IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ბიბლია
გლახა
პოსტი Dec 1 2006, 01:01 PM
პოსტი #1


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



......................................................................
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 1 2006, 01:47 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



glaxa
შეცდომების გასწორება: laugh.gif
იმედია არ მიწყენს ჩემი ძმა....

ციტატა
სიტყვა ბიბლია ბერძნული სიტყვაა: ბიბლოს -წიგნები

მართალია ბერძნულია, მაგრამ
წიგნი - ბიბლიონ (ბიზ. გამოთქ. ვივლიონ, ახ. ბერძნ. ვივლიო), წიგნები - ბიბლია (ვივლია)

ციტატა
ძველი აღთქმა ებრაულ ენაზეა დაწერილი ახალი კი ბერძნულად.

ძირითადად კი, მაგრამ
ძველ აღთქმაში რამდენიმე წიგნი (ზუსტად არ მახსოვს რომლები) არის არამეულ, არაბულ და ლათინურ ენებზე (ორიგინალები)
ახალ აღთქმაში: მათეს სახარება - არამეულად
რომაელთა მიმართ ეპისტოლე - ლათინურად


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 1 2006, 01:55 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ერთი საინტერესო ფაქტი, ბიბლია ყველაზე მაღალტირაჯიანი წიგნია laugh.gif

აქვე აუცილებელია ხაზი გაესვას, ბიბლიის იმ სახით მიღების დროს, ადგილს და წესს, როგორიც დღეს გვაქვს. . .


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Jan 4 2007, 07:27 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



ციტატა(glaxa @ Dec 1 2006, 12:01 PM) *

აბა მეგობრებო დაწერეთ რა არის ბიბლია თქვენთვის...
დაწერეთ საინტერესო ინფორმაციები მის სესახებ.[/size]


ბიბლია ანუ წმინდა წერილი, ჩემთვის არის ღვთის გამჟღავნებული და დაწერილი სიტყვა.
ესაა ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი ჭეშმარიტული გზის მანათობელი ლამპარი,
რომელიც უფლის ნებითა და დახმარებით ჩვენმა წმინდა მამებმა დაანთეს.

...და რადგანაც ...
იოანე 21:25. '' არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად,
არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.''

... ერთი წიგნი ვერ დაიტევდა ყოველს, წმინდა წერილის მსგავსად მტკიცედ მიპყრია წმინდა გადმოცემა,
რითაც ვასრულებ პავლეს მითითებას
''ძმებო მტკიცედ იდექით და გებყრათ გადმოცემები,
რომელიც გისწავლიათ ჩვენი სიტყვით თუ წერილით''[II თეს.2:15]

გადმოცემა მეხმარება წერილის გაგებაში.
როდესაც თავად პეტრე მოციქულს უჭირდა ზოგჯერ პავლეს გაგება,
ნუთუ ასეთი მეამიტი ვიქნები, რომ მხოლოდ და მხოლოდ
წმინდა წერილით შევეცდებით წმინდა წერილის გაგებას?!
''ისე მოიქეცით, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემ მოგწერათ
და როგორც ლაპარაკობს იგი ამის შესახებ ყველა წერილში;
თუმცა მათში ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი,
სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ, საკუთარი თავის დასაღუპად. ''
[II პეტრე 3:15/16]

აქედან გამომდინარე პავლე მოციქულის წერილთა გასაგებად მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, თუ რას წერდა
იგივე პავლეს მოსწავლე კლიმენტი რომაელი ან რას ამბობდა ტერტიოსი (ტერტი) პავლეს მესამე მოსწავლე,
რომელმაც რომაელთა მიმართ გაგზავნილი წიგნი დაწერა... და რადგანაც მოსწავლეებს უკეთ ესმით
მასწავლებლის, ვცდილობ მოციქულთა მოსწავლეებს - მოსწავლეთა მოსწავლეებს... ა.შ. მოვუსმინო.

თუ ვსარგებლობთ ნაყოფით - უნდა მივიღოთ მცენარეც, რომელმაც ეს ნაყოფი მოისხა.

ნაყოფი - ბიბლიაა; მცენარე - ქრისტეს ეკლესია.


ისტორიულად ეკლესია სახარებაზე (ბერძ. ევანგელიე ευαγγέλιον - ხარება, სასიხარულო ამბის უწყება) - პირველია.
ეკლესიის არსებობა ისტორიულად წინ უსწრებს მოციქულთა პირველი წიგნების დაწერას და მითუმეტეს წინ უსწრებს ამ წიგნების შეგროვება/შერჩევას, რაც ასეული წლები გრძელდებოდა.

ეკლესია არ დაწყებულა წმინდა წერილის მეშვეობით... პირიქით (!)
ის იშვა უკვე არსებული ეკლესიის წიაღში;
ღვთის მიერ მოცემული დაიწერა ეკლესიის წმინდა მოციქულთა საშუალებით;
დაწერილი კი ეკლესიის მიერ იქცა წიგნთა კრებულად/კანონად, სადაც ღვთის მიერი გამოცხადება ზუსტად და შეუცვლელად ასევე ეკლესიის მიერ იქნა დაცული/შენახული.

სწორედ ეკლესიამ ჩამოაყალიბა ის, რაც ცნობილია ''ბიბლიური კანონის'' სახელწოდებით - ანუ ქრისტიანულ წიაღში შექმნილ უამრავი სხვადასხვა არსებული ტექსტებიდან, შეძლო იმათი შერჩევა, რომლებიც ჭეშმარიტულად ღვთიურია.
ახალი აღთქმა შეიქმნა არა წინგთა შეკრებით, არამედ - შერჩევით.
ეს მოხდა IV საუკუნის მიწურულს საეკლესიო კრებებზე, სადაც უფალი თავის ნებას ამჟღავნებდა.
შერჩევისას ქრისტიანი ეპისკოპოსები ეყრდნობოდნენ არა მარტო საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ გადაწყვეტილების მიღებისას მათ ხელმძღვანელობდა სული წმიდა.

ერთი სიტყვით: ბიბლია საეკლესიო წიგნია.
ამიტომ ისინი, ვინც უარყოფს ეკლესიას,
კარგავს ევანგელიაზე აპელაციის უფლებას (!)

- და რაზეც ტერტულიანი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დაახლოებით 18 საუკუნის წინ დაიწერილ წერილში.

[ინფორმაციისათვის:
მაგალითად, იოანე მოციქულმა სახარება გადმოგვცა,
სულ რაღაც რამოდენიმე ათეული წლით ადრე,
ვიდრე ტერტულიანი ქვეყანას მოევლინებოდა...
ანუ იგი ერთ-ერთი პირველთაგანია ქრისტიანთა შორის;
შესაბამისად, არავიზე ნაკლებად არ მოეხსენებოდა რა და როგორ იყო,
რადგან თავადაა ყველაფერის მოწმე]


დავასრულებ მისი სიტყვებით:

''მათ სურთ რომ ახლებულად გაგვიმარტონ ევანგელია?
მაშინ ჯერ დაგვიმტკიცონ, რომ ახალი მოციქულები არიან: გვაუწყონ რომ ქრისტე კვლავ მოგვევლინა, კვლავ გვასწავლიდა, რომ კვლავ ჯვარს აცვეს, კვლავ მოკვდა , კვლავ გაცოცხლდა...

თუკი რომელიმე ერესი გაბედავს და თავს მიაკუთვნებს მოციქულთა დროს, რათა ამით თავი მოციქულთა გადმოცემად გაასაღოს, მაშინ ვუპასუხოთ: გვაჩვენეონ მათი ეკლესიის სათავე და საფუძველი, გაგვიმხილონ მათი ეპისკოპოსების წიაღი, რაც დასაწყისიდან მოდის და წესისამებს გადაეცემა, და რაც მთავარია ისე, რომ პირველს აღმზრდელად, წინამორბედად რომელიმე მოციქული გვერდით ედგეს''


ვიცი, რომ ბევრისათვის ცნობილია ხსენებული წერილი,
მაგრამ არ დავზარდები და ვისთვისაც უცნობია - გავაცნობ smile.gif


ციტატა
წერილის დაწერის მიზეზს წარმოადგენს: II საუკუნის ბოლოს ქრისტიანული სარწმუნოების ირგვლივ შექმნილი ვითარება - მომრავლებული ერესი;
წერილის დაწერის მიზეზს წარმოადგენს ის რაც დღესაც უცვლელია.

დაინტერესებულთ, შეუძლიათ გაეცნონ მთლიან ტექსტს:
სამწუხაროდ ჯერჯერობით რუსულ, ლათინურ, ინგლისურ ენებზე
______________________________________________
De Praescriptione haereticorum

''ერეტიკოსთა პრესკრიპცია [წინააღმდეგ] ''
''1-2. თავად ერესის არსებობა მოწმობს ჭეშმარიტ რწმენაზე.

დღევანდელ დღეს არსებული გარემოებანი გვაიძულებენ, რომ შექმნილი მდგომარეობა შემდეგნაირად შეფასდეს:
- ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს ასე მომრავლებული ერესის ოდენობა;
არც იმის, რომ ასეთი რამ საერთოდ არსებობს;
რამეთუ ამის შესახებ უკვე გვეუწყა (მათე 7:15; 24:4; 11; 24; I ტიმ. 4:1-3)
და არც ის, რომ ისინი წყალს უყენებენ რომელიმე ჩვენთაგანის რწმენას (ისინი სწორედ ამისათვის არსებობენ - გამოცდაში იწრთობა რწმენა).

ბევრში შეშფოთება იბადება და უკვირს ის, რომ ერეს ასეთი ძალა გააჩნია;
არადა სინამდვილეში მათ უფრო უნდა გაუკვირდეთ ის, რომ ერესი საერთოდ არ არსებობდეს!
როდესაც რაიმე განწესებულია გარდაუვალი ყოფისათვის (ანუ არსებობს ამის მიზეზი), მას არ შეუძლია რომ არ იარსებოს, რამეთუ დამოკიდებულია ძალაზე რომლის გამოც ის არსებობს.

