IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> ზნეობა სქესობრივ ურთიერთობათა სფეროში, გავავლოთ ზღვარი სქესობრივ მორალს შორის
death
პოსტი Sep 5 2009, 02:13 AM
პოსტი #1


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ამ თემას ვაქვეყნებ აქ, რადგან ღვთისმეტყველებაში ერთი-ორის გარდა არავინ წაიკითხავს biggrin.gif

პროლოგის სახით ავტვირთავ ჩემი ერთერთი საყვარელი ქრისტიანი მწერალის - კლაივ სთეიფლ ლუისის, მოსაზრებას ამ საკითხზე

ტექსტი დიდი არაა, ამიტომ კარგი იქნება თუ ყველა წაიკითხავთ...

განვიხილოთ, თუ როგორ უდგება ქრისტიანული მორალი სქესობრივი ურთიერთობის საკითხს და რას ნიშნავს ის სათნოება, რომელსაც ქრისტიანული უბიწოება ეწოდება. იგი არ უნდა ავურიოთ თავმდაბლობის, წესიერების, ზრდილობის საზოგადოებრივ წესებთან. წესიერების ნორმები განსაზღვრავს, თუ მოცემულ საზოგადოებაში რა ზომამდე შეიძლება ადამიანის სხეულის გაშიშვლება, რა თემებზე შეიძლება საუბარი და რა სიტყვების ხმარებაა დასაშვები. ქრისტიანული უბიწოების წესი ყველა დროის ქრისტიანისთვის ერთი და იგივეა, წესიერების ნორმები კი - ცვალებადი. ლამის შიშველი ქალი წყნარი ოკეანიის კუნძულებიდან და ვიქტორიას ხანის ლედი, ნიკაპიდან კოჭებამდე კაბა რომ აცვია, მათ წრეში მიღებული საზომების მიხედვით შეიძლება ერთნაირად მიიჩნეოდნენ წესიერებად, თავმდაბლებად, ზრდილობიანებად. ასევე, დამოუკიდებლად ჩაცმულობისა, ორივე მათგანი შეიძლება ჩაითვალოს უბიწოდ (ან პირიქით). ზოგიერთი სიტყვა და გამოთქმა, შექსპირის დროის ზნეკეთილი მანდილოსნები რომ იყენებდნენ, მეცხრამეტე საუკუნეში მხოლოდ თავაშვებული ქალებისაგან შეგეძლოთ მოგესმინათ. როცა ადმიანები მათ საზოგადოებაში მიღებული წესიერების კანონებს არღვევენ, რათა თავიანთ თავში ან სხვაში ავხორცი ვნება აღძრან, მაშინ ისინი უბიწოების მოთხოვნას ეწინააღმდეგებიან. მაგრამ თუ ეს უვიცობით ან დაუდევრობით მოსდით, მაშინ ამით მხოლოდ ცუდ აღზრდას ავლენენ. ხშირად შეგნებულად იქცევიან ასე, რათა სხვები გააოგნონ ან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენონ. მაგრამ ეს აუცილებლად მათ ბიწიერებას არ ნიშნავს. ეს უფრო იმაზე მეტყველებს, რომ მოკლებულნი არიან სიკეთეს, რადგანაც მხოლოდ ავ კაცს სიამოვნებს, სხვას რომ უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. არა მგონია, ქცევის მეტისმეტად მომთხოვნი და მკაცრი ნორმები უბიწოებას მოწმობდეს ან შეეწეოდეს მას. ამიტომ ჩემი ცხოვრების მანძილზე ამ ნორმების მნიშვნელოვანი გამარტივება და შემსუბუქება დადებით მოვლენად მიმაჩნია. მაგრამ მოცემულ ეტაპზე სხვადასხვა ასაკისა და სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთსა და იმავე ნორმებს არ ცნობენ, რის გამოც იქმნება გაუგებრობა. ვფიქრობ, სანამ ეს გაუგებრობა ძალაშია, ძველი თაობის ადამიანები ან ისინი, ვინც ძველი ყაიდის შეხედულებებს იზიარებენ, ძალიან უნდა გაფრთხილდნენ, რომ ახალგაზრდებს ან „ემანსიპირეპულ ადამიანებს“ გარყვნილება არ მიაწერონ, თუ ეს უკანასკნელნი ძველი საზომების მიხედვით წესიერად არ იქცევიან. სამაგიეროდ, არც ახალგაზრდებმა უნდა მიიჩნიიონ უფროსები ჩამორჩენილებად და პურიტანებად იმის გამო, რომ ადვილად ვერა ჰგუობენ ქცევის ახალ წესებს. მრავალი პრობლემა გადაიჭრება, თუ ნამდვილად მოისურვებ, სხვებში ყველა მათი დადებითი თვისება შეამჩნიო და შეეცდები მათ თავი კარგად იგრძნონ.

უბიწოება ყველაზე ნაკლებ პოპულარული ქრისტიანული სათნოებაა. მას ვერსად გაექცევი. ძველი ქრისტიანული წესი ამბობს: ან იქორწინე და დაიცავი სრული ერთგულება მეუღლისა, ან დაიცავი სრული უბიწოება. ეს იმდენად ძნელია და იმდენად ეწინააღმდეგება ჩვენს ინსტინქტებს, რომ იფიქრებ, ან ქრისტიანობა ცდება, ან ამჟამინდელ ეტაპზე გადაგვარებული გვაქვს სქესობრივი ინსტინქტები. ან ერთი ან მეორე. მე, რა თქმა უნდა, როგორც ქრისტიანი ვფიქრობ, რომ გადაგვარებული გვაქვს ინსტინქტები.

ასე რომ ვიფიქრო, სხვა საფუძველიც მაქვს. სექსის ბიოლოგიური მიზანია ახალი თაობის შექმნა, ისევე როგორც საკვების მიღების მიზანია ორგანიზმის შენახვა. თუ ვჭამთ, როცა მოგვინდება და რამდენიც მოგვინდება, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი ჩვენგანი ძალიან ბევრს ჭამს, მაგრამ კატასტროფულად ბევრს მაინც არა. ერთმა კაცმა შეიძლება ჭამოს ორი კაცის ულუფა, მაგრამ ათის ულუფას მაინც ვერ მოერევა. მადა წინ უსწრებს თავის ბიოლოგიურ დანიშნულებას, მაგრამ არა უზომოდ. ხოლო ახალგაზრდა კაცი თუ თავის სქესობრივ მადას აჰყვა, იმდენ სქესობრივ აქტს ჩაატარებს, რომ ყოველი მათგანის შედეგად თუ თითო ბავშვი დაიბადა, ათ წელიწადში ერთ პატარა სოფელს დაასახლებს. ამგვარი მადა არ ეთანადება მის ბიოლოგიურ ფუნქციას.

ან განვიხილოთ სხვა მხრიდან. ურიცხვი ადამიანი იყრის თავს სტრიპტიზის წარმოდგენაზე იმის სანახავად, თუ როგორ შიშვლდება ქალი სცენაზე. დავუშვათ, რომელიმე ქვეყანაში ჩახვედით და ნახეთ, რომ თეატრი სავსეა ხალხით. სცენაზე შემოაქვთ თავდახურული ჭურჭელი, მერე ამ ჭურჭელს თანდათანობით ეხდება ხუფი და ბოლოს, სინათლის ჩაქრობის წინ, მზერას წარმოუდგება ცხვრის კატლეტი ანდაც შაშხის ნაჭერი. განა არ იფიქრებდით, რომ ამ ქვეყანაში ხალხს ჭამის მადა გაუკუღმართებია? ჰოდა, სხვა სამყაროში აღზრდილ კაცს სცენაზე სტრიპტიზი რომ ეხილა, განა არ იფიქრებდა, რომ სქესობრივი ინსტინქტები გაუკუღმართებული გვაქვს?

ერთმა კრიტიკოსმა შენიშნა, რომ, თუ ნახავდა ქვეყანას, სადაც ცხვრის კატლეტის სტრიპტიზი პოპულარობით სარგებლობს, იფიქრებდა, რომ იმ ქვეყანაში შიმშილობაა. ცხადია, ამით იმის თქმა უნდოდა, რომ ისეთი მოვლენა, როგორიც სტრიპტიზია, შედეგია არა სქესობრივი გარყვნილებისა, არამედ - სქესობრივი შიმშილისა. მე ვეთანხმები იმაში, რომ თუ რომელიმე უცხო ქვეყანაში ადამიანები ცხოველ ინტერესს იჩენენ კატლეტის აღნიშნული სტრიპტიზისადმი, ეს შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ იმ ქვეყანაში შიმშილობაა. მაგრამ ამ ჩვენი ჰიპოთეზის შესამოწმებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ და გავარკვიოთ, მართლა აკლიათ თუ არა იმ ქვეყანაში საჭმელი. თუ დადასტურდა, რომ საჭმელი არ კლებიათ, მაშინ შიმშილის ჰიპოთეზაზე ხელი უნდა ავიღოთ და სხვა რამ მოვიფიქროთ. ასევე, სანამ სქეობრივ შიმშილს სტრიპტიზის მიზეზად გამოვაცხადებდეთ, გამოვარკვიოთ, აჭარბებს თუ არა ჩვენი ეპოქა სქესობრივი თავშეკავებულობით გარდასულ ეპოქებს, როცა სტრიპტიზი არ არსებობდა. ეჭვი არაა, არ აჭარბებს. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებმა მკვეთრად გაზარდა სქესობრივ ურთიერთობათა ინტენსივობა როგორც ქორწინებაში, ისე მის გარეთ. წარმართობის შემდგომ ყველა საუკუნესთან შედარებით საზოგადოებრივი აზრი გაცილებით შემწყნარებელი გახდა როგორც უკანონო, ისე გაუკუღმართებული ურთიერთობებისადმი. სქესობრივი შიმშილის ჰიპოთეზა ერთადერთი შესაძლებელი ახსნა არ არის. ყველას მოეხსენება, რომ სქესობრივ მადას, როგორც ყველა სხვა მადას, მოჭარბებულობაც ზრდის. მშიერი მართლაც ბევრს ფიქრობს საჭმელზე, მაგრამ ასეა მსუნაგიც. ღორმუცელასაც და დამშეულსაც უყვართ სასიამოვნო გამღიზიანებლები.

არსებობს მესამე ახსნაც. ძალიან ცოტას ნახავთ ადამიანს, ვისაც იმის ჭამა სურს, რაც, ჩვეულებრივ, საკვებად არ იხმარება ან კიდევ საჭმელს რაღაც სხვა დანიშნულებით იყენებს. მოკლედ, რაც ჭამას შეეხება, გემოვნების გაუკუღმართება იშვიათია. სქესობრივი ინსტინქტის გადაგვარების შემთხვევები კი ურიცხვია, ძნელად განკურნებადი და თავზარდამცემი. ვწუხვარ, რომ ამგვარ დეტალებში ვიჭრები, მაგრამ სხვაგვარად არ ხერხდება. იძულებული ვარ ეს ვაკეთო, რადგან ბოლო ოცი წელი სექსის შესახებ მაგარ-მაგარი ტყუილებით გვკვებავენ. ყელში ამოსვლამდე გვიმეორებენ, რომ სქესობრივი ლტოლვა ისეთივე ბუნებრივია, როგორიც სხვა რომელიმე სასიცოცხლო ლტოლვა და როგორც კი უარს ვიტყვით ამ ლტოლვის ჩახშობის სულელურ ვიქტორიასეულ იდეაზე, ჩვენი ცხოვრება ლამაზი და საამური შეიქნება. ეს სიცრუეა. ამაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია, პროპაგანდისგან პირი იბრუნოთ და ფაქტებს გადახედოთ.

თქვენ გეჩიჩინებიან, რომ სქესობრივი ურთიერთობანი გადაგვარდა იმის გამო, რომ მას თრგუნავენ. მაგრამ, ბოლო ოცი წელია, სექსს აღარავინ თრგუნავს. ამაზე ლაპარაკით ყურები წაიღეს. მაგრამ საქმე მაინც ვერ მოგვარდა. თუ უბედურების თავი და თავი სქესობრივ ლტოლვათა დათრგუნვა იყო, მაშინ თავისუფლებას პრობლემა უნდა გადაეწყვიტა. ეს კი არ მომხდარა. ჩემი აზრით, ყველაფერი პირიქითაა. ვფიქრობ, რომ ადამიანებმა დასაბამითგანვე დაიწყეს სქესობრივი ლტოლვის შეზღუდვა, რადგანაც ის იმთავითვე დიდ არევ-დარევას იწვევდა. თანამედროვე ადამიანებს უყვართ თქმა: სექსში არაფერია სამარცხვინო. ამაში შეიძლება ორ რამეს გულისხმობენ. შეიძლება ისინი ფიქრობენ, რომ არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ კაცობრიობა თავის კვლავწარმოებას ამგვარი გზით ახდენს და არც იმაში, რომ ამ გზას თან ახლავს სიამოვნება. თუ ასე ფიქრობენ, მაშინ ისინი მართლები არიან. ქრისტიანობაც ამას ამბობს. სავალალო არც ეს გზაა, არც სიამოვნება. ძველი ქრისტიანი მოძღვრები ამბობდნენ, ადამიანი რომ არ დაცემულიყო, სქესობრივი ურთიერთობით გაცილებით მეტ სიამოვნებას მიიღებდა, ვიდრე ახლა იღებსო. ვიცი, რომ ზოგმა გონებაჩლუნგმა ქრისტიანმა მოიგონა, თითქოს ქრისტიანული თვალსაზრისით სქესობრივი ურთიერთობანი, სხეული, ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნება თავისთავად ბოროტება იყოს. ისინი ღრმად ცდებიან. ქრისტიანობა უდიდეს რელიგიათაგან თითქმის ერთადერთია, რომელიც ათვალისწუნებით არ უყურებს სხეულს, რომელსაც მიაჩნია, რომ მატერია სიკეთეა, რომ ერთხელ ღმერთი ადამიანის სხეულით მოგვევლინა, რომ ზეციურ სასუფეველშიც კი მოგვეცემა რაღაც სხეულის მაგვარი და იგი შეიქნება ჩვენი ბედნიერების, სილამაზის, ენერგიის არსებითი ნაწილი. ქრისტიანობამ განადიდა ქორწინება გაცილებით მეტად, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიამ. სასიყვარულო პოეზია უმეტეს წილად ქრისტიანთა დაწერილია. თუ ვინმე ამბობს, რომ სქესობრივი ურთიერთობანი ბოროტებაა, ქრისტიანობა მყისვე შეედავება. მაგრამ, როცა დღეს ამბობენ, სექსში სამარცხვინო არაფერიაო, შეიძლება ამაში გულისხმობენ, რომ არაფერია სამარცხვინო იმ მდგომარეობაში, რომელშიც დღეს სქესობრივი ინსტინქტი აღმოჩნდა.

თუ ესა აქვთ მხედველობაში, ვფიქრობ, რომ ისინი ცდებიან. ჩემი აზრით, დღეს იგი ძალიანაც სამარცხვინოა. არაფერია სამარცხვინო იმაში, კაცმა რომ საჭმელი დაიგემოვნოს, მაგრამ დიდი სირცხვილი იქნებოდა, კაცობრიობის ნახევარი ცხოვრების მთავარ ინტერესად ჭამას გაიხდიდეს და ცხოვრებას საჭმლის გამომხატველი სურათების ცქერაში, ტუჩების ლოკვაში და ნერწყვის ყლაპვაში გაატარებდეს. იმის თქმა არ მინდა, რომ პირადად მე და თქვენ ვართ პასუხისმგებელი შექმნილი სიტუაციის გამო. ჩვენმა წინაპრებმა ამგვარად წახდენილი სხეულები გადმოგვცეს, ჩვენ კი ვიზრდებოდით სქესობრივი თავშეუკავებლობის პროპაგანდის გარემოცვაში. არსებობენ ადამიანები, რომელნიც მოწადინებულნი არიან, ჩვენი სქესობრივი ინსტინქტები ნიადაგ აღგზნებულ მდგომარეობაში ამყოფონ, რადგან ამით კარგა ფულს შოულობენ. ვნებააშლილი ადამიანი ფულის დახარჯვაზე უკან არ დაიხევს. ღმერთმა იცის ჩვენი მდგომარეობა. იგი ჩვენ ისე არ განგვსჯის, თითქოს სიძნელეები არა გვქონოდა გადასალახი.

სანამ განვიკურნებოდეთ, განკურნება უნდა გვინდოდეს. ვინც ჭეშმარიტად ესწრაფვის დახმარებას, მიიღებს კიდეც. მაგრამ ბევრ თანამედროვე ადამიანს ამის სურვილიც არ ებადება. იოლია, ვიფიქროთ, ვითომ რამე გვინდა, როცა ის სინამდვილეში სულაც არ გვსურს. ძალიან დიდი ხნის წინ ერთმა ცნობილმა ქრისტიანმა თქვა, რომ ახალგაზრდობაში ღმერთს ვევედრებოდი, უბიწოების დაცვაში შემწეოდაო. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გავაცნობიერე, რომ, როცა ჩემი ბაგეები ჩურჩულებდნენ: „ჰოი, ღმერთო, მქენ მე უბიწო“, გული იდუმალ ამატებდა: „ოღონდ ნუ იზამ ამას ახლავეო“. იგივე შეეძლება შეემთხვას სხვა სათნოებათა გამო ლოცვა-ვედრებას. მაგრამ არსებობს სამი მიზეზი იმისა, თუ დღესდღეობით ასე რატომ გვიჭირს სრულ უბიწოებას ვესწრაფვოდეთ, მის მიღწევაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ჯერ ერთი, ჩვენი წამხდარი ბუნება, მაცდური ეშმაკეულნი და ავხორცობის მთელი თანამედროვე პროპაგანდა ერთად გვარწმუნებენ, რომ სურვილები, რომელთაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, ბუნებრივია, საღი და კანონზომიერი, რომ მათთვის წინააღმდეგობის გაწევაა არანორმალურობა და სიმახინჯე. აფიშა აფიშაზე, ფილმი ფილმზე, რომანი რომანზე სქესობრივ თავშეუკავებლობას უკავშირებს ფიზიკურ ჯანმრთელობას, ნორმალურობას, ახალგაზრდობას, გულმართლობას და კარგ გუნებ-განწყობას. ჰოდა, ასეთი დაკავშირება ყალბია. ყველაზე დიდი ტყუილის მსგავსად ესეც წილნაყარია სიმართლესთან, კერძოდ, ზემოთაღიარებულ სიმართლესთან, რომ სქესობრივი ლტოლვა (ზედმეტობისა და გაუკუღმართების გარეშე) ნორმალურია, ჯანმრთელი და ა. შ. მაგრამ ტყუილია ის, რომ ყოველი სქესობრივი აქტი, რომლისკენაც ლტოლვას მოცემულ მომენტში გრძნობთ, ჯანსაღია და ნორმალური. ქრისტიანობაც რომ იქით იყოს, ეს საღი აზრის პოზიციიდანაც სისულელეა. ჩვენს ყველა სურვილს რომ გასაქანი მივცეთ, ცხადია, მიგვიყვანს იმპოტენციამდე, ავადმყოფობამდე, ეჭვიანობამდე, ტყუილამდე, თვალთმაქცობამდე და ყველაფერ იმამდე, რაც ვნებს ჯანმრთელობას, კარგ განწყობილებას და სიწრფელეს. ამ სამყაროში ბედნიერების მისაღწევად საკმაოდ დიდი თავშეკავებაა საჭირო. ამიტომ განცხადება, რომ ყოველი ლტოლვა, თუ ის ძლიერია, კიდეც ჯანმრთელია და კანონიერი, უაზრობაა. ყოველ გონიერსა და ცივილიზებულ ადამიანს უნდა გააჩნდეს რაღაც სისტემა პრინციპებისა, რომელთა მეოხებითაც სურვილების ნაწილს განახორციელებს, ნაწილს ჩაიხშობს. ზოგისთვის ამოსავალია ქრისტიანული პრინციპები, ზოგისთვის - ჰიგიენური, ზოგისთვის - სოციალური. კონფლიქტი არსებობს არა ქრისტიანობასა და ბუნებას შორის, არამედ ბუნების გაკონტროლების ქრისტიანულ და მისგან განსხვავებულ პრინციპებს შორის, რადგანაც ბუნების (ე. ი. ბუნებრივი სურვილების) კონტროლი მაინც საჭიროა, თუ არ გსურთ ცხოვრების დაღუპვა. უნდა ვაღიაროთ, რომ ქრისტიანული პრინციპები სხვებზე მკაცრია, მაგრამ თავად ქრისტიანობა გვეხმარება მათ აღსრულებაში. სხვა პრინციპთა დაცვისას კი გარედან დახმარებას ვერ მიიღებთ.

მეორე, მრავალ ადამიანს ეშინია დაიცვას ქრისტიანული უბიწოება, რადგან წინდაწინ მიაჩნიათ, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ, როცა რამის მცდელობა აუცილებელია, ნუ იფიქრებთ, დაძლევთ თუ არა. როცა საგამოცდო ფურცელზე არასავალდებულო შეკითხვა გიწერიათ, თქვენ დაფიქრდებით შეგიძლიათ თუ არა პასუხის გაცემა. როცა შეკითხვა სავალდებულოა, აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. არასრულყოფილ პასუხზეც კი რაღაც შეფასებას მიიღებთ, მაგრამ საერთოდ თუ არ უპასუხეთ, ნამდვილად არანაირი შეფასება არ გექნებათ. ასეა არა მარტო გამოცდებზე, არამედ ომში, მთაზე ასვლის წინ, ან ციგურებით სრიალს, ცურვას, ველოსიპედის ტარებას რომ სწავლობთ, ან სულაც გათოშილი ხელებით საყელოს შეკვრას რომ ცდილობთ. ადამიანები აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც მცდელობამდე შეუძლებელი ეგონათ. გაოცება გიპყრობს, რამდენი რამის გაკეთება შეგიძლია, როცა ამას აუცილებლობა გაიძულებს.

შეგვიძლია სრულიად დარწმუნებული ვიყოთ, რომ სრულყოფილი უბიწოება, ისევე როგორც სრულყოფილი სიქველე, მარტოოდენ ადამიანური ძალისხმევით არ მიიღწევა. დახმარება ღმერთს უნდა თხოვოთ. მაგრამ ამის მერეც მოგეჩვენებათ, რომ დიდ ხანს დახმარებას არ იღებთ, დახმარება იმდენი არაა, რამდენიც თქვენ გჭირდებათ. ამაზე არ იდარდოთ. ყოველთვის, როცა უკან იხევთ, პატიება ითხოვეთ, გამაგრდით და ისევ სცადეთ. უმეტეს შემთხვევაში ღმერთი უშუალოდ სათნოებას კი არ განიჭებთ, არამედ - ძალას, რათა თავიდან შეეცადოთ. რაც არ უნდა მნიშვნელოვანი სათნოება იყოს უბიწოება (ან სიმამაცე, სიმართლე, ან ნებისმიერი სხვა) თავად მისი მიღწევის პროცესი ჩვენში ისეთ სულიერ ჩვევებს აყალიბებს, რომლებიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. იგი გვკურნავს იმ ილუზიებისაგან, საკუთარ თავზე რომ გაგვაჩნია და გვასწავლის, ყველაფერში ღმერთს დავემყაროთ; ჩვენ ვსწავლობთ, ერთი მხრივ, რომ არ შეიძლება საუკეთესო წუთებშიც კი საკუთარ თავს ვენდოთ, მეორე მხრივ, იმას, რომ ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი არ უნდა დავკარგოთ იმედი, რადგანაც წარუმატებლობას ღმერთი გვაპატიებს. ერთადერთი საბედისწერო შეცდომა ისაა, ხელი ჩავიქნიოთ და დავკმაყოფილდეთ რაღაც ისეთით, რაც ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილება.

მესამე, ადამიანებს სწორად არ ესმით ის, რასაც ფსიქოლოგები „დათრგუნვას“ უწოდებენ. ფსიქოლოგია გვასწავლის, რომ დათრგუნული სქესობრივი ინსტინქტები სერიოზული საფრთხეა. მაგრამ „დათრგუნული“ ტექნიკური ტერმინია. იგი არ ნიშნავს „უარყოფილს“ ან „უგულებელყოფილს“. დათრგუნული სურვილი ან აზრი გადაისროლება არაცნობიერში (ჩვეულებრივ, ადრეულ ასაკში), ამის შემდეგ კი შეუძლია აღდგეს ცნობიერში შენიღბული და გამოუცნობი სახით. დათრგუნული სექსუალობა პაციენტში სექსუალობის სახით სულაც არ მჟღავნდება. როცა ახალგაზრდა ან საშუალო ასაკის კაცი, რომელიმე ცნობიერ სურვილს ეწინააღმდეგება, იგი არაფერს თრგუნავს და დათრგუნვის რაიმე საფრთხესაც კი არ ქმნის. პირიქით, ვინც სერიოზულად ცდილობს დაიცვას უბიწოება, იგი უკეთ იცნობიერებს საკუთარ სექსუალობას და სხვებზე მეტი იცის მის შესახებ. ასეთი ადამიანი იცნობს საკუთარ სურვილებს, როგორც იცნობდა ველინგტონი ნაპოლეონს, შერლოკ ჰოლმსი მორიარტის ან კიდევ ვირთხების დამჭერი ერკვევა ვირთხებში, ხოლო სანტექნიკოსი - მილებში. სათნოებას ან თუნდაც მისი მიღწევის სურვილს სინათლე მოაქვს, თავშეუკავებლობას - ბურუსი.

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა გამიგრძელდა სექსზე, მინდა განვმარტო, რომ ქრისტიანული ზნეობის შუაგული აქ არაა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ უბიწოების დაუცველობა ქრისტიანობის ყველაზე დიდი ცოდვაა, ძალიან ცდება. ხორციელი ცოდვები საშინელია, მაგრამ მათზე უარესი ცოდვებიც არსებობს. ყველაზე წამხდარი სიამენი სულიერი რიგისაა. ასეთია სიამოვნება, აცდუნო ვინმე ბოროტ საქციელზე, მოახვიო სხვას საკუთარი ნება, ჩაუშალო სხვას საქმე, ცილი სწამო, ბოროტად გამოიყენო ძალაუფლება, გძულდეს. ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს ორი საწყისი, რომლებიც ებრძვიან ადამიანის მე-ს, იმას, რადაც უნდა ვისწრაფვოდე, რომ ვიქცე. ეს საწყისებია ჩემი ცხოველური „მე“ და ეშმაკისეული „მე“. აი, რატომაა, რომ ცივი, თვითკმაყოფილი პედანტი, რეგულარულად რომ დაიარება ეკლესიაში, შეიძლება უფრო ახლოს იყოს ჯოჯოხეთთან, ვიდრე მეძავი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯობია, არც ერთი იყო და არც მეორე.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Sep 5 2009, 09:33 AM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



death
ძალიან საინტერესოა, გმადლობთ smile.gif

ციტატა
აი, რატომაა, რომ ცივი, თვითკმაყოფილი პედანტი, რეგულარულად რომ დაიარება ეკლესიაში, შეიძლება უფრო ახლოს იყოს ჯოჯოხეთთან, ვიდრე მეძავი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯობია, არც ერთი იყო და არც მეორე

რა კარგად არის ნათქვამი smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 5 2009, 11:15 AM
პოსტი #3


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



death
ძალიან საინტერესო იყო

ციტატა
იოლია, ვიფიქროთ, ვითომ რამე გვინდა, როცა ის სინამდვილეში სულაც არ გვსურს
როცა ცოდვასთან ბრძოლაში ეს აზრობრივი ტენდენცია ლაიკმოტივადაა შენარჩუნებული სწორედ იმიტომაცაა შედეგი ნაკლებ წარმატებული ან სულაც არანაირი.
და ეს ყველა სათნოებისთვის ბრძოლაში თან მსდევს მეც და ჩემს ირგვლივ უამრავ ადამიანს...


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Sep 5 2009, 11:47 AM
პოსტი #4


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ძალიან ბევრ კითხვაზე გამცა პასუხი, დიდი მადლობა მისტერ სიკდილა smile.gif
მერე კიდევ გადავიკითხავ smile.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლურჯი ბუ
პოსტი Sep 5 2009, 12:08 PM
პოსტი #5


...ანუ მე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 1-August 09
მდებარ.: Neverland
წევრი № 7,332



"ყოველ გონიერსა და ცივილიზებულ ადამიანს უნდა გააჩნდეს რაღაც სისტემა პრინციპებისა, რომელთა მეოხებითაც სურვილების ნაწილს განახორციელებს, ნაწილს ჩაიხშობს" madlioba.gif

death ძალიან საინტერესო თემა გაგიხსნია... გმადლობთ. თუმცა ერთი 20 წლით ადრე რომ წამეკითხა, დავცინებდი ლუისსაც და შენც... მაპატიე ამას რომ ვამბობ.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა smile.gif


--------------------
"დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 5 2009, 12:15 PM
პოსტი #6


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



death
მადლობა ამის დადებისათვის!
ლუისის მრავალი მოსაზრება წამიკითხია მრავალ თემაზე და რაც დრო გადის მის არაჩვეულებრივობაში ვრწმუნდები smile.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Sep 5 2009, 12:27 PM
პოსტი #7


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



გამარჯობათ;
სტატია საინტერესოა, და ენა მარტივი, როგორც ლუისს ჩვევია, იგი მასების ენაზე წერს და საკმაოდაც იკითხება, თუმცა ხშირად ისეთი უხეშ შეცდომებს უშვებს, რომ კრიტიკის გარეშე, მისი წაკითხვა იმდენადვე მავნებელია, რამდენად სრულიად არ წაიკითხვა.
მაგალითად ეს სრული აბსურდია
ციტატა
ძველი ქრისტიანი მოძღვრები ამბობდნენ, ადამიანი რომ არ დაცემულიყო, სქესობრივი ურთიერთობით გაცილებით მეტ სიამოვნებას მიიღებდა, ვიდრე ახლა იღებსო

სინამდვილეში კი ეკლესიაში მიღებულია აზრი, რომ რახან ღმერთმა კურთხევა მისცა ადამს და ევას ჯერ კიდევ დაცემამდე გამრავლდითო, ე.ი. გამრავლება მოხდებოდა, ოღონდ როგორ და რანაირად არ ვიცით, ბევრი მამა პირდაპირ ამბობს, რომ არანაირად ისე, როგორც ახლა, ცხოველისეულად, სამწუხაროდ ახლა იცით, რომ გასული ვარ და არა მაქვს საშუალება დავდო პირდაპირი მინიშნებები წყაროებზე, თუმცა ადვილად მოსაძიებელია, ანუ
ის რომ სამოთხეში, მაპატიეთ და სექსის დროს მიღებული სიამოვნება გავზომოთ და შევადაროთ დღევანდელ ურთიერთობას და მათში განსხვავება, მხოლოდ სიამოვნების ხანგძლივობაში და რაღაც ამგვარში დავინახოთ, საოცარი მატერიალიზმია, რაც მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ სულიერზე მატერიალურად ვფიქრობთ.

მოკლედ ლუისი კარგია, მაგრამ ყურადღებით უნდა წავიკითხოთ.

იხარეთ;

კაიროსი!

პ.ს.
ხომ კარგად ხართ? ერთი თვეც და დაგიბრუნდებით smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 5 2009, 12:31 PM
პოსტი #8


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



KAIROS
მართალი ხარ. თუმცა სტატია მშვენიერია smile.gif smile.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Sep 5 2009, 01:01 PM
პოსტი #9


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(death @ Sep 5 2009, 02:13 AM) *



ერთმა კრიტიკოსმა შენიშნა, რომ, თუ ნახავდა ქვეყანას, სადაც ცხვრის კატლეტის სტრიპტიზი პოპულარობით სარგებლობს, იფიქრებდა, რომ იმ ქვეყანაში შიმშილობაა. ცხადია, ამით იმის თქმა უნდოდა, რომ ისეთი მოვლენა, როგორიც სტრიპტიზია, შედეგია არა სქესობრივი გარყვნილებისა, არამედ - სქესობრივი შიმშილისა. მე ვეთანხმები იმაში, რომ თუ რომელიმე უცხო ქვეყანაში ადამიანები ცხოველ ინტერესს იჩენენ კატლეტის აღნიშნული სტრიპტიზისადმი, ეს შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ იმ ქვეყანაში შიმშილობაა. მაგრამ ამ ჩვენი ჰიპოთეზის შესამოწმებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ და გავარკვიოთ, მართლა აკლიათ თუ არა იმ ქვეყანაში საჭმელი. თუ დადასტურდა, რომ საჭმელი არ კლებიათ, მაშინ შიმშილის ჰიპოთეზაზე ხელი უნდა ავიღოთ და სხვა რამ მოვიფიქროთ. ასევე, სანამ სქეობრივ შიმშილს სტრიპტიზის მიზეზად გამოვაცხადებდეთ, გამოვარკვიოთ, აჭარბებს თუ არა ჩვენი ეპოქა სქესობრივი თავშეკავებულობით გარდასულ ეპოქებს, როცა სტრიპტიზი არ არსებობდა.



უვარგა კაცს ლოგიკა...

მაგრამ ფაქტს ტუ გავითვალისწინებთ, საქართველოში სტრიპტიზკლუბი არაა სადაც ბოლომდე იხდიან (ანუ მკერდსაც აშიშვლებენ) ხოდა ეს იმას სულაც არნიშნავს რომ სექსის შიმშილი არაა ქვეყანაში... biggrin.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 5 2009, 01:04 PM
პოსტი #10


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



KAIROS
ციტატა
ძველი ქრისტიანი მოძღვრები ამბობდნენ, ადამიანი რომ არ დაცემულიყო, სქესობრივი ურთიერთობით გაცილებით მეტ სიამოვნებას მიიღებდა, ვიდრე ახლა იღებსო

“It is not the thing, nor the pleasure, that is the trouble. The old Christian teachers said that if man had never fallen, sexual pleasure, instead of being less than it is now, would actually have been greater. I know some muddle-headed Christians have talked as if Christianity thought that sex, or the body, or pleasure, were bad in themselves. But they were wrong. Christianity is almost the only one of the great religions which thoroughly approves of the body - which believes that matter is good, that God Himself once took on a human body, that some kind of body is going to be given to us even in Heaven and is going to be an essential part of our happiness, our beauty, and our energy. Christianity has glorified marriage more than any other religion: and nearly all the greatest love poetry in the world has been produced by Christians. If anyone says that sex, in itself, is bad, Christianity contradicts him at once.”
ეს სწავლება რომ იყო რატომ გამორიცხავთ?
მე ვეთანხმები თქვენს მიერ ნათქვამს, რომ
ციტატა
ბევრი მამა პირდაპირ ამბობს, რომ არანაირად ისე, როგორც ახლა, ცხოველისეულად,

მაგრამ, განა ეს გამორიცხავს იმას რაც ლუისმა თქვა?
ციტატა

მოკლედ ლუისი კარგია, მაგრამ ყურადღებით უნდა წავიკითხოთ.

ისევე როგორც ნებისმიერი რამ, რასაც კითხულობ...


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 5 2009, 01:08 PM
პოსტი #11


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



საინტერესო სტატიაა, ბევრ რამეში ვეთანხმები ავტორს : )

ციტატა
დაიცვას ქრისტიანული უბიწოება

დაიცვას ხორცი თუ დაიცვას გონება?
თუ ორივე ერთად..
თვითონ სტატიაში მე როგორ დავინახე, ორივეს დაცვაზე მიუთითებს ავტორი, თუნდაც ის რომ სტრიპტიზის მაგალითი მოყავს, სადა აღიგზნებიან და მორჩა... ხოდა უფრო ადვილია დაიცვა სხეული გარყვნისგან ვიდრე გონება, სული....
გამოსავალი ალბათ ინდივიდუალურია... ადამიანიდან გამომდინარე : )


ციტატა
ძველი ქრისტიანი მოძღვრები ამბობდნენ, ადამიანი რომ არ დაცემულიყო, სქესობრივი ურთიერთობით გაცილებით მეტ სიამოვნებას მიიღებდა, ვიდრე ახლა იღებსო.

აი ეს კი არ ვიცოდი biggrin.gif
ციტატა
მაგალითად ეს სრული აბსურდია

ააა აბსურდი ყოფილა biggrin.gif მეც არა ვთქვი? გამისკდა გული... ლოგიკურად ეგრეც არაა ...



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 5 2009, 01:26 PM
პოსტი #12


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



Genesis
ციტატა
სექსი კი არის 2 (ან მეტი) ცოცხალ მოაზროვნეთა კავშირი

აქედან უამრავი ლოგიკა მიიღებს საფუძველს და შორს წაგვიყვანს... მაგრამ შედარება სექსისადა ჭამის მოთხოვნილებებს შორის ძალზედ არასწორია (ჩემის აზრიტ)

აქ საუბარია ისეთ სექსზე სადაც პარტნიორები ერთმანეთით იკმაყოფილებენ მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნილებას, ცხოველურ მოთხოვნილებას და არა ორი ადამიანის გონთა თანხვედრაზე და მისგან გამოწვეული შედეგებზე. მოკლედ მაგალითისათვის ეს სექსი გავს ანანიზმს... ანანიზმი კიდევ ორ ადამიანს შორის კავშირი არაა ეს არის ცხოველური მოთხოვნილების დაკმაყოფილება...


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 5 2009, 01:30 PM
პოსტი #13


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა
ცოცხალ მოაზროვნეთა კავშირი



მაგარი მოაზროვნეა ალიგატორი, ან სპილო biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლურჯი ბუ
პოსტი Sep 5 2009, 01:31 PM
პოსტი #14


...ანუ მე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,030
რეგისტრ.: 1-August 09
მდებარ.: Neverland
წევრი № 7,332



ციტატა(Misha Songulashvili @ Sep 5 2009, 01:26 PM) *

Genesis

აქ საუბარია ისეთ სექსზე სადაც პარტნიორები ერთმანეთით იკმაყოფილებენ მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნილებას, ცხოველურ მოთხოვნილებას და არა ორი ადამიანის გონთა თანხვედრაზე და მისგან გამოწვეული შედეგებზე. მოკლედ მაგალითისათვის ეს სექსი გავს ანანიზმს... ანანიზმი კიდევ ორ ადამიანს შორის კავშირი არაა ეს არის ცხოველური მოთხოვნილების დაკმაყოფილება...



Misha Songulashvili
+ smile.gif

თან ეს არის მიზეზი ძირითადად, იმისა, რომ ადამიანი ვერ ჩერდება "ერთ ადგილას" და როგორც კი ახალ "საკვებს" მოინელებს, მერე სხვას ეძებს, იმის მერე ისევ სხვას და ასე გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე "საკვები" არ აწყენს... biggrin.gif


--------------------
"დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Sep 5 2009, 01:53 PM
პოსტი #15


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(Genesis @ Sep 5 2009, 01:44 PM) *

ეს "საკვები აწყენს" იგივე "ქორწილი"ა ?
laugh.gif



მგონი ეგ ''საკვების წყენა'' აზროვნების გადაფასებაა.

უბრალოდ ნაკლებს ჭამ...ან მხოლოდ ნაკურთხს tongue.gif
გააჩნია გადაფასების ზომას და ვექტორს

საერთოდაც ხვდები რომ ცხოვრებაში ''საკვები'' კი არ უნდა ეძებო, არამედ რაღაც სხვა... ეს სხვა უკვე ახალი არჩევანია, რომელიც იმედია არ ''გაწყენს''



--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Sep 5 2009, 01:58 PM
პოსტი #16


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(Misha Songulashvili @ Sep 5 2009, 01:26 PM) *

Genesis

აქ საუბარია ისეთ სექსზე სადაც პარტნიორები ერთმანეთით იკმაყოფილებენ მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნილებას, ცხოველურ მოთხოვნილებას და არა ორი ადამიანის გონთა თანხვედრაზე და მისგან გამოწვეული შედეგებზე. მოკლედ მაგალითისათვის ეს სექსი გავს ანანიზმს... ანანიზმი კიდევ ორ ადამიანს შორის კავშირი არაა ეს არის ცხოველური მოთხოვნილების დაკმაყოფილება...

ზევით სტრიპტიზზე იყო საუბარი... ეგეც 2ადამიანს შორის არსებული მოთხოვნილებაა... ერთს ფულის მოთხოვნილებააქვს და მეორეს შიმშილის დაკმაყოფილების

რამდენად ნორმალურია?!


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 5 2009, 02:19 PM
პოსტი #17


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



Genesis
სასაცილოა....
საქმე იმაშია ზურა, რომ შენ თქვი არ შეიძლება ორი ადამიანის ურთიერთობა საკვების მოთხოვნილებას შეადაროვო. ასე რომ ჩემო კარგო, მაღლა დავწერე რამოდენიმე პოსტი იმის შესახებ რომ ეს ორი ადამიანის ურთიერთობა არაა... ძალიან კარგად ეწინაახმდეგები საკუთარ თავს, როდესაც გამყიდველის და მყიდველის დონეზე დაგყავს ეს ურთიერთობა smile.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Sep 5 2009, 03:03 PM
პოსტი #18


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(Misha Songulashvili @ Sep 5 2009, 02:19 PM) *

Genesis
სასაცილოა....
საქმე იმაშია ზურა, რომ შენ თქვი არ შეიძლება ორი ადამიანის ურთიერთობა საკვების მოთხოვნილებას შეადაროვო. ასე რომ ჩემო კარგო, მაღლა დავწერე რამოდენიმე პოსტი იმის შესახებ რომ ეს ორი ადამიანის ურთიერთობა არაა... ძალიან კარგად ეწინაახმდეგები საკუთარ თავს, როდესაც გამყიდველის და მყიდველის დონეზე დაგყავს ეს ურთიერთობა smile.gif


ფრანგულად არმალაპარაკო ეხლა biggrin.gif

ბიჯო რანაირად შეიძლება შეადარო?!

საკვებს რომ მიირთმევ ხო 100% იცი რას ფიქრობს ის საჭმელი ამ პროცესზე?

და როცა 2 ადამიანი ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს გარდაიმისა რომ შენც ფიქრობ (ტუნდაც არაფერზე) ისიც ფიქრობს... და არციცი რაზე... იქნებ ფიქრობს აუ რას ვიყენებ ახლა მიშასო... ან რაგაუჭირდა ასეთი ამ ლამაზ ბიჯს ცემზე უკეთესის შოვნაო და ა.შ.

კაროჩე თუ კედელი არხარ უნდა გესმოდეს რომ შედარება სექსსა და ჭამას შორის უადგილოა.

გარდა ამისა საკვების მოთხოვნილება დაბადებამდეც არის და სიკვდილამდე მიყვება ადამიანს... უფრო ძლიერია ანუ


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 5 2009, 03:14 PM
პოსტი #19


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



Genesis
ციტატა
საკვებს რომ მიირთმევ ხო 100% იცი რას ფიქრობს ის საჭმელი ამ პროცესზე?

ციტატა
და როცა 2 ადამიანი ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს გარდაიმისა რომ შენც ფიქრობ (ტუნდაც არაფერზე) ისიც ფიქრობს... და არციცი რაზე... იქნებ ფიქრობს აუ რას ვიყენებ ახლა მიშასო... ან რაგაუჭირდა ასეთი ამ ლამაზ ბიჯს ცემზე უკეთესის შოვნაო და ა.შ.

და რას ცვლის ჩემთვის ასეთი ფიქრი, რით განსხვავდება ეს ფიქრი საკვების ფიქრისაგან ჩემთვის? სადაა ჩემი და ამ ადამიანის ფიქრთა თანხვედრა? მე თუ ამ ქალში ისევე ვიხდი როგორც ერთ ჰამბურგერში?

ციტატა
კაროჩე თუ კედელი არხარ უნდა გესმოდეს რომ შედარება სექსსა და ჭამას შორის უადგილოა.
გარდა ამისა საკვების მოთხოვნილება დაბადებამდეც არის და სიკვდილამდე მიყვება ადამიანს... უფრო ძლიერია ანუ

მოკლედ, ძალიან გთხოვ კიდევ ერთხელ წაიკითხე... ვინაიდან შენ სხვანაირად აღიქვამ ამ შედარებას... სინამდვილეში იქ სხვა რამეზეა საუბარი smile.gif

პ.ს.
ნუ კითხულობ ნაწყვეტ-ნაწყვეტ!!! ვიცი რომ გძულს დიდი პოსტების კითხვა მოკლე ტექსტურ შეტყობინებათა ხანაში tongue.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Sep 5 2009, 04:13 PM
პოსტი #20


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



მთლიანად წავიკითხე...

მარტივი მოვლენაა, ადამიანი რომელსაც სურს გააგებინოს სხვას რაღაც რთული სიტუაცია და თვითონაც გაერკვეს... მიმართავს მისთვის კარგად ნაცნობ პარალელს.

ამანაც სექსის შემტხვევაში ჩათვალა რომ ჭამისადმი დამოკიდებულების გარკვევა მიიყვანდა სექსისადმი დამოკიდებულების სრულ გაშიფვრამდე...

დზალიან გავს ერთმანეთს ლოგიკურად და ბევრი პარალელების გავლება შეიძლება სე რომ ლამაზად და განმანათლებლად ჟღერდეს (როგორც ეს ქოთანში მოთავსებული ფრიკადელას და სტრიპტიზიორის მაგალითზე იყო მოყვანილი)

ხოდა მე ასეთი შედარებები არმომწონს... იმიტომ რომ სხვადასხვა მატერიასთან გვაქვს საქმე და სეცდომისკენ წაგვიყვანს


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 08:06 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი