თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ “სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2019, 05:46 PM

„კითხვა: ხანდახან მიწევს პატარა ტყუილების თქმა, ამით ზიანს არავის ვაყენებ, უბრალოდ, სიტუაციიდან გამოვდივარ. ცოდვად ითვლება ასეთი ტყუილი?

პასუხი: პატარა სიცრუე აუცილებლად მიგიყვანთ დიდ სიცრუემდე. ყველაფერი – როგორც კარგი, ასევე ცუდი – მცირედან იწყება. თუ უფალს გულითადად ვთხოვთ დახმარებას, ტყუილის გარეშეც გამოვალთ სიტუაციიდან. მაგალითად, პასუხად გაეცით „არ ვიცი“ ან გაჩუმდით, ამ შემთხვევაში, დუმილი სიცრუედ არ ითვლება.“


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2019, 09:56 PM

"უფალი ამბობს, რომ სატანა კაცის მკვლელი იყო დასაბამითგან და მამა სიცრუისა (იოანე 8,44).

მოტყუებით კი ეშმაკმა უფსკრულში თან გაიყოლა სხვა სულებიც. სიცრუისა და ცილისწამების გზით მან მიაღწია პირველ ადამიანთა ცოდვით დაცემას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2019, 05:51 PM

"დუმილი სიცრუედ არ ითვლება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2019, 08:53 PM

"- მაგრამ ნუ გეშინია, პატარა ტყუილს ვიტყვით და ღმერთი გვაპატიებს ამას. უფლის წინაშე ეს სიცრუე კი არა, სიმართლე იქნება, რადგან შენ ქრისტე გიყვარს, გსურს წმინდა მთაზე მოხვდე და მას ემსახურო. ამრიგად, თუ ვინმე გკითხავს, "შენი რა არი ეს ბერი?" უპასუხე - "ჩემი ბიძაა". მე კი ვიტყვი, რომ ჩემი დისშვილი ხარ"

/"წმინდა პორფირი კავსოკალიველის ცხოვრება და სიტყვანი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 05:12 PM

როგორ იქცა ქვეყანა ტყუილების გუდად

წმინდა ბერი პაისი: ადამიანების ბოროტებამ ყოველგვარ საზღვრებს გადააჭარბა. ადამიანები ცდილობენ ერთმანეთს მოატყუონ და ტყუილი მიღწევად ითვლება. მართლაც ტყუილების გუდად იქცა სამყარო! ყველაფერს უსინდისოდ, ზერელედ აკეთებენ, ფულს კი გაცილებით მეტს იღებენ, ვიდრე უწინ. ყველაფერი ტყუილად იქცა. ერთხელ ვიღაცამ პამიდვრის ნერგები მომიტანა, თითოეული მცენარე პატარა ცელოფანის პარკში იყო ჩარგული, სავსე იყო მიწით და შავმიწისა და მსხვილი ქვიშის ნარევით, რომ ცელოფნიდან სისველე არ გამოსულიყო. ანუ ნერგების მორწყვა გაუჭირდათ! მიწა განაყოფიერებული არ იყო და მხოლოდ ზემოდან ალაგ-ალაგ მოეყარათ ნაკელი! რას ვიზამდი! როცა მცენარეები ამოვიღე ცელოფანიდან, აღმოჩნდა, რომ ფესვები ყველას დალპობოდა. საჭირო შეიქნა გარკვეული დროით მთლიანად მიწით დამეფარა ნერგები, რომ მათ ახალი ფესვები გამოეტანათ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2019, 05:03 PM

სიძულვილი სიცრუისადმი

"მამა ეპიფანე ერთ-ერთ თავის სულიერ შვილს ეუბნებოდა:
– მე, შვილო ჩემო, შემიძლია, ნებისმიერ ცოდვაში ჩავვარდე, მაგრამ საერთოდ არ ძალმიძს, ვინმე მოვატყუო.
– გერონდა, ნუთუ თქვენს ცხოვრებაში არასოდეს გითქვამთ სიცრუე? – ჰკითხა მამა ეპიფანეს მისმა თანამოსაუბრემ, – მაშინაც კი, თუ ავადმყოფს ბოლო სტადიის კიბო ჰქონია და ვერ გადაიტანდა ცნობას, რომ მალე უნდა მომკვდარიყო?
– არა! ასეთ შემთხვევებშიც კი არასოდეს მითქვამს ტყუილი. როცა მიხდება მძიმე ავადმყოფთა მონახულება, მე არასოდეს ვეკითხები ექიმებს სნეულების შედეგზე, რათა არ აღმოვჩნდე ისეთ სიტუაციაში, როცა უნდა იცრუო ან სნეული ღრმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2019, 10:25 PM

"ხომ არ ჩავარდნილა ჩვენი სული სიცრუის ტყვეობაში და ამ სიცრუეს სიმართლეს ხომ არ ვარქმევთ?!"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2020, 07:25 PM

"მამა პაისის მოგონებიდან: ერთხელ მთელი ყუთი ტკბილეული მომიტანეს, მე არ ვხსნიდი და მომლოცველთა დიდ ჯგუფს ველოდი. „სხვაგვარად ტკბილეული დარჩება და ჭიანჭველები დაესევიან“. - ვფიქრობდი მე. ერთხელ, როდესაც ბევრი ხალხი მოგროვდა, ჩავთვალე, რომ ტკბილეული ყველასთვის საკმარისი იქნებოდა და დარჩებოდა კიდეც. როცა გავხსენი, აღმოჩნდა, რომ თითქმის მთლიანად პლასტმასით იყო ამოვსებული და მხოლოდ შუაგულში იყო დატოვებული თავისუფალი ადგილი ტკბილეულისათვის - ე. ი. თითქმის მთელი კოლოფი ცარიელი იყო. მეორეჯერ ლამაზი ყუთი მომიტანეს ლახათ-ლუხუმით და სადღესასწაულო ბაფთით. „ამას ათონიადის ბავშვებისთვის შევინახავ“ - ვიფიქრე მე, მაგრამ როცა გავხსენი აღმოჩნდა, რომ ლახათლუხუმი უკვე დაძველებულიყო და გამხმარიყო. ასეთ ხმელ ტკბილეულს ადამიანებს არ ვაძლევ ხოლმე - უფრო რბილს ვარჩევ.

- წმიდაო მამაო, ვინც ამას აკეთებს, მას არ ესმის, რომ ეს სიცრუეა?

- ისინი ამას მიღწევად მიიჩნევენ, იმიტომ, რომ ჩვენს დროში ცოდვა მოდაში შემოვიდა და ტყუილი გონებამახვილობად ითვლება. სამწუხაროდ, ერული სული გონებას ცბიერებაში ამახვილებს და თუ ვინმე თავის ახლობელს უსამართლოდ მოექცევა, მიღწევად ითვლება. მის შესახებ ყველგან ამბობენ: „აი, ყოჩაღი... ნამდვილი ეშმაკია!“ ამ დროს თვით ეს ადამიანი შინაგანად სინდისის მხილებისაგან იტანჯება და მცირე ჯოჯოხეთურ სატანჯველს განიცდის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 09:47 PM

"ტყუილს გრძელი ხელები აქვს, მაგრამ ფეხები მაინც მოკლე აბია"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 10:14 PM

"ადამიანები სიმართლეზე მეტად სიცრუეს და სიყალბეს იღებენ. უმეტესად უჭირთ გულწრფელი, თავისუფალი პიროვნების მიღება, რადგან საკუთარ დაკომპლექსებულ და არაფრის მომცემ აკრძალვებში გამოზრდილ წლებს, ყალბი, მოთამაშე, ფარისეველი სახეები უდევს საფუძვლად.
ფარდის მიღმა რაც გსურს ქენი, მთავარია სხვას არ დაანახო-ეს არის მასების აზროვნების ამოსავალი წერტილი.
ტყუილი უფრო მოსაწონია, ვიდრე გახსნილობა და პირდაპირობა, რადგან მთელი ცხოვრება ფუთავენ ნამდვილ ბუნებას და ცდილობენ ისეთი ნიღაბი მოირგონ, რითიც უმრავლესობას თავს მოაწონებენ...
ასეთი უმრავლესობა კი აბსოლუტურ სიცარიელეშია და ცდილობს სხვასაც გადასდოს...
სჯობს მარტო დარჩე, ვიდრე ამ საშინელ თამაშში მიიღო მონაწილეობა და უნიჭოდ გამოწყობილ მარიონეტებს დაუკრა ტაში!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2020, 08:56 PM

,,არასოდეს მოატყუოთ ადამიანი, რომელსაც უყვარხართ და გენდობათ, ის ყველა სიმართლეს გაპატიებთ''

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2020, 06:04 PM

ქადაგება სიცრუის თაობაზე

"მსახურების დასრულების შემდეგ მოძღვარმა გამოაცხადა:

- შემდეგი შეხვედრისას საუბარი გვექნება სიცრუის შესახებ. საკითხის აღქმის გასაადვილებლად, წამოსვლამდე გადაიკითხეთ მარკოზის სახარების მე-17 თავი.

მორიგი მსახურების დროს, ქადაგების დაწყებამდე, მოძღვარი დაეკითხა მრევლს:

- ვინ წაიკითხა მე-17 თავი, ასწიოს ხელი!

ბევრმა შემართა ხელი.

- ჰოდა, სწორედ თქვენთან მსურდა მესაუბრა სიცრუის შესახებ, - მიმართა მათ, - მარკოზის სახარებაში არ არის მე-17 თავი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2020, 08:07 PM

"სიცრუეა, ერთს ფიქრობდე და მეორეს ლაპარაკობდე"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2020, 07:06 PM

"სიცრუეს უნდა მივმართოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ძალიან იშვიათად, როგორც საშიშ წამალს, და ეს უნდა ვაკეთოთ შიშითა და ძრწოლით, თან ღმერთს ვაჩვენოთ ჩვენი თავნებობაც და აუცილებლობაც. მაშინ მოგვეტევება"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2020, 03:36 PM

"არსებობს შეცდომა და არსებობს ტყუილი.. ვინც ცდება, მან არ იცის, რომ არ ამბობს სიმართლეს, ვინც ტყუის, მან იცის რომ სიმართლეს ამახინჯებს... შეცდომა სირცხვილი არაა, სირცხვილია ტყუილი..."

/აკად. არნოლდ ჩიქობავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2020, 08:11 PM

"არის უვნებელი, სრულიად უმტკივნეულო და ხშირად სასიამოვნო ტყუილებიც კი და არის ბოროტი, სინდისიერების ყოველგვარ საზღვრებს გადასული ტყუილები"

/გურამ ფანჯიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2020, 11:25 AM

"ყველაზე დიდი საშინელება არის ის, რომ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში შემოვიდა სიცრუის სული და მასში მყარად დამკვიდრდა.
თანამედროვე ქრისტიანები ცრუობენ ღვთის წინაშე, ცრუობენ ერთმანეთის წინაშე, ცრუობენ საკუთარი თავის წინაშეც კი.

ისინი გამუდმებით რაღაც " როლს თამაშობენ ", ცდილობენ წარმოგვიდგინონ თავი იმათ, ვინც რეალურად არ არიან. ზრუნავენ მხოლოდ გარეგნულ კეთილმოწყობაზე, შინაგანი ღვთივსათნო ცხოვრება კი ეზიზღებათ".

მღველმთავარი ამბერკი ტაუშევი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2020, 11:05 AM

"მატყუარა ადამიანი მშიშარაა... მშიშარა კი, ადვილად გიღალატებს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2020, 10:55 PM

"ეტყობა, ბოლომდე ვერ იცხოვრებ ისე, ერთი ტყუილი თუ მაინც არ თქვი, თუნდაც უმტკივნეულო"

/გურამ ფანჯიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2020, 09:44 PM

"ქრისტიანს ეკრძალება სიცრუე ყველა მისი გამოვლინებებით. სიცრუის მამა ეშმაკია და ამიტომ არასდროს გამართლდება სიცრუე. ჩვენ კი გვჭირდება თუ არა, გამუდმებულად ვცრუობთ! უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2020, 05:52 PM

"აღშფოთებული ხარ, როცა სხვები იტყუებიან, სიტვას - მეტიც, ფიცსაც კი - ტეხენ. შენ თვითონ ნურავის მოატყუებ, ბენედიქტე, ნურავის და ნურასოდეს ეცრუები, ყოველთვის და ყველაფერში ისეთი მართალი იყავი, რომ ყველა ენდობოდეს შენს სიტყვას და ფიცი არ გჭირდებოდეს"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 10:37 PM

"ტყუილი ფეხს ვერ მოიკიდებს, რადგან არარასებული რამაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2021, 04:59 PM

"ტყუილმა იმდენად მოიცვა ჩვენი ბუნება, რომ ის ჩვეული გახდა დ კაცს ვერც კი წარმოგიდგენია მისგან განთავისუფლება - დროთა განმარვლობაში ხომ ყველაფერს ეგუები. სიცრუე თავს ზემოთ ავიდა და დაგვფარა - ჩვენ მისით ვსუნთქავთ, ძვალსა და რბილს ჟანგბადის მაგიერ ის მიეწოდება. ჩვენ ტყუილის ოკეანეში ჩაძირული გვამები ვართ, ამას არ ვაღიარებთ, საკუთარ თავთანაც ვთვალთმაქცობთ და ცოცხლებს ვთამაშობთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2021, 05:19 PM

"ჩვენ მივეჩვიეთ ერთი ფიქრს, მეორის თქმას, მესამის კეთებას და ფარისევლებად ჩამოვყალიბდით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 08:52 PM

"ადამიანის, მოძღვრის მოტყუება შესაძლებელია, ღმერთს კი ვერავინ მოატყუებს"

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2021, 08:42 PM

"[ეშმაკი] სიცრუის მამაა, რადგან მან პირველმა იცრუა"

/ბერი ექვთიმე ზიგაბენი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 02:51 PM

"ადამიანი, ვინც იფიცებს, აღიარებს,რომ ამტკიცებს ჭეშმარიტებას, ხოლო როდესაც ფიცს ტეხს, ის ნამდვილი ცრუპენტელა ხდება"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2021, 05:33 PM

"განეშორე სიცრუეს, რათა არ განგაშოროს მან ღვთის შიშს"

/ღირსი ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2021, 02:59 PM

"ტყუილს ვერ ითმენდა ვერასგზით. თავის გულს შეასკდებოდა"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2021, 06:39 PM

"თუ ოდესმე მოგიტყუებია, რატომ ბრაზობ, რომ შენც მოგატყუეს?"

/მამა თეიმურაზ ქორიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2021, 06:28 PM

"იცხოვრე პატიოსნად! ტყუილი არ თქვა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 02:23 PM

"გამოძერწონ სიცრუე ლამაზი სიტყვებით"

/წმ. კირილე ალექსანდრიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 08:39 PM

"ვიღაც რომ გატყუებს, გრძნობ, მაგრამ გეუხერხულება, რომ უთხრა… სამაგიეროდ ის არ გრძნობს თავს უხერხულად და სულ ჰგონია, რომ გატყუებს და გატყუებს…"

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2021, 07:29 PM

"არ არსებობს ისეთი ტყუილი, რომელიც გაუძლებდა ჩვენს საღვთო ჭეშმარიტებას"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2021, 08:42 PM

"არ არსებობს ტყუილი, რომელსაც არ იკადრებს ცილისმწამებელი, როგორც ეს დაამტკიცა თავისი მაგალითით იუდამ. მისგანაა ქურდობა, მკრეხელობა, მკვლელობა, გამცემლობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 07:51 PM

"უმჯობესია, სიმართლისათვის შეურაცხყოფა დაითმინო, ვიდრე სიცრუე ილაპარაკო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 08:34 PM

"ადამიანთა შორის არ არსებობს უფრო ცოდვილი ჩვეულება, ვიდრე - სიცრუე. როგორც ძნელია, იპოვო უფხო თევზი, ასევე ძნელია, შეხვდე ადამიანს, რომელიც არ ცრუობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2021, 10:02 PM

"იცრუო და მოატყუო, ნიშნავს - უფალი გეზიზღებოდეს, ადამიანების კი გეშინოდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2021, 05:37 PM

"მატყუარებს არ უჯერებენ მაშინაც კი, როდესაც ისინი სიმართლეს ამბობენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2021, 06:30 PM

"იცრუო, ნიშნავს, უფლის მიმართ უგუნური ზიზღი გამოამჟღავნო, ადამიანთა მიმართ კი - სულმოკლე შიში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2022, 10:14 PM

"ბოლო ხანს სიცრუე იმდენად გლობალური გახდა, რომ ადამიანები ვეღარ ხედავენ, აღარ ესმით, რა არის სიცრუე, ისევე, როგორც თევზს არ ესმის, რა არის წყალი, სადაც დაცურავს. სიცრუე ცხოვრების სტილი გახდა. ის ადრეც არსებობდა, მაგრამ მაშინ ხალხმა იცოდა, რომ ის ცოდვა იყო, ახლა თუკი ვინმემ მუდამ სიმართლის თქმა ან ჩუმად ყოფნა გადაწყვიტა, მას ავადმყოფად, შეშლილად, უკეთეს შემთხვევაში, ორიგინალურად ჩათვლიან ჰიპის მსგავსად, რომელიც საზოგადოებრივ აზრს სიამაყის გამო ბრძოლას უცხადებს".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 09:32 PM

"აღარ მოატყუო საკუთარი თავი და ყველაფერი კარგად იქნება"

/რეზო ინანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 03:30 PM

"სიცრუე, შეიძლება ითქვას, არის ის ძალა, რომელზეც ბოროტის მთელი მანქანებაა დაფუძნებული. ეს უდიდესი და უმძიმესი ცოდვაა, რომელიც ყველაზე მეტად ამსგავსებს ადამიანს ბოროტს".

/დეკ. გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 03:57 PM

"სიცრუე, როგორც ვთქვით, უმძიმესი ცოდვაა, მაგრამ არებობს მისი უფრო დიდი, საშინელი, შენიღბული სახე - მზაკვრობა ანუ ტყუილისა და სიმართლის ერთმანეთში არევა. ან უფრო მეტიც - სულ მცირე სიმართლის შერევა დიდ ტყუილთან. სწორედ ამ მზაკვრულ ხერხს იყენებს ბოროტი, როცა აცდუნებს ადამიანს".

/დეკ. გიორგი რაზმაძე/

"სიცრუე საკუთარ თავს ისეთად წარმოგვიჩენინებს, როგორებიც არ ვართ. ვდილობთ, ადამიანის წინაშე ყოველთვის მართალნი გამოვჩნდეთ და აღარ ვეძიებთ, ღვთის წინაშე რანი ვართ. უფალი ჩვენს გულს ხედავს, დაფარულს ხედავს. ჩვენ კი იმით ვკმაყოფილდებით, რომ კაცის წინაშე განვმართლდეთ. იმით ვსარგებლობთ, რომ ადამიანი ვერ ხედავს ჩვენს შინაგან მდგომარეობას და ვატყუებთ"

/დეკ. გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2022, 04:01 PM

"მოძღვრის მოტყუება შესაძლებელია, ღმერთს კი ვერავინ მოატყუებს"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2022, 01:42 PM

"უფრო მეტიც, ჩვენ ვბედავთ და ვიფიცებთ უფლის სახელს, ხოლო ზოგჯერ ამ ფიცით აშკარა სიცრუეს ვფარავთ და ამას უშიშრად ჩავდივართ ყოვლისმხილველი უფლის თვალთა წინაშე"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2022, 09:05 PM

"ქრისტიანს ეკრძალება სიცრუე ყველა მისი გამოვლინებით. სიცრუის მამა ეშმაკია და ამიტომ არასოდეს გამართლდება სიცრუე. ჩვენ კი გვჭირდება თუ არა, გამუმდებულად ვცრუობთ!"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 02:29 PM

"როდესაც აუცილებელია, სიმართლე ყველაფერზე ღიად, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე თქვი; რადგან ორაზროვნება ნახევარი გზაა სიცრუემდე, სიცრუე კი - მთლიანი და პირდაპირი გზა გეენისაკენ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2022, 09:18 PM

"აშკარა მოტყუებაა, როდესაც სხვებს სხვანაირად ექცევიან, ვიდრე ამბობენ და ბაგეებით ჰპირდებიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2022, 09:42 PM

"არ არსებობს იმაზე საშინელი და საძაგელი ტყუილი, ვიდრე ის, რომელიც ფარავს ბოროტებასა და სიცრუეს გულახდილობის საფარქვეშ და რელიგიის მიღმა აფარებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2022, 08:09 PM

"არაფერია დაფარული, რომ შემდგომში არ გაცხადდება" (ლუკა 8,17).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2022, 09:04 PM

"ატარე სათნოების სახე, მაგრამ არა იმისათვის, რომ მოატყუო ისინი, ვინც გხედავენ, არამედ იმისათვის, რომ მათ სარგებლობა მოუტანო"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2022, 08:55 PM

"ავადმყოფ თვალებს სინათლე არ უყვარს, ასევე, ტყუილს - სიმართლე, სიცრუეს კი ჭეშმარიტება სძულს"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 03:56 PM

"სიცრუე უარეს ცოდვად მიმაჩნია, ვიდრე წირვაზე დაუსწრებლობა"

/შარლოტ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2022, 08:08 PM

"არ დაპირდე, რის აღსრულებაშიც დარწმუნებული არ ხარ, მიცემული დაპირება კი შეუცვლელად აღასრულე; და შენს უბრალო დაპირებას ისე დაუჯერებენ, როგორც - ფიცს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2022, 10:56 PM

"ჩვენ უფრო მეტს მოვიგებდით, ისეთები რომ ვიყოთ, როგორებიც ვართ სინამდვილეში, ვიდრე წარმოვაჩენდეთ იმას, რაც ჩვენსი არაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 09:28 PM

"შევარცხვინე ის კაცი, რომელმაც იცის, იმის ტყუილს რა უბედურებაც მოჰყვება და მაინც იტყუება"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2022, 08:27 PM

"ყველაზე ადვილია, საკუთარი თავი მოატყუო და ამაო დიდებით აღტაცებულმა დიდ ვინმედ მიიჩნიო იგი, სინამდვილეში კი - არაფერს წარმოადგენდე!"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2022, 07:02 PM

"როდის ამბობს ადამიანი ტყუილს? - როდესაც თავის დაცვას, სარგებლის მიღებას ან, მოვლენების გაზვიადებით, ყურადღების მიქცევას ცდილობს. ამიტომაც არის, რომ მრავლისმეტყველება ხშირად ტყუილში გადაიზრდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2022, 07:30 PM

"ტყუილი ადამიანებს შორის ურთიერთობებს ანგრევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2022, 09:06 PM

"მამა ანობმა ბრძანა: იმ დღიდან, რაც ქრისტიანი მიწოდეს, ჩემს ბაგეთაგან ტყუილი არ თქმულაო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2022, 07:24 PM

"ყოველგვარი ბოროტების მშობელი ავხორცობა და სიცრუეა. ვისშიც ისინი არიან, ის უფალს ვერ იხილავს. ვერას გვარგებს პირველისგან განდგომა, სანამ მეორე ჩვენში იქნება"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2022, 08:24 PM

"მივაღწიოთ იმას, რომ ბავშვებმა სიმართლე ილაპარაკონ. უმანკო სულისათვის სიცრუე სისაძაგლეა, ისევე როგორც ფიზიკური ჭუჭყი და სიმყრალე. სიმართლის თქმის მიჩვევა ძნელი არ არის, როცა მაგალითს თავად მშობლები იძლევიან და როცა ბავშვები ღვთის რწმენით სუფთა გარემოში იზრდებიან.

ტყუილის თქმისას კარგი ბავშვი ყოველთვის წითლდება, მაგრამ უხეში ტყუილის გარდა ნატიფი სიცრუეც არსებობს. არ უნდა დავუშვათ, რომ ბავშვებმა საუბარში ფაქტები უზუსტოდ ჩამოაყალიბოს, გაალამაზოს, გააზვიადოს, ცალმხრივად გააშუქოს და ა.შ. ასევე, ყურდღება მივაქციოთ, რომ მან დაპირება ზუსტად და დროულად შეასრულოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2022, 09:08 PM

"ღმერთსა და ჩვენ შორის გამყოფი არის მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე. თუ ვიტყვით, რომ ღმერთისგან ჩვენ ჭეშმარიტება გვყოფს, ეს იგივეა ვთქვათ, რომ ღმერთსა და ჩვენ შორის გამყოფი ღმერთია.

ცრუ აზრები, ცრუ სიტყვები, ცრუ გრძნობები, ცრუ სურვილები - აი, სიცრუის ერთობლიობა, რომელსაც მივყავართ არარსებულისკენ, ილუზიებისა და ღვთისუარყოფისკენ. ამ გზიდან უკან ვერ დაბრუნდები ძლიერი ცხოვრებისეული ძვრების გარეშე, - სანამ დაბრმავებული ადამიანი სავლეს მსგავსად მიწაზე არ განერთხმება და სანამ მას ღმერთი არ წამოაყენებს მტვრისა და უძლურებისგან და არ დაუბრუნებსს მხედველობას"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2022, 07:29 PM

"სიცრუე - ამაოდმეტყველია,
სიმართლე - კი უტყვია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 08:02 PM

"სიცრუე - გონების სნეულებაა,
სიმართლე კი - ჯანმრთელობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 04:46 PM

"ვისაც სიცრუიდან ჭეშმარიტებაში გადასასვლელად გონიერება ეყო, იცის, რომ სიცრუიდან თავის დაღწევით, სიგიჟისგანაც გათავისუფლდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2023, 07:19 PM

"უფალთან სიცრუე არ არსებობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2023, 08:07 PM

" - მამა გაბრიელ, ტყუილის თქმა თუ შეიძლება?

- არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ დამალავ რაიმე ამბავს, რათა ამით ზიანი არ მიაყენო სხვას. ერთი ავაზაკი, რომელსაც მდევარი მოსდევდა, ერთ წმინდა მამასთან შევიდა და თავშესაფარი სთხოვა. მოძღვარი იმ დროს იჯდა, ფეხზე წამოდგა და დამალა ავაზაკი. მდევრები შემოცვივდნენ და ჰკითხეს: - აქ ავაზაკი ხომ არ შემოსულაო. მან კი ტყუილი რომ არ ეთქვა, მიუგო - რაც აქ ვდგავარ, არ მინახავსო. ამით იხსნა ავაზაკი. ტყუილი მაშინ არის ტყუილი, როდესაც ადამიანური შიშის გამო ამბობ მას. თუ სხვა საშუალება არ არის და აუცილებელია ტყუილი იმისათვის, რათა ადამიანი გადარჩეს, ამ შემთხვევაში ადამიანის სიყვარული უფრო მთავარია. ტყუილი ჩაითვლება ტყუილად, მაგრამ ადამიანის სიყვარული დაფარავს ამ ცოდვას".

- თქვენ თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა?

- მე ჩემს დღეში ტყუილი არ მითქვამს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2023, 08:43 PM

"მუდამ სიცრუით მაძღრობას,
სიმართლით შიმშილს არჩევდა"

/ვალერიან წიკლაური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 04:05 PM

"ქვეყანა ტყუილების გუდად იქცა, ადამიანები ცრუები ხდებიან, მათ საკუთარი თავისთვის კიდევ ერთი სინდისი მოიწყვეს. მაგრამ მე არ შემიძლია, მატყუარა გავხდე, არ შემიძლია, შევცვალო საკუთარი "მე" მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მოითხოვს საზოგადოება. სჯობს დაიტანჯო"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 02:47 PM

"სიცრუე ადამიანს უმეცრებაში ტოვებს. ვთქვათ, ვიღაც იძულებულია, რომ მოყვასის გადასარჩენად ტყუილი თქვას. შეიძლება ამით სიკვდილისაგანაც კი იხსნას, მაგრამ ეს ტყუილი სანახევროდ მაინც შეირაცხება ცოდვად"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2023, 06:27 PM

"უფალი ჩვენგან ითხოვს, რომ მთელი გულით მივეწებოთ და მივეკრათ სიკეთეს და სიცრუე შევიძულოთ"

/წმ. ლუკა (ვოინო-იასენეცკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2023, 07:21 PM

"IX საზვერე - ტყუილისა და ცუდმედიდობის ცოდვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2023, 10:51 AM

"სიცრუისმოყვარე ადამიანი დემონთმსახურია, რადგან სიცრუე პირდაპირ ეშმაკის საქმეა"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2023, 10:48 AM

"უნდა გვეშინოდეს სიცრუის, რადგან სიცრუე წამლავს, კლავს ადამიანს"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2023, 04:39 PM

"დიდი ცოდვაა ნებისმიერი კაცის მოტყუება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2023, 06:02 PM

"ყველამ ვიცით, ტყუილს ხანმოკლე დრო აქვს, სიმართლე კი მარადიულია"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2023, 07:48 PM

"ვინც ბევრს და განუწყვეტლივ ლაპარაკობს, ბევრ სიცრუესაც გამოურევს"

/თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2023, 05:31 PM

"ღვთის შიში ვერ იტანს ტყულის"; ხოლო თუ ვერ იტანს, გამოდის, რომ განდევნის მას; თუ განდევნის მაშინ სული გასუფთავდება ტყუილისგან და მთელი თავისი სიამრთლით წარდგება უფლის წინაშე"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2023, 07:05 PM

"მას შემდეგ, რაც, ქრისტიანთა დევნის დროს, აღმსარებელი გავხდი, ყოველმხრივ ვრთხილობდი, სიცრუე არ გამოსულიყო ჩემი პირიდან;

რაკი ერთხელ ვაღიარე ჭეშმარიტება, აღარასოდეს მითქვამს თუნდაც სულ უმნიშვნელო ტყუილი, და რაკი ერთხელ ზეციური დიდება შევიყვარე, მიწიერისკენ აღარასოდეს მივქცეულვარ"

/ღირსი ანუბი აღმსარებელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2023, 08:27 PM

"განიშორეთ სიცრუე და ყოველმა თქვენგანმა თავის მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს, არანაირი არაწმინდა და უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, ნუ დაანაღვლიანებთ, ნუ შეაჭირვებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, ყოველგვარი გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად (ეფეს. 4, 25-32), და ადგილი არ მისცეთ ეშმაკს"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2024, 09:40 PM

"თავი აიძულეთ, არ იცრუოთ და არავინ განიკითხოთ"

/ეფრემ არიზონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2024, 08:57 PM

"ცრუობ, დემონს - სიცრუის მამას ბაძავ, მიბაძვით კი მას ემსგავსები. ამიტომ დაე ენამ შენმა მხოლოდ სიმართლე თქვას, დაე შენი სიტყვა აზრს შეესაბამებოდეს, საქმე კი - სიტყვას. "კეთილი ტყუილი - ეს თაფლთან არეული შხამია. ჭეშმარიტ სიკეთეს არასდროს შეუძლია მოკავშირედ სიცრუე ჰყავდეს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2024, 08:44 PM

"სიცრუე - ესეც მკვლელობაა. ეს მკლელობაა ურთიერთ ნდობისა, რაზედაც სულიერი სიახლოვეა დაფუძნებული. უფლის სიტყვებით: სატანა დასაბამითგან - მკვლელი და ცრუა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2024, 02:43 PM

"თითოეული ცრუ სიტყვა - იარაა ადამიანის სულის სახეზე, მისი დამახინჯებული ნაწიბურია. თითოეული დამპალი და ბინძური სიტყვა - აყროლებული წყლულია, რამეთუ უფალმა თქვა, რომ ყოველი ამაო სიტყვისათვის ადამიანი პასუხს აგებს საშინელ სამსჯავროზე"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2024, 02:14 PM

"თანამედროვე ადამიანი თვითმყოფადობას გადაეჩვია. ის გამუდმებით ნიღბებს იფარებს, გამუდმებით თამაშობს და ცრუობს. ჩვენს დროში სიცრუე როგორიღაც ყოვლის მომცველი, უნივერსალური ცოდვა გახდა. ადამიანმა მეორე ადამიანისადმი რწმენა დაკარგა. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაა ესოდენ ძნელი თანამედროვე მსოფლიოში ცხოვრება, სწორედ ამაში მდგომარეობს. ადამიანმა სიცრუით თავისი გული მოაკვდინა და სიყვარული ჩაიქრო. სიცრუე ლოცვას უღონოს ხდის: ზეცაში მხოლოდ გულის ხმა ისმის, გული კი დახშულია ლოცვის სიტყვებისათვის. ის, ვინც ადამიანს შეგნებულად ატყუებს, უნებურად ღმერთთანაც იცრუებს. სიცრუე თავს გულისთქმათა ნისლით ავსებს. ადამიანი ერთ სიცრუეს სხვა სიცრუით მალავს. ღვთის წინაშე სიცრუის ერთ-ერთი სახე თავის მართლებაა. წმიდა მამებმა თქვეს: "თუკი ცოდვებს თვალთმაქცობაც ემატება, მაშინ სული უკურნებელი რჩება"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)