ხომ არ გვიკვირს მაგალითად ციებ/ცხელების არსებობის ფაქტი, რომელიც ერთ-ერთია ამ ქვეყანაზე არსებული უამარავი სასიკვდილო და სატანჯველი ავადმყოფობებიდან?! (ის მაინც არსებობს)
ასევე არც ის გვიკვირს, რომ ხალხს კლავს - რადგან სწორედ ამისთვის არსებობს.

ამიტომ, თუ ჩვენ გვაოცებს, რომ ჭეშმარიტული რწმენის დასასუსტებლად მოვლინებული ერესი ასეთია, მაშინ პირველ რიგში უნდა გაგვაოცოს საერთოდ მისი არსებობის ფაქტმა:
- რადგან არსებობს, გააჩნია ძალა, ხოლო რადგან გააჩნია, ამიტომაც არსებობს.

თუმცა ციებ/ცხელება როგორც სიბოროტე, თავისი დანიშნულებითა და ჩვენზე მოქმედებით, რა თქმა უნდა უფრო გვეზიზღება ვიდრე გვაოცებს; რაც ძალა გვაქვს ვერიდებით და ამ დროს უნარი არ შეგვწევს მისი საერთოდ განადგურების.
...
ზოგჯერ მართლაც გასაკვირია, რომ ბოროტებას მსგავსი ძალა გააჩნია, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ: ერესი ძლიერია მისთვის, ვისი რწმენაც სუსტია.
გლადიატორთა ბრძოლაში გამარჯვებული, ხშირად იმარჯვებს არა იმიტომ რომ მამაცი და დაუმარცხებელია, არამედ იმიტომ რომ დამარცხებული სუსტი იყო. შემდეგ იგივე გამარჯვებული უკვე დგება ძლიერის პირისპირ და მარცხდება.
იგივე ითქმის ერესზეც: ის ძლიერია ვიღაცის სისუსტის გამო, მაგრამ უსუსურია თუ ხვდება ძლიერ რწმენას.
3-6. ერესი საზრდოობს სუსტი რწმენით: ჭეშმარიტი რწმენა მასთან წინააღმდეგობაში მოწმდენა.

... არ მესმის ასევე, რა არის გასაკვირი იმაში, თუ ადრე ვიღაცა ითვლებოდა სანდოდ, შემდეგ კი გამოდგა სუსტი, რის გამოც გაგვშორდა?
გაიხსენეთ საული, კეთილი და ღვთისმოშიშე - შურში ამოხდა სული (1მეფ. 18);
გაიხსენეთ დავითი, ვინც თავად უფალმა ცხო მეფედ ისრაელზე, განა მკვლელობასა და გარყვნილობაში არ იქნა დადანაშაულებული? (2მეფ. 11);
სოლომონი, განა თავად უფალმა არ დააჯილდოვა იგი სიბრძნით, რის შემდეგადაც ქალებისა და კერპებისაკენ გაიწია? (3მეფ. 11:4);

მხოლოდ და მხოლოდ ძე ღვთისას ებოძა ყოფნა ცოდვის გარეშე (ებრ. 4: 14-15).

ასე რომ, თუ ეპისკოპოსი, დიაკვანი, ქვრივი, მოძღვარი ან თუნდაც წამებული განუდგება ჭეშმარიტ სარწმუნოებას - ნუთუ ეს გვაძლევს იმის ფიქრის უფლებას, რომ ერესში არსებობს ჭეშმარიტება?
არავინაა ბრძენი, არავინაა ერთგული, არავინაა დიდებული, თუ იგი არაა ქრისტიანი: ქრისტიანი კი მხოლოდ ისაა, ვინც ბოლომდე დაითმენს (მათე 10:22)

შენ, - რადგანაც შენ ადამიანი ხარ - ყველაფერს იცნობ გარეგნულად;
შენ ფიქრობ, როგორც ხედავ, და ხედავ მხოლოდ იმას რაც შენს თვალს წინაა, მაგრამ უფლის თვალნი, როგორც ნათქვამია, დიდგანმზრახველი და მრავალმოქმედია (იერემია. 32:19). ადამიანი უყურებს სახეს, უფალი კი გულს (1 მეფ. 16:7)
...
გაიხსენე! განა არ განეცალნენ მოსწავლეები თავად მაცხოვარსაც კი, როდესაც ცდუნებამ იმარჯვა მათზე? (იოანე 6:66)
ამ დროს განა სხვებმა იფიქრეს, რომ ამის გულისათვის თავადაც უნდა განსდგომოდნენ (?): პირიქით, იმათ ვინც იცოდნენ, რომ ისაა სიცოცხლის სიტყვა, თავად ჭეშმარიტება და უფლის გზავნილი, ბოლომდე მის გვერდით იდგნენ, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტემ გაცლა შესთავაზა, თუ ეს ვინმეს სურდა (იოანე1:1; 6:67-68; 16:30)

სრულებითაც არაა მნიშვნელოვანი თუ მაცხოვარი მოციქულებმა დატოვეს; ვიღაც ფიგელოსმა, ჰერმოგენესმა, ფილეტოსმა, ჰიმენევსმა და ალექსანდრემ (IIტიმ. 1:15; 2:17; Iტიმ. 1:20)
განა თავად ქრისტეს გამცემი არ იყო მოციქული?
ჩვენ გვიკვირს, როდესაც ვიღაცა მის ეკლესიას ტოვებს, მაგრამ ის რასაც ჩვენ ვითმენთ იესო ქრისტეს მსგავსად, მოწმობს იმაზე, რომ ჩვენ ქრისტანები ვართ. ისინი ჩვენგან გავიდნენ - ამბობს მოციქული - თუმცა ჩვენგანნი არ ყოფილან; ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთავე დარჩებოდნენ (I იოანე 2:19)
...
უფალი გვასწავლიდა, რომ ბევრი მტაცებელი მგელი მოვა ცხვრის სამოსით გამოწყობული (მათე 7:15)
რას წარმოადგენს ეს ცხვრის სამოსი, თუ არა ქრისტიანის სახელის გარეგანი სახე?
რა არის მტაცებელი მგელი, თუ არა ქრისტეს ფარის დატაცების შინაგანი მზაკვრული გრძნობა და ფიქრები?
რაშია ცრურწმენის არსი, თუ არა სიცრუის მქადაგებლებში?
რაშია ცრუ მოციქულთა არსი, თუ არა ყალბი ღვთის სიტყვის მაუწყებლებში?
რაშია ანტიქრისტეს არსი - აწ და მარადის - თუ არა ქრისტეს წინააღმდეგ აჯანყებულნში?
...

15-19. ერეტიკები არ უნდა ეყრდნობოდნენ წმინდა წერილს; ის მათ არ ეკუთვნით და მათ მხოლოდ მისი დამახინჯება ძალუძთ. მათ წმინდა წერილზე მსჯელობის უფლება, ნამდვილად არა აქვთ.
...ისინი მიმართავენ წმინდა წერილს და ამ გამბედაობით ბევრს გული უდრკება.
როგორც კი საქმე კამათამდე მიდის: მტკიცეებს აღონებენ საკუთარი ყბედობით, სუსტებს იტყუებენ, ხოლო ვინც შუაშია, მას კი ეჭვებში ტოვებენ.
ჩვენ მოვაკლებთ მათ ასეთი სარფიან ყოფას, თუ არ დავუშვებთ მათი მოსაზრებების მოსმენას წმინდა წერილის შესახებ.
ამიტომ უნდა შევხედოთ, ვის ეკუთვნის წმინდა წერილი, რომ არ მივუშვათ მასთან ის, ვისაც არც ეკუთვნის და არც იმსახურებს ამას.

ზოგიერთს მოეჩვენება თითქოს, საკითხისადმი ასეთი მიდგომით მსურს თავი ავარიდო კამათს, რადგან გარკვეული უნდობლობით ვუყურებ საკუთარ შესაძლებლობებს.
ეს შეიძლებოდა ასეც ყოფილიყო, რომ არა ის მტკიცე მიზეზები რომლებიც გამაჩნია მე - უპირველეს ყოვლისა, ჩვენი რწმენა ემორჩილება მოციქულს, რომელიც გვიშლის ამპარტავნებთან ძიების მცდელობას და ყურადღების მიქცევას ყოველგავარ ახალ/სხვაგვარ სწავლებისადმი (I ტიმ. 6:3-5) რადგან მათ მხოლოდ და მხოლოდ კამათისა და პაექრობის სენი ჭირთ, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი. ერეტიკოს შეგონების შემდეგ უნდა გავერიდოთ და არა კამათის შემდეგ (ტიტე 3:10)
...
მოციქულმა დაგვიშალა კამათი და მიგვითითა შეგონებაზე, როგორც ერეტიკოსთან ურთიერთობის ერთადერთ და აერთჯერად საშუალებაზე; რადგან ერეტიკოსი ქრისტიანი არაა, და ის არ იმსახურებს იმას, რომ ისე მოვექცეთ როგორც ქრისტიან ძმას ანუ ყველანაირად ვეცადოთ, რომ აცდენილ გზიდას ჩამოვაშოროთ (მათე 18:15-16).

როგორ შეიძლება ეკამათო მწვალებელს წმინდა წერილზე, როდესაც ის არ ცნობს ზოგიერთ საღვთო წერილს (?);
ხოლო რომელსაც ცნობს მასაც არასრულად, ამახინჯებს საკუთარი ჩანაფიქრის სასარგებლოდ, ან ამატებს რაღაცას ან კი საერთოდ ტოვებს მისთვის უსარგებლოს;
ხოლო თუ რაღაცას მთლიანობაში ინარჩუნებს, ისიც ასევე დამახინჯებულია, რადგან მომარაგებულია სხვადასხვა განსხვავებული და ახალი სწავლით.

ასე რომ, არაა საჭირო წმინდა წერილის მოხმობა; არაა საჭირო პაექრობა იქ, სადაც გამარჯვება არ არის... და არც გვჭირდება მსგავსი რამ.
...
ვის ეკუთვნის წმინდა წერილი?
ვისით, ვისი დახმარებით, როდის და ვის გადაეცა სწავლება, რომელიც ადამიანს ქრისტიანად ხდის?
...
20-22. ჭეშმარიტება ეკუთვნის ქრისტეს, შემდეგ კი - მოციქულთა გადმოცემას

...

26-29. ეკლესია - ჭეშმარიტებისა და მოციქულთა ავტორიტეტის ერთადერთი მემკვიდრე''

...


(სრული ტექსტი დასაწყისში დადებულ ბმულზე)







--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mendes masieli
პოსტი Feb 17 2007, 04:03 PM
პოსტი #5


შეყვარებული კაცი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 928



ციტატა(glaxa @ Dec 1 2006, 01:01 PM) *

......................................................................



ეს არიშ ცხოვრები წიგნი,წიგნი,რომელსაც ყველაზე ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას....
გვირჩევნია,წავიკითხოთ პატერიკების ასტომეული და ბიბლია ბოლომდე არ გვაქვს წაკითხული,თუნდაც ერთხელ .......მე პირადად არ მაქვს ყველა ბიბლიის წიგნი წაკითხული მაგრამ ახლა ვარ შესწავლის ბოლო ეტაპზე და ალბათ მალე დავამთავრებ....

ერთი კითხვა მაქვს:ვის აქვს ბიბლიის ყველა წიგნი წაკითხული?


--------------------
მიყვარხართ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Feb 17 2007, 04:07 PM
პოსტი #6


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



მე არ მაქვს წაკითხული


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mendes masieli
პოსტი Feb 19 2007, 05:52 PM
პოსტი #7


შეყვარებული კაცი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 928



ციტატა(mogzaura @ Feb 17 2007, 04:07 PM) *

მე არ მაქვს წაკითხული
........................................




--------------------
მიყვარხართ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 19 2007, 06:00 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ერთი კითხვა მაქვს:ვის აქვს ბიბლიის ყველა წიგნი წაკითხული?


ძველის ნაწილი, ახალი მთლიანად, ოღონდ სხვადასხვა დროს და არაქრონოლოგიურად sad.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 19 2007, 11:53 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ვოლტერ სკოტის სიკვდილის წინა სურვილისასიკვდილო სარეცელს მიჭაჯვულმა ვალტერ სკოტმა სიძეს ლოკხარდს მიმართა:
- შვილო, წიგნი მომიტანე.
მწერალს უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა, ამიტომ შეცბუნებულმა სიძემ ჰკითხა:
- რომელი წიგნი, სერ?
მომაკვდავმა მიუგო:
- ამქვეყნად მხოლოდ ერთი წიგნი არსებობს, შვილო, მომიტანე ის წიგნი.
ლოკხარდი მიხვდა, თუ რას ამბობდა ვოლტერ სკოტი და მომაკვდავს ბიბლია მიუტანა
მომწონს ეს ნაწყვეტი

ერთი კითხვა მაქვს:ვის აქვს ბიბლიის ყველა წიგნი წაკითხული?
მე ორჯერ მაქვს თუ სამჯერ წაკითხული მაგრამ არაკანონიკური მაკაბელთა ჯერ არ წამიკითხია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mendes masieli
პოსტი Feb 26 2007, 02:56 PM
პოსტი #10


შეყვარებული კაცი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 928



ციტატა(solomony @ Feb 19 2007, 11:53 PM) *

ვოლტერ სკოტის სიკვდილის წინა სურვილისასიკვდილო სარეცელს მიჭაჯვულმა ვალტერ სკოტმა სიძეს ლოკხარდს მიმართა:
- შვილო, წიგნი მომიტანე.
მწერალს უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა, ამიტომ შეცბუნებულმა სიძემ ჰკითხა:
- რომელი წიგნი, სერ?
მომაკვდავმა მიუგო:
- ამქვეყნად მხოლოდ ერთი წიგნი არსებობს, შვილო, მომიტანე ის წიგნი.
ლოკხარდი მიხვდა, თუ რას ამბობდა ვოლტერ სკოტი და მომაკვდავს ბიბლია მიუტანა
მომწონს ეს ნაწყვეტი

ერთი კითხვა მაქვს:ვის აქვს ბიბლიის ყველა წიგნი წაკითხული?
მე ორჯერ მაქვს თუ სამჯერ წაკითხული მაგრამ არაკანონიკური მაკაბელთა ჯერ არ წამიკითხია


მაგარი ამბავია..............


--------------------
მიყვარხართ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Feb 27 2007, 07:09 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



ციტატა
როდესაც თავად პეტრე მოციქულს უჭირდა ზოგჯერ პავლეს გაგება,
ნუთუ ასეთი მეამიტი ვიქნები, რომ მხოლოდ და მხოლოდ
წმინდა წერილით შევეცდებით წმინდა წერილის გაგებას?!
''ისე მოიქეცით, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემ მოგწერათ
და როგორც ლაპარაკობს იგი ამის შესახებ ყველა წერილში;
თუმცა მათში ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი,
სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ, საკუთარი თავის დასაღუპად. ''
[II პეტრე 3:15/16]

ეს ფრაგმენტი სულაც არ მიანიშნებს იმაზე, რომ პეტრეს არ ესმოდა პავლეს ნაწერების, არამედ ამბობდა, რომ უმეცარნი და უმტკიცონი ამახინჯებდნენ წერილს.

თუ ამ ფრაგმენტს უფრო დაწვრილებით განვიხილავთ აღმოვაჩენთ:
1. პეტრე მოციქული ლაპარაკობდა ქრისტეს მადლის თემაზე;
2. ამ საუბარში მან გაიხსენა პავლე მოციქულის ნალაპარაკები;
3. პავლე მოციქულს უყვარდა მადლზე ლაპარაკი;
4. პავლეს თანახმად, ქრისტეს მადლით გადარჩენა, ნიშნავდა გადარჩე რწმენი შენი საქმეებისაგან დამოუკიდებლად.
5. ხოლო ეს ზოგს ისე ესმოდა, რომ ჩვენ შეგვიძლია როგორც გვინდა მოვიქცეთ, რადგან ქრისტეს მადლით ვიქნებით გადარჩენილნი.
6. მადლის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ის ადამიანები, ვინც ქრისტეში ცხოვრობენ, ანუ ემორჩილებიან ქრისტეს სიტყვებს, ისინი დახსნილნი იქნებიან, მიუხედავად მათი ნაკლოვანებებისა და ცოდვებისა.



--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Feb 27 2007, 07:37 PM
პოსტი #12


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



alex_b

ეს კაცი მართლმადიდებელი არ უნდა იყოს..და თუ გინდა მომკალით wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 27 2007, 10:28 PM
პოსტი #13


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



alex_b
ციტატა
5. ხოლო ეს ზოგს ისე ესმოდა, რომ ჩვენ შეგვიძლია როგორც გვინდა მოვიქცეთ, რადგან ქრისტეს მადლით ვიქნებით გადარჩენილნი.

ციტატა
6. მადლის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ის ადამიანები, ვინც ქრისტეში ცხოვრობენ, ანუ ემორჩილებიან ქრისტეს სიტყვებს, ისინი დახსნილნი იქნებიან, მიუხედავად მათი ნაკლოვანებებისა და ცოდვებისა.

ესენი ერთმანეთს ეწინაღმდეგებიან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Feb 28 2007, 11:46 AM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



ციტატა
ციტატა
5. ხოლო ეს ზოგს ისე ესმოდა, რომ ჩვენ შეგვიძლია როგორც გვინდა მოვიქცეთ, რადგან ქრისტეს მადლით ვიქნებით გადარჩენილნი.


ციტატა
6. მადლის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ის ადამიანები, ვინც ქრისტეში ცხოვრობენ, ანუ ემორჩილებიან ქრისტეს სიტყვებს, ისინი დახსნილნი იქნებიან, მიუხედავად მათი ნაკლოვანებებისა და ცოდვებისა.

ესენი ერთმანეთს ეწინაღმდეგებიან.



რა თქმა უნდა ეწინააღმდეგებიან, მეც ეგ არ ვთქვი,
ანუ ზოგი ფიქრობს, რომ მადლი - ეს თავისუფლებაა
მაგრამ მადლი მოდის მაშინ, როცა შენს თავისუფლებას უმორჩილებ ქრისტეს.

ასევე ვიტყვი, რომ ვერავითარი ხორციელი ვერ დაიკვეხნის თავისი სრულყოფილებით. გადარჩენა ხდება მადლით, მაგრამ ეს მადლი ვრცელდება მხოლოდ მათზე, რომლებიც მთელი ძალით ცდილობენ დაუმორჩილონ საკუთარი ცხოვრება ქრისტეს. თუმცა ეს სრულყოფილად შეუძლებელია, მაგრამ ღმერთს ეს კარგად მოეხსენება.


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 26 2007, 09:15 PM
პოსტი #15


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224




საღვთო წერილი:

1. საყოველთაო ინტერესი

ბიბლია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და დაფასებული წიგნია.
შეკითხვაზე, - სამუდამო პატიმრობა რომ მოგისაჯონ და ერთადერთი წიგნის წაღების უფლება დაგრთონ, რომელს აირჩევდით? მწიგნობართა უმრავლესობა (ფილოსოფოსები, ათეისტები და არაქრიასტიანებიც კი) იძველა პასუხს - ბიბლია!
ბიბლიისა თუ მისი ცალკეული წიგნების გამოცემათა რაოდენობა და საერთო ტირაჟი ნებისმიერი სხვა წიგნების გამოცემათა რაოდენობას და ტარიჟს შეუდარებლად აღემატება. დღეისათვის ძნელად მოიძებნება კულტურასა და ცივილიზაციას ასე თუ ისე ნაზიარები ხალხი, რომლის ენაზეც ბიბლიის ერთ-ერთი წიგნი მაინც რომ არ იყოს ნათარგმნი. ბიბლიოლოგიის საკითხებს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში ყოველთვის საპატიო ადგლი ეთმობა. თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მოქმედებს ბიბლიური საზოგადოებები, რომლებიც კულტურულ-საგანმანათლებლო მიზნებს ისახავენ და ბიბლიის ტექსტს ყველასათვის ხელმისაწვდომს ხდიან.

2. სახელწოდება

ბიბლია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წიგნეს ("ბიბლონ" - წიგნი) იგულისხმება არა ნებისმიერი, არამედ ღვთივშთაგონებული და სულიწმინდის მადლით აღვსილი წიგნების კრებული.
ეტიმოლოგიურად "ბიბლონ" უკავშირდება ეგვიპტური მცენარის პაპირუსის (ქართულად "ჭილის") ბერძნულ შესატყვისს - "ბიბლოს", რომელიც გარდა მცენარისა - პაპირუსისა ანუ ჭილისა, ეწოდებოდა იმავე მცენარისაგან დამზადებულ საწერ მასალას, ტყავის (ეტრატის ანუ პერგამენტის), ანდა ქაღალდის მაგიერ რომ გამოიყენებოდა. ამ სიტყვამ ("ბიბლოს") შემდეგ წიგნის მნიშვნელობა შეიძინა.
ბიბლიას "საღვთო წერილისა" და "წმინდა წერილის" გარდა, შეიძლება ვიწოდოთ "წიგნთაწიგნი", "თვითწიგნი", მარტივად - "წიგნი", "წერილი". როდესაც იტყვიან: "წიგნი გვაუწყებს", "წერილი გვაუწყებს", წიგნის ქვეშ ბიბლია იგულისხმება.
ბიბლია ძველი და ახალი აღთქმის საერთო სახელწოდებაა. ეს ტერმინი დაამკვიდრეს IV ს-ის დიდმა მამებმა - იოანე ოქროპირმა და ეპიფანე კვიპრელმა.
წიგნები, რომლებსაც ბიბლიურს უწოდებენ, ჯგუფდება ორ კატეგორიად: კანონიკური ანუ დაბეჭდილი (ე.ი. ბეჭდდასმული) და არაკანონიკური ანუ დაუბეჭდავი. უკანასკნელთ ხშირად აპოკრიფულსაც ეძახიან ("აპოკრიფი" ბერძნული სიტყვაა და "დაფარულს" ნიშნავს). კანონიკური ანუ წმინდა სულის მადლით დაბეჭდილი წიგნების ერთობლიობა სპეცოალურ ლიტერატურაში ცნობილია კანონის სახელით. "კანონი" ხშირად ბიბლიის მნიშვნელობით იხმარება.

3. შემადგენლობა, შინაარსი, ავტორები

ბიბლია ორ ნაწილად იყოფა - ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. პირველს მიეკუთვნება წიგნები, რომლებიც დაწერილია ქრისტეს შობამდე და რომელთა ღვთიურობა აღიარებულია როგორც ებრაელების, ისე ქრისტიანების მიერ. მეორე აერთიანებს წიგნებს, რომლებიც მოციქულებისა და მახარებლების კალმითაა განსრულებული.
ღვთივშთაგონებული წიგნების რაოდენობა სხვადასხვა ტრადიციაში სხვადასხვაგვარია. ეს ნიშნავს , რომ ზოგიერთები ბიბლიური წიგნის ავტორიტეტს ანუ სიწმინდეს ყველა ერთნაირი თვალით უყურებს.
ბიბლიის კანონიკური წიგნების რიცხვი, ძველი ტრადიციის თანახმად, უდრის 49-ს. აქედან 22 განეკუთვნება ძველ აღთქმას, 27 - ახალს.
რა არის "აღთქმა"?
ქართული "აღთქმის" შესატყვისებია: ებრ: "ბერით", ბერძნ. "დიათეკე", ლათ. "ტესტამენტუმ", რუს. "ზავეტ". მათი მნიშვნელობებია - ანდერძი, დაპირება, კავშირი, ხელშეკრულება. "ძველი აღთქმა" გულიხმობს იმ დაპირებას, იმ კავშირს, იმ ხელშეკრულებას და იმ ანდერძს, რომელიც ქრისტეს შობამდე აღუთქვა ღმერთმა ადამიანს. ფაქტობრივად, ესაა ხელშეკრულება ორ სუბიექტს - ღმერთსა და ადამიანს - შორის. ისტორიის კონკრეტულ ჟამს ღმერთი განკაცდა ქრისტე იესოში, რომელმაც აღთქმა განაახლა და მისი შინაარსი სრულყო. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ორივე აღთქმა არსებით ერთი და იგივეა. აქ საქმე ერთი მთელის სხვადასხვა საფეხურებთან გვაქვს. ადამიანისა და ღვთის ურთიერთობის ისტორია სხვა არაფერია, თუ არა აღთქმის შინაარსის ეტაპობრივად გაცხადება და დაზუსტება, ამ შინაარსის გაღრმავება. კითხვაზე - რა აუცილებელი იყო დროში ასეთი განგრძობითობა - პასუხს გზადაგზა გავცემთ.
უზენაესი ღმერთი- ყოვლადწმინდა სამება - ერთიანი ნებით და მადლით ისტორიის კონკრეტულ ჟამსა და ალაგს ეცხადებოდა სათნო და მართალ ადამიანებს, რჩეულ პიროვნებებს და აუწყებდა სიბრძნეს და მეცნიერებას. ეს ადამიანები ცნობილი არიან წინასწარმეტყველებად და მოციქულებად.
წინასწარმეტყველნი ძველი აღთქმის ავტორები არიან, მოციქულნი - ახლისა. აქვე უნდა ითქვას, რომ ძველი აღთქმის ყველა ეპიზოდი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც იყო, არის მინიშნება ახალ აღთქმაზე. ნეტარი ავგუსტინეს თქმით: "ძველ აღთქმაში დაფარულია ახალი აღთქმა და ახალ აღთქმაში გაცხადებულია ძველი".
ბიბლიის პირველ ხუთ წიგნს - ხუთწიგნეულს ებრაულად, დედნის ენაზე, ეწოდება თორა (კანონი). მათ ავტორად ანუ ჩამწერად ითვლება ღმერთთანმერტყევლი მოსე, რომელმაც მამების რჯული აღადგინა, მონობის ქვეყნიდან გამოიყვანა ერი და აუწყა ზეციური განგება: მცნება და კანონი. მაშასადამე, მოსეს მიეწერება ხუთი წიგნი, სადაც მოთხრობილია ქვეყნის შექმნისა და ადამიანის გაჩენის ამბავი, პირველი ცოდვა და მისი შედეგი, სამოთხიდან გამოსვლა და კაცობრიობის გამრავლება, რცეული ერის - ისრაელის - თავგადასავალი აღთქმულ ქვეყანაში მისვლამდე.
ძველი აღთქმის დანარჩენ წიგნებში ასახულია ებრაელი ერის თვითდამკვიდრებისა და თვითაღშენების პროვესი; 12 ტომის მონოლითურ სახელმწიფოდ გაერთიანებისა და ამ სახელმწიფოს დაშლის ამბავი; ომები გარეშე თუ შინაურ მტრებთან; კვლავ მონობა, კვლავ გაფანტვა და მაინც - ხსნის იმედი და მოლოდინი. აქ არის სიბრძნე, აქ არის შეგონება, აქ არის პოეზია. მათი ავტორები, წინასწარმეტყველები, აღწერენ ცხოვრების ავსაც და კარგსაც, დაუფარავად და პრინციპულად ამხილებენ დიდსა თუ მცირეს, თავიანთ თავსაც და უხო ძალასაც. წინასწარმეტყველთაგან, რომლებიც ბიბლიური წიგნების ავტორებად, უფრო ზუსტად, ღვთის კალმებად არიან ცნობილნი, გამორჩეული ადგილი უჭირავთ: ისუ ნავეს ძეს, დავით მეფეს, რომლის წიგნს (საგალობელთა კრებულს) ქართულად "ფსალმუნნი" ან "დავითნი" ეწოდება, სოლომონ მეფეს - ბრძენს, რომელსაც მიეწერება სამი კანონიკური წიგნი (იავნი, ეკლესიასტე, ქება-ქებათა) და ერთი არაკანონიკური (სიბრძნე). მათ მოჰყვებიან წინასწარმეტყველები დიდნი (ესაია, იერემია, ეზეკიელი და დანიელი) და მცირენი რიცხვით 12 (ოსია, იოველი, ამოსი, აბდია, იონა, მიქია, ნაუმი, ამბაკუმ, სოფონია, ანგია, ზაქარია, მალაქია).
თანამედროვე ებრაელთა ტრადიციის მიხედვით, რომელსაც მასორეტულს უწოდებენ, ძველი აღთქმა დაყოფილია 39 წიგნად. მათ აჯგუფებენ სამ ნაწილად. პირველს ეწოდება კანონი ანუ რჯული (თორა) და შეიცავს მოსეს ხუთწიგნეულს: დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი, მეორე რჯული. მეორე ნაწილს კი - წინასწარმეტყველნი და შეიცავს წიგნებს: ისო ნავეს ძე, მსაჯულნი, პირველი და მეორე მეფეთა ანუ სამოსელის წიგნები (ითვლება ერთ წიგნად), მესამე და მეოთხე მეფეთა (ითვლება ერთ წიგნად), ესაია, იერემია, ეზეკიელი, თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი (Iტვლება ერთ წიგნად). მესამე ნაწილს ეწოდება წერილნი და შეიცავს შემდეგ წიგნებს: იობი, რუთი, ფსალმუნნი, იგავნი, ქებათა-ქება, ეკლესიასტე, დანიელი, იერემიას გოდება, ეზრა და ნეემია (Iტვლება ერთ წიგნად), პირველი და მეორე ნეშტთა (ითვლება ერთ წიგნად) და ესთერი. თუ რუთისა და მსაჯულის წიგნებს გავაერთიანებთ ერთ წიგნად, და ასევე, იერემიას გოდებასა და იერემიას წინასწარმეტყველებას ერთ წიგნად ჩავთვლით, მივიღებთ 22 წიგნს. იოსებ ფლაბიოსის მოწმობითაც ძველად ებრაელები სწორედ 22 წიგნს თვლიდნენ მათი ანბანის 22 ასო-ნიშნის შესაბამისად.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ირგე
პოსტი May 31 2007, 08:00 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 141
რეგისტრ.: 27-May 07
წევრი № 2,031



მნათე
ციტატა
ერთი საინტერესო ფაქტი, ბიბლია ყველაზე მაღალტირაჯიანი წიგნია

პირველი ნაბეჭდი ვიცოდი.
ყველაზე მაღალტირაჟიანი რომელენოვანი ბიბლიაა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 11:57 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი