IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვეფხისტყაოსანი, საყვარელი აფორიზმები, აზრები...
marine
პოსტი Dec 12 2012, 03:19 PM
პოსტი #141


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩემს ტოლებს

ვიცი, რომ მზითვად არ მომცემენ ”ვეფხისტყაოსანს”
არც წასაღებად დაჰკეცავენ ქირმანის შალებს,
არც ქართულ კაბას ჩამაცმევენ ჯვარის საწერად,
არც ვერცხლის ქამარს მომავლებენ დარდიან წელზე.

ცაში ოთახი განათდება იაპონურად,
ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,
მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,
მრავალ მოკითხვას დავუხვდები ვით მკვდარ მიმოზებს.

დავიმალები სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში,
დიდი იქნება აღტაცება მზეგამართული,
უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები,
და სადღეგრძელოს მოიტაცებს სიტყვა ქართული.

ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმებს მთვრალი ჰაერი,
გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავს,
და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი,
რადგან მზითევში არ მომცემენ ”ვეფხისტყაოსანს”.

/ნინო თარიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 18 2012, 02:18 PM
პოსტი #142


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ზიჩი და ფიროსმანი

ბნელ სარდაფში ბორგავს ფიროსმანი,
ფურცლავს წიგნს და ვერ ერევა ფიქრებს:
"სხვამ მოხატა "ვეფხისტყაოსანი",
მე კი ქვეყნად სული მიდგას კიდევ?!

ხომ არ გაწყდა ჩვენში მხატვრის ჯიში,
სადაური სად მოსულა ზიჩი!

საქართველოს სადღეგრძელოს ვსვამო
შენაც იტყვი, ნიკო ფიროსმანო!"

ბნელ სარდაფში მდუმარება სუფევს,
ზურგს შეაქცევს "ორთაჭალის ტურფებს."

ბინდში არჩევს ჩასვენებას მზისას,
სხივის წკეპლამ სულში გაატანა.
რომ გიყვარდეს რუსთაველის მიწა,
ეს პატარა ცის ნაჭერი კმარა!

და მტყუანი არ ყოფილა ზიჩი,
რომ ამ მხარეს შეალია ნიჭი!

მუშამბაზე ძველი ჭრაქი ბოლავს,
იწყებს ნიკო მუზის ღმერთთან ბრძოლას!

მურს აგროვებს და გატეხილ ფუნჯით
არ ნებდება ღამეს ბედის ურჩი!

დგას სირცხვილის ელდით ცოცხალმკვდარი
და რუსთაველს ხატავს ფიროსმანი!..

/ოთარ მამფორია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 19 2012, 02:02 PM
პოსტი #143


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იყალთოში

იყალთოში ტკბილსახსოვარ
ცისქვეშ სძინავს ნეტარ დღეთა,
სალ კლდეებზე სხივთა კრთომას
ფერთა ჯადო დაუბერტყავს.

სადაც ნიჭი გაგინათებს,
სამყაროს რომ ეცილება.
რა გასწავლეს, რა გიამბეს
ფილოსოფოს-მეცნიერთა?!

სულის სიბრძნით გამოწრთობა,
სიტყვა ჩანგზე დასამღერი?
ვარსკვლავების ამოცნობა,
თუ გაჩენა ზღვა და ხმელის?

ჰანგის გულის გაცისკრება,
საიდუმლო შორი მზისა?
ღვთის მადლი და კაცის ნება,
ერთგულება მოყვასისა?

სევდა ტრფობით დაზაფრულთა,
ეშხი ვარდის მაისობის?
სიყვარულს რა სწავლა უნდა,
განა თავად არ იწვოდი?

ვერ შეხედე მზეს თვალებში,
სიტყვაც ვეღარ გამოსცარი,
და თამარის ფეხთა ქვეშე
დასდე "ვეფხისტყაოსანი."

აქ დასტოვე უკვდავება,
შორს გაჰყევი გზას ეკლიანს.
გამშრალ თვალთა მდუღარება
ახლაც სევდით ნასეტყვია.

იყალთოში იმ ძველ წუხილს
ქარი ვარდს და იას აკმევს.
და ეცემა შენი შუქი
ძველი ტაძრის ღია სარკმელს...

/ოთარ მამფორია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qarizma2
პოსტი Jan 26 2013, 02:47 AM
პოსტი #144


soso_soso
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 370
რეგისტრ.: 11-January 13
წევრი № 12,880



მე მაინტერესებს ვეფხისტყაოსანში 1587 სტროფია თუ 1662?


--------------------
ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს-უგემური მიშტერება, კარგ ჩაის-ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს… ცუდი მკითხველი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 27 2013, 01:16 AM
პოსტი #145


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მე მაინტერესებს ვეფხისტყაოსანში 1587 სტროფია თუ 1662?

არ დამითვლია...biggrin.gif

(სათაური გააკეთე ბიჯო!)
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Jan 27 2013, 06:13 PM
პოსტი #146


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



სასწავლო სისტემის და ალბათ მასწავლებლების ბრალია რომკ დღეს მოსწავლეების ნაწილს ეს გენიალური ნაწარმოები სძულს, თავის დროზე მეც მძულდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 12 2013, 06:10 PM
პოსტი #147


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



– ხინთიბიძე ელგუჯა ; ვეფხისტყაოსნის იდეურ – მსოფლმხედველობითი სამყარო ; თბილისი 2009 წელი


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Dec 12 2013, 06:14 PM
პოსტი #148


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



გუა შენი ფანი ვარ kiss1.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 12 2013, 06:15 PM
პოსტი #149


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



†სერგი†
ელდადი და მედადიც გაფანატდნენ ? biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Dec 12 2013, 06:19 PM
პოსტი #150


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



tongue.gif გაქადაგდნენ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2015, 11:12 PM
პოსტი #151


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აზრის მეუფე - რუსთაველი"

/ელგუჯა მაღრაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 5 2015, 10:46 PM
პოსტი #152


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი

რომში, ვილა ბორგეზეს ხელოვნების ბაღში, მსოფლიო კლასიკოს მწერლთა შორის შოთა რუსთაველის მონუმენტი...



2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 4 2016, 05:25 PM
პოსტი #153


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ პოემას სახარება ედო საფუძვლად. ის, რაც სახარებაშია, "ვეფხისტყაოსანში" უფრო დაწნეხილად არის გადმოცემული. ბევრი დაფარული და გაუხსნელია, ისე როგორც ბიბლიაში და არც იყო ავტორის მიზანი, ყველაფერი გახსნილიყო..."

/მამა გურამ ოთხოზორია
"კარიბჭე" N27, 2015, გვ.23-24/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 12 2016, 09:52 PM
პოსტი #154


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პოემას სახარება ედო საფუძვლად"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 28 2016, 10:38 PM
პოსტი #155


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უშურველია [გრივერ ფარულავა]. თუმც, ერთხელ შევნიშნე "შურიანი" აღტაცება კოლეგათა წრეში მცირე პურობისას, სადღეგრძელოში თქვა, წარმოგიდგენიათ, ვიღაცას (არც კი ვიცით, ვის), კურთხევად ეღირსა ბედნიერება - მის წიაღში "მოდუღდა" (ასე თქვა), მომწიფდა შოთა რუსთველი! მის დედას გაუმარჯოსო!.."

/ქეთევან გვაზავა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2016, 10:16 PM
პოსტი #156


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იოანეს სახელით შემონაზვნებული სათაყვანებელი შოთა რუსთაველი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2016, 01:27 PM
პოსტი #157


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



როდესაც ''ვეფხისტყაოსანზე'' ჩამოვარდება ლაპარაკი, აუცილებლად შეახსენეთ იქ მყოფ საზოგადოებას რომ:
- ახლანდელ რუსთაველის მოედანზე შოთა რუსთაველის ძეგლი სტალინის ბრძანებით აღმართეს
- უთხარით, რომ 1936 წელს სტალინის ბრძანებით მსოფლიომ ''ვეფხისტყაოსნის'' 750-ე წლისთავი აღნიშნა.
-ისიც უთხარით, რომ სტალინის ბრძანებით გადათარგმნეს პირველად ''ვეფხისტყაოსანი'' გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, იტალიურ, ყაზახურ, უზბეკურ, თურქმენულ, ყირგიზულ, აფხაზურ, ჩეჩნურ, ტაჯიკურ, ბელარუსულ და ებრაულ ენებზე.
- ისიც უთხარით, ოპონენტებს, რომ შალვა ნუცუბიძეს პოემის რუსულად თარგმანში თვით სტალინიც კი ''ეხმარებოდა'', გენერალსიმუსის ნათარგმნი 1402-ე სტროფი, ნუცუბიძესთან შედარებით დედანთან უფრო მიახლოებული იყო და წიგნებშიც სწორედ მისი ნათარგმნი შეიტანეს.
-არც იმის თქმა დაგავიწყდეთ, რომ პოემის თითო ეგზემპლარი ბელადმა ჩერჩილს, დე გოლს, ტრუმენს და ჰიტლერს უსახსოვრა.
(თ.მურაჩაშვილი)
/FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2016, 06:29 PM
პოსტი #158


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რუსთაველი XII საუკუნეში მოღვაწეობდა. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული ევროპული სამართალი დღევანდელი გაგებით. იმ დროს ბერძნული ფილოსოფიური აზროვნება იყო წინ წამოწეული. გავიხსენოთ რუსთაველის სიტყვები: "პლატონისგან სწავლა-თქმულსა". სწორედ პლატონის ფილოსოფიას ეყრდნობოდა რუსთაველი, როცა ამბობდა: "ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად". აქ ორი აზრია გამოხატული: პირველი, ყოფილა ორგვარი სამართალი, უსამართლო და მეორე, - მართალი სამართალი. სამართალი გვაქვს მაშინ, როდესაც გვაქვს კანონი. მაგრამ კანონი ყოველთვის არ გულისხმობს "მართალ სამართალს". ბევრი ამ საკითხში ვერ ერკვევა და ამიტომ ხშირად ისმის ასეთი გამოთქმა: "კანონის უზენაესობა", მაშინ როდესაც უნდა ითქვას - "სამართლიანი კანონის უზენაესობა".

/ოთარ გამყრელიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2016, 07:19 PM
პოსტი #159


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პირველი ცნობა ჯვრის მონასტერში შემორჩენილი შოთა რუსთაველის ფრესკის შესახებ ეკუთვნის ტიმოთე გაბაშვილს. 1845 წელს რუსთაველის პორტრეტული გამოსახულება ფანქრით გადმოუღია ნიკო ჩუბინაშვილს. იგი ქართველი დიდებულისთვის დამახასიათებელ საერო ტანსაცმელშია. მხარზე მოსხმული აქვს ყარყუმის ბეწვისსაყელოიანი მეწამული მანტია. თავზე შავით გაწყობილი თეთრი ქართული ქუდი ახურავს და მუხმოდრეკილი და ხელაპყრობილი დგას ეკლესიის დიდი მამების - მაქსიმე აღმსარებლისა და იოანე დამასკელის წინაშე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 28 2016, 09:05 AM
პოსტი #160


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვეფხისტყაოსანში" საკუთრივ სიტყვა "ღმერთი" ორასზე მეტჯერაა ნახმარი (გარდა იმ მრავალი შემთხვევისა, როდესაც უზენაესი არსება სახელდებით არ იხსენიება, მეტაფორებით, შედარებით ან რომელიმე ატრიბუტითაა მინიშნებული) ...რუსთველისთვის არსებობა საერთოდ ვერც მოიაზარება ღმერთის გარეშე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:42 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი