სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სალოსი "ქრისტესთვის სულელი", სალოსი, მისი ღვაწლი და სალოსთა ცხოვრების ეპიზოდები |
თემო |
Jan 31 2008, 01:40 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ამ თემაში სურვილი მაქვს ვისაუბროთ სალოსობის ფენომენზე
სალოსობა წარმოადგენს ერთგვარ სახეს ქრისტიანულ მოღვაწეობისას. თანახმად წმ. მოციქულის პავლეს სიტყვისა "უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქვენ შორის ამა სოფელსა- სულელ იქმენინ, რათა იყოს იგი ბრძენ" (1კორ. 3.18) ზოგიერთნი ფრიად ბრძენნი მოღვაწენნი იჩემებდნენ სულელობას (სალოსობას) ქრისტესათვის და მოურიდებლად და კადნიერად ამხილებდნენ ყოველგვარ სიბილწეს და უსჯულოებასა. სალოსობა დაიწყო ეგვიპტეში მეოთხე საუკუნის გასულს. წმ. ანდრიას გარდა სალოსთა შორის შესანიშნავი იყვნენ წმ. დანიელი (489წ.) წმ. სვიმეონ ასური (560წ.) "არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩია ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩია რათა არცხვინოს ძლიერთა; და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩია ღმერთმან და არა არსნი იგი, რაითა არსნი იგი განქარვნეს" (1 კორ.1,27-28) ეს სიტყვები აღმოჩნდა გზამკვლევი მთელი სამოღვაწეო ტრადიციისათვის , რომელიც არსებობს მაცხოვრიდან მოაქჟამამდე. |
თემო |
Jan 31 2008, 02:21 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ცნება "ქრისტესათვის სულელი" რუსეთში დაახლოებით X საუკუნეში შემოვიდა და შემოჰყვა სლავურად თარგმნილ სახარებებს, მათ რიცხვში მოციქულ პავლეს ეპისტოლეებს. სწორედ მან, წარმართთა მოციქულმა, პირველმან ქრისტიან ავტორთა შორის განმარტა ეს ცნება და დაამტკიცა ადამიანთა ქცევის ასეთი ტიპი, როგორც არსით რელიგიური.
ჭეშმარიტი არსი სალოსობისა მიუწვდომელია "დაღუპულთათვის"- "ხორციელად ბრძენთათვის", რამეთუ წერილ არს: "წარვსწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთა და მეცნიერება იგი მეცნიერთა შევურაცხ-ვყო" (1 კორ.1,19)- იმოწმებს მოციქული პავლე წინასწარმეტყველ ისაიას. |
თემო |
Jan 31 2008, 02:56 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
იმისათვის რომ უფრო გაუსვას ხაზი სალოსოსბის ქრისტეცენტრულობას, როგორც რელიგიური ქცევის ტიპს, მოციქული პავლე ქმნის სიტყვიერ ფორმულას - "ჩვენ სულელ ქრისტესთვის" (1 კორ.4,10) რომელიც მრავალი საუკის განმავლობაში გახდა განმსაზღვრელი წმინდანობის მთელი მიმართულებისა. მიმართავს რა კორინთელთა თემს, რომელთაგან უკვე მრავალი გაამპარტავნდა თავისი სულიერი სიბრძნით, მოციქული უჩვენებს მის საგანთა რეალურ არსს: "ჩუენ სულელ ქრისტესათვის, ხოლო თქვენ ბრძენ ქრისტეს მიერ ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ; მგმობარეთა ჩუენთა ულოცავთ; ვითრცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით ყოველთა ნასახურ მოაქამდე" (1 კორ. 10-13)
სრულიად განსხვავებული ზომები მიიღო სალოსთა მიმართ თაყვანისცემამ რუსულ მიწაზე. რუსი ისტორიკოსი გიორგი ფედოტოვი ასე წერს ამის შესახებ "საოცარი სიმრავლე "ქრისტესათვის სულელთა ანუ "ნეტართა" უძნელესი ღვაწლის გამო სალოსობა რუს ხალხში მიჩნეულია განსაკუთრებულად პატივდებულად უფალ იესო ქრისტეს მიერ. რუსულ ეკლესის ჰყავს წმიდა ნეტართა და ქრისტესათვის სულელთა მთელი დასი. ესენია: პროკოპი და იოანე მოსკოველები, ისიდორე როსტოველი და ქსენია პეტერბურგელი, ცნობილი სალოსი ორლოველი ხუცესი ათანასე ანდრეას ძე საიკო |
taicko |
Mar 9 2008, 06:33 PM
პოსტი
#4
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 80 რეგისტრ.: 8-March 08 წევრი № 4,112 |
ხო..სალოსობაზე რაღაც გამიგია.
მგონი სპეციალური კურთხევაა საჭირო და საუბარი სერიოზული მოძღვართან.საპასუხისმგებლო ნაბიჯია.და ძაან რთული. |
სერგი |
Mar 16 2008, 12:46 PM
პოსტი
#5
|
ივერიელი ჯგუფი: Members პოსტები: 279 რეგისტრ.: 16-September 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 2,750 |
Блаженный Симон Юрьевецкий
ამ სალოს მამაზე რაიმე ინფორმაციის მოწოდება თუ შეგიძლიათ ქართულად დიდად გამახარებთ -------------------- Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------ რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37) |
taicko |
Apr 25 2008, 11:10 AM
პოსტი
#6
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 80 რეგისტრ.: 8-March 08 წევრი № 4,112 |
მამა გაბრიელი სალოსი იყო?
თუ იცის ვინმემ.. |
სერგი |
Apr 25 2008, 05:35 PM
პოსტი
#7
|
ივერიელი ჯგუფი: Members პოსტები: 279 რეგისტრ.: 16-September 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 2,750 |
ციტატა მამა გაბრიელი სალოსი იყო? თუ იცის ვინმემ.. კი როგორც ვიცი სალოსობდა -------------------- Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------ რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37) |
zeppelin |
Apr 27 2008, 09:11 AM
პოსტი
#8
|
იეღოვას მოწმე ჯგუფი: Members პოსტები: 1,380 რეგისტრ.: 9-December 06 მდებარ.: კაშმირი წევრი № 659 |
taicko
კი სალოსია |
abo |
Apr 27 2008, 02:49 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
სალოსობა ჩემი აზრით მკაცრად უარყოფაა ადამიანური სისუსტეებისა როგორც ფიზიკურად , სხეულებრივად, ასევე ფსიქიკით და ეგოცენტრიზმით. ეს უდიდესი მსხვერპლია უფლისათვის.
ისე იქნებ განსაზღვრებაც იყოს სადმე სალოსობის? -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
კავკასიელი |
Apr 29 2008, 05:44 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 147 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 677 |
კი როგორც ვიცი სალოსობდა მამა გაბრიელი სალოსი იყო, სალოსობა ძალიან ძნელია და ყველას არ შეუძლია, მხოლოდ ერთეულებს -------------------- "უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის?" (ფსალმუნი 26;1)
|
მნათე |
May 2 2008, 12:05 AM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მოკლედ, იქნებ ვინმემ გამარკვიოთ საიდან იღებს ეს ტრადიცია სათავეს, რატომ შეიწყნარა ეკლესიამ და რატომ ხდება სულელური ქცევის, გინებისა და ბევრი სხვა რამის გამამართლებელი?
ხომ არ ატარებს იგი მაზოხისტურ ნიშნებს? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
May 2 2008, 12:10 AM
პოსტი
#12
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მნათე
რამდენადაც მახსოვს (და მგონი სწორად მახსოვს) სალოსობაზე თვითონ ღმერთისგან ჰქონდათ მოწოდება და მითითება ჩვენთვის ცნობილ სალოს წმინდანებს. ამიტომ კითხვა: რატომ იწყნარებს ეკლესია და რატომ არ ითვლება მაზოხიზმად, უკვე უადგილოა. ეკლესია იწყნარებს ყველაფერ იმას, რაც ღმერთისგან მოდის. სალოსობაზე მამა ანდრიამ უპასუხა კარგად კითხვების განყოფილებაში: სალოსი ეწოდება ადამიანს, რომელიც ღმრთის სადიდებელად და საკუთარი ცოდვილობისა და ვნებულობის დასაძლევად ნებით იღებს სულელის სახეს, ცხოვრობს და იქცევა როგორც სულელი. ასეთი ცხოვრებით ადამიანი ებრძვის ამპარტავნებას, რომელიც არის ცოდვათა დედა. სარწმუნოების და სულიერი წარმატებისდა მიხედვით ასეთ ადამიანს ღმრთისაგან შეიძლება მიემადლოს სხვადასხვა ნიჭი სულიწმიდისა. სალოსები ხშირად წინასწარმეტყველებდნენ, კურნავდნენ. ძალიან ხშირად ისინი თავისი თითქოსდა სულელური ქცევით ამხელდნენ ძლიერთ ამა ქვეყნისა. სალოსური ღვაწლი სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ უმძიმესად. ადამიანებს გვაქვს რაღაც წარმოდგენები საკუთარ ღირსებაზე, პრეტენზია საზოგადოებაში რაღაც ადგილზე. ამ ადამიანური „ღირსების“ დაცვაში ჩვენ ხშირად შეურაცხვყოფთ ნამდვილ ღირსებას ადამიანისა - ღმრთის ხატებას. სალოსი უარს ამბობს ყოველგვარ ღირსებაზე, რათა სიწმიდეში დაიცვას მთავარი - ხატება ღმრთისა. უნდა ითქვას, რომ ეკლესია ძალიან ფრთხილად ეკიდება სალოსობას, რადგან მისით შესაძლოა არათუ დაითრგუნოს ამპარტავნება, არამედ გაღრმავდეს, ხიბლში ჩავარდეს „მოღვაწე“ და საბოლოოდ დაიღუპოს. დღესაც შეიძლება შეგვხდნენ ადამიანები, რომლებიც სალოსობას ცდილობენ. მათთან ურთიერთობისას, ვინც ტვირთულობს სალოსობის ღვაწლს, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რადგან შესაძლოა ერთ-ერთი მოხიბლულის გავლენის ქვეშ აღმოვჩნდეთ. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა უნდა შევათანხმოთ სულიერ მოძღვართან, სულიერ ცხოვრებაში გამოცდილ ადამიანთან, რათა არც თვითონ შევცდეთ და არც სხვას ვექცეთ დაღუპვის საშუალებად. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
May 2 2008, 12:18 AM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რამდენადაც მახსოვს (და მგონი სწორად მახსოვს) სალოსობაზე თვითონ ღმერთისგან ჰქონდათ მოწოდება და მითითება ჩვენთვის ცნობილ სალოს წმინდანებს. ამიტომ კითხვა: რატომ იწყნარებს ეკლესია და რატომ არ ითვლება მაზოხიზმად, უკვე უადგილოა. ეკლესია იწყნარებს ყველაფერ იმას, რაც ღმერთისგან მოდის. მაგრამ ალბათ ეკლესიას უნდა ჰქონდეს დამადასტურებელი განმარტება იმის შესახებ, თუ საიდან იცის რომ ღმერთისგან მოდის, განა სწორედ მის მიზანს არ წარმოადგენს ყოველივესთვის ნათელის მოფენა? უადგილოს ვერაფერს ვხედავ კითხვაში, რომელიც მიმართულია სავსებით მკვეთრად გამოხატული ქცევისადმი, რომელსაც სულელურს ეძახიან და ქრისტესად მიაჩნიათ, ვფიქრობ ამ კონტექსტში სულელის გვერდზე მაზოხისტურის შემოტანა და კითხვით ფორმაში დამრგვალება არც თუ გასაკვირი რამ არის... ციტატა სალოსი ეწოდება ადამიანს, რომელიც ღმრთის სადიდებელად და საკუთარი ცოდვილობისა და ვნებულობის დასაძლევად ნებით იღებს სულელის სახეს, ცხოვრობს და იქცევა როგორც სულელი. ე.ი ეს არის წესი არა? ისევე როგორც მაგალითად მონაზვნობა... რადგან ცხოვრების განსხვავებულ ფორმასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ხომ შეიძლება სალოსობაში ჩაუხედავი ადამიანი დაბრკოლდეს? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გიორგი |
May 2 2008, 12:24 AM
პოსტი
#14
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მნათე
ციტატა საიდან იღებს ეს ტრადიცია სათავეს პავლე მოციქულის ცნობილი ნათქვამიდან, რომ ჩვენ ვართ სულელნი ქრისტესთვის (თანამედროვე ქართულით). "10. ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ - ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ - უძლურნი, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ - დიდებულნი, ჩვენ კი - გინებულნი" (პირველი კორინთელთა მიმართ, 4-10) ეს ნაწილობრივ აგრეთვე არის იმის გამოხატულებაც, რომ, როგორც ანტონი დიდს აქვს ნათქვამი დადგება დრო, როდესაც ხალხი მოიქცევა, როგორც გიჟიო. პირველი სალოსები გამოჩნდნენ დაახლოებით მე-4 საუკუნეში. ძირითადი გაქანება რუსეთში ჰქონდა სალოსობას, მაგრამ თვითონ სიტყვა ბერძნულია. ციტატა ხომ არ ატარებს იგი მაზოხისტურ ნიშნებს? გარეგნულად "ოდნავ" კი თუმცა ისევე, როგორც ყველაფერში აქაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საბოლოო მიზანს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მნათე |
May 2 2008, 12:27 AM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
აი, რას იგონებს სამთავროს წმინდა ნინოსა და ანტიოქიის დედათა მონასტრების სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე):
ახლადაღკვეცილი ბერი ვიყავი და დიდი სურვილი მქონდა რჩევა--დარიგება მიმეღო ისეთი ბერისაგან, როგორიც მამა გაბრიელი იყო. შეუძლოდ გრძნობდა თავს და სენაკში იწვა. იმ სიტუაციაში მას სალოსობა არ ეტყობოდა. სერიოზულად მაძლევდა დარიგებეს, როგორი უნდა იყოს ბერი..... შემდეგ მოუხმო დედებს და ტრაპეზი გააწყობინა. მოთხოვა “პროფესორი” (იგულისხმება შავი ღვინო), მომაწოდა ერთი ჭიქა და მაკურთხა დამელია “დო დნა”. კურთხევა შევასრულე. მას შემდეგ ჭიქის დალევა აღარ შემოუთავაზებია..... ამ საუბარში, ვიყავით გართული, როცა ორმა ქალბატონმა ლოცვა თქვა კართან. ბერმა აკურთხა, შემოსულიყვნენ. მათ ღვეზელები მოუტანეს და სიხარულით აღნიშნეს, რომ საკუთარი ხელით გამოუცხვეს. გავიგეთ, რომ ავად ბრძანდებითო – უთხრეს..... ეტყობოდა ორიდან ერთ-ერთი ქალბატონი არ იცნობდა ბერს, სთხოვა ხელი მათხოვეო. მამა გაბრიელმა გადმომხედა და გაიღიმა: “რათ უნდა ახლა ამას ჩემი ხელი?!” ქალბატონმა მოწიწებით მოკიდა ხელზე ხელი და დაუწყო შელოცვა. თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა. უცბად ბერმა დაიქუხა: “ ხელი გამიშვი, შენ არ იცი, რომ მე ბერი ვარ? რას მეთომარები! გაეთრიეთ ორთავენი აქედან, ჩაალაგეთ თქვენი ღვეზელები და გაეთრიეთ.” მათ ისე შეეშინდათ, აღარ იცოდნენე რა ექნათ, საშინლად დაიბნენ, დაეცნენ მუხლებზე და დაუწყეს თხოვნა, შეგვინდეთ მამა გაბრიელ! ბერი კი იგივეს იმეორებდა: “ჩაალაგეთ თქვენი ღვეზელები და გაეთრიეთ აქედან, არ წამომაყენოთ ფეხზე.” ის ქალბატონი, რომელიც იცნობდა ბერს, შეეხვეწა ღვეზელები მაინც დაიტოვეთო, მაგრამ ამაოდ. შეგიძლიათ აქ ვინმემ ქრისტე დამანახოთ? ციტატა "10. ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ - ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ - უძლურნი, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ - დიდებულნი, ჩვენ კი - გინებულნი" (პირველი კორინთელთა მიმართ, 4-10) ამ თავის ეგზეგეზა თუ შეიძლება, რამდენადაც მივხვდი პავლე საუბრობს სხვების მიერ დანახულ ქრისტიანებზე.... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
May 2 2008, 12:32 AM
პოსტი
#16
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა შეგიძლიათ აქ ვინმემ ქრისტე დამანახოთ? საქმეც ისაა, რომ შენ შეიძლება ვერ დაინახო მანდ ქრისტე, მაგრამ შენ არ იცი იმ ქალების სულიერი მდგომარეობა. მათ ალბათ სწორედ ასეთი შერისხვა სჭირდებოდათ. გააჩნია რა მოძრაობები გამოიწვია ამ ყველაფერმა იმ ქალების გულში. აქ როგორც ჩანს - შიში. და ეს შიში ალბათ მათთვის ყველაზე კარგი წამალი იყო იმ მომენტში. სალოსობის სპეციფიკურობა სწორედ იმაშია, რომ სხვები ვერ ხვდებიან ნამდვილ არსს. ანუ სალოსი რომ რაღაცას აკეთებს, იმას შეიძლება მიხვდეს მარტო ერთი ადამიანი (ვისთვისაცაა ეს საქციელი განკუთვნილი) და მეტი ვერავინ. შეიძლება ვიღაცის თვალში მისი საქციელი უცნაური იყოს, მაგრამ ვიღაცისთვის მომაქცეველი. სალოსი წმინდანების ცხოვრება რომ წაიკითხო, შეიძლება იქაც ვერ დაინახო შენ ქრისტე. მაგრამ ალბათ დამეთანხმები, წმინდანებად ეკლესია არავის შერაცხავდა ისე უბრალოდ... ჩემზე და შენზე ჭკვიანებმა (უფრო სწორად, სულიერებმა) დაინახეს იქ ქრისტე -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
May 2 2008, 12:39 AM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა საქმეც ისაა, რომ შენ შეიძლება ვერ დაინახო მანდ ქრისტე, მაგრამ შენ არ იცი იმ ქალების სულიერი მდგომარეობა. მათ ალბათ სწორედ ასეთი შერისხვა სჭირდებოდათ. ბატონო? რა დააშავეს სხვა სულით სამკურნალოებმა, რომლის გვერდზე სალოსი არ აღმოჩნდა? ციტატა გააჩნია რა მოძრაობები გამოიწვია ამ ყველაფერმა იმ ქალების გულში. აქ როგორც ჩანს - შიში. და ეს შიში ალბათ მათთვის ყველაზე კარგი წამალი იყო იმ მომენტში. შიში ოდესმე შეიძლება აღმოჩნდეს წამალი? და შენ ფიქრობ რომ ბერის ქცევა წმიდა წყლის მისია იყო და არა გაავება? ციტატა შეიძლება ვიღაცის თვალში მისი საქციელი უცნაური იყოს, მაგრამ ვიღაცისთვის მომაქცეველი. იმდენად უცნაური, რომ ეკლესიას სამუდამოდ დაშორდეს არა? ციტატა სალოსი წმინდანების ცხოვრება რომ წაიკითხო, შეიძლება იქაც ვერ დაინახო შენ ქრისტე. მაგრამ ალბათ დამეთანხმები, წმინდანებად ეკლესია არავის შერაცხავდა ისე უბრალოდ... საქმეც მაგაშია, მე ვცდილობ ეკლესიის ცხადი პოზიცია მოვისმინო... ნაცვლად ეზოთერიული მითითებებისა იმის შესახებ, რომ რაღაც რომელიც განცხადებულია ერთი ადამიანისთვის, დასამალია ჩემთვის... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
May 2 2008, 12:40 AM
პოსტი
#18
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მამა გაბრიელზე მოვიყვან ერთ მაგალითს, რომელიც მოძღვრისგან მსმენია. ერთხელ მამა გაბრიელთან მოსული იყო ვიღაც ქალი, რომელსაც მამა გაბრიელმა ისეთი რაღაცეების ლაპარაკი დაუწყო, რომ გარშემო ყველა გაოგნდა. თან საუბრობდა, როგორც საკუთარ თავზე და ამბობდა საშინელებებს. როგორც მერე აღმოჩნდა, მამა გარიელი იმ ქალის აზრებს ამბობდა და ამით ისე ამხელდა, რომ მარტო ის ქალი ხვდებოდა რა ხდებოდა სინამდვილეში. სხვები ამას სულ სხვანაირად აღიქვამდნენ, მაგრამ იმ ქალისთვის ნამდვილი წამალი იყო მხილების სახით მიცემული.
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მარიამი |
May 2 2008, 12:50 AM
პოსტი
#19
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა ბატონო? რა დააშავეს სხვა სულით სამკურნალოებმა, რომლის გვერდზე სალოსი არ აღმოჩნდა? მათ სხვა ვიმეს გაუგზავნიდა უფალი ციტატა შიში ოდესმე შეიძლება აღმოჩნდეს წამალი? და შენ ფიქრობ რომ ბერის ქცევა წმიდა წყლის მისია იყო და არა გაავება? კი, და ძალიან ხშირადაც პირადად ჩემთვისაც კი ყოფილა ზოგჯერ შიში წამალი ზუსტად მასე ვფიქრობ: მისია იყო და არა გაავება. დაგიმტკიცო? მოდი, შენ დამიმტკიცე ჯერ საწინააღმდეგო ციტატა იმდენად უცნაური, რომ ეკლესიას სამუდამოდ დაშორდეს არა? სალოსის ქცევით ეკლესიას არავინ დაშორდება. თუნდაც იმ სალოსის ლოცვით და თუ დაშორდება, ეგ სალოსის ბრალი არ იქნება. ე.ი. ის სხვა რამის გამოც დაშორდებოდა ეკლესიას. ციტატა საქმეც მაგაშია, მე ვცდილობ ეკლესიის ცხადი პოზიცია მოვისმინო... ნაცვლად ეზოთერიული მითითებებისა იმის შესახებ, რომ რაღაც რომელიც განცხადებულია ერთი ადამიანისთვის, დასამალია ჩემთვის... და შენ ფიქრობ, რომ შენთვის ყველაფერი გასაგები შეიძლება იყოს? მნათე შენ რომ მამა გაბრიელის გვერდით ყოფილიყავი აუცილებლად გიწამლებდა მნათეზე არ ვამბობ, მაგრამ მამა გაბრიელი კი არა, ქრისტე ღმერთი ვერ უწამლებს ზოგს, ისეა გაქვავებული სახარებაშიც ხომ წერია: უფალმა ნაზარეთში ვერ აღასრულა ბევრი სასწაული მათი ურწმუნოების გამოო... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
გიორგი |
May 2 2008, 01:04 AM
პოსტი
#20
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
მნათე
ციტატა ამ თავის ეგზეგეზა თუ შეიძლება, რამდენადაც მივხვდი პავლე საუბრობს სხვების მიერ დანახულ ქრისტიანებზე.... ვერ ვიპოვე... თუმცა კონკრეტული განმარტება შენ სწორ პასუხს ვერ მოგცემდა, რადგან ეს მხოლოდ ტრადიციაა. არ არსებობს სალოსად კურთხევის რაიმე კანონიკური წესი. ტრადიციის მიზანშეწონილობას კი საზღვრავს მისი შედეგი, რაც თავის მხრივ ძალიან პირობითია. ასე ვერ იტყვი სალოსობა კარგია თუ ცუდი, რადგან ის მოღვაწეობის ფორმაა, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თუ რა გადაწონის, კონკრეტული პოზიტიური მხარე თუ ნეგატიური. სალოსი, რომელიც ბევრს იგინება, ლოთობს და ა.შ. შეიძლება დაბრკოლებაში აგდებს მრევლს, მაგრამ ამავდროულად დადებით საქმესაც აკეთებს, რაღაც კუთხით. იმის შეფასება ძალიან ძნელია თუ ვინ ვინ არის. ცხადია სალოსობა არაფრის გარანტია არაა. თუმცა ისტორია გვაჩვენებს, რომ უამრავი სალოსია წმინდანად შერაცხული, თავის მხრივ ეს არ ნიშნავს, რომ სალოსობა იდეალური მოღვაწეობის წესია, ეგრე ერისკაცებიც არიან წმინდანად შერაცხული. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი