ანტიკათოლიკური ემოციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ანტიკათოლიკური ემოციები |
Believer |
May 23 2010, 08:33 PM
პოსტი
#1
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
ქართულ ინტერნეტ სივრცეში- ფორუმებსა თუ საიტებზე, საზოგადოებაშიც, ანტიკათოლიკური და ზოგადად, ანტიდასავლური განწყობილებები საქართველოში დღესაც ეროვნული ინტერესების და მართლმადიდებლობის დაცვის იარლიყით ინერგება.
კათოლიკეთა მიმართ უარყოფითი ემოციები და ქმედებები ჩვენს წარსულშიც არაერთგზის გამოვლენილა, მაგრამ როგორი ტენდენციითაც ანტიკათოლიკური პროპაგანდა დღესდღეობით მიმდინარეობს, ასეთი ვითარება მგონი ისტორიას არ ახსოვს. მე ვფიქრობ რომ ანტიკათოლიკური იდეოლოგიის განვითარებაში რუსეთს და რუსეთისგან შემოსულ ემიგრანტული ეკლესიის პრესას და ქადაგებებს მიუძღვის დიდი წვლილი. გავიხსენოთ ის მოვლენები როცა ასეთი იდეოლოგიური კლიმატის ფონზე წარიმართა პაპ იოანე-პავლე II-ის ვიზიტი თბილისში 1999 წლის 8-9 ნოემბერს. იმის მიუხედავად, რომ იგი საქართველოს პატრიარქმა ილია II-მაც მოიწვია, ზოგიერთი სასულიერო პირის (საკმაოდ დიდმა ნაწილმა) და მათი სულიერი შვილების შესამჩნევმა ნაწილმა სტუმრის წინააღმდეგ დიდი საპროტესტო ტალღა ააგორა. მოეწყო აქციები, რომ არ შემდგარიყო წირვა იქ, სადაც დაგეგმილი იყო, ანუ- რიყეზე (ეს ასი ათასი მოწამის სისხლით გაპატიოსნებული მიწააო) და ერთობლივი ლოცვა. ამ მოთხოვნებს პატრიარქიც დაეთანხმა. (თუმცა საყოველთაოდაა ცნობილი, კათოლიკეებთან ერთად პატრიაქს არაერთგზის ულოცია) იმის გამო რომ სქიზმატებს, და სამღვდელოების ერთ ნაწილს და მათ მრევლს მორიგი ბუნტი და შფოთი არ აეტეხათ ეკლესიაში. რომის პაპის ვიზიტის პერიოდში ინტერნეტის მეშვეობით ასეთი “შეხსენება” და “გაფრთხილება” გაავრცელეს: კათოლიკეთა წირვაზე მისვლა ცოდვაა! ამის მიუხედავად სპორტის სასახლეში, სადაც წირვა შედგა, კაცი ადგილს ვერ იპოვიდა. როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა ორმხრივ დიალოგებში აქტიურად მონაწილეობს კათოლიკურ ეკლესიასთან, ურთიერთდაახლოებისკენ სწრაფვა და ერთობლივი ლოცვების დამყარება, მართლმადიდებელი ეკლესიები უშვებენ "შერეულ ჯვრისწერას", კათოლიკეს ხელახალი ნათლობის გარეშე იღებენ მართლმადიდებელ ეკლესიაში... ამის გამო ქართველი მართლმადიდებლები ვაკრიტიკებთ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებს და იერარქებს, ხოლო საქართველოში მართლმადიდებლების უმეტესობა კათოლიკეებს ქრისტიანებადაც არ თვლიან... რა დაგვიშავეს ასეთი კათოლიკეებმა მართლმადიდებელ ქართველებს? -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
ქევანა |
May 23 2010, 08:54 PM
პოსტი
#2
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ნონა
ციტატა არ სძულს, ფრთხის მაგას რა სჯობია თუ არ სძულს, მე კათოლიკეების მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ერთის გარდა: მნათე წაგვართვეს -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ნონა |
May 23 2010, 09:05 PM
პოსტი
#3
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ნონა მე კათოლიკეების მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ერთის გარდა: მნათე წაგვართვეს ქევან მნათეს საკმარისი ინფორმაცია ქონდა ასე რომ არ წაგვართვეს, წავიდა იმედია იქ შეჩერდება ისე მნათემ ფორუმზე მის სტატიის- ამბავი სამთა ბოზობისა- გაკრიტიკების გამო ფბ-ზე დამბლოკა -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2024 - 07:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი