IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ID-ბარათები და სახელმწიფოს როლი, ეკლესიის ოფიციალური პოზიცია
nk44
პოსტი Jan 17 2012, 12:18 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 185
რეგისტრ.: 2-June 09
წევრი № 7,069



სულ ცოტა ხნის ინ სინოდის სხდომაზე გადწყდა რომ შეიმნებოდა კომისია რომელიც იმუშავებდა ID-ი ბარათების შესახებ, რადგან მრევლში რეალურად გაჩნდა უამრავი კითხვა თუ მოსაზრება რომელიც საჭიროებს ჩვენი სამოციქულო ეკლესიის მაღალიერარქების მიერ ამ თემის განხილვას სახელმწიფოსთან.

არსებობს მსოფლიოში უამრავი სახელმწიფო რომლის მოსახლეობამ უარი ტქვა მსგავს ბარათებზე და ერთ-ერთი ასეთი გახლავთ დიდი ბრიტანეთი, ასევე ათონის მთა გმობს ამ მოწმობებს როგორც ადამიანის ტავისუფლების შეზღუდვისკენ გადადგმულ დიდი ნაბიჯს.


მოკლედ კომისია შექმნილია თუმცა მას მერე ძალიან დიდი დრო გავიდა და კონკრეტული საკითხები რაც მრევლში არსებობს კვლავაც პასუხგაუცემელია, საინტერესოა რა ვადებში მოხდება გადაწყვეტილების მიღებადა პოზიციის დაფიქსირება?

ფაქტი ერთია რომ ერთ დოკუმენტში უამრავი სხვა ადამიანისთვის საჭირო დოკუმეტის გაერთიანება ავტომატურად იწვევს ერთ კონკრეტულ საბუთზე დამოკიდებულებას, რაც აშკარაა რომ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და ჩნდება საუკეთესო საშუალება ადამიანი იქნეს მართული მავანის მიერ.

იქნებ მეტი აქტიურობით და მაქსიმალურად მცირე დროში მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა, გადაწყვეტაში ვგულისხმობ პირველ რიგში ჩვენი სამოციქულო ეკლესიის მაღალიერარქების ოფიციალურ პოზიციის დაფიქსირებას და მგონია რომ ეს უახლოეს დროში უნდა მოხდეს რადგან ამის დროში გაწელვა გააჩენს კიდევ უფრო ბევრ კითხვას.



ინგლისის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა ქვეყანაში ელექტრონულ ID საბუთებზე კანონპროექტი გააუქმა - ”ათასი გზა არსებობს ელექტრონული სივრცე რომ შევავსოთ. პიროვნების საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია სხვა მრავალი გზით არის შესაძლებელი. თანხები სჯობს უფრო მნიშვნელოვან სფეროებზე დაიხარჯოს. ჩვენთან არ საჭიროებს ეს ბარათები. თუ უნდათ ამერიკაში - იქ იმუშაოს”.


და რაც ყველაზე მთავარია

ელექტრონულ მმართველობასთან და “მოქალაქის ელექტრონულ ბარათთან”
დაკავშირებით ათონის მთის წმიდა კინოტის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


კარიესი 22.4/5.5.2011
ΚΑΡΥΑΙ ΤΗ 22.4/5.5.201




ათონის მთის წმიდა კინოტმა, საბერძნეთის პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტის - “ელექტრონული მმართველობის შედეგად შემოღებული ელექტრონული მოქალაქის ბარათებთან” დაკავშირებით გააკეთა განცხადება და ხაზი გაუსვა შემდეგს:

“მოქალაქის ელექტრონული ბარათი” ახდენს მოქალაქის პიროვნების იდენტიფიცირებას, რთავს მას რიცხვით სისტემაში და აქცევს თავის ელექტრონულ მფლობელობაში. უფრო მეტიც, ამის შედეგად ყველა ასეთი ბარათის მქონე მოქალაქე ერთვება კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც მუდმივად კონტროლს გაუწევს ადამიანების ქმედებას და დაამუშავებს მონაცემებს მათი პირადი ცხოვრების შესახებ (ეკონომიური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაო, სოციალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ურთიერთობა...) რაც თავისი არსით ფაქტიურად აუქმებს ადამიანის მთავარ ღირებულებას - პიროვნულ თავისუფლებას.

რადგანაც ამ სისტემაში ყოველთვის შესაძლებელია ინფორმაციის ადვილად შეცვლა, ვფიქრობთ რომ ის წარმოადგენს ქრისტიანებისთვის რეალურ საშიშროებას, არღვევს მათი რელიგიური სინდისის თავისუფლებას, ართმევს მათ უფლებას დაბრკოლების გარეშე იქადაგონ თავიანთი სარწმუნოება და სახარება. გარდა ამისა ძალაუფლება, რომელიც იყენებს ამ სისტემას, გადადის გაურკვეველი ხელმძღვანელებისა და პირების ხელში, როგორც სახელმწიფო მოხელეების, ასევე კერძო პირების მხრიდან. მათ საშუალება ეძლევათ შეიტანონ ან წაშალონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ინფორმაცია ბარათიდან, გაუცნობიერებელ ადამიანებს შეატყუონ მორწმუნეთათვის სასტიკად მიუღებელი და ანტიქრისტიანული სიმბოლოები.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტი გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას და მიმართავს მხურვალე თხოვნით საბერძნეთის მთავრობას არ დაუშვან მოქალაქის ელექტრონული მოწმობის გამოშვება და მორწმუნეებს ურჩევენ გამოიყენონ ჩვეულებრივი საიდენტიფიკაციო საშუალებები. ამ ტიპის ბარათების ძალადობრივი დანერგვა ჩვენს საზოგადოებაში, აუცილებლად ჰპოვებს ხალხის წინააღმდეგობას.

ჩვენ, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს გვწამს, რომ ქრისტემ სძლია ამა სოფელს. არ უნდა დავეთანხმოთ იძულებით და თავისუფლების შემზღუდველ მოქმედებებს. ჩვენ მთელი სულითა და გულით ვლოცულობთ ზეციური დედოფალის წინაშე, რომელიც მფარველია წმიდა მთისა, რათა მოჰმადლოს ნიჭი ღვთისმოსავ ხალხს, მოთმინებით გაუძლონ ცხოვრებისეულ განსაცდელებს იმ გარემოში, სადაც დღეს უწევთ არსებობა, რომელსაც ყველა განვიცდით.

კრებაში მონაწილეობას იღებდა ათონის წმიდა მთის ოცივე მონასტერი.


--------------------
"ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი

ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
G_saxva
პოსტი Nov 18 2014, 09:55 AM
პოსტი #2


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



sanfol
მთელი რიგი არსწორი მსჯელობისა წარმოადგინე ახლა. მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ ჯერ. თუ მართლმადიდებელი ხარ და მართლადიდებლური ეკლესიის მრევლად იწოდები, ემორჩილები მართლმადიდებლურ კანონიკას და დოგმატიკას. ეს ავტომატურად გულისხმობს ეკლესიის უცდომელობას მაგრამ არ გულისხმებს არცერთი სასულიერო პირის უცდომელობას, თუნდაც ის წმინდა იყოს. თუ ამ ყოველივეს არ აღიარებ მე ვწვეტ საუბარს რადგან არ მაქვს მართლმადიდებელთან საუბარი, მაქვს ადამიანთან რომელიც იძახის მართლმადიდებელი ვარო, ეს კი სულ სხვა რამ არის.
ციტატა
სიმართლე ჩემზე არ დამიწერია მე პირიქით სინოდზე ვთქვი ნორმალურად რომ არ ასაჯაროებენ და მინიშნებებით გველაპარაკებიან მათ იციან და მკაფიოდ არ აფიქსირებენ ამას

არ ვიცი შენ სად რა მოუსმინე მაგრამ სინოდის გადაწყყვეტილება ცალსახა და მკაფიო იყო. ამას უკვე მერამდენედ აფიქსირებ, ძალიან ცუდია როდესაც ცილს უმიზეზოდ სწამებ მითუმეტეს სინოდს. დადე ფაქტი სადაც ბუნდოვანი და გააურკვეველია რომელიმე სიტყვა ან აბზაცი. ვითხოვ იმ ტექსტის პერიფრაზს რომელშიც გაურკვევლობა იმალება და არა მეზობელმა ნადიამ რომ თქვა სინოდს ასე უთქვამს ალტერნატიულიც იყოსო.
ციტატა
არ იქნებოდა მღვდელი რომელსაც არ დაეჯერებინა ეს გადაწყვეტილება.

ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს, მაგალითად ის რომ ჩინეთის დიდი კედელი ვერავნ გადალახა მაგრამ მე ვფიქრობ მისი გადალახვა შესაძლებელია. ფაქტი ამ შემთხვევაში ერთია მაგრამ მე განსხვავებული აზრი მაქვს ანუ საკუთარი აზრი რაც წინააღმდეგობაში მოდის თავად ფაქტთან მაგრამ ამით ფაქტი არ იცვლება.
ციტატა
ერთი წამით წარმოიდგინე რომ მე ვარ ადამიანი რომელსაც ინტერნეტი და ტელევიზია არ აქვს რომ მოვისმინო სიმართლე, სინოდი არ მოგივა სახლში და არ დაგარიგებს ესე და ესე მოიქეციო.

დღევანდელ დღეს ყველა საკომუნიკაციო საშვალებას იყენებს წმინდა სინოდი იმფორმაციის გასავრცელებლად.
ციტატა
უნდა წავიდე ეკლესიაში, რომელიც ისევე შეუცდომელია როგორც საერთო ეკლესია როგორც შენ ამბობ და ვკითხო ჩემ მოძღვარს

როგორც მე ვამბობ არა როგორც მართლმადიდებლობა ქადაგებს. ის რომ ზოგიერთი მღვდელი თU მღვდელმთავარი თავნებობს ეს მართლაც პრობლემაა და ცალკე გასახილვევლი პრობლემაა.
ციტატა
დროის გასვლის შემდეგ ჩემამდეც მოაღწიოს სინოდის გადაწყვეტილებამ, რომელიც ხმას არ იმაღლებს ერთი განცხადებით შემოიფარგლება და ვინც ეძებს ის პოულობსო თუ რა უნდა ქნა?

ამ საკითხთან დაკავშირებით ორჯერ გააკეთა განცხადება საკმაოდ მკაფიოდ და ერთპიროვნულად არ ვიცი შენრ ას ან როდის უსმენ. რა უნდა ქნა და ღმერთმა მოქცა თავი შიგ მომუშავე ტვინით მოგცა ეკლესია და ეკლესიიდან ხმა მოგაწვდინა, ინტერნეტით და ტელევიიზიით. ამის მერე შენ უნდა დაფიქრდე და გააკეთო არჩევანი ეკლესიის ხმას და წიმინდა სინოდის გადაწყვეტლიბეს შორის თუ რიგით მღდელმსახურის საკუთარ აზრს შორის. გადაწყვეტილება შენზეა და როგორც გინდა ისე უნდა მოიქცე smile.gif
მე ვიკითხე
ციტატა
სადმე ვინმემ გითხრა აიდი ბარათი უნდა ჩაიდგაო?

შენ მპასუხობ
ციტატა
, ერთადერთი პირადობა რომლის აღებაც შეგიძლია

აღებასა და ჩდგმას შორის განსხვავება არ არის? შეგიძლია მითხრა რა განსხვავება და მსგავსებაა სახელფასო ბარათსა და აიდი ბარათს შორის?


ციტატა
იდე კარგი, მაგრამ მე ხომ არ ვიცი რა ფრაზებს იძახდნენ ძველად მე ახლაც მიჩნდება ასეთი აზრები. ეკლესია სახელმწიფოს როდის იყო სათანადო დონეზე აღდგომოდა წინ? ისტორიიდან მაგალითიც მოვიყვანე სამწუხაროდ დაშვებული იქნა ასეთი შეცდომა და ეკლესიის როლი მაშინ პიკში იყო მისი უმოქმედობაც კი შეცდომაა ჩემი აზრით თორე მაშინ მართლა შეუცდომელი ყოფილა და არ გვცოდნია ასეთი რამე წარმოუდგენელია უბრალოდ. მაგ ლოგიკით ადამიანი რომ დაინახავს ვიღაცას კლავენ რა მისი საქმეა სადაც საჭიროა იქ უნდა იყოს და არა მის მცველად. დარწმუნებული ვარ არ გინდათ თქვენც ეს, რომ მხოლოდ ილოცოს და ეკლესიის ეზოს არ გაცდეს ქადაგება, მეც არ მსურს ეს დაკნინებული იყოს სახელმწიფოში ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის როლი. პირიქით უნდა გავაძლიეროთ.

არ ვიცი შენ რას ფიქრობ ან რა გინდა მაგრამ ეკლესია და სახელმწიფო განსხვავდება. ეკლესია არის სულერი სახელმწიფო, რომელიც ჩვენს სულებზე და მომავალ ცხონებაზე ფიქრობს. ის არ აერევა ამ ქვეყნიურ მართველობასა და გამგეობაში. ის ყველანარი მართველობისთვის ლოცულობს და მოიხსენიებს მუდმივად ლოცვებში. დილის ლოცვებში ვკითუხლობთ მოისხენე უფალო მთავრობა და მხედრობა ჩვენი ******* რათა დაწყნარებული ცხოვრებ გვაქვნდეს რათა ვცონდეთ. ანუ ეკლესიის მისია სიმშვიდე და სათნოებაა და არა ამბოხი და წინ აღდგომა. ნურც მოითხოვ და ნურც მოელი ეკლესიისგან მსგავი ქმედებებს. ეკლესია მხოლოდ ეშმაკს ებრძვის და არა სახხელმწიფოს, თუ ის ეშმაკის მანქანებად არ იქცევა და ეკლესია მონასტრების რბევას არ დაიწყებს, ან ქირსიტნობას აშკარად არ დაემუქრება.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
nk44   ID-ბარათები და სახელმწიფოს როლი   Jan 17 2012, 12:18 PM
A.V.M   nk44 თუ ფორუმს გადახე...   Jan 17 2012, 03:04 PM
afxazi   nk44 აი ეს მაინტერეს...   Jan 17 2012, 09:23 PM
ნაინა   afxazi ტექსტს თუ დავუჯ...   Jan 17 2012, 11:13 PM
A.V.M   არანაირად ბატონო ...   Jan 18 2012, 01:16 AM
.zakaria.   და საფრანგეთი და ბ...   Jan 18 2012, 01:59 AM
A.V.M   ...   Jan 18 2012, 02:16 AM
ნაინა   A.V.M ვერ იტყვიან ზუს...   Jan 18 2012, 03:36 AM
A.V.M   ...   Jan 18 2012, 01:02 PM
karpaki   მსოფლიო კონტროლზე...   Jan 18 2012, 01:12 PM
.zakaria.   მსოფლიო კონტროლზე...   Jan 18 2012, 01:50 PM
karpaki   მართალია,მარა ეგ შ...   Jan 18 2012, 01:55 PM
ნაინა   A.V.M აი ინას სანამ მო...   Jan 18 2012, 07:12 PM
A.V.M   მაგას არ ვამბობ კა...   Jan 18 2012, 10:09 PM
ucha.mb   თუ შეიძლება ჩემს ა...   Jan 19 2012, 12:54 AM
orthodox-georgia   დაველოდოთ სინოდის ...   Jan 20 2012, 02:29 PM
sanfol   რამე ხო არ მომხდარ...   Nov 4 2014, 06:19 PM
G_saxva   sanfol რა უნდა მომხდარ...   Nov 5 2014, 04:18 PM
sanfol   G_saxva წმინდა სინოდის ...   Nov 5 2014, 05:13 PM
G_saxva   sanfol თუ გაქვს წაკითხ...   Nov 6 2014, 09:52 AM
sanfol   G_saxva კი როცა გამოიცა ...   Nov 6 2014, 02:20 PM
G_saxva   sanfol არაფერი შეცვლილ...   Nov 7 2014, 10:14 AM
sanfol   sanfol არაფერი შეცვლი...   Nov 7 2014, 01:22 PM
G_saxva   sanfol არ ვიცი ჩემო კარ...   Nov 10 2014, 11:52 AM
ikanosi   კითხე ისე შენს მოძ...   Nov 11 2014, 03:12 PM
sanfol   ikanosi რათ უნდა კითხვა...   Nov 11 2014, 06:40 PM
ikanosi   ერიჰაა :D ანტიქრისტ...   Nov 11 2014, 10:00 PM
sanfol   ikanosi რა არის ეს ანტიქ...   Nov 12 2014, 02:29 PM
G_saxva   sanfol მოდი შენ გვითხა...   Nov 12 2014, 04:13 PM
sanfol   G_saxva მე რასაც ვფიქრო...   Nov 14 2014, 03:59 PM
ikanosi   sanfol http://church.ge/index.php?showtopic=9105...   Nov 14 2014, 09:44 PM
A.V.M   sanfol ძველია....   Nov 15 2014, 01:22 AM
sanfol   sanfol ძველია.... რა არი...   Nov 15 2014, 02:52 AM
G_saxva   sanfol ერთი ის დავწერო...   Nov 17 2014, 09:29 AM
sanfol   sanfol ერთი ის დავწერო...   Nov 17 2014, 12:58 PM
G_saxva   sanfol არანაირი ბრალდ...   Nov 17 2014, 02:45 PM
sanfol   G_saxva ეკლესია იმისთვ...   Nov 17 2014, 04:00 PM
G_saxva   sanfol მგონი ამდენ კამ...   Nov 17 2014, 04:17 PM
sanfol   G_saxva სიმართლე ჩემზე ...   Nov 17 2014, 06:46 PM
sanfol   აბსოლუტურად ყველა...   Nov 17 2014, 07:45 PM
A.V.M   :კი: :კი:   Nov 17 2014, 09:24 PM
sanfol   :კი: :კი: კიდე კარგი,...   Nov 18 2014, 12:15 AM
G_saxva   sanfol მთელი რიგი არსწ...   Nov 18 2014, 09:55 AM
sanfol   G_saxva აჰა გასაგებია ე...   Nov 18 2014, 01:41 PM
G_saxva   sanfol მეეჭვება შენ იქ ...   Nov 18 2014, 03:14 PM
sanfol   G_saxva საქმეც მაგაშია,...   Nov 18 2014, 04:22 PM
G_saxva   sanfol საქმე ისაა რომ ...   Nov 18 2014, 04:45 PM
sanfol   G_saxva სასულიერო პირი ...   Nov 18 2014, 06:11 PM
G_saxva   sanfol არა შენ შედეგიდ...   Nov 19 2014, 09:42 AM
sanfol   G_saxva ოკ გავიგე რასაც...   Nov 19 2014, 02:01 PM
G_saxva   sanfol არა მარტო საქარ...   Nov 19 2014, 02:21 PM
sanfol   G_saxva რაც სამწუხაროა ...   Nov 19 2014, 02:54 PM
G_saxva   sanfol ეკლესია არასდრ...   Nov 19 2014, 03:13 PM
sanfol   G_saxva გასაგებია   Nov 19 2014, 03:18 PM
G_saxva   sanfol რაც შეეხება აიდ...   Nov 19 2014, 03:22 PM
sanfol   G_saxva გადარჩენილხარ :D   Nov 19 2014, 04:40 PM
G_saxva   sanfol ნეტა ვინ დაიღოპ...   Nov 19 2014, 04:53 PM
qetevano   ხალხოოო რას ამბობთ...   Nov 19 2014, 05:44 PM
G_saxva   ვინმემ მოუწოდეთ ერ...   Nov 19 2014, 05:47 PM
qetevano   G_saxva შენ რაა აიდი უნდ...   Nov 19 2014, 05:48 PM
G_saxva   ასევე გადაეცით ღრმ...   Nov 19 2014, 05:50 PM
qetevano   G_saxva კარგი, შემინდე ჩ...   Nov 19 2014, 05:54 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 04:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი