ანტიკათოლიკური ემოციები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ანტიკათოლიკური ემოციები |
Believer |
May 23 2010, 08:33 PM
პოსტი
#1
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
ქართულ ინტერნეტ სივრცეში- ფორუმებსა თუ საიტებზე, საზოგადოებაშიც, ანტიკათოლიკური და ზოგადად, ანტიდასავლური განწყობილებები საქართველოში დღესაც ეროვნული ინტერესების და მართლმადიდებლობის დაცვის იარლიყით ინერგება.
კათოლიკეთა მიმართ უარყოფითი ემოციები და ქმედებები ჩვენს წარსულშიც არაერთგზის გამოვლენილა, მაგრამ როგორი ტენდენციითაც ანტიკათოლიკური პროპაგანდა დღესდღეობით მიმდინარეობს, ასეთი ვითარება მგონი ისტორიას არ ახსოვს. მე ვფიქრობ რომ ანტიკათოლიკური იდეოლოგიის განვითარებაში რუსეთს და რუსეთისგან შემოსულ ემიგრანტული ეკლესიის პრესას და ქადაგებებს მიუძღვის დიდი წვლილი. გავიხსენოთ ის მოვლენები როცა ასეთი იდეოლოგიური კლიმატის ფონზე წარიმართა პაპ იოანე-პავლე II-ის ვიზიტი თბილისში 1999 წლის 8-9 ნოემბერს. იმის მიუხედავად, რომ იგი საქართველოს პატრიარქმა ილია II-მაც მოიწვია, ზოგიერთი სასულიერო პირის (საკმაოდ დიდმა ნაწილმა) და მათი სულიერი შვილების შესამჩნევმა ნაწილმა სტუმრის წინააღმდეგ დიდი საპროტესტო ტალღა ააგორა. მოეწყო აქციები, რომ არ შემდგარიყო წირვა იქ, სადაც დაგეგმილი იყო, ანუ- რიყეზე (ეს ასი ათასი მოწამის სისხლით გაპატიოსნებული მიწააო) და ერთობლივი ლოცვა. ამ მოთხოვნებს პატრიარქიც დაეთანხმა. (თუმცა საყოველთაოდაა ცნობილი, კათოლიკეებთან ერთად პატრიაქს არაერთგზის ულოცია) იმის გამო რომ სქიზმატებს, და სამღვდელოების ერთ ნაწილს და მათ მრევლს მორიგი ბუნტი და შფოთი არ აეტეხათ ეკლესიაში. რომის პაპის ვიზიტის პერიოდში ინტერნეტის მეშვეობით ასეთი “შეხსენება” და “გაფრთხილება” გაავრცელეს: კათოლიკეთა წირვაზე მისვლა ცოდვაა! ამის მიუხედავად სპორტის სასახლეში, სადაც წირვა შედგა, კაცი ადგილს ვერ იპოვიდა. როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა ორმხრივ დიალოგებში აქტიურად მონაწილეობს კათოლიკურ ეკლესიასთან, ურთიერთდაახლოებისკენ სწრაფვა და ერთობლივი ლოცვების დამყარება, მართლმადიდებელი ეკლესიები უშვებენ "შერეულ ჯვრისწერას", კათოლიკეს ხელახალი ნათლობის გარეშე იღებენ მართლმადიდებელ ეკლესიაში... ამის გამო ქართველი მართლმადიდებლები ვაკრიტიკებთ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებს და იერარქებს, ხოლო საქართველოში მართლმადიდებლების უმეტესობა კათოლიკეებს ქრისტიანებადაც არ თვლიან... რა დაგვიშავეს ასეთი კათოლიკეებმა მართლმადიდებელ ქართველებს? -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
kinoteli |
May 24 2010, 03:10 PM
პოსტი
#2
|
SHEFICULI ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 |
....................................................................................................
წმინდა ღირსმოწამენი, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილნი ქართველი ბერები ათონის მთაზე X საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყებენ დასახლებას და სულ მალე იქ ჩამოყალიბდა ''ივირიონად'' წოდებული ათონის სამონასტრო ცენტრის ერთერთი უდიდესი მონასტერი. ათონის წმინდა მთას ხშირად თავს ესხმოდნენ გარეშე მტრები, XIII საუკუნეში კი იქ ჯვაროსნებმაც დაიწყეს დარბევა. პაპისტმა მხედრებმა 1259 - 1306 წლებში რამდენჯერმე მოაოხრეს იქურობა. მართლმადიდებლური მრწამსის ერთგულებისათვის მხეცურად ამოწყვიტეს ზოგრაფის, ვატოპედის, პროტატონისა და სხვა სავანის ბერები. მათ რისხვას ვერც ივერთა მონასტერი გადაურჩა. ამ დროს, ათონის ქართველთა მონასტერში ერთად მოღვაწეობდნენ ქართველი და ბერძენი მამები და საქართველოდან საქართველოდან ივირიონში მრავლად მიდიოდა ქართველ მონაზონთა ახალი თაობა. მხედრებმა ივირიონელ ბერებს კათოლიკური სარწმუნოების მიღება და პაპის უზენაესობის აღიარება მოსთხოვეს, მამებმა მხნედ ამხილეს მათი ცთომილება და მომხვდურები ერესის ქადაგებისათვის ანათემას გადასცეს. როგორც ათონური პატერიკი გვაუწყებს, პაპისტებმა ივირიონელი მამები ძალით გამოყარეს სავანიდან, მათგან უხუცესი ორასამდე მონაზონი მონასტრის გემზე დასვეს და ზღვაში ჩაძირეს, უფრო ახალგაზრდები და ჯან-ღონით სავსე ბერები, რომელთაგანაც უმეტესობა ქართველი იყო , სამონასტრო ქონებასთან ერთად იტალიაში გაგზავნეს და იუდეველებს მიჰყიდეს მონებად. ეს ამბავი ივერთა ლავრაში ერთი ცნობით 1259 წელს მომხდარა, სხვა წყაროების მოწმობით კი - სავარაუდოდ, 1276 - 1280 წლებში. ....................................................................................................... მათი წმიდანად შერაცხვა ბერძნების ზეწოლის შედეგია ალბათ,თუ აქაც რუსული ხელია....რას იტყვით -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2024 - 08:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი