ღაღად-ვჰყავის“ მუხლების შემდეგ იკითხება სადიდებლები, სადაც ლაპარაკია ეკლესიის ისტორიაზე წინასწარმეტყველ მოსეს შემდეგ, იმაზე, რომ ღმერთმა შეისმინა ხალხის ვედრება და მოუვლინა წინასწარ-მეტყველნი, რომელნიც წინასწარმეტყველებდნენ კაცობრიობის მხსნელზე – მესიაზე. სადიდებლები მთავრდება ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მუხლით. მასში მოცემულია ქრისტიანული სწავლება იესუ ქრისტეს შობაზე ყოვლად წმიდა მარიამისაგან.

გაიხსნება აღსავლის კარი, რაც ნიშნავს წინასწარმეტყველებას მაცხოვრის მოსვლით სასუფეველის გაღებაზე. მღვდელი, რომელიც სიმბოლურად ქვეყნად მოსულ მაცხოვარს განასახიერებს, დიაკონთან ერთად გამოდის საკურთხეველიდან ჩრდილო კარით და დგება აღსავლის კარის წინ. სამღვდელო პირების ამ გამოსვლას ეწოდება მწუხრის „მცირე გამოსვლა“. სანთელი, რომელიც წინ მიუძღვის სამღვდელოებას, მოასწავებს მაცხოვრის წინამორბედს – იოანე ნათლისმცემელს, ჩრდილო კარიდან გამოსვლა და აღსავლის კართან მისვლა – ქრისტეს ქვეყნიური მსვლელობაა.

მიიღებს რა კურთხევას მღვდლისაგან, დიაკონი საცეცხლურით აღსავლის კარებში გამოსახავს ჯვარს და ამბობს დიდი ხმით: „სიბრძნით აღემართენით“. აქაც, როგორც ლიტურგიაზე, ასამაღლებელი „სიბრძნით“ განკუთვნილია მორწმუნეთა ყურადღების გასამახვილებლად მიმდინარე საღვთო მომენტთან დაკავშირებით. მღვდელი და დიაკონი შედიან საკურთხეველში და ემთხვევიან წმ. ტრაპეზს. მორწმუნენი მღვდლის საკურთხეველში შესვლას აღსავლის კარით წარმოიდგენენ როგორც უშუალოდ მაცხოვრის მობრძანებას და უდიდესი ღვთაებრივი სიხარულით ხვდებიან მას შემდეგი საგალობლით: „ნათელი მხიარული, წმიდისა დიდებულისა, უკუდავისა, მამისა ზეცათასა...“ ადარებენ რა მაცხოვარს სინათლეს, მორწმუნენი აღიარებენ, რომ მხოლოდ ქრისტეს მოძღვრებამ შესძლო კაცობრიობის წყვდიადიდან გამოყვანა და ჭეშმარიტ გზაზე დაყენება.

აღსავლის კარებში საცეცხლურით ჯვარის გამოსახვა ნიშნავს წინასწარმეტყველებას მაცხოვრის ჯვარზე წამებაზე, ხოლო ტრაპეზის მთხვევა მოასწავებს იმას, რომ იესუ ქრისტე ამაღლების შემდეგ დიდებით დაჯდება მამა ღმერთის მარჯვნივ, მაღალ დასაჯდომელთან მისვლა კი – ქრისტეს მეორედ მოსვლას ქვეყნიერების განსასჯელად. შემდეგ იგალობება დღის წარდგომა თავისი მუხლებით, რომლებიც გამოკრებილია ფსალმუნებიდან. კვირის ყოველ დღეს აქვს თავისი წარდგომა, ამიტომაც იწოდება ისინი „დღის წარდგომებად“. წარდგომაში მოკლედაა ასახული შინაარსი და მნიშვნელობა აღსანიშნავი დღესასწაულისა თუ მნიშვნელოვანი შემთხვევისა. ასე მაგალითად, კვირაძალზე იგალობება: „უფალი სუფევს, მშვენიერებაი შე-იმოსა“, ე.ი. უფალი მეფობს, შეიმოსა დიდებით.

დიდ დღესასწაულებზე დღის წარდგომის შემდეგ იკითხება საწინასწარმეტყველონი ან გამორჩეული ადგილები ძველი და ახალი აღთქმის წიგნებიდან, რომლებშიც მოცემულია წინასწარმეტყველება ან განმარტება აღსანიშნი დღისა ან ქება დღესასწაულის წმინდანისა. თუ საწინასწარმეტყველო ძველი აღთქმიდანაა, მაშინ აღსავლის კარი იხურება, ხოლო თუ ახალი აღთქმიდან – რჩება ღია.

საწინასწარმეტყველოს შემდეგ სრულდება მრჩობლი და თხოვნითი კვერექსები, რომელთა შორისაც იკითხება: „და ღირს მყუენ ჩუენ უფალო მწუხრსა ამას უცოდველად დაცვად ჩუენდა...“ ამ ლოცვაში მორწმუნენი შესთხოვენ ღმერთს, რათა უშფოთველად და მშვიდად გაატარონ ღამე. თხოვნითი კვერექსის შემდეგ, იმ დროს, როცა მღვდელი კითხულობს საიდუმლო ლოცვას, რომელშიც ითხოვს ღვთისაგან ზეციურ მადლს მორწმუნეთა დასაცავად ბოროტისაგან, მლოცველნი მოკრძალებით ხრიან თავს.

შემდეგ იკითხება სადიდებელნი „სტიქარონსა ზედა“. „სტიქარონი“ წარმოსდგება ბერძნული სიტყვიდან „სტიხირარიონ“, რაც ისეთ საგალობლებს წარმოადგენს, რომლებიც უპირისპირონი არიან, ვინაიდან თვითონ წარმოადგენენ სძლისპირს და სრულდებიან სხვა საგალობლებისაგან განსხვავებულ, საკუთარ კილოზე. სტი-ქარონის საკითხავებში მოთხრობილია ეკლესიის ისტორია ბაბილონის ტყვეობის შემდეგ.

შემდეგ იკითხება წმ. სვიმეონ მიმრქმელის ლოცვა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო...“ (ლუკა 2.29-32). ამ ლოცვაში მაცხოვრის ხილვით გახარებული მართალი სვიმეონი, დარწმუნებული კაცობრიობის გადარჩენაში იესუ ქრისტეს მხსნელი მადლის წყალობით ითხოვს ღვთისაგან ქვეყნიურ სიკვდილს. ლოცვაში გატარებულია აზრი ძველი აღთქმის მართალთა მოლოდინისა ქვეყნიერების მხსნელზე – მესიაზე. „აწ განუტევეს“ შემდეგ იკითხება დასაწყისი ლოცვები და იგალობება ტროპარი დღის წმინდანისა ან დღესასწაულის. ამას მოსდევს ლოცვა მართალ იობისა „იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე...“ (იობი 1.21. ფსალმუნი 112.2). და იკითხება სამადლობელი 33-ე ფსალმუნი „ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა...“

მწუხრი მთავრდება მღვდლის მიერ ხალხის კურთხებით: „კურთხევა უფლისა თქუენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა...“ აქ მწუხრს მოებმის ცისკარი.

დიდ დღესასწაულებზე ეკლესიაში საზეიმო განწყობილების შესაქმნელად, ღამისთევის ლო-ცვებში ჩართულია შუა ეკლესიაში შესასრულებელი მთელი რიგი ლოცვები და მოქმედებანი, რომელთაც ეწოდება ლიტია და პურის კურთხევა. სიტყვა „ლიტია“ ნიშნავს გაძლიერებულ ლოცვას (მართლაც „უფალო შეგვიწყალენს“ აქ გალობენ 40, 30 და 50-ჯერ). ლიტია სრულდება ეკლესიის უკანა ნაწილში კარებთან ახლოს. ძველად იგი სრულდებოდა იმ მიზნით, რომ მიეცათ უფლება საერთო ლოცვაში მონაწილეობის მიღებისა კათაკმეველთათვის და იმათთვისაც, ვინც მონანიებაში იყო და არ ჰქონდა ეკლესიაში შესვლის უფლება.

ლიტიაზე წმ. ეკლესია შესთხოვს უფალ ღმერთს ყოვლად წმიდა ღვთისმშობელისა და ყველა წმინდას ლოცვითა და შუამდგომლობით ღვთივდაცული ერის, პატრიარქის, სამღვდელოების, ერისკაცთა და ყველა მართლმადიდებელი ქრისტეანის შეწყალებასა და კეთილდღეობას, ტყვეთა განთავისუფლებას, სნეულთა განკურნებას, ქვეყნიერების დაცვას ცეცხლის, მიწისძვრისა და სხვა უბედურებათაგან. ლიტიას მღვდელი ამთავრებს ლოცვით: „მეუფეო მრავალმოწყალეო...“, რომელსაც მლოცველნი მოისმენენ თავდახრილნი. ამის შემდეგ სამღვდელოება გადაინაცვლებს შუა ეკლესიაში პატარა მაგიდასთან, რომელზედაც მოთავსებულია საკურთხებელი ხუთი პური, ხორბალი, ღვინო და ზეთი. პურის კურთხევით ვიხსენებთ მაცხოვრის მიერ ხუთი პურით ხუთი ათასის დაპურების სასწაულსა და ქრისტეანთა უძველეს ჩვევას ეკლესიაში პურის, ღვინისა და ზეთის მიტანისა, რომელიც ლოცვის შემდეგ უნაწილდებოდა მორწმუნეებს. ამიტომაცაა, რომ დღესაც ნაკურთხი პური ლოც-ვის დასასრულს ურიგდება მლოცველთ, ნაკურ-თხი ზეთი კი გამოიყენება ცისკარზე, წმ.სახარე-ბის წაკითხვის შემდეგ მორწმუნეთა საცხებლად.

სტიქარონის შემდეგ იგალობება „აწ განუტევე“, რასაც მოჰყვება დასაწყისი ლოცვები და ტროპარი დღისა, რომლის გალობის დროსაც დიაკონი სამჯერ შემოუკმევს მაგიდას საკურთხებელი პურით. ბოლოს მღვდელი კითხულობს პურის კურთხევის ლოცვას: „უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, რომელმან აკურთხენ ხუთნი პურნი...“ საღამოს ლოცვა მთავრდება მართალ იობის ლოცვით, 33-ე ფსალმუნითა და მღვდლის მიერ ხალხის დალოცვით.

"გზა ტაძრისაკენ" ბათუმი, 2009წ.

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%...%83%A0%E1%83%98

თუ რაიმე შეუსაბამობაა ან უზუსტობა ამ განმარტებაში გთხოვთ მიუთითოთ.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shuriani
პოსტი May 3 2012, 10:18 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 207
რეგისტრ.: 15-April 12
მდებარ.: tbilisi
წევრი № 12,265



ძალიან დიდი მადლობა მწუხრის განმარტებისთვის madlioba.gif
იქნებ ცისკრის განმარტებაც დადოთ თუ გაქვთ umnik2.gif fiqri.gif

lodini.gif lodini.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 1 2014, 09:10 PM
პოსტი #3


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203






შემოგთავაზებთ , თანამედროვეობის ცნობილი სასულიერო პირის - ნიკოდიმოს კაბარნოსის ვიდეოს , რომელიც პურის კურთხევის ლოცვის დროსაა გადაღებული . მუსიკალური მონაცემები რომ უხვად აქვს ამაზე აღარ გავაგრძელოებ . გამომდინარე იქიდან რომ ჩვენს ღვთისმსახურებაში , ძალიან ჭარბობს რუსული ელემენტები , ბევრი ნიუანსი დავიწყებულია . მოცემულ ვიდეოში ისეთ წვრილმანებს იხილავთ , რომლებიც , ქართულ პრაქტიკაში ,შეიძლება ვერც ნახოთ :
1- სკამების განლაგება ტაძარში .
2-საცხლურის ხლში ჭერის , ერთ-ერთი მეთოდი .
3-უკანკელო საკურთხეველი .
4-პური უჭირავთ მღვდლებს .
5-უპირატესი , არა მხოლოდ ემთხვევა პურს , არამედ მისით სახვს ჯვარს , მორწმუნეებს .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jun 2 2014, 10:20 AM
პოსტი #4


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
საინტერესოა და რაღანაირად ლამაზიც.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 08:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი