თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ ნახვამდის

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 31 2008, 05:09 PM

იმედია მოდერატორები გამოიჩენენ მცირე პატივისცემას ჩემი პიროვნებისადმი და თემას ცოტა ხნით დატოვებენ.

ფორუმზე განვითარებული მოვლენები, ჩემი პიროვნებისა და ნიკისადმი შექმნილი დამოკიდებულება, რომელშიც ხშირად ზღვარგადასული და შემდეგ უკვე დათმენილი შეურაცხყოფა ვლინდება, აქ არსებულ სიტუაციასთან ერთად, მიქმნის გარემო პირობებს წავიდე ჩემი საყვარელი ფორუმიდან...

მივდივარ არა გაბრაზებული, ან ვინმეზე ნაწყენი (საერთოდ არასერიოზულად მიმაჩნია ვირტუალური "წყენები" და ამასვე ვურჩევ ნებისმიერს, რომელიც აქ პოსტავს ან მომავალში დაპოსტავს) არამედ იმედგაცრუებული, რამდენადაც ეს არ არის ის, რაც მე მინდოდა ორი წლის უკან, ეს არ არის ის, რისი მიღებაც მსურდა იმ მომენტიდან, როცა ამ ფორუმზე შემოვედი და მას შემდეგ დღის გაუცდენლად აქ ვარ, ეს არ არის ის, რა გარემოც მქონდა ამ ხნის მანძილზე და ეს არ არის ის, რამაც მე ხელი შემიწყო გამეცნო ამდენი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომლებთანაც მეგობრობას სიცოცხლის ბოლომდე არ გავწყვეტ...

თემა არ იხსნება ტრიუმფალური წასვლისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ, არც სენტიმენტალური ღვარღვარისთვის biggrin.gif

მას მარტივი მიზეზი აქვს - იქნებ აქ მოსახლე მომხმარებლები კიდევ ერთხელ დაუფიქრდნენ არსებულ სიტუაციას და კიდევ ერთხელ აწონ-დაწონონ რა სურთ მათ ინტერნეტ სივრცეში, რა სურთ ამ ფორუმზე და საზოგადოდ - რა არის ფორუმი smile.gif

როცა კლიმატი იცვლება - ფრინველები თბილ ქვეყნებში მიფრინავენ biggrin.gif

ცხადია აუცილებლად შემოვიხედავ, აუცილებლად დავათვალიერებ, მაგრამ არა ამ ნიკიდიან... ეს ჩემი მოკრძალებული პროტესტია.

მშვიდობისა და სიყვარულის უფალი იესო, ქრისტედ წოდებული, რომელმაც თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა და ხსნისთვის ეკლესია გვისაჩუქრა
ეწეოდეს თავისი დიდი მოწყალებით ჩვენს დაცემულ სულებს, ამენ..

მნათეუს


პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 31 2008, 05:11 PM

რა მოხდა? blink.gif

რატომ მიდიხარ?

პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: Jul 31 2008, 05:13 PM

unsure.gif unsure.gif unsure.gif
მერე ვინღა გახსნის საინტერესო თემებსო???

მეც ვერ მივხვდი რა მოხდა...

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Jul 31 2008, 05:15 PM

ციტატა
თემა არ იხსნება ტრიუმფალური წასვლისთვის და თქვენ წარმოიდგინეთ, არც სენტიმენტალური ღვარღვარისთვის


აბაა რის გამო მიდიხარ ?


ციტატა
მას მარტივი მიზეზი აქვს - იქნებ აქ მოსახლე მომხმარებლები კიდევ ერთხელ დაუფიქრდნენ არსებულ სიტუაციას და კიდევ ერთხელ აწონ-დაწონონ რა სურთ მათ ინტერნეტ სივრცეში, რა სურთ ამ ფორუმზე და საზოგადოდ - რა არის ფორუმი



ძველებმა თუ არ ვიმოქმედეთ რამე... ვის ხელში ვტოვებთ ფორუმს ? smile.gif


მეც წამოვიდე ? სხვაც...


ა ლევან


დარჩიიი ჩვენთან .. ნუ მიგვატოვებ smile.gif


კარგი რა...

არ უნდა გაგეხსნა ეს თემა


მერე რომ მოგენატრება ფორუმი...


შენი ნიკი


ჩვენ ?




პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 31 2008, 05:17 PM

კანუდოსელი

შეიხედე შენიშვნებში. მინდოდა მე პასუხი,მაგრამ თქვენ,მამაკაცებს ასე ვთქვათ არ დაგასწარით, ისედაც მობლატავე ვარ თურმე და ფორმას ცოდნია ეს smile.gif თორემ მეწყინა ჩემს მეგობარზე უზნეოს წოდება,რამდენადაც ვიცი რომ მასე არაა sad.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 31 2008, 05:20 PM

ციტატა(staywhite @ Jul 31 2008, 05:17 PM) *

კანუდოსელი

შეიხედე შენიშვნებში. მინდოდა მე პასუხი,მაგრამ თქვენ,მამაკაცებს ასე ვთქვათ არ დაგასწარით, ისედაც მობლატავე ვარ თურმე და ფორმას ცოდნია ეს smile.gif თორემ მეწყინა ჩემს მეგობარზე უზნეოს წოდება,რამდენადაც ვიცი რომ მასე არაა sad.gif

მომე ლინკი,აბა სად?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 31 2008, 05:28 PM

http://church.ge/index.php?showtopic=3948&st=660

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jul 31 2008, 05:31 PM

არსად არ მიდის tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 31 2008, 05:37 PM

მნათე
დაცხა დედა დიდუბეში?

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jul 31 2008, 05:38 PM

კანონისტი
არა, სასიამოვნო სითბოა biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 31 2008, 05:48 PM

მნათე


მნათე, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ხომ არ გააფრინე?

შემოდი ჩემს სკაიპში!

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Jul 31 2008, 06:20 PM

მდაააას...

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Jul 31 2008, 06:30 PM

ნახვამდის

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 31 2008, 07:08 PM

tamara

ციტატა
ნახვამდის


ასე ვიცილებთ ფორუმელებს, რომელთა პოსტები უცბად არ მოგვწონს? თან იმ ფორუმელებს, ვისაც რეალურად იცნობთ,მე რეალურად არ ვიცნობ ლევანს,მაგრამ ვერცერთს ვერ გავიმეტებ მასე ცივად ვუთხრა წადიო. ფორუმი ყველასია.

კანუდოსელს კი მე პირადად ვიცნობ და მეგობარია კიდეც, უზნეო უწოდე იმხელა კაცს, კაცს, რომლის სახელითაც საქართველო საზღვარგარეთ ცნობილი და დაფასებულია. ზედმეტია ასეთი გამბედაობა შეფასებისას.

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jul 31 2008, 07:18 PM

მნათე
აჰჰჰ,შენი წასვლა რავა იქნება კოლორიტი ხარ ამ ფორუმის კაცო.... რატოა ასეთი დაძაბულობა? რა ხდება? საინტერესო თემა უნდა ახლა ამ ფორუმს და გაიფანტება ეს დაძაბულობა იქვე, ჩაერთვება ხალხი რაიმე დისკუსიაში და დაივიწყებენ წყენას....აბა გამოვაცხადოთ კონკურსი ვინ უფრო საინტერესო და საჭირო თემას გახსნის! biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Jul 31 2008, 07:22 PM

ციტატა
კანუდოსელს კი მე პირადად ვიცნობ და მეგობარია კიდეც, უზნეო უწოდე იმხელა კაცს, კაცს, რომლის სახელითაც საქართველო საზღვარგარეთ ცნობილი და დაფასებულია. ზედმეტია ასეთი გამბედაობა შეფასებისას.

ძალიან სამწუხაროა თუ ეს ასეა -
მე პირადად მისი პოტებიდან გამომდინარე სხვა შთაბეჭდილება დამრჩა.


გაიტანეთ კარელინი ან გამიტანეთ მე
http://church.ge/index.php?showtopic=4842&st=20

ჯერ ერთი ამ ადამიანს კარელინი არ ჰქვია.
mad.gif
მოგწონთ ასეთი დამოკიდებულება არქიმანდრიტის მიმართ?
მე არა.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 31 2008, 07:32 PM

tamara

რაც არ უნდა ეთქვა, უზნეო არ უნდა უწოდო, მას აქვს ის კულტურა, რომ ქალს საპასუხო ეპითეტით არ უპასუხოს და ეს დასაფასებელია. იქნებ შენზე უკეთ იცნობს მამა რაფაელის შრომებს თუ მოღვაწეობას და ასე ფიქრობს,მაგის გამო უნდა ლანძღო? მითუფრო, როცა ზნეობაზე გაქვს პრეტენზია, სხვანაირადაც შეიძლება თუნდაც შენიშვნის მიცემა.

არქიმანდრიტის შეცდომებს საზღვარგარეთის მართლ. ეკლესიის მესვეურნიც აღიარებენ,მაგრამ უზნეოს მათ ვერავინ ვერ უწოდებს.

ამ მნათესაც რა ჩაუციკლდით, თუ რამე დააშავა, იქნება კბენის გარეშე ვუთხრათ, ვკითხოთ, რატომ ასე და არა ისე? შვილის ტოლაა და დედობრივი გრძნობით შემტკივა გული ასე რომ მოხდა. განა საკუთარ შვილებს ასე ვდევნით? თუ სხვისი შვილი რა სადარდებელია?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 31 2008, 07:40 PM

tamara


თამარა, დაწყნარდი. შენ არ იცნობ ლევანის და ერთი პოსტით თუ ერთი თემით ნუ გამოიტან გადაწყვეტილებას. ლევანი არსად არ მიდის და დროა ცოტა სერიოზულად მოვიქცეთ ყველა.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jul 31 2008, 07:40 PM

ეე სად მიდიხარ დარცი აქანე user.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Jul 31 2008, 07:47 PM


ციტატა
მითუფრო, როცა ზნეობაზე გაქვს პრეტენზია, სხვანაირადაც შეიძლება თუნდაც შენიშვნის მიცემა.

არანაირი პრეტენზია არ მაქვს-
არაფერი პირადული.
მაგრამ რაც აქ ხდება არ დაწყებულა გუშინ -
გუშინ რაც შემეძლო (ემოციებს აყოლილი)
"კორექტულად" ვუთხარი -
http://church.ge/index.php?showtopic=4842&st=20

რას ლაპარაკობთ ასე როგორ შეიძლება თქო -
და საპასუხოდ მათი ირონიული ქილიკი მივიღე
აგერ ბატონო -
http://church.ge/index.php?showtopic=4842&st=40
ეს დაცინვა არაა?
ჩემი კი არა - ყველაფერი იმის რაც ჩემთვის ძვირფასია-


ნუ ხარხარებ - ეს არამართმადიდებლურია
იესო არ ხარხარებდა

mad.gif
ეს რა არის?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 31 2008, 07:51 PM

tamara

ციტატა
ნუ ხარხარებ - ეს არამართმადიდებლურია
იესო არ ხარხარებდა



ძალიან სერიოზულად აღიქვავ ყველაფერს ტამარ და ეს იმიტომ რომ (არ გეწყინოს) შენ ამ ფორუმს მხოლოდ ექსკურსიებით იცნობ და ძირიტადი შემოსვლის მიზანი, სწორედ ეს გქონდა. ნაკლებად მახსოვხარ საღვთისმეტყველო და წმინდა წერილის ტემებში. ამიტომ, არ იცნობ კარგად არც მნათუშკას და არც ზაას, სხვა შემთხცვევაში ასეთი გაბრაზებული არ იქნებოდი. დაწყნარდი გეუბნები, ლევანი და ზაზა სენზე ნაკლები ქრისტიანები არ არის, სამწუხაროდ ის ტემა არ მინახია, არ ვიცი სად რა გადაამლაშეს, მაგრამ მათ გადამლაშებაზე სეიძლება სენიშვნა და პოსტის კორექტირება. სხვა მხრივ დაწყნარდი, გაიცნობ და ნახავ რომ კარგი ადამიანმები არიან.

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Jul 31 2008, 07:54 PM

მხევალი ნინო
უკვე დავწყნარდი.
მომიტევეთ აღშფოთება.



პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 31 2008, 07:59 PM

tamara


ძალიან კარგი. ეხლა ვიფიქროთ აქ არეული სიტუაციის დაწყნარება, მე თუ მკითხავთ ეს თემა დასახურია და ლევანის ყურებს მასაჟი აქვს ჩასატარებელი. ამხელა გამოცდილების მიუხედავად, ასეთ სულელურ თემას ხსნის შესაბამისად სულელური გადაწყვეტილებით. ღმიერთიო ციემო, როგორ ექს წევრი მნათუშკა იტყოდა 2kiss.gif ოჰ, ლევანი, აკი გავიზარდე და დიდი ბიჭი ვარო? სულ ეს არის აქ მიღებული გამოცილდბეა? ვხურავ ტემას!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 31 2008, 08:11 PM

tamara
staywhite



გოგოებო, აოფებთ!

შეწყვითეთ რა, გთხოვთ!

თემა, ხვალამდე იხურება.

მნათუშკა 2kiss.gif

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Aug 1 2008, 10:58 PM

დანაკლისია... sad.gif
ძაან მეწყინა... sad.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Aug 2 2008, 10:07 AM

რას ქვია მიდის? ერთი მნათე თუ არ არის, ის ფორუმი ფორუმი არაა. კოლორიტია church.ge-სა. იქნებ გადაიფიქროს, ბევრს გადაუფიქრია და...
არადა, მის მშვიდ და აუღელვებელ სახეს რომ უყურებს კაცი, ვერ წარმოიდგენს თუ ეგეც ბრაზდება რამეზე.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 2 2008, 11:18 AM

უფ, ამ უინტერნეობის ჟამს, ფორუმის მოვლენებს ჩამოვრჩენილვარ...


მნათე, რავი სხვა რა გითხრა.


არ წახვიდე.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 2 2008, 07:28 PM

სამწუხაროა ნებისმიერი ფორუმელის წასვლა, მითუმეტეს მნათესი, რომელიც გამოირჩეოდა ”ღვთისმეტყველების” განყოფილებაში აქტიურობით და საერთოდ თეოლოგიური საკითხებისადმი დიდი ინტერესით და შესაბამისი განათლებით, სიმბოლურია ისიც, რომ მას ჩვენს ფორუმზე ყველაზე მეტი პოსტი აქვს და არც ერთი ფორუმისათვის არაა დადებითი მომენტი მისი ნომერ-პირველი მპოსტავის დაკარგვა.

ისე, თუ ობიექტურნი ვიქნებით მნათეს წასვლას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: გარკვეული ფორუმელების ფუნდამენტალისტური მსოფლმხედველობა და თვითონ მნათეს ბავშვური სიჯიუტე.

იმედია მომავალში ორივე გამოსწორდება...

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Aug 2 2008, 07:32 PM

ციტატა
იმედია მომავალში ორივე გამოსწორდება...

რა უნდა გამოსწორდეს?
დავუშვათ სიტყვიერი თავდასხმები სასულიერო პირებზე ამ ფორუმზე?

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 2 2008, 10:55 PM

tamara

ციტატა
დავუშვათ სიტყვიერი თავდასხმები სასულიერო პირებზე ამ ფორუმზე?

თავდასხმები და უშვერი სიტყვები რასაკვირველია არა, მაგრამ ჯანსაღი კრიტიკა რაღაც ჩარჩოებში შეიძლება დავუშვათ, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა რომ მნათე ჯერ ბავშვია, თავისი ბავშვური სამყაროთი, გაიზრდება და უფრო დასერიოზულდება.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Aug 2 2008, 11:10 PM

გიორგი

ციტატა
მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა რომ მნათე ჯერ ბავშვია

გეთანხმები , მაგრამ აზროვნება უკვე მწიფე აქვს და ამიტომ ივარაუდება, რომ სპეციალურად აკეთებს.
ამიტომაა ეს ცუდი კი არა საშიში. ცოდვაა ასეთი ყმაწვილის მცდარ გზაზე დგომა.
მნათეს კეთილისმსურველი აბო.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Aug 2 2008, 11:18 PM

tamara

ციტატა
რა უნდა გამოსწორდეს?
დავუშვათ სიტყვიერი თავდასხმები სასულიერო პირებზე ამ ფორუმზე?


მოდი მოკლედ და კონკრეტულად თქვი: შენ გინდა რომ მნათე აღარ დაბრუნდეს?
შენი შვილი რომ იყოს და ვიღაცამ მასე უწყვეტად "გადაუაროს" ისიც გაუგებრობის გამო, განა გული არ გეტკინება? რა ჩაციკვლები გჭირთ ხალხო...
უყვარდა ბავშვს ეს ფორუმი ყველამ იცის და მაინცდამაინც უნდა გააძულოთ ან დააგინებინოთ აქ შემოსვლა?

პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Aug 2 2008, 11:20 PM

ისე ჯობია, რომ ნებისმიერი გაურკვევლობა გადაწყვიტოთ ისე როგორც მართლმადიდებელს შეეფერება.თუ მნათემ რაიმე ისე ვერ თქვა,(არ არსებობს ისთი იდეალური მდგომარეობა,რომ ყველას ყველაფერი მოსწონდეს ერთმანეთის) სხვა ნაირად ანუ სიყვარულით უნდა ამხილო.თუ შენ ადამიანს ამხელ შეურაცყოფით იმის გამო,რომ მან სხვას მიაყენა შეურაცხოფა ეს არასწორია.მართლა მინდა რომ ყველა ნაირ თემაში,დისკუსიებში და ასე შემდეგ ჩანდეს ის,რომ მართლმადიდებლები ვართ,ასე ადვილად ხალხო ამას ნუ დავივიწყებთ

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 3 2008, 05:47 AM

შევეშვატ მნათეს ასაკს რა, 17 წლის ბიჭი პატარად არ ითვლება, და რატომ ვამბობთ ბავშვიაო? მისი ასაკისაც არ იყვნენ ქართველი მეფეები მტერს რომ შიშის ზარს სცემდნენ. (ეხლა შარი არავინ მომდოს, მნათე მეფეებს შეადარაო, ასაკთან მიმართებაში ვთქვი მხოლოდ)
ბიჭი, ჯერ კიდევ მართლა ბავშვი, ლამის ამ ფორუმის დაარსების დღიდან პოსტავდა აქ და რამ გამოიწვია მისი წასვლა?
გულსატკენია.
ვინ რას იტყვის არ ვიცი, მაგრამ, მე ჩემსას გეტყით, არა მოლოდ მგონია, არამედ დარწმუნებულიც ვარ, რომ მნათეს წასვლით ფორუმმაც და ფორუმელებმაც კიდევ ერთი კარგი და გულითადი ადამიანი დავკარგეთ.


პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Aug 3 2008, 07:50 AM

ციტატა
მოდი მოკლედ და კონკრეტულად თქვი: შენ გინდა რომ მნათე აღარ დაბრუნდეს?

მე მინდა რომ ამ ფორუმზე ცინიზმი და დაცინვა დამთავრდეს,
ყველამ დაიცვას ის წესები - რომელიც აქაა დაწესებული - მათ შორის მოდერატორებმა,
და მეტი მოწიწებით მოვეკიდოთ ეკლესიას და სასულიერო პირებს.
გუშინ კიდევ ერთხელ გადავიკითხე მნათეს პოსტები -
ყველგან ირონია იგრძნობა და თავდაჯერებულობა - ესეც უნდა გამოსწორდეს.
მოდერატორებმა და საიტის შემქმნელებმა თავის თავზე აიღეს დიდი ტვირთი -
და რადგან იტვირთეს - მაშინ მიხედონ.
მე მეტი არაფერი მინდა.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 3 2008, 08:04 AM

tamara
გასაგებია, მაგრამ, ნუ მიწყენთ, ზედმეტი მოგდით უვკე.

ამას ასე საჯაროდ არ დაგიწერდით, რომ არა ეს გაუთავებელი დევნა ხან ვისი და ხან ვისი პოსტებისა.

მნათემ მიიღო შენიშვნები და თუ მართლა მასეა საქმე, მაგდენის უფლება მისცა საკუთარ თავს მამებს და პატრიარქს დასცინოს (მას სხვათა შორის უწერია, კრიტიკის უფლება მაქვსო), აქ ასე ხელის ბრაგუნით კი არა, სიყვარულით, ცოტა სხვანაირად სჭირდება მოკიდება.

თქვენ ამას ვერ აიღებთ საკუთარ თავზე, რადგან ძალიან გაბრაზებული ხართ და ეს თქვენი წყენა უნდა დამთავრდეს.

აქ იმიტომ აღიქმება ყველაფერი ასე მძაფრად, რომ ოჯახივით ვხდებით, არაა საჭირო ეს მუშტების ბრაგუნი და მუქარა.

იმიტომ არიან მოდერატორები შემწყნარებლები, რომ სიყვარულში საქმე წკეპლით არ სწორდება.

მე მახსოვს, ივერიელი და მნათე დავვორნე ბერი გაბრიელის თემაში და იმათგან ისეთი პმ-ები მივიღე, აქეთ შემრცხვა, ვიფიქრე, ეგებ კიდევ ერთი საათი გადამედო და დავლაპარაკებოდი უკეთ, ამეხსნა თქო და ტირილი დავიწყე.

ასე რომ არ დაგავიწყდეთ, ესენი ბავშვები არიან ჯერ კიდევ.
და ჩვენზეცაა დამოკებული საითკენ ვკრავთ ხელს.
არ ვისურვებდი მნათეს ადგილას ახლა ჩემი შვილი ყოფილიყო.
ჭკუის მასწავლებელი ბევრი ეყოლებოდა და მეგობარი არცერთი.

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Aug 3 2008, 08:05 AM

kato_Bato
მე მხოლოდ კითხვას ვუპასუხე, რომელიც staywhite-ს დამისვა.
მნათესთან - არაფერი პირადული.


ციტატა
ასე რომ არ დაგავიწყდეთ, ესენი ბავშვები არიან ჯერ კიდევ

ამიტომ ვამბობ - მოდერატორობა
ჩააბარეთ არა ბავშვებს -
არამედ უფროსებს თქო.
მოძებენთ ისეთი ვინმე - ვისაც ღვთისმეტყველებაში აქვს მიღებული განათლება.


ციტატა
მე მახსოვს, ივერიელი და მნათე დავვორნე ბერი გაბრიელის თემაში და იმათგან ისეთი პმ-ები მივიღე, აქეთ შემრცხვა, ვიფიქრე, ეგებ კიდევ ერთი საათი გადამედო და დავლაპარაკებოდი უკეთ, ამეხსნა თქო და ტირილი დავიწყე

კატი, მგონი თქვენც ბავშვი ხართ
smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 3 2008, 08:25 AM

tamara

ციტატა
ამიტომ ვამბობ - მოდერატორობა
ჩააბარეთ არა ბავშვებს -
არამედ უფროსებს თქო.
მოძებენთ ისეთი ვინმე - ვისაც ღვთისმეტყველებაში აქვს მიღებული განათლება.

ვინ აცლის მერე მოდერატორს? ისეთი გამიშვი-დამაკავე ატყდება მაინც, გინდ ღვთისმეტყველი იყოს და გინდ სხვა ვინმე "მეე მეეე"-ს გარდა თუ რამე გაარჩიოს ვინმემ იქ, დამიძახეთ და აღთქმულ ფორუმს ვიწამებ..

მოდერატორში არაა პრობლემა, რით ვერ გავიგეთ.
სახლში ჩემი ოთახი თუ დაულაგებელია დედას ვერ დავაბრალებ.
ვერც მთელი სახლი თუა დაულაგებელი მაგას დავაბრალებ.
რადგან იმ ასაკში ვარ ახლა, რომ ეგეთი რამეები მეც ვიცი.

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Aug 3 2008, 08:29 AM

kato_Bato
როცა უფროსი იქნება მოდერატორი - ამდენს მერე ვეღარ გაუბედავენ -
ამ ფორუმის პრობლემა იმაშია, რომ ყველანი ხართ თანატოლები-
და ერთმანეთს უბედავთ კინკლაობას.
დამიჯერეთ - ღვთისმეტყველებაში და მთელ რიგ განყოფილებებში
მოდერებად სერიოზული ხალხი (ასაკიანიც) უნდა დაინიშნოს.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 3 2008, 08:53 AM

tamara
აუცილებლად.
მაგრამ მაგის საპირისპიროდ, ლენუსის და მარინეს მაგალითიც კმარა.

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Aug 3 2008, 09:00 AM

ლენუსი მართლაც დამაკლდა -
ფაქტიურად მისი ხათრით ვპოსტავდი ადრე ისტორიაში.
sad.gif


მარინესთანაც მოხდა რამე?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Aug 3 2008, 09:01 AM

tamara

ციტატა
kato_Bato
მე მხოლოდ კითხვას ვუპასუხე, რომელიც staywhite-ს დამისვა.
მნათესთან - არაფერი პირადული.


სწორედ რომ არ გიპასუხია, მე ვითხოვე, თუ მაქვს ამის უფლება, პირდაპირ გეთქვა, და არა ნავაროტკებით. შენი პოზიცია გასაგებია ისედაც. კითხვაზე პასუხი კი არ გაცემულა, თუმცა მე პირადად ვერ დაგავალებთ. თუ თქვენ ეგ გახარებთ და იქნებ ტრიუმფადაც მიგაჩნიათ, რომ მნათემ თავი ამის მერე განიდევნა, თქვენზე იყოს.

ღვთისმეტყველებას შესანიშნავი მოდერატორი ყავს, მართლაც სათნო და ობიექტური,სწორედ ისეთი,როგორც შეესაბამება, სწორედ შენს ისტორიის განყოფილებას ყავდა ასაკიანი, რომ არ იყო ტაქტის კრიტერიუმი (მეტსაც დავწერდი ამაზე, მაგრამ არ მსურს დაუსწრებლად ლაპარაკში ჩამითვალოს ვინმემ, ისეც ცნობილია).

არაა ლამაზი სხვის შვილს ასე ჩააჭირო ყირყიტონში ფეხი, მითუმეტეს, როცა არ ესწრება ამ მარტირიუმს. პირადული კი ნამდვილად არ გექნება, იმიტომ რომ არ იცნობ.

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Aug 3 2008, 09:05 AM

staywhite
მნათესთან პირადული არაფერი მაქვს გასარჩევი -
და არც ჩემი პიროვნების გამო ამიტეხია ეს ამბავი,
ამიტომ დაბრუნდება თუ არა მნათე -
ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - თუ უნდა დაბრუნდეს - თუ უნდა წავიდეს.
მაგრამ მე კიდევ ერთი საკითხი მაინტერესებს- და ახლა თქვენი აზრიც მაინტერესებს.

საერთოდ რატომ გახსნა ეს თემა?
რომ ხალხს აქ ხვეწნა დაეწყო არიქა დაბრუნდიო?
რა ჟესტი იყო ეს?
თუ ისევ საკუთარი თავის დემოსტრირებას ახდენს -
როგორც ამას აქამდე აკეთებდა?


და კიდევ -
თქვენი და ლენუსის ჩხუბი არ წამიკითხავს -
უბრალოდ ვიცი, რომ რაღაც ცუდი მოხდა-
ამიტომ ვერავის დავადანაშაულებ-
უბრალოდ ლენუსი დამაკლდა-
და ისტორიის განყოფილებასაც დააკლდა.
ესაა და ეს.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 3 2008, 09:21 AM

tamara
მე მაპატიეთ, მაგრამ სწორედ რომ საკუთარი თავის დემონსტრირებას ვახდენთ ამ ფორუმზე ჩვენ ყველანი.

აბა, თქვენ რითი ხართ ახლა დაკავებული, თქვენი დიდაქტიკური მსჯელობებით? smile.gif

ადამიანი თავისი მეტყველებით და ქცევით ახდენს საკუთარი თავის დემონსტრირებას.

უბრალოდ, ზოგს მეტი აქვს სადემონსტრირო და ზოგს ნაკლები, თუმცა საკუთარის ობიუექტური შეფასება ძნელია smile.gif).







პ.ს. მნათე არ წახვიდე!

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Aug 3 2008, 09:27 AM

ციტატა(tamara @ Aug 3 2008, 07:05 AM) *

staywhite
მნათესთან პირადული არაფერი მაქვს გასარჩევი -
და არც ჩემი პიროვნების გამო ამიტეხია ეს ამბავი,
ამიტომ დაბრუნდება თუ არა მნათე -
ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - თუ უნდა დაბრუნდეს - თუ უნდა წავიდეს.
მაგრამ მე კიდევ ერთი საკითხი მაინტერესებს- და ახლა თქვენი აზრიც მაინტერესებს.



ეგ კაი ხანია გასაგებია,რომ სულერთია შენთვის რას განიცდის მნათე, ან წავა თუ მოვა.

ციტატა

საერთოდ რატომ გახსნა ეს თემა?
რომ ხალხს აქ ხვეწნა დაეწყო არიქა დაბრუნდიო?
რა ჟესტი იყო ეს?
თუ ისევ საკუთარი თავის დემოსტრირებას ახდენს -
როგორც ამას აქამდე აკეთებდა?



აქედან ჩანს , რომ მნათეზე წარმოდგენაც არ გაქვს. თემა გახსნა იმიტომ, რომ ყველას, ვისაც ის უყვარს დაემშვიდობა, ეს ზრდილობაა და კულტურა და არა თავის შეცოდება, ფორუმის პირველთაგანი წევრია და ცხადია არსებობენ ფორუმელები, ვინც იცნობენ და აფასებენ , იმათ და სხვებსაც დაემშვიდობა. ცილისწამებაა დააბრალოს ვინმემ, რომ ჯინაზე გახსნა.

ციტატა

და კიდევ -
თქვენი და ლენუსის ჩხუბი არ წამიკითხავს -
უბრალოდ ვიცი, რომ რაღაც ცუდი მოხდა-
ამიტომ ვერავის დავადანაშაულებ-
უბრალოდ ლენუსი დამაკლდა-
და ისტორიის განყოფილებასაც დააკლდა.
ესაა და ეს.


მე არ მინდა მაგ უსიამოვნების გახსენებაც კი, რომ წაგეკითხა, მაშინაც არ ითხოვდა ვინმე რომელიმეს დადანაშაულებას. ბრმა დამცველები კი ბლომად ყავდა, ეს ფაქტია,მაგრამ არაა მოსაგონებელი. მე მისი წასვლა არც მომითხოვია და არც მისი მოდერობიდან გადაყენება, ერთადერთი რასაც ვითხოვდი ის იყო, რომ დაეკოპირებინა ჩემი პოსტებიდან ის, რასაც მაბრალიდა,მაგრამ ვერ იზამდა იმას, რაც არ იყო. ამისთვის კი 6 თვე ვიდევნებოდი. ამიტომაც ვიცი რას ნიშნავს ეგ ყელში ჩაჭერა და პოსტის არ გამაზვა რომ არ გახსენონ.

იფიქრეთ საკუთარ შვილებზე და თუ მოგეწონებათ, ეგეც თქვენი გადასაწყვეტია.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 3 2008, 10:31 AM

tamara

ციტატა
ლენუსი მართლაც დამაკლდა -
ფაქტიურად მისი ხათრით ვპოსტავდი ადრე ისტორიაში.



მარინესთანაც მოხდა რამე?

მე იმისი ახსნა მინდოდა, რომ საქმე ასაკში კი არა სხვა რამეშია.

ეს თემა რატომ გაიხსნა, არაა ეს ჩვენი გასაკითხი, აქვს ადამიანს უფლება დაწეროს რასაც განიცდის, რახან არც თქვენ აკლებთ.

გეყოთ, გაანებეთ თავი ამ ბავშვს, მეტისმეტი მოგდით უკვე.

ასეთი გაჩუმებული და წასული მნათე მირჩევნია აქ არაფრისმომცემ მოდერატორების და ადმინისტრაციის დევნას და ჭკუის სწავლებას.

გავიგეთ თქვენი პოზიცია და ერთი წევრიც კი არ გეთანხმებათ არაფერში.
თუმცა გეთანხმებით მე პირადად იმაში, რომ ადამიანმა თავშეკავება უნდა ისწავლოს.
სხვათა შორის, მნათესთან დამოდკიდებულებაში თქვენც აჭარბებთ ამ კრიტერიუმს უკვე.
ასე რომ, მოგვეცით კეთილი მაგალითი.

გულითადად გთხოვთ, მორჩეს აქ კამათი და დომხალი,

უფრო სწორად მოვითხოვ.


პოსტის ავტორი: abo თარიღი: Aug 3 2008, 11:00 AM

ციტატა
ეს თემა რატომ გაიხსნა, არაა ეს ჩვენი გასაკითხი, აქვს ადამიანს უფლება დაწეროს რასაც განიცდის,

რა თქმა უნდა, უნდოდა და გახსნა თემა, გულისტკივილი აღნიშნა თავისი ამ მოქმედებით. ფორუმელებმაც გამოთქვეს თავიანთი აზრი. აწი რაღას ელოდებით? ჩემი აზრით თემის არსებობა ახლა სხვა კამათს გამოიწვევს. დროებით (ჯობს სულ) მაინც უნდა დაიხუროს თემა.
აბო.

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Aug 3 2008, 11:08 AM

kato_Bato

ციტატა
გეყოთ, გაანებეთ თავი ამ ბავშვს, მეტისმეტი მოგდით უკვე.


კატუშ ხო და მაგიტომ უკვე დასაკეტია ეს თემა, ვისაც აზრის დაფიქსირება უნდოდა ყველამ გამოხატა თავისი დამოკიდებულება და აბოს თქმის არ იყოს სპორის და ერთმანეთის განკითხვის გარდა არაფერს მოიტანს ეს თემა .

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Aug 3 2008, 11:57 AM

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მიუთითო არასწორ (თუ ამ შემთხევაში ეს არასწორია) საქციელზე,მაგრამ ამისთვის არსებობს შესაბამისი ფორმები.

თუ ჩვენ თავი ვინმეზე ''უკეთესად'' მიგვაჩნია, მაშინ ჩვენი ქმედებანიც ''უკეთესი'' უნდა იყოს და არა მათი მსგავსი ვისაც თავს ვადარებთ.

მნათეს წასვლა ჩემთვის საწყენია.თუმცა არანაკლებ საწყენია ამ ფორუმზე ასეთი დაძაბული ურთიერთობები.


პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 3 2008, 12:49 PM

გეთანხმებით, თემას ვხურავ, თქვენი პოსტები საკმარისად მიმაჩნია საამისოდ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)