IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვაჰაბიზმი
გუდმუნდი
პოსტი Sep 21 2008, 03:02 PM
პოსტი #1


და მიაპობს ტალღებს...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 30-August 08
წევრი № 5,552



მოგესალმებით.პირველ რიგში რა თქმა უნდა მართმადიდებელი ვარsmile.gif უბრალოდ ძალიან მაინტერესებს მსოფლიოს რელიგიები და მათი მოძღვრებები.ასევე დამაინტერესა წინამდებარე თემამ და თუ ვინმეს კიდევ აქვს რაიმე ინფრომაცია ამ რელიგიის შესახებ აქ დადეთ და ვისაუბროთ.

ვაჰაბიზმი რეგიონული გეოპოლიტიკის ჭრილში.

მუჰამედ აბდ-ალ-ვაჰაბის მიმდევრები მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მოუწოდებდნენ არაბულ ტომებს გაერთიანებებისაკენ.ამით აიხსნება ის გარემოება რომ ვაჰაბიზმის ძირითად დოგმატს წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს მკაცრი ერთმორწმუნეობა.ეს ახალი რელიგიური მიმდინარეობა მიმართული იყო ტომობრივი კულტების წინააღმდეგ,რომელიც ხელს უშლიდა მათ გაერთიანებას.ამიტომ თავიდანვე მას უკვე გააჩნდა იმანენტური რეგიონალური და პოლიტიკური მნიშვნელობის პარამეტრები.

უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც ,რომ დღევანდელი ვაჰაბიზმის რელიგიური მოძრაობის ერთგვარ პოლიტიკურ ბაზისს ასევე შეადგენს პანისლამიზმის ცნობილი დოქტრინა.მისი მთავარი იდეები მრავალმა ტეოლოგმა განავითარა, მაგრამ განსაკუთრებული ბიძგი მას მე19 საუკუნის მეორე ნახევარში მიეცა, როცა პანისლამიზმის ქადაგება საიდ ჯემალ ად-დინა ალფაგანიმ(1839-1897) დაიწყო. სწორედ მან ჩამოაყალიბა "მუსლიმან ერთა რელიგიურ-პოლიტიკური გაერთიანების"იდეა.
ვაჰაბიზმი და პანისლამიზმი ორივე წარმოადგენს კოსმოპოლიტურ მოძრაობას და თავის დროზე განიხილებოდა როგორც ანტიკოლონიური მიმდინარეობა.მათი მთავარი თეზისია:მუსულმანთა კავშირი სულიერების ნიადაგზე.ამიტომაც ის მიმართული იყო როგორც ოტომანთა (თურექეთის)იმპერიის,ასევე ბრიტანული ექსპანსიონიზმის წინააღმდეგ და მისი გეოგრაფიული არეალები არ სცილდებოდა მათი გავლენის ზონებს.
თანდათანობით ვავაჰაბიზმმა სუნიტური მიმდინარეობის ისლამის ჩარჩოებში და შიიტურ შტოსთან ერთად თავისი განსაზღვრული ადგილი დაიმკვიდრა ისლამში.ის უფრო მეტად ასოცირდებოდა საუდის არაბეთის სეხელმწიფოებრივი იდეოლოგიის სინონიმად.საუდის არაბეთი მიზანდასახულად იღწვოდა მუსულმანურ სამყაროში ძალაუფლების მოსაპოვებლად.
დღევანდელ ეტაპზე გამოიკვეთა ვაჰაბიზმის მიმდინარეობის რამდენიმე მიმართულება, რომელთა კლასიფიკაცია პირობითად შემდეგი ნიშანთვისებების მიხედვით შეიძლება:

1)"ტრადიციული" ანუ კლასიკური მიმართულება-მისი კრედო განისაზღვრება ძირითადში საგარეო პოლიტიკის 2 მთავარი პრინციპით:ისლამური სოლიდარობით და არაბული ერთიანობით.

2)"მოდერნისტული" მიმართულება -ის უფრო ადაპტირებულია დღევანდელი სამყაროს ეკონომიკური რეალობასტან და წარმოადგენს ლიბერალური შინაარსის მატარებელ ისლამის ნაირსახეობას.

3)"ფუნდამენტალისტური" მიმართულება -ის გამოირჩება მაღალი დონის აგრესიულობით და სამხედრო ორიენტაციის მაღალი მაჩვენებლით.

პოსტსაბჭოთა სივრცეში განვითარებული მოვლენების ფონზე გამოსაყოფია ის გარემოება რომ,აღნიშნულ გეოპოლიტიკურ სივრცეში განვითარებას ჰპოვებს მესამე ტიპის ვაჰაბიზმი.მისი კონტურები უკბე აშკარად შეიმჩნება ჩრდილოეთ კავკასიის ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებოთ.თანდათანობით ვაჰაბიზმი ფეხს იკიდებს ის სადაც რელეიგიური და იდეოლოგიური ვაკუუმია,ასევე სადაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.კავკასიაც სწორედ ასეთ ვითარებაშია 1985 წლიდან .მდგომარეობა გაუარესდა განვითარებული ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების შედეგად.
პარადოქსულია,მაგრამ მიუხედავად თავისი იდეოლოგიის მაინტეგრირებელი ხასიათისა,ვაჰაბიზმი ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამის დასუსტებას და მუსულმანთა შიდა კონფრონტაციას უწყობს ხელს.



--------------------
ბეს მაკნეილმა თქვა: Everyone has something they're good at. I've always been stupid, but I'm good at this.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 05:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი